Jump to content
Planeta.Ge

Blogs

უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერის ცნობით, ვიქტორ ორბანმა უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა ჩანიშნა

პოლონეთში რუსული რაკეტების ჩავარდნის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, უნგრეთში უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა ჩაინიშნა. ინფორმაციას უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი, ზოლთან კოვაჩი მიკრობლოგ „ტვიტერზე“ ავრცელებს. „მილსადენ „მეგობრობის“ გავლით ნავთობის მიწოდების შეწყვეტასთან და პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტების ჩამოვარდანასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა თავდაცვის საბჭოს შეხვედრა მოიწვია“, – წერს ზოლთან კოვაჩი.     ავ

გიტანას ნაუსედა - შემაშფოთებელი ახალი ამბავი პოლონეთიდან სულ მცირე ორი აფეთქების შესახებ, ლიეტუვა მტკიცედ დგას პოლონეთის გვერდით

პოლონეთში რუსული რაკეტების ჩავარდნის შესახებ მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ლიეტუვას პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ეხმაურება. „შემაშფოთებელი ახალი ამბავი პოლონეთიდან სულ მცირე ორი აფეთქების შესახებ. მჭიდრო კონტაქტზე ვართ პოლონელ მეგობრებთან. ლიეტუვა მტკიცედ დგას პოლონეთის გვერდით. ნატო-ს ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი დაცული უნდა იყოს“, – წერს გიტანას ნაუსედა. რუსეთიდან პოლონეთის ტერიტორიაზე ორი რაკეტის ჩავარდნის შესახებ ინფორმაცია პოლონურ მედიაში თავდაპირველად არაოფიციალურად გავრცე

„ასოშიეითიდ პრესის“ ცნობით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსეთიდან ორი რაკეტის ჩავარდნას აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენელი ადასტურებს

„ასოშიეითიდ პრესის“ ცნობით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსეთიდან ორი რაკეტის ჩავარდნას აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენელი ადასტურებს. სააგენტო აღნიშნავს, რომ ამერიკის დაზვერვიდან წყარო ანონიმურობას ინარჩუნებს. გავრცელებული ვერსიით, სარაკეტო იერიშის შედეგად, დაღუპულია ორი ადამიანი. ამასთან, პოლონური მედიის ინფორმაციით ამ წუთებში, პოლონეთის პრემიერი უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას მართავს. მანამდე, ქვეყნის ტერიტორიაზე ორი რაკეტის ჩავარდნის შესახებ ინფორმაცია პოლონურ მედიაში არაოფიც

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - მჭიდრო კონსულტაციები გვაქვს პოლონეთთან, ესტონეთი მზად არის, დაიცვას ნატო-ს ყოველი სანტიმეტრი

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პოლონეთში რუსული რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. „პოლონეთიდან გავრცელებული ბოლო ინფორმაცია ყველაზე შემაშფოთებელია. მჭიდრო კონსულტაციები გვაქვს პოლონეთთან და სხვა მოკავშირეებთან. ესტონეთი მზად არის, დაიცვას ნატო-ს ყოველი სანტიმეტრი. ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს ახლო მოკავშირე პოლონეთს“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. პოლონურმა მედიასაშუალებებმა ცოტა ხნის წინ გაავრცელეს

რუსული რაკეტები პოლონეთში ჩამოვარდა - არის მსხვერპლი

პოლონეთში, უკრაინის საზღვართან, ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა.    გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევას სულ მცირე 2 ადამიანი ემსხვერპლა.  პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ მომხდარის გამო ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია.  ტერიტორიაზე, სადაც რაკეტები ჩამოვარდა, პოლონეთის პოლიცია და ჯარია მობილიზებული.  PIA

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ რუსეთის სარაკეტო იერიშების შედეგად, უკრაინაში შვიდ მილიონამდე ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშების შედეგად, უკრაინაში შვიდ მილიონამდე ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, კირილო ტიმოშენკომ გააკეთა. ტიმოშენკოს თქმით, რუსეთის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად, 15 ენერგეტიკული ობიექტი დაზიანდა, თუმცა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 90-დან 70 რაკეტის ჩამოგდება მოახერხეს. უკრაინელი ოფიციალური პირების განცხადებე

უკრაინაზე დღევანდელი სარაკეტო თავდასხმა შესაძლოა ომის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყოს

შესაძლოა უკრაინაზე რუსეთის მხრიდან დღეს, 15 ნოემბერს განხორციელებული სარაკეტო თავდასხმა იყოს ყველაზე მასშტაბური ომის დაწყების დღიდან. როგორც უკრაინის საჰარეო ძალების პრესსპიკერზე დაყრდნობით უკრაინული მედია წერს, რუსეთმა დაახლოებით 100 რაკეტა ისროლა. ამით რუსეთმა 10 ოქტომბრის იერიშის შემდეგ ყველაზე მასირებული თავდასხმა განახორციელა. 10 ოქტომბერს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინა 84 რაკეტით დამბომბეს. უკრაინის საჰაერო ძალების პრესსპიკერმა იური იგნატმა ეროვნული ტელემარათონის ეთერში განაცხა

ისრაელის საელჩო მადლობას უხდის საქართველოს ტერორისტული თავდასხმის მცდელობის აღკვეთისთვის

ისრაელის საელჩო საქართველოში ფეისბუკის გვერდზე განცხადებას ავრცელებს და მადლობას უხდის საქართველოს მათი მოქალაქის დაცვისთვის, რომელზეც თავდასხმა იგეგმებოდა საქართველოს ტერიტორიაზე. "ჩვენ მოწმენი ვართ, თუ როგორ აგრძელებს ირანი თავის მავნე, დამღუპველ საქმიანობას და ტერორისტული თავდასხმების მცდელობებს არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში, არამედ მთელს მსოფლიოში, ახლა უკვე საქართველოშიც. ჩვენ გულითადად ვაფასებთ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განხორციელებულ მნიშვნელოვან და გადამწყვეტ მოქმედებებს" -

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთმა ძირითადად ენერგეტიკულ ობიექტებზე მიიტანა იერიში, დარტყმები კიდევ მოსალოდნელია

რუსეთმა ძირითადად ენერგეტიკულ ობიექტებზე მიიტანა იერიში, დარტყმები კიდევ მოსალოდნელია, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში გააკეთა. ზელენსკის თქმით, უკრაინა ყველაფერს გაუძლებს. „85 რაკეტა გამოუშვეს უკრაინის მიმართულებით, დაარტყეს ჩვენს ქალაქებს და ძირითადად ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. გასაგებია, რაც მტერს სურს. ის ამას ვერ მიაღწევს. კიდევ წინ არის 20 დარტყმა. რაკეტები მოფრინავს. ასე რომ გთხოვთ, თავს გაფრ

ჯეიკ სალივანი - აშშ მკაცრად გმობს უკრაინაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმებს

ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად გმობს უკრაინაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმებს, – განცხადება ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა გააკეთა. „როდესაც მსოფლიო ლიდერები „დიდი ოცეულის“ სამიტზე იკრიბებიან, რომ განიხილონ მსოფლიოში მოსახლეობის ცხოვრებისა და საარსებო წყაროსთვის მნიშვნელოვანი საკითხები, რუსეთი ისევ უქმნის საფრთხეს მათ სიცოცხლეს და ანადგურებს უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას“, – განაცხადა ჯეიკ სალივანმა. რუსეთმა უკრაინაზე დღეს მა

მაია სანდუ - კრემლის რეჟიმმა დღეს უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტა გაუშვა, მკაცრად ვგმობთ ომის დაწყებიდან დღემდე ყველაზე ძლიერ თავდასხმას

რუსეთის მიერ უკრაინაზე სარაკეტო იერიშის შემდეგ, მოლდოვაში ელექტროენერგიის გათიშვას ქვეყნის პრეზიდენტი მაია სანდუ სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მაი სანდუმ რუსეთის მიერ უკრაინაზე სარაკეტო იერიში დაგმო და უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე ყველაზე ძლიერ თავდასხმად შეაფასა. „კრემლის რეჟიმმა დღეს უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის, 100 რაკეტა გაუშვა. ისინი მოხვდა სამოქალაქო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, საფრთხეში ჩააგდო ათასობით ადამიანის სიცოცხლე. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ თავდას

რუსეთის მიერ კიევზე მიტანილი სარაკეტო დარტყმების შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა

