Jump to content
Planeta.Ge

Blogs

რუსთაველის გამზირზე საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, რუსთაველის გამზირზე პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში 5 დეკემბერს, 00:00-დან 06:00 საათამდე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების გამოყენებით; მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენი ქუჩების მიმართულებით მოძრაო

სალომე ზურაბიშვილი - დღეს ხუთი ქართველი დაიღუპა ბახმუტთან, ბრძოლაში, ამ მძიმე წუთებში, ვუსამძიმრებ უკრაინაში დაღუპული ყველა ქართველი მებრძოლის ოჯახებსა და მეგობრებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში, ბახმუტთან ხუთი ქართველი მებრძოლის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს. „დღეს ხუთი ქართველი დაიღუპა ბახმუტთან, ბრძოლაში. ამ მძიმე წუთებში, ვუსამძიმრებ უკრაინაში დაღუპული ყველა ქართველი მებრძოლის ოჯახებს, მეგობრებსა და ახლობლებს“, – ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის სამძიმრის წერილში.

ცნობილი გახდა უკრაინაში დაღუპული ხუთი ქართველი მებრძოლის ვინაობა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს უკრაინაში, ბახმუტთან ბრძოლაში, ხუთი ქართველი მებრძოლის დაღუპვას. რადიო თავისუფლებას უწებაში უთხრეს, რომ უკრაინაში საქართველოს საელჩომაც დაადასტურა საქარველოს ხუთი მოქალაქის დაღუპვის ფაქტი. ცნობილი გახდა დაღუპული ქართველი მებროლების ვინაობაც. ესენი არიან: ავთო რურუა; რომეო ფირჩახია; როლანდ კვარაცხელია; ბადრი მარკელია; მერაბ ალადაშვილი. ქართული რაზმის წევრები "კადიროველთა" თავდასხმას ემსხვერპლნენ

ირანში პოპულარული კინომსახიობი მითრა ჰაჯარი დააპატიმრეს

ირანში დააპატიმრეს პოპულარული კინომსახიობი მითრა ჰაჯარი, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო IRNA. მეჰდი კოჰიანმა, რომლის ჯგუფი მსახიობების დაპატიმრების შემთხვევებს უწევს მეთვალყურეობას, დაადასტურა ჰაჯარის დაპატიმრება. ჯერჯერობით არ იტყობინებიან, რატომ დააპატიმრეს მსახიობი ქალი, რომელიც ამავე დროს გარემოს დამცველი აქტივისტია. გასულ თვეში ჰაჯარი ერთ-ერთი იყო იმ მსახიობთაგან, რომლებიც პროკურატურაში დაიბარეს და დაკითხეს ინტერნეტში „პროვოკაციული“ შინაარსის კომენტარების გამოქვეყნებისთვის ქვეყა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ცნობით, შეხების ზოლის გასწვრივ რუსეთის არმიამ ორი სარაკეტო და ათი საავიაციო იერიში განახორციელა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ცნობით, რომელსაც სააგენტო УНІАН-ი ავრცელებს, რუსეთის არმიამ უკრაინის არმიის პოზიციებზე, ასევე უკრაინის ტერიტორიაზე ენერგეტიკული და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაზე განახორციელა 2 სარაკეტო და 10 საავიაციო თავდასხმა, წერია გეშტაბის მიერ 18 საათისთვის გავრცელებულ ცნობაში. გენშტაბის მონაცემებით, რუსეთის არმია განსაკუთრებით ძალისხმევა მიმართულია ბახმუტის და ავდეევსკის მიმართულებით, რათა განიმტკიცოს ტაქტიკური პოზიცია. რუსეთის არმია თავს იცავს ნოვოპავლოვი

კრემლი: პუტინი დონბასს ეწვევა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განზრახვის შესახებ, ეწვიოს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს, განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის მთავრობის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა. ამის შესახებ იტყობინება რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „ტასი“. პესკოვს არ დაუსახელებია დონბასში პუტინის ჩასვლის დაახლოებითი თარიღიც კი. პესკოვმა ასევე თქვა, რომ რუსეთის ფედერაციაში „მობილიზაცია დასრულდა“, ხოლო რუსეთის ხელისუფლება ამის შესახებ დამატებით ცნობას არ გაავრცელებს. პუტინმა ადრე განაცხადა, რომ რუსეთს დონბასის ნ

