Jump to content
Planeta.Ge

Blogs

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა EU-ში ბინადრობის ნებართვის მიღების ვადის შემცირებას

20 აპრილს ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ინსტიტუციური მოლაპარაკებების დაწყებას ევროკავშირის (EU) ქვეყნებში ბინადრობისა და მუშაობის ერთჯერადი და გრძელვადიანი ნებართვების შესახებ დირექტივებზე, რომლის მიზანიც მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის განაცხადის პროცედურების დაჩქარებაა. სტრასბურგში კენჭისყრისას ევროპარლამენტარებმა დაამტკიცეს გეგმები ბლოკის მასშტაბით ლტოლვილებისა და მიგრანტების განაწილების შესახებ, რაც გზას უხსნის ევროპარლამენტარებს ევროკავშირის მინისტრებთან საბოლოო კანონების შ

წერეთლის გამზირის ერთ მონაკვეთზე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ზოლი გზის შუაში განთავსდება, მეორე მონაკვეთზე კი - გამზირის კიდეებში

აკაკი წერეთლის გამზირის ერთ მონაკვეთზე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ზოლი გზის შუაში განთავსდება, მეორე მონაკვეთზე კი ე.წ. ბასლაინი გამზირის კიდეებში მოეწყობა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუმარტეს, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ზოლი მთლიანად წერეთლის გამზირს მოიცავს. კერძოდ, მერიის ინფორმაციით, ავტობუსის ზოლი შუაში განთავსდება შალიკაშვილის ხიდიდან ევდოშვილის ქუჩის კვეთამდე, ხოლო ევდოშვილის ქუჩის კვეთიდან ცაბაძის ქუჩის კვეთამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამზ

ანა ბუჩუკური - იმედია, სტატუსის მონიჭებაზე გადაწყვეტილების მიღებამდე დარჩენილ რამდენიმე თვეში „ქართული ოცნება“ რუსული კანონების მსგავს საბოტაჟს არ მიმართავს

იმედია, სტატუსის მონიჭებაზე გადაწყვეტილების მიღებამდე დარჩენილ რამდენიმე თვეში „ქართული ოცნება“ რუსული კანონების მსგავს საბოტაჟს არ მიმართავს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის" წევრმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა. ბუჩუკური გამოეხმაურა ევროკავშირის საბჭოს განცხადებას და აღნიშნა, რომ დასავლელი პარტნიორები ხედავენ ქართველი ხალხის მისწრაფებებს და მათი განწყობაა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობას იმსახურებს. "ის, რომ საქართველო ასოცირებული ტრიოს ფარგლებში ლიდერი იყო ბევრი

გენშტაბი - უკრაინის თავდაცვის ძალებმა 43 შეტევა მოიგერიეს და მტრის კუთვნილი 10 დრონი გაანადგურეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, 3 მიმართულებით მოწინააღმდეგის 43 შეტევა მოიგერიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული. „მტრის ძირითადი ძალისხმევა კვლავ კონცენტრირებულია შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე ბახმუტის, ავდიივკასა და მარინსკის მიმართულებებით. ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა ფრონტის მითითებულ სექტორებში მტრის 43 შეტევა მოიგერიეს. სასტიკი ბრძოლა გრძელდება ბახმუტისა და მარინკასათვის“

საქართველოს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, კატრინ კოლონა, 28 აპრილს საქართველოს ეწვევა. ინფორმაციას საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან მოლაპარაკებებს დროს კატრინ კოლონა გამოხატავს მხარდაჭერას კანონის უზენაესობის სფეროში რეფორმებისა და სამოქალაქო სივრცის შენარჩუნების მიმართ, რაც ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოებისთვის აუცილებელია“, - აღნიშნულია უწყების პრესრე

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები ქუთაისიდან სამხრეთით 3 კმ-ში, სოფელ სარბევთან დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრე 3.6 მაგნიტუდა იყო.

