Jump to content
Planeta.Ge

FIORENTINO

პლანეტელი
  • პოსტები

    2.623
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი FIORENTINO

  1. ევროკავშირი საქართველოს ხუთ მილიონ ევროს გამოუყოფს ევროკავშირი შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაზარებული საქართველოს დასახმარებლად ხუთ მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ განცხადება ევროკავშირის კომისარმა, ლუი მიშელმა გააკეთა. მისი თქმით, ევროკავშირი საქართველოს დახმარებას გაეროს მოწოდებიდან და რეგიონის ჰუმანიტარული სიტუაციის საკუთარი შეფასებიდან გამომდინარე გამოყოფს. გამოყოფილი თანხა დევნილების კვებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენას მოხმარდება. აგრეთვე იძულებით გადაადგილებულ პირთათვის საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფას და სამედიცინო დახმარების აღმოჩენას.
  2. სახალხო დამცველმა მთავრობას საბანკო კრედიტების დაფარვისას დევნილებისთვის შეღავათების დაწესების თქხოვნით მიმართა სახალხო დამცველმა მთავრობას საბანკო კრედიტების დაფარვისას დევნილებისთვის შეღავათების დაწესების თხოვნით მიმართა. როგორც სახალხო დამცველის პრეს-სამსახურმა აი-ტი-ენ ექსკლუზივის კორესპონდენტს აცნობა თითოეული დევნილის ინტერესის დასაკმაყოფილებლად და მათი ინფორმირებისათვის, საქართველოს სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა თხოვნით მიმართა საქართველოს პრემიერ მინისტრს ვლადიმერ გურგენიძეს და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს დავით ამაღლობელს აცნობონ ომბუდსმენის ოფისს, იმსჯელა თუ არა საქართველოს მთავრობამ და საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აღნიშნული პრობლემის თაობაზე და არსებობს თუ არა ერთიანი პოზიცია საქართველოს კომერციულ ბანკებში დევნილების მიერ საბანკო კრედიტების გადახდასთან დაკავშირებით. პრეს-სამსახურის თქმით, სახალხო დამცველმა ასევე სთხოვა საქართველოს პრემიერ მინისტრსა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, აცნობონ, რა შეღავათებით ისარგებლებენ დევნილები და დროის რა მონაკვეთში. მათივე ინფორმაციით, საქართველოში განვითარებული საომარი მოქმედებების შემდეგ საქართველოს სახალხო დამცველს მასობრივად მიმართავს შიდა ქართლის რეგიონიდან დევნილი მოსახლეობა საბანკო კრედიტებთან დაკავშირებული პრობლემების თაობაზე. მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ მოცემულ სიტუაციაში, როცა ისინი იძულებით არიან გადაადგილებულნი თავიანთი საცხოვრებელი ტერიტორიებიდან, აღარ აქვთ სამსახურებში დაბრუნების შესაძლებლობა და არ გააჩნიათ არავითარი შემოსავალი, ისინი ვერ შეძლებენ ბანკებთან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. http://itnexclusive.ge
  3. საოკუპაციო ჯარმა წალენჯიხის სოფელი ფოცხო უკვე დატოვა რუსეთის საოკუპაციო ჯარმა წალენჯიხის სოფელი ფოცხოში მდებარე კაშხალის ტერიტორია უკვე დატოვა, დარჩენილია რუსი სამხედროების მხოლოდ ერთი ავტომანქანა. აღნიშნული არმია აფხაზეთის ტერიტორიაზე კერძოდ გალის რაიონის სოფელ საბერიოში არის გაჩერებული. აქ იმყოფება ასევე ის მძიმე ტექნიკაც, რომელიც ზუგდიდიდან შევიდა. ამის შესახებ ინფორმაცია "აი-ტი-ენ ექსკლუზივის" კორესპონდენტს წალენჯიხის გამგეობამ მიაწოდა. ხოლო რაც შეეხება წალენჯიხის რაიონის სოფელ კანთის ტერიტორიაზე დაბანაკებულ სამხედროებს ისინი პოზიციებს ჯერჯერობით ინარჩუნებენ. პოზიციებს ინარჩუნებენ ასევე ცხოროწყუში კერძოდ დაბა ჩხოროწყუში და ფოთის შესასვლელში. http://itnexclusive.ge
  4. "ახალი" და "ძველი" დევნილები საცხოვრებელზე ვერ თანხმებიან დევნილებს შორის საცხოვრებელ ადგილებთან დაკავშირებით კოფლიქტი წარმოიშვა. აი-ტი-ენ ექსკლუზივის ინფორმაციით, დიღომში ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს გვერდით არსებულ დღენაკლულთა ყოფილი საავადმოყოფოს შენობაში, კოდორის ხეობიდან დევნილებსა და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შორის საცხოვრებელ ადგილებთან დაკავშირებით წამოწყებული შელაპარაკება კონფლიქტში გადაიზარდა. კოდორის ხეობიდან დევნილთა მიერ მოწოებული ინფორმაციით, შენობაში ის პირები ცდილობენ დაბინავებას, რომელთაც თბილისში საცხოვრებელი ადგილები გააჩნიათ და ამ სიტუაციის გამოყენებით ხელის მოთბობა სურთ. ზემო აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებს კი დაბინავების საშუალებას არ აძლევენ და კოდორის ხეობის დევნილები ჩვილ ბავშვებთან ერთად ღია ცის ქვეშ რჩებიან. საქმის კურსშია ჩაყენებული ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო და აპარატიდან წარმომადგენლებს ადგილზე ელიან.
