უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აღდგომის წინა კვირის არცერთი საათი გასულა რუსული ტერორის გარეშე.
უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიურ მიმართვაში სლავიანსკზე რუსეთის ძალების მიერ მიტანილ იერიშზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოროტების სახელმწიფოზე გამარჯვება არის უკრაინის ვალდებულება კაცობრიობის წინაშე.
„მთავარია ოკუპანტების მუდმივი განადგურება, მათი ლოგისტიკისა და ნებისმიერი პოტენციალის განადგურება ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ეს არის ჩვენი აქტიური ნაბიჯების მომზადება, ეს
29 აპრილის შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებამდე ზუსტად ორი კვირა რჩება და საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს აქტიურ მუშაობას იმისათვის, რომ არჩევნები მაღალ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა, 29 აპრილის არჩევნები განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან წელს ელექტრონული ტექნოლოგიები ფართო მასშტაბით პირველად იქნება გამოყენებული და საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ამომრჩევლებს, აქტიურად ჩაერთონ პროცეს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს სპორტსმენებს, ასევე კომპანიებს – „იანდექსსა“ და „რამბლერს“ სანქციები დაუწესა.
უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების განკარგულებას ხელი მოაწერა.
პრეზიდენტის განკარგულებით, სანქციები დაუწესდათ რუს სპორტსმენებს, ასევე ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. კერძოდ, პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ერთ-ერთი განკარგულებით, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, სანქციები დაუწესდა 87 ფიზიკუ
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელის გიორგი წერეთლის განცხადებით, დღეს დილის 7:00 საათიდან რიკოთის უღელტეხილზე მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა აღდგა.
მისივე თქმით, დაწესებული შეზღუდვები კვლავ მოქმედებს და 19:00 საათის შემდეგ მსუბუქი ავტომობილები მოძრაობას გომი-საჩხერე-ჭიათურის გზაზე გააგრძელებენ.
როგორც გიორგი წერეთელმა აღნიშნა, მოძრაობა რიკოთზე დატვირთულია, რაც აღდგომის დღესასწაულისთვის დამახასიათებელია.
„დღეს დილის 7:00 საათიდან უკვე მსუბუქი სატრანსპორტო სა
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე 15:50 საათზე შევიდა, რის შემდეგაც საფლავი დაიხურა. ზეციური ცეცხლი საფლავზე თბილისის დროით 15:54 საათზე გადმოვიდა.
წმინდა ცეცხლის გადმოსვლისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს
,,პრაიმ ჰაუსელები" მოხუცებულთა სახლს ესტრუმნენ.
ეს იყო შეხვედრა, რომელსაც უცრემლოდ არ ჩაუვლია. მაყურებელმა დღეს პროექტის მონაწილეები სულ სხვა კუთხით დაინახა. ემოციებით ატირებული ახალგაზრდებისა და მოხუცების სიხარულის ცრემლები გაერთიანდა.
ნახეთ, ,,პრაიმ ჰაუსის" ყველაზე ემოციური ვიდეო:
prime time
აღდგომის ღამეს, მოქალაქეთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მეტრო დილის 04:00 საათამდე იმუშავებს. ამავე ღამეს, 23:00 საათიდან დამატებითი დროის განმავლობაში მეტრო მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.
ამასთან, 16 და 17 აპრილს დაწესდება ავტობუსის დროებითი მარშრუტები, რომლებიც 08:00-დან 20:00 საათამდე იმოძრავებენ მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით.
აღნიშნულ მარშრუტებზე მოძრავი ავტობუსები მგზავრებს მოემს
უკრაინა ნატო-ს მომდევნო სამიტზე ალიანსში გაწევრიანებისკენ მიმართულ რეალურ ნაბიჯებს ელოდება, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ჟურნალისტთან საუბრისას განაცხადა.
„თუ მოკავშირეები ვილნიუსში, ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე უბრალოდ 130-ედ დაადასტურებენ ღია კარის პოლიტიკას, მაშინ უკრაინისთვის ეს სამიტის მიუღებელი შედეგი იქნება. თუ ისინი შეეცდებიან ვილნიუსში შემოგვთავაზონ ნატო-სთან თანამშრომლების გასაღრმავებლად დადებითი წინადადებები, მაგრამ არცერთ ნაბიჯს არ გადადგამ
ვაშინგტონში გამართული ნაყოფიერი შეხვედრების შედეგად უკრაინამ პარტნიორების მხრიდან დამატებით 5 მილიარდი დოლარის დაფინანსების დაპირება მიიღო, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა მედიასთან ისაუბრა.
დახმარების ახალი დაპირებები უკრაინამ შვეიცარიის, დანიის, ესპანეთის, ირლანდიის, იაპონიის, ლატვიისა და ლიეტუვისგან მიიღო. ამას გარდა, უკრაინულმა მხარემ ამერიკულ კომპანია „ბოინგთან“ მიაღწია შეთანხმებას უკრაინული კომპანიებისთვის 200 მილიონი დოლარის დავალიანების ჩამოწერის შესახებ.