ვოლოდიმირ ზელენსკი კუპიანსკზე თავდასხმაზე - ტერორისტული ქვეყანა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მთლიანად გაგვანადგუროს - გვაქვს უფლება და ვუპასუხებთ

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკზე რუსების მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს, რომ უკრაინა ტერორისტულ ქვეყანას პასუხს გასცემს. „კუპიანსკი, ქალაქის ცენტრი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. ტერორისტული ქვეყანა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მთლიანად გაგვანადგუროს, გაანადგუროს: ჩვენი ისტორია, კულტურა, ჩვენი ხალხი, კლავს უკრაინელებს აბსოლუტურად ბარბაროსული მეთოდებით. არ გვაქვს უფლება, ეს ერთი წამითაც კი დავივიწყოთ. ჩვენ გვაქვს უფლება და

ომბუდსმენი მოუწოდებს მთავრობის ადმინისტრაციას, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს პროტესტის გამოხატვისთვის ღირსეული პირობები შეუქმნან

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი მოუწოდებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, რომ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს პროტესტის გამოხატვისთვის ღირსეული პირობები შეუქმნან. როგორც იოსელიანმა განმარტა, მნიშვნელოვანია გამოხატვის თავისუფლება არ იყოს შეზღუდული, მეორე მხრივ კი ღირსებულ პირობებში შეეძლოთ ამის განხორციელება. „როდესაც პრობლემა დადგა, პირველი დღიდანვე ჩავერთეთ პროცესში. სახალხო დამცველის აპარატის მეცადინეობით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. ჩვენ ამ სამუშაო ჯგუფში დღემდე

გია ვოლსკი ოპოზიციაზე - არ მგონია, რომ პროკურატურა უნდა ჩაანაცვლოს კომისიამ, რომელსაც ეს უსაქმური ადამიანები ჩაუდგებიან სათავეში

მე არ მგონია, რომ პროკურატურა უნდა ჩაანაცვლოს კომისიამ, რომელსაც ეს უსაქმური ადამიანები ჩაუდგებიან სათავეში, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ინიციატივას. ვოლსკი ფიქრობს, რომ ოპოზიცია „რაღაცით თავის გამოჩენას ფიქრობს“. „პარლამენტში არაფერი უკეთებიათ და საგამოძიებო კომისიის შექმნა რაღაც სტრატეგიად ჩამოაყალიბეს, რომ როგორმე თავი

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დედებს სახალხო დამცველი შეხვდა

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს კანცელარიასთან სახალხო დამცველი შეხვდა. ლევან იოსელიანი მშობლების აქციაზე მივიდა და მათი პრობლემები მოისმინა. ლევან იოსელიანმა აღნიშნა, რომ თუ მშობლების გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდება, ომბუდსმენის ინსტიტუტი მათ გვერდით იქნება, აპარატი კი მუშაობს მათ პრობლემებზე და აქვს კომუნიკაცია ჯანდაცვის სამინისტროსთან. სახლახო დამცველის წარმომადგენელი აქონდროპლაზიის შესახებ სამინისტროში შექმნილ სამუშაო ჯგუფშია ჩართული. აქონდროპლაზიის მქ

ვაგრძელებთ პროტესტს და მოვითხოვთ პრემიერთან შეხვედრას - აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები

მთავრობის სხდომის პარალელურად აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლების აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეებმა პრემიერის განცხადება, რომ ხელისუფლება ჯერჯერობით არ აპირებს მათთვის საჭირო მედიკამენტის დაფინანება, გააკრიტიკეს. მშობლები ამბობენ, რომ აგრძელებენ პროტესტს თავიანთი მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე და მოითხოვენ პრემიერთან შეხვედრას. ერთ-ერთი მშობლის თქმით, არასწორი იყო პრემიერის ის განმარტებაც, თითქოს სხვა ქვეყნები თავს იკავებენ ამ მედიკამენტის გამოყენებისგან. მისი თქმით, მათ შორის, აშშ-მა

ფრაქცია "სენაკი საქართველოსთვის" ინიციატივით, სენაკის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამა გრძელდება

ფრაქცია "სენაკი საქართველოსთვის" ინიციატივით, სენაკის მუნიციპალიტეტში გრძელდება სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამა, რომლის მიზანია საჯარო ფინანსების მართვის საქმეში მოქალაქეთა ჩართულობისა და განსახორციელებელი პროექტების ადგილობრივი მოსახლეობის პრიორიტეტების შესაბამისად შერჩევის გზით, მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდა.   "შენ შეგიძლია დაწერო პროექტი, მიაწოდო იდეა სენაკის მუნიციპალიტეტის მერიას და შეცვალო გარემო შენს ირგვლივ!", - წერს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე სენაკის

