„არასამთავრობო სექტორში არ ვიყავი. მე ვიყავი დონორი ორგანიზაციის თანამშრომელი და არა არასამთავრობოსი. გაიარეთ ჩემი ბიოგრაფია”. – ასე პასუხობს ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
მან ეს თქვა კითხვის პასუხად, დარეგისტრირდებოდა თუ არა უცხო ქვეყნის გავლენის აგენტად, ისევ არასამთავრობო სექტორში რომ ემუშავა.
შალვა პაპუაშვილი 2017 – 2020 წლებში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) საქართველოს გუნდის ხელმძღვანელი იყო.
აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა უკრაინის ფინანსური მხარდაჭერა 39 მილიარდ დოლარამდე გაზარდეს. ასევე, ჯგუფი საერთაშორისო სავალუტო ფონდს მოუწოდებს, მარტის მიწურულამდე დააჩქარონ მუშაობა უკრაინის მხარდაჭერის პროგრამაზე.
როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, უკრაინა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან 15 მილიარდი დოლარის ღირებულების პროგრამის გაფორმებას იმედოვნებს, რომლითაც გადაუდებელი ფინანსური დახმარება და სტრუქტურული რეფორმების მხარდაჭერა განხორციელდება.
როგორც „დიდი შვიდეულის“ თავმჯდომარე ქვეყნის,
,,ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვეტოს ადებს.
როგორც სალომე ზურაბიშვილი განცხადებაში განმარტავს, ,,ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს ვეტოს ადებს, რადგან "არც საჭირო, არც საჩქარო და არც არგუმენტირებულია!".
პრეზიდენტისთვის გაუგებარია, რა საჭიროა დამატებითი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა, მაშინ, როცა მოქმედი სამი ვიცე პრეზიდენტიდან თავისუფლად შესაძლებელია ერთ-ერთმა შეასრულოს პრეზიდენტის მოვალეობა, რასაც პრაქტიკა ადასტურებს
პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერის, ეკა ბესელიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „გავრილოვის შიკრიკი“ და ქვეყანაში „რუსული დღის წესრიგი გამტარებელია“. ამის შესახებ ეკა ბესელია სოციალურ ქსელში წერს.
„ირაკლი კობახიძის ჯანმრთელობის შესამოწმებლად ექსპერტიზის ხარჯებს ვანაზღაურებ, რაც შეიძლება სწრაფად რომ ჩაუტარდეს. პარლამენტი ხომ გადაწვა ამ გავრილოვის შიკრიკმა და ახლა ქვეყანას მიადგა რუსული დღის წესრიგით, მარია ზახაროვას ასისტენტობა შეითავსა! საბრალოა ეს პოლიტიკური ზო
ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია მედიკამენტების ფასებზე ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებას დაუშვებელს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ფარმაცევტული სექტორისთვის მსგავსი ბრალდების რეჟიმში ყოფნა მიუღებელია.
როგორც ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რეფერენტული ფასების ვალდებულება კონკრეტული თარიღით არის განსაზღვრული, შესაბამისად ყველა კომპანია იცავს აღნიშნულ ვალდებულებას და კანონით განსაზღვრულ დროს უზრუნველყოფს რეფერენტული ფასების კანონთან შესაბამისობაში მოყვანას.
„ფარმაცევტუ
მცხეთაში მე-6 საუკუნეში აშენებული "ჯვრის მონასტერი" საფრთხის წინაშეა. სწორედ ამის გამო კულტურის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო დაჩქარებული წესით, ტენდერის გარეშე ითხოვს საინჟინრო მომსახურების შეძენის უფლების მიღებას შესყიდვების სააგენტოსგან.
"არსებული ვითარება მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველია სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებისათვის, რადგან ეპოქის ერთ-ერთი გამორჩეული ტაძრის მხატვრულ-კულტურული და არქიტექტურული ღირებულებების გაუარესება მნიშვნელოვან ზიანს მოუტანს სახე
გარდაიცვალა უკრაინულ პოლკ „აზოვის“ პირველი ბატალიონის მეთაური, ოლეგ მუდრაკი, რომელიც მრავალი თვის განმავლობაში თანამებრძოლებთან ერთად მონაწილეობდა ქალაქ მარიუპოლის დაცვაში და შემდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში რუსეთის ტყვეობაში იმყოფებოდა. უკრაინული მედიის მიერ მუდრაკის სიკვდილის შესახებ გავრცელებულ ცნობაში ნათქვამია, რომ 35 წლის ოფიცრის სიკვდილი გულის გაჩერებამ გამოიწვია.
