Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები, მხოლოდ info და სტატიები

Recommended Posts

“მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს სამი წევრი განცხადებას ავრცელებს

22 / 01, 2010 13:21

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრები შორენა შავერდაშვილი, ლია ჩახუნაშვილი და ნინო დანელია საგანგებო განცხადებას ავრცელებენ.

საბჭოს წევრები “ალიანსი საქართველოსთვის” თანათავმჯდომარის, სოზარ სუბარის გუშინდელ პრესკონფერენციას ეხმაურებიან. განცხადებაში საუბარია, რომ აუდიტორიის დროული ინფორმირება საზოგადოებრივი მაუწყებლის უპირველესი ვალდებულებაა, თუმცა ”კანონი მაუწყებლობის” შესახებ (მუხლი 30) მკაფიოდ განმარტავს მეურვეების ფუქნციას.

“ჩვენ საშუალება გვაქვს, განვსაზღვროთ საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამული პრიორიტეტები. ჩვენ ვერ გადავამეტებთ ჩვენს უფლებამოსილებას და ვერ მივიღებთ ახალი ამბების დაგეგმვაში მონაწილეობას. ჩვენ შეგვიძლია, მხოლოდ ახალი ამბების მონიტორინგი და რეაგირება იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ შეასრულებს საკუთარ მოვალეობას, აუდიტორიის დროულ ინფორმირებას. ვაცნობიერებთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ეს საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, ამიტომ მზად ვართ, აქტიურად ჩავერთოთ ახალი ამბების მონიტორინგის პროცესში”, - ნათქვამია განცხადებაში.

ბორიდს სამი წევრი მზადყოფნას გამოთქვამს, მაუწყებლის მეურვეთა საბჭოსა და გენერალური დირექტორის, გია ჭანტურიას წინაშე დასვან ნებისმიერი საკითხი, რომელიც დაარღვევს კანონს ”მაუწყებლობის შესახებ”, მაუწყებლის ქცევის კოდექსს და მოითხოვონ რეაგირება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეთა საბჭოს ახლად არჩეულ წევრებს შორენა შავერდაშვილს, ლია ჩახუნაშვილს და ნინო დანელიას სოზარ სუბარმა მიმართა თხოვნით, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შეასრულოს კანონი “მაუწყებლობის შესახებ” და ”უზრუნველყოს აუდიტორიის დროული ინფორმირება”.

ამასთან, სუბარმა საზოგადოებრივ მაუწყებელს ვანო მერაბიშვილისა და გივი თარგამაძის სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერის სრულად გაშვება სთხოვა.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 619
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ზურაბ ნოღაიდელი მოსკოვში სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად გაემგზავრება

სიახლე !!! ”ინტერპრესნიუსი” უკვე თქვენს მობილურში

22 / 01, 2010 17:02

“მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი მოსკოვში მორიგ ვიზიტს თებერვალში გეგმავს. რუსეთის დედაქალაქში იგი ამჯერად სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად გაემგზავრება.

ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად ნოღაიდელმა განუცხადა, თუმცა ამ პოლიტიკოსების ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა.

“საქართველოს ტერიტორიებია ოკუპირებულია და ამის მოსაგვარებლად საჭიროა ურთიერთობების ნორმალიზება რუსეთთან. მე სხვა გზას ვერ ვხედავ და არც არავინ შემოგვთავაზა სხვა რეცეპტი”, - აღნიშნა ექს-პრემიერმა.

მისივე თქმით, მთავარი ამოცანაა ქვეყანა დასხნილი იქნას შემდგომი დანაწევრიანებისგან, რისი საფრთხეც, სააკაშვილის რეჟიმის პირობებში, ყოველთვის დღის წესრიგში დგას.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2010

23 / 01, 2010 11:09

• საიდუმლო სერობა პარლამენტში - ვეფხვაძის და გია ჭანტურიას შეხვედრას მაჭავარიანიც ესწრებოდა?!

• ვახტანგ კომახიძე - “90-იანი წლებიდან დაწყებული დღემდე რაც ყოფილა ქართულ-ოსური ურთიერთობისას, ფილმში ყველაფერი იქნება”

• უკრაინის ამბებთან დაკავშირებით ალასანია უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას ითხოვს

საიდუმლო სერობა პარლამენტში - ვეფხვაძის და გია ჭანტურიას შეხვედრას მაჭავარიანიც ესწრებოდა?!

“ქრისტიან-დემოკრატები ოფიციალურად ჯერ არდასახელებულ საკუთარ მერობის კანდიდატთან შეხვედრებს მიხეილ მაჭავარიანის თანდასწრებით მართავენ. მართალია, ამ ინფორმაციას ვეფხვაძეც უარყოფს და მაჭავარიანიც, მაგრამ ფაქტია, რომ გუშინ პარლამენტში ვეფხვაძის ოთახში ჭანტურია და მაჭავარიანი ერთდროულად იმყოფებოდნენ. გია ჭანტურია ვეფხვაძის ოთახში, რომელიც პარლამენტის საპრეზიდენტო ფლიგელში მდებარეობს, დღის მეორე ნახევარში შევიდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით საიდუმლო სერობა პარლამენტში / ვეფხვაძის და ჭანტურიას შეხვედრას, შესაძლოა, მაჭავარიანიც ესწრებოდა.

“საუბარია “ქრისტიან-დემოკრატების” მერობის კანდიდატზე, მართალია, თარგამაძის პარტიას საკუთარი მერობის კანდიდატი ოფიციალურად ჯერ არ დაუსახელებია, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ პარტიის სახელით მერობის კანდიდატად მას უახლოეს პერიოდში, თებერვლის დასაწყისში წარადგენენ. სწორედ ამის გამო ის ფაქტი, რომ ვეფხვაძესთან ჭანტურია მივიდა, არც გასაკვირია და არც მოულოდნელი. მაგრამ გარკვეულ კითხვებს ის ფაქტი აჩენს, რომ ვეფხვაძის ოთახში ჭანტურიას შესვლის შემდეგ რამდენიმე წუთში პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანიც შევიდა. ძნელი სათქმელია, ეს სამეული ერთდ რა თემებზე საუბრობდა, მაგრამ, დიდი ალბათობით, ეს სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს უნდა უკავშირდებოდეს. ყოველ შემთხვევაში, ჭანტურიას დღევანდელ პოლიტიკასთან სწორედ ადგილობრივი თვითთმმართველობის არჩევნები და ამ არჩევნებში საკუთარი მონაწილეობა აკავშირებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ცხადია, საინტერესოა ის, თუნდაც საარჩევნო თემატიკიდან რა საკითხები განიხილეს, მაგრამ საქმე ის არის, რომ ამ შეხვედრას ვეფხვაძეს უარყოფს და მაჭავარიანიც. ვეფხვაძის ოთახი პირველმა მაჭავარიანმა დატოვა. რამდენიმე წუთში კაბინეტიდან ლევან ვეფხვაძეც გამოვიდა, შემდეგ კი გია ჭანტურია. გია ჭანტურიამ კარებთან მდგომი ჟურნალისტებისთვის არაფრის თქმა არ ისურვა, ლევან ვეფხვაძემ კი განმარტა, რომ მას ჭანტურიასთან შეხვედრა მართლაც ჰქონდა, მაგრამ ამ შეხვედრას, მისი თქმით, მაჭავარიანი არ ესწრებოდა”, - დასძენს გამოცემა.

“არ ვიცი, მაჭავარიანი ჩემთან მოვიდა თუ არა. შესაძლოა, ვიდრე მე დაკავებული ვიყავი, ჩემთან მოვიდა, მაგრამ დაკავებული რომ ვიყავი, უცან გაბრუნდა. ჩემმა მდივანმა იცოდა, რომ მნიშვნელოვანი საქმე მქონდა და უთხრა, რომ არ მეცალა. ფაქტია, რომ ოთახში ნამდვილად არ შემოსულა”, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ. აღსანიშნავია, რომ “რეზონანსთან” საუბრისას მიხეილ მაჭავარიანმაც ასეთივე განმარტება გააკეთა. მისი თქმითაც, მას ვეფხვაძესთან საგაზაფხულო სესიასთან დაკავშირებულ საკითხებზე სურდა საუბარი, მაგრამ როცა გაიგო დაკავებული იყო, უკან გამობრუნდა, ხოლო “მდივანს არ უთქვამს, ვინ ჰყავდა სტუმრად”, - წერს სტატიის ავტორი.

“თუმცა, პრობლემა ის არის, რომ მაჭავარიანი ვეფხვაძის ოთახსა თუ მისაღებში გაცილებით დიდხანს იმყოფებოდა, ვიდრე იმის გარკვევისთვის არის საჭირო, ეცალა თუ არა ვიცე-სპიკერს პირველი ვიცე-სპიკერისთვის”, - მიიჩნევს სტატიის ავტორი.

“დიდი ხნის განმავლობაში მიდიოდა ბჭობა, თუ ვინ იქნებოდა ნაციონალების კანდიდატი. როგორც ყველა სხვა საკითხი, ესეც სააკაშვილმა გადაწყვიტა. მერობის კანდიდატად მან დაასახელა გიგი უგულავა. დღეს ხელისუფლება ყველა ღონეს მიმართავს, რომ უგულავამ გაიმარჯვოს. სააკაშვილი შეგნებულად მიდის გაყალბებაზე - ამით მას უნდა უგულავას აჩვენოს, რომ ის მხოლოდ მისი წყალობით აირჩიეს თბილისის მერად. სააკაშვილს არ აწყობს გიგი უგულავამ მართლაც პატიოსნად გაიმარჯვოს არჩევნებში პრეზიდენტის გადაწყვეტილებით დაასახელეს მერობის კანდიდატად გია ჭანტურია, ნიკა ივანიშვილი, დავით იაკობიძე”, - აცხადებს ყოფილი ნაციონალი და ყოფილი დეპუტატი ალეკო შალამბერიძე გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით უგულავა სააკაშვილისთვის უკვე საშიში გახდა / რის სანაცვლოდ ჩამოუშვეს ჭანტურია საქართველოში.

“ამ არჩევნებისთვის სააკაშვილი რამდენიმე კობინაციას გაათამაშებს, მაგრამ არაფრით დაუშვებს იმას, რომ გიგი უგულავა მართლა ხალხის მიერ იყოს არჩეული. დღეს ის სააკაშვილს არ დაუპირისპირდება, მაგრამ ადამიანებს ხალხის მხაოდაჭერა ძალიან ცვლის. იყო ხალხის რჩეული - ძალიან სერიოზული არგუმენტია. უგულავამ მერე შეიძლება სულ სხვანაირად იფიქროს. მას უკვე ისედაც განსხვავებული პოზიციები უკავია მთელ რიგ საკითხებში. მხედველობაში მაქვს მისი დამოკიდებულება ნატო-ს მიმართ. ამის გამო სააკაშვილთან მოუვიდა უთანხმოება. სააკაშვილის გადაწბყვეტილება იყო, უგულავას თავისი ნათქვამის უარყოფა მოეხდინა. სააკაშვილი ეჭვიანი და საკმაოდ ჭკვიანი კაცია - კარგად ესმის, რომ უგულავა, ადრე თუ გვიან, მის წინააღდეგ წავა. ამიტომ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უგულავა მისი ძალით იყოს არჩეული”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალეკო შალამბერიძე.

“... ჭანტურია არანაირ გადატრიალებას არ აფინანსებდა. მაშინ სააკაშვილს სჭირდებოდა ასეთი ხმების გავრცელება. იმ დროს ჭანტურია სააკაშვილისთვის საშიში იყო. ახლა დასჭირდათ და მას კანდიდატურაც წამოაყენებინეს. როგორც ყველა ქართველს, მასაც მოენატრა სამშობლო. სამშობლოში ჩამოსვლის სანაცვლოდ მას გარიგება შესთავაზეს,” - აცხადებს ალეკო შალამბერიძე და შეკითხვას - “რა გარიგება?” პასუხობს:

“უთხრეს, საქართველოში გინდა ჩამოსვლა? მაშინ იყავი ამათი კანდიდატი, რაც ფული გაქვს, ამ საქმეში დახარჯე - აგერ ოქრო ხალხია და იმათი კანდიდატი იყავიო. პოლიტიკაში შემთხვევით მოსული ხალხი ძალიან ცუდ დღეში ცვივდება ხოლმე. ამის ნათელი მაგალითია ცხონებული ბადრი პატარკაციშვილი. მაპატიოს გია ჭანტურიამ, ის თავისი საქმის კარგი სპეციალისტია. ამ პროცესში ჩართვით ის საკუთარ იმიჯს შელახავს”.

ვახტანგ კომახიძე - “90-იანი წლებიდან დაწყებული დღემდე რაც ყოფილა ქართულ-ოსური ურთიერთობისას, ფილმში ყველაფერი იქნება”

“ფილმზე, რომელიც მთლიანად ქართულ-ოსური კონფლიქტის შესახებ იქნება, მუშაობა უკვე დაწყებული მაქვს. ამ დროისთვის მასალების მოკვლევის სტადიაში ვარ. ძალიან მინდა ფილმი რაც შეიძლება, მალე დავამთავრო. თუმცა შემიძლია იმის თქმა, რომ წელს აუცილებლად მოესწრება, უფრო მეტიც, ფილმი ალბათ, 1-2 თვეში მზად იქნება”, - აცხადებს “სტუდია რეპორტიორის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი ვახტანგ კომახიძე გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ვახტანგ კომახიძის ფილმი ქართულ-ოსურ კონფლიქტზე 2 თვეში მზად იქნება.

“90-იანი წლებიდან დაწყებული დღემდე რაც ყოფილა ქართულ-ოსური ურთიერთობისას, ყველაფერი იქნება. აქცენტი რაზე გაკეთდება, ზუსტად ვერ გეტყვით, რადგან, როგორც გითხარით, ძალიან ბევრი მასალა მაქვს და კიდე ველოდები მასალების მოპოვებას. სწორედ მის მოლოდინში ვარ. აქედან გამომდინარე, ზუსტად ვერაფერს გეტყვით, რადგან, როგორ გითხარით ბევრი მასალა მაქვს და კიდევ ველოდები მასალების მოპოვებას. სწორედ მის მოლოდინში ვარ. აქედან გამომდინარე, ზუსტად ვერაფერს გეტყვით, რადგან ამ ეტაპისთვის ფილმის - რომელიც დოკუმენტური იქნება, მხოლოდ ზოგადი კონტურები მაქს მოხაზული. მასალებს მიღებ ნებისმი მხარისგან, ვისაც კი ამის მოწოდება შეუძლია. მოგეხსენებათ, მასალა ქრთამი არ არის და მისი აღება-მიღება ცუდს არაფერს ნიშნავს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ კომახიძე.

