Jump to content
Planeta.Ge

Blogs

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 12 წლის მოზარდს სამშობიაროდ ამზადებენ

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 12 წლის მოზარდს სამშობიაროდ ამზადებენ. არასრულწლოვანი თბილისში რუსთავიდან კატასტროფის ბრიგადამ გადმოიყვანა. ასაკის გათვალისწინებით, მკურნალმა ექიმმა ფეხმძიმე გოგოს ოჯახს პაციენტის დედაქალაქში სასწრაფოდ გადაყვანა ურჩია. არასრულწლოვანი მშობიარე ამ წუთებში მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშაა. მას კლინიკაში შესაბამისი კვლევები უტარდება, რის შემდეგაც მოზარდს სავარაუდოდ საკეისრო კვეთას ჩაუტარებენ. კლინიკის ხელმძღვანელი კურიერთან სატელეფონო საუბარში ამბობს რომ გოგონა

ევროპარლამენტის საიტი "პრო-კრემლისტური ჯგუფის" კიბერშეტევამ გათიშა

ევროპარლამენტის საიტი გათიშულია. რამდენიმე საათის წინ დეპუტატებმა რუსეთი "ტერორირზმის ხელშემწყობ სახელმწიფოდ" გამოაცხადეს. ევროპული პარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ტვიტერზე დაწერა, რომ "საიტზე კომპლექსური კიბერშეტევა მიმდინარეობს. პასუხისმგებლობა პრო-კრემლისტურმა ჯგუფმა აიღო".     23 ნოემბრის სხდომაზე დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ნიადაგს ამზადებენ საიმისოდ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და მისი მთავრობა საერთაშორისო ტრიბ

89 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი მეცნიერი, ფოლკლორის სპეციალისტი ზურაბ კიკნაძე

89 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი მეცნიერი, ფოლკლორის სპეციალისტი ზურაბ კიკნაძე. ინფორმაციას მისი ახლობლები ავრცელებენ. მისი ნათარგმნია "გილგამეში", რომელიც 1963 წელს გამოიცა. ზურაბ კიკნაძე 2006 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი იყო. წლების წინ, 1992 წელს ის იყო სახელმწიფო საბჭოს წევრი, 1996 წლიდან კი "გაერთიანებულ ბიბლიურ საზოგადოებათა საქართველოს წარმომადგენლობის" მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე.

უკრაინის პარლამენტში შევიდა კანონპროექტი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის აკრძალვის თაობაზე

უკრაინის პარლამენტში შევიდა კანონპროექტი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ყველა დაწესებულებისა და რელიგიური ორგანიზაციის აკრძალვის თაობაზე, რომლებიც შედიან რმე-ს შემადგენლობაში ან ექვემდებარებიან მას. ამის შესახებ ფეისბუკში იტყობინება დეპუტატი ირინა ფრიზი. მისი სიტყვებით, კანონპროექტი წარადგინა ფრაქცია „ევროპულმა სოლიდარობამ“. მან განაცხადა, რომ ეკლესია „ძალზე დიდხანს აწარმოებდა აშკარა ანტიუკრაინულ და დივერსიულ საქმიანობას და ხელს უწყობდა რუსეთის დანაშაულებრივი რეჟიმის ყველა მოქმედებას“

„სვანური დღეების“ ფარგლებში, ორბელიანების სასახლეში სვანური სამართლისა და სვანური ტოპონიმების შესახებ საჯარო ლექციები და დისკუსიები იმართება

ორბელიანების სასახლეში „სვანეთის დღეები“ საჯარო ლექციებითა და დისკუსიებით გრძელდება, რომელიც სვანურ სამართალსა და სვანურ ტოპონიმებს შეეხება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საჯარო ლექცია თსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა, ნინო სამსონიამ ჩაატარა და საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ამ სამეცნიერო დარგის ყურადღებისათვის. „ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს, რადგან ივანე ჯავახიშვილის შემდეგ, ჩვენი დარგისთვის ასეთი ყურადღება არავის მიუქცევია. დღევანდელი ჩ

მედიის ცნობით, უკრაინაში რუსეთის სარაკეტო იერიშების შედეგად, უკრაინის რეგიონები ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, დენი არ მიეწოდება მოლდოვის ნაწილსაც

უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბურ სარაკეტო იერიშებს ახორციელებს. უკრაინის რეგიონები ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, კიევში კი, წყლის მიწოდება შეწყდა. მედიის ინფორმაციით, რუსეთმა სარაკეტო იერიშები უკრაინის რამდენიმე რეგიონზე ერთდროულად მიიტანა. გავრცელებული ცნობით, რაკეტები უკრაინის აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან მიფრინავს. უკრაინული მედია წერს, რომ რუსეთმა უკრაინის მიმართულებით ერთდროულად ცხრა ერთეული „ტუ-95“-ის ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენი

კიდევ ერთი სენსაცია მსოფლიო ჩემპიონატზე - იაპონიამ გერმანია დაამარცხა

მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატზე მეორე სენსაცია დაფიქსირდა – გერმანიის ნაკრები იაპონიასთან დამარცხდა. გერმანელებმა მატჩის პირველი ტაიმი მაღალ დონეზე ჩაატარეს, გოლის გატანის არაერთი შანსი ჰქონდათ, მაგრამ მხოლოდ ერთი გაიტანეს. იაპონიამ კი მეორე ტაიმში თამაში გამოასწორა ორი გოლი გაიტანა და საბოლოოდ 2:1 გაიმარჯვა.   ტური თარიღი დრო თამაში ანგარიში I ტური 23.11.2022 17:00

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეკომენდაციებს, რომელიც მიესალმება უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს განაცხადებზე სწრაფ გადაწყვეტილებას და სამივე ქვეყანას რეფორმების წინსვლისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეკომენდაციებს, რომელიც მიესალმება უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირის წევრობის განაცხადებზე საბჭოს სწრაფ გადაწყვეტილებას და სამივე ქვეყანას არსებითი რეფორმების წინსვლისკენ მოუწოდებს. ევროპარლამენტის რეკომენდაციის თანახმად, ევროპის მშვიდობისა და სტაბილურობისთვის რუსეთის მზარდი საფრთხის ფონზე, გაფართოების გაძლიერებული პოლიტიკა ევროკავშირის ხელთ არსებული უძლიერესი გეოპოლიტიკური ინსტრუმენტია. „იმისათვის, რომ იყოს უფრო სანდო და ეფექტური გლობა

ბოდბეში ქმრის მიერ დაჭრილი ქალი სამთვიანი მკურნალობის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში ქმრის მიერ დაჭრილი ქალი სამთვიანი მკურნალობის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა. 27 წლის მარიამ აბაზაძეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობა თავის არეში ჰქონდა მიყენებული. ფაქტი 4 სექტემბერს მოხდა. მომხდარის კონკრეტული მოტივი ამ დრომდე უცნობია. თუმცა ფაქტზე ადგილობრივებს და ახლობლებს ორი ვერსია აქვთ. ისინი ფიქრობენ, რომ ქმარს შესაძლოა, იარაღი გაუვარდა, ნაწილი კი ფიქრობს,რომ ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე მოხდა. პოლიციამ 27 წლის შმაგი ხუნა

პუტინი ერევანში ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ერევანში ჩავიდა. ის მონაწილეობას მიიღებს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტზე, რომელსაც სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი უხელმძღვანელებს. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერები საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების გადაუდებელ პრობლემებს განიხილავენ. სომხური მედიის ცნობით, პუტინისა და ფაშინიანის შეხვედრა დღეს ОДКБ-ს სამიტის ფარგლებში იგეგმება. სომხეთისა და რუსეთის ლიდერების გარდა

რუსულმა ძალებმა კიევი და უკრაინის რამდენიმე რეგიონი დაბომბეს

ცოტა ხნის წინ, კიევში აფეთქებების ხმა გაისმა. უკრაინის დედაქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მხრიდან მიტანილი იერიშის შესახებ ცნობები დაადასტურა. აფეთქებებმა ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია. ვრცელდება ცნობები, აფეთქებების შესახებ მიკოლაევისა და დნეპროპეტროვსკის რეგიონებშიც. იპნ

ვანო მერაბიშვილი - ახლაც ზუსტად ისევე გავიმარჯვებთ, როგორც მაშინ!