  5. მამუკა გიორგაძე: "საქართველოს ხელისუფლებამ ხელი მოაწერა კაბალურ ხელშეკრულებას" "საქართველოს ხელისუფლებამ ხელი მოაწერა კაბალურ ხელშეკრულებას, ეს იმისთვის განხორციელდა, რომ მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში დარჩენილიყო", - განაცხადა აი-ტი-ენ ექსკლუზივის კორესპონდენტთან საუბრისას "სახალხო პარტიის" ლიდერმა მამუკა გიორგაძემ. მისი თქმით, რუსეთმა ამოცანა შეასრულა, ქართულ მხარეს პროვოცირება გაუკეთა და საომარ მოქმედებებში ჩართო. "ქართული მხარის საომარ მოქმედებებში ჩართვა მოხდა მაშინ, როდესაც რუსეთს საქართველოსგან ჰქონდა მინიჭებული სროლის უფლება. რუსეთმა ქართული სამხედრო მანქანა და ინფრასტრუქტურა გაანადგურა, მესაკუთრეობის დემონსტრირება მოახდინა, მაგრამ შეიქმნა იურიდიულ-სამართლებრივი ბაზა რაც საქართველოსთვის დამანგრეველია. მთავარი კატასტროფა, რაც 6 პუნქტიან ხელშეკრულებაშია ის არის, რომ საქართველომ თავის თავზე აიღო ძალის გამოუყენებლობის პრინციპის დაცვა. რუსეთს დავუკანონეთ, რომ როცა საჭიროდ ჩათვლის მიიღოს იგივე ზომები, რაც 8 აგვისტოდან საქართველოში განახორციელა", - განაცხადა გიორგაძემ. გიორგაძის თქმით, რაც შეეხება რუსულ სამხედრო ნაწილებს, რუსეთი ჯარებს სრულად არ გაიყვანს. მისი თქმით, რუსული ჯარები სამეგრელოს ტერიტორიაზე დარჩებიან და 6 პუნქტიან გეგმაში დაშვებულ 12 კილომეტრიან ზონას სურვილისამებრ გაზრდიან. "საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რომ საქართველო და სააკაშვილი ერთი და იგივე არ არის. სააკაშვილმა ამერიკის ინტერესებით იმოქმედა და ვერ გაიაზრა, რომ საქართველო არის დეტონატორი, რომელმაც დეტონაცია გამოიწვია რუსეთ-ამერიკის დაპირისპირებაში" - აცხადებს გიორგაძე. http://itnexclusive.ge
  6. რუსული საჯარისო ქვედანაყოფები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან განლაგდებიან რუსი სამშვიდობო ძალები უსაფრთხოების ზონაში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან განლაგდებიან. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის გენერალური შტაბის მეთაურის მოადგილემ, ანატოლი ნოგოვიცინმა მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. "ყველა ბუფერული ზონა ლეგიტიმურია და მოლაპარაკებების შესაბამისად შეიქმნება", - ხაგზასმით აღნიშნა ნოგოვიცინმა მოსკოვის "პრინციპული პოზიცია" ამ საკითხთან დაკავშირებით. "რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ მისთვის მიუღებელია რუსული საგუშაგოების ქართულ ტერიტორიაზე განთავსება, მინდა ვთქვა, რომ რუსეთის ფედერაცია საქართველოსთან კონსულტაციების გამართვას ბუფერულ ზონებთან დაკავშირებით, არ აპირებს", - განაცხადა გენერალ-პოლკოვნიკმა. მისი თქმით, აფხაზეთის ტერიტორიაზე 2142 რუსი სამშვიდობო იქნება განთავსებული, სამხრეთ ოსეთის რაიონში კი-452. http://itnexclusive.ge
  7. თომას ლუკასმა დევნილები მოინახულა ესტონეთის ელჩმა, თომას ლუკასმა და აფხაზეთის ავტონომიური მთავრობის თავმჯდომარემ, მალხაზ აქიშბაიამ, ვაჟა-ფშაველას მესამე კვარტალში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები მოინახულეს და საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები მიუტანეს. თომას ლუკასის განცხადებით, ჰუმანიტარული დახმარება გაგრძელდება და დევნილები ესტონეთიდან საწოლებს, ლეიბებს და სხვა ნივთებს მიიღებენ. ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ ქართული მხარე ზემო აფხაზეთში მალე დაბრუნდება.
