უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს უკრაინაში რუსული იმპერიული პოლიტიკის პროპაგანდის აკრძალვისა და ტოპონიმიკის დეკოლონიზაციის შესახებ.
უკრაინული მედიის ცნობით, კანონი აკრძალავს უკრაინაში რუსეთის იმპერიული პოლიტიკის სიმბოლოების წარმოებას, გავრცელებასა და საჯარო გამოყენებას.
რუსეთის იმპერიული პოლიტიკის სიმბოლოებში იგულისხმება:
ძეგლები, რომლებიც ეძღვნებოდა იმ პირებს, რომლებსაც ეკავათ მაღალი თანამდებობები მთავრობასა და ადმინისტრაციაში, პოლიტიკურ ო
აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები კანცელარიასთან მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს აგრძელებენ.
მშობლების მთავარი მოთხოვნაა, სახელმწიფომ საქართველოში შემოიტანოს და დააფინანსოს ბავშვებისთვის აუცილებელი პრეპარატი.
„ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ დღეს მთავრობას აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებისთვის მედიკამენტის შესაძენად სპეციალური ფონდის შექმნისკენ მოუწოდა და მზადყოფნა გამოთქვა, ფონდის დაფინანსებისთვის პირველი შენატანი 100 000 ლარის ოდენობით თავად გააკეთოს.
„ხაზარაძის 1
ათწლეულების განმავლობაში ამ სფეროში გატარებული მრავალი რეფორმის და მისთვის უზომოდ დიდი ფინანსური რესურსის დახარჯვის მიუხედავად, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების ჯაჭვში, განათლების სისტემა კვლავ ერთ-ერთ სუსტ რგოლად რჩება. პრობლემები, რაც ამ სისტემაში არსებობს, არ არის ახალი და სამწუხაროდ, ვერც ერთმა მინისტრმა, ვინც სხვადასხვა დროს უწყებას უხელმძღვანელა, მათი აღმოფხვრა ვერ შეძლო. ზოგის მმართველობის პერიოდში პირიქით, ხარვეზები უფრო გაღრმავდა, ზოგმა იდეის დონეზე წამოჭრა ძირეული
ავიაკომპანია „ჯეო სქაის“ ხელმძღვანელი შალვა კიკნაძე აცხადებს, რომ კომპანიის თანამშრომლები, რომლებიც სუდანში იმყოფებიან ამ ეტაპზე თავს უსაფრთხოდ გრძნობენ.
როგორც კიკნაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ავიაკომპანია ელოდება დასტურს, რომ თანამშრომლების შენობიდან გასვლა უსაფრთხოა, რის შემდეგაც დაიწყება მათი ევაკუაცია.
„ჩემი თანამშრომლების ინფორმაციით, სუდანში დღეს დილიდან სროლები შეწყვეტილია. ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია, თითქოს დაიწყეს ევაკუაცია სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებმა.
სუდანში სროლისა და აფეთქების ხმა ისმის, დედაქალაქ ხართუმში მოსახლეობის დიდ ნაწილს ელექტროენერგია და წყალი არ მიეწოდება. სუდანიდან რამდენიმე საათის წინ ამერიკელი დიპლომატების და მათი ოჯახის წევრების ევაკუაცია განხორციელდა. ამ ინფორმაციას თავად ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ადასტურებს.
„დღეს, ჩემი ბრძანებით, შეერთებული შტატების სამხედროებმა ჩაატარეს ოპერაცია ხართუმიდან ამერიკის მთავრობის პერსონალის გამოყვანის მიზნით“, – აღნიშნულია ბაიდენის განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ს
რუსეთი ქვეყნიდან 20-ზე მეტი გერმანელი დიპლომატის გაძევებას გეგმავს. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინიტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება გერმანიიდან რუსეთის დიპლომატიური მისიის თანამშრომლების გაძევების საპასუხოდ მიიღეს.
მანამდე, რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანიის ხელისუფლებამ ქვეყნიდან რუსი დიპლომატების მასობრივი გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. რუსეთის საგარეო უწყების შეფასებით, ამ ნაბ
24-25 აპრილს, პრაღაში (ჩეხეთის რესპუბლიკა) ევროკავშირის პარლამენტების სპიკერების ყოველწლიური კონფერენცია (EUSC) გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლა.
ასევე, შალვა პაპუაშვილის ორმხრივი შეხვედრები იგეგმება, როგორც ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან, ისე პარლამენტის წევრებთან.