“სხვათა შორის, საკმაოდ რესპექტაბელურმა ფონდებმა, რომლებიც ადრე გვაფინანსებდნენ, ახლა უარი თქვეს. ერთ-ერთმა ფონდმა დაფინანსება დაბლოკა სწორედ ამ თემის გამო. ამ ფონდმა იცოდა, რა თემაზეც უნდა მემუშავა და არ დააფინანსებს - რას დააფინანსებს და რას არა, ეს თავად იმ ფონდის გადასაწვეტია. მიუხედავად ამისა, დამფინანსებლის მოძიება მაინც მოვახერხე. არ მინდა თქმა ვინ არის, რადგან ისედაც ძალიან სერიოზული პრობლემები იყო ამ ფილმის დაფინანსებასთან დაკავშირებით”, - აცხადებს ვახტანგ კომაძიძე და შეკითხვას - “საკმაოდ აქტუალურია იმ ოსი ტყვეების საკითხი, რომლებიც უგზო-უკვლოდ დაიკარგნენ. როგორც ვიცი, ცხინვალში ყოფნისას მათ მშობლებს შეხვდით. თუ იქნება თქვენს დოკუმენტურ ფილმში რამე მათზე? - პასუხობს:

“თუ ამ ფილმში არ ჩაეტია ინფორმაცია, ოს ტყვეებზე აუცილებლად ცალკე ფილმს გავაკეთებ. ცხადია, რაღაც მასალები გვაქვს მოპოვებული, მაგრამ არ გეტყვით იმიტომ, რომ წინასწარ ამის თქმა ნამდვილად არ შეიძლება”.

უკრაინის ამბებთან დაკავშირებით ალასანია უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას ითხოვს

“ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერი ირაკლი ალასანია მიხეილ სააკაშვილს უშიშროების საბჭოს გაფართოებული სხდომის მოწვევისკენ მოუწოდებს. ალასანია მზად არის უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწროს და პირდადა მოისმინოს, ვინ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით. თბილისის მერობის კანდიდატი პრეზიდენტს უმოკლეს ვადაში სთხოვს უშიშიროების სხდომის მოწვევას - მან უკვე გაუგზავნა წერილი უშიშროების საბჭოს სამდივნოს”, - წერს გაზეთი “ახალი თაობა” სტატიაში სათაურით ალასანია უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას ითხოვს.

“რაც დრო გადის, მით მეტი კიხთვის ნიშანი უჩნდება ქართულ პოლიტიკურ სპექტრს და ასევე საზოგადოებას, თუ რა მოხდა რეალურად უკრაინაში. როგორი ფორმით დაიგეგმა ეს უხეში ჩარევა უცხო და მეგობარი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში. ჩვენ გვაქვს სრული საფუძველი, რომ მოვთხოვოთ მიხეილ სააკაშვილს შედგეს უშიშროების საბჭოს გაფართოებული სხდომა, სადაც საზოგადოება, პოლიტიკური სპექტრი მივიღებთ კონკრეტულ პასუხებს თუ ვის მიერ იქნა დაგეგმილი ის პოლიტიკური ავანტიურა, რომელიც განხორციელდა უკრაინაში. რა თქმა უნდა, ამ სხდომაზე უნდა განიხილოს თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი”, - განაცხადა პრესკონფერენციაზე ალასანიამ. იგი აცხადებს, რომ სახელმწიფოს მაღალი პირებისგან მსგავსი საქციელი საერთაშორისო პოლიტიკისთვის მიუღებელია და ეს ქმედება საფრთხის შემცველია ორი მეზობელი ქვეყნის სამომავლო ურთიერთობისთვის”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ირაკლი ალასანიას ჟურნალისტებმა ლავროვის განცხადებაზეც სთხოვეს კომენტარი - ლავროვი მზად არის ქართულ ოპოზიციასთან ითანამშრომლოს. იქნება თუ არა ის ლიდერი ალასანია, რომელიც მოსკოვში ჩავა და შეხვედრებს გამართავს კრემლის წარმომადგენლებთან, ირაკლი ალასანია ასე პასუხობს: “ზოგადად რუსულ-ქართული ურთიერთობების ნორმალიზაცია შედის ჩვენი ყვეყნის სახელმწიფოებრივ ინტერესებში. ხელისუფლებას დღეს ამის რესურსი არ აქვს, ეს ძალიან სამწუხაროა. დღეს ოპოზიციას არაფერი შესათავაზებელი არა აქვს რუსეთის ხელისუფლებისთვის. რუსეთის ხელისუფლებას არ შეუძლია, რომ ქართულ ოპოზიციასთან საუბრით რამ ეპოზიტივი შეიტანოს ორმხრივ ურთიერთობებში. ჩვენ უნდა მოიდეთ ხელისუფლებაში და შემდეგ დაველაპარაკოთ რუსეთის ფედერაციას”, - დასძენს გამოცემა.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/123293.html

ვალერი კალნიში - იანუკოვიჩის გაპრეზიდენტების შემთხვევაში, საქართველო რუსეთთან ერთ-ერთზე დარჩება

სიახლე !!! ”ინტერპრესნიუსი” უკვე თქვენს მობილურში

23 / 01, 2010 11:13

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურზე, თუ რა ტენდენციები გამოიკვეთა და 7 თებერვლისთვის დაგეგმილ მეორე ტურში ვის მეტი შანსი აქვს - ვიქტორ იანუკოვიჩს თუ იულია ტიმოშენკოს, “ინტერპრესნიუსი” უკრაინულ გაზეთ “კომერსანტის” რედაქტორის მოადგილეს, ჟურნალისტსა და პოლიტოლოგს, ვალერი კალმიშს ესაუბრა.

- ბატონო ვალერი, როგორ შეაფასებდით უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებს?

- პირველ ტურში სიურპრიზი არ მომხდარა. არჩევნებამდე ნათელი იყო, რომ პირველ-მეორე ადგილებს იანუკოვიჩი და ტიმოშენკო მიიღებდნენ. ყველა სოციოლოგიური კვლევა ამას ადასტურებდა, მაგრამ ამ კვლევების გარეშეც ცხადი იყო, რომ ასე მოხდებოდა.

თუმცა, არჩევნების ერთგავერი სიურპრიზი იყო იანუკოვიჩისა და ტიმოშენკოს შემდეგ მესამე ადგილზე სერგეი ტიგიპკოს გასვლა. იგი ბოლო 5 წელი ბიზნესით არის დაკავებული და ხმების 13%-ის მიღება მოულოდნელობა აღმოჩნდა. ამ არჩევნებზე, ასევე, მნიშვნელოვანი იყო მოქმედი პრეზიდენტის, ვიქტორ იუშჩენკოს მიერ 5,45%-სა და ნაციონალისტური იდეოლოგიის კანდიდატის 1%-ზე ოდნავ მეტის მიღება. საფრანგეთისა და გერმანიის მსგავსად, უკრაინაში ეკონომიკური კრიზისის ვითარებაში ნაციონალისტურ იდეებს მხარდაჭერა არ ჰქონია. ეს არის ამ არჩევნების ძირითადი შედეგები.

ცალკე საუბრის თემაა ბანკირ სერგეი ტიგიპკოს მიერ ხმების 13%-სა და რადის დეპუტატის, „პარტია გარდაქმნების ფრონტის“ ლიდერის, არსენი იაცენუკის მიერ 6, 96%-ის მიღება. ამ ორმა ახალგაზრდა პოლიტიკოსმა ხმების ჯამში 20% მიიღო. სხვათა შორის, მათ, ძირითადად, უკრაინის ინტელიგენციამ მისცა ხმა. მთლად სწორი არ იქნება ვთქვათ, რომ ორივე მათგანი პროდასავლური ორიენტაციის არის. ორივე აცხადებს, რომ საჭიროა რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარება. ნატო-ში გაწევრიანების საკითხს უკრაინა მას შემდეგ დაუბრუნდება, რაც ქვეყანაში ეკონომიკური ვითარება სტაბილური გახდება. მართალია, იაცენუკი ხშირად საუბრობს უკრაინის ევროკავშირთან დაახლოებაზე, მაგრამ ევროკავშირის სივრცეში უკრაინის ინტეგრაციაზე საკმაოდ თავისებური შეხედულება აქვს. იაცენუკი იმედოვნებს, რომ უკრაინა ევროკავშირის ნაწილი კი არა, ევროკავშირის ცენტრი გახდება. მისი აზრით, უკრაინას, ისტორიული წარსულისა და გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო, შეუძლია, ევროკავშირის ცენტრი გახდეს. ამგვარი მოსაზრებები საკმაოდ უტოპიურად გამოიყურება. მიუხედავად იმისა, რომ იაცენუკი დასავლური ღირებულებების მატარებელი უფროა, ვიდრე - პრორუსულის, მისი აშკარა პროდასავლელ პოლიტიკოსთა რიცხვში ერთმნიშვნელოვნად მოაზრება რთულია.

- მეორე ტურში გაპრეზიდენტების მეტი შანსი რომელს აქვს, იანუკოვიჩს თუ ტიმოშენკოს? რამდენად დიდია ალბათობა, რომ ტიგიპკოსა და იაცენუკის ხმებს ტიმოშენკო მიიღებს?

- ამის იმედი ტიმოშენკოს კი აქვს, მაგრამ თქმა, რომ ეს სწორედ ასე მოხდება, არ შეიძლება და აი, რატომ - არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სერგეი ტიგიპკო იანუკოვიჩის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა. იანუკოვიჩის პრემიერობის დროს - უკრაინის ეროვნულ ბანკა ხელმძღვანელობდა. ტიგიპკომ თავის თავი თავად შექმნა და ამიტომ მისი რომელიმე კანდიდატის მხარდამჭერად მოაზრება არასწორი იქნებოდა. მას არა აქვს იდეოლოგია, მაგრამ აქვს ყველაფრისადმი პრაგმატული მიდგომა.

რაც შეეხება იაცენუკს, შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ მისი ხმების 6,96% ტიმოშენკოს სასარგებლოდ წავიდეს. ტიმოშენკო პირველ ტურს დადებითად აფასებს. მისი აზრით, პირველმა ტურმა აჩვენა, რომ უკრაინის მოსახლეობის 60%-ს დემოკრატია სურს, იანუკოვიჩმა კი ხმების მხოლოდ 40%-მდე მიიღო. სოციოლოგთა აზრით, მეორე ტურში პირველ და მეორე ადგილებზე გასულ კანდიდატებს შორის სხვაობა 5%-ს არ გადააჭარბებს.

ერთმნიშვნელოვნად თქმა, რომ ტიგიპკოსა და იაცენუკის ხმებს რომელიმე კანდიდატი მიიღებს, ნაადრევია. მით უმეტეს, როცა ორივე ლიდერმა უკვე განაცხადა, რომ არ მოუწოდებენ თავის ამომრჩეველს, ხმა მისცენ იანუკოვიჩს ან ტიმოშენკოს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ორივე ლიდერი მხარს არავის დაუჭერს და მათი ხმები 50-50-ზე გადანაწილდება, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს მოლენათა განვითარების მესამე ვარიანტს, რაც ხმის მიცემას არ დაუკავშირდება. მხედველობაში მაქვს პრეზიდენტობის კანდიდატების მიერ ურთიერთობების სასამართლოებში გარკვევა.

- თქვენი შეფასებით, ძალთა არსებული გადანაწილების ვითარებაში გაპრეზიდენტების მეტი შანსი მაინც რომელ კანდიდატს აქვს?

- ჩემი აზრით, მეორე ტურში მცირე უპირატესობით იანუკოვიჩი გაიმარჯვებს.

- ევროპელ ექსპერტთა აზრით, იანუკოვიჩის გაპრეზიდენტების შემთხვევაში, საქართველო რუსეთთან დაპირისპირებაში ერთი-ერთზე დარჩება და კიევში პრორუსი იანუკოვიჩის მოსვლით საქართველო ძლიერი ფსიქოლოგიური და დიპლომატიური დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება. თქვენ იზიარებთ ასეთ შეფასებას?

_ იანუკოვიჩი უკრაინაში ერთადერთი ლიდერი იყო, ვინც განაცხადა, რომ საქართველოში აგვისტოს მოვლენების შემდეგ უკრაინულ რადას მხარი დაეჭირა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებისთვის. აშკარაა, რომ იანუკოვიჩი მკვეთრად გამოხატული პრორუსული პოლიტიკოსი იქნება. რაც შეეხება იმას, რომ უკრაინაში იანუკოვიჩის გაპრეზიდენტების შემთხვევაში საქართველო რუსეთთან ერთ-ერთზე დარჩება, ეს მართლაც ასე იქნება.

იანუკოვიჩის გაპრეზიდენტობის შემთხვევაში საქართველო უკრაინისგან ვერც პოლიტიკურ და ვერც სამხედრო მხარდაჭერას ვერ მიიღებს. გაპრეზიდენტების შემთხვევაში, იანუკოვიჩი დაითხოვს უკრაინულ რადას, უკრაინაში 30 მაისისთვის დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებზე რადის არჩევნებსაც ჩაატარებს და შეეცდება თავისი ვერტიკალის შექმნას. თუ ყველაფერი იანუკოვიჩის სცენარით წარიმართა, მას რადაში და ადგილებზე უმრავლესობა ეყოლება. უკრაინული კანონდებლობით რადის უმრავლესობა აკომპლექტებს მთავრობას და ასახელებს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას. ასე რომ, მოვლენათა იანუკოვიჩის სცენარით განვითარების შემთხვევაში, უკრაინა იანუკოვიჩის მიერ შექმნილ ახალ ვერტიკალს მიიღებს. გარდა ამისა, იგი აუცილებლად დაუბრუნდება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების თემას.

- თქვენი ვარაუდით, იანუკოვიჩი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს?

- რადგან მან ამ თემაზე ერთხელ განცხადება უკვე გააკეთა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ საკითხს, ადრე თუ გვიან, აუცილებლად დაუბრუნდება. შესაძლოა, ამგვარ განცხადებებს მაშინ აკეთებდა, როცა ოპოზიციის ლიდერი იყო, ხოლო გაპრეზიდენტების შემდეგ აზრზე მოვიდეს და გადაიფიქროს. როგორადაც არ უნდა იყოს, უდავოა, რომ არჩევნებში იანუკოვიჩის გამარჯვების შემთხვევაში, საქართველო უკრაინისგან პოლიტიკურ და სამხედრო დახმარებას ვერ მიიღებს. შეგახსენებთ, რომ საქართველო უკრაინისგან დაბალ ფასში მართლაც იღებდა სამხედრო შეიარაღებას.

- თქვენ რამდენჯერმე ახსენეთ სიტყვათშეთანხმება “იანუკოვიჩის ვერტიკალი”. უნდა ვივარაუდოთ, რომ იანუკოვიჩი, პუტინის მსგავსად, უკრაინაში მასზე დაქვემდებარებულ სახელისუფლებო ვერტიკალს შექმნის?

- შესაძლოა, ამის სურვილი კი ჰქონდეს, მაგრამ უკრაინა რუსეთი არ არის, რომ ამგვარი რამ შესაძლებელი იყოს. მან კიდეც რომ მოინდომოს რუსეთში არსებული ვერტიკალის მსგავსის შექმნა, ამის ვერ შეძლებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იანუკოვიჩის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში არც იულია ტიმოშენკო და არც არსენი იაცენუკი არსად არ წავლენ და ქვეყანაში დარჩებიან. ტიმოშენკო სიტყვის ქალია და უკვე განაცხადა კიდეც, რომ იანუკოვიჩს გაპრეზიდენტების შემთხვევაშიც არ მოასვენებს.

უკრაინული ოპოზიცია ძალიან ძლიერი და მკაცრი იქნება. ოპოზიცია იმდენად ავტორიტეტული იქნება, რომ იანუკოვიჩი უკრაინაში ვერანაირ, მასზე დაქვემდებარებულ ისეთ ვერტიკალს ვერ შექმნის, როგორც რუსეთშია. უკრაინა რუსეთი არ არის, რომ პრეზიდენტმა და პრემიერმა ყველაფერი აკეთონ, რაც მოესურვებათ. ასე რომ, იანუკოვიჩი უკრაინაში პუტინსეულ ვერტიკალს, რომლის პირობებშიც სათათბირო და პრეზიდენტიც მას ექვემდებარება, ვერ შექმნის, ეს გამორიცხულია.

