საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი თბილისიდან 63 კმ-ში, ქალაქ დმანისის დასავლეთით, სოფელი პანტიანში იყო.
მიწისძვრის სიმძლავრემ 3.2 მაგნიტუდა შეადგინა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გერმანიის ფედერალურ შინაგან საქმეთა მინისტრს, ნენსი ფეზერს შეხვდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა სამართალდაცვით სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.
ვახტანგ გომელაურმა ხაზი გაუსვა გერმანიის სამართალდამცავ უწყებებთან ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობას და გერმან
საქართველოს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ ეწვია. პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დახვდა.
თეიმურაზ ჯანჯალიას განცხადებით, საქართველოს საგარეო პრიორიტეტებიდან გამომდინარე, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ზბიგნევ რაუს ვიზიტი და პოლონეთის მხარდაჭერა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„შეხვედრების დროს განხილული იქნება ჩვენი სტრატეგიული მიმართულებები, რაც არის ევროკავშირსა და ნატო
უკრაინისთვის სამართლიან და მყარ მშვიდობაზე ვისაუბრეთ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა.
“ერთსაათიანი საუბრის დროს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხების მთელი კომპლექსი განვიხილეთ. განსაკუთრებული ყურადღება უკრაინისთვის სამართლიანი და მყარი მშვიდობის დამყარებისთვის შესაძლო ურთიერთქმედების გზებს დავუთმეთ.
უკრაინელ ერზე მეტად მშვიდობა არავის არ სურს. ჩვენ მიწაზე ვართ და ჩვენი მომავლისთვი
აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტი გრძელდება. აქციის მონაწილეები სახელმწიფოსგან პრეპარატ "ვოსორიდიტის" ქვეყანაში შემოტანას და დაფინანსებას ითხოვენ.
მშობლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე 3 მოთხოვნა დააყენეს.
ერთ-ერთი მშობლის, ლია შავიშვილის განცხადებით, მათი მოთხოვნაა, საკოორდინაციო საბჭოს მუშაობასა და ყველა პროცესში, რაც მედიკამენტ “ვოსორიდიტის“ საქართველოში ჩამოტანას უკავშირდება, ჩართული იყოს მინიმუმ სამი მშობელი.
“ჩვენი მოთხოვნაა საკოორდ
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) მიერ ჩატარებული კვლევის მონაცემები გაყალბებულია.
კობახიძე აღნიშნულს სამწუხარო ფაქტად აფასებს.
„დეტალებში არ შევალ. სამწუხაროა, შემაშფოთებელია და იძლევა დასკვნების გამოტანის საშუალებას ის ფაქტი, რომ სამწუხაროდ, IRI-ის ხელით გაყალბდა სოციოლოგიური კვლევის მონაცემები. კვლევები ადრეც სხვადასხვა მიმართულებით ყალბდებოდა ხოლმე. მაგალითად, წინა კვლევაში განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო პერსონა
ვიდრე გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, სახელმწიფომ ვალდებულება აიღო, რომ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებს ყველა სხვა სერვისი მიეწოდებათ. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, სილვიუ დომენტემ აქონდროპლაზიასა და მედიკამენტ “ვოსორიტიდის” თაობაზე საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
“ხელისუფლებამ ორი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. პირველი, იშვიათ დაავადებებზე მათ საბჭო შექმნეს, რომელსაც ხელმისაწვდომი მონაცემების ანალიზი და კლი
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ზურაბ ოდიშვილი დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას კავკასიური ლეგიონის მეთაური ლადო გამსახურდია ავრცელებს.
უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვლის, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 43 ქართველის მებრძოლია დაღუპული.
იპნ
კომპანია „ცემენტ ინვესტმა“, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის, ირაკლი რუხაძის „ჰანიველ პარტნერზისა“ და დავით ბეჟუაშვილის ოჯახის ინტერესებს წარმოადგენს, სრულად გამოისყიდა Heidelberg Materials-ის წილი „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიასა“ და „თერჯოლა კარიერში“ (ერთობლივად „ჰაიდელბერგცემენტ საქართველო“).
ინფორმაციას ამის შესახებ „ჰაიდელბერგცემენტ საქართველო“ ავრცელებს.
