Jump to content
Planeta.Ge

Blogs

Imagine Dragons თბილისში კონცერტს გამართავს

ამერიკული როკჯგუფი Imagine Dragons 31 აგვისტოს თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე კონცერტს გამართავს. გარდა ამისა,უცხოელი შემსრულებლების კონცერტები აგვისტოში კიდევ რამდენიმე ლოკაციაზე, მათ შორის „ბლექ სი არენაზეც“ იგეგმება. კერძოდ, თავად "ბლექ სი არენას" ინფორმაციით, აგვისტოში კონცერტები შემდეგი გრაფიკით ჩატარდება: NILE RODGERS & CHIC - 5 აგვისტო (Black Sea Arena) FKJ - 6 აგვისტო (Black Sea Arena) Damian Lazarus - 10 აგვისტო (The Social Space) THE KILLERS - 15 აგ

„მაივეი ეარლაინსის“ გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ ავიაკომპანიის 13 თანამშრომელი ამ დრომდე სუდანში რჩება

16 აპრილის შემდეგ პირველი ღამე იყო, როცა მშვიდად ეძინათ ჩვენს თანამშრომლებს, იქიდან გამომდინარე, რომ ფაქტობრივად შეწყვეტილია მოკლევადიან პერიოდში სროლები, – ამის შესახებ ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსის“ გენერალურმა, დირექტორმა, რატი ბაკურაძემ განაცხადა. ბაკურაძის თქმით, ამ დროისთვის ავიაკომპანიის თანამშრომლებს საკვების მარაგი აქვთ. „ერთადერთ პრობლემად რჩება, რომ ელექტროენერგია არ მიეწოდებათ, არ არის დიზელის მიწოდება, რადგან ჩახერგილია გზები და რისკი იყო გადაადგილება. პარტნიორებთა

ზაზა თავაძე - რაც ჩვენ ბოლო დღეებში ვიხილეთ, ეს არის სრული ავტოკრატიის გაფორმება პარლამენტში

ის, რაც ჩვენ ბოლო დღეებში ვიხილეთ, ეს არის სრული ავტოკრატიის გაფორმება საქართველოს პარლამენტში - ოპოზიციამ პერმანენტულად უნდა აჩვენოს ერთიანობა, იმიტომ, რომ ოლიგარქი შეშინებულია. როგორც იტყვიან მეფე შიშველია, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, პარტია "საქართველოსთვის" წევრმა, ზაზა თავაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა ბოლო რესურსი გამოიყენა იმისთვის, რომ იმ "კორუფციულ სინდიკატს გა

რიკოთზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებულთა ნაწილი გაიფიცა

რიკოთზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებულთა ნაწილი მეორე დღეა გაფიცულია. ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული მძღოლები დაბალ ხელფასს და არასათანადო სამუშაო პირობებს აპროტესტებენ. მათი განცხადებით, მინიმალურ ანაზღაურებაზე მუშაობენ და არ არის დაცული უსაფრთხოება. „ჩინეთის სამშენებლო კორპორაციის“ მძღოლები გუშინ გაიფიცნენ. მათი თქმით, გაფიცვას მოთხოვნების შესრულებამდე არ შეწყვეტენ. კომპანიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ კომენტარს მოთხოვნების გაცნობამდე ვერ გააკეთებენ. gur

ევროკავშირის წარმომადგენლობა და ევროპის საბჭო საქართველოში ახალ პროექტებს იწყებენ

ევროკავშირის წარმომადგენლობა და ევროპის საბჭო საქართველოში 2023-2027 წლებში განსახორციელებელ ახალ პროექტებს იწყებენ. როგორც აღინიშნა, ოთხი ახალი პროექტი „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ მესამე ეტაპის ფარგლებში განხორციელდება, რომლის ბიუჯეტი 3 მილიონ ევროს შეადგენს. ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, ახალი პროექტები პროგრამის წინა ეტაპების შედეგების საფუძველზეა შემუშავებული და მისი მიზანია, დაეხმაროს ხელისუფლებას მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის გაძლიერებასა და სასამართ

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მორიგი სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ ერთხმად ცნო დასაშვებად