რუსეთის მიერ კიევზე მიტანილი სარაკეტო დარტყმების შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის დედაქალაქის მერი ვიტალი კლიჩკო ავრცელებს. მისი თქმით, მაშველებმა დაღუპულის ცხედარი პეჩერსკის რაიონში მდებარე ერთ-ერთ სახლში იპოვეს, რომელსაც რუსული რაკეტა მოხვდა. ამჟამად გრძელდება სამაშველო ოპერაცია. მანამდე, კლიჩკომ განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად რაკეტა ორ საცხოვრებელ სახლს მოხვდა. განახლებული ინფორმაციის მიხედვით, კიევის გარდა სარაკეტო დარტყმა

კიევის ცენტრში რუსული რაკეტები საცხოვრებელ სახლებს მოხვდა, რამდენიმე საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო

კიევის ცენტრში რუსული რაკეტები საცხოვრებელ სახლებს მოხვდა, რამდენიმე საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო. ინფორმაციას ამის შესახებ კიევის მერი ვიტალი კლიჩკო და უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე, კირილ ტიმოშენკო ავრცელებენ. კლიჩკოს თქმით, კიევის პეჩერსკის უბანში რაკეტები ორ საცხოვრებელ სახლს მოხვდა. ექიმები და მაშველები ადგილზე მუშაობენ. მანამდე კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციამ გაავრცელა ცნობა, რომ ქალაქში საჰაერო თავდაცვა მუშაობს, რის შედეგადაც 4 რაკეტა იქნა ჩამოგდებული.

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი ავრცელებს. მაქარაშვილის ინფორმაციით, რუს ოკუპანტებთან ბრძოლას ერნესტ მაჭარაშვილის სიცოცხლე შეეწირა. „ბოროტებასთან ბრძოლაში მაჭარაშვილების ოჯახმა უკვე მეორე ვაჟკაცი დაკარგა!“, - წერს გიგა მაქარაშვილი. ცნობისთვის, ერნესტ მაჭარაშვილი 25-ე ქართველი სამხედროა, რომელიც 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინაში რუსეთთან ომს შეეწირა. პალიტრა

ოლიგარქთა რეესტრი პარლამენტის ნაცვლად, შესაძლოა, მთავრობამ შეადგინოს

ოლიგარქთა რეესტრი საქართველოს პარლამენტის ნაცვლად, შესაძლოა საქართველოს მთავრობამ შეადგინოს. პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტში შესაბამისი შესწორებების შეტანის საკითხი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა დასვა. კანონპროექტს პარლამენტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად იხილავს. “ჩვენ ამ პროცესში პარლამენტის ჩართულობა შემოგთავაზეთ. ეს კოლეგების მხრიდან შეფასდა, თითქოს ინტერესთა კონფლიქტი. სპეკულაციურად გამოიყენეთ, თითქოს ამით უკრაინულ მოდელს ავცდით. ამიტომ გთავაზობთ, რო

დედამიწის მოსახლეობამ 8 მილიარდს მიაღწია

დედამიწის მოსახლეობამ 8 მილიარდს მიაღწია, - ამის შესახებ აღნიშნულია გაერო-ს ანგარიშში, „მსოფლიო მოსახლეობის პერსპექტივები“. ორგანიზაციის გათვლებით, 2023 წელს მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ყველაზე დიდი ქვეყანა ჩინეთის ნაცვლად ინდოეთი გახდება. გაერო-ს ინფორმაციით, მსოფლიოს მოსახლეობა 1950 წლის შემდეგ ყველაზე ნელი ტემპით იზრდება და ზრდამ 2020 წელს 1%-ზე ნაკლები შეადგინა. ორგანიზაციის უახლესი პროგნოზის თანახმად, მსოფლიოს მოსახლეობა 2030 წელს შეიძლება დაახლოებით 8.5 მილიარდამდე გაიზარდოს,

ჯოზეფ ბორელი - უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნის მისიაში მონაწილეობას ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო მიიღებს

დღეს ჩვენ განვიხილავთ, როგორ წავიწიოთ წინ უკრაინის არმიისთვის წვრთნის მისიის, ევროკავშირის სამხედრო დახმარების მისიის, პრაქტიკული განხორციელების კუთხით, - ამის შესახებ ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში ჟურნალისტებს ევროკავშირის ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის წინ განუცხადა. „ეს მისია სამ თვეზე ნაკლებ დროში ამოქმედდება. ეს რეკორდული დროა ევროპელებისთვის. 15 000 უკრაინელი ჯარისკაცი წვრთნას ევროპის სხვადასხვა წევრ ქვეყანაში გაივლის. ეს იქნება უკრაინის არმიის განახლების, გაზრდის, შესაძლებლობები

