Jump to content
Planeta.Ge

Blogs

კელი დეგნანი - ნებისმიერი რამ, რაც ჰყოფს საქართველოს და უკრაინას ან ხელს უწყობს უთანხმოებას საქართველოსა და უკრაინას შორის, სარგებელს აძლევს მხოლოდ რუსეთს

არ მსურს, არესტოვიჩის ნაცვლად გავცე პასუხი, იგი არის უკრაინის მთავრობის წევრი. მე გეტყვით აშშ-ის პოზიციას – ჩვენ თანიმდევრულად და მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, ვწევთ ყველანაირ ძალისხმევას, რომ საქართველომ მიაღწიოს თავის ამ მიზნებს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა აღნიშნა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც ეხებოდა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებას. კელი დეგნანის თქმით, ახლა არსებობს რეალური შესაძ

კელი დეგნანი - მართლმსაჯულების რეფორმამ უნდა გადაჭრას ის ძირითადი გამოწვევები, რაც დგას სასამართლოს წინაშე, რაც მთავარია, მოქალაქეებმა უნდა მიიღონ სათანადო მხარდაჭერა მართლმსაჯულების კუთხით

ვფიქრობ, მართლმსაჯულების რეფორმამ უნდა გადაჭრას ის ძირითადი და მთავარი გამოწვევები, რაც დგას სასამართლოს წინაშე, მაგალითად, ზოგიერთ სასამართლოში არის ძალიან ბევრი დაგროვილი საქმე, ზოგან არის მოსამართლეების ნაკლებობა და რაც მთავარია, მოქალაქეებმა უნდა მიიღონ სათანადო მხარდაჭერა მართლმსაჯულების კუთხით, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. ელჩმა კომენტარი გააკეთა ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად დაამტკიცების შე

კელი დეგნანი - ილჰამ ალიევის განცხადება იყო იმედისმომცემი, საქართველოს წარსულშიც შეუსრულებია მედიატორის როლი

ყოველთვის ძალიან პოზიტიური და დადებითია, როდესაც რეგიონის ლიდერები ერთმანეთს ხვდებიან, – ასე შეაფასა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა. ამის შესახებ კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა. აშშ-ის ელჩს კითხვა დაუსვეს ილჰამ ალიევის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც მან თქვა, რომ „გვაქვს საშუალება, კონსულტაციები გავმართოთ აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს შორის, თუ სომხეთი

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო - უკრაინელებმა ხერსონში 90-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს

ხერსონის ოლქში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 90-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს, სადაც 12 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, გათავისუფლებულ დასახლებებში სტაბილიზაციის ღონისძიებები მიმდინარეობს. შეგახსენებთ, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა დღეს განაცხადა, რომ რუსებს ხერსონის ოლქში ახალი სამხედრო შენაერთები შეჰყავთ და წას

ნიკა გვარამია - მე არ ვუძლებ, ვიხდი სასჯელს და მაძლიერებს იმის გაცნობიერება, რომ ეს სასჯელი არ მეკუთვნის - ადამიანების გაძლებაზე უნდა ვისაუბროთ მაშინ, როდესაც ისინი სიკვდილს ებრძვიან, როგორც მიშა, ის მიიყვანეს იქამდე, რომ გაძლებაზეა

მთავარი ჩემთვის ისაა, რატომ ვარ აქ და არის თუ არა ეს ჩემი შეგნებული არჩევანი - ცხადია, რომ არის - ვიხდი სასჯელს, რომელიც არ მეკუთვნის და ამის გაცნობიერება მაძლიერებს,- ამის შესახებ „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, სადაც მისი, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ბოლო პროცესი მიმდინარეობს. გვარამიას თქმით, თავად თავისუფალია და ბრძოლას აგრძელებს სხვისი და ქვეყნის თავისუფლებისთვის. მან საკუთარ გამოსვლაში მიხეილ ს

ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი იქნება

დასავლეთის მედიის თანახმად, ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი იქნება ყოფილი ფინანსთა მინისტრი რიში სუნაკი, რომელიც შეცვლის ახლახან გადამდგარ ლიზ ტრასს, რომელმაც სარეკორდოდ მცირე დროით შეძლო თანამდებობის შენარჩუნება. რიში სუნაკმა 24 ოქტომბერს წარადგინა თავისი კანდიდატურა კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე. პრემიერის პოსტზე მის კანდიდატურას მიემხრო ასზე მეტი კანონმდებელი, რაც საკმარისი იყო კანდიდატურის ოფიციალურად წარდგენისთვის. ლიზ ტრასი 20 ოქტომბერს გადადგა, პრემიერი

ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი გამარჯვების გზა ადვილი არ არის, მაგრამ დარწმუნებული ვართ, გავუმკლავდებით - დავინახავთ ჩვენს საზღვრებს და მტრის ზურგს

ჩვენი გამარჯვების გზა ადვილი არ არის. მაგრამ დარწმუნებული ვართ: ჩვენ ამას გავუმკლავდებით. ჩვენ მივაღწევთ ჩვენს საზღვარს, მის ყველა მონაკვეთს , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, უკრაინელები შეძლებენ მტრის განდევნას ქვეყნის მთელი ტერიტორიიდან. „ჩვენ დავინახავთ ჩვენს საზღვრებს და მტრის ზურგს. ჩვენ დავინახავთ, როგორ ანათებს ჩვენი ხალხის თვალები და ოკუპანტების ქუსლები. ეს იქნება ჩვენი ერთობლივი გამარჯვება!“, - წერს ზელენსკი.

ცხინვალში ხანძრის შედეგად დაშავებული სამი პირი თბილისში გადაჰყავთ

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროში სააგენტო „რეს-ს" განუცხადეს, რომ ცხინვალში, კერძო სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული სამი პირი "რესპუბლიკის" ფარგლებს გარეთ საავადმყოფოში გადაჰყავთ. დე ფაქტო სამინისტროში ცხინვალის მედიას უთხრეს, რომ დაშავებულები მძიმე მდგომარეობაში არიან. „19 წლის გოგო და ორი ქალი, 41 და 70 წლისები, რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ ჰოსპიტალიზებული იქნებიან“, - აცხადებენ სამინისტროში. იქვე განმარტეს, რომ მეოთხე დაზარალებული კაცი შოკურ მდგომ

„როიტერის“ ინფორმაციით, რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა უკრაინასთან დაკავშირებული კომენტარის გამო თანამდებობა დატოვა

რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა ვასილე დინკუმ უკრაინასთან დაკავშირებული კომენტარის გამო თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. ვასილე დინკუს თქმით, რუმინეთის პრეზიდენტთან არ შეუძლია თანამშრომლობა ზეწოლის ფონზე, რომელიც იმ განცხადებას მოჰყვა, სადაც დინკუ აღნიშნავდა, რომ უკრაინის ერთადერთი შანსი, დაასრულოს ომი, რუსეთთან მოლაპარაკებაა. „ჩემი ჟესტი განპირობებულია იმით, რომ შეუძლებელია თანამშრომლობა რუმინეთის პრეზიდენტთან, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთ

ილჰამ ალიევი - ყველა ქვეყნის ინტერესშია, გაიზარდოს ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულება, მოხდეს საქართველოს პორტების გამოყენება ცენტრალური აზიიდან ევროპისკენ ტვირთბრუნვისთვის

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ტვირთბრუნვა 75 პროცენტით გაიზარდა. „უნდა ვთქვა, რომ რკინიგზის ტრანსპორტი – ბაქო-თბილისი-ყარსი შეიძლება, იქნეს გამოყენებული იმისათვის, რომ ხუთი მილიონი ტონით დაიტვირთოს, მომდევნო წელს უფრო მეტ კაპიტალ-დაბანდებას მოვახდენთ ამ მიმართულებით. ამ დერეფანში და უფრო მეტი ფინანსური რესურსი გამოიყოფა. ჩვენ ვაპირებთ ამ მარშრუტის გამოყენებას იმისთვის, რომ კასპიის საშუალებით, აზერბაიჯანის და საქართველოს გავლი

ირაკლი ზარქუა - კლანი არის არასამთავრობო ორგანიზაციებში

კლანი არის არასამთავრობო ორგანიზაციებში, რამდენიმე მდიდარი არასამთავრობო შეიკრიბა და ჰგონიათ, რომ აკონცენტრირებენ საზოგადოებრივ აზრს, სინამდვილეში რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებებია საზოგადოებაში, ეს მათ შორის, NDI- ის კვლევებშიც ხომ გამოჩნდა? - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ჟურნალისტებთან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის არჩევასთან დაკავშირებულ კრიტიკას და გამოთქმულ მოსაზრებებს, რომ იუსტიციის საბჭოში ამით კლანი კიდევ უფრო გაძლი