კობა ბენდელიანი

“ინტერპრესნიუსი”

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქართული პრესის მიმოხილვა 25.01.2010

• გია გაჩეჩილაძე - “პირადად მე არჩევნებს კი არ ველოდები ქვეყანაში, არამედ მიზეზს იმისთვის, რომ ლეგიტიმური გახდება ის, რაც ამ არჩევნების შემდგომ მოხდება”

გია გაჩეჩილაძე - “პირადად მე არჩევნებს კი არ ველოდები ქვეყანაში, არამედ მიზეზს იმისთვის, რომ ლეგიტიმური გახდება ის, რაც ამ არჩევნების შემდგომ მოხდება”

“მკურნალობის დროს ძალიან კარგი ადამიანი გავიცანი, ფსიქოლოგი (არაქართველი), რომელიც ჩემი პრობლემებით დაინტერესდა და გულისყურით მომისმინა. სწორედ მან მითხრა, ჩემი აზრით, ქართველები მტერს გარეთ ეძებთ მაშინ, როცა საკუთარი თავისა და ქვეყნის მტრები უპირველესად თქვენ ხართო”, - აცხადებს გია გაჩეჩილაძე (უცნობი) გაზეთ “კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “26-ში სამებაში ხალხის მიყვანა შეცდომა იყო” / საიდან არის ჩვენში დაბუდებული ამდენი შური”.

“ერთმანეთს ვერ ვიტანთ. მხოლოდ ქართველს შეუძლია გამოვიდეს და თქვას, “დათა თუთაშხია” ჭაბუა ამირეჯიბის დაწერილი არ არისო, მხოლოდ იმიტომ, რომ განაწყენებულია ჭაბუა ამირეჯიბზე. მარტო ქართველი თუ ატკენს გულს მერაბ ბერძენიშვილისთანა მოქანდაკეს და მის შემოქმედებას გასაცამტვერებლად გაიმეტებს.…ამ თვისებისგან განკურნება გვმართებს, დაე, საკუთარ თავს ჩავუღრმავდეთ და გავარკვიოთ, საიდან არის დაბუდებული ჩვენში ასეთი შური. ჩემი აზრით, შური უნიჭობის გამოვლინებაა და მეტი არაფერი. როგორ ვთქვა, რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ-მეთქი?!” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია გაჩეჩილაძე.

“მიფიქრია და ძალიან ბევრი ადამიანისთვის მიკითხავს, იყო თუ არა სწორი გადაწყვეტილება სამების საკათედრო ტაძართან ხალხის მიყვანა.…ეს შეცდომა იყო. ეს უწმინდესთანაც ვთქვი, მან კი დამამშვიდა, ათი ცხოვრებაც რომ იცხოვრო, მაგაზე ნუ იდარდებ. საქართველოში სწორი გადაწყვეტილება იშვიათად მიუღიათო. არ ვიცი, 9 აპრილი იგულისხმა თუ 90-იანი წლები. იქნებ შემდგომ მოვლენებსაც გულისხმობდა. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, ასეთ შეცდომას აღარ გავიმეორებ და კათოლიკოს-პატრიარქს უფრო მოვუფრთხილდები, უხერხულ მდგომარეობაში აღარ ჩავაყენებ. იმ დღეს რაც მოხდა, იმანაც განაპირობა, რომ ნანა კაკაბაძემ შემატყობინა, პატრიარქმა სტადიონზე წამოსვლა გადაწყვიტაო. მერე ეს “მიზეზთა გამო” ჩაიშალა და ჩვენ წავედით პატრიარქთან. ალბათ, სჯობდა, ნანას არ დაერეკა. ასე რომ, ამ ყველაფრის შემდეგ საკუთარ თავში ჩაღრმავება და ძალის მოკრება მართლაც მესაჭიროებოდა. შობის დღეს, ნაავადმყოფარი, სინას მთაზე ფეხით ავედი. სინას მთაზე ყოფნამ გამაძლიერა, ენერგია შემმატა”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი.

“არ ვაპირებ ბრძოლის გაგრძელებას გაუთავებელი მიტინგებით. ჩვენ ეს გზა უკვე გავიარეთ. ვფიქრობ, ხალხს კონსტიტუციურად რისი უფლებაც ჰქონდა, უკვე ყველაფერი მოსინჯა. ამ საშინელების წინააღმდეგ ბრძოლაში ორი წელია ასიათასობით კაცი პერმანენტულად იკრიბება და ხელისუფლებამ გადაწყვეტილება ვერ მიიღო. ხალხმა არ გადააბიჯა საკუთარ თავს, არ წავიდა დაპირისპირებასა და სისხლის ღვრაზე, ამის საპასუხოდ კი ცინიკური დამოკიდებულება მიიღო. მომავალში ყველაფერი სხვაგვარად იქნება. ხალხი ამდენ დამცირებას აღარ მოითმენს. პირადად მე არჩევნებს კი არ ველოდები ქვეყანაში, არამედ მიზეზს იმისთვის, რომ ლეგიტიმური გახდება ის, რაც ამ არჩევნების შემდგომ მოხდება. არჩევნები ხელისუფლებას უკვე მოგებული აქვს. შესაძლოა, არჩევნები ვიღაცისთვის 2 ან 5 ადგილი იყოს საკრებულოში, ჩემთვის კი პროცესია, რითაც იქნებ წერტილი დაესვას კოშმარს, რომელშიც 6 წლის განმავლობაში ვცხოვრობთ”, - დასძენს გია გაჩეჩილაძე.

“ტელევიზიით, რადიოთი თუ სხვა საშუალებებით ვიბრძოლებ ისევ იმ იდეისთვის, რისთვისაც ვიბრძოდი. ჯერ არაფერი ვიცი,…თავში ძალიან ბევრი პროექტი მაქვს. ჩემი ვარაუდით, ერთ თვეში ან ორ კვირაში აუცილებლად გაჩნდება ისეთი რაღაც, რომელიც დიდ გავლენას მოახდენს მიმდინარე პროცესებზე. ბოლო ხანებში ჩემსა და ეროსი კიწმარიშვილს შორის პრივატული საუბარი შედგა. ვისაუბრეთ იმ პროექტებზეც, რომლებიც იდეაში მაქვს. ის მზად არის, გადაცემა მქონდეს “მაესტროში”. დავინტერესდი “მაესტროს” რეორგანიზაციის საკითხითაც. ეროსი კიწმარიშვილი ასრულებს იმ ვალდებულებებს, რომლებიც იკისრა. თებერვლის ბოლოს კიდევ უფრო განახლდება ფორმატი, გაჩნდება ახალი ნიუსები, წამყვანი გადაცემები და ტოქშოუები...ჩემას და ეროსის შორის აზრთა სხვადასხვაობა ისაა, - რასაც შინაგანად ვგრძნობ, რომ გაამართლებს, იმაზე ეროსი არ მეთანხმება. მიაჩნია, რომ იმავე იდეის ხორცშესხმა სხვა ფორმით უკეთესი იქნება”, აცხადებს გია გაჩეჩილაძე და შეკითხვას - “საკანმა N5”-მა არ გაამართლა? - პასუხობს:

“ეს თქვენი და საზოგადოების შესაფასებელია... სიმართლე გითხრათ, არც ვიცოდი, რა ეწერა იმ ბოლო გადაცემას. დრო ცოტა მქონდა და ამიტომ ჩავწერე დღისით. ცხადია, მაყურებლისთვის უნდა მეთქვა, რას ვაპირებდი. დღისით ჩაწერილი საღამოს გავიდა, ეგ იყო და ეგ. გურამ დონაძემ რა როგორ გამოიყენა, არ მაინტერესებს. მთავარია, საკუთარ თავთან მართალი ვარ”.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/123377.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სალომე ზურაბიშვილი - ქართული ოპოზიციის ადგილი მოსკოვში არ არის

25 / 01, 2010 17:36

"საქართველოს გზის" ლიდერი სალომე ზურაბიშვილი ქართული ოპოზიციის მიერ დაგეგმილ მოსკოვურ ვოიაჟებს ემიჯნება.

როგორც ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ქართული ოპოზიციის ადგილი მოსკოვში არ არის. მისი თქმით, არასოდეს შეიძლება დიალოგზე წასვლა იმ ქვეყნის ხელისუფლებასთან, რომელსაც შენი ქვეყნის ტერიტორიები აქვს ოკუპირებული, მით უმეტეს იმ შემთხვევაში, როცა უმცირესობაში ხარ.

‘’ჩვენი ბრძოლა, რომელიც ახლახან განახლდა, ბოლოში უნდა გავიდეს და ამ ბრძოლის მარშრუტი არა მოსკოვზე, არამედ ნამდვილი ოპოზიციის კონსოლიდაციაზე გადის", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

გასულ კვირას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლება მზადაა, შეხვდეს პოლიტიკური ძალის ნებისმიერ წარმომადგენელს საქართველოდან, რომელსაც კრემლთან საუბარი სურს.

უკვე ცნობილია, რომ მოსკოვში მორიგ ვიზიტს გეგმავს ‘’მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის’’ ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი, რომელიც ამჯერად რუსეთის დედაქალაქს სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად ეწვევა.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2010

26 / 01, 2010 11:31

ტალიავინის კომისიის დაწყებულ საქმეს ჰააგის ტრიბუნალი ბოლომდე მიიყვანს

“თებერვლის დასაწყისში თბილისში ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს საგამოძიებო ჯგუფი ჩამოდის, რომელიც 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს იძიებს. რუსული მედია ამტკიცებს, რომ მოსამართლეები თბილისს რუსეთის სარჩელის საფუძველზე ეწვევიან, რომელშიც საქართველო ომის დაწყებასა და ოსი ხალხის გენოციდშია დადანაშაულებული. ოფიციალური თბილისი ამას უარყოფს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რისთვის ჩამოდიან ჰააგის სასამართლოს გამომძიებლები.

“ტალიავინის კომისიის დასკვნაში არანაირი შეფასება არაა, არც პოლიტიკური და არც სამართლებრივი. მაგრამ ამ დასკვნის შემდეგ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც პირდაპირ ჩაწერა და ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალს დაავალა, შეისწავლოს ეს დასკვნა და გამოიძიოს იქ აღწერილი ფაქტები. ეს რეზოლუცია სავალდებულოა. როგორც ჩანს, აქამდე ტალიავინის დასკვნას სწავლობდნენ და ახლა ჩამოდიან, რათა უკვე ადგილზე ჩაატარონ საგამოძიებო მოქმედებები... პირველად ჩვენთან იმიტომ ჩამოდიან, რომ ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელმაც იკისრა ვალდებულება, რომ არ ჩავიდენთ სამხედრო დანაშაულს, რაც რომის სტატუტით არის დაცული. რუსეთი, რომელსაც ამ საერთაშორისო დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერია, გვიჩივის და ამტკიცებს, რომ თითქოსდა ჩვენ ეს დანაშაული ჩავიდინეთ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი, ადვოკატი ლია მუხაშავრია და შეკითხვას - “გამოძიებას თუ აქვს უფლება, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში დაკითხოს საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტები, ასევე ყველა ის პირი, ვისაც შეხება ჰქონდა ამ კონფლიქტთან?” - პასუხობს:

“რა თქმა უნდა, დაიკითხება ყველა, ვისაც ჰქონდა რამე შეხება, ოღონდ თავისი შეხედულებისამებრ გააკეთებს ამას გამოიძება. მათ აქვთ შეუზღუდავი უფლებამოსილება, შევიდნენ ყველგან და დაკითხონ ყველა. ეს გამოძიება სახელმწიფოს წინააღმდეგ არ მოქმედებს. არამედ გამოძიების კვალობაზე ადგენს, კონკრეტულმა ფიზიკურმა თუ თანამდებობის პირმა რა კონკრეტული დანაშაული ჩაიდინა. დანაშაული არის სულ სამი - გენოციდი, ეთნიკური წმენდა და დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ”.

“არ ვფიქრობ, რომ ჩვენ გენოციდის შემთხვევა გვაქვს. ის, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ საკუთარი მშვიდობიანი მოქალაქეები დატოვა ომის საფრთხის პირობებში, დაცვისა და მფარველობის გარეშე, ეს ფაქტია. თუ ეს კარგად დასაბუთდება, შეიძლება ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაული დადგინდეს, თუმცა ეს ჩემი ვარაუდია... რუსეთის ბრალი გაცილებით მძიმეა და ამიტომ კვალიფიკაციის სიმძიმე უფრო გამოკვეთილი იქნება... ამ ტერიტორიაზე ეთნიკური წმენდის დანაშაული უდავოა. ახლა საერთაშორისო გამოძიების გამოსარკვევია, ამ ქმედებაში რა წვლილი მიუძღვის უშუალოდ რუსეთის არმიას, კონკრეტულ პირებს და ასევე, თავად ოსურ მხარეს”, - განმარტავს ლია მუხაშავრია.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/123510.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქართული პრესის მიმოხილვა 27.01.2010

27 / 01, 2010 12:01

· არაადეკვატური მოლოდინის გაცრუებამ ქართველების დასავლეთისკენ ლტოლვა შეამცირა

· უკრაინასთან ურთიერთობება აღარ იქნება ისეთი, როგორიც იუშჩენკოს პერიოდში იყო

· “არც ერთი დევნილი უსახლკაროდ არ დარჩება” - რომელი გეგმის ნაწილია სერიული გამოსახლებები

არაადეკვატური მოლოდინის გაცრუებამ ქართველების დასავლეთისკენ ლტოლვა შეამცირა

“მაინც რამდენია იმ “დამკვეთი მოსახლეობის” რაოდენობა, რომელსაც რუსულ-ქართული ურთიერთობების გასაუმჯობესებლად მოწოდებული პარტიები ეყრდნობიან და რას უკვეთს ხალხი ამ პარტიებს - შერიგებას თუ გარიგებას მტრად გამოცხადებულ ქვეყანასთან დათმობების ხარჯზე”, - ამის გარკვევას ცდილობს გაზეთი “ვერსია” სტატიაში სათაურით შერიგება თუ გარიგება... რუსეთთან / მოსახლეობის რამდენი პროცენტის დაკვეთას ასრულებს ნოღაიდელის დე ფაქტო ალიანსი?!

“ნოღაიდელის პარტიაში სტატისტიკურ მონაცემებს არ ფლობენ. არც ის იციან, უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ქალაქებსა თუ სოფლებში რამდენ ადამიანს შეხვდნენ, სამაგიეროდ, როგორც პეტრე მამრაძე გვარწმუნებს, თითო სოფლიდან “სამართლიანი საქართველოსთვის” რიგებში ლამის ასი კაცი წევრდება, ოთხი გამოკითხული ადამიანიდან კი სამი, ისიც ზრდასრული, თანაც ოჯახის მარჩენალი, რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის აღდგენას მოითხოვს: “რა იგულისხმება გაუმჯობესების ქვეშ? აღდგეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობები, გადარჩეს საქართველოს სახელმწიფოებრიობა და თან შენარჩუნდეს გამთლიანების პერსპექტივა. თუმცა უმთავრეს პრიორიტეტად მაინც ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა რჩება”, - მოჰყავს გამოცემას პეტრე მამრაძის კომენტარი.

