სრულიად ვაღიარებთ აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და ველით, რომ ბაქოც იგივეს გააკეთებს. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმება რეალური გახდება, თუ ორივე მხარე მკაფიოდ, ორაზროვნების გარეშე, ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს და ერთხელ და სამუდამოდ ვალდებულებას აიღებს ერთმანეთს ტერიტორიული პრეტენზიები არ წაუყენოს”, - განაცხადა ფაშინიანმა.
მისი თქმით, აღნიშნული დებულ
ის კადრები, რაც გავრცელდა, არის სწორედ გაჩერებული მოძრაობის და პროვოცირების შედეგად მიღებული - ქვათაცვენა და მეწყერი, რომ იცოდეთ, ზამთრის პერიოდში 150 მდებარეობაზე გვაქვს, არა მარტო რიკოთზე, - ამის შესახებ ინფრასტრუქტურისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.
მინისტრმა განმარტა, თუ რა პროცესები განვითარდა რიკოთზე, 147-ე კილომეტრზე.
„147-ე კილომეტრზე განვითარდა ქვათაცვენა. ეს შეფასდა მომატებულ საფრთხედ გამომდინარე იქიდან, რომ ვიზუალურად თვალნათელი ხდებოდა წვიმ
ოკუპირებული აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია სამუშაო ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა. ამის შესახებ მისი ე.წ. პრესსამსახური იუწყება.
მათივე ცნობით, დაგეგმილია ბჟანიას შეხვედრები რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, მთავრობასთან და რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოსთან.
შეხვედრების შესახებ დეტალები არ ვრცელდება.
ცნობისთვის, ბჟანია მოსკოვს თებერვალშიც ეწვია. გარდა ამისა, ის მინსკშიც იმყოფებოდა, სადაც ბელარუსის ლიდერს ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვრის განცხადებით, ბავშვებს, რომლებსაც 1-ელ ნოემბრამდე 6 წელი შეუსრულდებათ, უფლება ექნებათ, სკოლაში 2023 წლის სექტემბრიდან შევიდნენ.
მისივე თქმით, პროცესი ნებაყოფლობითი იქნება და მშობლებს შეეძლებათ ბავშვები სკოლაში წაიყვანონ ან საბავშვო ბაღში დატოვონ.
„სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, შესაძლებლობა გვაქვს, მშობლების მომეტებული მოთხოვნა, რომელიც ბავშვის სასკოლო ასაკს ეხება, ეტაპობრივად დავაკმაყოფილოთ. წელს, ბავშვ
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, წინა ხელისუფლების პერიოდთან შედარებით, დღეს სასამართლო სისტემაში რადიკალური ცვლილებებია.
როგორც მან პარლამენტში საგამოძიებო კომისიის განხილვისას განაცხადა, დღეს სასამართლო პოლიტიკური კონტროლისგან თავისუფალია.
„რადიკალური ცვლილება გვაქვს. თქვენი აზრით, რამ გამოიწვია ეს ამხელა ცვლილება. ხომ არ არის ამის მიზეზი ის, რომ გათავისუფლდა პოლიტიკური კონტროლისგან სასამართლო სისტემა. მიზეზი ხომ არა არის ის, რომ სასამართლო არის რეალურად დ
ევროკავშირის გზაზე პროგრესის ტემპი დამოკიდებულია საკვანძო რეფორმების განხორციელებაზე , - ამის შესახებ ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის წერილშია ნათქვამი.
შესაბამის წერლს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს უგზანვის, რომელთაც მას ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ მიმართეს.
წერილში ასევე აღნიშნულია, რომ კომისია ყურადღებით აკვირდება საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს 12
რა ხდება?
მმართველი პარტიის წარმომადგენლები 2012 წლის შემდეგ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსადმი (ECtHR) საქართველოდან მიმართვების რაოდენობის შემცირებას ხშირად ხსნიან მათი მმართველობის პერიოდში მართლმსაჯულების სისტემაში განხორციელებული რეფორმების წარმატებით.
მართლა ასეა?
ევროპული სასამართლოსადმი მიმართვების შემცირებას სხვადასხვა მიზეზი აქვს და ავტომატურად არ გულისხმობს ქვეყანაში მართლმსაჯულების სრულყოფას, ანდა ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ მდგომარეობის გაუმჯობესებას.
მორიგი ტყუილი, რომ თითქოს ფასები შემცირდა..., - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წევრი და დეპუტატი, ბექა ლილუაშვილი წერს.
მისი თქმით, შემცირდა არა ფასები, არამედ ფასების ზრდის ტემპი.