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს საჩივარი საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ ერთხმად დასაშვებად ცნო. გადაწყვეტილება საბოლოოა და შემდგომ ეტაპზე მას გადაწყვეტილება მოჰყვება. საქმე ეხება საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიასა და საქართველოს რეგიონებს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზებს გასწვრივ ადამიანის უფლებების მდგომარეობის სავარაუდო გაუარესებას. სარჩელი საქართველოს ხელისუფლებამ სტრასბურგის სასამართლოში 2018 წლის 22 აგვის

იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი დღეს დილით კიევის ცენტრში, „მიხაილოვსკაიას მოედანზე“ მდებარე მემორიალთან მივიდა და დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო. მედიის ცნობით, ნატო-ს გენერალური მდივანი უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებს გამართავს. თუმცა, ვიზიტის დეტალური გეგმა ამ დროისთვის უცნობია. იენს სტოლტენბერგის უკრაინა

ანა ბუჩუკური - ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ბევრი აქვს დასამალი

სასამართლოსთან დაკავშირებულ საგამოძიებო კომისიას, როგორც ჩანს, დღის სინათლე არ უწერია, მაგრამ ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ბევრი აქვს დასამალი, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა. მისივე თქმით, ის, რასაც უმრავლესობა ორი დღის განმავლობაში აკეთებდა, არაკონსტიტუციურია. „ამ კომისიას როგორც ჩანს, დღის სინათლე არ უწერია. ამას ადასტურებს ღიად „ქართული ოცნება“, მაგრამ კომისია რომ შეიქმნას, შეიძლება იმაზე უკეთესი მტკიცებულება ვერ დავდოთ მაგიდაზე, ვ

აშშ-მა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა

შეერთებულმა შტატებმა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის დახმარების ახალი, 325 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტი გამოაცხადა. დახმარების პაკეტი მოიცავს HIMARS-ის საბრძოლო მასალებს, 155 მმ და 105 მმ-იან საარტილერიო ჭურვებს, TOW-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო მართვად რაკეტებს, АТ-4 ტიპის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებს, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებს, 9 მილიონზე მეტ ვაზნას, ლოგისტიკური მხარდაჭერის 4 მანქანას, მაღალი სიზუსტის საავიაციო საბრძოლო მასალებს. ამასთან, დახმარების ახალი პაკეტის ფარგლებშ

პარლამენტში დღეს ოთარ შამუგიას მოუსმენენ

20 აპრილს პლენარულ სხდომაზე პარლამენტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ოთარ შამუგიას მოუსმენს. ოთარ შამუგია პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მივა. მოხსენების შემდეგ მინისტრი დეპუტატების კითხვებს უპასუხებს. "მინისტრის საათი" საპარლამენტო კონტროლის მექანიზმია, რომელიც წელიწადში ერთხელ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მინისტრების ანგარიშით გამოსვლას გულისხმობ

წერეთლის გამზირისა და შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის რეაბილიტაცია დაიწყო - საავტომობილო გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდა

დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირისა და შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის რეაბილიტაცია დაიწყო. დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, წუხელ, 23:00 საათიდან წერეთლის გამზირზე საავტომობილო გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდა, კერძოდ, გამზირის ნაწილი ბარიერებით გაიმიჯნა. თბილისის მერიის ცნობით, მოძრაობა სავალი ნაწილის ორივე მხარეს მონაცვლეობით მოხდება აკაკი წერეთლის გამზირზე, გიორგი ცაბაძის ქუჩიდან შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის ჩათვლით. რეაბილიტაციის პერიოდში, ავტომობილებისა დ

გიორგი ამილახვარის განცხადებით, ოპოზიციის მიერ საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანია ის მიღწევები და რეფორმები დააზიანონ, რომელიც 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად ხორციელდება

მიზანი, რატომაც ოპოზიციას უნდა, ან უნდოდა ამ საგამოძიებო კომისიის შექმნა ისაა, რომ ის მიღწევები და რეფორმები დააზიანონ, რომელიც 12 - პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად ხორციელდება, მათ შორის, სასამართლო ხელისუფლების ნაწილში, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა ევროკომისიის 12 - პუნქტიანი გეგმის თითქმის ყველა პუნქტი უკვე შეასრულა, მათ შორის, სასამართლოსთან დაკავშირებული საკი

