Jump to content
Planeta.Ge

Blogs

არასამთავრობო ორგანიზაციები ჭიათურაში მაღაროელების საპროტესტო აქციების შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები ჭიათურაში მაღაროელების მიერ გამართული საპროტესტო აქციების შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. უფლებადამცველები მიმართავენ შრომის ინსპექციის სამსახურს, დაუყოვნებლივ ჩაერთონ პროცესში, ადგილზე შეისწავლონ სიტუაცია და დანიშნონ სამინისტროს მედიატორი, შრომის პირობებზე საქმიანი დიალოგისა და სამართლიანი მედიაციის პროცესის დაწყების მიზნით, ასევე მიმართავენ სახალხო დამცველს, რომ პირნათლად შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა, ჩავიდეს ჭიათურაში და ადგილზე გაეცნოს მაღაროელებ

მამუკა მდინარაძე - თუ ევროკომისია წლის ბოლომდე მოხსნის დეოლიგარქიზაციის საკითხს, გვექნება შესაძლებლობა, კანონი არ ავამოქმედოთ - სხვა შემთხვევაში „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონს 2024 წლის 1-ელი მარტიდან ავამოქმედებთ

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, უმრავლესობის სხდომაზე დეოლიგაქციზაციის კანონი და ვენეციის კომისიის დასკვნა განიხილეს. მამუკა მდინარაძის განცხადებით, ევროკომისიისა და ვენეციის კომისიის პოზიციები ერთმანეთს არ ემთხვევა. მისივე თქმით, რადგან ვენეციის კომისიის დასკვნაში იყო მინიშნება პერსონალიზაციის საკითხთან დაკავშირებით, დეოლიგაქიზაციის შესახებ კანონის ამოქმედების ვადად ჩაიწერება 1-ელი მარტი, მაგრამ თუ ვენეციის კომისია წლის ბოლომდე მოხსნ

ევროკავშირის შვიდი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოდის ინიციატივით, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებისას კვალიფიციური უმრავლესობის პრინციპი გამოიყენონ

ევროკავშირის შვიდი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი მოუწოდებს ორგანიზაციას, უარი თქვას ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში ერთსულოვნობის პრინციპზე და უფრო ფართოდ გამოიყენოს კენჭისყრა კვალიფიციური უმრავლესობით. საერთო პოზიციით გამოვიდნენ გერმანიის, ბელგიის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, რუმინეთის, სლოვენიის და ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრები. განცხადებაში მინისტრები აღნიშნავენ, რომ ისინი არ გამოდიან წინადადებით ევროკავშირის ხელ

ვისაც სურს, იყოს დონორი ან სუროგატი, უნდა მოქმედებდეს უანგარობის პრინციპით - მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რომ კანონით დარეგულირდება სუროგაციის შემთხვევაში უანგარობის პრინციპი. ჟურნალისტის შენიშვნაზე, რომ ქართველი ქალები სუროგატი დედები სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ხდებიან, მინისტრმა განაცხადა: მთავრობა ინიციატივას გამოთქვამს, რომ სუროგაციის რეგულირება გამკაცრდეს. ღარიბაშვილის თქმით, სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვები უცხოეთის მოქალაქეებს გაჰყავთ, მათ შორის, „შეიძლება ერთსქესიან წყვილებს“. ამიტომ მისივე თქმით, მუშავდება კანო

„არ გვიშვებენ სახლებში" - რა ხდება აბასთუმნის ობსერვატორიის ტერიტორიაზე

აბასთუმნის ობსერვატორიაში დასაქმებული ადამიანების ოჯახის წევრები და ახლობლები ობსერვატორიის ტერიტორიაზე სახლებში შესვლას მოითხოვენ. მათი თქმით, სამეცნიერო სივრცის დირექტორმა მათ განუმარტა, რომ სახლებში შესასვლელად ნებართვა სჭირდებათ, რომლის მისაღებად ობსერვატორიის ხელმძღვანელს წინასწარ უნდა მიმართონ. ამ პრობლემის წინაშე 22 ოჯახი დგას. მათივე თქმით, სახლში დარჩენის უფლება არ აქვთ. როგორც ობსერვატორიაში ამბობენ, მიზეზი 10 მაისს მიღებული გადაწყვეტილებაა, რის საფუძველზეც მეცნიერ-მკვლევრების ახლ