„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირის წევრი ქვეყნ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, სავარაუდოდ, ხერსონის ოლქის მარცხენა (აღმოსავლეთ) სანაპიროზე შესვლა მოახერხეს, - „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ანალიტიკოსების შეფასებით ამას რუსი სამხედრო კორესპონდენტებისა და ბლოგერების მიერ 22 აპრილს გამოქვეყნებული გეოლოკაციური კადრები აჩვენებს.
ფოტოების მიხედვით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაიკავეს პოზიციები ოლეშკის ჩრდილოეთით დნეპრის ნაპირებზე (ქალაქ ხერსონიდან დაახლოებით 7 კმ სამხრეთ-დასავლეთით) და დასახლებული პუნქტის ჩრდილოეთის გარეუბანში, ასევე სოფე
ვიძლევით უპირობო გარანტიას, თუ სექტემბრის მონაცემებით, ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყანა აიღებს პასუხისმგებლობას და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსებს აქონდროპლაზიის ახლად შექმნილ სამკურნალო მედიკამენტს, საქართველო იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, რომელიც ამ პასუხისმგებლობას გაიზიარებს და წამლის შესყიდვისთვის საჭირო პროცედურებს განახორციელებს, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე პაციენტების მშობლებთან შეხვედრაზე გან
ქართველმა მოჭადრაკემ, ანასტასია კირთაძემ მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატზე 15 წლამდე ასაკის გოგონათა შორის პირველი ადგილი დაიკავა და ჩემპიონობა იზეიმა.
ანასტასიამ ცხრიდან 7,5 ქულა მოიპოვა და მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატზე დამაჯერებლად გაიმარჯვა.
აღსანიშნავია, 12-წლიანი პაუზის შემდეგ, ანასტასია კირთაძე პირველი ქართველი მოჭადრაკეა, რომელიც მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.
ავტორი - ალექსანდრე ქურხული
ხვალაც რომ შემოიტანონ პრეპარატი „ვოსორიტიდი“, მის დანერგვას სჭირდება აუცილებლად მომზადება, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს პრეპარატი ახალია და ამავდროულად ერთადერთი, რომელიც შექმნილია კონკრეტულად ამ დაავადების სამკურნალოდ.
„ამერიკული კომპანიის მიერ შექმნილი მედიკამენტი გულისხმობს ყოველდღიურ ინექციებს. კვლევა, რომელიც საფუძვლად დაედო აშშ-ს საკვების და წამლის მარეგულირებელი სააგენტოსა (FDA)
რუსეთის ფედერაცია სულ უფრო უახლოვდება ნიურნბერგს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი გერმანიაში „რამშტაინის“ ფორმატის შეხვედრის შემდეგ „ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
„რამშტან 11-ის შედეგები: რუსეთი სულ უფრო უახლოვდება ნიურნბერგ II-ს. ყოველი შეხვედრა ასეთ ფორმატში არა მხოლოდ მეტ სასარგებლო საჩუქარს იძლევა უკრაინული არმიისთვის, არამედ მიმართულია დამნაშავეების პასუხისმგებლობაში მიცემისკენ”,- წერს რეზნიკოვი.
ინტერპრესნიუსი
უკრაინამ რუსული პოლიტიკური პარტიებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო.
უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, შესაბამის განკარგულებას ხელი დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოაწერა.
გავრცელებული ინფორმაციით, სანქციები ჯამურად 320-ზე მეტ რუსულ კომპანიასა და 40 ფიზიკურ პირს ეხება. ფიზიკური პირებიდან 25 რუსეთის მოქალაქეა, 4 შვეიცარიის მოქალაქე, 2 ირანის მოქალაქე, 8 მალის მოქალაქე და ერთი პირი დაუდგენელი მოქალაქეობით.
სანქცირებული
პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ ორგანიზაცია „საქართველოს სომეხთა სათვისტომოს“ ხელმძღვანელმა, არტურ მირზოიანმა ვიდეომიმართვა გაავრცელა და აღნიშნა, რომ ქუჩაში 3 ნიღბიანი პირი თავს დაესხა.
მირზოიანი მომხდარს თავის საქმიანობას უკავშირებს. მისივე თქმით, 23 აპრილს „საქართველოს სომეხთა სათვისტომო“ სომეხთა გენოციდის 108-ე წლისთავთან დაკავშირებით მსვლელობას გეგმავს.
ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.
მწერალ დათო ტურაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მისი შვილი, ანაკო ტურაშვილი facebook-პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას მადლობას უხდის გულშემატკივრობისთვის.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიცვლება მომავალი წლიდან ევროკავშირში მგზავრობის მსურველთათვის.
განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„ევროკავშირში მგზავრობის მსურველთა საყურადღებოდ: 2024 წლიდან, ევროპაში უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე 59 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის, სავალდებულო გახდება მგზავრობის წინასწარი დასტურის (ავტორიზაციის) მიღება ,,ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემიდან“ (ETIAS). მგზ
რუსეთმა უკრაინაში 185 730 ჯარისკაცი დაკარგა, მათგან 680 ბოლო ერთ დღეში, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ასევე განადგურებულია 4 ტანკი, 5 საარტილერიო სისტემა და 4 დრონი.
უკრაინის გენშტაბის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინელმა სამხედროებმა ასევე გაანადგურეს მტრის 4 საბრძოლო დაჯავშნილი მანქანა, 4 ანტისაჰაერო სისტემა, საავტომობილო ტექნიკის 5 და სპეციალური ტექნიკის 3 ერთეული.
მათივე ცნობით, ჯამში, ომის დაწ
თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაურის, საქართველოს მოქალაქე მალხაზ პაქსაშვილს საქმეზე პროცესი მიმდინარეობს.
სხდომა დახურულ რეჟიმში ტარდება, ვინაიდან საქმეს გრიფი „საიდუმლო“ ადევს.
როგორც პროკურორმა მაია სილაგაძემ სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდების მხარე მალხაზ პაქსაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
„სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ბრალდებულის სახით დაკავ
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული „იმპერიული პოლიტიკის პროპაგანდის აკრძალვის შესახებ“ კანონს მოაწერა ხელი.
ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.
მიღებული კანონის ნორმების თანახმად, უკრაინაში რუსული იმპერიული პოლიტიკის სიმბოლიკის დამზადება, გავრცელება და საჯაროდ გამოყენება იკრძალება.
რუსული იმპერიული პოლიტიკის სიმბოლიკას მიეკუთვნებიან: იმ პირთა ძეგლები, რომლებიც ხელმძღვანელ თანამდებობებს იკავებდნენ რუსეთის ხელისუფლებისა და მ
ჟურნალისტმა აკა ზარქუამ, რომელიც “ფორმულას” გადაცემის “მრგვალი მაგიდა” თანაწამყვანი იყო, ტელეკომპანია დატოვა. თავის გადაწყვეტილებას ის ხსნის ტელეარხის თანადამფუძნებლის, დავით კეზერაშვილი გარშემო განვითარებული პროცესებით.
ბრიტანული BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი და “ფორმულას” თანადამფუძნებელი დავით კეზერაშვილი დაკავშირებულია “ასობით სხვადასხვა საინვესტიციო ბრენდის გლობალურ თაღლითურ ქსელთან”, რომელმაც კლიენტთა მოტყუების გზით მილიარდ დოლარ
აქონდროპლაზიის მქონე ბავშვთა მშობლების განცხადებით, მთავრობის ადმინისტრაციასთან პროტესტს 24-საათიან რეჟიმში გააგრძელებენ მანამ, სანამ მათ მოთხოვნებს პრემიერ-მინისტრი არ უპასუხებს.
მათ ინგოროყვას ქუჩის გადაკეტვაც სცადეს.
მშობლების მთავარი მოთხოვნაა, სახელმწიფომ საქართველოში შემოიტანოს და დააფინანსოს ბავშვებისთვის აუცილებელი პრეპარატი.
გასული ღამე რამდენიმე ადამიანმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გაათენა. მშობლები ამჟამადაც შენობასთან არიან შეკრებილნი, პლაკატებით “აქონდროპლაზია არ არი
2023 წლის 21 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა და იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის მაღალი დონის დიალოგის დაფუძნების შესახებ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დოკუმენტში მხარეები აღიარებენ საქართველო-იტალიის ორმხრივ ურთიერთობებში 1992 წლიდან მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს, რაც ქმნის არსებული თანამშრომლობის დღის წესრიგის გ
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
როგორც დეკანოზი წერს, ინფორმაცია, თითქოს პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, არასწორია.
„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს“, – წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.