  8. სოსო ცინცაძე: "რუსების ბებიების მოკითხვით, საქართველომ მოლაპარაკებებისთვის ცუდი სასტარტო წინაპირობა შექმნა" "საქართველდან რუსული სამხედრო ქვედანაყოფების გასვლა პირველი ეტაპია, ქვეყანას მთავარი მეორე ეტაპი წინ აქვს - ხელისუფლების წარმომადგენლებმა რუსების ბებიების მოკითხვას თავი უნდა დაანებონ და გაითვალისწინონ, რომ სულ მალე მოლაპარაკებების მაგიდას უნდა მოუსხდნენ ბებიებმოკითხულ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან" - განაცხადა აი-ტი-ენ ექსკლუზივის კორესპონდენტთან საუბრისას პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ. პოლიტოლოგი აღნიშნავს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული 6 პუნქტიანი გეგმასთან დაკავშირებით გაიმართება, შესაბამისად საქართველს დიდი დიპლომატიური ომის გადატანა მოუწევს. "საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის მიერ წარმოდგენილი 6 პუნქტიანი გეგმა მხოლოდ საქართველოდან რუსული ჯარების ქვედანაყოფების გაყვანისათვის იყო შექმნილი. აღნიშნული გეგმის პუნქტები ორაზროვანია და ამის გამო საქართველოს დიდი დიპლომატიური ომი ელის. ასეთი გეგმები მაშინ იწერება, როდესაც მეტი გამოსავალი არ არის. სამწუხარა, რომ საქართველს ხელისუფლებაში ვერ ვხედავ პროფესიონალ მომლაპარაკებლებს. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები რუსეთს საჯაროდ ხან ბებიებს ხან დედებს უკითხავდნენ. ამ უგემოვნო ირონიით იზღუდება სამოლაპარაკებო რესურსი და იქმნება ძალიან ცუდი სასტარტო წინაპირობა", - აღნიშნავს სოსო ცინცაძე. http://itnexclusive.ge
  9. რუსეთის საოკუპაციო ჯარი ზუგდიდიდან გავიდა რუსეთის საოკუპაციო ჯარმა ზუგდიდის ტერიტორია დატოვა და აფხაზეთის ტერიტორიისკენ კერძოდ ენგურის ხიდისკენ წავიდა. ამის შესახებ ინფორმაცია "აი-ტი-ენ ექსკლუზივის" კორესპონდენტს სამეგრლო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ ალეკო ახვლედიანმა მიაწოდა. "ზუგდიდან უკვე გავიდნენ და წავიდნენ ენგურის ხიდისკენ. რაც შეეხება სენაკიდან შეოსულ დაახლოებით 90 ერთეულ მძიმე ტექნიკას და სატვირთოებს აფხაზეთის მიმართულბით კერძოდ ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩისკენ წავიდნენ, რომელიც ენგურს გაღმა მდენარეობს", - განაცხადა ალეკო ახვლედიანმა "აი-ტი-ენ ექსკლუზივის" კორესპონდენტთან საუბრისას. ახვლედიანის თქმით, რუსი სამხედროები მხოლოდ ზუგდიდის რაიონის სოფელ ურთასთან რჩებიან სადაც სამშვიდობოების სტატუსით ქართულ-ოსურ კონფლიქტამდე კერძოდ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებამდე იმყოფებოდნენ. ცნობისათვის, რუსეთის საოკუპაციო არმია ზუგდიდში პოლიციის შენობაში, სამთავრობო სახლსა და ქართველთა სამშვიდო შტაბში იმყოფებოდა. http://itnexclusive.ge
  10. რუსმა სამხედროებმა ჩხოროწყუს სოფელი მუხური დატოვეს რუსეთის საოკუპაციო ჯარმა ჩხოროწყუს სოფელ მუხურის ტერიტორია დატოვა და წალენჯიხის სოფელ კანთსა და სქურს შორის დაბანაკდა. ამის შესახებ ინფორმაცია აი-ტი-ენ ექსკლუზივის კორესპონდენტს ჩხოროწყუს გამგეობამ მიაწოდა. "სოფელი მუხური დატოვეს და წალენჯიხის სოფელ კანთსა და სქურს შორის გადაინაცვლეს. დაბა ჩხოროწყუში კი ჯერჯერობით რჩებიან და გასვლას არ აპირებენ", - განუცხადეს აი-ტი-ენ ექსკლუზივის კორესპონდენტს ჩხოროწყუს გამგეობაში. http://itnexclusive.ge