მოსკოვი თავის ნავთობზე ზღვრული ფასის შემოღების გადაწყვეტილების საპასუხო რეაქციით იმუქრება

რუსეთის მთავრობა ევროკავშირის შეთანხმებას რუსული ნავთობის ზღვრული ფასის შემოღებაზე, რომელსაც „დიდი შვიდიანიც" მიემხრო“, არ მიიღებს. ამის შესახებ კრემლის წარმომადგენელმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა და დასძინა, რომ რუსეთი მალე გაავრცელებს ინფორმაციას, როგორი რეაქცია ექნება ამ გადაწყვეტილების მიმართ. ვენაში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებში რუსეთის წარმომადგენელმა, მიხაილ ულიანოვმა მუქარა გამოთქვა, რომ რუსეთი ევროპის კავშირს ნავთობის მიწოდებას შეუწყვეტს. მომავალში ევროპის კავშირმა რუსეთის

საავტომობილო გზების დეპარტამენტი - ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნულ გზაზე მოძრაობა შესაბამისი გაწმენდითი ღონისძიებების გატარებამდე იქნება აკრძალული.

ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფი საქართველოს მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს

ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, - ამის შესახებ ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს დასკვნით სხდომაზე გავრცელდა. „ვგმობთ რუსეთის 2008 წლის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ და გამოვთქვამთ ღრმა შეშფოთებას რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების სამხედრო გზით ოკუპაციის გამო. რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოში სამხედრ

უკრაინაში ხუთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში ხუთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი ქართველები ავრცელებენ. „ერთდროულად 5 ბიჭი მოგვიკლეს. აღარ შემიძლია ხალხო, აღარ!“ - წერს გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინაში რუსეთის ომს 32 მებრძოლი შეეწირა.

მარია ზახაროვა - უკრაინელ ქალებს სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით რეალური საფრთხე არა რუსეთიდან, არამედ ევროპაში ემუქრებათ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, უკრაინელი ქალებისთვის რეალური საფრთხე არა რუსეთიდან, არამედ ევროპიდან მოდის, სადაც, მისი თქმით, ბოლო დროს გახშირდა უკრაინელი ლტოლვილების მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევები. ზახაროვას მტკიცებით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მეუღლემ, უკრაინის ყოფილმა ომბუდსმენმა ადამიანის უფლებათა საკითხებში, ლუდმილა დენისოვამ და გაერო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, პრამილა პატენმა „უსაფუძვლოდ დ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რაჭაში დათვის მოკვლის საქმეზე გამოძიება დაიწყო, – ამის შესახებ მათ „პუბლიკას” განუცხადეს. მოქალაქე ნიკა გუგეშაშვილი facebook-ზე წერს, რომ რაჭაში ლაშქრობის დროს წამებით მოკლულ და თათებდაჭრილ დათვს გადააწყდა. მურა დათვი წითელ ნ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რაჭაში დათვის მოკვლის საქმეზე გამოძიება დაიწყო, – ამის შესახებ მათ „პუბლიკას” განუცხადეს. მოქალაქე ნიკა გუგეშაშვილი facebook-ზე წერს, რომ რაჭაში ლაშქრობის დროს წამებით მოკლულ და თათებდაჭრილ დათვს გადააწყდა. მურა დათვი წითელ ნუსხაშია შეტანილი, გარემოსთვის მიყენებული ზიანი 50 000 ლარად არის შეფასებული. შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 301-ე მუხლით დაიწყო, რაც უკანონო ნადირობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს: ნადირობა […]