უკრაინის კანონიერი ადგილი ნატოშია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე სხდომის შემდეგ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„ჩავატარე სხდომა ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, უკრაინისა და ნატო-ს პოტენციალების გაერთიანების გარდაუვალობის შესახებ. არსებითი სხდომა იყო - [ესწრებოდნენ] უმაღლესი რადას თავმჯდომარე, მთავრობის წევრები, საგარეო საქმეთა მინისტრი, პრეზიდენტის ოფისის საგარეო პოლიტიკური ბლოკი, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი,” - განაცხადა ზელენს
მუსიკოსმა სოსო პავლიაშვილმა იმღერა სტავროპოლის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც უკრაინაში, ომში დაჭრილი რუსი სამხედროებიც მკურნალობენ.
სტავროპოლის ჰოსპიტლის გახსნიდან 80 წელი შესრულდა, სწორედ ამას მიეძღვნა, რუსული მედიის მიხედვით, ღონისძიება, რომელშიც პავლიაშვილიც მონაწილეობდა.
არტისტმა რამდენიმე ჰიტი შეასრულა და გამოელაპარაკა სპეციალური სამხედრო ოპერაციის (რუსეთში ასე უწოდებენ უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას) მონაწილეებს. ასევე ფოტოები გადაიღო მათთან. მებრძოლებმა მისი მიმართვები ტელეფ
ვნუკოვოს აეროპორტის ოფიციალურ ვებგვერდზე ჯერ გამოქვეყნდა ცნობა, რომ 18 აპრილიდან მოსკოვიდან თბილისში პირდაპირი რეისებით იქნება ფრენა შესაძლებელი, შემდეგ კი წაიშალა.
“ვნუკოვოს” აეროპორტის ვებგვერდზე მითითებული იყო, რომ პირდაპირ ფრენებს ჯორჯიან ეარვეისი შეასრულებს ყოველდღიურ რეჟიმში.
თუმცა ამ ავიაკომპანიის ვებგვერდზე მსგავსი ინფორმაცია არ იყო განთავსებული.
ბილეთის დაჯავშნის საშუალებას არც ვნუკოვოს აეროპორტის ვებგვერდი გაძლევდა.
BM.GE-სთან საუბარიში ჯორჯიან ე
ავიაკომპანია Wizz Air ბოდიშს იხდის საბორტო ჟურნალში აფხაზეთის ცალკე სახელმწიფოდ მოხსენიების გამო.
კომპანიის განცხადებით, ჟურნალის ონლაინ ვერსიაში შეცდომა უკვე გასწორებულია და მიმდინარეობს მუშაობა ბეჭდურ ვერსიაში ცვლილებების განსახორციელებლად.
“გვინდა ბოდიში მოვიხადოთ აპრილ-მაისის საბორტო ჟურნალში გაპარული სამწუხარო შეცდომის გამო და გითხრათ რომ ჟურნალის ონლაინ ვერსიაში შეცდომა უკვე გასწორებულია. მიმდინარეობს მუშაობა ბეჭდურ ვერსიაში ცვლილებების განსახორციელებლად. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნ
საქართველოში პროტესტი სრულიად ნათელი, გასაგები კანონპროექტის წინააღმდეგ იყო, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უზბეკეთში ვიზიტის დროს ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
„ის, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს დასავლეთს ამა თუ იმ ხელმძღვანელობისადმი, ნათლად გამოჩნდა, როდესაც მოლდოვაში პრეზიდენტისა და მთავრობის პროდასავლური კურსის წინააღმდეგ იყო პროტესტები, ეკონომიკის განვითარების ინტერესების იგნორირების წინააღმდეგ პროტესტები. დასავლეთმა ეს ლამის როგორც კანონიერი ხელ
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თქმით, დასავლეთი საქართველოსა და მოლდოვაში „მეორე ფრონტის” გახსნას ცდილობს. ამის შესახებ მან უზბეკეთში ვიზიტის დროს ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთი საკუთარ სამხედრო-პოლიტიკურ და დიპლომატიურ გეგმებში ითვალისწინებს დასავლეთის მცდელობებს გახსნას “მეორე ფრონტი” საქართველოსა და მოლდოვაში, ასევე პოლონეთში ბელარუსის საზღვართან მდებარე სამხედრო კონტინგენტს.
„ამ ფაქტორების ერთიანობა არავის არ აძლევს მოსვენების უფლებას, ჩვენ
საფრანგეთის საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის საპენსიო რეფორმას მხარი დაუჭირა.
რეფორმა, რომელიც მაკრონმა პარლამენტის გვერდის ავლით გასულ თვეს დაამტკიცა, საპენსიო ასაკის 62-დან 64 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს.
ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილებით, კანონპროექტის ზოგიერთ მუხლს აქვს სამართლებრივი ხარვეზები. სადავო საპენსიო რეფორმის გამო, საფრანგეთში იანვრიდან მასობრივი საპროტესტო გამოსვლები იმართება.
მთავრობის განცხადებით, ინიცირებული ცვლილებები
პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გასაჯაროებაში ეჭვმიტანილ ეროვნული გვარდიის საჰაერო ძალების წევრს, ჯეკ ტეიშეირას ოფიციალურად წაუყენეს ბრალი. ის ბოსტონში ფედერალური სასამართლოს წინაშე წარდგა.
მედიის ინფორმაციით, ტეიშეირას ბრალი წაუყენეს ეროვნული თავდაცვის შესახებ საიდუმლო ინფორმაციის უკანონო მოპოვებაში, შენახვასა და გადაცემაში.
21 წლის ჯეკ ტეიშეირა გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ დაიტონში დააკავეს. ის ეროვნული გვარდიის ს
ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ არ ადასტურებს ინფორმაციას მოსკოვის მიმართულებით რეგულარული ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „ჯორჯიან ეარვეისი“ ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მსგავსი დაუდასტურებელი ინფორმაცია აქამდეც გავრცელებულა.
„მსგავსი ცრუ, დაუდასტურებელი ინფორმაცია აქამდეც არაერთხელ გავრცელებულა. ავიაკომპანიას არ გაუკეთებია განაცხადი აღნიშნულ რეისებთან დაკავშირებით“, – ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.
ყველა დამოუკიდებელი ერის ადგილი ნატო-შია, საქართველოდან მოლდოვამდე, უკრაინიდან ბოსნიამდე და ნებისმიერი სხვა დემოკრატიის ევროპაში, თუ აირჩევთ იყოთ ევროატლანტიკური ალიანსის ოჯახის წევრი, ეს ოცნება ახდება, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, ჯოანა მირჩამ ბუქარესტში, ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის შავი ზღვის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ჯოანა მირჩამ აღნიშნა, შავი ზღვის რეგიონი თითქმის 10 წელია რუსეთის აგრესიის სამიზნეა, რაც მისი თქმით, ზე
გაერო-ში დაცული „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერის ხილვისას ნათლად ჩანს, რომ ქართველი ხალხისთვის ენა „ღვთაებრივი საუნჯეა, - ამის შესახებ დედაენის დღესთან დაკავშირებით საქართველოში ამერიკის საელჩოს მილოცვაშია აღნიშნული.
„გაეროში დაცული „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერის ხილვისას ნათლად ჩანს, რომ ქართველი ხალხისთვის ენა „ღვთაებრივი საუნჯეა“.
45 წლის წინ თქვენ არა მხოლოდ საბჭოთა რეჟიმს, არამედ მთელ მსოფლიოს დაანახეთ, რომ სიამაყეს, რომლითაც ქართული ენის სიყვარულს დაატარებთ, ვერავინ წაგართმევთ.
გილო
მესამე წელია, საქართველოში აშშ-ის ელჩის პოზიციას კელი დეგნანი იკავებს. მას ვადა მალე ეწურება, თუმცა სწორედ მის ელჩობას დაემთხვა აშშ-ის გადაწყვეტილება, რომელიც უკანასკნელ დღეებში ერთ-ერთი მთავარი თემაა როგორც ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის, ისე მედიისთვის: სახელმწიფო დეპარტამენტმა 4 ქართველი მოსამართლე დაასანქცირა.
12 აპრილს ჩაწერილი ინტერვიუს დიდი ნაწილიც სწორედ სანქციებსა და ქართულ მართლმსაჯულებას ეხება, თუმცა “ნეტგაზეთმა” ელჩს არაერთი კითხვა დაუსვა სხვა პროცესებზეც, მათ შორის, მმართველი
ამასობაში, ტელეგრამის რუსულ არხებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მხარეთა (როგორც ჩანს მოლაპარაკებები "წარმატებით" დაასრულეს ჩვენებმა) შეთანხმების საფუძველზე, რუსეთ- საქართველოს შორის, პირდაპირი ფრენები აღდგა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში, პარტია "საქართველოსთვის" წევრი და დეპუტატი ბექა ლილუაშვილი წერს.
როგორც ბექა ლილუაშვილი აღნიშნავს, პირველი ფრენა 18 აპრილს განხორციელდება.
2023 წლის 1-ელ კვარტალში საქართველოში რუსეთიდან ვიზიტორების რიცხვი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.6-ჯერ გაიზარდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, გასულ 3 თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთიდან საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 257.7%-ით არის გაზრდილი.
უფრო კონკრეტულად, 2023 წლის 1-ელ კვარტალში რუსეთიდან საქართველოს 256 787 ვიზიტორი ეწვია, მაშინ როცა 2022 წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 71 793 იყო.
აღსანიშნავია ისიც, რომ