Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები, მხოლოდ info და სტატიები

Recommended Posts

ქართული პრესის მიმოხილვა 05.01.2010

სიახლე !!! ”ინტერპრესნიუსი” უკვე თქვენს მობილურში

05 / 01, 2010 10:52

Print

Font size:

• დავით ბერძენიშვილი - “მერის არჩევნებში ორი ლიდერია - უგულავა და ალასანია. სხვები არიან ძალიან უკან, 31% აქვს უგულავას და 21% - ირაკლი ალასანიას”

• ნოღაიდელი საპარლამენტო ფრაქციის შექმნას აპირებს

• “რატომ არ მიულოცა სააკაშვილმა დაბადების დღეს პატრიარქს ოფიციალურად?”

დავით ბერძენიშვილი - “მერის არჩევნებში ორი ლიდერია - უგულავა და ალასანია. სხვები არიან ძალიან უკან, 31% აქვს უგულავას და 21% - ირაკლი ალასანიას”

“აირაის” კვლევის მიხედვით, სააკაშვილს “ნაციონალურ მოძრაობაში” ბადალი არ ჰყავს. არა მხოლოდ “ნაცებში”, ოპოზიციაშიც კი. სააკაშვილის რეიტინგმა 60 პროცენტს მიუკაკუნა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ოპოზიცია მოკვდა. ეცნობიან თუ არა სოციოლოგიური კვლევის ჯგუფებს და რას ემსახურება ეს კვლევები, ეს კიდევ სხვა თემაა. თუმცა ფაქტი ერთია, დღეს რომ საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართოს და მიშას მესამე “კრუგზე” წასვლა შეეძლოს, ის უალტერნატივო კანდიდატი იქნებოდა. რას ნიშნავს ეს? ხალხის პროტესტს ოპოზიციის მიმართ თუ დიქტატორის საბოლოო აღიარებას”, - წერს გაზეთი “ალია” სტატიაში სათაურით რეალურად რა რეიტინგი აქვს სააკაშვილს და რას უმხელს “ალიას” დავით ბერძენიშვილი?

“აირაის” და “ენდიაის”კვლევებით სააკაშვილსა და “ნაციონალურ მოძრაობას” გაცილებით ნაკლები რეიტინგი აქვთ, ვიდრე ეს ნაჩვენებია მათ პროპაგანდისტულ ტელევიზიაში. ორივე ჯგუფის კვლევა დევს და ვიცით ამ კვლევის შედეგები. ეს არის დაახლოებით 25% თბილისში. გიგი უგულავაზე მიდის დიდი მუშაობა და ამიტომ მერობის კანდიდატებში უგულავა დღეს პირველ ადგილზეა. უგულავას ერთადერთი კონკურენტი, ყველა კვლევის მიხედვით, არის ალასანია, რომლის რეიტინგიც 4-ჯერ და მეტად აღემატება ყველა სხვა ოპოზიციონერის რეიტინგს. მერის არჩევნებში არის ორი ლიდერი - უგულავა და ალასანია. სხვები არიან ძალიან უკან - 31% აქვს უგულავას და 21% - ირაკლი ალასანიას. ეს არის იაგო კაჭკაჭიშვილის კვლევა. “აირაისა” და “ენდიაის” კვლევებით, ალასანიას აქვს რამდენიმე პროცენტით კიდევ უფრო მეტი. ალასანიასთვის მიიღეს 30%-იანი ბარიერი და სავსებით გასაგებია, რომ 30%-ის დაძლევის რეალური შანსი მას აქვს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას “ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი.

“მიხეილ სააკაშვილი ვერ მიიღებს საპარეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. კვლევებში არის კითხვა - ვინ გახდება საქართველოს მომავალი პრეზიდენტი? და ძალიან დიდი უპირატესობით პირველ ადგილზე არის ირაკლი ალასანია. “აირაისა” და “ენდიაის” კვლევები ამ განწყობას აჩვენებს, დღეს რომ მოულოდნელად გაიმართოს საპრეზიდენტო არჩევნები, გამოკვეთილი ფავორიტი არის ირაკლი ალასანია. ბუნებრივია, კვლევების ავტორები ითვალისწინებენ, რომ სააკაშვილი ვერ მიიღებს მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში. არსებობს ნდობის რეიტინგი და პოლიტიკური რეიტინგი. ნდობის რეიტინგი ქვეყნის მასშტაბით სააკაშვილს აქვს 60%-ზე მეტი, ისევე, როგორც 60%-ზე მეტი აქვს ირაკლი ალასანიასა და სოზარ სუბარს. ეს სამი კაცი არის ნდობის დადებით ველში, სამი კაცია საქართველოსა და თბილისის მასშტაბით, რომელიც ლიდერობს - ალასანია, სუბარი და სააკაშვილი”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი.

“პარტიულ რეიტინგებშიც პირველ ადგილზეა “ნაციონალური მოძრაობა”, მეორეზეა “ალიანსი”, მერე მოდიან “ლეიბორისტები”, “ფორუმი” და “ქრისტიან-დემოკრატები”. ეს არის პირველი ხუთეული და ყველა რეალური კვლევის შედეგი სხვადასხვა კვლევაში არის ციფრების სხვაობა, მაგრამ ყველა სოციოლოგიური ჯგუფის ტენდენცია ერთსა და იმავეს აჩვენებს... თუ ბევრი ხალხი მოვა არჩევნებზე, ოპოზიციონერი კანდიდატი მოიგებს, ისევე როგორც ლევან გაჩეჩილაძემ მოუგო თბილისში სააკაშვილს 10%-ით. ეს ხალხზეა დამოკიდებული”, - აცხადებს დავით ბერძენიშვილი და შეკითხვას - “თუკი თქვენ გარანტირებული ხართ ალასანიას მაღალი რეიტინგით და აცხადებთ, რომ მას ოპოზიციურ ლიდერებს შორის ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი აქვს, რატომ აცხადებთ უარს პრაიმერის გამართვაზე და ერთიანი ოპოზიციური ლიდერის დასახელებაზე?” - პასუხობს:

“პრაიმერი არ არის სერიოზული და ეს თემა დახურულია. მე არ ვაპირებ აუტსაიდერების პრაიმერში მონაწილეობას, ნოღაიდელის პოლიტიკური პარტნიორობა არ შეშვენის არც ზვიად ძიძიგურს და არც სხვას. ვფიქრობ, ისინი ამას მიხვდებიან”.

ნოღაიდელი საპარლამენტო ფრაქციის შექმნას აპირებს

“ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა “აიწყვიტა”. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ მას ვერავინ შეაჩერებს - მით უმეტეს, რომ მისი შეჩერება ხელისუფლების ინტერესებში არ შედის. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე. მომავალში რა იქნება, ეს ჯერ არავინ იცის. მათ შორის არც ის იცის ვინმემ, სადამდე წავა ნოღაიდელი. გასული წლის დამლევს ის რუსეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. ამ წელს კი რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრას აპირებს”, - წერს გაზეთი “ახალი თაობა” სტატიაში სათაურით ნოღაიდელი საპარლამენტო ფრაქციის შექმნას აპირებს.

“ზოგიერთი ოპოზიციონერი იმასაც ამტკიცებს, რომ ყოფილი პრემიერი მოსკოვში სააკაშვილის დავალებით დაიარება. იმასაც ამბობენ, რომ პუტინთან შეხვედრა მას საქართველოს პრეზიდენტმა ჩაუწყო. და თუ ეს მართლაც ასეა, შესაძლოა სააკაშვილის ხელდასხმით შექმნას პარლამენტში ფრაქცია ექსპრემიერმა. ის ადამიანები, რომლებიც ნოღაიდელი ფრაქციაში მოისაზრებიან, სააკაშვილთან დაპირისპირებას არ იკადრებენ - უფრო სწორად, ვერ გაბედავენ. მანამდე მაინც, ვიდრე სააკაშვილის ტახტი არ შეირყევა. მართალია, ფრაქცია ჯერ შექმნილი არ არის, თუმცა პარლამენტში ნოღაიდელის კაცი უკვე ოფიციალურად არის დარეგისტრირებული - ეს პეტრე მამრაძე გახლავთ, რომელიც ამ დროისთვის დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით მოქმედებს. მის გარდა კიდევ რამდენიმე დამოუკიდებელი დეპუტატია, თუმცა საეჭვოა, ნოღაიდელის ფრაქცია მათგან შეიქმნას. მამრაძესთან ერთად ახალი ფრაქციის შემქმნელებად რამდენიმე ნაციონალი დეპუტატი მოისაზრება, რომლებიც საკმაოდ მაღალ თანამდებობებზე იმყოფებიან”, - მიიჩნევს სტატიის ავტორი.