“საინტერესოა ის მომენტი, რომ ქართველების ლტოლვა დასავლეთთან ინტეგრაციისკენ საკმაოდ შესუსტდა, განსაკუთრებით აგვისტოს ომის შემდეგ, რადგან არაადეკვატური მოლოდინის გამო დასავლური სტრუქტურებისგან ქართველებს უფრო ქმედითი დახმარების იმედი ჰქონდათ, არადა, რეალობა სხვაგვარი აღმოჩნდა. ახლა კი ტენდენცია ასეთია - ნატო ყოველთვის იყო დომინანტური ორგანიზაცია და მას ქართველთა მხარდაჭერის 70-75% ჰქონდა. მაგრამ ამ მაჩვენებლის შემცირების მიუხედავად, ნატო რუსეთით არ ჩანაცვლებულა, ანუ რუსეთთან კავშირი არ არის ნატო-ს ალტერნატივა. ნატო-ს ალტერნატივად ახლა ნეიტრალიტეტის შენარჩუნება მოისაზრება. ეს 2009 წლის ნოემბრის გამოკითხვის შედეგებია და არ მგონია, ამ ორ თვეში რამე რადიკალურად შეცვლილიყო”, - აცხადებს გამოცემისთვის მიცემულ კომენტარში სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი.

“შემიძლია ასევე გითხრათ რუსეთთან მოკავშირეობის მომხრეთა პროცენტული მაჩვენებელი, რომელსაც შეგვიძლია პრორუსობა მივაწეროთ, 2009 წლის მარტის მონაცემებით, სულ 5%-ია, რომელიც მიიჩნევს, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი უსაფრთხოებისთვის უფრო ეფექტური რუსეთთან მოკავშირეობა იქნება. ეს მაჩვენებელი დეკემბერში 4%, სექტემბერში - 5%, ხოლო ივლისში - 6% იყო. ანუ, ფაქტობრივად, ერთი და იგივე. ჩემი შეფასებით, ახლა ტენდენცია მატებისკენ წავიდა იმიტომ, რომ თითქოს რუსეთთან ურთიერთობები გააქტიურდა. მაგრამ ეს ერთი ან ორი პროცენტი, ალბათ, არაფერს ნიშნავს, ყოველ შემთხვევაში, სხვა მონაცემები არ მაქვს. რაც შეეხება ნატო-სთან მოკავშირეობას, 2008 წლის ივლისში ნატო-სთან ინტეგრაციას - 65%, ხოლო ნეიტრალიტეტს - 8% ჰქონდა. ახლა კი ნეიტრალიტეტს 35% აქვს, ნატო-ში ინტეგრაციას კი მხოლოდ 14%”, - განმარტავს იაგო კაჭკაჭიშვილი.

“ოპოზიციის რუსეთში ვიზიტები და ნაწილის მიერ კრემლში წასვლის სურვილი თავად ოპოზიციასა და საზოგადოებაში მკვეთრი დაპირისპირების საგანი ხდება. აღნიშნულ საკითხს მიეძღვნა სასტუმრო “ბესტში” “მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” მიერ ორგანიზებული კონფერენცია სახელწოდებით “საქართველო ხვალ - საგარეო პოლიტიკა”. შეხვედრაზე მთავარი თემა რუსეთთან ურთიერთობა იყო. მისი ორგანიზატორის, ზურაბ ნოღაიდელის თქმით, მთავარი ამოცანა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობაა და ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეს ვერ განხორციელდება რუსეთთან კონფრონტაციულ პირობებში... ხელისუფლებაში კი ქართული სახელმწიფოებრიობის დამხობის მცდელობაზე ალაპარაკდნენ და აცხადებენ, რომ საქართველოში ცალკეული ოპოზიციონერების სახით მეხუთე კოლონა არსებობს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რუსეთთან დიალოგის თემა ოპოზიციას ხლეჩს.

“ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ხელისუფლებამ ტერიტორიული მთლიანობის საკითხი სრულიად დაივიწყა და აღარც სააკაშვილის ბაქი-ბუქი ისმის ამ საკითხთან დაკავშირებით. მართალია, ეს ჩემი მოსაზრება არ არის, მაგრამ არსებობის უფლება ხომ აქვს, რომ ამბობენ, სააკაშვილმა აგვისტოს ავანტიურა იმიტომ გაითამაშა, რომ ხელისუფლების შესანარჩუნებლად ტერიტორიები დათმოო”, - არც მეტი, არც ნაკლები, ამგვარ ვარაუდს გამოთქვამს გამოცემისთვის მიცემულ კომენტარში რამაზ კლიმიაშვილი და დასძენს:

“რა თქმა უნდა, შეხვედრაზე იყო ხელისუფლებისა და ოპოზიციის კრიტიკაც და ის საკითხებიც, თუ რაზე უნდა გამახვილდეს ყურაღდება რუსეთთან დიალოგის შემთხვევაში. რა გვიღირს და რა - არა. გამოითქვა ერთიანი მოსაზრება, რომ უნდა აღდგეს ნდობა აფხაზებსა და ოსებთან, რომ უნდა აგრესიული რიტორიკა უნდა შეწყდეს”.

უკრაინასთან ურთიერთობება აღარ იქნება ისეთი, როგორიც იუშჩენკოს პერიოდში იყო

“უკრაინაში ქართველ დამკვირვებლებთან დაკავშირებული სკანდალი პიკს აღწევს - დონეცკის პროკურატურამ მათ მიმართ, დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით, სს საქმე აღძრა. დოცენკის მერის ცნობით, 500-მდე პირი ჯერ ისევ უკრაინაში რჩება და თან, ზოგიერთი ადგილობრივი და რუსული მედიაგამოცემის ცნობით, ამ ყველაფრის გამო პარტია “რეგიონები” საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემოღების ინიციატივით გამოვიდა, თუმცა დროებით”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით დონეცკის მერი: 500-მდე ქართველი ქალაქში იმალება / უკრაინაში ქართველი დამკვირვებლების სკანდალი გრძელდება.

“არც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და არც ქართველ დამკვირვებელთა ჯგუფის კოორდინატორი ლევან თარხნიშვილი ამ ინფორმაციებს არ ადასტურებენ. აღსანიშნავია, რომ რუსუდი მედია ქართველების მიმართ საქმის აღძვრის ფაქტს უკრაინულ წყარო “პროუა.კომზე” დაყრდნობით ავრცელებს. ამ საიტზე წერია ისიც, რომ ქალაქის მერმა ლუკიაჩენკომ წერილი გაუგზავნა უკრაინაში საქართველოს ელჩ გრიგოლ ქათამაძესაც, სადაც სამართალდაღვევებზე შეშფოთება გამოთქვა და ქართველ დიპლომატს სთხოვა, “ცესკო-ს რეგისტრაციისა და შესაბამისი დოკუმენტების გარეშე, უკრაინაში საქართველოს მოქალაქეების ჩასვლა არ დაუშვას”. საქართველოს საგარეო უწყება ამ ინფორმაციას არ ადასტურებს და რუსული საიტების საეჭვოობაზე აკეთებს აქცენტს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ბაკურ კვარაცხელია აცხადებს, მინისტრი საქართველოში არ არის, არც მოადგილეები არიან სამინისტროში, მათ დეპარტამენტს კი არანაირი ცნობა არ მოსვლია. თანაც, რუსული საიტების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ხშირად არასწორია და ამიტომაც სამინისტრო კომენტარს ვერ გააკეთებს... ლევან თარხნიშვილი დონეცკში სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე არანაირ ინფორმაციას არ ფლობს. რაც შეეხება კიდევ 400-500 ქართველი დამკვირვებლის უკრაინაში ყოფნას, თარხნიშვილის განცხადებით, ქართველმა დამკვირვებლებმა უკრაინა არჩევნების მეორე დღესვე დატოვეს”, - განაგრძობს სტატიის ავტორი და დასძენს:

“ლუკიაჩენკომ კი აღნიშნა ისიც, რომ მან სასტუმროებს მითითება მისცა, ქართველი დამკვირვებლებისთვის ნომრები არ გაეცათ... “რეგიონების პარტია” საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემოღების ინიციატივით გამოდის. პარტიის წარმომადგენელი ლეონიდ კუჟარას განმარტებით, სავიზო რეჟიმის შემოღება მხოლოდ “ურთიერთობის გარკვევამდე” უნდა მოხდეს, იქამდე, სანაც ქართული მხრიდან დამკვირვებლების თაობაზე განმარტებებს არ მიიღებენ”.

“ახალი პრეზიდენტის პირობებში, არ მგონია, საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობებში დრამატული ცვლილებები მოხდეს, თუმცა ურთიერთობა ალბათ აღარ იქნება ისეთი, როგორც იუშჩენკოს პერიოდში. 2008 წლის აგვისტოს მოვლენების მსგავსი რამ რომ განმეორდეს, არ მგონია, იანუკოვიჩი ან თუნდაც ტიმოშენკო მყისვე თბილისში გამოემგზავრონ იუშჩენკოს მსგავსად ჩვენს მხარდასაჭერად”, - აცხადებს ექპერტი ზაალ ანჯაფარიძე გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში, სათაურით განმეორდება თუ არა უკრაინაში მეორე “მაიდანი”, აი, ეს არის საკითხავი - ანჯაფარიძე.

“არც ერთი დევნილი უსახლკაროდ არ დარჩება” - რომელი გეგმის ნაწილია სერიული გამოსახლებები

“ახალგორელი დევნილები 5 თებერვალს პრეზიდენტის რეზიდენციის წინ ფართომასშტაბიანი დემონსტრაციის მოწყობით იმუქრებიან. როგორც მათ “რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნეს, წელიწად-ნახევარია მათთვის გამოყოფილ ფულად კომპენსაციას ამაოდ ელიან. როგორც სამინისტროში ამბობენ, კომპენსაციების გადარიცხვა იმან შეაფერხა, რომ დევნილები ოჯახებს ხელოვნურად ყოფენ, რათა გაორმაგებული თანხა მიიღონ”, - წერს გამოცემა სტატიაში სათაურით ახალგორელები კომპენსაციების მოთხოვნით აქციებს მართავენ.

“ახალგორის ის მოსახლეობა, რომელიც ახალგორში შედის ხოლმე, წეროვანის კოტეჯებიდან გამოყარეს. მათ ხელისუფლება არ აძლევს არავითარ დახმარებას, კომპენსაციას, და საერთოდ, საარსებო წყაროს. ეუბნებიან, გამოდით ახალგორიდან და აქ მოგცემთ სახლს წეროვანის ჩასახლებაში, წეროვანის ბინები კი ისეთი უხარისხოა, რომ იქ ცხოვრება არ შეიძლება. კომპენსაციას ან ბინას არ აძლევენ არც წეროვნიდან გამოსულებს და არც იქ მცხოვრებლებს. არიან მუდმივი შიშისა და ტერორის ქვეშ. აგერ, აქ უშიშროება დადმის და იწერს იმათ სახელებსა და გვარებს, ვინც აქტიურობენ. კომპენსაციებს წელიწად-ნახევარია ეს მთავრობა ამ ხალხს ჰპირდება, მაგრამ ატყუებენ, ხელისუფლებას დევნილების მიმართ აგდებული, უზნეო დამოკიდებულება აქვს”, - აცხადებს “კონსერვატორი” ბიძინა გუჯაბიძე.

“ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში ამბობენ, რომ საქმე ხელოვნურად გაყოფილი ოჯახების რაოდენობამ გააჭიანურა. როგორც ცნობილია, დევნილთა კომპენსაცია ერთ ოჯახზე 10 ათას ლარს მოიცავს. ოჯახებს მეტი თანხა რომ აეღოთ, ხელოვნური განქორწინება გააკეთეს, განმარტავენ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში. ვალერი კოპალეიშვილი, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარატმენტის უფროსი ამბობს, რომ დევნილები მიიღებენ სახელმწიფოსგან კუთვნილ დახმარებას - კომპენსაციას ან სახლს ახალ ჩასახლებაში და ეს პროცესი გაგრძელდება წლის განმავლობაში”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, კომპაქტური ჩასახლების ობიექტებიდან დევნილთა გამოსახლება დაიწყო. მათ ნაწილს საცხოვრებელ ფართებს რაიონებში სთავაზობენ, ნაწილს - დედაქალაქში. თუმცა დევნილთა უმეტესობა შეთავაზებული ალტერნატიული ფართით უკმაყოფილოა. ისინი აცხადებენ, რომ დაკავებული ობიექტებიდან პოლიციის ძალით გამოჰყავთ”, - წერს გაზეთი “ვერსია” სტატიაში სათაურით არც ერთი დევნილი უსახლკაროდ არ დარჩება! / რატომ დაიწყო ლტოლვილთა სერიული გამოსახლებები და რას ჰპირდება მათ სახელმწიფო?

“სულ 1600-მდე კომპაქტური ჩასახლებაა. მათგან 700-ზე მეტი თბილისშია. უმეტესად, კომპაქტურ ჩასახლებებში საცხოვრებელი პირობები არა. ამიტომ გადაწყდა, შეგვერჩია სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი ისეთი ადგილები, სადაც უკეთესი პირობები იქნება. თბილისში 180 ასეთი ობიექტი შევარჩიეთ... 2008 წლის ომის შემდეგ დევნილთა დიდი ნაწილი თბილისში აღმოჩნდა. მაშინ ისინი დაასახლეს ისეთ ადგილებში, რომლებიც კომპაქტური ჩასახლების ობიექტებს არ წარმოადგენდა... არც ერთ დევნილს ქუჩაში არ დავტოვებთ”, - აცხადებს გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარატმენტის უფროსი ვალერი კოპალეიშვილი.

“იაშვილის კლინიკის ის ტერიტორია, სადაც დევნილები 18 წელია ცხოვრობენ, კერძო საკუთრებაა. გარდა ამისა, ეს არის საავადმყოფო და მისი გრძელვადიანი განსახლებისთვის გამოყენება არ შეიძლებოდა. რადგან ეს ადამიანები 18 წელია თბილისში ცხოვრობენ, მუხიანში გამოვნახეთ საკმაოდ დიდი ფართი, რომელიც საკუთრებაში შეიძლება გადაიცეთ. გაკეთდა გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები, კარ-ფანჯარა და წყალგაყვანილობა. მართალია, იქ წყლის ინდივიდუალური სისტემა არ არის, მაგრამ საავადმყოფოში არსებულ პირობებს ბევრად სჯობს. შეთავაზება დევნილებმა მიიღეს. ვაჩვენეთ და ფართებზეც ერთმანეთთან გარიგდნენ... დარჩენილი სამუშაოები დევნილების შესახლების შემდეგ უნდა გაკეთებულიყო. ეს მათაც იცოდნენ”, - ამბობს ვალერი კოპალეიშვილი და შეკითხვას - “თუ იცოდნენ, რატომ ამბობენ, ძალით გამოგვასახლესო?” - პასუხობს:

“ხელი არავისთვის მოგვიკიდია და ძალით არავინ წამოგვიყვანია. იქ იყვნენ ელიავაზე დაქირავებული მუშები, რომლებიც დევნილებს ეხმარებოდნენ ბარგის გადატანაში. დღეც დანიშნული იყო, მანქანებიც მათთან შეთანხმებით მივიყვანეთ... 58 ოჯახის განსახლება ხდებოდა. ასეთ დროს სიტუაციას პოლიცია არეგულირებს. დევნილები ამბობენ, რომ ერთ-ერთმა პოლიციელმა დევნილ ქალბატონს თავი ხელკეტით გაუხეთქა? მაგ დევნილი ქალბატონიისთვის ხელკეტი არავის ჩაურტყამს. გაექანა და თავი კედელს დაარტყა”.