გაბრიელიუს ლანდსბერგისი - ტრანსატლანტიკურ კავშირებში საქართველოს გზის მიმართ ერთგული ვრჩებით, მაგრამ ბურთი საქართველოს მოედანზეა და მან უნდა გაათამაშოს

ბურთი საქართველოს მოედანზეა, აქამდე გათამაშება არ მომხდარა, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა, რომელმაც უპასუხა შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ელოდება. ლანდსბერგისმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე განაცხადა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ექნება შესაძლებლობა, რეფორმები წარადგინოს. „საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, რა თქმა უნდა, ექნება შესაძლებლობ

Bloomberg - ევროკავშირი რუსეთის გავლით საქონლის ტრანზიტს აკრძალავს

ევროკავშირი რუსეთის გავლით გარკვეული საქონლის ტრანზიტის აკრძალვას აპირებს. ინფორმაციას Bloomberg ევროკავშირის შიდა დოკუმენტსა და საკითხის მცოდნე წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. კერძოდ, პოლონეთი, ესტონეთი და ლატვია ევროკავშირს მოუწოდებენ, აკრძალოს რუსეთის გავლით საქონლისა და ტექნოლოგიების ტრანზიტი, რომელიც შესაძლოა, თავდაცვის, საავიაციო და კოსმოსურ ინდუსტრიებში იქნას გამოყენებული ან რუსეთს წარმოების სიმძლავრეების გაფართოებაში დაეხმაროს. ამასთან, არსებობს ინიციატივა, სანქციები დაუწესდეს იმ ტა

კელი დეგნანი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე - საგამოძიებო კომისია არის მექანიზმი იმ საკითხების გამოსაკვლევად, რომელიც მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის და გამჭვირვალობას, მეტ ინფორმაციას მოითხოვს

პარლამენტმა შექმნა საგამოძიებო კომისიები, როგორც მექანიზმი, რომ გამოიკვლიოს ის საკითხები, რაც მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის, ის საკითხები, რომელიც გამჭვირვალობას, მეტ ინფორმაციას მოითხოვს. რაც ქართველ ხალხს საშუალებას აძლევს, უფრო ინფორმირებული იყოს და მეტად გამჭვირვალე გახადოს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა სასამართლოსთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხთან დაკავშირებით კომენტირებისას გან

კახა კალაძე - წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია იანვარში დასრულდება, ისე არიან დაბოღმილი, არ იციან, რა თქვან, ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციაა

წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია იანვარში დასრულდება, არ იციან, რა თქვან, როდესაც ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება მიმდინარეობს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე, რომ „ოპონენტების განცხადებით, სამუშაოები მერიას ზაფხულში უნდა დაეწყო“. კალაძის თქმით, „ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაცია, აბსურდი და სისულელე“. „კარგი, ვთქვათ, დავიწყეთ ზაფხულში. სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი ხომ გადაიწევ

მოსკოვის მახლობლად ასაფეთქებლით დატვირთული დრონი იპოვეს

მოსკოვის მახლობლად ასაფეთქებლით დატვირთული უპილოტო საფრენი აპარატი [იგივე დრონი] იპოვეს, იუწყება რუსული სამთავრობო მედია. როგორც „ტასსი“ წერს, დრონი 23 აპრილს ბოგოროდსკოეს ოლქში იპოვეს (დაახლოებით 10 კილომეტრი მოსკოვიდან) და ამჟამად ტარდება ექსპერტიზა, რომელიც დაადგენს დრონის გამშვებს და მისი დანიშნულების საბოლოო წერტილს. „ბაზას” ინფორმაციით, დრონი ადგილობრივმა მცხოვრებელმა იპოვა, თუმცა იფიქრა, რომ ეს „ვიღაცის სათამაშოა“ და მებაღეთა ჩათში ფოტო გააგზავნა. სწორედ ამ ჩათის ერთ-ერთმა მონაწ

ჟოზეფ ბორელი - საგარეო საქმეთა საბჭოზე საქართველოს შესახებ ვისაუბრებთ - ჩვენთვის საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა

ვაპირებთ, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოზე საქართველოზეც ვისაუბროთ. გვექნება შეხვედრა, განხილვა. ვისაუბრებთ შეერთების პერსპექტივაზე, უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მდგომარეობაზე, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე განაცხადა. „ჩვენთვის საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა და გვახსოვდეს, რომ მას აქვს უსაფრთხოების სპეციფიკური საკითხები, რადგან მისი ტერ

მიხეილ სარჯველაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საჭიროებას ვერ ხედავს

„ქართული ოცნების“ დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საჭიროებას ვერ ხედავს. სარჯველაძის შეფასებით, ოპოზიციის ინიციატივა პოლიტიკურად ცხელი თემის შექმნას ისახავს მიზნად და არა კონკრეტულ საკითხზე ჭეშმარიტების დადგენას. მისივე განცხადებით, მოსაზრება იმის თაობაზე, თითქოს არსებობს რაღაც გარემოებები, რის გამოც პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნა მიზანშეწონილია, დაუსაბუთებელი და არაარგუმენტირებულია. „პარლამენტში საგამ

ომბუდსმენმა აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებთან შეხვედრის მზაობა გამოთქვა და აღნიშნა, რომ აქციაზე პოლიტიკოსებთან ერთად არ მივა

სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებთან შეხვედრის მზაობა გამოთქვა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, როდის აპირებს მათთან აქციაზე მისვლას. როგორც ლევან იოსელიანი აღნიშნავს, მას პოლიტიკოსები უკავშირდებიან და მშობლების აქციაზე მისვლას სთხოვენ, თუმცა ის „პოლიტიკოსებთან ერთად აქციაზე მისვლას არ აპირებს". „ეს არ არის ჩემი საქმიანობის ნაწილი, რომ პოლიტიკოსებთან ერთად მივიდე რამე აქციაზე. რაც შეეხება მშობლებს - მშობლებთან მისვლის ნაწილში მე არანაირი პრობ

კელი დეგნანი - ყოველთვის მოხარული ვართ, როცა ქართველი მოსამართლეები ირჩევენ ჩვენს პროგრამებში მონაწილეობას - მოუთმენლად ველით ამ შესანიშნავი გაცვლით პროგრამების გაგრძელებას

ეს სასწავლო ვიზიტები ნამდვილად პოპულარული და წარმატებულია, ვინაიდან ის ერთად კრებს მოსამართლეებს აშშ-დან, საქართველოდან და აძლევს მათ შესაძლებლობას, რომ გაუზიარონ ერთმანეთს ცოდნა, საუკეთესო პრაქტიკა, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას ოთხ ქართველ მოსამართლესთან დაკავშირებით, რომლებიც აშშ-ში სასწავლო ვიზიტით გაემგზავრნენ. როგორც ელჩმა აღნიშნა, „აშშ-ს პროგრამები ღიაა მათთვის, ვინც არის კვალიფიცირებული, ასევე ვისაც შეუძლია სარგებელი მიი

ივნისიდან, ტრანსპორტის გამონაბოლქვის შემადგენლობის კონტროლი დაიწყება

ივნისიდან, ტრანსპორტის გამონაბოლქვის შემადგენლობის კონტროლი დაიწყება. როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ტარიელ ირემაძემ აღნიშნა, პირველ ეტაპზე კანონი 4 ქალაქში ამოქმედდება - თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში; სანქციები კი შემდეგნაირად განისაზღვრება: დამრღვევი ფიზიკური პირი პირველ ჯერზე დაჯარიმდება 100 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი - 300 ლარით. „გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, 2023 წლის ივნისიდან გეგმავს

პარტია „საქართველოსთვის“ ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმის შესწავლის მიზნით, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის

პარტია „საქართველოსთვის“ გამოდის ინიციატივით, პარლამენტში შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილ ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეს შეისწავლის. შესაბამისი დადგენილების პროექტის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ და პარტიის წევრმა დეპუტატებმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. მათივე ინფორმაციით, პარტია უახლოეს დღეებში საკონსტიტუციო სარჩელს წარადგენს, რათა ხელისუფლებამ რეგლამენტში არსებული ჩანაწერის
×
×
  • შექმენი...