“არც ის არის გამორიცხული, ექსპრემიერის ფრაქციაში ყველასთვის უცნობი ნაციონალებიც აღმოჩნდნენ, რომლებსაც თავისი კოლეგა დეპუტატებიც კი ვერ ცნობენ. ადამიანები, რომლებმაც შესაძლოა ახალი ფრაქცია შექმნან, ნოღაიდელთან კავშირში ერთ წელზე მეტია ეჭვმიტანილი არიან. ორი დეპუტატი თურმე ნოღაიდელის ოფისს ხშირად სტუმრობდა. ოპოზიციური პარტიების ოფისებს ხელისუფლება სერიოზულ ყურადღებას უთმობს. იმდენად სერიოზულს, რომ იქ მათ გარეშე ბუზიც კი ვერ შეფრინდება. ჰოდა, რა გასაკვირია, თვალსა და ფარულ კამერას ზომიერად ფერხორციანი დეპუტატები რომ შეენიშნა. ეს დეპუტატები ნოღაიდელის გარშემო უფრო ადრე აპირებდნენ გაერთიანებას, იმ დროისთვის ექსპრემიერი ჯერ ოპოზიციონერადაც კი არ ითვლებოდა. მოსალოდნელი გართულებების თავიდან ასაცილებლად ხელისუფლებამ ქმედითი ღონისძიებები განახორციელა - ექსპრემიერთან მოსიარულე კანონმდებლები ზემოთ დაიბარეს და ვიდეომასალა აუფრიალეს, შემდეგ გააფრთხილეს - ამ კაცისგან თავი შორის დაიჭირეთო”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.

“დეპუტატებს მეგობრულად და “ნაციონალურად” ურჩიეს, მაგ პარტიაში არ შეხვიდეთ და ისე მოსაკითხად მისვლას არავინ გიკრძალავთო. მას შემდეგ მათ ნოღაიდელთან სიარულს თურმე უკლეს, მაგრამ ყოფილ პრემიერს მაინც აკითხავენ ხოლმე. წესით და რიგით, ექსპრემიერი უნდა აკითხავდეს მათ, რადგან თავის დროზე ის პრემიერი სწორედ მათი წყალობით გახდა. ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ ქვეყანა ახალი პრემიერის ძიებას შეუდგა. მაშინდელი სპიკერის რეკომენდაციით ამ პოსტისთვის ვალერი ჩეჩელაშვილი შეარჩიეს. ამ ამბის გაგებას ნაციონალების შიგნით პატარა გაუგებრობა მოჰყვა - ნაციონალებში ჟვანიას გუნდის წევრებიც იყვნენ. რამდენიმე მათგანი სააკაშვილთან მივიდა, მათ პრეზიდენტს მოსთხოვეს, პრემიერად ჟვანიას გუნდის წევრი დაენიშნათ. აი, ასე ერგო ნოღაიდელს პრემიერის პოსტი. მათი დახმარება ყოფილ პრემიერს ახლაც დასჭირდება - თუ ეს ყველაფერი სააკაშვილის ხელდასხმით კეთდება, მაშინ პრობლემა არ შეიქმნება”, - წერს სტატიის ავტორი.

“იმ შემთხვევაში კი თუ ნოღაიდელი ჭეშმარიტი ოპოზიციონერია, დიდი გაწევ-გამოწევაა მოსალოდნელი და ყველას შეიძლება პრობლემები შეექმნას. თუ ამ ადამიანების წარსულს გავითვალისწინებთ, მათ კარგი პოლიტიკური ალღო აქვთ და თავისთვის საზიანო ნაბიჯის გადადგმას არ დათანხმდებიან. პარლამენტში ფრაქციის შესაქმნელად ექვსი კაცია საჭირო. გავრცელებული ცნობით, ეს ექვსი კაცი ნოღაიდელს უკვე ჰყავს. უბრალოდ, ფრაქციის შესაქმნელად საჭირო მომენტს ელოდებიან. ოპოზიციაში უკვე გამოითქმის ვარაუდები, თუ რა შეიძლება დაერქვას ახალ ფრაქციას”, - დასძენს სტატიის ავტორი.

“რატომ არ მიულოცა სააკაშვილმა დაბადების დღეს პატრიარქს ოფიციალურად?”

“უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს პატრიარქის დაბადების დღეს, ქართული პოლიტიკური ელიტა უცნაურად შეხვდა - მიხეილ სააკაშვილი “მომსახურების ზონიდან” გასული და გაუჩინარებულია, ხოლო ტელესიუჟეტებში, რომლებიც უწმინდესთან მიმლოცველების სტუმრობის კადრებს ასახავდა, ვერც ერთი ცნობილი პოზიციონერი თუ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სახე ვერ დავლანდე. ეს შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ ქართველ პოლიტიკოსებს პატრიარქის ისე ეშინიათ, როგორც ეშმაკს ჯვრის, ან კიდევ ქართულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტსა და განსაკუთრებით ოპოზიციონერებს, ხელისუფლებასთან წმინდად წაგებული შერკინების შემდეგ ხალხის წინაშე გამოჩენის შერცხვათ და პატრიარქთან შეხვედრას მოერიდნენ”, - წერს გაზეთი “ალია” სტატიაში სათაურით რატომ არ მიულოცა სააკაშვილმა დაბადების დღეს პატრიარქს ოფიციალურად?

“ვისაც არაფრის რცხვენია, ხელისუფლება გახლავთ. როცა ხელისუფლებას სჭირდებოდა, პატრიარქთან მისასვლელად უმოკლეს გზებს ყოველთვის პოულობდა. ასე მაგალითად, 26 მაისს, დაფეთებულმა და შიშისგან აცახცახებულმა ხელისუფლების მოციქულმა გიგი უგულავამ წმინდა სამების საკათედრო ტაძრის საკურთხეველშიც კი მოახერხა შეძვრომა ისე, რომ აბობოქრებული ხალხის რისხვა არად ჩააგდო და შედეგად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საომრად აჯაგრულ საზოგადოებას სააკაშვილის დასამხობად კურთხევა არ მისცა! ამას მოჰყვა მავან პოლიტიკოსთან თუ შოუმენთა უცერემონიო განცხადებები: “პატრიარქი პლენში ჰყავთ აყვანილი” და ა.შ. ასე თუ ისე, სააკაშვილს როცა ყველაზე მეტად უჭირდა და სული კბილით ეჭირა, პატრიარქის კაბის კალთას ორივე ხელით იყო ჩაბღაუჭებული და ილია მეორეს გვერდიდან არ იშორებდა”, - წერს სტატიის ავტორი.

“ასე მოხდა მისი ცრუ ინაუგურაციის დროს - 2008 წლის 20 იანვარს, როცა მთელი საქართველო იპოდრომზე იყო შეკრებილი, ხოლო სააკაშვილი და მისი უახლოესი გარემოცვა რუსთაველის გამზირზე მიშას მეორეჯერ გაპრეზიდენტებას “დუხავოი” ორკესტრით ხვდებოდა... ყოველივე ამის ფონზე ბუნებრივად ისმის კითხვა: სად იყო პატრიარქის დაბადების დღეს მიხეილ სააკაშვილი და რატომ გაავრცელა სააგენტო “პირველმა” ინფორმაცია, რომ უწმინდესსა და უნეტარესს საქართველოს ცრუქაქუნა მთავარსარდალი დაბადების დღეს პირადად ვერ მიულოცავდა? ერთ-ერთი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს დრო, რიცხვი და სათვალავი ერთმანეთში აერია, პრეზიდენტი ლხინს გადაჰყვა და სამდღიანი ბათუმური ღრიანცელი სააკაშვილისთვის ერთკვირიან ნირვანად იქცა. აქედან გამომდინარე, რაკი მიშა ბათუმშია და საახალწლო ქეიფს განაგრძობს, პატრიარქის მოსანახულებლად და მისთვის დაბადების დღის მოსალოცად ვერ მოიცალა”, - მიიჩნევს სტატიის ავტორი.

“თუმცა არსებობს მეორე ვარაუდიც, მიშა საქართველოს ტერიტორიაზე საერთოდ არ იმყოფება და უბედური ქვეყნის ბედნიერი პრეზიდენტი სადღაც, თბილ ქვეყნებში ეფიცხება მზეს. დიახ, ალბათ ასეა, თორემ ბათუმიდან თბილისში ჩამოფრენას წინ რა ედგა, მაშინ, როდესაც სააკაშვილი სულ ჰაერშია. და მაინც, სად არის მიშა და რატომ არ მიულოცა მან პატრიარქს დაბადების დღე პირადად? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროს მანანა მანჯგალაძეს დავუკავშირდით, მაგრამ მან კომენტარის გაკეთება არ მოისურვა. ერთი სიტყვით, ძვირფასო მეგობრებო, მიხეილ სააკაშვილი უკომენტაროდ იმალება და არ ჩანს”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.

