Jump to content
Planeta.Ge

Blogs

იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა და ახალგზარდული ორგანიზაციის წევრებმა აქცია გამართეს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა და ახალგზარდული ორგანიზაციის წევრებმა აქცია გამართეს. მანიფესტანტები აშშ-ს მიერ დასანქცირებული ოთხი მოსამართლის დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლებას მოითხოვდნენ. აქციის მონაწილეებს თან მოტანილი ჰქონდათ პლაკატები წარწერებით: „თავისუფლება სანქცირებული სასამართლოს პოლიტპატიმრებს”, „სასამართლო კლანის გარეშე”, „გვართმევენ ევროპულ მომავალს!”, „კლანი ევროპას გვაშორებს”, „არა, სასამართლოს რუსულ კლანს”. „ნაციონალურ

უკანონოდ მოპოვებული ხის მასალის ყალბი დოკუმენტებით ტრანსპორტირების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე მეწარმე სუბიექტი და საჯარო მოხელე ამხილეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ხის მასალის, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენებით ტრანსპორტირებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე, მეწარმე სუბიექტი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელი ამხილეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინის

პაატა მანჯგალაძეს, 12 რეკომენდაციის შესრულების მოთხოვნით, პროტესტის კერების გაჩენა უნდა

უახლოეს დღეებში ნახავთ საბოლოო გადაწყვეტილებას, რომ საჭიროა მოქმედებები - მხოლოდ პარლამენტში საკითხის დაყენება საკმარისი არ არის, 12 რეკომენდაციის შესრულების მოთხოვნით პროტესტის კერები უნდა გავაჩინოთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მანჯგალაძის თქმით, მისთვის ცნობილია სხვა პარტიებში განწყობების თაობაზე, რომ გარკვეული მოქმედებებია საჭირო. „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოზიციაა, რომ მხოლოდ საპროცედურო ბრძოლებით ჩვენ ფონს ვერ გავალთ

იაგო ხვიჩია: რაც უფრო ნაკლებ კანონს მიიღებს „ქართული ოცნება“, მით უფრო დაგვიფასებს ამას ქართველი ხალხი

ქართველ ხალხს ოპოზიცია უკეთესს ვერაფერს გაუკეთებს ვიდრე ის, რომ პარლამენტის მუშაობა პარალიზებულ იქნას და ხელისუფლება ვერ იღებდეს ათასგვარ მავნებლობებს, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა. მისი თქმით, დღევანდელ მოქმედ სასამართლოსთან ხელისუფლების შტოთა კავშირი საგამოძიებო კომისიის გარეშეც დადასტურდა და ეს მიზანიც უკვე მიღწეულია. „მგონი, საქმე იმაზე უკეთესადაც წავიდა, ვიდრე ვინმეს წარმოედგინა. აქამდე ვიბრძოდით საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად და აღმოჩნდა, რომ „ქართულ ო

ანა ნაცვლიშვილი - ჯერ არშექმნილმა კომისიამ სამჯერ აჩვენა, რომ სასამართლო „კლანი“ „ოცნების“ გარეშე არ არსებობს და პირიქით, „ოცნება“ ამ „კლანის“ გარეშე ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებს

ჯერ არშექმნილმა კომისიამ სამჯერ აჩვენა, რომ სასამართლო „კლანი“, რომელიც სანქცირებულია, „ოცნების“ გარეშე არ არსებობს და პირიქით, „ოცნება“ ამ „კლანის“ გარეშე ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებს,- ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა. მისი თქმით, სწორედ ამით აიხსნება, რომ თანაბარ პირობებშიც კი, „ქართულ ოცნებას“ არ სურს საგამოძიებო კომისიის შექმნა, რადგან ზუსტად იცის, რა და რამდენი აქვს დასამალი. „ჯერ არშექმნილმა კომისიამ თ

მთავრობის კანცელარიასთან აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობელთა აქცია დღესაც გრძელდება

აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლებმა ღამე კვლავ მთავრობის ადმინისტრაციასთან გაათენეს. ისინი საპროტესტო აქციას დღესაც განაგრძობენ. მშობლების მთავარ მოთხოვნად საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა რჩება, რათა მათი შვილების მკურნალობისთვის საჭირო პრეპარატის შეძენა სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსდეს. მშობლებს ადგილზე მოტანილი აქვს ბანერები წარწერებით: „არა უშავს დე! სამაგიეროდ „imagine dragon“-ის კონცერტზე წაგიყვან!“, „პური და სანახაობა>ბავშვების ჯანმრთელო