“რას გულისხმობს სამ ფაზად გაწერილი სამოქმედო გეგმა - პირველ ეტაპზე მოხდა კომპაქტური ჩასახლების ობიექტების იდენტიფიცირება და დევნილებისთვის მათი გადაცემა. თბილისში ეს ხორციელდება 180 ობიექტში, რეგიონებში - 243 ობიექტში. მეორე ფაზა გულისხმობს საცხოვრებელი ფართების იმ დევნილებისთვის მოძებნას, რომლებიც ავარიულ ობიექტებში ცხოვრობენ. მიგვაჩნია, რომ დევნილს გრძელვადიანი განსახლება-ინტეგრაცია სჭირდება. ფულის დარიგებით რომ პრობლემა იხსებოდეს, ამას გავაკეთებდით და ყველაფერი ამით დამთავრდებოდა. მესამე ეტაპი კი იმ ხალხის დაკმაყოფილებაა, რომლებსაც განსაზღვრული შემოსავლები აქვთ და არ სურთ, სახელმწიფოსგან მიიღონ ფართი. სურთ, განსაზღვრული რაოდენობის თანხა აიღონ, მას თავისი ფული დაამატონ და უკეთ მოიწყონ ცხოვრება. მესამე ეტაპი, ლოგიკურად, მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ დაიწყება, სავარაუდოდ, 2012 წლიდან. ეს დევნილთა აქტიურობაზეა დამოკიდებული”, - განმარტავს ადმინისტრაციული დეპარატმენტის უფროსი.

“2008 წლის მოვლენებმა ახალი დევნილები გააჩინა. მათი ძირითადი ნაწილი გორსა და თბილისში განსახლდა. არსებობდა ორი ვარიანტი - მიგვეცა საცხოვრებლად ფართები ან შეგვეთავაზებინა თანხა. 7 ათასი დევნილი ოჯახისთვის, რომლებიც ქუჩაში დარჩნენ, ამხელა ტრაგედია გადაიტანეს და პირადობის მოწმობაც კი ვერ წამოიღეს სახლიდან, ფული რომ მიგვეცა, იმ წუთას რაღაც პრობლემას მოიგვარებდნენ - თანხას დახარჯავდნენ. ასეც რომ არ მომხდარიყო, 7 ათასი ოჯახი უძრავი ქონების ბირჟაზე რომ გასულიყო, ბინებზე ფასები ისე სწრაფად აიწევდა, ფული მეორე დღეს დაკარგავდა ძალას. ამიტომ დიდი ნაწილისთვის კოტეჯების აშენება გადაწყდა. პროცესში აღმოჩნდა, რომ დევნილთა ნაწილს სხვა საცხოვრებელიც ჰქონდათ და არ სურდათ კოტეჯში ცხოვრება. მათ, უბრალოდ, თანხა სჭირდებოდათ. 1500-ზე მეტმა დევნილმა მიიღო ფულადი დახმარება”, - აცხადებს ამბობს გამოცემის რესპოდენტი და შეკითხვას - “დღემდე ყბადაღებულ თემად რჩება დევნილებისთვის აშენებული კოტეჯები, რატომ განიცადა კოტეჯებმა დეფორმაცია?” - პასუხობს:

“მარტო დედაქალაქში 80 ათასამდე დევნილი ცხოვრობდა. მათი ნაწილი სახელდახელოდ გამართულ კარვებში ათევდა. ზამთრის მოახლოების გამო, მათი თავშესაფრებში შეყვანა აუცილებელი გახდა. საქართველოში მშრალი ხის მასალა არ არსებობს. მით უმეტეს, ასეთი მასშტაბის მშენებლობების დასაწყებად. ამიტომ გვერჩივნა, დაგვეწყო კოტეჯების მშენებლობები, ხალხი დროულად დაგვიბინავებინა და თუ რამე მინიმალური ხარვეზი აღმოჩნდებოდა, გაგვესწორებინა. სამშენებლო კომპანიებს ერთწლიანი ხელშეკრულება დავუდეთ - ერთი წლის განმავლობაში თუ რაღაც ხარვეზი აღმოჩნდებოდა, უნდა გამოესწორებინათ”.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/123635.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქართული პრესის მიმოხილვა 28.01.2010

28 / 01, 2010 11:38

• “მიჰბაძეთ ნოღაიდელს და ჩამოდით მოსკოვში!”

• ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით მთავრობამ ახალი სტრატეგია დაამტკიცა

• ჭაბუა ამირეჯიბის სახლში შეკრებილი საზოგადოების წევრები წარმომადგენლობითი სახალხო კრების მოწვევას ითხოვენ

“მიჰბაძეთ ნოღაიდელს და ჩამოდით მოსკოვში!”

“მოსკოვში ჩვენი ვიზიტების ძირითადი მიზანი არის საქართველოს ეროვნული ინტერესების განუხრელი დაცვა. პატარა ქვეყნისთვის საგარეო პოლიტიკა თავის გადარჩენისა და თვითმყოფადობის შენარჩუნების ერთ-ერთი უმთავრესი საშუალებაა. სააკაშვილის მიერ 2008 წლის აგვისტოში განხორციელებული ავანტიურისა და შემდგომი უგუნური ნაბიჯების გამო დღეს სახელმწიფო ყოფნა-არყოფნის ზღვარზეა. ამაზე პირდაპირ მიგვანიშნებენ საერთაშორისო ექსპერტები. სწორედ ამიტომ ჩავედით ზურაბ ნოღაიდელი და მე მოსკოვში წასვლამდე ბრიუსელში გასული წლის სექტემბერში. სააკაშვილის პოლიტიკა ევროპას გვაშორებს და ამას ყველა შესანიშნავად ხედავს”, - აცხადებს პარტია სამართლიანი საქართველოს ერთ-ერთ ლიდერი, დეპუტატი პეტრე მამრაძე გაზეთ “ყველა სიახლისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “როგორ მოვახერხოთ ეს მოსკოვთან დიალოგის გარეშე?”

“რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისათვის არის აუცილებელი. ევროპელებიც და ამერიკელებიც პირდაპირ გვეუბნებიან - მოაგვარეთ ურთიერთობა რუსეთთანო. 40 წელიწადზე მეტია იერუსალიმის ნაწილი, ღაზის სექტორი გაეროს მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად არის აღიარებული, მაგრამ პრობლემა პრობლემად რჩება. ჩვენს შემთხვევაში კი, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი გაეროს არც კი უცვნია ოკუპირებულ ტერიტორიებად. ამიტომ თუ არ მოვაგვარეთ ურთიერთობა რუსეთთან, არ აღვადგინეთ ეკონომიკური კავშირები, ვერაფერს მივაღწევთ. სწორედ ამ გზაზე შევქმნით ჩვენ საქართველოს გამთლიანების სამომავლო პერსპექტივას. როცა აშშ ჯოზეფ ბაიდენის პირით გვეუბნება, - ფართოდ გაუღეთ კარი აფხაზებს და ოსებსო, ხოლო ევროკავშირის წარმომადგენელი ბენიტა ფერერო ვალდერი გვირჩევს, დღესვე დავამყაროთ ურთიერთობა აფხაზეთისა და ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, როგორ მოვახერხოთ ეს მოსკოვთან დიალოგის გარეშე?” - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პეტრე მამრაძე.

“ჩვენ ხელისუფლებაში არ ვართ, მაგრამ ნოღაიდელმა მოახერხა ცხინვალიდან მოზარდების გამოყვანა. ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნაზეც პირველად სწორედ ჩვენი პოლიტიკური ძალა ალაპარაკდა, მოგვიანებით კი - აშშ-ის ადმინისტრაცია და ამისათვის 4 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა. დარწმუნებული ვართ ჩვენი გეგმის თანამიმდევრულობასა და წარმატებაში. პროცესებში კატალიზატორის როლს ვასრულებთ - რისი მაგალითიც თუნდაც ლარსის სასაზღვრო პუნქტის გახსნა და ავიამიმოსვლის ხანმოკლე აღდგენა არის. ტირძნისელი მოზარდების გამოყვანაზე უკვე გითხარით... არავის შეხსენება გვჭირდება, რომ ოპოზიცია აღმასრულებელი ხელისუფლების როლს ვერ შეასრულებს, მაგრამ ჩვენი აქტიურობით, მოქმედებით ვცდილობთ ქვეყნისათვის სასიცოცხლო პრობლემები დავანახვოთ მსოფლიოს და, რაც მთავარია, ჩვენს საზოგადოებას”, - დასძენს პეტრე მამრაძე.

“მე საორგანიზაციო საკითხებში ჩართული არ ვარ. ერთადერთი, ვისი ვიზიტიც მოვამზადე, ბატონი ნოღაიდელია. ამ მხრივ ყველა ინფორმაცია მაქვს, სხვათა საქმეებში კომპეტენტური ვერ ვიქნები. ნოღაიდელის რუსულ კავშირებზე კი ბევრი ვიცი”, - აცხადებს რუსეთის სათათბიროს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ კოსაჩოვი გაზეთ “ყველა სიახლისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “მიჰბაძეთ ნოღაიდელს და ჩამოდით მოსკოვში!”

“ვწუხვართ იმ ურთიერთობის გამო, რომელიც ახლა გვაქვს საქართველოსთან. ჩვენთვის ქართველი ხალხი და საქართველოს ხელისუფლება სხვადასხვა ცნებაა. პრეტენზია მხოლოდ ხელისუფლებასთან გვაქვს. ქართველი ხალხი ჩვენთვის ძველებურად საინტერესო და სასურველია. ქართულ ოპოზიციასაც სწორედ ამ ხალხის ნაწილად აღვიქვამთ. ზურაბ ნოღაიდელში პოტენციური პარტნიორი პირველად სწორედ მე შევამჩნიე. გაზეთ “იზვესტიისთვის” მიცემულ ინტერვიუში მან თქვა ყურადსაღები რამ: “ქართველებმა დღის წესრიგიდან უნდა მოვხსნათ ლოზუნგი - დავიბრუნოთ აფხაზეთი და ოსეთი”. სინამდვილეში ჩვენი ლოზუნგი უნდა იყოს - “დავიბრუნოთ აფხაზები და ოსები!”. თუ მოხდება სასწაული და ოსები და აფხაზები მოისურვებენ ქართველებთან ერთ ქვეყანაში ცხოვრებას, ჩვენ ამას ხელი კი არ უნდა შევუშალოთ, არამედ მივესალმოთ. ხაზს ვუსვამ, ეს უნდა მოხდეს ნებაყოფლობით და არა ქართველთა ძალდატანებით”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კონსტანტინ კოსაჩოვი.

“სააკაშვილის სამხედრო ოპერაციებმა ისტორიის ჩარხი დიდი ხნით დააბრუნა უკან. ქართველი ლიდერები ან განაგრძობენ ფანტაზიორობას რუსეთის გაქრობის შესახებ, ან გააანალიზებენ შეცდომებს და მიხვდებიან, რომ ამ ორი ქვეყნის ურთიერთობის გამწვავებაში დამნაშავე რუსეთი კი არა, სააკაშვილია. საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკება წარმოუდგენელია, ჩვენ შორის შეწყდა დიპლომატიური ურთიერთობა და ეს ქართული მხარის ინიციატივით მოხდა. არც ნოღაიდელი აწარმოებს მოლაპარაკებებს მოსკოვში. მერწმუნეთ, ის მხოლოდ აქტუალურ თემებს განიხილავს. ნოღაიდელმა პოლიტიკური გმირობა ჩაიდინა. მესმის, რომ ამ ვიზიტის შემდეგ პერმანენტული დარტყმების ქვეშაა, მაგრამ მჯერა, რომ ის ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. მოვუწოდებ ქართველ პოლიტიკოსებს - მიჰბაძეთ ნოღაიდელს და ჩამოდით მოსკოვში, ჩვენ ვეძებთ პარტნიორებს! გვსურს ქართველ პოლიტიკოსებთან დიალოგი, მაგრამ ისინი თავს გვარიდებენ”, - დასძენს გამოცემის რესპონდენტი

“ამ პოლიტიზებული რეზოლუციების შესრულებას მიზანშეუწონლად მივიჩნევთ. ეს დაუსაბუთებელი რეკომენდაციები საქართველოს ძალდატანების შედეგად მიიღო სტრასბურმა... შეიძლება საკითხს სხვაგვარადაც შევხედოთ. ვთქვათ, მზად ვართ ამ რეკომენდაციების შესასრულებლად ან უკვე ვასრულებთ მათ. რა მოხდება შემდეგ? ვნახეთ, როგორ მოინდომა საქართველოს ხელისუფლებამ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა 2008 წლის აგვისტოში. ამ გამოცდილების გათვალისწინებით პოლიტიკური ნდობა თბილისს, ცხინვალსა და სოხუმს შორის წარმოუდგენელია. ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ აფხაზებსა და ოსებს ეშინიათ ქართველების, ეშინიათ, რომ ეჭვის ქვეშ დადგება მათი ფიზიკური არსებობა და უფლებები. ამის მაგალითია ისიც, რომ დღემდე ქართული ხელისუფლება ოსეთის ავტონომიურ სტატუსსაც არ აღიარებს”, - აცხადებს კონსტანტინ კოსაჩოვი და შეკითხვა - “ხომ არსებობს იმის საფრთხეც, რომ შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ევროსაბჭო ხმის უფლებას ჩამოგართმევთ?” - პასუხობს:

“ეს ევროსაბჭოს დიდი შეცდომა იქნება”.

ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით მთავრობამ ახალი სტრატეგია დაამტკიცა

საქართველოს ხელისუფლება ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში სტრატეგიას ცვლის. დოკუმენტი, რომელიც გუშინ მთავრობის სხდომაზე მოიწონეს, მიზნად ისახავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის მთელი რიგი პრივილეგიების შექმნას, ეკონომიკური ურთიერთობის დამყარებასა და მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფას”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით დეკლარირებული დათმობები / მთავრობამ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ახალი სტრატეგია დაამტკიცა.

როგორც ცნობილია, საერთაშორისო საზოგადოება ქართული მხარისგან დიდი ხნის მანძილზე მოითხოვდა სამოქმედო გეგმის წარმოდგენას, რომელიც საქართველოს კონფლიქტურ რეგიონების შეეხებოდა - “ესაა ჩვენი პასუხი”, - ამბობს რეინტრეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი. რეალურად რამდენად განხორციელებადია დოკუმენტში ჩამოთვლილი ვალდებულებები და რამდენად გაამართლებს, დროის საკითხია, თუმცა, ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგია სახელწოდებით _ “ჩართულობა თანამშრომლობის გზით” ოკუპაციით გამოწვეული იზოლაციისა და დანაწევრების წინააღმდეგაა მიმართული”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ოკუპაციის შედეგად შექმნილი გამყოფი ხაზებით დაშორიშორებული საქართველოს მოსახლეობის ურთიერთობის აღდგენა-გაღრმავებას და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისთვის უზრუნველყოს ის უფლებები და პრივილეგიები, რომლითაც სარგებლობს საქართველოს ყოველი მოქალაქე. სტრატეგია მიზნად ისახავს გამყოფი ხაზებით ერთმანეთისგან განცალკევებულ თემებს შორის ეკონომიკური ურთიერთობის ხელშეწყობას, გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩართვას საქართველოს საეკთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებში. ასევე განხორციელდება ისეთი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და განვითარება, რომელიც შესაძლებელს გახდის გამყოფ ხაზებს შორის მოსახლეობის მიმოსვლას და საქონლის მოძრაობას”, - დასძენს გამოცემა.