ქერჩის ხიდზე დაზიანებულ მონაკვეთებს შლიან

ოკუპირებულ ყირიმთან რუსეთის დამაკავშირებელ ქერჩის ხიდზე დაიწყეს იმ კამარების დემონტაჟი, რომლებიც მიმდინარე თვის დასაწყისში მომხდარი აფეთქებისა და ხანძრის შედეგად დაზიანდა. როგორც რადიო თავისუფლების პროექტ "კრიმ რეალიის" კორესპონდენტი იუწყება, მძიმე ტექნიკის მუშაობა დაზიანებულ მონაკვეთზე ქერჩის სანაპიროდანაც ჩანს. რუსეთის მიერ კონტროლირებადი ქერჩის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქერჩის ხიდზე მუშაობა დღე-ღამის განმავლობაში გრძელდება. რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ოკუპირებული ყირიმის "კურატორ

კახა კალაძე - საკრებულოში მისვლას მე გადავწყვეტ, მივალ როდესაც საჭიროა და გავცემ შეკითხვებს პასუხს

საკრებულოში მისვლას მე გადავწყვეტ, მივალ როდესაც საჭიროა და გავცემ შეკითხვებს პასუხს, როდესაც ამის საჭიროება იქნება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების მოთხოვნას გამოეხმაურა, რომ კალაძე ვაკის პარკის ტრაგედიასთან დაკავშირებით საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მივიდეს. როგორც კალაძე განმარტავს, თანამშრომლობა ცალმხრივი ვერ იქნება. „კახა კალაძეს ოპოზიციასთან თანამშრომლობაზე უკან არასდროს დაუხევია. როდესაც ახლად არჩეულ საკრებულოში

ილჰამ ალიევი - ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ექსპორტი გაიზრდება, გვინდა, გამოვიყენოთ და დაიტვირთოს ბაქო-სუფსის ტერმინალიც

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებით, მოხარულია, რომ საქართველო-აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ბრუნვა იზრდება. მისივე თქმით, აზერბაჯანს საქართველოში სამი მილიარდი დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული. „რაც შეეხება ორმხრივ შეთანხმებას და ფორმატს, ჩვენ გვიხარია, რომ სავაჭრო ბრუნვა იზრდება და ბოლო ცხრა თვის განმავლობაში გადავცდით ერთი მილიარდი დოლარის ბრუნვას. აზერბაიჯანს ინვესტირებული აქვს საქართველოში მნიშვნელოვანი თანხები და ინვესტიციები ავითარებს თანამშრომლობას.

„ხალხის ძალაში“ აცხადებენ, რომ მოძრაობას 200-მდე ახალი წევრი შეემატა

„ხალხის ძალა“ ფართოვდება, დღეს მოძრაობას 200-მდე ახალი წევრი შეემატა – ესენი არიან საკრებულოს წევრები და თანამდებობის პირები უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტიდან, – ამის შესახებ მოძრაობის ლიდერებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. მათივე თქმით, მოძრაობის მიზანი მოსახლეობის ინფორმირებაა იმ საფრთხეებისა და გამოწვევების შესახებ, რომელთა წინაშეც დღეს საქართველო დგას. როგორც დამფუძნებლები აღნიშნავენ, ამ დრომდე მთავარი საფრთხე საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა და საქართველოს ომში ჩართ

კახა კალაძე - ვაკის პარკში ტრაგედიამ გამანადგურა, პარალელურად, მაქვს პასუხისმგებლობა, ვიყო იქ, სადაც ამას ქალაქის განვითარება მოითხოვს

თბილისის მერი კახა კალაძე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს დღე დედაქალაქის ისტორიაში უმძიმესი და პირადად მისთვის, გამანადგურებელი იყო. კალაძის თქმით, დედაქალაქში მცხოვრები მოქალაქეების წინაშე აქვს პასუხისმგებლობა და ვალდებულება, გააგრძელოს საქმიანობა ისე, როგორც ეს ქალაქის განვითარებისთვისაა აუცილებელი. „კიდევ ერთხელ მინდა, შევეხო იმ ტრაგედიას, რომელიც 11 დღის წინ დატრიალდა. უმძიმესი დღე დედაქალაქის ისტორიაში, უმძიმესი დღე ოჯახისთვის, პირ

წალკასთან 2 მიწისძვრა მოხდა

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წალკასთან, სოფელ სალამალეიქისთან 3.7 (ML) მანგიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა. მათივე ცნობით, ბიძგები თბილისის დროით 13:39 საათზე დაფიქსირდა. მანამდე, წალკასთან, სოფელ მამიშლართან 3.0 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა. ცენტრის ინფორმაციით, ბიძგები თბილისის დროით 13:20 საათზე დაფიქსირდა.

