„კოვიდ-19“-ის დაძლევის სტრატეგიებში შეცდომები სრულყოფილ პირობებს ქმნის ახალი სასიკვდილო ვარიანტის გასაჩენად, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა.
„ჩვენ უფრო ახლოს ვართ იმასთან, რომ ვთქვათ: „პანდემიის კრიტიკული ეტაპი დასრულდა“, მაგრამ ჯერ აქამდე არ მივსულვართ. ტესტირებისა და ვაქცინაციის პროცესში ხარვეზები სრულყოფილ პირობებს ქმნის ახალი ვარიანტის შექმნისთვის, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი სიკვდილიანობა გამოიწვიოს”, - აღნიშნა ჯანმო
ტელეკომპანია “დოჟდმა“ შეწყვიტა თანამშრომლობა ტელეწამყვან ალექსეი კოროსტილიოვთან მას შემდეგ, რაც წინა დღით ჟურნალისტმა პირდაპირ ეთერში მაყურებელს მოუწოდა, რომ მობილიზაციის დროს მომხდარი დარღვევების თაობაზე აცნობოს ტელეკომპანიას, რომელსაც შეუძლია აღჭურვილობით დაეხმაროს ფრონტზე მყოფ რუს ჯარისკაცებს.
"დღეიდან ჩვენ გადავწყვიტეთ ალექსეი კოროსტილიოვთან თანამშრომლობის შეწყვეტა. ეს ჩვენთვის ძალიან რთული გადაწყვეტილებაა, მაგრამ „დოჟდის“ მენეჯმენტი ამას ერთადერთ სწორ და შესაძლებელ გადაწყვეტილებად მიიჩ
თბილისის სააპელაციო სასამართლომ უკრაინელ ქალზე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულ ხაშურელ ბიზნესმენს პატიმრობა შეეფარდა, – ამ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, 24 ნოემბერს ხაშურის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო (20 000 ლარიანი) შეუფარდა, რომელიც პროკურატურამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს პროკურატურის საჩივარი, გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტი რუსეთ-უკრაინის ომში, რუსეთის არმიის რიგებში დაღუპული და დაჭრილი მეომრების ოჯახებისთვის შეღავათების დაწესების საკითხს განიხილავს. ამასთან, დახმარება იგეგმება რუსეთ-საქართველოს ომში დაჭრილი და დაღუპულებისთვის.
დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის ე.წ. ვიცე-სპიკერმა დეპუტატებს ამ საკითხის შემუშავება შესთავაზა. მისი აზრით, ცხინვალის რეგიონიდან უკრაინის ომში დაღუპულ და დაჭრილ ჯარისკაცთა, ასევე, მოხალისეების ოჯახებს კომუნალური გადასახადების 50 პროცენ
„იმედი მაქვს, ხვალ ვნახავ მასაც და მის თანამებრძოლებსაც... კიევში, პანაშვიდზე. საშინლად მტკივა გული“, - მომწერა უკრაინელმა ჟურნალისტი და მებრძოლმა, ალექსეი ბობროვნიკოვმა უკრაინაში დაღუპული ჯაბა (ჯამბულათ) ხოფერიას შესახებ. 27 წლის მებრძოლი, 28-ე ქართველია, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების დღიდან დაიღუპა.
ალექსეი ჯაბას შესახებ ბევრს არ ლაპარაკობს. იხსენებს მხოლოდ ერთ დეტალს, რომელიც როგორც თავადვე ამბობს, თითქმის დაუჯერებელი ამბავია, ამბავი „ფანტასტიკის სფეროდან“, რომელიც მას და ჯაბას უკრაინა
საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის, ვიაჩესლავ ვოლოდინის ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ჩასვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული ფაქტი მოსკოვის მხრიდან საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების მორიგ უხეშ დარღვევას წარმოადგენს.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის
მთავარია, რომ ხელისუფლებამ გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალ ინფორმაციაზე დაყრდნობით, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.
მისი თქმით, ამერიკის საელჩო განაგრძობს ადვოკატირებას, რომ სააკაშვილმა მიიღოს შესაბამისი მკურნალობა და დაცული იყოს მისი უფლებები.