უკრაინას „პატრიოტის“ სისტემის კიდევ ხუთ ერთეულს გადასცემენ

საჰაერო თავდაცვის სისტემა „პატრიოტის“ მწარმოებელი კომპანია „რეითეონ ტექნოლოჯის“ აპირებს, სისტემის წარმოება წელიწადში 12 ერთეულამდე გაზარდოს. გარდა ამისა, „უოლ სტრიტ ჯორნალის“ ცნობით, კომპანიის ხელმძღვანელმა გრეგ ჰაისმა თქვა, რომ 2024 წლის ბოლოსთვის ხუთი ერთეული „პატრიოტი“ უკრაინას გადაეცემა. ჰაისის თქმით, კომპანიაში ძალიან გაუკვირდათ „პატრიოტის“ ეფექტურობა, რომელიც სხვა სისტემებთან ერთად ანადგურებს უკრაინის საჰაერო საფრთხეების 90%-ს. მისივე განცხადებით, უკრაინელებმა შეცვალეს სისტე

ჯანდაცვის კანონში სადავო ცვლილებებს დაჩქარებულად აღარ განიხილავენ

პარლამენტი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს დაჩქარებული წესით აღარ განიხილავს. ამის შესახებ დღეს, 12 ივნისს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა კომიტეტზე კანონპროექტის განხილვისას კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. კანონპროექტით ჯანდაცვის სამინისტროს მაკონტროლებელი ფუნქციები ეზრდება.  მთავრობა მისი დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვდა. საკანონმდებლო ცვლილებებს სფეროს წარმომადგენლები და ოპოზიციის წევრები რეპრესიულად აფასებენ.  საქართველოს

ბენ ჰოჯესი: უკრაინის კონტრიერიში ნამდვილად დაიწყო, მთავარი შეტევა – არა

მთავარი უკრაინული შეტევა, რომელიც კონტრიერიშის შედეგს განსაზღვრავს, ჯერ არ დაწყებულა, აცხადებს ამერიკელი გენერალი ბენ ჰოჯესი. ანალიტიკური „ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის“ [CEPA] ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში იგი ასახელებს იმ პირობებსაც, რომლებიც გვაჩვენებს მთავარი შეტევის დაწყებას. „ნეტგაზეთი“ სტატიის თარგმანს გთავაზობთ. სოციალურ ქსელებში ვრცელდება სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინაში ტანკებისა და აფეთქებების კადრები. ყველაფერი იმას მიანიშნებს, რომ უკრაინის კონტრიერიში, რომელ

„მარტვილი საქართველოსთვის“ მიმართვა მარტვილის მუნიციპალიტეტის მერს, მარტვილის მუნიციპალიტეტის სალხინოს ადმინისტარციულ ერთეულში მდებარე დადიანების საზაფხულო რეზიდენციაში კოლხური ბზის მასობრივ ხმობასთან დაკავშირებით

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „მარტვილი საქართველოსთვის“ მიმართვა მარტვილის მუნიციპალიტეტის მერს, მარტვილის მუნიციპალიტეტის სალხინოს ადმინისტარციულ ერთეულში მდებარე დადიანების საზაფხულო რეზიდენციაში კოლხური ბზის  მასობრივ ხმობასთან დაკავშირებით, რაც იწვევს აღნიშნული მწვანე ნარგავების განადგურებას და სალხინოს გარემოსდაცვითი მდგომარეობის გაუარესებას.     აღსანიშნავია, რომ სალხინოს დადიანების სასახლეს, რომელიც მდებარეობს მარტვილის მუნიციპალიტეტში და წარმოადგენს ადგილობრივი ღირსშეს

ბექა ლილუაშვილი - ჯანდაცვის კომიტეტზე დღეს განიხილება კანონის პროექტი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო რამის გაუმჯობესებასთან, ეს ღარიბაშვილის ხუშტური და პირდაპირი დაქვემდებარების მექანიზმია

ჯანდაცვის კომიტეტზე დღეს განიხილება კანონის პროექტი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო რამის გაუმჯობესებასთან, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წევრი და დეპუტატი ბექა ლილუაშვილი წერს. მისი თქმით, სახელმწიფო ინსტიტუტების სრული დაქვემდებარების შემდეგ - ჯერი კერძო სექტორზეა.  " 1. დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს ინიციატორი, არადა არანაირი საფუძველი მათი მხრიდან ახსნილი არ არის.  2. განმარტებით ბარათშივე წერია,

ანა ბუჩუკური - მე-6 დღეა ჭიათურაში მაღაროელები გაფიცულები არიან და ითხოვენ ღირსეულ შრომით პირობებს, გვერდით დავუდგეთ ამ ადამიანებს, ვისაც როგორ შეგვიძლია

ანა ბუჩუკური: მე-6 დღეა ჭიათურაში მაღაროელები გაფიცულები არიან და ითხოვენ ღირსეულ შრომით პირობებს. დღეს მერს მივმართავ, ხვალ პარლამენტის ტრიბუნის დროს დავუთმობ ამ თემას. თუმცა მხოლოდ ეს საკმარისი არ და ვერ იქნება. გვერდით დავუდგეთ ამ ადამიანებს, ვისაც როგორ შეგვიძლია!