“საუბარია ასევე აფხაზეთსა ცხინვალის რეგიონში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის აღმსარებლობის თავისუფლებისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებების დაცვის მიზნით, არსებული მექანიზმების გაძლიერებასა და ახალ საშუალებების შემუშავებაზეც. დაზარალებული მოსახლეობისთვის ჯანდაცვის ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასა და განათლების მიღებისთვის ფართო შესაძლებლობის შექმნაზე. თუმცა, სტრატეგია, უპირველეს ყოვლისა, ეფუძნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურღვევობის, ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ არაღიარების პოლიტიკის გატარებისა და საბოლოოდ, სრული დეოკუპაციის პრინციპებს. დოკუმენტში რუსეთის როლზეცაა საუბარი და ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაცია მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ხსენებული კონფლიქტების გამწვავებაში, უშუალოდ მონაწილეობდა სამხედრო ოპერაციებში და მუდმივად ხელს უშლიდა კონფლიქტის გადაჭრას”, - წერს სტატიის ავტორი.

“სტრატეგიის თანახმად, საჭიროა ისეთი პირობების შექმნა, რაც საშუალებას მისცემს იძულებით ადგილნაცვალ პირებსა და ლტოლვილებს ისარგებლონ უსაფრთხო, ნებაყოფლობითი და ღირსეული დაბრუნების უფლებით, ხოლო საქართველოს ხელისუფლება კი, როგორც გამოდევნილი სუვერენი, ხაზს უსვამს საკუთარ პასუხისმგებლობასა და ვალდებულებას, მჭიდროდ ითანამშრომლოს აფხაზეთისა და ოსეთის მოსახლეობასთან. დოკუმენტში საუბარია აუცილებელი სამართლებრივი და ლოგისტიკური პირობების შექმნაზე, რაც ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ადვილად ხელმისაწვდომს გახდის როგორც ბაზარს, ისე საქონელს... საუბარია ასევე სამართლებრივი და ადმინისტრაციული ზომების შემუშავებაზე, რათა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობას მიეცეს საზღვარგარეთ მოგზაურობის შესაძლებლობა, თუმცა, განსაკუთრებული ყურადღება მიექღევა სამზგზავრო დოკუმენტების გაცემის საკითხს”, - დასძენს სტატიის ავტორი.

“საქართველოს მთავრობა გეგმავს საკანონმდებლო დონეზე ინიცირებას, რათა საგანგებოდ შექმნილ საფინანსო ინსტიტუტს მიეცეს ოპერირების საშუალება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში, რომელიც მომსახურებას გაუწევს შესაბამის საერთაშორისო და ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს, კომერციულ სტრუქტურებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. როგორც თემურ იაკობაშვილი ამბობს, აღნიშნული დოკუმენტის განხილვა ჟენევის დისკუსიების ფორმატშიც მოხდება. მისივე თქმით, ესაა პირველი მცდელობა მსგავსი ტიპის დოკუმენტის შექმნისთვის”, - აღნიშნავს სტატიის ავტორი.

ჭაბუა ამირეჯიბის სახლში შეკრებილი საზოგადოების წევრები წარმომადგენლობითი სახალხო კრების მოწვევას ითხოვენ

“ზამთრის ძილისგან მოსახლეობის გამოფხიზლებას საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები აპირებენ. რამდენიმე თვის წინ მათ მოძრაობა “დაიცავი საქართველო” უნდა შეექმნათ. მოძრაობის ერთ-ერთ დამფუძნებელი ლევან გაჩეჩილაძე გახლავთ, მოძრაობის ნათლი კი ჭაბუა ამირეჯიბია - სწორედ მას ეკუთვნის ფრაზა “დაიცავი საქართველო”. ჭაბუა ამირეჯიბმა თავის თანამოაზრეებთან ერთად ახალი ინიციატივა გააჟღერა და ცნობილ სახეებთან ერთად ერის გამოფხიზლება გადაწყვიტა. ერის გამოფხიზლების მსურველები გუშინ მწერლის სახლში შეიკრიბნენ და იქვე მიიღეს მიმართვა ქართველი ერისადმი”, - წერს გაზეთი “ახალი თაობა” სტატიაში სათაურით ქვეყნის გადასარჩენად სახალხო კრება უნდა ჩავატაროთ!

“მათი აზრით, დადგა დრო, რომ ქვეყნის განვითარებაზე ფიქრი და ზრუნვა თავად მოსახლეობამ აიღოს თავის თავზე: “ქართველი საზოგადოების ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ დროა საქართველოს მრავალეროვნულმა მოსახლეობამ გაანალიზოს ქვეყანაში შექმნილი ვითარება და ჩამოაყალიბოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ერთიანი ხედვა, რომელიც საზოგადოების ყველა ფენისთვის მისაღები იქნება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ასეთი ხედვის შემუშავებისთვის კარგი საშუალება იქნება სრულიად საქართველოს სახალხო წარმომადგენლობითი კრების მოწვევა”, - ნათქვამია მიმართვაში. გუშინდელ შეხვედრას არც ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი არ დასწრებია. სახალხო კრების ინიციატორებს სჯერათ, რომ მათ მოწოდებას ბევრი გამოეხმაურება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“საზოგადოების ერთი ნაწილი სახალხო წარმომადგენლობითი კრების მოწვევის ინიციატივით გამოდის. მწერალ ჭაბუა ამირეჯიბის სახლში საზოგადოების წევრების შეიკრიბნენ და საზოგადოებას სპეციალური გზავნილით მიმართეს. ტექსტში, რომელსაც ხელი გოგი ქავთარაძემ, ნონა გაფრინდაშვილმა, გიგა ბათიაშვილმა, რეზო ესაძემ, სოსო ცისკარიშვილმა, მინდია სალუქვაძემ და სხვებმა მოაწერეს ნათქვამია, რომ სახელმწიფოს ნგრევის პროცესის წინაშე გულგრილი არავინ უნდა დარჩეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “საზოგადოებას გამოეღვიძება მხოლოდ იმით, თუ დაუსახავთ კონკრეტულ მიზანს და მისი მიღწევის ხერხებს”.

“მიმაჩნია, რომ სერიოზული როლის შესრულება შეუძლია სახალხო წარმომადგენლობითი კრების მოწვევას. ქვეყანას წინ უდგას საკმაოდ მნიშვნელოვანი არჩევნები და ვფიქრობ, რომ ეს სახალხო სტრუქტურა უნდა იყოს გარკვეული ფუნქციის მატარებელი, რომელიც არ დაუშვებს მოვლენათა რამე დაძაბულობისკენ გადახრას, რადგან მოლოდინი იმისა, რომ სამართლიანი არჩევნები იქნება, არაა. ამავე დროს არც იმის სურვილია საზოგადოებაში, რომ რამე სერიოზულ ექსცესებს ჰქონდეს ადგილი. ამიტომ თუ პროცესებს შარმართავს საზოგადოება და პოლიტიკური ძალებს ექნებათ გარკვეული პარტნიორის დამოკიდეკბულება საზოგადოებასთან და არა პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, ამ შემთხვევაში მშვიდობიანი და ცივილური განვითარების პერსპექტივა იქნება ქვეყანაში”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/123733.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქართული პრესის მიმოხილვა 29.01.2010

29 / 01, 2010 11:28

• გუბაზ სანიკიძე - “ხალხის ბედნიერებისთვის კი არ ვიბრძვი, არამედ იმისთვის, რომ ჩემი სამყარო - ჩემი ქვეყანა არ დაინგრეს!”

• სააკაშვილის მემკვიდრე გია ჭანტურია იქნება?!

• “წითელი ჯვარი” ცხინვალის ციხეში მყოფ ქართველთა და თბილისის ციხეებში მყოფ ცხინვალელთა ოჯახის წევრების შეხვედრის საკითხზე მუშაობს

გუბაზ სანიკიძე - “ხალხის ბედნიერებისთვის კი არ ვიბრძვი, არამედ იმისთვის, რომ ჩემი სამყარო - ჩემი ქვეყანა არ დაინგრეს!”

“ეს არის ქართული საზოგადოების ერთი ნაწილის რუსეთზე ჩაბარების ცდა, ოღონდ სტავროპოლის მხარის სტატუსით, რომელსაც პოლიტიკურ პარტიათა ერთი ნაწილი გამოთქვამს. ესენი ამბობენ, რომ ქართულ-რუსული ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან უნდა აიწყოსო - რუსებსაც ზუსტად ეგ უნდათ. გვეუბნებიან, ვიმეგობროთ, გვიყვარხართ, პატივს გცემთ თქვენცა და თქვენს ტერიტორიულ მთლიანობასაცო. მაგრამ როგორც ლავროვმა განაცხადა, ამაში ცხინვალი და აფხაზეთი არ იგულისხმება. დიდი მადლობა, საინტერესო პოზიციაა!” - აცხადებს “ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე გაზეთ “ვერსიისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით თუ საჭირო გახდა, ხელისუფლებას დავამხობ კი არა, მეტსაც ვიზამ”.

“მათ უნდათ სუფთა ფურცელი, ურთიერთობის დაწყებაც, ბაზრის გახსნაც, ლარსის გახსნაც, ოღონდ აფხაზეთსა და ცხინვალზე თქვენი ხმა არ გავიგოთო. ძვირფასო ქართველებო, იფიქრეთ ახლა, გინდათ ეს? მაშინ რუსებთან იდეალური ურთიერთობა გვექნება, რატომაც არა. ცხინვალსა და აფხაზეთზე კი კრინტი არ დაძრათო - “ფორუმი” ამაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ჩვენ მოდას აყოლილი პარტია არ ვართ... მიზეზი არც ნოღაიდელია, არც სააკაშვილი და რაც სხვა - შედეგის მიზეზი ქართული საზოგადოებაა, მიშა სწორედ ამ საზოგადოების შედეგია. კაცს რომ შეხედავ, უნდა მიხვდე, ნორმალურია თუ არა. მაგრამ მაშინ მოდაში იყო ის, რომ სააკაშვილმა ექვსი ენა იცოდა, თუმცა ბევრი სულელი პოლიგლოტი მინახავს. იმას, რაც ქართულ საზოგადოებას სჭირს, პოლიტიკური გოიმობა ჰქვია”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გუბაზ სანიკიძე.

“ამ ქვეყანას ორი ბასილის პრობლემა აქვს - ბასილ მკალავიშვილისა და ბასილ კობახიძის. ერთი ნაწილი მკალავიშვილის ჭკუაზე დადის, მეორე - კობახიძისა. შუაში არავინაა, არადა ჭეშმარიტება ყოველთვის შუაშია. მორწმუნეობა სიყვარულის გარეშე ფანატიზმია. ადამიანი როცა არ გიყვარს და ამბობ, ღმერთი მიყვარსო, ფანატიკოსი ხარ! ქართული კულტურა გამრუდებულია და ყველაფერი არის ერთი დიდი ტყუილი. სიმართლის ლაპარაკი ამ ქვეყანაში მომგებიანი აღარაა. კაცი დილას რომ გეუბნება, მიდი გუბაზ, მიაწექი, შენსკენ ვარო, საღამოს შენზე ჭორაობს, მერაბიშვილისგან 25 მილიონი აიღოო. არ ვარ გაბრაზებული, უბრალოდ გულდაწყვეტილი ვარ. სწორად გამიგონ - ხალხის ბედნიერებისთვის კი არ ვიბრძვი, არამედ იმისთვის, რომ ჩემი სამყარო - ჩემი ქვეყანა არ დაინგრეს! ჩემი სამყაროს ნაწილი “გალობანი სინანულისანი” და დიდგორია. არაა ჩემი სამყარო ის, რომ დღეს ახალგორი საქართველოსი არაა. ამას ვერ შევეგუები”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი.

“ნოღაიდელი მიიჩნევს, რომ თუ რუსეთთან ურთიერთობა არ მოგვარდა, ქვეყანა ვერ შედგება. ამაში ვეთანხმები, მაგრამ როგორ ვაგვარებთ ურთიერთობას, თავ-ფეხიანად ვბარდებით თუ რაღაც პირობებს ვუყენებთ - განსხვავება ესაა და ამიტომ ამ პროცესს ვემიჯნებით. ყველას წარმატებას ვუსურვებ, ვინც ამ ქვეყანას თუნდაც ერთ გოჯ მიწას დაუბრუნებს, მაგრამ მე არ მჯერა, რომ ამ ხერხით შესაძლებელია. სხვა გზაა მოსაძებნი - ხელისუფლებაში ეროვნული ძალის მოსვლა და რუსეთთან მერე ლაპარაკი. ოპოზიცია ამ საკითხს არ წყვეტს”, - დასძენს გუბაზ სანიკიძე.

“ნოღაიდელმა ამით სეგმენტი დაიკავა. სწორიც ქნა. ამით მთელი ოპოზიციის არა, მაგრამ ერთი ნაწილის დისკრედიტაციას ნამდვილად ახდენს. რომლის - არ გეტყვით, ეს არაკოლეგიალურია. თუმცა მომხრე ვარ, ოპოზიციის ერთი ნაწილის დისკრედიტაცია მოხდეს - ქვეყანას სჭირდება ასე. ვისი დისკრედიტაციაც მოხდება, ე.ი. ასე იყო საჭირო. შესაძლოა ეს ჩვენც შეგვეხოს. მაგრამ არ მგონია, ეს მოხდეს, რადგან მართლები ვართ. ბევრს ჰგონია, პოლიტიკა ბინძური საქმეა, შესაძლოა მეთოდიკა იყოს ასეთი, თორემ პოლიტიკაში ყოველთვის სიმართლე და ლოგიკა იმარჯვებს. ინტერესია სხვადასხვა - ჩემი ინტერესი ქვეყნის ფეხზე დაყენებაა, ვიღაცისა კი პოლიტიკაში ყოფნა. ამიტომ “ფორუმი” პარტნიორებს ყოველთვის საერთო ინტერესების საფუძველზე შეარჩევს. ჩანს, “ფორუმთან” პოლიტიკური ქორწინება ყველას სურს, ეს ცუდი არაა. ახლა იმ მდგომარეობაში მაინც ვართ, რომ ჩვენ გარეშე ვერავინ ვერაფერს გააკეთებს. ეს პოლიტიკური ძალისთვის სერიოზული მიღწევაა”, - მიიჩნევს გუბაზ სანიკიძე,

“ჩვენი გზაა ეროვნული დაუმორჩილებლობა, მეტს ვერ გაგიმხელთ. ოპოზიციაში ახალი დაჯგუფება იქნება. ნოღაიდელმა ამისთვის დიდი საქმე გააკეთა - ქართულ პოლიტიკაში სერიოზული ფრთა დაიკავა. ახლა იკვეთება პროდასავლური, პრორუსული და ეროვნული პოლიტიკური ძალები. ნოღაიდელმა დაიკავა პრორუსული, “ალიანსს” უკავია პროდასავლური, “ფორუმს” კი აქვს პრეტენზია ეროვნული ძალების კონსოლიდაციისა. მე ვიცი, “ფორუმი” სად დგას. ვფიქრობ, ვითარებიდან მხოლოდ ეროვნული ძალა გამოგვიყვანს, მეტიც - დიდი ეროვნული შეთანხმება ეროვნული სახელმწიფოს შექმნაზე აუცილებლად მოხდება. გამოკვეთილ სამ ფრთას ამისთვის ერთმანეთთან ინტენსიური ურთიერთობა ექნება, თუმცა ეს გაერთიანებას არ ნიშნავს. არის საკითხები, რაზეც ყველას ერთი პოზიცია უნდა ჰქონდეს - მაგალითად, სააკაშვილის გაშვება ნებისმიერი ხერხით და შემდეგ დემოკრატიული არჩევნების ჩატარება”, - აცხადებს გუბაზ სანიკიძე და შეკითხვას - “გაშვება თუნდაც ხელისუფლების დამხობის გზით?” - პასუხობს:

“თუ მასშტაბური გამოსვლები დაიწყება, დამხობა საჭირო არ გახდება. ახლა, უბრალოდ, სპექტრი უნდა დაიწმინდოს. მივესალმები ნოღაიდელის პოლიტიკურ ინიციატივებს, მაგრამ მისალმება მის ჭკუაზე სიარულს არ ნიშნავს. მე მის ჭკუაზე არასდროს ვიქნები და არც მისი პარტნიორი გავხდები. ინტელიგენციაცა და ქართული ოპოზიციაც უნდა გაერკვეს - ამ კაცს ან არჩევნებით ვუშვებთ, ან მასობრივი გამოსვლებით. არჩევნების არ მჯერა, ჯერ ოპოზიციის გადაჯგუფება მოხდება და მერე რადიკალიზაცია. “ფორუმი” კი ამის ავანგარდში იქნება - აბა როგორ გინდათ, რაც ხდება, იმას ვერ შევეგუები. დამხობა შეიძლება აუცილებელი გახდეს. ყველაფერს ვიზამ, საქმე აქეთ არ წავიდეს, მაგრამ თუ აბდაუბდა გაგრძელდა, აბა როგორ იქნება? ეს საქართველოს დასჭირდება... რუსეთის ინტერესი ამ ქვეყნის ნაწილ-ნაწილ შეჭმაა და ჭამს კიდეც, ბოლოს თბილისშიც შემოვა, მიშა კი ჩაჯდება თვითმფრინავში და გაფრინდება. ეს უნდა მოხდეს მაინცდამაინც, რომ მივხდეთ - მიშამ რა ქნა? ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ეს ხელისუფლება შეიცვალოს”.

სააკაშვილის მემკვიდრე გია ჭანტურია იქნება?!

“ოპოზიციის ბაქიბუქის მიუხედავად, სააკაშვილი თავის პოსტს 2013 წლამდე შეინარჩუნებს. ამას უკვე ყველა შეეგუა. მათ შორის ოპოზიციაც და ახლა იმაზე მიდის მკითხაობა, თუ ვინ გახდება საქართველოს მომავალი პრეზიდენტი”, - წერს გაზეთი “ახალი თაობა” სტატიაში სათაურით სააკაშვილის მემკვიდრე გია ჭანტურია იქნება?

“სიმართლე თუ გინდათ, ამ საკითხზე საუბრები ჯერ კიდევ 2004 წელს დაიწყო. იმ პერიოდისთვის სააკაშვილის მემკვიდრედ ირაკლი ოქრუაშვილი მოისაზრებოდა. როგორც ამბობენ, პრეზიდენტობის ამბიცია მასაც გააჩნდა. მისი გარემოცვა სუფრაზე მას, როგორც საქართველოს მომავალ პრეზიდენტს, ისე ადღეგრძელებდა. სააკაშვილთან ურთიერთობაში პრობლემები მას სწორედ ნაადრევად გაჩენილმა საპრეზიდენტო ამბიციებმა გაუჩინა. ამის შემდეგ სააკაშვილის მემკვიდრედ გიგი უგულავა დაასახელეს. თავიდან ეს ფაქტი სააკაშვილსაც ძალიან მოსწონდა თურმე და თავადაც უწყობდა ხელს უგულავას გაპიარებას. მერე, ეტყობა, უგულავასაც ზედმეტი მოუვიდა და სააკაშვილიც შემოსწყრა. ცოტა ხნის წინ თბილისის მერმა მთელი ერისა და პირველ რიგში სააკაშვილის გასაგონად განაცხადა - საპრეზიდენტო ამბიციები არ გამაჩნიაო”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ამ ცოტა ხნის წინ კი სააკაშვილის ახალ მემკვიდრეზე ალაპარაკდნენ, რომელიც ერთხელ უკვე ივარაუდებოდა საქართველოს პრეზიდენტად. პოლიტიკურ ავანსცენაზე ცოტა ხნის წინ გია ჭანტურია გამოჩნდა. მის გაუჩინარებას წინ ძალიან მნიშვნელოვანი ამბები უძღოდა. რამდენიმე წლის განმავლობაში გია ჭანტურია საქართველოში ვერ ჩამოდიოდა. ახლა კი მოულოდნელად არა მარტო დაბრუნდა, არამედ თბილისის მერობისთვისაც აპირებს ბრძოლას, თანაც, რაც ყველაზე საინტერესოა, გია ჭანტურია მერობის კანდიდატად გიორგი თარგამაძის პარტიამ დაასახელა. ჩვენში, ალბათ, ისევ კარგად ახსოვთ შარშანდელი საპროტესტო აქციები. სწორედ შარშან თქვა პრეზიდენტმა, რომ მისი მემკვიდრე, შესაძლოა, გიორგი თარგამაძე გამხდარიყო. გასაგები მიზეზების გამო სააკაშვილი თავის მემკვიდრედ თარგამაძეს ვერ გამოაცხადებდა და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის ოპოზიციაშია. საამისოდ სხვა მიზეზებიც არსებობს”, - დასძენს გამოცემა.

“როგორც სახელისუფლებო კულუარებში ამბობენ, გია ჭანტურიას საქართველოში დაბრუნება დიდი თათბირების შემდეგ გადაწყდა და რაც მთავარია, ამ ამბავში გარკვეული წვლილი აშშ-საც მიუძღვის. არავისთვის უცხო არაა, რომ ჭანტურიას ამერიკასთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს. რევოლუციამდე გია ჭანტურია საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტი იყო, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის უკან კი სწორედ ვაშინგტონი იდგა. ჭანტურიას ამერიკელებთან მართლაც შესაშური ურთიერთობა ჰქონდა. ის საკმაოდ ახლოს იცნობდა აწ უკვე ყოფილ პრეზიდენ ჯორჯ ბუშ უმცროსს - სხვათა შორის, მასთან რანჩოზეც არის ნამყოფი. ამის გარდა, მას ამერიკელებთან სერიოზული ურთიერთობა ჰქონდა”, - წერს სტატიის ავტორი.

“ალბათ სიახლე არ არის იმის გაგება, რომ საქართველოს პრეზიდენტად გახდომას ამერიკის თანხმობაც სჭირდება. ამერიკელებმა კარგად შეისწავლეს გია ჭანტურიას პერსონა და შევარდნაძეს რეკომენდაციები მისცეს. ეს ძალიან არ მოეწონათ მოქკავშირის ე.წ. რეფორმატორებს. საუბარია ჟვანიასა და სააკაშვილის გუნდებზე. ალბათ, გემახსოვრებათ, ერთ დღეს ვითომ პროდასავლურმა ძალებმა ნავთობსადენზე სკანდალი რომ ააგორეს. ჟვანია-სააკაშვილის გუნდმა ატეხა, ნავთობსადენი საქართველოს ეკოლოგიური კატასტროფას გამოიწვევსო. რამდენიმემ ჭანტურიას პასუხისმგებლობის საკითხიც დასვა. მოგვიანებით ითქვა, რომ ამ კამპანიის უკან რუსეთი იდგა. რუსულ ძალებს ჭანტურია თვალში დიდად არ მოსდიოდათ, აღარაფერს ვამბობთ ნავთობსადენზე. სწორედ მაშინ ითქვა პირველად ღიად, რომ შევარდნაძე თავის მემკვიდრედ ჭანტურიას გამოცხადებას აპირებდა. ეს ცნობა ექსპრეზიდენტს პირადად არ დაუდასტურებია, თუმცა რეფორმატორების განრისხება ამის ნათელი დადასტურება იყო”, - მიიჩნევს სტატიის ავტორი.

“არც ის ყოფილა შემთხვევითი, რომ ვარდების რევოლუციის მეორე დღესვე ჭანტურია ლამის ტერორისტად გამოაცხადეს. ნაციონალები მაშინ გვიმტკიცებდნენ, რომ ჭანტურია კონტრრევოლუციის მოწყობას გეგმავდა და ეს უკანასკნელი იძულებული გახდა, სამშობლოდან წასულიყო. ამერიკელების რეკომენდაციით ის აზერბაიჯანის ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტად დანიშნეს, ნაციონალების მოყვარულმა ჰაკერებმა კი ინტერნეტიდან მისი სურათები გააქრეს. მის წინააღმდეგ სერიოზული კამპანია დაიწყო, რის გამოც ის დაბრუნებას ვერაფრით ახერხებდა. ახლა კი მოულოდნელად ვიგებთ, რომ ლამის ქართველ ბინ ლადენად შერაცხული გია ჭანტურია მერობისთვის იბრძოლებს. ამან, ბუნებრივია, ბევრი კითხვა გააჩინა. ჭანტურია საქართველოში შემთხვევით რომ არ დააბრუნებულა, ამას ყველა ხვდება. იმასაც ყველა ხვდება, რომ ეს ხელისუფლების ნებართვის გარეშე არ მომხდარა და როგორც ამბობენ, თანხმობა სააკაშვილს ამერიკამ მიაცემინა და ამერიკა სწორედ მასზე აკეთებს აქცენტს”, - ასკვნის სტატიის ავტორი.

“წითელი ჯვარი” ცხინვალის ციხეში მყოფ ქართველთა და თბილისის ციხეებში მყოფ ცხინვალელთა ოჯახის წევრების შეხვედრის საკითხზე მუშაობს

“წითელი ჯვრის” საერთაშორისო კომიტეტი აგვისტოს ომისას უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოსაძიებლად ინტენსიურ მოქმედებას იწყებს. მიდის საუბრები მექანიზმის შექმნაზე, რომლის საშუალებითაც საქართველოს ციხეებში მყოფ ცხინვალელებთან მათი ახლობლები ჩამოვლენ და ასევე ცხინვალის ციხეში მყოფ ქართველთა მონახულების საშუალება მათ ახლობლებს მიეცემათ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “დაკარგულთა ოჯახებს აქვთ უფლება, იცოდნენ, რა ბედი ეწიათ მათ ახლობლებს” / “წითელი ჯვარი” ცხინვალის ციხეში მყოფ ქართველთა და თბილისის ციხეებში მყოფ ცხინვალელთა ოჯახის წევრების შეხვედრის საკითხზე მუშაობს.

“პირველი პროგრამის მიზანია თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მყოფი პირების ოჯახების წევრებისთვის ნათესავების მონახულების შესაძლებლობის ორგანიზება. ამ ადამიანებს აქვთ ამის უფლება. ამიტომ ჩვენ გვსურს, ხელი შევუწყოთ ჰუმანიტარული ვიზიტების განხორციელების შესაძლებლობას. ჩვენ აღნიშნული შეთავაზებით მივმართეთ ორივე მხარეს. ამ ეტაპზე არსებობს ორივე მხრიდან პირველადი პრინციპული თანხმობა. ამჟამად უნდა მოხდეს კონკრეტული საკითხების შეთანხმება - უნდა განისაზღვროს ვიზიტების სიხშირე, ვადები, მოსანახულებელი და მომნახულებელი ადამიანების ნათესაური კავშირი და ა.შ. რაც შეეხება მეორე პროგრამას, ვმუშაობთ სპეციალური ჰუმანიტარული მექანიზმის შექმნაზე, რათა მისი მეშვეობით მოხდეს 2008 წლის კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიება, მათი ხვედრის დადგენა. დაკარგულთა ოჯახებს აქვთ უფლება იცოდნენ, რა ბედი ეწია მათ ახლობლებსა და ნათესავებს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას “წითელი ჯვრის” თბილისის ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მაია ქარდავა.

“მსურს ხაზი გავუსვა, რომ ორივე პროგრამა განსხვავებულია და ერთმანეთისგან დამოუკიდებლად უნდა განხორციელდეს - ანუ ერთი რომელიმე ვერ იქნება მეორის შესრულების წინაპირობა. ორივე პროგრამა კონკრეტულ მიზანს ემსახურება და გულისხმობს სხვადასხვა კატეგორიის ადამიანების დახმარებას”, - დასძენს მაია ქარდავა.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/123841.html

ოკუპანტებსა და აფხაზ მილიციელებს შორის შეტაკება მსხვერპლით დასრულდა

29 / 01, 2010 18:10

გალის რაიონის სოფელ ლაკადაში, რამდენიმე საათის წინ, რუს ოკუპანტებსა და აფხაზ მილიციელებს შორის შეტაკება მსხვერპლით დასრულდა.

ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” აფხაზეთის მედია-ცენტრიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ლაკადის მიმართულებით მიმავალ აფხაზური მილიციის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი მილიციელი და მძიმედ დაიჭრა გალის კრიმინალური მილიციის უფროსის მოადგილე დევი ბუავა. იგი სოხუმის საავადმყოფოშია მოთავსებული.

წინასწარი ინფორმაციით, რუსი სამხედროებისა და აფხაზი მილიციელების შეტაკებისას ადგილობრივი მცხოვრები გოგოხიას ოჯახის წევრებიც არიან დაღუპულები.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

09:00 / 30-01-2010

"როგორ მოვახერხოთ ეს მოსკოვთან დიალოგის გარეშე?"

უსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი მიმდინარე წლის გაზაფხულზე სრულიად ქართულ ოპოზიციურ სპექტრს მოსკოვში ეპატიჟება ორ ქვეყანას შორის პრობლემებზე სასაუბროდ. ამ გზის ყინულმჭრელი კი არის ზურაბ ნოღაიდელის პარტია "სამართლიანი საქართველოსთვის". ვესაუბრებით პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, დეპუტატ პეტრე მამრაძეს.

- ბატონო პეტრე, რა არის მოსკოვში თქვენი გახშირებული ვიზიტების ძირითადი მიზანი?

- საქართველოს ეროვნული ინტერესების განუხრელი დაცვა. პატარა ქვეყნისთვის საგარეო პოლიტიკა თავის გადარჩენისა და თვითმყოფადობის შენარჩუნების ერთ-ერთი უმთავრესი საშუალებაა. სააკაშვილის მიერ 2008 წლის აგვისტოში განხორციელებული ავანტიურისა და შემდგომი უგუნური ნაბიჯების გამო დღეს სახელმწიფო ყოფნა-არყოფნის ზღვარზეა.

ასეთი პრობლემების წინაშე, 1991 წლის 9 აპრილიდან, ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან არ ვმდგარვართ. ამაზე პირდაპირ მიგვანიშნებენ საერთაშორისო ექსპერტები. სწორედ ამიტომ ჩავედით ზურაბ ნოღაიდელი და მე მოსკოვში წასვლამდე ბრიუსელში გასული წლის სექტემბერში. სააკაშვილის პოლიტიკა ევროპას გვაშორებს და ამას ყველა შესანიშნავად ხედავს.

- ანუ, რუსეთის გავლით მიისწრაფვით ევროპისკენ?