აშშ-მა უახლესი ბირთვული ბომბდამშენი წარადგინა

აშშ-მა უახლესი ბირთვული ბომბდამშენი, „ბი-21 რაიდერი“ წარადგინა. „სტელსის“ სისტემით აღჭურვილი „ბი-21“ პირველი ახალი ამერიკული ბომბდამშენია, 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. მისი პროგრამის თითქმის ყველა ასპექტი კლასიფიცირებულია. „ეს არ არის უბრალოდ კიდევ ერთი თვითმფრინავი. ეს არის ამერიკის გადაწყვეტილების განსახიერება, დაიცვას რესპუბლიკა, რომელიც ჩვენ ყველას გვიყვარს. საჰაერო თავდაცვის ყველაზე დახვეწილ სისტემებსაც კი გაუჭირდებათ ცაში „ბი-21“-ის აღმოჩენა“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვ

„ქართული ოცნების“ ოფისთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების აქცია მიმდინარეობს

პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ექსპერტების მიერ გაკეთებული დასკვნების მიხედვით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი და ადამიანი, არის უმძიმეს მდგომარეობაში, რომლის ჯანმრთელობა საავადმყოფო

მაიკლ კარპენტერი - 2008 წელი იყო პუტინის იმპერიალისტური ამბიციების ელემენტი, რასაც მოჰყვა საქართველოს 20%-ის ოკუპაცია, საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია მაშინ არაეფექტური იყო

ჩემი აზრით, 2008 წელი იყო ელემენტი პუტინის იმპერიალისტური ამბიციების, რასაც, სამწუხაროდ, შედეგად საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია მოჰყვა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ეუთო-ში აშშ-ის ელჩმა, მაიკლ კარპენტერმა განუცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე, – უკრაინამდე იყო საქართველო და შეიძლება ითქვას, რომ ყოფილიყო საერთაშორისო საზოგადოების უფრო ადეკვატური რეაქცია, შესაძლოა, არ ყოფილიყო 2014 წელს ყირიმი და არ ყოფილიყო ახლა ის ომი, რომელსაც მთელ უკრაინაში ვხედავთ. როგორია თქვენი პოზიცია? –

ნედ პრაისი - აშშ და მსოფლიოს ქვეყნები არასდროს აღიარებენ იმ ტერიტორიებს, რომელთა უკანონო ანექსირება რუსეთმა 2014 წელს და ახლა მოახდინა

აშშ და მთელი მსოფლიოს ქვეყნები არასდროს აღიარებენ იმ ტერიტორიებს, რომელთა უკანონო ანექსირება რუსეთმა 2014 წელს და ახლა მოახდინა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა. აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, ვაშინგტონი მზად არის, ჩაერთოს დიპლომატიაში, მათ შორის პრეზიდენტ პუტინთან პოტენციური საუბრით, თუმცა რუსებმა ნათლად განაცხადეს, რომ არ არიან განწყობილი კონსტრუქციული დიალოგისა და კონსტრუქციული დიპლომატიისთვის. „ჩვენს პარტნიორებთან და

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა მხარდაჭერის კრიტიკულ მასას აგროვებს, რათა შეიქმნას სპეციალური ტრიბუნალი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დანაშაულთან დაკავშირებით

უკრაინა აგროვებს მხარდაჭერის კრიტიკულ მასას, რათა შეიქმნას სპეციალური ტრიბუნალი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დანაშაულთან დაკავშირებით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ახლა საკმაოდ აქტიური მოძრაობაა უკრაინული მშვიდობის ფორმულის კიდევ ერთ პუნქტზე – სასურსათო უსაფრთხოებაზე. ზელენსკიმ პირობა დადო, რომ გააგრძელებს ბრძოლას უკრაინის „სულიერი დამოუკიდებლობისთვის“. „ლონდონი, პარიზი, ბერლინი, ვარშავა და

ფინეთის პრემიერ-მინისტრი - ევროპა არ არის საკმარისად ძლიერი, დამოუკიდებლად აღუდგეს წინ რუსეთის უკრაინაში შეჭრას, იძულებული გახდა, აშშ-ის მხარდაჭერას დაყრდნობოდა