“კაცმა რომ თქვას, მიშას ხალხში გამოსაჩენი პირი არ აქვს, მაგრამ როგორც ზემოთ მოგახსენეთ, სიონის საკათედრო ტაძარში გადაღებულ კადრებში, როცა ათასობით ადამიანი პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავდა, ვერც ერთი ოპოზიციონერის სახე ვერ დავლანდე. შალვა ნათელაშვილმა, ზურაბ ნოღაიდელმა და სხვა ლიდერებმა, როგორც ინფორმაცია გავრცელდა, პატრიარქს საგანგებო ბრიფინგებით თუ მისალოცი ბარათებით მიულოცეს 77 წლის იუბილე. ეკა ბესელია დილით ადრე მისულა პატრიარქთან, მაგრამ დანარჩენები სად წავიდნენ და სად დაიკარგნენ, ამის შესახებ ვერაფერი შევიტყვე! ისიც არ ვიცი, მიხეილ სააკაშვილი მკვდარია თუ ცოცხალი”, - დაასკვნის სტატიის ავტორი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 619
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

აღმასრულებელ ხელისუფლებაში რამდენიმე საკადრო ცვლილება განხორციელდა

სიახლე !!! ”ინტერპრესნიუსი” უკვე თქვენს მობილურში

05 / 01, 2010 13:49

Print

Font size: Decrease font Enlarge font

image

აღმასრულებელ ხელისუფლებაში რამდენიმე საკადრო ცვლილება განხორციელდა.

პრემიერი მინისტრის ბრძანებით, ნიკოლოზ ძიმცეიშვილი თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა. თავდაცვის მინისტრის მოადგილედ გადაიყვანეს ვახტანგ მაკარიძეც.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის პირველ მოადგილედ ლევან ზარანდია დაინიშნა; გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილედ - გიორგი ზედგენიძე; გიორგი ჩახნაშვილი საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან განათლების მინისტრის მოადგილედ გადაიყვანეს.

განათლების მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა აკაკი სეფერთელაძეც, რომელიც, ასევე, სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე იყო.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/121959.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ახალგორის ადმინისტრაციულ საზღვრზე 10 იანვრიდან ქართული დოკუმენტები აღარ იმოქმედებს

06 / 01, 2010 10:53

ახალგორის რაიონის ადმინისტრაციულ საზღვრზე 10 იანვრიდან ქართული დოკუმენტები აღარ იმოქმედებს. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ახალგორის მოსახლეობამ აცნობა.

მათივე ინფორმაციით, ოსურ და რუსულ საგუშაგოებზე გამოკრულია განცხადება, რომ “10 იანვრიდან ქართული პირადობისა და დაბადების მოწმობები საზღვრის გადაკვეთისას აღარ გამოიყენება”.

ამასთან, როგორც მოსახლეობა ამბობს, ფორმა #9-ს, რომელიც ცხინვალის ხელისუფლებამ დაარიგა, 31 დეკემბერს ვადა გაუვიდა.

მათივე ვარაუდით, რაიონის მოსახლეობას სეპარატისტები რუსულ პასპორტებს შესთავაზებენ.

“ამ დრომდე ადმინისტრაციულ საზღვარზე საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობებით გადავდიოდით. მოძრაობა ჯერ შეზღუდული არ არის, თუმცა იგეგმება თუ არა საზღვრის ჩაკეტვა, ჩვენთვის ცნობილი არ არის”, – ამბობოს ახალგორის მოსახლეობა.

რა გვეშველება? :D ჩვენი უძლურება მეზიზღება :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქართული პრესის მიმოხილვა 06.01.2010

06 / 01, 2010 10:39

· პაატა ზაქარეიშვილი: “რა თქმა უნდა, გაერო არ ჩამოვა და ადგილობრივ არჩევნებს არ გაგვიმართავს”

· საფრანგეთი, “მისტრალთან” დაკავშირებით, რუსეთის თხოვნის განხილვაზე უარს არ იტყვის

· ოპოზიცია პრეზიდენტისგან ცესკოს თავმჯდომარეობის მისთვის მისაღები კანდიდატების დასახელებას არ ელის

· ქართული ძეგლების რეაბილიტაცია წლეულსაც გაგრძელდება

პაატა ზაქარეიშვილი: “რა თქმა უნდა, გაერო არ ჩამოვა და ადგილობრივ არჩევნებს არ გაგვიმართავს”

“გაერომ უნდა იცოდეს, რომ საქართველოში პრობლემები საკმარისზე მეტია და ხელისუფლება ამ ინიციატივას ეწინააღმდეგება. ამიტომ ოპოზიციური პარტიების ნაწილის მოთხოვნა, გაერომ განახორციელოს არა დაკვირვება, არამედ ამ პროცესში მონაწილეობა, ეს არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური განცხადება”, - აცხადებს ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ხელისუფლებას გაერო ნორმალური არჩევნების ჩატარებას აიძულებს” / სააკაშვილის 5-ნომრიანი ქუდები მთელმა საქართველომ უარყო.

“რა თქმა უნდა, ეს არ შესრულდება, რა თქმა უნდა, გაერო ამაზე არ წავა, იმიტომ რომ ადგილობრივი არჩევნები არ ითვლება მსოფლიოში იმდენად სერიოზულ არჩევნებად, რომ ამის გამო გაერო ჩაერთოს პროცესში, მაგრამ ეს იქნება ძალიან სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი შემდეგი არჩევნებისთვის, საპარლამენტო იქნება ეს თუ საპრეზიდენტო, რომ გაეროს შეახსენონ - გახსოვს, რომ არ ჩამოხვედი მაშინ, ახლა მაინც ჩამოდიო. ეს არის საკმაოდ გონივრული, კარგად გათვლილი წინგადადგმული ნაბიჯი, სადაც პერსპექტივაზე ფიქრობენ ამის ინიციატორები და არა ამ არჩევნებზე მიღწეულ შედეგებზე”, - მიაჩნია პაატა ზაქარეიშვილს.

“ცხადია, გაერო არ ჩამოვა და არ გამართავს ადგილობრივ არჩევნებს, ჯერ ერთი, ძალიან ცოტა დროა მაისამდე. როცა გაერო სადმე მართავს არჩევნებს, ჯერ ერთი, მას აქვს მანდატი, ეს შეთანხმებულია ხელისუფლებასთან ან იქ საერთოდ არ არსებობს ხელისუფლება. მაგალითად, როგორც იყო კოსოვოში და ერთი წლით ადრე მაინც იყო ცნობილი, რომ იქ არჩევნებს გაერო მოაწყობდა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ამას არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, დარწმუნებული ვარ, გაერო არ ჩამოვა და არ გამართავს არჩევნებს, პოლიტიკურად ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს”, - იმეორებს ექსპერტი.

გამოცემის კორესპონდენტის შენიშვნას - “ნოღაიდელის მოსკოვურ ვოიაჟებს ბევრი ეჭვის თვალით უყურებს” - პაატა ზაქარეიშვილი პასუხობს:

“მე მიმაჩნია, რომ პუტინთან შეხვედრა ყოვლად მიუღებელი და დაუშვებელი იყო. ეს არაფრით არ შეიძლებოდა. ზოგადად, რუსეთთან ურთიერთობა უნდა გაუმჯობესდეს, ეს აუცილებელია, მაგრამ არა ასეთი ცერემონიული შეხვედრებით. უნდა იყოს საქმიანი შეხვედრები, რკინიგზასთან დაკავშირებით იქნება, ლარსთან თუ საჰაერო მიმოსვლასთან. ამ კონკრეტულ თემებზე შეიძლება ისაუბრო ამ მიმართულების წარმომადგენელბთან, მაგრამ რაზე უნდა ელაპარაკოს ქართველი პოლიტიკოსი, თუნდაც ოპოზიციონერი და თუნდაც სახელისუფლებო პუტინს? მით უფრო, როცა საუბარია ქუთაისში დანგრეულ ფაშიზმის მსხვერპლთა მემორიალზე, ეს ვანდალური აქცია იყო ჩვენი ხელისუფლების მხრიდან. მაგრამ როგორ შეიძლება ამაზე ელაპარაკო რუსეთის პრემიერ-მინისტრს, რომელმაც ერთი წლით ადრე სხვა ჯარისკაცები დაგიხოცა. არსებობს საზღვრები, რომელიც არ უნდა გადაილახოს, მათ შორის, პოლიტიკაშიც კი”.

საფრანგეთი, “მისტრალთან” დაკავშირებით, რუსეთის თხოვნის განხილვაზე უარს არ იტყვის

“ის ფაქტი, რომ საფრანგეთმა შესაძლოა “მისტრალის” ტიპის სამხედრო გემი რუსეთის ფედერაციას მიჰყიდოს, არა მარტო ამ უკანასკნელის უშუალო მეზობლებს აშფოთებთ, არამედ ნატოს წევრ ქვეყნებსაც... ამ საკითხის გამო ამერიკელ სენატორთა ჯგუფმა აქტიური პროტესტი გამოთქვა და შესაბამისი შეკითხვა დეკემბერში გაუგზავნა შეერთებულ შტატებში საფრანგეთის ელჩს. სენატორების წერილს საფრანგეთის ელჩმა პიერ ვიმონტმა ამ დღეებში უპასუხა. “24 საათმა” შეძლო ამ წერილის მოპოვება და მის სრულ თარგმანს სთავაზობს მკითხველს”, - წერს გამოცემა სტატიაში სათაურით “მისტრალის” საგა გრძელდება.