კახა კალაძე ჟურნალისტს - საერთოდ არ გაინტერესებთ რა მოხდა, ოჯახის უბედურებაც არ გაინტერესებთ - პოლიტიკური დღის წესრიგი გაქვთ, რომ გადადგეს კალაძე, რათა ახალი არჩევნები ჩატარდეს, აჯანჯღაროთ ქვეყანა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით მცდარია ინფორმაცია, რომ ვაკის პარკში შადრევანი დასრულებული არ იყო. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, ადგილზე მიმდინარეობდა ტესტირება და შესაბამისი სამუშაოები. „ტყუილია, თითქოს ვაკის პარკში შადრევანი დაუსრულებელი იყო. 26 აგვისტოს არის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი, პროექტი დასრულებული იყო. მთელი ის პერიოდი, სანამ მე მივიდოდი ადგილზე, ტესტირება მიმდინარეობდა, სანათების გასწორება და ასე შემდეგ",- აღნიშნავს კალაძე. ჟურნალისტის კითხვაზ

ირაკლი ღარიბაშვილი - ყველანი ვთანხმდებით, რომ ის, რაც ხდება უკრაინაში, მოლაპარაკების გზით უნდა დარეგულირდეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს უნიკალური ურთიერთობა და უნიკალური მეგობრობა აკავშირებთ. როგორც მან აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივ ურთიერთობებს, რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ ვითარებას, უკრაინაში მიმდინარე ომს და სამშვიდობო პოლიტიკას. მისი თქმით, რაც უკრაინაში ხდება, მოლაპარაკების გზით უნდა დარეგულირდეს. „ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული

პარტია "საქართველოსთვის" იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის არჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა   ვეხმაურებით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის არჩევას. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ნაბიჯი ძირს უთხრის სასამართლოს მიმართ სანდოობას და მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობას, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის რეკომენდაციებს და ბარიერია კანდიდატის სტატუსის მისაღებად. იუსტიციის უმაღლეს საბჭო კონსტიტუციური ორგანოა და კანონით სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტია. კანონის საპირისპიროდ, დღეს აღნიშნული ორგანო გადა

კულება: უკრაინას არ აქვს "ბინძური ბომბი" და არ აპირებს მის მოპოვებას

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ტვიტერში წერს, რომ მის ქვეყანას არ აქვს ე.წ. "ბინძური ბომბი" და რომ რუსეთი, შესაძლოა, თავად ემზადება მის ასაფეთქებლად. "რუსული ტყუილი იმაზე, რომ თითქოს უკრაინა გეგმავს 'ბინძური ბომბის' გამოყენებას, იმდენადვე აბსურდულია, რამდენადაც სახიფათო", - წერს კულება. "პირველ რიგში, უკრაინა ერთგულია ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებისა: ჩვენ 'ბინძური ბომბები' არც გვაქვს და არც ვაპირებთ მათ მოპოვებას. მეორე - რუსები ხშირად სხვებს ადანაშაულებენ ხ

აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი: რუსეთის განცხადება "ბინძური ბომბის" შესახებ აშკარა სიცრუეა

რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს თხოვნით გაიმართა მისი და აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინის სატელეფონო საუბარი. პენტაგონის ინფორმაციით, ოსტინმა უარყო ნებისმიერი საბაბი რუსეთის მხრიდან ესკალაციისთვის და დაადასტურა კომუნიკაციის მნიშვნელობა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო და გაუმართლებელი ომის პირობებში. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, შოიგუსა და ოსტინს შორის 23 ოქტომბერს გამართული სატელეფონო საუბრისას განხილული იყო უკრაინაში არსებული სიტუაცია. რუსეთის ოფიციალურ შეტყობინ

შოიგუს განცხადება "ბინძურ ბომბზე" რუსეთის საინფორმაციო კამპანიის და დაშინების პოლიტიკის გაგრძელებაა - ISW

ალიანსის თავდაცვის ოთხ მინისტრთან (აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, თურქეთი) გუშინდელი სატელეფონო საუბრით, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, სავარაუდოდ, ცდილობს შეანელოს ან შეაჩეროს დასავლეთის სამხედრო დახმარება უკრაინისთვის და შეასუსტოს ნატოს კავშირი, წერს ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი(ISW). ISW შოიგუს განცხადებებს აფასებს, როგორც რუსეთის ადრინდელი დაშინების პოლიტიკისა და საინფორმაციო კამპანიის გაგრძელებას უკრაინის ბრძოლის ველზე მოსკოვის სამხედრო წარუმატებლობის ფონზე. "თ
×
×
  • შექმენი...