აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ. შეხვედრა ათონელის რეზიდენციაში გაიმართა.
როგორც ერთ-ერთმა მშობელმა შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა, პრეზიდენტმა გამოთქვა მზაობა, ჩაერთოს პროცესში, რათა "დაჩქარდეს მოვლენები, შეიქმნას დროულად ეროვნული პროტოკოლი და დროულად შემოვიდეს საქართველოში საჭირო მედიკამენტი - ვოზორიტიდი".
"ამ წუთას დამთავრდა შეხვედრა პრეზიდენტთან, ქალბატონ სალომესთან. მშობლები შევხვდით. ჩვენ ქალბატონ სალომეს ვუთხ
"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)" ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 39% აცხადებს, რომ არავითარ შემთხვევაში არ მისცემდა ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“, გამოკითხულთა 34% კი არავითარ გარემოებაში არ მისცემდა ხმას „ქართულ ოცნებას“.
კითხვაზე, „რომელ პარტიებს არ დაუჭერდით ხმას არავითარ შემთხვევაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში?“, 39 %-მა „ნაციონალურ მოძრაობა“ დაასახელა, 34 % -მა - „ქართული ოცნება“, 16%-მა - „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“, 13-მა- „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩ
საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და მათ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს აქონდოპლაზიის მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების მხარდასაჭერად ღია წერილით მიმართავენ. განცხადებას გთავაზობთ უცლელად:
ხელმომწერი ორგანიზაციები:
საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია
ასოციაცია ანიკა
ფონდი გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში-თბილისი
ოზურგეთის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი
ა/ო “მზის შვილები”
აჭარის შეზღუდ
ევროკომისია უკრაინას დღეს, მაკროფინანსური დახმარების პაკეტის ფარგლებში, 1.5 მილიარდი ევროს მიაწვდის, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა „ტვიტერზე“ დაწერა.
„დღეს ჩვენ უკრაინას, წლიური მაკროფინანსური დახმარების პაკეტის ფარგლებში, მორიგ 1.5 მილიარდ ევროს მივაწვდით“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ევროკავშირი უკრაინის დახმარებას გააგრძელებს, რათა მან რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეძლოს.
„გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას რუს
საქართველოს მოქალაქეებმა ალმათიში ინტერნეტ-თაღლითების „ქოლ-ცენტრი" მოაწყვეს, დაკავებულია საქართველოს 24 მოქალაქე, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ყაზახეთის ქალაქ ალმათიში კიბერდანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოების დროს, ინტერნეტ თაღლითების „ქოლ-ცენტრი" გამოავლინეს და ოპერაციის დროს საქართველოს მოქალაქეების 24 - კაციანი ჯგუფი დააკავეს.
მათივე ინფორმაციით, გარდა ამისა, დედაქალაქ ასტანაში, კიბერდანაშაულის დეპარტამენტის თ
ეტყობა „გირჩის“ დესტრუქციულ შეხვედრებს რომ აფინანსებდნენ სტუდენტებთან, მაშინ გამოჰკითხეს და დაწერეს ეს კვლევა, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი ჟურნალისტებთან IRI- ის კვლევას.
მისი შეფასებით, კვლევა ფაქტებს არ ეფუძნება.
"არის უმეცარი მცდელობა, რომ იმ აღქმების დამკვიდრებას შეუწყონ ხელი, რომელიც გააცოცხლებს "ნაციონალურ მოძრაობას." თუმცა, როგორი დეზინფორმაციული ასპექტები და პარამეტრებიც არ უნდა იყოს ამ კვლევაში, ის ფაქტი მაინც ვერ დამალეს, რომ სახელმწიფო
გვახსოვს, რომ ეს კვლევები 7-8-ჯერ გადამოწმდა დემოკრატიული არჩევნებით საქართველოში და გამოჩნდა, რომ აცდენილი იყო რეალობას. ახლაც ერთად გადავამოწმებთ 2024 წელს ვის რა მხარდაჭერა აქვს საქართველოში,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) გამოქვეყნებულ კვლევებთან დაკავშირებით საუბრისას განუცხადა.
თალაკვაძის შეფასებით, რაც შეეხება პოლიტიკურ რეიტინგებს, ნებისმიერ მათ მხარდამჭერს გაუჭირდება ამ შედეგების დაჯერება ისე, როგორ
სასიამოვნო სიახლე საქართველოდან! „ქართული ოცნებისა“ და მისი სატელიტების ევროკავშირის საწინააღმდეგო კამპანია სრულიად ჩავარდა. ქართველების თითქმის 90% ახლა ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს, - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი IRI-ს კვლევის შედეგებს, რომელიც აჩვენებს, რომ გამოკითხულთა 89% სრულად ან მეტ-ნაკლებად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.