“როგორც თქვენ აღნიშნეთ, გლობალურ უსარფთხოებასა და მშვიდობაში საფრანგეთის წვლილი კარგად არის ცნობილი და ამის ნათელი დადასტურებაა 2008 წლის ზაფხულში საქართველოში შექმნილი კრიზისის მოსაგვარებლად პრეზიდენტ სარკოზის მიერ შესრულებული წამყვანი როლი. ფრანგ ხალხს აზრი არ შეუცვლია. ჩვენ, ევროპის დანარჩენ ქვეყნებთან ერთად, მიგვაჩნია, რომ 2008 წელს ჩვენი შუამავლობით მიღწეული შეთანხმება უნდა შესრულდეს... მინდა დავამატო, რომ ჩვენ მოწადინებული ვიყავით, რამე ნაბიჯის გადადგმამდე კონსულტაციები გაგველო ჩვენს პარტნიორებთან, პირველ რიგში, საქართველოსთან. ჩვენ გამჭვირვალობის სრული დაცვით ვმოქმედებდით”, - განმარტავს პიერ ვიმონტი ამერიკელი სენატორებისადმი მიწერილ პასუხში.

“მინდა აგრეთვე ყურადღება გავამახვილო, რომ რუსეთის ხელისუფლების უმაღლესი რანგის პირებმა უარყვეს ის უპასუხიმგებლო განცხადება, რომელიც თქვენ ახსენეთ (იგულისხმება საქართვველოს სანაპიროსთან ოპერატიული მისვლის შესაძლებლობა) და რომელიც “მისტრალის” კლასის გემების შესყიდვას ეხება. იმავდროულად, საფრანგეთიც და აშშ-ც აცნობიერებენ, რომ რუსეთს კონსტრუქციულად უნდა მოვეპყროთ... აღნიშნულ სიტუაციაში საფრანგეთს რუსეთის თხოვნის განხილვაზე უარის სათქმელად მიზეზი არ გააჩნია... “მისტრალის” კლასის გემი დამხმარე ხომალდია... მას არ გააჩნია რაღაც განსაკუთრებული თანამედროვე საიერიშო ტექნოლოგიური ელემენტები და საფრანგეთის ხელისუფლება ყველა ღონეს ხმარობს, რათა რამე მაღალტექნოლოიგური აღჭურვილობისა და კავშირგაბმულობის ექსპორტი არ განხორციელდეს. ამრიგად, რუსეთის მიერ მოთხოვნილი გეგმები ჩრდილოეთატლანტიკური ალიანსისთვის არავითარ სერიოზულ საფრთხეს არ წარმოადგენს”, - აღნიშანვს საფრანგეთის ელჩი აშშ-ში.

ოპოზიცია პრეზიდენტისგან ცესკოს თავმჯდომარეობის მისთვის მისაღები კანდიდატების დასახელებას არ ელის

“საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევანი პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ სამ კანდიდატს შორის უნდა გააკეთონ. პრეზიდენტმა სააკაშვილმა კი კანდიდატები არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციების შედეგად უნდა შეარჩიოს. სწორედ ამას ელოდება ოპოზიციური პარტიების ნაწილი, რომლებიც ცესკოს თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაწვეტენ, თუკი წარმოდგენილი კანდიდატებიდან ერთი მაინც იქნება მათთვის მისაღები. “რესპუბლიკური პარტიის” წევრი ვახტანგ ხმალაძე მიიჩნევს, რომ “ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესის შეცვლას არაფერი შეუცვლია. მიუხედავად ამისა, ოპოზიცია მაინც უნდა დაელოდოს, რა მოხდება და ამის შესაბამისად იმოქმედოს”, - წერს გაზეთი “24 საათი” სტატიაში სათაურით არჩევნები ცესკოს თავმჯდომარის არჩევით იწყება.

“კანდიდატთა წარდგენის შემდეგ კი გადაწყვეტილება ექვსმა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა მიიღოს. კერძოდ, “კონსერვატორების”, “რესპუბლიკური პარტიის” “მრეწველების”, “ქრისტიან-დემოკრატების”, პარტიის “ჩვენ თვითონ” და “ლეიბორისტული პარტიის” წარმომადგენლებმა ცესკოში არანაკლებ ოთხი ხმით (ფარული კენჭისყრით) თავმჯდომარე უნდა აირჩიონ. ხმალაძე ამ ნორმას მეტ-ნაკლებად მისაღებად მიიჩნევს, რადგან, მისი აზრით, ამით ის არის ნათქვამი, რომ ოპოზიციამ კონსენსუსთან ახლოს მდგომი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. თუმცა ხმალაძე პრეზიდენტისგან ოპოზიციისთვის მისაღები კანდიდატების შეთავაზებას არ ელის”, -აღნიშნავს გამოცემა.

“ცესკოს პარტიულ წარმომადგენლობას თავმჯდომარის ასარჩევად ხუთდღიანი ვადა აქვს (11 იანვრამდე), ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი ისინი გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ, საქმეში უკვე პარლამენტი ჩაერთვება და ცესკოს ახალ ხელმძღვანელს თავად დაამტკიცებს... არასაპარლამენტო ოპოზიციას არ სურს, საკითხის განხილვამ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლოს და არასამთავრობო ორგანიზაციებთან გასამართ კონსულტაციებზე ამყარებს იმედს. სწორედ ამიტომ, გუშინდელ პრესკონფერენციაზე “კონსერვატიული პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ სამოქალაქო საზოგადოებას ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატების დასახელებაში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა. კანონმდებლობაში დაზუსტებული არ არის, რა კრიტერიუმებით უნდა შეირჩეს ის საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებთანაც პრეზიდენტი კონსულტაციებს გამართავს”, - განაგრძობს სტატიის ავტორი და დასძენს:

“დაუზუსტებელი ინფორმაციით, ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ერთ-ერთი კანდიდატი ზურაბ ხარატიშვილი იქნება, რომელიც ცესკოში ფინანსურ-აუდიტორული მიმართულებით მუშაობს. “ქრისტიან-დემოკრატების” ერთ-ერთ ლიდერ ლევან ვეფხვაძისთვის მისი საქმიანობა უცნობია. ვახტანგ ხმალაძემ კი აღნიშნა: “ზურაბ ხარატიშვილს ვიცნობ, როგორც კარგ აუდიტორს, მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია”. რაც შეეხება ხელისუფლებას, პარლამენტარმა ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა “24 საათს” განუცხადა, რომ ჯერჯერობით ცნობილი არ არის ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატთა ვინაობები... ზოგიერთი ოპოზიციური პარტიისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ვისზე შეაჩერებენ არჩევანს სამოქალაქო სექტორი და პრეზიდენტი. მიუხედავად იმისა, რომ “ლეიბორისტულ პარტიას” თავმჯდომარის არჩევაში მონაწილეობის უფლება აქვს, შალვა ნათელაშვილის პარტია პროცესში არც ერთ შემთხვევაში არ ჩაერთვება”.

ქართული ძეგლების რეაბილიტაცია წლეულსაც გაგრძელდება

“გასული წელი უნიკალური ქართული კულტურული ძეგლების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის კუთხით მეტად მნიშვნელოვანი იყო. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ათეულობით ძეგლი გადაარჩინა სრულ განადგურებას, თუმცა იმ ძეგლების ნუსხა, რომელთაც სასწრაფო რესტავრაცია სჭირდება, კიდევ მრავლადაა. სარესტავრაციო სამუშაოებთან ერთად, სპეციალისტებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი აღმოჩენაც გააკეთეს”, - წერს გაზეთი “ახალი თაობა” სტატიაში სათაურით ქართული ძეგლების რეაბილიტაცია წელსაც გაგრძელდება.