„ჩვენ ვაგრძელებთ მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ მიმდინარე პროცესზე დაკვირვებას. ვეცნობით ახლახან მიღებულ დასკვნას, ისევე როგორც სხვები. სა
ევროპის რამდენიმე ქვეყანაში უკრაინის საელჩოებსა და საკონსულოებს სისხლით შეღებილი ამანათები გაუგზავნეს, რომლებშიც ცხოველების თვალები იყო, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, მსგავსი გზავნილები მიიღეს უკრაინის საელჩოებმა უნგრეთში, ნიდერლანდებში, პოლონეთში, ხორვატიასა და იტალიაში, ასევე გენერალურმა საკონსულოებში ნეაპოლში (იტალია), კრაკოვსა (პოლონეთი) და ბრნოში (ჩეხეთი).
„თვითონ შეფუთვები სპეციფიკური ფერის სითხეში იყო გაჟღ
უკრაინის ინფრასტრუქტურაზე რუსული თავდასხმების შედეგად მიყენებული ზიანი ზრდის იმ დახმარების რაოდენობას, რომელიც ქვეყანას ზამთრის მკაცრი თვეების წინ ესაჭიროება, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა, კრისტალინა გეორგიევამ განაცხადა.
მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ საერთაშორისო პარტნიორები გააგრძელებენ უკრაინისთვის საჭირო მხარდაჭერის აღმოჩენას.
„უკრაინა ვერ გადალახავს მიმდინარე წელს ფინანსური მხარდაჭერის გარეშე,“ - აღნიშნა კრისტალინა გეორგიევამ.
მისი თქმით, საერთაშ
შემოსავლების სამსახური მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის შესასახებ სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა.
უწყების განმარტებით, ჩეხეთის რესპუბლიკიდან იმპორტირებული საქონლის რუსეთის ფედერაციაში გატანის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს ყალბ ინფორმაციას.
როგორც შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, საქართველო ითვალისწინებს აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირისა და ეკონომიკური სანქციების დაწესების პროცესში მონაწილე სხვა
ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ სახალხო დამცველობის კანდიდატი კონსენსუსის შედეგად იქნება შერჩეული, რომელიც მხარდაჭერილი იქნება პოლიტიკური პარტიების დიდი უმრავლესობის მიერ, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ სახალხო დამცველის ოფისი დამოუკიდებლობასა და პროფესიონალიზმს მომავალშიც შეინარჩუნებს.
„სახალხო დამცველის ოფისი ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტია, ეს საკონსტიტუციო ორგანოა. ევროკავშირი ყოველთვის მხარს უჭერდა სახალხო დამც
ნიკა გვარამიას სააპელაციო განაჩენი შევისწავლეთ და დავაანონსებთ, რომ უახლოეს დღეებში ჩვენი შემაჯამებელი პოზიცია გვექნება ამ საქმესთან დაკავშირებით,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმეზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ლომჯარია აღნიშნავს, დღეს უფრო ხედავენ პოლიტიკურ მდგენელს ნიკა გვარამიას საქმეში, ვიდრე აქამდე.
„ამ რეკომენდაციებში ერთ-ერთი მთავარი პუნქტია ის, რომ უნდა შეწყდეს მედიის წარმომადგენლების მიმართ დაუსაბუთებელი, საეჭვო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი პეტრ მიკისკა დაიბარეს. უწყების ცნობით, აღნიშნულის მიზეზი მედიაში გავრცელებული მისი განცხადება გახდა, რომელშიც იგი ამბობდა, რომ ჩეხეთიდან საქართველოში შემოსული პროდუქციის ნაწილი, სანქციების გვერდის ავლით, რუსეთში გადის.
მათივე ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ჩეხურ მხარეს კიდევ ერთხელ გააცნო ის კომპლექსური ნაბიჯები, რომლებსაც საქართველო ახორციელებს მსგავსი ფაქტების არდაშვებასთან დაკავშირებით
სიღნაღში ავტომობილის მძღოლი, რომელიც ისტორიული გალავნის თაღს შეეჯახა, რის შედეგადაც ის ჩამოინგრა, 250 ლარით დააჯარიმეს. ინფორმაცია „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
შსს-ს ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ ადგილზევე შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და მძღოლი დაჯარიმდა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის.