ხერსონის გუბერნატორი - კახოვკას კაშხლის განადგურების შედეგად მდინარე დნიპროს მიმდებარედ წყალი 64 სანტიმეტრით შემცირდა - დატბორილი რჩება თითქმის 50 დასახლება

კახოვკას კაშხლის განადგურების შედეგად მდინარე დნიპროს მიმდებარე ტერიტორიებზე წყალდიდობის ზონაში წყლის დონე კლებას განაგრძობს, - ამის შესახებ ხერსონის ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრ პროკუდინმა განაცხადა. მისი თქმით, მდინარის უკრაინის მიერ კონტროლირებად დასავლეთ სანაპიროზე წყალი 64 სანტიმეტრით შემცირდა, მაგრამ ამ დროისთვის, დატბორილი რჩება თითქმის 50 დასახლება - 32 უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და 14 - რუსეთის მიერ ოკუპირებულ აღმოსავლეთ სანაპიროზე. პროკუდინის თქმით, დნიპროს დასა

ირაკლი ზარქუა - „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონის პროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაიძლევა - არავის მივცემთ საფუძველს, რომ ეროვნულ ბანკზე გაილაშქროს!

"ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონის პროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაიძლევა - არავის მივცემთ საფუძველს, რომ ეროვნულ ბანკზე გაილაშქროს! - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა. ზარქუას შეფასებით, პრეზიდენტის მხრიდან სიჯიუტეს ან სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ არაჯანსაღ მიდგომას აქვს ადგილი. „ეროვნული ბანკი“ არის მყარი სახელმწიფო ორგანიზაცია, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობაზე. „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონის პროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ

რა საფუძვლით გამოცხადდა კინოცენტრში რეორგანიზაცია - ბრძანება

11 ივნისს ცნობილი გახდა, რომ კულტურის სამინისტრომ კინოცენტრში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი კობა ხუბუნაია დანიშნა, რომელმაც კონოცენტრის დირექტორის მოადგილის ორი პოსტი გააუქმა და ცენტრში რეორგანიზაცია გამოაცხადა. „პუბლიკამ” რეორგანიზაციის შესახებ ბრძანება მოიპოვა. ბრძანებაში ვკითხულობთ:

როგორ აირჩევა და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს აკადემიკოსი - კანონი

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საქმიანობას არეგულირებს შესაბამისი კანონი. კანონი ასევე განსაზღვრავს საპატიო აკადემიკოსის, უცხოელი წევრის, სტიპენდიატის და წევრ-კორესპონდენტის არჩევის წესსაც. შეგახსნებთ, რომ მთავარი არხის ჟურნალისტმა, ბექა ყორშიამ, ჩაატარა ექსპერიმენტი. იგი მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს, როინ მეტრეველს, ტელეფონით დაუკავშირდა და გაეცნო, როგორც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აპარატის მრჩეველი. მან როინ მეტრეველს პრემიერის აკადემიკოსად არჩევა ს

როგორ მიდის უკრაინის კონტრიერიში

უკრაინული მხარე კონტრიერიშის დაწყების შემდეგ პირველი წარმატებების შესახებ იუწყება. „უნიანისა“ და „ომის კვლევის ინსტიტუტის“ [ISW] ცნობით, დონეცკის ოლქში გაათავისუფლეს შემდეგი დასახლებული პუნქტები: ბლაჰოდატნე; მაკარივკა; ნესკუჩნოე; ველიკა ნოვოსილკა; სტოროჟევოე; ნოვოდარივკა. გარდა ამისა, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის ცნობით, უკრაინელებმა სამხრეთით 300-1500 მეტრით წაიწიეს წინ. ანალიტიკოსი

„ბოლო წლებში მედიის მდგომარეობა გაუარესდა“ — ევროსაბჭოს რეკომენდაციები

ევროპის საბჭომ, საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის თხოვნის საფუძველზე, მოამზადა კვლევა „ჟურნალისტების დაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობისა და პრაქტიკის მიმოხილვა“. მიმოხილვა მოამზადა და წარადგინა ევროპის საბჭოს ექსპერტმა პიტერ ნორლანდერმა. დოკუმენტი აანალიზებს საქართველოს სამართლებრივ ჩარჩოსა და პრაქტიკის შესაბამისობას ევროპის საბჭოს სტანდარტებთან და მიმოიხილავს შემდეგ საკითხებს: ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და დევნის შემთხვევათა გამოძიება;