უკრაინის ოლქებში საჰაერო განგაში გამოცხადდა, მოსახლეობას მოსალოდნელი სარაკეტო თავდასხმების შესახებ აფრთხილებენ

უკრაინის უმეტეს ოლქებში საჰაერო განგაში გამოცხადდა, ზოგიერთი ოლქის მოსახლეობა რუსეთის ფედერაციის მხრიდან სარაკეტო თავდასხმების საფრთხის შესახებ გააფრთხილეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. კრივი-რიჰის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრე ვილკულის განცხადებით, ადგილობრივი მოსახლეობა თავშესაფრებში უნდა გადავიდეს. „,მოსკოვმა ვოლგოგრადი-ასტრახანიდან Ту-95-ის გამოყენებით Х-101 რაკეტები გამოუშვა. რაკეტების სამიზნე უკრაინაში ჯერჯერობით უცნობია“, - წერს ვილკული „ტელეგრამზ

სალომე ზურაბიშვილი - დღეს სტრატეგიულად სასწრაფო მომენტია, რომ სტატუსის მინიჭებაზე „კი“ ეთქვას საქართველოს

საქართველოს პარლამენტში მუშაობა მიმდინარეობს, პროგრესი არსებობს, რომელიც ჯერ ბოლომდე არ აკმაყოფილებს 12 რეკომენდაციას. მიმაჩნია, რომ დღეს სტრატეგიულად სასწრაფო მომენტია, რომ „კი“ - ეთქვას საქართველოს. კარგად ვიცით, რომ კანდიდატის სტატუსის მოპოვება არ ნიშნავს ამ გზის დასასრულს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ მედიასაშუალებასთან france info-სთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რითაც ჟურნალისტის კითხვას უპასუხა: რას ეტყვით ევროპულ კომისიას, რომელმაც პირობა დადო, რომ

ოლივერ ვარჰეი - უკრაინაში ომი ცხადყოფს, რომ მხარი უნდა დავუჭიროთ ყველა ქვეყანას, რომელსაც წინ რუსეთის აგრესია ხვდება - ჩვენ დავეხმარებით საქართველოს სირთულეების დაძლევაში, რომელიც ამ აგრესიის საფუძველზე არსებობს

ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ სრული მხარდაჭერა გამოხატა. როგორც მან პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ევროკავშირი დაეხმარება საქართველოს იმ სირთულეების დაძლევაში, რომელიც ქვეყანაში რუსეთის აგრესიის საფუძველზე არსებობს. „როდესაც საქართველოში ხარ, ვერ აცდები საუბარს იმაზე, რომ ტერიტორიული მთლიანობა არის დარღვეული. უკ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7249 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7249 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7249 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7172 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0077 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8432 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7963 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0469 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედ

ევროკომისარი ნიკა გვარამიას დაკავების და დეოლიგარქიზაციის შესახებ კითხვებზე - თქვენ მიიჩნევთ, რომ ამდენი ვიცი საქართველოს პოლიტიკის შესახებ? არა მგონია

არავის უნდა ჰქონდეს არაჯანსაღი გავლენა პოლიტიკურ, საკანონმდებლო, იურიდიულ გადაწყვეტილებებზე თავისი თავის ან სხვების სასიკეთოდ, - ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ჟურნალისტის შეკითხვას ერთი მხრივ ნიკა გვარამიას დაკავების, მეორე მხრივ კი იმის შესახებ, თუ ვის ეხება ევროკომისიის მიერ წარდგენილი რეკომენდაცია დეოლიგარქიზაციის შესახებ და ვის გულისხმობს ევრ

2022 წელს საქართველოში 150-ზე მეტი ვებსაიტი დაიბლოკა, მათ შორის iMOVIES და adjaranet

2022 წლის პირველ 9 თვეში საქართველოში რამდენიმე ათეული ვებსაიტი დაიბლოკა, მათ შორის ისეთი პოპულარული ვებსაიტები, როგორიცაა iMOVIES და adjaranet. "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" კვლევის მიხედით, დაბლოკილი საიტების უმრავლესობა (77%) საავტორო უფლებებს არღვევდა, თუმცა გამოიკვეთა პორნოგრაფიული მასალების (6,5%) გავრცელების შემთხვევებიც.   ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საიტების დაბლოკვის წესი გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ რისკებს შეიცავს. 2022 წლის პირველ ცხრა თვეში საქა
×
×
  • შექმენი...