“ყველაზე ხმაურიანი ბაგრატის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები აღმოჩნდა... მუშაობის შეჩერების შემდეგ, სარეაბილიტაციო სამუშაოების ავკარგიანობაზე იუნესკოს საგანგებო კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას. სამაგიეროდ, ბაგრატის ტაძარზე მიმდინარე სამუშაეობის დროს სპეციალისტებმა ახალგაზრდა ქალის სამარხი აღმოაჩინეს, რომელშიც იმდენი უნიკალური და ფასდაუდებელი ძვირფასეულობა აღმოჩნდა დაფლული, რომ მიმდებარე ტერიტორიის დაცვა სამართალდამცველებს გაძლიერებულ რეჟიმში მოუხდათ. ალავერდის სამონასტრო კომპლექსში კი წმინდა იოსებ ალავერდელის საფლავი აღმოაჩინეს, რამდენიმეწლიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად. საფლავთან ერთად სამეფო სასახლის ნაშთებიც იქნა ნაპოვნი. აღმოჩენა სპეციალისტებმა მეექვსე საუკუნით დაათარიღეს. ალავერდში აღდგენითი სამუშაოები უკვე სამი წელია მიმდინარეობს. კომპლექტის რეაბილიტაცია ერთ-ერთი გრძელვადიანი პროექტია, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“სარეაბილიტაციო სამუშაოები კვლავაც გრძელდება სამთავისის საკათედრო ტაძარში, სადაც რეაბილიტაციის მეოთხე ეტაპი დასრულდა... ჭიათურაში XIII საუკუნის თითქმის განადგურებული ძეგლის, მღვიმევის დედათა მონასტრის რესტავრაცია რამდენიმე თვის წინ დაიწყო. მღვიმევის დედათა მონასტერი კლდეშია გამოკვეთილი. მისი უნიკალურობა ისიცაა, რომ მონასტრის ყველა ფრესკა ქვაზეა შესრულებული... მთლიანად გადაიხურა ტაძარი და სამრეკლო... თითქმის ყველა ხატს პირვანდელი სახე დაუბრუნდა. მონასტრის რესტავრაციის მეორე ეტაპი გაზაფხულზე იგეგმება. 30 ხატს რესტავრაცია თბილისის სამხატვრო აკადემიის ლაბორატორიაში ჩაუტარდება, რომელიც საქართველოს პრეზიდენტისა და იუნესკოს მხარდაჭერით შეიქმნა”, - განაგრძობს გამოცემა.

“სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს საფარის მონასტერშიც, რომელიც ძველი ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო კერა, ხუროთმოძღვრების ძეგლი და სამცხის მფლობელ ჯაყელთა ერთ-ერთი რეზიდენციაა... დიდი წარმატებით მიმდინარეობს იყალთოს აკადემიის სარესტავრაციო სამუშაეობიც, რომელსაც კომპანია “ჯეოსელი” ახორციელებს... დღეს მონასტრის ტერიტორიაზე უამრავი არქეოლოგიური მასალაა აღმოჩენილი. გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდა ყველაზე ავარიულ ღვთისმშობლის ტაძარს. რესტავრაცია კი გრძელდება... სამცხის ძეგლების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში მოხვდა კორძაში მდებარე წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაც, სადაც მალე წირვა-ლოცვაც აღდგება”, - აღნიშნავს სტატიის ავტორი და დასძენს:

“თელავის რაიონის სოფელ აკურის დავით გარეჯელის სახელობის დედათა მონასტერში სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს. წლეულს სრული რეაბილიტაცია დამთავრდება... გურჯაანის რაიონის სოფელ კალაურში მდებარე VIII-IX საუკუნეებით დათარიღებულ წმინდა გიორგი სახელობის ეკლესიაში სარესტავრაციო სამუშაოების დროს წმინდა ნინოს უნიკალური ფრესკა აღმოაჩინეს... უნიკალური აღმოჩენა გაკეთდა ხობის ღვთისმშობლის ტაძარში. კანკელის საძირკველში ჩაშენების სამუშაოების დროს თაღოვანი კედელი იქნა ნაპოვნი. სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ სავარაუდოდ, ეკლესიის ძირში კიდევ ერთი ეკლესიაა... უნიკალური აღმოჩენები საქართველოსაც გასცდა - კვიპროსში ღალიას სამონასტრო კომპლექსში არქეოლოგებმა წმინდა ნიკოლოზის სახელობის ქართული ეკლესიის ნაშთები აღმოაჩინეს. ეკლესია თამარ მეფის ხანას მიეკუთვნება, აღმოჩენილი ნივთები XII-XIII საუკუნეებით თარიღდება”.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/122020.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ორთაჭალაში შენობა ჩამოინგრა, 2 ადამიანი გარდაიცვალა :)

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქართული პრესის მიმოხილვა 08.01.2010

08 / 01, 2010 11:20

• გაჩეჩილაძე ალასანიას უერთდება?!

• თინა ხიდაშელი - ნოღაიდელის პუტინთან შეხვედრა ამაზრზენი და მიუღებელია

• სოსო ცინცაძე - “ოპოზიციამ ვერც საკუთარ შეცდომებზე ისწავლა და ვერც ხელისუფლების. ხელისუფლებამ კი საკუთარ შეცდომებზე ბევრი რამ ისწავლა”

• დავით ზურაბიშვილი - “ხელისუფლება ძირითადად იმაზე ფიქრობს, რა უყოს ოპოზიციას და ნაკლებად ფიქრობს იმაზე, თუ როგორ მართოს ქვეყანა”

გაჩეჩილაძე ალასანიას უერთდება?!

“ალიანსი საქართველოსთვის” რიგები შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს. გამორიცხული არ არის, რომ ადგილობრივი არჩევნების წინ ირაკლი ალასანიას ალიანსის რიგებში რამდენიმე ორგანიზაცია კიდევ ვიხილოთ. კულუარული ინფორმაციით, ალიანსის რიგებში რამდენიმე თვეში შესაძლოა ლევან გაჩეჩილაძის “დაიცავი საქართველო” და “ქართული აკადემია” შევიდეს”, - წერს გაზეთი “ახალი თაობა” სტატიაში სათაურით გაჩეჩილაძე ალასანიას უერთდება.

“თითქმის ყველამ კარგად იცის, რომ ლევან გაჩეჩილაძეს ირაკლი ალასანიასთან კარგი დამოკიდებულება აქვს. ეს 9 აპრილის მიტინგების დროსაც კარგად ჩანდა. იმ დროს, როდესაც მიტინგის მონაწილეთა ნაწილს ალასანიას მოსაზრებები არ მოსწონდა და ამას ხმამაღლა გამოხატავდა, ლევან გაჩეჩილაძე ალასანიას დასახმარებლად ყოველთვის მზად იყო. მიტინგის მონაწილეების “რისხვისგან” გაჩეჩილაძემ ალასანია ერთ-ორჯერ კიდეც იხსნა. გაჩეჩილაძისა და ალასანიას კარგი ურთიერთობა ოპოზიციის რამდენიმე ლიდერს მაშინვე არ მოსწონდა, თუმცა ამის შესახებ ხმამაღლა არავინ საუბრობდა. “დაიცავი საქართველო” პოლიტიკური ორგანიზაცია არ არის, მასში ძირითადად საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებია გაწევრიანებული. რაც შეეხება “ქართულ აკადემიას” მასში შემავალი ადამიანები ხშირად პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“თუ ბოროტ ხმებს დავუჯერებთ, ალიანსში შემავალ პოლიტიკურ პარტიებს მაინცდამაინც ალიანსის რიგების გაზრდა არ უნდათ. თუმცა, როგორც ამბობენ, ალიანსში შემავალი რესპუბლიკელები და “ახალი მემარჯვენეები” წინააღმდეგი არ არიან, რომ მათ რიგებში “დაიცავი საქართველო” და “ქართული აკადემია” შევიდეს. თუ ეს ორი ორგანიზაცია ალიანსს შეუერთდა, ირაკლი ალასანიას მხარდამჭერთა რიცხვი გაიზრდება. ჯერჯერობით არც “დაიცავი საქართველოს” და არც “ქართული აკადემიას” არაფერი უთქვამთ, აპირებენ თუ არა ალიანსში გაწევრიანებას ან მჭიდრო ურთიერთობას. ამის შესახებ განცხადებები ჯერ არც ალიანსის მხრიდან გაკეთებულა”, - დასძენს გამოცემა.

“სანამ ოპოზიციის ნაწილი საკუთარი თუ სხვისი გადაწყვეტილებების მოლოდინშია, ოპოზიციის ნაწილი კვლავ ძველი თემების პოპულარიზაციით არის დაკავებული. თუ ოპოზიციის ქმედებას დავაკვირდებით, ისეთი პირი უჩანს, რომ დიდი ოპოზიციური ერთობა ვერ შედგება. ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიცია ისევ ცალ-ცალკე და მერობის რამდენიმე კანდიდატით გამოვა. თბილისის მერობის კანდიდატთა რიცხვი თანდათან იზრდება და ამჯერად შვიდია თუ რვა. სანამ არჩევნების თარიღი გამოცხადდება მერის სავარძლის დაკავების მსურველთა რიცხვი ალბათ ერთ ათეულს გადააჭარბებს. რაც შეეხება პრაიმერის იდეას, რომელსაც ყველაზე აქტიურად სამეული - ნოღაიდელი, ძიძიგური და დავითაშვილი უჭერს მხარს, ძირითადი ოპოზიციური პარტიებიდან ამ იდეას არავინ შეერთებია... მართალია, კატეგორიული უარი არ უთქვამთ გიორგი თარგამაძის ქრისტიან-დემოკრატებს, მაგრამ ისეთი პირი უჩანს, რომ არც ეს პოლიტიკური მოძრაობა მიიღებს პრაიმერში მონაწილეობას”, მიიჩნევს სტატიის ავტორი.