- რა შუაშია? საქმე ის არის, რომ რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისათვის არის აუცილებელი. ევროპელებიც და ამერიკელებიც პირდაპირ გვეუბნებიან - მოაგვარეთ ურთიერთობა რუსეთთანო.

- კონკრეტულად, რას ელით მოსკოვში ვიზიტებისგან? ფიქრობთ, რომ ამ გზით გადაწყვეტთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას?

- 40 წელიწადზე მეტია იერუსალიმის ნაწილი, ღაზის სექტორი გაეროს მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად არის აღიარებული, მაგრამ პრობლემა პრობლემად რჩება. ჩვენს შემთხვევაში კი, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი გაეროს არც კი უცვნია ოკუპირებულ ტერიტორიებად. ამიტომ თუ არ მოვაგვარეთ ურთიერთობა რუსეთთან, არ აღვადგინეთ ეკონომიკური კავშირები, ვერაფერს მივაღწევთ. სწორედ ამ გზაზე შევქმნით ჩვენ საქართველოს გამთლიანების სამომავლო პერსპექტივას. როცა აშშ ჯოზეფ ბაიდენის პირით გვეუბნება, - ფართოდ გაუღეთ კარი აფხაზებს და ოსებსო, ხოლო ევროკავშირის წარმომადგენელი ბენიტა ფერერო ვალდერი გვირჩევს, დღესვე დავამყაროთ ურთიერთობა აფხაზეთისა და ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, როგორ მოვახერხოთ ეს მოსკოვთან დიალოგის გარეშე? ეს ხომ ანბანური ჭეშმარიტებაა.

ჩვენ ხელისუფლებაში არ ვართ, მაგრამ ნოღაიდელმა მოახერხა ცხინვალიდან მოზარდების გამოყვანა. ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნაზეც პირველად სწორედ ჩვენი პოლიტიკური ძალა ალაპარაკდა, მოგვიანებით კი - აშშ-ის ადმინისტრაცია და ამისათვის 4 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა.

- "საქართველოს გზის" ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა ახლახან განაცხადა, "ვიდრე ოპოზიცია ხელისუფლებაში არ მოვა, რუსეთთან მოლაპარაკებას აზრი არა აქვსო და ოპოზიციის ნაწილის მიერ "რუსეთის თამაშის თამაშზე" მიუთითა...

- ჩვენ პატივს ვცემთ ოპოზიციონერთა აზრს იმ შემთხვევაშიც კი, როცა ის მთლიანად ემთხვევა ხელისუფლების, სააკაშვილის მოსაზრებას. დარწმუნებული ვართ ჩვენი გეგმის თანამიმდევრულობასა და წარმატებაში. პროცესებში კატალიზატორის როლს ვასრულებთ - რისი მაგალითიც თუნდაც ლარსის სასაზღვრო პუნქტის გახსნა და ავიამიმოსვლის ხანმოკლე აღდგენა არის. ტირძნისელი მოზარდების გამოყვანაზე უკვე გითხარით. სააკაშვილს მთელ მსოფლიოში გაუტყდა სახელი. გავლენიანმა "უოლი სტრიტ ჯორნალმა" მას ახლახან უწოდა "პოტიომკინი, რომელმაც საკუთარი სოფელიც ვერ გახადა მიმზიდველი".

ასე რომ, არავის შეხსენება გვჭირდება, რომ ოპოზიცია აღმასრულებელი ხელისუფლების როლს ვერ შეასრულებს, მაგრამ ჩვენი აქტიურობით, მოქმედებით ვცდილობთ ქვეყნისათვის სასიცოცხლო პრობლემები დავანახვოთ მსოფლიოს და, რაც მთავარია, ჩვენს საზოგადოებას.

ნინო კვიტაშვილი

”ყველა სიახლე”

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

“ნატო“ რუსეთს ქართულ–ავღანური დერეფნით აშინებს?!

საქართველოს პრეზიდენტი კვლავ ახსენებს მსოფლიოს, რომ ავღანეთში იარაღისა და სამხედრო დანადგარების გადაგზავნის ალტერნატიული გაზაც არსებობს... ეს მაშინ, როცა რუსეთმა ნატოს ავღანეთში გასაგზავნი სამხედრო ტვირთების გადაზიდვის გრაფიკსა და ინტესივობაში პრობლემები შეუქმნა. უსაფრთხო სამხედრო გადაზიდვებს ამერიკა ვეღარც პაკისტანიდან ახორციელებს. რამდენიმე დღის წინ გამართულ ნატო–რუსეთის მოლაპარაკებებზეც, მხარეები კოკნკრეტულ შეთანხმებამდე არ მისულან.

ჩაერთვება თუ არა ამ პროცესში „ნაბუქოს“ ენერგოგადაზიდვების ლიდერი სახელმწიფო აზერბაიჯანი და შესძლებს თუ არა ნატო საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით რუსეთზე ზემოქმედებას?

პრეზიდენტი სააკაშვილის „ასოშეითედ პრესთან“ მიცემულ იტერვიუში მზადყოფნას გამოთქვამს, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს საქართველოს საზღვაო პორტები, აეროპორტები და რკინიგზა დაუთმოს. რითაც შეიქმნება უსაფრთხო დერეფანი და საქართველოდან ცენტრალური აზიის გავლით ავღანეთში სწრაფად შევა სამხედრო ტვირთი. პრეზიდენტი სააკაშვილი ინტერვიუში იმასაც აცხადებს, რომ რუსეთს პრეტენზიები არ უნდა ჰქონდეს, რადგან ეს ქვეყანა ავღანეთის ანტიტერორისტული ოპერაციით თავადაა დაინტერესებული.

ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე: „ნეტავ, მართლაც ასე მოხდეს, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს თავზე ვერცერთი ქვეყნის სამხედრო თვითმფრინავი მტრული მიზნებით ვეღარ გადაიფრენს. სამწუხაროდ, ბუშის ადმინისტრაციისგან განსხვავებით, ობამას ადმინისტრაციაში გაყინულია ინტერესი საქართველოს მიმართ. აღარც ნატოში კეთდება აქცენტი ალიანსში ჩვენი ქვეყნის მიღების შესახებ. საერთოდაც, ამერიკის პოლიტიკა რუსეთის დამშვიდებისკენ უფროა მიმართული და ფიქრობენ, რომ მხოლოდ ამის შემდეგ იქნება საქართველო კარგად.

კარგია, პრეზიდენტი სააკაშვილი ამ განცხადებას რომ აკეთებს, ნატო–რუსეთის გამწვავებული ურთიერთობების ფონზე, მაგრამ ვფიქრობ, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ მოიქცევა ჩვენი მეზობელი. თუ მან მიუღებელი ნაბიჯები გადადგა, კიდევ შეიძლება რაღაცაზე ფიქრი. თუმცა, უახლოესი 1 წლის განმავლობაში შედეგს არ უნდა ველოდოთ. საქართველოს გააქტიურება ამ ეტაპზე იმ დადებით შედეგსაც მოუტანს ქვეყანას, რომ ჩვენი მომხრეები კონგრესში გააქტიურდებიან და საქართველოსადმი მინელებული ყურადღების გაღვივებას შეეცდებიან, აი, ხედავთ, ეს ქვეყანა რას გვთავაზობს და მას უარი არ უნდა ვუთხრათო....“.

საქართველო ამ პროცესით ჯერ კიდევ პრეზიდენტ შევარდნაძის დროიდანაა სერიოზულად დაინტერესებული. დერეფნის შექმნის თაობაზე მაშინდელმა ქართულმა პარლამენტმა ოფიციალური დადგენილებაც მიიღო. სააკაშვილის ხელისუფლებაც პერმანენტულად ცდილობს ნატო და ამერიკა ამ პროექტის განხორციელებაზე წამოიყვანოს. შესაბამისად, როცა სამხედრო ტვირთების გადაზიდვაში ნატოს რუსეთიდან პრობლემები ექმნება, გასაკვირიც არ უნდა იყოს ჩვენი პრეზიდენტის მიერ ამ ინიციატივის ხელახალი გაჟღერება.

ექსპერტ ირაკლი ალადაშვილის თქმით, დერეფნის შექმნით საქართველო საკუთარ უსაფრთხოებას და გარეშეაგრესიისგან თავდაცვის ძლიერ ბერკეტს იქმნის. გარდა ამისა, თუ ჩვენი ხელისუფლება ტვირთების უსასყიდლოდ გატარებას არ შესთავაზებს „ნატოს“, მაშინ ქვეყანაში საკმაოდ დიდი ფინანსები გაჩნდება და დარჩება. ეს კარგად ესმის რუსეთსაც, ამიტომ მასთან ქართული დერეფნის შექმნა კარგი სავაჭრო თემაა.

სამხედრო ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი: „და საერთოდ, რუსეთთან მიმართებაში შემიძლიათ გითხრათ, რომ რაც „ნატოს“ აწყობს, ის მოხდება და მათ გადაწყვეტილებებზე სხვა ინტერესები არ მოქმედებს. ვნახოთ, რა მოხდება?“.

თუმცა, ექსპერტი მამუკა არეშიძე არ გამორიცხავს, რომ ნატო–რუსეთის ბოლოდროინდელი მოლაპარაკებების შემდეგ სამხედრო დერეფნის საკითხს ქართული მხარე სწორედ ნატოს ხელდასმით ააყენებს და ეს განცხადება არ არის მხოლოდ ქართული პოლიტიკის პირმშო.

მამუკა არეშიძე: „პრინციპში უნდა ითქვას, რომ ნატო–რუსეთის მოლაპარაკებები ავღანეთის თემაზე ჩიხში შევიდა. გადაზიდვები კი ხდება, მაგრამ არა იმ ინტესივობით, რაც ადრე იყო. თუ რუსეთის მხიდან პროცესის გაჭიანურება გაგრძელდება, გასაკვირი არ იქნება, რომ ნატომ დერეფნის ალტერნატიული ვარიანტი აირჩიოს. ჩვენს გარდა არსებობს თურქეთის ვარიანტიც...

ბატონო მამუკა თქვენ გამორიცხავთ, რომ დერეფნის თაობაზე პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადების ამ ეტაპზე გაჟღერება, რბილად რომ ვთქვათ, „ნატოს“ ხელდასმით მოხდა?

არ გამოვრიცხავ. ერთის მხრივ, ეს შეიძლება საკუთარი თავის შეთავაზებადაც აღვიქვათ. თუმცა, მეორეს მხრივ ამ ფაქტის გახმოვანება ადვილი შესაძლებელია, პირდაპირ შედიოდეს ამერიკის ინტერესებში, რათა რუსეთი ირიბად გააფრთხილოს, სხვა გზა თუ არ იქნება, სხვა გადაწყვეტილებას მივიღებო... აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთისა და „ნატოს“ შეხვედრა პირველად მოხდა გაფართოებულ ფორმატში. ზოგადად, საქართველოს აქტივობა გამომდინარეობს იქიდან, რომ დაარწმუნოს დასავლეთი თავის აუცილებლობაში, რადგან საგარეო პოლიტიკა ჩვენი რეგიონის მიმართ ბუშისდროინდელი აქტივობით აღარ გამოირჩევა. ამერიკისთვის დღეს პრიორიტეტულია ავღანეთი, პაკისტანი, ერაყი და საქართველო ამ ჩამონათვალში აღარ არის. ანუ მათ ძველ მიდგომებს სერიოზულად გადახედეს და რუსეთი რომ არ გააღიზიანონ, ზედმეტ აქტიუირობას აღარ იჩენნენ.

მაგრამ თუ რუსეთმა სამხედრო გადაზიდვები შეაფერხა ამერიკა და მისი პარტნიორები სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდებიან... ალტერნატივას ძებნას თავად დაუწყებენ...

– სწორედ ამიტომ, არ არის გამორიცხული „ნატომ“ ადექვატური გადაწყვეტილება მიიღოს და სხვა ვარიანტი აირჩიოს. თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, აქ დაიწყება ინფრასტრუქტურის, პორტების, აეროპორტების რეკონსტრუქცია და მშენებლობა. დერეფნის გახსნით აქ შემოვა ჯარი, ტვირთების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად... და ეს ჯარი აღარ გავა.

შესაძლოა, ერთ მშვენიერ დღეს ამ პროექტში აზერბაიჯანიც ჩაერთოს. აზერბაიჯანს აქვს კავკასიაში ყველაზე დიდი ვაჭრობისა და პოზაში დგომის საშუალება. ხედავთ, როგორც კი ყარაბაღის ფორმატში აზერბაიჯანის ინტერესების იგნორირება მოხდა, მაშინვე მოაშორა თურქული დროშა, ბლეფი იყო სოჭი–მოსკოვის შეხვედრები.

დააკვირდით, რა მოხდა... „ნაბუქოს“ კონსორციუმის წევრმა ავსტრიულმა კონცერნის ხელმძღვანელობამ სულ ახლახანს ამდენი მსჯელობების შემდედეგ ძლივს მიაღწია შეთანხმებას და გაარკვია, რომელი მონაწილე ქვეყანა რამდენ მილიარდ კუბამეტრ გაზს იძლევა: აზერბაიჯანი – 7 მილიარდს, ერაყი – 7 მილიარდს, ხოლო ეგვიპტე – 1 მილიარდს. აზერბაიჯანი მსხვილი მოთამაშე გამოდის და ისეთი მდგომარეობა შექმნა, რომ იქით უნდა ეხვეწო.

ამ ყველა მოვლენის საერთო ანალიზიდან გამომდინარე, შეიძლება ვთქვათ, რომ თუ რუსეთმა პრობლემა არ მოაგვარა, „ნატო“ სერიოზულ ნაბიჯებს გადადგამს და მისი გამტყუნება რთული იქნება“.

როგორც ჩანს, პენტაგონის ოფიციალური კომენტარიც, რომ „ნატოში“ იციან პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადების შესახებ, მაგრამ დეტალურად არ განუხილავთ, სწორედ რუსეთისთვის თითის სერიოზულ დაქნევას, მაგრამ კიდევ ერთი შანსის მიცემას ნიშნავს.

http://presa.ge/index.php?text=news&i=12090

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჰილარი კლინოტნი - აშშ უარს ამბობს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის განხილვაზე

30 / 01, 2010 13:06

:

აშშ უარს ამბობს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის განხილვაზე.

“ევრონიუსის” ცნობით, ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა 29 იანვარს პარიზში, სამხედრო სასწავლებლის კურსანტების წინაშე გამოსვლისას განაცხადა, სადაც ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრა.

კლინტონის თქმით, აშშ-სა და რუსეთის ინტერესები ყოველთვის ერთმანეთს ვერ დაემთხვევა. ამის მაგალითად კი, კლინტონმა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ანკლავების მხარდაჭერა დაასახელა.

“ჩვენ ბევრჯერ მოვუწოდეთ რუსეთს, საქართველოსთან მიმართებაში აღებული ვალდებულებები შეასრულოს და უარი თქვას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე. უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, ჩვენ წინააღმდეგები ვართ ევროპაში გავლენის სფეროების არსებობაზე, სადაც ერთ ქვეყანას მერე ქვეყნის მომავლის განსაზღვრა შეუძლია”,- აღნიშნა კლინტონმა.

ამერიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისაუბრა აშშ-ს უკრაინისადმი მხადრაჭერის შესახებაც. უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებს კი, კლინტონმა დემოკრატიისა და ევროპასთან ინტეგრაციისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯი უწოდა.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...