რასაც ეგ @@@ ყორშია აკეთებს, აკრძალული მეთოდია - შალვა რამიშვილი

,,რასაც ეგ @@@ ყორშია აკეთებს, აკრძალული მეთოდია" – ასე ეხმაურება ტელეკომპანია POSTV-ის დირექტორი შალვა რამიშვილი ბექა ყორშიას სიუჟეტს როინ მეტრეველის შესახებ, რომელიც ,,მთავარი არხის“ ეტრში გავიდა. ,,როცა აკრ. გარეშეს ვაკეთებდი, ჩემი სამიზნე სასტიკი რეჟიმი იყო და მე მას დავცინოდი. ამ კაციჭამიების წინააღმდეგ მართლა ყველაფრის ჩადენის უფლება მქონდა, მაგრამ არასოდეს გამიკეთებია ის, რასაც ეს @@@ კუტა ბიჭი აკეთებს. გარანტია აქვს, რომ თავს არ გაუხევს არავინ. და ეს კარგია... გარანტია რომ აქვს!

იტალიის ყოფილი პრემიერმინისტრი სილვიო ბერლუსკონი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა

86 წლის ასაკში გარდაიცვალა იტალიის ყოფილი პრემიერმინისტრი, სილვიო ბერლუსკონი იტალიური მედიის ცნობით, ბერლუსკონიმ მილანში, სან რაფაელეს კლინიკაში თვეზე მეტი გაატარა. ის 5 აპრილის შემდეგ ჰოსპიტალიზებული იყო, 16 აპრილს კი ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს. ბერლუსკონის ქრონიკული ლეიკემიისგან გამოწვეული ფილტვის ინფექცია დაუდგინდა. იტალიის ყოფილ პრემიერს, ბოლო წლებში, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა, რომელიც COVID-19 - ისას, 2020 წელს განსაკუთრებით გაუმწვავდა. ის წლ

,,ზუსტად 10 წუთის წინ სულ შემთხვევით გადავრჩი სიკვდილს" - მოქალაქის თქმით, მის კორპუსში იარაღიდან უმისამართოდ ისროლეს

თბილისელი თათია ჩაფიჩაძე სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, სადაც ყვება, თუ როგორ გადაურჩნენ ის და ბავშვი ბრმად ნასროლ ტყვიას. ,,ზუსტად 10 წუთის წინ სულ შემთხვევით გადავრჩი სიკვდილს. საკუთარ ვერანდაზე ზემოთა სართულიდან ვიღაცამ იარაღი ისროლა. ზუსტად 1წთით ადრე ავდექი ტელეფონის გამოსატანად, სანამ მოვბრუნდი ხმა გავიგე და ასეთი ამბავი დამხვდა. ტყვიის ანასხლერი მოხვდა ბავშვს და საბედნიეროდ მხოლოდ მცირედი დაბეჟილობა აქვს ფეხზე! ამ ქვეყანაში ცხოვრება საკუთარ სახლშიც კი საშიშია!!!!!!!

გარდაიცვალა გოგონა, რომელიც ბათუმში, მაღალსართულიანი კორპუსიდან გადმოვარდა

ბათუმში მაღალსართულიანი კორპუსიდან 15 წლის გოგონა გუშინ, 11 ივნისს გადმოვარდა. ის მრავლობითი დაზიანებით ერთ-ერთ ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ სამწუხაროდ, მოზარდის გადარჩენა ვერ მოხერხდა. დაშავებული გოგონა დღეს, 12 ივნისს გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

რუსეთის სამთავრობო დელეგაციამ სასტუმროთა გაერთიანება ,,ბიჭვინთა" მოინახულა

ოკუპირებულ აფხაზეთს 9 ივნისს ,,სამუშაო ვიზიტით“ რუსეთის ფედერაციის სამთავრობო დელეგაცია ეწვია, რომლის შემადგენლობაში არიან: რუსეთის ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ნოვაკი; რეგიონთაშორის და უცხო ქვეყნებთან კულტურული ურთიერთობის საკითხებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი იგორ მასლოვი; ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე დიმიტრი ვოლვაჩი; ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ევგენი გრაბჩაკი და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფედერალური სამსახურის დირექტორის მოადგილე მიხეილ ბაბიჩი.

კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა

ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა. თვის დასაწყისში კვარაცხელია იტალიის სერია A-მ წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. პუბლიკა
×
×
  • შექმენი...