„მას შემდეგ, რაც 2017 წელს Heidelberg Materials და „ცემენტ ინვესტი“ პარტნიორები გახდნენ, ერთობლივ
თეა მეფარიშვილის 8 წლის შვილს აქონდროპლაზია აქვს. ლიზის აღმოაჩნდა დიაგნოზის თანმდევი არაერთი ისეთი სიმპტომი, რომელიც მის ცხოვრებას ართულებს. მათგან განსაკუთრებით რთულია ძილის აპნოე [ძილისას სუნთქვის შეჩერება], სმენისა და გადაადგილების პრობლემები და სხვა.
ლიზის ოჯახმა რამდენიმე წლის წინ მიიღო რთული გადაწყვეტილება და დატოვა სამშობლო. ახლა ოჯახი ბარსელონაში ცხოვრობს. დედა ამბობს, რომ ესპანეთი მათ სრულად უფარავს ჯანდაცვის ხარჯებს, ივნისიდან ლიზის უფასოდ მისცემენ აქონდროპლაზიის რევოლუციურ პრეპა
უკრაინისა და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პირველი სატელეფონო საუბარი გაიმართა.
როგორც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, დიალოგი იყო შინაარსიანი და ხანგრძლივი.
უკრაინის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ სატელეფონო საუბარი, ისევე როგორც ჩინეთში უკრაინის ელჩის დანიშვნა, „ძლიერ ბიძგს მისცემს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებას“.
აღსანიშნავია, რომ ოფიციალური პეკინი ნეიტრალიტეტს ემხრობა და ღიად არ განიხილავს რუსეთ-უკრაინ
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „ვოსორიტიდთან“ დაკავშირებით ქართულ პროტოკოლში, რომელიც ერთი თვის განმავლობაში უნდა შეიქმნას, განსაზღვრული იქნება მედიკამენტის გამოყენების პირობები იმ მონაცემებიდან გამომდინარე, რაც დღეს არსებობს.
მისივე თქმით, მედიკამენტთან დაკავშირებით სამუშაო პროცესი გრძელდება.
„სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქონდროპლაზიის პროტოკოლზე მუშაობს, ესწრებოდა საბჭოს შეხვედრას. მათ გამოთქვეს თავიანთი პოზიციები და აღნიშნეს, რომ მზად არიან,
A კატეგორიის ტაქსებისთვის, რომელთა გამოშვების ვადა 10 წელს არ აღემატება, კიდევ ერთი სიახლე ამოქმედდება. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მსგავს ავტოსატრანსპორტო საშუალებებს პირველი ივნისიდან ავტობუსის ზოლში მოძრაობა შეეძლებათ.
„ტაქსების რეფორმის ფარგლებში, არაერთი კონკრეტული ნაბიჯი გადაიდგა. გვაქვს კიდევ ერთი სიახლე, რომელიც შეეხება მხოლოდ A კატეგორიის იმ ტაქსებს, რომელთა გამოშვების ვადა არ აღემატება 10 წელს. ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს
26-28 აპრილს, საქართველოს ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ზბიგნევ რაუ ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, პოლონელ კოლეგას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი უმასპინძლებს. გაიმართება შეხვედრა, როგორც პირისპირ ფორმატში, ასევე ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის.
„ვიზიტის ფარგლებში, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან გამართავს.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა მიმდინარეობს.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა დაეთმობა აქონდროპლაზიის გაიდლაინის მომზადების სტატუსის მიმოხილვას, მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ დანერგვის ეტაპებს და ამ მიმართულებით, საერთაშორისო გამოცდილებას.
პარალელურად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქონდროპლაზიით დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების მორიგი აქცია მიმდინარეობს.
ხელისუფლებას აღარ ჰყავს დასავლეთში პარტნიორი, რომელიც მას ენდობა, პარტნიორების წინააღმდეგ შტურმით ანადგურებს წლების განმავლობაში მიმდინარე ურთიერთობებს, - ამის შესახებ „საქართველოსთვის" წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რითაც ირაკლი ღარიბაშვილის შარლ მიშელთან შეხვედრას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, ხელისუფლება ამ შეხვედრით კმაყოფილია, თუმცა, მიშელის განცხადება საწინააღმდეგოზე მეტყველებს.
„ხელისუფლების წარმომადგენლების, პრემიერ-მინისტრის მხრიდან მოვისმინეთ, რომ ფანტასტიკური შეხვედრები ჰქ
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი კატასტროფის 37 წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ აუცილებელია გაკეთდეს ყველაფერი, რათა რუსეთს არ მიეცეს ატომური ენერგიის ობიექტების მსოფლიოს შანტაჟისთვის გამოყენების შესაძლებლობა.
