Jump to content
Planeta.Ge

ასლან ბჟანიამ ვლადიმერ პუტინს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა


ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული პრეზიდენტი ასლან ბჟანია თავის მოქალაქეებს, ვინც სპეცოპერაციის ზონაში იმყოფება, მოუწოდებს, არ აჰყვნენ პროვოკაციებს და არ მიიღონ მონაწილეობა უკანონო ქმედებებში.

„შეიარაღებული დაჯგუფება ,,ვაგნერის“ ლიდერების მიერ შეიარაღებული აჯანყების მცდელობასთან დაკავშირებით, მე საყოველთაო მხარდაჭერას ვუცხადებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, შეიარაღებული ძალების უმაღლესი მეთაურის ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტიელებას, რომელიც მიმართულია კანონისა და წესრიგის დამყარებისკენ. აფხაზეთის რესპუბლიკა ნებისმიერ შემთხვევაში გააგრძელებს რუსეთის ფედერაციის წინაშე აღებული მოკავშირული ვალდებულებების შესრულებას.“ -  აცხადებს ბჟანია.

Edited by ირმა-იტი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...