Jump to content
Planeta.Ge

ვაგნერის დემარში „ყველაზე სერიოზული გამოწვევაა რუსეთის სახელმწიფოსთვის“ - ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო


"ვაგნერის" ბუნტი „უკანასკნელი დროის ყველაზე სერიოზული გამოწვევაა რუსეთის სახელმწიფოსთვის“, აცხადებს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო.

სამინისტრო აღნიშნავს, რომ ვაგნერის დაქირავებულმა სამხედროებმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადაკვეთეს რუსეთის საზღვარი სულ მცირე ორ ადგილას, აიღეს კონტროლი დონის როსტოვში მდებარე სამხედრო შტაბზე, რომელიც მართავს რუსეთის სამხედრო ოპერაციებს უკრაინაში.

„უახლოეს საათებში, რუსეთის უშიშროების ძალების, განსაკუთრებით კი რუსეთის ეროვნული გვარდიის ერთგულება იქნება მთავარი, თუ როგორ განვითარდება კრიზისი. ეს უკანასკნელი დროის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა რუსეთის სახელმწიფოსთვის“, - აცხადებს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო და ამატებს, რომ ვაგნერელები, დიდი ალბათობით, მოსკოვისკენ მიემართებიან.

23 ივნისს, პარასკევს, „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დაადანაშაულა გასამხედროებული დანაყოფის ზურგის განლაგებაზე თავდასხმაში, რასაც, რუსი ბიზნესმენის თქმით, „ვაგნერის“ რიგებში დიდი მსხვერპლი მოჰყვა.

პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მის განკარგულებაში არსებული 25 ათასი მებრძოლი დაიძრა, რათა აღადგინოს სამართლიანობა და შეაჩეროს „ბოროტება, რომელსაც ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ატარებს“.

ამავე დროს, პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ „ეს არ არის სამხედრო გადატრიალება, ეს არის სამართლიანობის მარში“.

პუტინმა „ვაგნერი“ ამბოხის მცდელობაში დაადანაშაულა და მათ ქმედებებს „ზურგში დარტყმა“ უწოდა.

რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...