მუდრაკი უკრაინისთვის 2014 წლიდან იბრძოდა. რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ იგი თანამებრძოლებთან ერთად იცავდა საზღვ
დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ტარიელ ნაკაიძემ პარლამენტში ბრიფინგზე განაცხადა, რომ მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადება ისლამოფობიის გაღვივებას ემსახურება და მან ბოდიში უნდა მოიხადოს ამისთვის.
„მამუკა მდინარაძე „უცხური გავლენის აგენტის შესახებ“ კანონპროექტს უკავშირებს თითქოსდა ქვეყანაში არსებულ რადიკალურ ისლამიზმს. ამ განცხადებით „ქართული ოცნება“, კერძოდ, მდინარაძე, მართლაც და რუსული კანონის გატანის მცდელობით, მიზანმიმიმართულად ეწევა საქართველოში მცხოვრები მუსლიმები
საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ შესახებ კანონის მიღებას აპირებენ. კანონპროექტი უმრავლესობის დეპუტატებისგან დაფუძნებულმა პრორუსულმა მოძრაობამ, „ხალხის ძალამ“ მოამზადა. კანონპროექტის სულისკვეთებას მმართველი გუნდი იზიარებს.
კანონპროექტით, ყველა ის არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება, რომელთაც დაფინანსების 20%-ზე მეტი საერთაშორისო წყაროებიდან აქვთ მიღებული, აგენტებად გამოცხადდებიან. მათ „აგენტების რეესტრში“ რეგისტარციის ვალდებულებაც ექნებათ. სახელმწიფო უწყებას ენი
მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ქართველი პოლიტიკოსების ნაწილი ჯაშუშია. მან ტელეკომპანია "იმედის" ეთერში თქვა, რომ რამდენიმე აგენტი მათ პარტიაშიც იყო და ამ კონტექსტში ისაუბრა ეკა ბესელიასა და გია ხუხაშვილზეც, რომელებიც ახლა "ქართულ ოცნებას" აკრიტიკებენ.
"ჩვენს გუნდშიც იყვნენ, თავის დროზე, ასეთი ადამიანები. იყვნენ ასევე ჯაშუშის ჯაშუშები, ასე ვთქვათ, აგენტის აგენტები. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა ზოგადად.
მარტო ინფორმაციის გატანაზე არ არის საუბარი, მათ ძალიან მძიმე რ
თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა სიღნაღის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და კახელი ბიზნესმენი, ლევან ბიძინაშვილი უდანაშაულოდ ცნო. ბიზნესმენი იარაღის უკანონოდ შეძენა-ტარების ბრალდებით 2021 წლის 4 დეკემბერს დააკავეს და 8 თვე პატიმრობაში გაატარა.
გამამართლებელი განაჩენი, რითაც პროკურატურის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, მოსამართლე ვეფხია ლომიძემ დღეს, 23 თებერვალს გამოაცხადა.
ლევან ბიძინაშვილი დაკავების მომენტიდან აცხადებდა, რომ მას პოლიციამ იარაღი ჩაუდო. რამდენიმე თვ
„პუბლიკა“
სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, დღეს, 23 თებერვალს, სასამართლო დავა მოიგო წულუკიანის საკადრო წმენდის შედეგად გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა თანამშრომელმა.
მათი ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია გიორგი ჯამბურიას ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლება. მის ინტერესებს სასამართლოში სოციალური სამართლიანობის ცენტრი იცავს. ის ერთ-ერთია კულტურის სექტორის იმ 70-მდე თანამშრომელს შორის, რომლებიც თეა წულუკიანის კულტურის მინისტრის პოზიციაზე
თბილისში, ლავრენტი არდაზიანის ქუჩაზე მცხოვრებ ოჯახს სახლიდან ასახლებენ. აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებს ისინი სახლიდან ძალის გამოყენებით გამოჰყავთ.
მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ბიუროს თანამშრომლები ღობიდან გადადიან ეზოში და ხელბორკილებს ადებენ, ვინც ხელის შეშლას ცდილობს. აღსრულების ბიუროს თანამშრომლებმა საცხოვრებელი სახლის ხის კარი უროთი შეამტვრიეს და ადამიანები სახლიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანეს.
აღსრ
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ კიევი არ გამოიყენებს დასავლურ ავიაგამანადგურებლებს რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის. ამის შესახებ კულებამ „სკაი ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
დიპლომატის განმარტებით, გამანადგურებლები უკრაინას ომის დასასრულებლად და რუსეთის ძალების აღმოსავლეთის საზღვრებს მიღმა გასაძევებლად სჭირდება.
„პარტნიორებისგან მიღებულ იარაღს ჩვენ ვიყენებთ, რათა დარტყმა განვახორციელოთ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, – აღნიშნ
მიუხედავად იმისა, რომ ერთი წლის განმავლობაში საქართველო იყო უსამართლო, უსაფუძვლო ბრალდებების ობიექტი, ჩვენ არც ერთხელ ხელი არ აგვკანკალებია, რომ მხარი დაგვეჭირა უკრაინისთვის, იქნებოდა ეს სიტყვით თუ საქმით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.
ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ ხვალ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ამ აქციის ორგანიზატორები თავად არ იმყოფებვიან საქართველოში.
„რაც შე
„ხალხის ძალის“ კანონპროექტი დასავლური ქვეყნების მიმართ მტრული განწყობების დეკლარირებაა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
როგორც ბექა ლილუაშვილმა აღნიშნა, კანონის ინიციატორებს გააზრებული არ აქვთ, 50-60 წლის წინ მსგავსი კანონის ინიცირება რას ემსახურებოდა.
„ეს კანონი მკაფიოდ აფიქსირებს მტრულად განწყობილი სახელმწიფოების ინტერესების დაზღვევას. ხელისუფლების მხრიდან ეს კანონი დასავლური ქვეყნების მიმართ არის მტრული განწყობების დეკლარირება. რა მი
უკრაინა ნატო-ს წევრი იქნება, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა.
სუნაკის განცხადებას უკრაინული მედია ავრცელებს.
„ვეთანხმები ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს, რომელმაც თქვა, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი გახდება, მაგრამ ჩვენ ასევე უნდა გავამახვილოთ ყურადღება არსებულ სიტუაციაზე. ჩემთვის ეს ნიშნავს, რომ უნდა გვქონდეს უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმა, არა მარტო ახლა, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში. იდეალურ შემთხვევაში, უკრაინის ნატო-შ
დღეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალი საინფორმაციო პორტალის, infohub.rs.ge-ს პრეზენტაცია გაიმართა. ეს არის ელექტრონული ინფორმაციის მართვის ერთიანი სისტემა, სადაც გაერთიანებულია სხვადასხვა ტიპის მონაცემები.
როგორც შემოსავლების სამსახურში აღნიშნავენ, ახალი პროგრამული უზრუნველყოფის ამოქმედების შემდეგ ყველა მომხმარებლისთვის ინფორმაცია კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება, ხოლო თავად ინფორმაციის მიღების პროცესი – მნიშვნელოვნად გამარტივდება.
„Infohub-ზე განთავსებულია და მ
„საქართველოში არსებული ბინების 70% 30 წელზე მეტი ასაკისაა,“ - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორის კვლევაშია აღნიშნული.
კერძოდ, კვლევაში განხილულია 366 ათასი ბინა. საიდანაც, სებ-ის ანგარიშის თანახმად, 56% არის აშენებული 1961-1990 წლების პერიოდში; ბინების 14% 1960 წლამდეა აშენებული. შესაბამისად, გამოდის, რომ ბინების 70% ანუ 366 ათასიდან 256 200 ბინა 30 წელზე მეტი ასაკისაა.
ამასთან, როგორც ეროვნული ბანკის ანგარიშშია
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, რიში სუნაკის თქმით, უკრაინა მომავალში NATO-ს წევრი აუცილებლად გახდება, ხოლო ამ გზაზე მნიშვნელოვანია, რომ მოკავშირეებმა ის სამხედრო ტექნიკით აღჭურვონ.
,,მე ვეთანხმები NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს, რომელმაც თქვა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი გახდება. თუმცა, ჩვენ უნდა ვკონცენტრირდეთ დღევანდელ ვითარებაზე. ჩემთვის ეს ნიშნავს, რომ უნდა გვქონდეს უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმა, არა მხოლოდ ახლა, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში". - ამბობს სუნა
ხვალ დაგეგმილ აქციაზე მისვლას ვაპირებ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პარტიაში აღნიშნულთან დაკავშირებით ყველა ინდივიდუალურად მიიღებს გადაწყვეტილებას.
„პარტიას რაც შეეხება, ჩვენ ყოველთვის გვქონდა პოზიცია, რომ ყველას თავის შეხედულების შესაბამისად შეუძლია დააფიქსიროს პოზიცია და ჩვენ არ ვუკრძალავთ არავის, ვისაც სურვილი აქვს შეუძლია შეუერთდეს პარტიიდან. ჩემი მიზანი აქციაზე მისვლის უკრაინის მხარდაჭერაა, მე იქ მივდივარ,
ტაჯიკეთში, ჩინეთის საზღვართან ახლოს, 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ჩინეთის მიწისძვრის ქსელების ცენტრის ინფორმაციით, სტიქიური უბედურება ტაჯიკეთში ადგილობრივი დროით 08:37 საათზე დედამიწის ზედაპირიდან 10 კილომეტრის სიღრმეზე მოხდა.
მედიის ცნობით, მიწისძვრის ძლიერი ბიძგები ორივე ქვეყნის დასახლებულ პუნქტში იგრძნობოდა. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
PALITRA