ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს, ქრისტინე თაკალანძეს, „ჯაშუშობის“ ბრალდებით, 10 წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
25 წლის ქრისტინე თაკალანძე 2022 წლის 20 ივლისს, გალის რაიონში დააკავეს.
ზუგდიდში დაბადებული ქრისტინე თაკალანძე გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში ცხოვრობდა. აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმი თაკალანძეს ქართულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს.
ავტორი - ქეთი ჩოხელი
US Embassy Tbilisi, Georgia
27 წთ ·
ვუერთდებით საქართველოსა და ნეაპოლში მიმდინარე საყოველთაო დღესასწაულს. საქართველოს მომავალი მართლაც ევროპაშია, სადაც მისი შესაძლებლობები რეალიზდება და ისევე იბრწყინებს მთელი მსოფლიოს დასანახად, როგორც დღეს ქართველი ფეხბურთელი - ხვიჩა კვარაცხელია.
გილოცავთ, ეს მხოლოდ დასაწყისია!
საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა კომენტარი გააკეთა მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას თამაშზე.
„ხვიჩა ახალგაზრდაა, მაგრამ „ნაპოლიში“ გადასვლის შემდეგ თავი არ დაუკარგავს, ის გუნდის საკვანძო მოთამაშე გახდა. „ნაპოლის“ მან ფლანგზე აგრესია შემატა. ძალიან კარგი ბიჭია და საკუთარი შესაძლებლობების სჯერა. თავისი ნიჭით ის „ნაპოლის“ ჩემპიონობის მოპოვებაში დაეხმარა.
მომავალში მას კიდევ უფრო მეტ წარმატებას ვუსურვებ. კვარაცხელია იტალიური ფეხბურთისა
არ მგონია, კახა კალაძეს კრიტიკა იმის გამო ეკუთვნოდეს, რომ მას სხვა აქებს - ნუ გაავლებთ პირდაპირ პარალელებს, მაგრამ პრინციპის ასახსნელად ვამბობ: - მაგალითად, ჰიტლერს თუ ბეთჰოვენი მოსწონდა, ეს ბეთჰოვენის ნაკლია? - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ კრემლის პროპაგანდისტის, მარგარიტა სიმონიანის “ფეისბუქ“ პოსტთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
აქვე სარჯველაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის პიროვნულ შედარებას არ აკეთებს, რადგან არც კალაძეა ბეთჰოვენი და არც სიმონიანი - ჰიტლერი.
„ქოლ ცენტრების“ უკან დგახართ თქვენ, ლილუაშვილს ვეუბნები, შს მინისტრს, მთავარ პროკურორს, ფეხებს ვერ მომჭამთ ძირში! - თქვენ მოგიწევთ ამაზე პასუხისგება, ციხეში წასვლა და იმ ნაძარცვი ქონების უკან დაბრუნება, რომელზეც ხელს ითბობთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მსგავსი ბრალდებებით მისი გაჩერება სურთ, რასაც ვერ მიაღწევენ.
„მორიგი დეზინფორმაციული სპეცოპერაცია რუსული რეჟიმის მხრიდან, სადაც უნდათ, რომ გამსვარონ მე, ჩემი ძმა, რ
თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ ოფისში, სავარაუდოდ, ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა.
როგორც გაირკვა, აღნიშნულ შენობაში 25%-ს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის ძმა დავით ვაშაძე ფლობს. მისი თქმით, მას მხოლოდ შენობის მეორე სართული ეკუთვნის, სადაც სასტუმრო აქვს გახსნილი, დანარჩენი ფართის შესახებ კი ინფორმაცია არ აქვს.
„მე ვფლობ ამ შენობაში 25%-ს და ჩემი წილი არის რეალიზებული მეორე სართულზე სასტუმროში, რომელიც არის ჩემს სა
როდესაც ირაკლი კობახიძემ განცხადება საარჩევნო ბარიერის 2%-მდე დაწევის თაობაზე გააკეთა, საუბარი იმაზე იყო, რომ საქართველოს სტატუსზე გადაწყვეტილება შარშან დეკემბერში უნდა მიეღოთ. როდესაც თარიღმა გადაინაცვლა, მან გარკვეული კორექტივები შეიტანა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საარჩევნო ბარიერის დაწევის საკითხი დღეს აქტუალური არ არის.