თინა ხიდაშელი - ნოღაიდელის პუტინთან შეხვედრა ამაზრზენი და მიუღებელია

“ნოღაიდელი ჩემს გეგმებში არ შედის. ნოღაიდელი-პუტინის შეხვედრასთან დაკავშირებით პარტიამ თავისი პოზიცია ნათლად გამოხატა. მე ვფიქრობ, რომ სრულიად სხვა საკითხია რუსეთთან პრობლემების მოგვარება, დარეგულირება. ეს აუცილებელი და მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ ერთს ვიტყვი - ნოღაიდელის პუტინთან შეხვედრა ამაზრზენია და ასევე დაუჯერებელია ქართველი ხალხის კულტურასა და ტრადიციებზე მზრუნველი პუტინი, რომლის გვერდით იჯდა ქართველი პოლიტიკოსი. ეს არის ამაზრზენი და მიუღებელი”, - აცხადებს რესპუბლიკელი თინა ხიდაშელი გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ნოღაიდელის მუქარის არ გვეშინია!

“პუტინმა, რომელმაც გუშინ ჯარისკაცები დაუხოცა საქართველოს, დღეს ქართველი ჯარისკაცების მემორიალის დადგმას აპირებს მოსკოვში. ეს არის მასხრად აგდება იმ ჯარისკაცებისა, რომლებიც გუშინ და გუშინწინ ცხინვალში დაიხოცნენ. ვფიქრობ, ამის უფლება არც ერთმა ქართველმა პოლიტიკოსმა არ უნდა მისცეს თავის თავს. ამას რაც გინდათ ის დაარქვით, მაგრამ ეს არ არის პოლიტიკა, რომელიც ქართული სახელმწიფოს საქმეს აკეთებს. დღეს სააკაშვილი ძალიან ბევრ რამეს იმსახურებს, მაგრამ სახელმწიფოებრივი ღირსება უფრო მაღლა დგას. პირადად მე სახელმწიფოებრივი ღირსების დაკნინების გამო ვარ სააკაშვილის ოპოზიციაში და არა იმის გამო, რომ მისი თვალის ფერი არ მომწონს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თინა ხიდაშელი.

“პრაიმერი ხელისუფლების თამაშია, ამაზე სულელური იდეა არ მსმენია. როგორ უნდა უზრუნველყონ, რომ პრაიმერზე მარტო ოპოზიციური ამომრჩეველი მივიდეს და ნაციონალების მხარდამჭერებმა არ შემოხაზონ ყველაზუ სუსტი კანდიდატი? ყველა პარტიას და ყველა პოლიტიკოსს საკუთარი გზა აქვს და იმ გზით მოქმედებს, რომელსაც ყველაზე სწორად მიიჩნევს. ჩვენი ტგზები ან სადმე გადაიკვეთება ან აღარ გადაიკვეთება. მე ეს არ ვიცი წინასწარ. მაგრამ თუ ყველას ერთი და იგივე ამოცანა გვაქვს, რომ ნაციონალური მოძრაობა და სააკაშვილი ხელისუფლებას ჩამოვაცილოთ, მაშინ იმედი მაქვს, რომ ჩვენი გზები ისევ გადაიკვეთება. სანამ სააკაშვილი ხელისუფლებაში იქნება სულ ასეთი პირობები იქნება და ამიტომ არჩევნებზე საერთოდ არ უნდა წავიდეთ? სამართლიანი არჩევნების მიღწევა საქართველოში ძნელია. მთავარია ხელისუფლებას აჩვენო შენი ძალა და საზოგადოების მხარდაჭერა. არ ვიცი ვინ რა შეცდომები დაუშვა. მე შემიძლია ვილაპარაკო საკუთარ შეცდომებზე”, - დასძენს თინა ხიდაშელი და შეკითხვას - “რა არის თქვენი შეცდომები?” - პასუხობს:

“რესპუბლიკელების ყველაზე დიდი შეცდომა ის იყო, რომ შევუერთდით აქციებს, რადგან ჩვენ გაზაფხულზე დაგვაყენეს ფაქტის წინაშე. ქუჩაში იმიტომ გავედით, რომ ჩვენი ამომრჩევლები იქ იყვნენ. არ შეიძლება, როცა შენი ამომრჩეველი ქუჩაშია, შენ სახლში იჯდე. ახლაც რომ ქუჩის აქციები დაიწყოს, მე ხალხის გვერდით ვიქნები, თუმცა ტრიბუნაზე ნამდვილად არ დავდგები და სიტყვიცაც არ გამოვალ!”.

სოსო ცინცაძე - “ოპოზიციამ ვერც საკუთარ შეცდომებზე ისწავლა და ვერც ხელისუფლების. ხელისუფლებამ კი საკუთარ შეცდომებზე ბევრი რამ ისწავლა”

“ჩვენმა ოპოზიციამ, გულახდილად რომ გითხრათ, გამოავლინა გაერო-ს ფუნქციობის უცოდინარობა. ეს იყო ჭკუის სასწავლებელი უარი გაეროს მხრიდან. სხვა ქვეყანაში არ არსებობს არჩევნების ჩატარების პრეცედენტი გაერო-ს მიერ: გაერო-მ უნდა დაბეჭდოს საარჩევნო ბიულეტენები, დაადგინოს ამომრჩეველთა რაოდენობა, ცესკო გაერო-ში უნდა იყოს, ქართველ ამომრჩეველს კი მხოლოდ საარჩევნო უბანზე გამოცხადება გვევალება, სადაც დაგვხვდება ნიგერიიდან, ბურკინა-ფასოდან თუ საფრანგეთიდან გაეროს წარმომადგენელი. მერე უნდა დაველოდოთ და შედეგსაც გვეტყვიან...?” - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით თარხნიშვილს გაჩეჩილაძისთვის უნდა გაერტყა / ოპოზიცია გაერო-ს ფუნქციებში ვერ ერკვევა.

“ეს გაერო-ს არსებობის ისტორიაში არ მომხდარა. გაერო-მ არჩევნებზე მეთვალყურეობა უგანდაში გამონაკლისის სახით გააკეთა, მაშინ იქ სამოქალაქო ომი იყო, ერთმანეთს ხოცავდნენ. ტექნიკური და ფინანსური დახმარება აღმოუჩინა არჩევნების ჩასატარებლად. საქართველოში ომი არ არის. 20 წელია, დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ და არჩევნები ტარდება მეტ-ნაკლები დარღვევებით. საერთაშორისო დამკვირვებლები ყოველთვის სცნობდნენ ამ არჩევნებს... მე მაინც მგონია, რომ ოპოზიციამ იცოდა გაეროს- უარყოფითი პასუხი, მაგრამ მათ კიდევ ერთხელ მიიპყრეს ყურადღება. ფაქტია, რომ ეს საკითხი გაეროში განხილვის საგანი გახდა და ყურადღება დაეთმო. ამაზე ჰქონდათ გათვლა. ეს იდეა თავიდანვე რომ განწირული იყო, არა მგონია, არ სცოდნოდათ. გამორიცხულია, ირაკლი ალასანიას ეს არ სცოდნოდა. მიზანი ყურადღების მიქცევა იყო - თუ ოპოზიცია უკმაყოფილო იქნება არჩევნების შედეგებით, იტყვიან: ტყუილად არ მივმართეთ გაერო-სო. ეს ოპოზიციის მხრიდან ერთგვარი პრევენციაა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცინცაძე.

“თუ ხელისუფლებამ არჩევანი ისევ თარხნიშვილზე შეარჩია, ეს სარისკო ნაბიჯია და ძვირი დაუჯდება. არ ვურჩევდი ამ ნაბიჯზე წასვლას. აქ მთავარი არ არის, რბილად რომ ვთქვათ, თარხნიშვილის მისამართით გამოთქმული პრეტენზიები, ლანძღა-გინებაზე რომ არაფერი ვთქვათ. ეს ყველაფერი იყო თუ არა სამართლიანი, პოლიტიკაში ამას მნიშვნელობა არ აქვს. პოლიტიკაში მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ თარხნიშვილს სახელი გატეხილი აქვს, რეპუტაცია შელახული. პოლიტიკაში ხდება ხოლმე, როცა პოლიტიკოსი უსამართლოდ აგებს არჩევნებს - პოლიტიკა ყოველთვის არ არის სამართლიანი, შეიძლება თარხნიშვილს უსამართლოდ ესროლეს ამდენი ტალახი, მაგრამ მაინც თავის დროზე ვერ გამოავლინა ღირსების გრძნობა. როდესაც მას პირში აფურთხებდნენ, ეუბნებოდნენ გამყალბებელი ხარ, თაღლითი ხარო, მაშინ მისი რეაქცია არ იყო ადეკვატური. მის მადლობებს ამ ეპითეტებზე სჯობდა, მათთვის დედა ეგინებინა”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი.

“ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვებით, დღეს “ნაციონალური მოძრაობა” უსწრებს ოპოზიციას. თარხნიშვილი დღეს ხელისუფლება არ სჭირდება. პოლიტიკა არ არის მორალის, ზნეობის, დაფასებების ასპარეზი. პოლიტიკა არის პრაგმატიზმი. ამ ფონზე რომ ვთქვათ, ხელისუფლებისთვის თარხნიშვილი გუშინდელი დღეა. გაიხსენეთ წინა ცესკოს თავმჯდომარეები, მაგალითად ჯუმბერ ლომინაძე. მის დროსაც სულ სახელისუფლო პარტიები იგებდნენ არჩევნებს, მაგრამ ასეთი ცუდი სახელით არ წასულა თანამდებობიდან - ჯუმბერმა შეძლო საკუთარი ღირსების შენარჩუნება. ეტყობა ზღვარს იქით არ გადადიოდა. თარხნიშვილმა ეს ვერ შეძლო. ის მზად არ იყო ამ თანამდებობისთვის. მას ბრალდებებზეც არ ჰქონდა პასუხი, როდესაც გაჩეჩილაძე ეუბნებოდა, შე გამყალბებელოო, სხვა ხელს გაარტყამდა მის ადგილზე და ციხეში წავიდოდა. პირადი ღირსება თანამდებობაზე მეტია. მით უმეტეს ის ძალიან ვაჟკაცი კაცის შვილია. მამამისი ასე არ მოიქცეოდა”, - დასძენს სოსო ცინცაძე.

“ჩვენთან ნეიტრალური კანდიდატი დღისითაც სანთლით საძებნია. არ ვიცი, რას ჰქვია ნეიტრალური. როდესაც საზოგადოება ასეა დაპირისპირებული, როდესაც ამომრჩეველთა მასა ინერტულია, ეს შეუძლებელია. ოპოზიციამ მოახერხა ის, რასაც ხელისუფლება ვერ ახერხებს - ამომრჩეველთა მასა გახადა ინერტული. გეტყვით, რომ სამთვიან ქუჩის აქციებს ერთი შედეგი მოჰყვა - ოპოზიციამ დაკარგა საზოგადოების მხარდაჭერა. ოპოზიციამ ახლა იმაზე უნდა იფიქროს, როგორ აღიდგინოს ეს მხარდაჭერა. ოპოზიციისთვის დაუბრუნებელი ნოსტალგიაა ის დღე, როდესაც 200 თუ 250 ათასი ადამიანი გამოიყვანა ქუჩაში”, - აცხადებს სოსო ცინცაძე და შეკითხვას - ამას ისევ ვერ შეძლებს ოპოზიცია?” - პასუხობს:

“თუ ასე მოიქცა - ვერა, მაგრამ თუ უფრო ჭკვიანურად მოიქცევა, შეიძლება მეტიც გამოიყვანოს. ოპოზიციამ ვერც საკუთარ შეცდომებზე ისწავლა და ვერც ხელისუფლების. ხელისუფლებამ კი საკუთარ შეცდომებზე ბევრი რამ ისწავლა”.

დავით ზურაბიშვილი - “ხელისუფლება ძირითადად იმაზე ფიქრობს, რა უყოს ოპოზიციას და ნაკლებად ფიქრობს იმაზე, თუ როგორ მართოს ქვეყანა”

“ხელისუფლების მთავარი შეცდომა ის არის, რომ ის ძირითადად იმაზე ფიქრობს, რა უყოს ოპოზიციას და ნაკლებად ფიქრობს იმაზე, თუ როგორ მართოს ქვეყანა და წაიყვანოს გაერთიანებისკენ. სანამ საზოგადოებაში არის უკმაყოფილება და ეს უკმაყოფილების ხარისხი რომ დიდია, იგივე გაზაფხულის აქციებმა დაადასტურა, პროტესტი იქნება ყოველთვის. დღეს რომ ვიღაცას დაბალი რეიტინგი აქვს, შეიძლება ხვალ მაღალი გაუხდეს ან შეიძლება ვიღაც ახალი გამოჩნდეს. ქვეყნის მთავარი უბედურება ის არის, რომ მთელი სახელმწიფო მანქანა თავის ფინანსური რესურსებით, რეპრესიული აპარატით მუშაობას ამაზე - მეტი საქმე არ აქვთ. ეს ხელისუფლება იმაზე ფიქრობს, როგორ შეინარჩუნოს ხელისუფლება და მოიწყოს პირადი კეთილდღეობა. ეს ძალიან ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს”, - აცხადებს რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილი გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით სააკაშვილმა მხოლოდ თვარგამაძესთან და თორთლაძესთან მოახერხა გარიგება.

“იხარჯება საკმაოდ სერიოზული ფინანსები. ხელისუფლების მერობის კანდიდატი გიგი უგულავა ყოველდღე ტელევიზორშია. სახელისუფლებო ტელეარხებიდან, განსაკუთრებით “ტელეიმედიდან” პროპაგანდის ნიაღვარი მოდის. ეს პროპაგანდა ძირითადად აგებულია იმაზე, თუ რა კარგია ხელისუფლება. უგულავა არა მარტო საშობაო და საახალწლო გადაცემებში გამოჩნდა, არამედ პოპულარულ სერიალ “შუა ქალაქშიც”. მეორე მხრივ, მიდის მცდელობა კანონმდებლობის თავის თავზე მორგების, მომხრეების აღრიცხვის, სკოლებში წარმოებს კიდეც რაღაც აღრიცხვა, სახელმწიფო დაწესებულებებში და ა.შ. ეს ერთი მომენტია. მიმდინარეობს აგრეთვე ე.წ. შავი პიარი. შეიქმნა რაღაც ოდიოზური არხი და ჭორებს აგორებს. არის აგრეთვე მცდელობა, თვითონ ოპოზიციის შიგნით ჩამოაგდონ უთანხმოება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ზურაბიშვილი.

“ის რაც ნოღაიდელმა თინა ხიდაშელთან დაკავშირებით თქვა, აბსოლუტური სისულელეა. ამის კომენტირება არ მინდა. ჩვენმა პარტიამ ამაზე განცხადება გააკეთა მას სრულად ვიზიარებ. ის რომ ნოღაიდელი სააკაშვილის პროექტია, არის გამორიცხული. თუმცა ურთიერთსარგებელი შეიძლება ნახონ. სააკაშვილს მაქსიმუმი რაც შეუძლია, ეს არის თორთლაძე და თარგამაძე. ანუ სააკაშვილთან გარიგება ხდება მხოლოდ ამ დონეზე. მას არ შეუძლია სხვა თამაში. სააკაშვილი არ არის იმ ტიპის ლიდერი, რომელიც ვითომ ოპოზიციას მიუშვებს თავის ნებაზე და მერე დაუპირისპირდება. სააკაშვილი თუ დაუშვებს - ფსევდოოპოზიციას”, - აცხადებს დავით ზურაბიშვილი და შეკითხვას - “საერთაშორისო ფონზე სააკაშვილის მიმართ განცხადებები ისმოდა: ისეთი ლიდერი, როგორიც სააკაშვილია, საფრთხის შემცველია და რეგიონში დაძაბულობას იწვევსო. შეიცვალა ეს დამოკიდებულება?” - პასუხობს:

“ეს ცხადზე უცხადესია. ამას ყველა ხედავს - არავის სჭირდება არასტაბილური ლიდერი რეგიონში. მით უმეტეს ის ხაზი, რაც სააკაშვილს ჰქონდა, რომ აქ რაღაც ანტირუსული ბასტიონი შეექმნა სამხედრო-პოლიტიკური კუთხით. შეიძლება ითქვას, სააკაშვილი საერთაშორისო კონიუნქტურიდან ამოვარდნილია. ცხადია, სააკაშვილს მძიმე შედეგები მოაქვს ქვეყნისთვისაც და საკუთარი თავისთვისაც. როგორ განვითარდება მოვლენები, ამის წინასწარმეტყეველება ძნელია”.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/122140.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ცესკო-ს წევრობის ვაკანტურ თანამდებობებზე 41 კანდიდატი დარეგისტრირდა

10 / 01, 2010 12:25

ცესკო-ს წევრობის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე 41 კანდიდატი დარეგისტრირდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

2009 წლის 31 დეკემბრიდან გამოცხადებულ ღია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 8 იანვრის ჩათვლით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 41 განაცხადი დარეგისტრირდა. კონკურსში მონაწილე კანდიდატებს შორის არის ცესკოს ყოფილი წევრი გიზო მჭედლიძე.