  11. რუსეთის საოკუპაციო ჯარმა წალენჯიხიდან გასვლა უკვე დაიწყო რუსეთის საოკუპაციო არმიამ წალენჯიხის ტერიტორიიდან გასვლა უკვე დაიწყო და აფხაზეთის ტერიტორიისკენ მიემართება. ამის შესახებ ინფორმაცია "აი-ტი-ენ ექსკლუზივის" კორესპონდენტს წალენჯიხის გამგეობამ მიაწოდა. "რუსმა სამხედროებმა ნელნელა დაიწყეს გასვლა და აფხაზეთის ტერიტორიისკენ კერძოდ ენგურის ხიდისკენ მიემართებიან", - განუცხადეს აი-ტი-ენ ექსკლუიზივის კორესპონდენტს წალენჯიხის გამგეობაში. ცნობისათვის, რუსეთის საოკუპაციო არმია წალეჯიხის სოფელ ფოცხოში მდებარე კაშხალის ტერიტროიაზე იმყოფებოდა. http://itnexclusive.ge
  12. ხანძარი ატენის ხეობის ტყის მასივსაც მოედო ატენის ხეობაში ტყის მასივს ცეცხლი უკიდია. ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილის ლადო გეგელაშვილის ინფორმაციით, ატენის ხეობაში ხანძარი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ხეობის თავზე რუსულმა ვერტმფრენებმა გადაიფრინეს. მინისტრის მოადგილის თქმით, ადგილზე მობილიზებულია გარემოს დაცვის ინსპექცია, იუსტიციის თანამშრომლების ჯგუფი, სახანძრო სამსახური და ადგილობრივი მოსახლეობა, მაგრამ ძნელად მისადგომი ადგილების გამო, სახანძრო მანქანებს ეფექტურად მუშაობა უჭირთ და ცეცხლის ლოკალიზება ვერ ხერხდება. მდგომარეობის გართულების შემთხვევაში ავიაციის დახმარების საჭიროებაც დადგება. ლადო გეგელაშვილის თქმით, ცეცხლი 40 ჰექტარ ტყის მასივს უკიდია. http://itnexclusive.ge
  13. რუსეთის გენშტაბი: "საერთაშორისო დამკვირვებლებს ცხინვალში ჩასვლა არ უნდათ" რუსეთის გენერალური შტაბი აცხადებს, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებს ცხინვალში ჩასვლა არ უნდათ. "ჩვენ შევთავაზეთ მათ სამხრეთ ოსეთში, კერძოდ, ცხინვალში ჩასვლა. მაგრამ ამის სურვილი არ აქვთ. არ გვესმის, რატომ არ ჩადიან სამხრეთ ოსეთის ჰუმანიტარული კატასტროფის ზონაში. თუმცა, ჩასვლაც რომ მოინდომონ, ამისთვის სამშვიდობოებს მათ ოფიციალური განაცხადი უნდა წარუდგინონ, რადგან რეგიონის უსაფრთხოებაზე სწორედ ისინი აგებენ პასუხს", - განაცხადა რუსეთის გენშტაბის ხელმძღვანელის მოადგილემ, ანატოლი ნოგოვიცინმა. http://itnexclusive.ge
  14. ნანა კაკაბაძე: "ქართული მედია საქართველოში მიმდინარე მოვლენებს არაადეკვატურად აშუქებს" საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ქართული მედია არაადეკვატურად აშუქებს, - განაცხადა აი-ტი-ენ ექსკლუზივის კორესპონდენტთან საუბრისას არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის" ხელმძღვანელმა ნანა კაკაბაძემ. კაკაბაძის თქმით, ქართული მედიის არაადეკვატურობა მიმდინარე მოვლენებთან მიმართებაში გამოწვეულია უამრავი ქართული არხის დახურვით და საზოგადოებას არ აქვს საშუალება ჰქონდეს ალტერნატიული აზრი. გარდა ამისა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით არ იმართება დებატები. მიუხედავად ქვეყანაში არსებული მდგომარეობისა და მძიმე სიტუაციისა არ ხდება საზოგადოებრივი აზრის გაშუქება. მედია მოვლენების გაშუქებისას ტენდენციური და ცალმხრივია. "საზოგადოებაში