"ვინმემ აუხსნას ქვეყნის პრემიერ მინისტრს, რომ ფასები კი არ შემცირდა, ფასების ზრდის ტემპი შემცირდა. თუმცა შეცდომაზე მეტად, უბრალოდ პროპაგანდასთან გვაქვს საქმე! ხალხს, რომელიც ყოველდღიურად მაღაზიაში შედის და ჯიბიდან ფულს იხდის - ვერ მოატყუებთ ასეთი მარტივი ხერხებით.
რაც შეეხება კონკრ
პატარა კაცები ხართ. თქვენ ესაუბრებოდით ქართველ ხალხს მხოლოდ იმაზე, როგორ დაიჭერდით, აწამებდით, ციხეში როგორ ჩაყრიდით, ამიტომ ტყუილად ნუ გაქვთ მომზირალი თვალები ხელისუფლებაში მოსვლის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის მისამართით განაცხადა.
ღუდუშაურმა ოპოზიცია გააკრიტიკა, რომ „არაფერს აკეთებენ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად და ყველანაირად ცდილობენ, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს“.
„მე ვფიქრობ,
„ინტერესის არსებობის პირობებში, მზად ვარ, ვითანამშრომლო ევროპის ნებისმიერ საგამოძიებო უწყებასთან და მივაწოდო ჩემ ხელთ არსებული ინფორმაცია იმ მაღალჩინოსნებზე, რომლებიც რეალურად არიან ჩართულნი საქართველოში ე.წ. ქოლ-ცენტრების ჰაბის მფარველობაში,“ — დავით კეზერაშვილი
განცხადება სრულად: formulanews.ge/News/89056
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა სასამართლო დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია.
მისივე თქმით, ინიციატივა ასევე, ევრორეკომენდაციების საბოტაჟია, რადგან ოპოზიციამ იცის, რომ სასამართლოს დაზიანებით და ამ პროცესის წამოწყებით, ისინი რეკომენდაციების შესრულებას და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას ეფექტურად შეუშლიან ხელს.
ამასთან, როგორც თალაკვაძე აღნიშნავს, საგამოძიებო
პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ბექა ლილუაშვილი ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის.
დეპუტატის თქმით, თუ BBC-ს საგამოძიებო რეპორტაჟში მოყვანილი ფაქტები დადასტურდება, ქვეყანას მძიმე პოლიტიკური ქარიშხალი დაატყდება თავს და გაჩნდება კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ვერ ან არ გამოძია და აღკვეთა მსგავსი თაღლითური სქემების მუშაობა ქვეყნის ტერიტორიაზე საქართვეოს საგამოძიებო უყებებმა:
„მძიმე პოლიტიკურ შედეგებამდე, შესაძლოა მიგვიყვანოს ხელ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ზოგადი განათლების საკითხებში კონსულტანტად ფილოლოგიის დოქტორი და პედაგოგი გია მურღულია დანიშნა. ინფორმაციას მინისტრის გადაწყვეტილებაზე სამინისტრო ავრცელებს.
გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით სამინისტროში ზოგადი განათლების მიმართულებით სამუშაო ჯგუფი იქმნება, რომელსაც თავად მინისტრი უხელმძღვანელებს, კოორდინაციას კი – გია მურღულია გაუწევს.
სამინისტროს ცნობით, აღნიშნული ჯგუფი აქტიურად იმუშავებს სკოლებში სასწავლო პროც
„ფორმულას” დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი ე.წ. ქოლ-ცენტრების საკითხზე ბრალდებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
მისივე თქმით, ის უარს ვამბობ „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტზე და არსებული წილის ნახევარს გადასცემს ტელეკომპანიის კოლექტივს. როგორც ის წერს, „მას შემდეგ კი, რაც დასრულდება ოლიგარქიული მმართველობა, „ფორმულას“ კოლექტივსვე სრულად გადასცემს დარჩენილ წილსაც”.
გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2005 წელს დაბადებული ბ.ხ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
სამინისტროს ცნობით, დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ ახმეტაში საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტის შედეგად მეზობელი – 1952 წელს დაბადებული ლ.ხ. სანადირო თოფიდან გასროლით
უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრ სირსკი აცხადებს, რომ ბახმუტისთვის ბრძოლა გრძელდება, სიტუაცია ქალაქში ამჟამად კონტროლირებადია. ამის შესახებ სირსკი „ტელეგრამში“ წერს.
როგორც სირსკიმ აღნიშნა, მტერი დასახლებას ნანგრევებად აქცევს.
„საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრად ბახმუტის მიმართულება რჩება. მოწინააღმდეგე იქ მთელი თავისი ძალისხმევის კონცენტრირებას ახდენს და ნებისმიერი ფასით ცდილობს, ქალაქზე კონტროლი დაამყაროს. ახლა მტერი ზრდის მძიმ
სუდანში მებრძოლი გასამხედროებული დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალები“ ევგენი პრიგოჟინის „ვაგნერის“ ჯგუფთან არის დაკავშირებული, – ამის შესახებ ინფორმაციას „ტელეგრაფი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, „ვაგნერის“ რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ წვრთნასა და აღჭურვაში დაეხმარა.
„ტელეგრაფი“ წერს, რომ „ვაგნერი“ სუდანში ძალაუფლების შესანარჩუნებლად ქვეყნის ყოფილმა დიქტატორმა, ომარ ალ-ბაშირმა მიიწვია 2017 წელს, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდ
პლენარულ სხდომაზე ხუთივე დეპუტატი ვიქნებით და სრული შემადგენლობით მხარს დავუჭერთ სასამართლო სისტემაში არსებული ვითარების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნას, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
ბუჩუკურის თქმით, ისევე, როგორც წინა კვირას, პარტია სრული შემადგენლობით მზად არის, შეიქმნას საგამოძიებო კომისია.
„სასამართლოს საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით, პასუხს ნამდვილად ვერ ვაგებ და არც მაქვს სურვილი, ვაგო ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებზე
„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები აცხადებენ, რომ რუსეთის მხრიდან ქიმიური, ბიოლოგიური ან ბირთვული იარაღის ნებისმიერ გამოყენებას მისთვის მძიმე შედეგები მოჰყვება და რომ მას, ვინც რუსეთს უკრაინაში მხარს უჭერს, ეს მხარდაჭერა ძვირი დაუჯდება.
"რუსეთის უპასუხისმგებლო ბირთვული რიტორიკა და მისი მუქარა ბელარუსში ბირთვული იარაღის განლაგებასთან დაკავშირებით მიუღებელია. რუსეთის მიერ ქიმიური, ბიოლოგიური ან ბირთვული იარაღის ნებისმიერ გამოყენებას მძიმე შედეგები მოჰყვება", - ნათქვამია „დიდი შვიდეულ
პარტია “საქართველოსთვის” პარლამენტში მიხეილ სააკაშვილის საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს.
პარტიის წევრის, დეპუტატ ანა ბუჩუკურის განცხადებით, ამ საკითხზე საუბარი სპეკულაციას ჰგავს, რადგან ეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვერ დაეხმარება.
“ნაციონალურ მოძრაობას” ჩვენთან კომუნიკაცია არ ჰქონია. ახლა მთავარი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაა, ამ საგამოძიებო კომისიის შექმნა კი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვერ გააუმჯობესებს. რამდენიმე დღის წინ მ
ევროკავშირი კრემლის კრიტიკოსის, ვლადიმერ კარა-მურზას მიმართ გამოტანილ განაჩენს აღმაშფოთებლად მკაცრ განაჩენად აფასებს.
„დღევანდელი სასამართლოს აღმაშფოთებელი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ცხადყოფს სასამართლო ხელისუფლების პოლიტიკური მიზნით ბოროტად გამოყენებას აქტივისტებზე, უფლებადამცველებსა და ნებისმიერ იმ პირზე ზეწოლის განხორციელების მიზნით, რომელიც ეწინააღმდეგება რუსეთის უკანონო აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ“, - ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.
ბლოკში აცხადებენ,, რომ ევროკავშირი სო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის ინფორმაციით, სუდანში ამ დროისთვის საქართველოს 30-მდე მოქალაქე იმყოფება.
როგორც ღვთისიაშვილი აცხადებს, ქართული მხარე პარტნიორებთან ერთად ინტენსიურად მუშაობს, რათა მოხერხდეს საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა.
„ჩვენ კონტაქტზე ვართ ქართველებთან, ვინც იქ არიან. ახლა დაახლოებით 30-მდე ქართველი არის. როგორც ყველა სხვა ქვეყანამ მოუწოდა თავის მოქალაქეებს, ასევე ჩვენც ვთხოვეთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ თავი შეიკავონ გარეთ გამ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ პოლარიზაციის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მდგომარეობა, ქვეყნის პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, არავისთვის არ არის სასურველი.
„შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ არ ვართ რადიკალები, კატეგორიულად მოაზროვნეები, თუმცა როდესაც საქმე ეხება ისეთ კატეგორიულად მოაზროვნეებს, როგორიცაა ჩვენი რადიკალური ოპოზიცია, ჩვენ ვერასდროს გავხდებით მათნაირები. შემიძლია, მოვუწოდო, ვთხოვო ყველას, ნუ ვიქნებით კატეგორიულად მოაზროვნეები“, – განაცხადა ჯუანშერ ბურ