2015 წლის შემდეგ პირველად, თბილისში მიუსაფარი ძაღლების აღრიცხვა მოხდება

თბილისში, 2015 წლის შემდეგ პირველად, მიუსაფარი ძაღლების აღრიცხვა მოხდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში განუცხადეს, მიუსაფარი ძაღლების აღრიცხვის ჩატარება ზაფხულშია დაგეგმილი და მას საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები განახორციელებენ. მათივე განმარტებით, პროცესში მოხალისეებსაც შეეძლებათ ჩართვა. ამასთან, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციით, მიუსაფარი ძაღლების მონაცემები თბილისის რაიონების მიხედვით დაითვლება, რის საფუძველზეც შემუშავდება რო

მიხეილ დაუშვილი: კანონის ფარგლებში არსებული პროტესტის ყველა ფორმა დასაშვებია - აქციები და პროტესტის სხვა ფორმები არ უნდა გამოვრიცხოთ

კანონის ფარგლებში არსებული პროტესტის ყველა ფორმა დასაშვებია - აქციები და პროტესტის სხვა ფორმები არ უნდა გამოვრიცხოთ, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, პაატა მანჯგალაძის განცხადებას, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის მხოლოდ პარლამენტში დაყენება საკმარისი არ არის. მისი თქმით, პირველ რიგში ოპოზიციამ 50 ხმის მობილიზება უნდა გააგრძელოს. „კანონის ფარგლებში არსებული პროტესტის ყველა ფო

შალვა კერესელიძე - ნუ დაგენანებათ მთაში ფულის დახარჯვა, თორემ, ასეთი მიდგომით, მალე მთაში ახალგაზრდები აღარ ეყოლება ქვეყანას (ვიდეო)

ნუ დაგენანებათ მთაში ფულის დახარჯვა, თორემ, ასეთი მიდგომით, მალე მთაში ახალგაზრდები აღარ ეყოლება ქვეყანას, - ამის შესახებ, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, პარტია "საქართველოსთვის" წევრმა და დეპუტატმა შალვა კერესელიძემ განაცხადა. მისი თქმით, მთას ნამდვილად აქვს იმის რესურსი და ბუნებრივი პოტენციალი, რომ მაღალმთიან დასახლებებში ადამიანებმა ნორმალურად იცხოვრონ. "მთას ნამდვილად აქვს იმის რესურსი და ბუნებრივი პოტენციალი, რომ თავიდან ბოლომდე ჩამოკიდებული კი არ იყოს, მხოლოდ სუბსიდიებსა და

მამუკა მდინარაძე - ოპოზიციის წარმომადგენლები შტურმს ახორციელებენ სასამართლოზე, ამას აღვიქვამთ სახელმწიფო სუვერენიტეტზე ზეწოლად, რასაც არ გავატანინებთ

ოპოზიციას ურჩევნია, რეგლამენტი წაიკითხოს. დღეს რასაც ლაპარაკობდნენ, იმის იქითაც უამრავი ბერკეტია, რომ მავნებლობა არ გაატანინო ოპოზიციას. რეგლამენტის ერთი ჩანაწერი მავნებლობას როცა ემსახურება, მეორე ჩანაწერი უნდა გამოიყენო ამ მავნებლობის აღსაკვეთად, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ კენჭისყრის გასამართად რეგისტრაციის გავლაზე უარის გადაწყვეტილება მოსა

დიმიტრი გვრიტიშვილი - ჩვენ წინააღმდეგ წარმოებული კამპანია უსაფუძვლოა, ვხედავთ მიზანს, რომ სისტემიდან მოხდეს იმ მოსამართლეების განდევნა, რომლებიც ვიცავთ საქართველოს სუვერენიტეტს

ჩვენი მოსაზრებით, ეს ერთგვარი სპეცოპერაცია, რაც განხორციელდა საქართველოს სასამართლო ხელისუფლების მიმართ, წარმოადგენს წლების განმავლობაში წარმოებული ორკესტრირებული, ცილისმწამებლური კამპანიის ერთგვარ შეჯამებას, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა განუცხადა. როგორც დიმიტრი გვრიტიშვილმა აღნიშნა, წლების განმავლობაში თუ საელჩო ერიდებოდა წინა პლანზე გამოსვლას და ამ პროცესის, კამპანიის სათავეში ჩადგომას, დღეს აღარ ერიდება.