ცესკოს წევრობაზე განაცხადები შეიტანეს: ოთარ ბუნტურმა, კონსტანტინე კირვალიძემ, დიმიტრი ჯავახაძემ, მანანა ღამბაშიძემ, გენადი მამაგულაშვილმა, ვარლამ ქომეთიანმა, მევლუდი კუხიანიძემ, ნუგზარ გვალიამ, ნინო ჩქარეულმა, სიმონ ელოშვილმა, დავით ჯაგაშვილმა, ოთარ კვენეტაძემ, მალხაზ ახალაიამ, ქეთევან ქარაზანიშვილმა, მარინე ქვარაიამ, გელა ხიზანიშვილმა, დავით მელქაძემ, ზაალ ზაალიშვილმა, მამუკა ტუსკაძემ, ელგუჯა უნდილაშვილმა, თამაზ შარმანაშვილმა, მარინე ტაბატაძემ, მადონა რამიშვილმა, ამირან მაზანაშვილმა, ზაალ ქუთათელაძემ, მაია ახალკაცმა, ლია შუბითიძემ, ხათუნა სვანიძემ, მაია ჭოლოკავამ, ეკატერინე ენდელაძემ, ემზარ ქოჩლაძემ, ნინო ბაკურაძემ, თინათინ ფხოველიშვილმა, ელგუჯა ძაძამიამ, ნინო ხომასურიძემ, თამაზ კრავეიშვილმა, თამარ ნაჭყებიამ, ვერიკო ბეგიაშვილმა, ზურაბ ლომსაძემ და გივი ფეიქრიშვილმა.

საკონკურსო კომისიამ არა უგვიანეს 11 იანვრისა პრეზიდენტს უნდა წარუდგინოს ცესკოს წევრის თითო ვაკანტურ თანამდებობაზე არა ნაკლებ 2 და არა უმეტეს 3 კანდიდატურა, ხოლო საქართველოს პრეზიდენტმა 2 დღის ვადაში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება კანდიდატთა შერჩევისა და საქართველოს პარლამენტისთვის თითო ვაკანტურ თანამდებობაზე 2 კანდიდატის წარდგენის თაობაზე.

საქართველოს პარლამენტმა ცესკოს წევრობის კანდიდატების წარდგენიდან 7 დღის ვადაში ცესკოს წევრები სახელობითი კენჭისყრით უნდა აირჩიოს. ამ მიზნით პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 15 იანვრისთვის არის დაგეგმილი.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

რა ჟრიამულია ატეხილი :D

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჯონ მაკკეინი საქართველოს დღეს ეწვევა

10 / 01, 2010 10:06

ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი საქართველოში დღეს საღამოს ჩამოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საგარეო უწყების ინფორმაციით, მაკკეინი საქართველოში, კერძოდ ბათუმში, სენატორებთან ჯონ ბარასოსა და ჯონ თუნთან ერთად ჩავა.

ვიზიტი ორდღიანია და მისი ძირითადი მიზანი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ აშშ-ს მხარდაჭერის კიდევ ერთხელ გამოხატვაა.

ვიზიტი, ასევე, მიზნად ისახავს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გამყარებას.

დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან და ოპოზიციის წარმომადგენლებთან.

საგარეო უწყების ცნობით, სენატორები საქართველოს 11 იანვარს დატოვებენ. თუმცა, არსებობს ინფორმაციაც, რომ მაკკეინი მონაწილეობას მიიღებს ბათუმის ენერგეტიკულ სამიტში, რომელიც 14 იანვარს იმართება.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჯონ მაკკეინი ბათუმში დღეს შეხვედრებს გამართავს

11 / 01, 2010 10:07

ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი დღეს ბათუმში შეხვედრებს გამართავს.

როგორც “ინტერპრესნიუსს” აშშ-ის საელჩოდან აცნობეს, სენატორი შეხვედრებს დილიდან დაიწყებს. სასტუმრო “ინტურისტში”, დაახლოებით 08.30 საათზე დაგეგმილია ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრა.

“ინტურისტიდან” რესპუბლიკელი სენატრი ფეხით გადაინაცვლებს სასტუმრო “შერატონში”, სადაც დაჯილდოების ცერემონია დაიწყება. პრეზიდენტიMმიხეილ სააკაშვილი სენატორს 10.00 საათისთვის დააჯილდოებს, რის შემდეგაც დაგეგმილია პრეზიდენტისა და ამერიკელი სენატორის განცხადებების გაკეთება.

დღესვე სენატორი აპირებს ზუგდიდში ვერტმფრენით ჩაფრენას, სადაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ჰანსიორგ ჰაბერს შეხვდება. გაფრენამდე ბათუმის აეროპორტში, მაკკეინი 10 წუთიან განცხადებას გააკეთებს. ზუგდიდიდან სენატორი ბათუმის აეროპორტში დაბრუნდება, საიდანაც იგი საქართველოს დატოვებს.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დავით უსუფაშვილი - რაც უფრო გაგრძელდება სააკაშვილის მმართველობა, მით უფრო მეტი პრობლემები ექნება საქართველოს

11 / 01, 2010 10:48

“ალიანსი საქართველოსთვის” წარმომადგენელი დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ რაც უფრო გაგრძელდება სააკაშვილის ავტორიტარული სტილის მმართველობა, მით უფრო მეტი პრობლემები ექნება საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე.

აღნიშნული განცხადება დავით უსუფაშვილმა ბათუმში ამერიკელ სენატორ ჯონ მაკკეინთან შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა.

უსუფაშვილს მიაჩნია, რომ ქვეყნის უსაფრთხოებისა და დემოკრატიზაციის საკითხები არის ერთმანეთთან გადაჯაჭვული. მისი თქმით, ამ საკითხებში ამერიკის მხარდაჭერა უნდა იყოს უფრო ეფექტური.

რაც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხს, უსუფაშვილის განცხადებით, ადგილობრივი არჩევნების საკითხის მოგვარება პრეზიდენტმა კანონის დარღვევით დაიწყო. საქმე ეხება ცესკო-ს თავმჯდომარის თაობაზე მის მიერ კანონის დარღვევას.

როგორც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილს ცესკო-ს თავმჯდომარეობის სამი კანდიდატი 8 დეკემბრამდე უნდა დაესახელებინა.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

აჰა, უკვე მიშას მმართველობის სტილის შეცვლაზე მიდის ლაპარაკი და არა მიშას ჩანაცვლებაზე :ena:

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჯონ მაკკეინის შეხვედრა ოპოზიციის ლიდერებთან უკვე დასრულდა

11 / 01, 2010 11:03

ამერიკელი სენატორის ჯონ მაკკეინის შეხვედრა ოპოზიციის ლიდერებთან უკვე დასრულდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა, შეხვედრაზე საუბარი იყო იმ საგარეო საფრთხეებზე, რომელიც საქართველოს გააჩნია. ამასთან, საუბარი იყო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, ამერიკის თანადგომის თანმიმდევრულ პოლიტიკაზე იმისთვის, რომ ზეწოლა და გავლენა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ რუსეთის ნაკისრ ვალდებულებებზე გაიზარდოს.

თარგამაძის განცხადებით, დღესვე ჯონ მაკკეინთან გამართულ შეხვედრაზე საუბარი იყო ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, ეკონომიკურ მდგომარეობაზე, რადგან, მისი თქმით, მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის მძიმე სოციალური ფონისა და უმუშევრობის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია ამერიკის ფინანსური მხარდაჭერა და ამ დახმარების ეფექტური გამოყენება, რაც მოსახლეობის დასაქმებაში უნდა აისახოს.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლევან გაჩეჩილაძე - მაკკეინი არის ის ადამიანი, ვისაც შეიძლება მიხეილ სააკაშვილმა მოუსმინოს

11 / 01, 2010 11:57

მაკკეინთან შეხვედრის მთავარი მიზეზი იყო ის, რომ მაკკეინი არის ერთ-ერთი იმ იშვიათთაგანი მსოფლიოში, ვისაც შეიძლება მიხეილ სააკაშვილმა მოუსმინოს.

ამის შესახებ ლევან გაჩეჩილაძემ ბათუმში მაკკეინთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

გაჩეჩილაძის განცხადებით, იგი მაკკეინს ესაუბრა იმ უმძიმეს მდგომარეობაზე, რაც ქვეყენაშია შექმნილი.

`ის, რომ ოსი და აფხაზი საქართველოში ცხოვრებით დაინტერესდნენ, აქ არ უნდა იყოს ესეთი ცხოვრება როგორიც არის ჩვენს ჩრდილოეთში. აქ უნდა იყოს მეტი თავისუფლება ყველა მიმართულებით რომელიც ამ რეჟიმის პირობებში ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება”, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

ამერიკელი სენატორები ჯონ მაკკეინი, ჯო ბარასი და ჯო თუნთი ბათუმში გუშინ ღამით, 22:30 საათზე ჩამოვიდნენ. ისინი უკვე შეხვდნენ ოპოზიციის წარმომადგენლებს - საპარლამენტო უმცირესობის ლიდერს გიორგი თარგამაძეს, `ალიანსი საქართველოსთვის~ წარმომადგენელს დავით უსუფაშვილს და `დაიცავი საქართველოს!~ ლიდერს ლევან გაჩეჩილაძეს. ვიზიტის ფარგლებში ჯონ მაკკეინი საქართველოს პრეზიდენტსა და მთავრობის წარმომადგენელებს შეხვდება, ის დღესვე გაემგზავრება ზუგდიდში, სადაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელთან შეხვედრას გამართავს. მაკკეინი საქართველოს ბათუმიდან დღესვე დატოვებს.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...