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე უზენაესმა სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებულთა საჩივრები და უცვლელად, ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო და მცხეთის რაიონული სასამართლოების გამამტყუნებელი განაჩენები. როგორც გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნული გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მსჯავრდებულებმა 2020 წლის 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთაში მდებარე აგარაკზე მომხდა

ზელენსკი: უკრაინის ცის დასაცავად უკვე გვაქვს სერიოზული იარაღი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთისგან დასაცავად კიდევ უფრო ძლიერ იარაღს ელოდება. გასულ ღამით, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას ზელენსკიმ თქვა, რომ ცის დასაცავად უკვე აქვთ ძალიან სერიოზული საჰაერო თავდაცვის სისტემები და სხვა იარაღი. „მაგრამ უნდა იყოს, და დარწმუნებული ვარ, იქნება კიდევ უფრო ძლიერი“, - განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ. 19 აპრილს, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა დაადასტურა, რომ გერმანიისგან მიიღეს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი Patriot-ი. რეზნიკოვის

უკრაინის გენშტაბის ცნობით, გასულ 24 საათში რუსეთის 21 დრონი გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 57 საავიაციო და 3 სარაკეტო დარტყმა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით 69-ჯერ დაცხრილეს თავდაცვის ძალების პოზიციები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. გენშტაბის ცნობით, მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში, დანგრეული და დაზიანებულია სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები. უკრაინის გენერალური შტაბის ი

ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულს 18 წლით პატიმრობა მიესაჯა

თელავის რაიონულმა სასამართლომ 18-წლიანი პატიმრობა შეუფარდა დამამძიმებელ გარემოებაში, მეუღლის განზრახ მკვლელობისა და შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის ბრალდებულს. ბრალდების მხარე აცხადებს, რომ აღნიშნულ განაჩენს, სასჯელის დამძიმების მიზნით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2022 წლის 9 ოქტომბერს თელავში ბრალდებულს ყოფილ მეუღლესთან სიტყვიერი დაპირის

პარლამენტის წევრის მიერ პლენარულ სხდომაზე რეგისტრაციის თვეში 4-ზე მეტ შემთხვევაში არგავლა, მის დასანქცირებას იწვევს

პარლამენტის წევრის მიერ პლენარულ სხდომაზე რეგისტრაციის არგავლა, მის დასანქცირებას იწვევს. რეგლამენტით გათვალისწინებული ეს პასუხისმგებლობა პარლამენტის წევრს კალენდარული თვის განმავლობაში ოთხზე მეტი რეგისტრაციის გაუვლელობის შემთხვევაში ეკისრება. დეპუტატი მხოლოდ იმ შემთხვევაში არ სანქცირდება თუ პოლიტიკური შეხედულებების გამო პარლამენტის სხდომას პოლიტიკურ ბოიკოტს უცხადებს. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, თუ პარლამენტის წევრი პლენარული სხდომის დღის განმავლობაში რომელიმე რეგისტრაციას არ გაივლის,

იენს სტოლტენბერგი - დასავლეთი არ დაღლილა უკრაინის დახმარებით, ევროპაში მის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციასთან დაკავშირებული პრობლემები გადაწყვეტადია

დასავლეთი არ დაღლილა უკრაინის დახმარებით, ევროპაში მის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციასთან დაკავშირებული პრობლემები გადაწყვეტადია. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. “საუბარია საკითხზე, რომელზეც, რა თქმა უნდა, უნდა ვიმუშაოთ, მაგრამ არ მჯერა, რომ ეს სურვილის უკმარისობის და უკრაინისადმი მხარდაჭერის არგაგრძელების სურვილის ნიშანია”, - განაცხადა სტოლტენბერგმა. მისი თქმით, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში უკრაინის მხარდაჭერის

"ჩემმა ღვიძლმა ძმამ "მახარამ" - ახალი ღვიძლი მახარა. 25-ში ერთნი ვხდებით" - დათო ევგენიძეს გიორგი მახარაშვილის ღვიძლს გადაუნერგავენ