„დღესაც არ გავივლით რეგისტრაციას“ – საგამოძიებო კომისია მესამე ცდაზეც ვერ შეიქმნა

„ქართულმა ოცნებამ“ სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ხელი კვლავ შეუშალა. სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად კენჭისყრა ვერც დღეს შედგა. მიზეზი კვლავ საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებაა. ისინი კენჭისყრამდე რეგისტრაციის გავლაზე უარს ამბობენ და ამიტომ, საჭირო ქვორუმი 76 დეპუტატით არ გროვდება. როგორც  რეგისტრაციის დაწყებამდე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა,

პარტია "საქართველოსთვის"  წევრები აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს მხარდაჭერას უცხადებენ

პარტია "საქართველოსთვის"  წევრები აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს მხარდაჭერას უცხადებენ.     ცნობისთვის, მშობლები საერთაშორისოდ აღიარებული პრეპარატის ქვეყანაში შემოტანს და მათი ბავშვებისთვის უსასყიდლოდ გადაცემას მოითხოვენ.  

იენს სტოლტენბერგი - უკრაინის მომავალი ევროატლანტიკურ ალიანსშია, ამაზე ყველა მოკავშირე თანხმდება

უკრაინის მომავალში ევროატლანტიკურ ოჯახშია, უკრაინის მომავალი ნატო-შია, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა კიევში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული საკითხი ნატო-ს მომდევნო სამიტზე იქნება განხილული. „უკრაინის მომავალი ევროატლანტიკურ ოჯახშია, უკრაინის მომავალი ნატო-შია. ამაზე ყველა მოკავშირე თანხმდება“,- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. ამასთან, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების აუ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - 1-ელი ივლისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვები, ყოველთვიური დახმარების სახით, 200 ლარს მიიღებენ

1-ელი ივლისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვები, ყოველთვიური დახმარების სახით, 200 ლარს მიიღებენ. გაზრდილ დახმარებას დაახლოებით, 230 000-ზე მეტი ბავშვი მიიღებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ განაცხადა. მინისტრის მოადგილემ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ჩატარებული ბავშვთა კეთილდღეობის კვლევა შეაფასა და აღნიშნა, რომ ბოლო წლებში განხორციელებული ცვლილებები მიმართულია ბავშვთა კეთილდღეობის გაზრდაზე, ოჯახების გაძლიერებასა და სო

საქართველოს ბანკი და „აგრითაჩი“ მცირე და საშუალო ზომის აგრობიზნესებს ახალ შესაძლებლობას სთავაზობენ

საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი აგრომიმართულებით პროექტების აქტიური მხარდამჭერია. სწორედ ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „აგრითაჩი“ მცირე და საშულო ზომის აგრობიზნესებს კვალიფიციურ კონსულტაციას გაუწევს და მათ საჭიროებებზე მორგებულ მომსახურებას შესთავაზებს. კომპანია „აგრითაჩი“ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს და საქართველოში მოქმედ მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს დახმარებას აგრო კონსულტაციის, მეურნეობის მენეჯმენტისა და ექსპორტის განვითარების მიმართულებით უწევს

ვოლოდიმირ ზელენსკიმ იენს სტოლტენბერგს მიმართა - ფრთხილად იყავით, გვჭირდებით

ფრთხილად იყავით, გვჭირდებით, – ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს, რომელმაც კიევში პრესკონფერენციის დაწყებისას, სადენებს ფეხი წამოჰკრა და წაბორძიკდა. ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი კიევში დღეს ჩავიდა. იენს სტოლტენბერგის ვიზიტი დაანონსებული არ ყოფილა.   ავტორი - ქეთი ჩოხელი

დანია და ნიდერლანდები უკრაინას გერმანული წარმოების „ლეოპარდ 2-ის“ ტიპის 14 ტანკს გადასცემენ

დანია და ნიდერლანდები უკრაინას გერმანული წარმოების „ლეოპარდ 2-ის“ ტიპის 14 ტანკს გადასცემენ. ამის შესახებ დანიის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ტროელს ლუნდ პოულსენმა განაცხადა. მისი თქმით, ეს თანამედროვე ტანკები უკრაინაში 2024 წლის დასაწყისში ჩავა. ამავე დროს, დანია უკრაინის შეიარაღებულ ძალებს „ლეოპარდ 1-ის“ მოდელის ასამდე ტანკს გადასცემს. აქედან 80 ტანკი უკრაინის შეიარაღებული ძალების განკარგულებაში წლის ბოლომდე იქნება. „დანიის ხელისუფლება მიისწრაფვის იმისკე