„5%-იანი ბარიერის წინააღმდეგ ის პარტიები გამოდიან, რომელიც შეშფოთებული არიან, რომ ჯამში,
კრიმინალი გაიზარდაო - სტატისტიკა დაკლებულია, საიდან მოგაქვთ, რა ციფრებს უყურებთ, ვინ გეუბნებათ ამას, რომ კრიმინალი გაიზარდა? - არ შეიძლება ხალხი მოატყუოთ, - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტის კითხვას ქვეყანაში არსებულ კრიმინალურ ვითარებასთან დაკავშირებით.
გომელაურმა ასევე ისაუბრა გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე და აღნიშნა, რომ საქმე გახსნილია.
„გუშინ ნამდვილად ცუდი შემთხვევა მოხდა. გახსნილია, დაკავებულია ერთი პირი, ეს ერთი პირი ჩვენი დაცვის პოლ
ჩვენ თუ ვმფარველობთ [„ქოლ-ცენტრებს“] და ჩვენი თუა, რატომ ვკეტავთ მაშინ, გიჟები ვართ? ეს, რა თქმა უნდა, ტყუილია. ჩვენ ვააშკარავებთ ნამდვილად, - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომლის მიხედვითაც ოპოზიცია ხელისუფლებას „ქოლ ცენტრების“ მფარველობაში ადანაშაულებს.
როგორც გომელაურმა აღნიშნა, ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე რამდენიმე უწყება ერთად მუშაობს.
„დაველოდოთ გამოძიებას. დეტალებში არ ჩავალ. ალბათ, ფინანსური პოლიცია გაკეთებს ამაზე განცხადებას,
სასტუმროებში რუსეთიდან შემოსული ტურისტების წილი 3%-ს არ აღემატება თბილისში, შესაბამისად, მე ამ ხალხს ტურისტს არ ვეძახი. ესენი არიან ადამიანები, ვინც აქ ჩამოდიან და რჩებიან. ეს გასასინჯია, სხვა კლასიფიკაცია უნდა მივანიჭოთ, - ამის შესახებ „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა, შალვა ალავერდაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ასევე „დაუჯერებელია“ მონაცემები იმის შესახებ, რომ საქართველომ მარტში უკრაინიდან 20 ათასი ტურისტი მიიღო. აღნიშნულ კონტექსტში, ალავერდაშვილი მიიჩნევს,
სიმონ ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური მენეჯერის, რეანიმაციული განყოფილების გამგის, ნიკოლოზ კვაჭაძის განცხადებით, გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი თავდასხმის შედეგად დაჭრილი ორი პირიდან ერთ-ერთის, გივი მარგველაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ნიკოლოზ კვაჭაძემ განუცხადა, პაციენტი მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს.
„ამ ეტაპზე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მკურნალობას აგრძელებს რეანიმაციის განყოფილებაში. კლინიკაში შემოს
პარლამენტს უმრავლესობას კიდევ ერთი დეპუტატი მაია მენაღარიშვილი ტოვებს.
მენაღარიშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე უკვე ჩანიშნულია საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა.
კომიტეტი 8 მაისს შეიკრიბება.
IPN
გუშინ, გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი სროლის ფაქტზე, დაკავებულია შსს-ის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამართველოს უფროსი ინსპექტორი, იუწყება სპეციალური საგამოძიებო სამსახური.
როგორც უწყებაში ამბობენ, ბრალდებულს გამოძიება განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას ედავება.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებული იმყოფებოდა დასაცავი პირის ნათესავთან, რა დროსაც უკანასკნელს თავდამსხმელმა ცეცხლი გაუხსნა. თავდასხმელს საპასუხო ცეცხლი გაუხსნა ბრალდებულმა, რის შედე
„ვაგნერის“ ჯგუფის დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი ამბობს, რომ მისი ძალები 9 მაისის შემდეგ, „ტყვია-წამლის შიმშილის [დეფიციტის]“ გამო ბახმუტს დატოვებენ და თავიანთ პოზიციებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალებს გადასცემენ.
პრიგოჟინის თქმითვე, ქალაქში მოწინააღმდეგეთა ძალები „ვაგნერელებს“ ხუთჯერ აღემატებიან:
გვიან ღამით, პრიგოჟინმა ვიდეოიმიმართვაც გაავრცელა, რომელშიც პირდაპირ აგინა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას ტყვია-წამლის მიუწოდებლობის გამო.