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი „ვარდების რევოლუციის“ 19 წლისთავს სოციალურ ქსელში ეხმაურება. მერაბიშვილი აღნიშნავს, რომ „ახლაც ისე გაიმარჯვებენ, როგორც მაშინ!“ „23 ნოემბერი, 2003. ახლაც ზუსტად ისევე გავიმარჯვებთ, როგორც მაშინ“, - წერს მერაბიშვილი. შეგახსენებთ, „ვარდების რევოლუციიდან“ 19 წელი გავიდა. რევოლუციის მე-19 წლისთავთან დაკავშირებით თბილისსა და ბათუმში აქციები გაიმართება.

ევროპარლამენტმა რუსეთი „ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ“ გამოაცხადა

ევროპარლამენტმა რუსეთი „ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ“ გამოაცხადა. ევროდეპუტატების განცხადებით, რუსეთის მიერ განხორციელებული იერიშები სამოქალაქო ობიექტებზე, როგორიცაა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, საავადმყოფოები, სკოლები და თავშესაფრები, საერთაშორისო კანონს არღვევს. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპარლამენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას მიესალმა და აღნიშნა, რომ რუსეთი უნდა იყოს „იზოლირებული ყველა დონეზე, რათა დაასრულოს საკუთარი მრავალწლიანი ტერორიზმის პოლიტიკა უკრაინასა და მთელ მსო

"ბოდიშს ვიხდი... კვარაცხელია სკოლაში დაცვით არ მისულა" - თეონა დოლენჯაშვილი, რომლის პოსტმაც საზოგადოებაში აღშფოთება გამოიწვია, განმარტებას აკეთებს

მწერალი, თეონა დოლენჯაშვილი, რომლის მიერ საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ფეხბურთელ, ხვიჩა კვარაცხელიაზე სოციალურ ქსელში დადებულმა პოსტმა საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია, ბოდიშს იხდის გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისთვის.     როგორც საინფორმაციო სააგენტო TIA.GE-სთან საუბარში მწერალმა განმარტა, ფეხბურთელი სკოლაში დაცვის გარეშე მივიდა. "ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებული პოსტი, რომელიც ჩემს ფბ გვერდზე დაიდო, იყო ემოციურ ნიადაგზე დაწერილი და გადაუმოწმებელი

ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ სამშობიაროს დაბომბვაზე - მტერმა კიდევ ერთხელ გადაწყვიტა ტერორითა და მკვლელობით მიაღწიოს იმას, რისი მიღწევაც 9 თვის განმავლობაში ვერ შეძლო და ვერც მიაღწევს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაგმო რუსეთის მიერ სამშობიაროზე განხორციელებული თავდასხმა, რა დროსაც ახალშობილი გარდაიცვალა. შემთხვევა ზაპოროჟიეს რეგიონში, ქალაქ ვილნიანსკში მოხდა. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, სარაკეტო თავდასხმის შემდეგ ბავშვის დედა და ექიმი საავადმყოფოს ნანგრევებიდან ამოიყვანეს. „ტერორისტული სახელმწიფო აგრძელებს ბრძოლას მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ. მტერმა კიდევ ერთხელ გადაწყვიტა ტერორითა და მკვლელობით მიაღწიოს იმას, რისი მიღწ

მეუფე ნიკოლოზი განმარტავს, რატომ მიულოცა ილია მეორემ დაბადების დღე რუსეთის პატრიარქს

ეკლესიაში არის ე.წ. ევქარისტული კავშირი და ამ კავშირში ეკლესიებს შორის არსებობს ურთიერთობა, რომლის გაწყვეტასაც სერიოზული არგუმენტები სჭირდება, - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც შეაფასა საქართველოს პატრიარქის მიერ რუსეთის პატრიარქისთვის დაბადების დღის მილოცვის ფაქტი. ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ პატრიარქი კირილე ოკუპანტი ქვეყნის პატრიარქია, მეუფე ამბობს, რომ ის ოკუპანტი ქვეყნის პატრიარქი მაშინაც იყო, როდესაც საქართველოში ხდებოდა

აფხაზეთში რუსული ელექტროენერგიის მიწოდება დაიწყო

გუშინ 22 ნოემბრის, საღამოდან ოკუპირებული აფხაზეთში დაიწყო რუსეთიდან ელექტროენერგიის მიწოდება. ინფორმაციას კომპანია „ჩერნომორენერგო“ ავრცელებს. საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებულ აფხაზეთს რუსეთიდან ამჟამად დაახლოებით 250 მეგავატი ელექტროენერგია მიეწოდება. მანამდე ოკუპირებული აფაზეთის ე.წ. ეკონომიკის მინისტრმა კრისტინა ოზგანმა დე ფაქტო პრეზიდენტს ასლან ბჟანიას რუსეთის ენერგეტიკის სამინსიტროსთან მოლაპარაკებების შედეგები მოხსენა.