ირაკლი ქადაგიშვილი - სანქციის ინიციატორი ყოფილა ელჩი დეგნანი, ეს პირადად განაცხადა, სინამდვილეში, ინიციატივა სასამართლო სისტემაში პოლიტიკური ჩარევის წახალისებას მოემსახურა

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, მოსამართლეებთან დაკავშირებით კელი დეგნანის გუშინდელმა განცხადებამ ხალხს დაანახა, რომ აშშ-ის მხრიდან მოსამართლეების დასანქცირების ინიციატორი ელჩი დეგნანი ყოფილა. მისივე თქმით, ეს ინიციატივა სასამართლო სისტემაში პოლიტიკური ჩარევის წახალისებას ემსახურება. „ამ განცხადებამ დაგვანახა, რომ სავიზო შეზღუდვის სანქციის ინიციატორი ყოფილა ელჩი დეგნანი. მან ეს პირადად განაცხადა. ასევე განაცხად

დიმიტრი გვრიტიშვილი - როდესაც მოქმედმა მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ გააკეთა განცხადება, რომ მასზე ზეწოლა იყო, რატომ მაშინ არ შეიქმნა საგამოძიებო კომისია?

როდესაც მოქმედმა მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ გააკეთა განცხადება, რომ მასზე ზეწოლა იყო, უკანონო კომუნიკაცია განხორციელდა, რატომ მაშინ არ შეიქმნა საგამოძიებო კომისია? რატომ არ დაინტერესდა აშშ, გაერკვია მისი კანონიერი წარმომადგენლის ქმედების კანონიერება? – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა „იმედს“ განუცხადა. მისივე თქმით, საპარლამენტო კონტროლი არ შეიძლება, მოიცავდეს სასამართლო ხელისუფლების გაკონტროლებას. „სამართლებრივ პრობლემასაც ვხედავ. საქართ

უნგრეთი მარცვლეულის გარდა, უკრაინიდან თაფლისა და გარკვეული ხორცპროდუქტების იმპორტსაც კრძალავს

უნგრეთმა უკრაინიდან მარცვლეულის გარდა თაფლისა და გარკვეული ხორცპროდუქტების იმპორტიც აკრძალა, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა, გერგლი გულიაშმა განაცხადა. მისი თქმით, უნგრეთის მიერ მარცვლეულისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტზე დაწესებული აკრძალვა 25 პროდუქტს მოიცავს, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია მარცვლეული, რაფსის და მზესუმზირის თესლი, ფქვილი, ზეთი, თაფლი და გარკვეული ხორცპროდუქტები“. იმპორტზე დაწესებული აკრძალვა 30 ივნისამდე იმოქმედებს. ცნობ

ლევან იოსელიანი - საზოგადოება იმსახურებს, რომ კითხვები, რომლებიც სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით არსებობს, საგამოძიებო კომისიის ფარგლებში დაისვას

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, საზოგადოება იმსახურებს, რომ კითხვები, რომლებიც სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით არსებობს, საგამოძიებო კომისიის ფარგლებში დაისვას. მისი თქმით, ამ პროცესებს გამჭვირვალობა და ღიაობა წაადგება. „თქვენ იცით, რომ დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი მოსამართლეებთან დაკავშირებული თემაა. ამ საკითხის პარლამენტში გარკვევა მეც მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია. მესმის ეს პროცედურული ომი, რომელიც მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მიმდინარეობს, მაგრამ

კვლევის მიხედვით, საქართველოში ბავშვების 38% მატერიალურ და სოციალურ დანაკლისს განიცდის

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ჩატარებული ბავშვთა კეთილდღეობის 2022 წლის კვლევის თანახმად, საქართველოში ბავშვების 38% მატერიალურ და სოციალურ დანაკლისს განიცდის. კვლევის მიხედვით, სოფლად მცხოვრებ ბავშვებში 7-ჯერ და მეტად მაღალია ალბათობა იმისა, რომ ხელი სკოლამდელ განათლებაზე არ მიუწვდებოდეთ, ვიდრე ქალაქში მაცხოვრებელ ბავშვებში. „სკოლამდელი ასაკის ბავშვების 28% საბავშვო ბაღში არ დადის. მათგან, ბავშვების 22% მშობლის არჩევანის საფუძველზე
×
×
  • შექმენი...