"25-ში ერთნი გავხდებით" - წერს ფეისბუქზე გიორგი მახარაშვილი და კლინიკის წინ, დათო ევგენიძესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.  მუსიკოსები სტამბულში არიან, დათო ღვიძლის გადასანერგად ემზადება. როგორც სოციალურ ქსელში, მუსიკოსების სტატუსებიდან ვიტყობთ, გიორგი დათოს დონორია და უფროს კოლეგასა და შვილის ნათლიას, თავისი ღვიძლი უნდა გადაუნერგოს. დათოს და გიორგის გამამხნევებელ კომენტარებს უწერენ": "უდიდესი ისტორიის დასაწყისი. წარმატებები, ჯენტლემენებო" - ნინო ქათამაძე.  "

ვახუშტი მენაბდე - პროცედურული ომი არის ლეგიტიმური ინსტრუმენტი, რომელსაც დეპუტატები იყენებენ ხოლმე, ამ შემთხვევაში კი უკანონობასთან გვაქვს საქმე

პროცედურული ომი ლეგიტიმური ინსტრუმენტი, რომელსაც დეპუტატები იყენებენ ხოლმე, ამ შემთხვევაში უკანონობასთან გვაქვს საქმე - რეალურად კონსტიტუციის დარღვევას აქვს ადგილი! - ასე აფასებს კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი ვახუშტი მენაბდე მმართველი უმრავლესობის გადაწყვეტილებას, კენჭისყრის წინ რეგისტრაციის არგავლის გზით არ მისცეს ოპოზიციას დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესაძლებლობა. მენაბდის თქმით, ხელისუფლების ეს ნაბიჯი ფორმალურად პროცედურული ომია, თუმცა რეალურად კონსტიტუციის დარღვევაა.

რას წერს კობახიძე საგამოძიებო კომისიაზე მის სახელმძღვანელოში

ირაკლი კობახიძე, რომლის მოწოდებითაც „მოსამართლეების მიმართ სოლიდარობის“ ნიშნად საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციას უკვე მეორე დღეა საგამოძიებო კომისიის შექმნის შესაძლებლობას არ აძლევს, წარსულში მის მიერ დაწერილ სახელმძღვანელოში ოპოზიციის მიერ კომისიის შექმნის შესაძლებლობის მნიშვნელობაზე წერდა. კონსტიტუციური სამართლის სახელმძღვანელო, რომელიც ირაკლი კობახიძის ავტორობითაა მომზადებული, 2019 წელსაა გამოცემული და სამართლის სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი. კობახიძე სახელმძღვანელოში წერს, რ

დარჩიაშვილმა ჰერჩინსკის ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესის ანგარიში გადასცა

საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის ევროკომისიისთვის განკუთვნილი ანგარიში გადასცა, რომელიც გაფართოების პაკეტის ფარგლებში მომზადდა. სამინისტროს ცნობით, დოკუმენტი 35 თავს მოიცავს და მასში ასახულია ევროკავშირთან დაახლოების კუთხით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს მიერ განხორციელებული საკანონმდებლო, ინსტიტუციური და სხვა სახის აქტივობები და ამ კუთხით სახელმწიფოს მიერ მიღწეული პროგრესი.

არავითარ შეცდომას ადგილი არ აქვს, ჩავატარეთ ძალიან საფუძვლიანი მიმოხილვა - დეგნანი დასანქცირებულებზე

„ეს არის შესაძლებლობა საქართველოს ხელისუფლებისთვის, გამოიძიოს კორუფციის შესახებ ბრალდებები სასამართლო სისტემაში, რაც ფართოდ იყო ცნობილი წლების განმავლობაში – არავითარ შეცდომას ადგილი არ აქვს, ამერიკის შეერთებული შტატები აბსოლუტურად დარწმუნებულია იმაში, რაც დაედო საფუძვლად ამ ოთხი ინდივიდისთვის სანქციის დაწესებას”, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა. ის უმრავლესობის მიერ კვორუმის ჩაგდების საკითხს გამოეხმაურა. მან ასევე ისაუბრა აშშ-ის სასა
×
×
  • შექმენი...