აქტიურად საუბრობენ ხელისუფლების დანაშაულზე, თუმცა მედია დუმს და არ აშუქებს", - განაცხადა ნანა კაკაბაძემ. ნანა კაკაბაძის თქმით, პრესა შედარებით ადეკვატურად აშუქებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, რაც იქიდანაც შეიმჩნევა რომ გაზეთები დახლებიდან დილიდანვე ქრება. მისივე თქმით, საზოგადოებაში არსებობს ინტერესები, მაგრამ ამ ინტერესებს ტელევიზიები არ აკმაყოფილებს. ქვეყნის ინტერესებში არ შეიძლება შედიოდეს ტყუილი და ცალმხრივი ინფორმაციის მოსმენა, ქვეყნის ინტერებშია მოსმენილი და გაზიარებული იყოს ალტერნატიული და განსხვავებული შეხედულებები. ქართულ მედიაში არსებობს ცენზურა, ეს პროცესი დიდი ხანია დაიწყო. თავისუფალი სიტყვის დევნის ტიპიური მაგალითი იყო ტელეკომპანია "იმედის დარბევა და საეთერო სივრციდან გაქრობა. დღეს დასავლეთი დემოკრატიაზე და დემოკრატიულ ღირებულებებიზე საუბრობს, თუმცა როცა დამოუკიდებელი ტელეარხები და გაზეთები იხურებოდა ამის შესაჩერებლად არაფერი იღონა. ამ საკითხთან დაკავშირებით დასავლეთი არაადეკვატური იყო". ნანა კაკაბაძის თქმით, თუ მედიამ საზოგადოებაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით არსებული უამრავი კითხვა უახლოეს პერიოდში არ დასვა, ეს საპროტესტო აქციების ტალღას გამოიწვევს. http://itnexclusive.ge
  15. აფხაზეთის გენშტაბმა ქართული თავდასხმის გეგმა გაშიფრა ქართული არმია, ცხინვალის აღებიდან სამ საათში, აფხაზეთში შეჭრას გეგმავდა, ინფორმაციას სააგენტო "ინტერფაქსი", აფხაზეთის გენშტაბის უფროსის ანატოლი ზაიცევის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ზაიცევი ინფორმაციას, ნაპოვნ ქართულ სამხედრო რუკაზე დაყრდნობით ავრცელებს. მისი თქმით, თავდასხმის ორგანიზატორები, სოხუმის აღებას ერთ საათში გეგმავდნენ.
  16. მსოფლიოში ნავთობის ფასი იკლებს მსოფლიოში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ამუშავებისა და დოლარის კურსის სტაბილირების შემდეგ ნავთობმა გაიაფება დაიწყო. იუწყება უცხოური მედია. ნიუ-იორკის "ნიმექსის" საფონდო ბირჟაზე ბარელი ნავთობის ფასი 0,98 პუნქტიანი კლების შემდეგ 121,18 აშშ დოლარს შეადგენს. ლონდონის საფონდო ბირჟაზე კი ნავთობის ფასმა 0,97 პუნქტით დაიკლო და 119,19 აშშ დოლარს მიაღწია. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადზე 6 აგვისტოს მომხდარი აფეთქების შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში მუშაობა შეჩერებული იყო. მილსადენის აღდგენითი სამუშაოები მხოლოდ 20 აგვისტოს დასრულდა და ბაქო-თბილის-ჯეიჰანის ნავთობსადენმა ნავთობის საცდელი გაადქაჩვა დაიწყო. http://itnexclusive.ge
  17. რუსულმა ჯარებმა იგოეთიდან გასვლა დაიწყეს რუსმა სამხედროებმა იგოეთის ბლოკ-საგუშაგოს დატოვება დაიწყეს - ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, რუსმა სამხედროებმა, ბლოკ-საგუშაგოდან გადაინაცვლეს და ამ წუთებში საგუშაგოს დაშლით არიან დაკავებული. სამხედროების თქმით, მათ სასწრაფო ბრძანება მიიღეს, დაუყოვნებლივ დატოვონ საქართველოს ტერიტორია. იგოეთის საგუშაგოდან, რუსეთის ჯარების კუთვნილი, 6 ერთეული მძიმე ტექნიკა უკვე გაყვანილია. http://itnexclusive.ge
  18. მთავარია, რომ სამაუვერენი იდიოტია...