„ისტორიული მაქსიმუმი. ხალხმა მშვენივრად იცის, ვინ არის ნამდვილი მეგობარი და ვინ არა!“ - წერს ევროპარლამენტარი.
საერთაშორისო რესპუბლიკის ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.
შეკითხვაზე, „თქვენი ხედვით, რა არის ხელისუფლების არსებული საგარეო კურსი“:
17% მიიჩნევს, რომ პროდასავლურია;
21% მიიჩნევს, რომ უფრო მეტად პროდასავლურია, ვიდრე პრორუსული;
20%-ს მიაჩნია, რომ უფრო მეტად პრორუსულია, ვიდრე პროდასავლური;
25% მიიჩნევს, რომ პრორუსულია;
არ იცის/პასუხზე უარს ამბობს 17%.
კვლევა ჩატარდა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბ
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დაკვეთით წარმოებული კვლევის თანახმად, საჯარო პირების რეიტინგი ამგვარად გამოიყურება – ყველაზე მეტ ადამიანს მოსწონს პატრიარქი (91%), შემდეგ მოდის თბილისი მერი, კახა კალაძე (52%), შემდეგ სალომე ზურაბიშვილი (48%), შემდეგ რეიტინგშია ყოფილი პრემიერი გიორგი გახარიაა (36%) და ასეთივე მოწონება აქვს რეიტინგში ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშილს (36%).
კვლევა ჩატარდა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრი
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის [IRI-ს] ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოში ყველაზე რეიტინგული პოლიტიკოსი კახა კალაძეა, მეორე ადგილს კი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იკავებს.
კვლევის ფარგლებში, რომელიც ორგანიზაციამ დღეს, 25 აპრილს გამოაქვეყნა, რესპონდენტებს ჰკითხეს ჩამოთვლილი პირებიდან რომლის მიმართ იყვნენ პოზიტიურად განწყობილები და ვის მიმართ ნეგატიურად.
შედეგების მიხედვით კი ტრადიციულად პირველი ადგილი დაიკავა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია II-მ (გამოკითხულ
ახალციხის საკრებულოს თანამდებობის პირის შვილის კომპანიამ 9 მლნ ლარამდე სახელმწიფო შესყიდვები მიიღო, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში“ განმარტავენ, ახალციხის საკრებულოში ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარისა და სატენდერო კომისიის წევრის, ნოდარ ტალახაძის შვილისა და რძლის „კომპანია ელ ეს ჯორჯიამ“, 2020-2022 წლებში სახელმწიფო შესყიდვებიდან 8,797,512 ლარი მიიღო.
მათივე ცნობით, აქ
IRI-ის კვლევის თანახმად, უახლოეს შაბათს რომ არჩევნები რომ იყოს, გამოკითხულთა 19% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 14% - „ნაციონალურ მოძრაობას“.
"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)" ახალი კვლევის თანახმად, კითხვაზე, „რომელ პარტიას მისცემდით ხმას უახლოეს შაბათს რომ არჩევნები იყოს", გამოკითხულთა 19% „ქართულ ოცნებას“ ასახელებს, 14% ხმას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობს“ მისცემდა, 3%-მა გიორგი გახარიას „საქართველოსთვის დაასახელა“, 3%-მა კი - ზურაბ ჯაფარიძის „გირჩი - მეტი თავისუფლება“.
ამა
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ინფორმაციით, ახალი საზოგადოებრივი აზრის კვლევა (Center for Insights in Survey Research) აჩვენებს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მტკიცე მხარდაჭერა აქვს, ასევე გამოკითხულთა უმრავლესობა პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობის ნაკლებობას გამოხატავს და უკმაყოფილოა ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების ყოფნის გამო.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ცნობით, გამოკითხულთა 89% სრულად ან მეტ-ნაკლებად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. მხა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
საფრანგეთის რესპუბლიკის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა საქართველოს ვიზიტით, სამხრეთ კავკასიაში რეგიონული ტურნეს ფარგლებში, 28 აპრილს ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში, ფრანგი დიპლომატი შეხვედრას გამართავს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან, როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთ
ის, რომ საქართველო ასოცირებული ტრიოს ფარგლებში ლიდერი იყო ბევრი წლის განმავლობაში, ფაქტია, ჩვენ კითხვარის შევსების შედეგად შეფასებები ვიხილეთ, სადაც ასევე დასტურდება, რომ ტექნიკური მზაობის თვალსაზრისით, საქართველოს მდგომარეობა ძალიან კარგია, ამას, რომ არ აღიარებდე და არ ამბობდე, მავნებელი უნდა იყო, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
ბუჩუკურის თქმით, ახლა ქვეყნის პრობლემაა პოლიტიკური ნაწილი.