1 დეკემბერს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მე-18 საუკუნეში აგებული სიღნაღის გალავნის ნაწილი ჩამოინგრა. ადგილობრივების თქმით, სატვირთო ავტომობილი თაღ
პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა და ფულის გათეთრების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, ინფორმაცია საზოგადოებას დღეს გამართულ ბრიფინგზე მიაწოდა პროკურორმა ბექა კვიციანმა. მისი განცხადებით, საუბარია 7 მილიონამდე ლარზე, რომელიც სავარაუდო დამნაშავემ ქართულ ბანკში გახსნილ პირად ანგარიშებზე განათავსა. გამოძიების ვერსიით, უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ფინანსური დანაშაულებისთვის არის ძებნილი, ქართულ ბანკში დაუსაბუთებელ და არალეგალურ შემოსავლებს
ადგილობრივ სასამართლოებში ამ ეტაპზე მიმდინარე დავების სადავო თანხის ოდენობა შეადგენს დაახლოებით 565.5 მილიონ ლარს, რაც 2021 წლის მშპ-ს (60.23 მლრდ ლარი) 1%-ზე მცირედით ნაკლებია. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული.
„საქართველოში სახელმწიფოს წინააღდეგ წარმოებული სასამართლო დავები, ზომის მიხედვით, ძირითადად, წარმოიქმნება ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის სექტორებში და ძირითადად უკავშირდებიან წარუმატებელ და შეწყვეტილ მასშტაბურ პროექტებსა და კონტრაქტებს (მაგა
2022 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 10.4 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის ნოემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 7.2 პროცენტით განისაზღვრა.
საქსტატის ცნობით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენ
პირადად ვამჯობინებდი, როდესაც [ჩეხეთის] ელჩი ასეთ სერიოზულ საკითხზე აკეთებს განცხადებას, მეტად წინდახედული იყოს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ განაცხადა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გამოეხმაურა საქართველოში ჩეხეთის ელჩის პეტრ მიკისკას განცხადებას, რომლის თანახმადაც, 2022 წელს საქართველოში ჩეხური პროდუქტების ექსპორტი „თითქმის გაორმაგებულია“ და სხვაობის ნაწილი მაინც ხვდება რ
9 თვის წინ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის შედეგად დაზიანდა - ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გვერდით დგომას, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ეუთოს 29-ე მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა იმ შედეგებზე ისაუბრა, რომელიც რუსეთის სრულმასშტაბიანმა აგრესიამ საქართველოსა და უკრაინას მოუტანა.
ილია დარჩიაშვილის თქმით, სამოქალაქო საზოგადოების სრული კო
2022 წლის ნოემბერში, ბოსტნეულზე და ბაღჩეულზე, ყველზე, რძეზე, კვერცხსა და თევზეულზე ფასები გაზარდა. ამასთან, ფასები შემცირდა ზეთსა და ცხიმზე.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
„ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.5 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.53 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნე
ციფრული ეკონომიკის განვითარებაზე, თანამედროვე ტექნოლოგიებზე, ხელოვნურ ინტელექტზე საუბარი ზედმეტია კარგად განვითარებული სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის გარეშე, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა კიბერუსაფრთხოებისა და IT ინოვაციების მე-12 რეგიონული კონფერენციის GITI 2022-ის ოფიციალურ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.
„ბოლო წლებში საქართველოში, ელექტრონული კომუნიკაციების სექტორში განხორციელებულმა რეფორმებმა და პროგრამებმა მნიშვნელოვნად შე
81 წლის ასაკში გარდაიცვალა თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი ნუგზარ შარია. ინფორმაციას შემოქმედებითი კავშირი „საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ ავრცელებს.
ნუგზარ შარია არაერთი კინოროლით იყო ცნობილი, მათ შორის: „ხევისბერი გოჩა“, „პალიასტომი“, „აბესალომ და ეთერი“, „ენგურის ნაპირებზე“.
1970 წელს ნუგზარ შარია კუბაში გაემგზავრა და საბჭოთა კავშირში აღარ დაბრუნდა, შემდეგ პარიზში პოლიტიკურ თავშესაფარი ითხოვა და მალე რადიო „თავისუფლების” პარიზის განყოფილებაში დაიწყ
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს უკრაინაში საქართველოს ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა დაუდასტურა.
არსებული ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი რამდენიმე დღის წინ ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა და საავადმყოფოში გარდაიცვალა.
დაღუპულის ოჯახი გურიიდან, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმბალაურიდანაა
სოციალურ ქსელში გავრცელდა დაღუპულის მამის, არჩილ ხოფერიას განცხადება:
„ჩემი შვილი, ჯამბულათ ხოფერია აღესრულა უკრაინაში… ვფიქრობდი,