ევროპა არ არის საკმარისად ძლიერი, რომ დამოუკიდებლად წინ აღუდგეს რუსეთის შეჭრას უკრაინაში და იძულებული გახდა, აშშ-ის მხარდაჭერას დაყრდნობოდა, – ამის შესახებ ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, სანა მარინმა ახალ ზელანდიაში ვიზიტის დროს განაცხადა. ფინეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრამ გამოავლინა, რუსეთთან ურთიერთობისას ევროკავშირის სისუსტეები და სტრატეგიული შეცდომები. სანა მარინის განცხადებით, ბლოკმა უნდა მოუსმინოს წევრ ქვეყნებს, რომლებიც საბჭოთა კავშირის ნაწილი იყვ

ევროკავშირის ქვეყნები ერთი ბარელი რუსული ნავთობის 60 დოლარად შესყიდვის ზღვარზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის ქვეყნები ერთი ბარელი რუსული ნავთობის 60 დოლარად შესყიდვის ზღვარზე შეთანხმდნენ. მედიის ცნობით, ელჩებმა რამდენიმე დღე გაატარეს ინტენსიურ დებატებში იმის შესახებ, თუ რამდენად მაღალი ან დაბალი უნდა იყოს ფასის ლიმიტი. როგორც „ევრონიუსი“ წერს, პოლონეთმა და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა მიიღეს მკაცრი პოზიცია და დააყენეს მკაცრი ლიმიტი, რაც ბარელზე 30 დოლარს გულისხმობდა, ხოლო საბერძნეთმა, კვიპროსმა და მალტამ, რომელთა შიდა გადაზიდვების ინდუსტრია მნიშვნელოვან როლს ასრულებს რუსული ნავ

უკრაინის გენშტაბი - რუსეთის ძალებმა უკრაინის რეგიონებში სამოქალაქო ობიექტები და დასახლებული პუნქტები დაბომბეს, უკრაინის არმიის პოზიციების წინააღმდეგ კი 13 საავიაციო დარტყმა განახორციელეს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის რეგიონებზე სარაკეტო იერიშები განახორციელეს. უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა დნეპროპეტროვსკის, დონეცკის და ზაპოროჟიეს რეგიონებში სამოქალაქო ობიექტები და დასახლებული პუნქტები დაბომბეს. გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის არმიის პოზიციების წინააღმდეგ 13 საავიაციო დარტყმა განახორციელეს. ასევე, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 10-ზე მეტი თავდასხმა ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტე

შშმ პირთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს წერილს უგზავნიან და მასთან შეხვედრას მოითხოვენ. პრემიერისთვის გაგზავნილ განცხადებაში წერია, რომ სახელმწიფოები ხშირად თავს არიდებენ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, თუ ის აღსრულების შესაბამისი მექანიზმებით არ არის უზრუნველყოფილი. მათი თქმით, გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის 33-ე მუხლი სახელმწიფოებს შ

გერმანიის საგარეო უწყება მზადაა დაიწყოს დევნა რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულებებზე

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ გერმანია მზადაა, ყველა შესაძლო დონეზე და ყველა არსებული საშუალებით, დაიწყოს დევნა რუსეთის ფედერაციისა და მისი ხელმძღვანელობის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დროს ჩადენილ შესაძლო დანაშაულებებზე. პარასკევს, 2 დეკემბერს, ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე ბერბოკმა რადიო თავისუფლების შეკითხვას ასე უპასუხა: „ჩემი აზრით, რუსეთისა და მისი ხელმძღვანელობის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი იმსახურებს დიდ ყურადღებას. ა

დნეპროპეტროვსკის გუბერნატორი - რუსები ნიკოპოლს მთელი ღამის განმავლობაში ბომბავდნენ

რუსმა ოკუპანტებმა ნიკოპოლის რაიონი “გრადებისა“ და მძიმე არტილერიის გამოყენებით 9-ჯერ დაბომბეს, - ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოს თქმით, რუსები ნიკოპოლს მთელი ღამის განმავლობაში ბომბავდნენ. ყველაზე მეტად რაიონული ცენტრი დაზარალდა, სადაც 30-ზე მეტი ჭურვი დაეცა, მაგრამ არავინ დაშავებულა. „დაზიანებულია ოცამდე კერძო სახლი, სამეურნეო შენობები, ელექტრო ქსელები და გაზსადენები. დაზიანებულია მზის 50 პან
×
×
  • შექმენი...