„იმედი მაქვს, რომ რუსული კანონების მსგავს საბოტაჟს ამ რ
პარლამენტის ყოფილი დეპუტატი დავით ზურაბიშვილი გეგმავს, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს სასამართლოში ცილისწამების გამო უჩივლოს.
ირაკლი კობახიძემ მას „უცხოელი აგენტი უწოდა“ და აღნიშნა, რომ კარგად იცის, რას უნდა „მივაწეროთ მისი ასეთი განცხადება, როცა ბიძინა ივანიშვილისთვის დაპატიმრების ორდენის გამოწერაზე საუბრობს“.
საქართველოს მოქალაქეების სუდანიდან ევაკუაციის პირველი ეტაპი დასრულდა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსნდრე ხვთისიაშვილის ცნობით, ახლა საქართველოს მოქალაქეები იმყოფებიან სუდანისა და ეგვიპტის საზღვარზე, ნეიტრალურ ზონაში.
აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებმა მთავრობის კანცელარიასთან მეექვსე ღამე გაათენეს. ისინი კანცელარიასთან დარჩენას გეგმავენ მანამ, სანამ ხელისუფლება მათი შვილებისთვის აუცილებელ პრეპარატს არ დააფინანსებს.
“მშობლები არ დავიღლებით ამ პროტესტით. ერთმანეთს ვეცვლებით ყოველ საღამოს. 12 მშობელი ვართ. სანამ წამალს სახლში არ მივიტანთ მანამდე აქ ვიქნებით”, – უთხრა “ფორმულას” ერთ-ერთმა მშობელმა დღეს, 25 აპრილს.
უკვე რამდენიმე თვეა, რაც მშობლები აქტიური საპროტესტო აქციებით ითხოვენ აქონდროპლაზიი
20 აპრილს ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ინსტიტუციური მოლაპარაკებების დაწყებას ევროკავშირის (EU) ქვეყნებში ბინადრობისა და მუშაობის ერთჯერადი და გრძელვადიანი ნებართვების შესახებ დირექტივებზე, რომლის მიზანიც მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის განაცხადის პროცედურების დაჩქარებაა.
სტრასბურგში კენჭისყრისას ევროპარლამენტარებმა დაამტკიცეს გეგმები ბლოკის მასშტაბით ლტოლვილებისა და მიგრანტების განაწილების შესახებ, რაც გზას უხსნის ევროპარლამენტარებს ევროკავშირის მინისტრებთან საბოლოო კანონების შ
აკაკი წერეთლის გამზირის ერთ მონაკვეთზე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ზოლი გზის შუაში განთავსდება, მეორე მონაკვეთზე კი ე.წ. ბასლაინი გამზირის კიდეებში მოეწყობა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუმარტეს, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ზოლი მთლიანად წერეთლის გამზირს მოიცავს.
კერძოდ, მერიის ინფორმაციით, ავტობუსის ზოლი შუაში განთავსდება შალიკაშვილის ხიდიდან ევდოშვილის ქუჩის კვეთამდე, ხოლო ევდოშვილის ქუჩის კვეთიდან ცაბაძის ქუჩის კვეთამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამზ
იმედია, სტატუსის მონიჭებაზე გადაწყვეტილების მიღებამდე დარჩენილ რამდენიმე თვეში „ქართული ოცნება“ რუსული კანონების მსგავს საბოტაჟს არ მიმართავს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის" წევრმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
ბუჩუკური გამოეხმაურა ევროკავშირის საბჭოს განცხადებას და აღნიშნა, რომ დასავლელი პარტნიორები ხედავენ ქართველი ხალხის მისწრაფებებს და მათი განწყობაა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობას იმსახურებს.
"ის, რომ საქართველო ასოცირებული ტრიოს ფარგლებში ლიდერი იყო ბევრი
უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, 3 მიმართულებით მოწინააღმდეგის 43 შეტევა მოიგერიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.
„მტრის ძირითადი ძალისხმევა კვლავ კონცენტრირებულია შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე ბახმუტის, ავდიივკასა და მარინსკის მიმართულებებით. ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა ფრონტის მითითებულ სექტორებში მტრის 43 შეტევა მოიგერიეს. სასტიკი ბრძოლა გრძელდება ბახმუტისა და მარინკასათვის“