  19. 18-დან 20 საათამდე გორის ცენტრალური მაგისტრალი გაიხსნება ქალაქი კი გათავისუფლდება ქართული და რუსული მხარეების ბოლო შეთანხმების მიხედვით, 18-დან 20 საათამდე გორის ცენტრალური მაგისტრალი და ქალაქი რუსეთის საოკუპაციო ჯარის ნაწილებისგან გათავისუფლდება. ამის შესახებ შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლადო ვარძელაშვილმა და უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსანდრე ლომაიამ რუს გენერალთან შეხვედრის შემდეგ განაცხადეს. ამ დროისათვის ქალაქ გორის ტერიტორია რუსული სამხედროებისა და ჯავშანრტანსპორტიორებისგან თითქმის დაცლილია. გათავისუფლებულია მთებით, სადაც ჯარისკაცებს მძიმე ტექნიკა ჰქონდათ განთავსებული. ქალაქიდან გამოსული სამხედროები გორის მისადგომებთან იკრიბებინ და ცხინვალისკენ გადაადგილებისთვის ემზადებიან. იგოეთთან სამხედროების მიერ მოწყობილი საგუშაგოს გაუქმებას სამხედროები არ ჩქარობენ. რაც შეესება ქალაქს, გორში შექმნილი ყველა საგუშაგო ამ დროისათვის მოხსნილია. ქალაქის დატოვებამდე რუსი ჯარისკაცები გორის სამხედრო ბაზას კვლავ ძარცვავდნენ.
  20. დევნილებს მესტიელებიც ეხმარებიან ზემო აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისათვის ჰუმანიტარული დახმარების პროცესში მესტიის მოსახლეობა აქტიურად ჩაერთო. მესტიის რაიონის გამგებლის, ნინო ჯაფარიძის ინფორმაციით, რაიონში შესახლებულ 450 ადამიანს რაიონის სოფლები მორიგეობით კვებავენ. ნინო ჯაფარიძის თქმით, რუსული საოკუპაციო ჯარების მიერ გადაკეტილი გზების გამო თბილისიდან ჰუმანიტარული ტვირთის გადაადგილება არ ხერხდება და იძულებით დევნილებზე ადგილობრივ გამგობას და მოსახლეობას უწევს ზრუნვა. მედიკამენტებითა და პირველადი ჰიგიენური საშუალებებით უზრუნველყოფა. გამგებლის ინფორმაციით, სვანეთში დღეს გაეროს მიერ გამოგზავნილ ჰუმანიტარულ დახმარებას ელიან, რომელიც მიღებისთანავე დაურიგდებათ დევნილებს. ჯაფარიძის თქმით, კოდორის ხეობიდან დევნილ მოსახლეობას რაიონი საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფს. ამ პრობლემის მოსაგვარებლად მესტიის გამგეობის ბიუჯეტში ცვლილებების გატარებაც იგეგმება, მაგრამ საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფის რესურსი არ გააჩნია. http://itnexclusive.ge
  21. რუსული მძიმე ტექნიკა სენაკიდან ზუგდიდის მიმართულებით გაემართა ამ წუთებში რუსეთის საოკუპაციო არმიის კუთვნილი 150 ერთეული მძიმე ტექნიკა და სატვირთო ავტომანქანები სენაკიდან ხობში შევიდა და გეზი ზუგდიდისკენ აიღო. ამის შესახებ ინფორმაცია "აი-ტი-ენ ექსკლუზივის" კორესპონდენტს ხობის გამგეობამ მიაწოდა. "ამ წუთებში შემოვიდნენ ხობში და ზუგდიდის მიმართულებით წავიდნენ. არის მძიმე ტექნიკა და სატვირთოები, რომლითაც ყუმბარმტყორცნები გადააქვთ", - განაუცხადეს "აი-ტი-ენ ექსკლუზივის" კორესპონდენტს ხობის გამგეობაში.
×
×
  • შექმენი...