აღნიშნული განცხადება ქვეყნის პირველმა პირმა „ტელეგრამის“ გვერდზე გაავრცელა.
„37 წლის წინ ჩერნობილის ატომურ სადგურზე მომხდარმა ავარიამ უდიდესი დაღი დაასვა მთელს მსოფლიოს. რადიაციის გაჟონვამ ერთ დროს მყ
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა „უმაღლესი თავდადების ორდენი“ გადასცა მამუკა სეფაშვილს, რომელიც თურქეთში მიწისვრის სალიკვიდაციო-სამაშველო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად გამგზავრებულ ქართველ მაშველებს ხელმძღვანელობდა, იუწყება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
უწყების ცნობით, პრეზიდენტის სასახლეში, სპეციალურ ღონისძიებაზე, ერდოღანმა ყველა ქვეყნის მაშველებს გაწეული დახმარებისა და თავდადებისთვის მადლობა პირადად გადაუხადა.
„ქართული სამაშველო ჯგუფი თურქეთში საქართველოს პრ
ევროპარლამენტის დეპუტატი ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ ქართველმა „ტროლებმა“ რუს „ტროლებსაც“ კი აჯობებს. ასე ის გამოეხმაურა დიტო ჩუბინიძის მტკიცებას, თითქოს ფონ კრამონი ნაცისტური გერმანიის მაღალჩინოსნის, ჰერმან გერინგის შთამომავალია და ხელოვნური ინტელექტით შექმნილ ვიდეოს, რომელშიც იგი თითქოს ნასვამ მდგომარეობაში იმყოფება.
ფონ კრამონი ხაზს უსვამს, რომ ამ ყალბ ინფორმაციას „ძირითადად“ მმართველი პარტიის მხარდამჭერები აზიარებენ და ეჭვობს, რომ ფეიკების დამკვეთი სავარაუდოდ სწორედ მმართველი გუნ
აქონდროპლაზიის მქონე ერთ-ერთი ბავშვის დედის, ეკა ჭონქაძის თქმით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მშობლებს დახმარება აღუთქვა, თავისი შესაძლებლობისამებრ დააჩქარებინოს ჯანდაცვის სამინისტროს საჭირო მედიკამენტის შემოტანა, თუმცა ეკა ჭონქაძე დასძენს, რომ პრეზიდენტმა სკეპტიკურად შეაფასა, რამდენად გაითვალისწინებს მის პოზიციას პრემიერ-მინისტრი.
აქონდროპლაზიის მქონე ბავშვთა მშობლები საპროტესტო აქციებს რამდენიმე თვეა, მართავენ. მათი მოთხოვნაა, სახელმწიფომ საქართველოში შემოიტანოს და დააფინანსოს
დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის გამო, შვედეთი ხუთ რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს, – ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ.
„როიტერის“ ცნობით, შვედეთმა რუსეთის ელჩი გამოიძახა და აცნობა, რომ საელჩოში დასაქმებულმა ხუთმა ადამიანმა, დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციასთან შეუთავსებელი ქმედებების გამო, ქვეყანა უნდა დატოვოს.
მედიის ცნობით, რუსეთს ამ შემთხვევასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, მანამდე ნორვ
არ ვიცით, როდის დასრულდება ომი, მაგრამ ვიცით, რომ რუსული აგრესია არის ტოქსიკური ხასიათის, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - ეს ძალიან კარგად ესმის საქართველოს და ქართველ ხალხს, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
სტოლტენბერგის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს „რუსეთის აგრესიულ ომზე და უკრაინის გვერდით დგომის მნიშვნელობაზე“.
„გასულ კვირას ვიყავ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე თანამდებობას ტოვებს.
ინფორმაცია, გელა ხანიშვილის გადადგომის შესახებ თავდაპირველად BMG-მ გაავრცელა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ ხანიშვილი პოსტს პირადი განცხადების საფუძველზე ტოვებს, თუმცა განცხადება ჯერ არ დაუკმაყოფილებიათ.
გელა ხანიშვილი 2016 წლიდან იკავებს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის პოსტს.
ნეტგაზეთი ცდილობს ხანიშვილთან დაკავშირებას.
ნეტგაზეთი