16-მა სენატორმა პენტაგონს მიმართა, გადახედოს აკრძალვას და უკრაინას მოიერიშე დრონი MQ-1C მიაწოდოს

აშშ-ის რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიების 16-მა სენატორმა აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინს სთხოვა, გადახედოს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ უკრაინას არ მიეწოდოს მოიერიშე დრონები MQ-1C Gray Eagle. ამის შესახებ Wall Street Journal-ი წერს კონგრესმენების წერილზე დაყრდნობით. „უკრაინისთვის MQ-1C-ის მიწოდება მნიშვნელოვანი ნაბიჯია გრძელვადიანი პერსპექტივით,“ ნათქვამია წერილში. მისი ავტორები დარწმუნებული არიან, რომ Gray Eagle-ები შეიძლება ეფექტიანად იქნეს გამოყენებული უკრაინაში. ადრე

უკრაინელმა მაშველებმა სამშობიარო სახლის ნანგრევებიდან ამოიყვანეს ექიმი და ახალგაზრდა ქალი

მაშველებმა უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ვოლნიანსკის საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილების ნანგრევებიდან ამოიყვანეს ექიმი და ახალგაზრდა ქალი, რომლის ახალშობილი შვილი სარაკეტო დარტყმას ემსხვერპლა. საავადმყოფოს შენობას რუსული რაკეტა წუხელ მოხვდა. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის წინასწარი ინფორმაციით, დარტყმის დროს სამშობიარო განყოფილებაში იმყოფებოდნენ მხოლოდ ახალგაზრდა ქალი ახალშობილით და ექიმი. მაშველები ნანგრევებისგან ტერიტორიის გაწმენდას განაგრძობენ.   რადიო თავისუფლ

თურქეთში 6.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, ქალაქ დუზჯეში დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრემ 6.0 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისქვეშა ბიძგები იმდენად ძლიერი იყო, რომ სტამბოლშიც იგრძნობოდა. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ქალაქ დუზჯეში მიწისძვრა ბოლოს 1999 წელს მოხდა, მაშინ 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის სტიქიას 845 ადამიანის სი

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა სარაკეტო დარტყმა მიიტანეს ზაპოროჟიეზე, გასულ დღე-ღამეში 40-მდე საარტილერიო ჭურვი ჩამოვარდა სუმის ოლქის დასახლებებშიც

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა სარაკეტო დარტყმა მიიტანეს ზაპოროჟიეზე, სადაც დაიბომბა საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილება. დაღუპულია ერთი ახალშობილი. ამის შესახებ ინფორმაციას ზაპოროჟიეს საოლქო ადმინისტრაციის უფროსი ავრცელებს. ასევე რუსეთის არმიამ კვლავ გაუხსნა ცეცხლი სუმის ოლქის დასახლებებს. გასულ დღე-ღამეში, სხვადასხვა სოფლებში, 40-მდე საარტილერიო ჭურვი ჩამოვარდა. უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოში აცხადებენ, რომ რუსებს ჯერ კიდევ აქვთ დარჩენილი რაკეტების მარაგი, რ

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბახტრიონის სატუმბო სადგურზე სამუშაოებთან და წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბახტრიონის სატუმბო სადგურზე დღეს წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული. კომპანიის ცნობით, ტექნიკური სამუშაოები 24 ნოემბერს დღის 12:00 საათიდან დაიწყება, მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება და 25 ნოემბრის 18:00 საათზე დასრულდება. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 24 ნოემბერს დღის 12:00 საათიდან 25 ნოემბრის 18:00 საა

სამართალდამცავებმა 13 წლის გოგონაზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 60 წლის მამაკაცი დააკავეს

სამართალდამცავებმა 13 წლის გოგონაზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 60 წლის მამაკაცი დააკავეს. აღნიშნული პირის დაკავების შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებული მამაკაცი არასრულწლოვნის ნათესავია. შემთხვევა შიდა ქართლში მოხდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.
×
×
  • შექმენი...