ნეტგაზეთი
რუსეთის სახელისუფლებო მედიის, Russia Today-ის რედაქტორმა, მარგარიტა სიმონიანმა თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადება ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაპოსტა და აღნიშნა, რომ საქართველო გონივრულად იქცევა.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ რუსეთს არაერთმა ქვეყანამ დაუწესა სანქციები, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებმა, აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა. საქართველოს მთავრობის გაცხადებული პოზიცია ომის დაწყების პირველი დღეებიდანვე იყო, რომ ქვეყანა არ შეუერთდებოდა საერთაშორისო ს
აღმაშენებლის გამზირზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, სპეცოპერაცია გვიან ღამით ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმესთან დაკავშირებით დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.
გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა უკვე ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა. ადგილზე მუშაობენ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები და ექსპერტ კრიმინალისტები.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს, უწყების თანამშრომლების მიერ მიღებული შეტყობინების
მაგარი იდეაა, ბატონო კახა კალაძე. თქვენ მე შთამაგონეთ, რომ საქართველოს მომავალ არჩევნებში, როგორც „მწვანეთა“ კანდიდატმა მონაწილეობა მივიღო, - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ არ არის გამორიცხული ოპოზიციამ რომელიმე ევროპარლამენტარი რომელიმე ოლქში 2024 წლის არჩევნებში მაჟორიტარ კანდიდატად წარადგინოს.
„მოდით, ვიმუშაოთ ამ საკითხზე“, - წერს კრამონი და განმარტავს, რომ მისი პოსტი ხუმრობაა.
„ყველა ჩემ გამომწერს,
ასეთი შეფასება მისასალმებელია, მაგრამ საკმაოდ დაგვიანებული. „ქართული კოშმარი“ მუშაობს ჩვენი ღირებულებებისა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების წინააღმდეგ, - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი „ევროპელი სოციალისტების პარტიის“ განცხადებას, რომელმაც უნგრეთში, „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების“ ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC) საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა დაგმო.
მანამდე „ევროპელი სოციალისტების პარტიამ“ გაავრცელა განცხადება, სადაც
2021 წლის მონაცემებით, ქვეყანაში ნერვული სისტემით ავადმყოფობის 116 363 შემთხვევაა რეგისტრირებული.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის საპასუხოდ აცნობეს.
მათივე განმარტებით, რეგისტრირებული მონაცემები მოიცავს შემთხვევებს, როცა ერთ პირს ნერვული სისტემით ავადმყოფობის ფაქტი რამდენჯერმე დაუფიქსირდა.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, პრევალენტობა 100 000 მოსახლეზე 3137.6-ს შეადგენს.
ipn
სერია A-ს 33-ე ტურში „ნაპოლი“ გასვლაზე „უდინეზეს“ დაუზავდა (1:1) და სკუდეტო მოიპოვა.
სტუმრები თავიდანვე დაეუფლენ ტერიტორიულ უპირატესობას, მასპინძლები კი კონტრშეტევისას ლოვრიჩმა დააწინაურა. პირველი მომენტი ნეაპოლელებმა 22-ე წუთზე შექმნეს, როდესაც საჯარიმოში შეჭრილი კვარაცხელია ბეკაოსთან კონტაქტისას წაიქცა, მაგრამ VAR-მა პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია. შემდეგ ოსიმენმა თავით ოდნავ ააცილა მიზანს ბურთი. უდინელები საკმაოდ უხეშობდნენ, მეტადრე ხვიჩას მიმართ, თუმცა მსაჯი მათდამი ლოიალური იყო. მთ
რამდენიმე წუთის წინ, ტვ პირველის ახალი ამბების პორტალმა, tvpirveli.ge - მ მოიპოვა სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, სადაც ვერაზე, გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევაა ასახული.
კადრებში ჩანს, რომ "გიჩო", გივი მარგველაშვილი გოგებაშვილის ქუჩაზე ტელეფონზე საუბრობდა, რა დროსაც მასზე მოხდა თავდასხმა და ის დაჭრეს. ვიდეომასალით დგინდება, რომ მას რამდენიმე ტყვია აქვს მოხვედრილი.
კადრების გაშიფვრის შედეგად დგინდება, რომ ამის შემდეგ უკვე გივი მარგველაშვილის დაცვა ახორციელებს საპასუხო გას
ახლა გორში არის ასეთი სიტუაცია - ფერმერები ვაშლს ყრიან, მაგრამ იმპორტით ვაშლი მაინც შემოდის - ამის შესახებ რადიო ,,პალიტრასა" და „პალიტრანიუსის" გადაცემაში „საქმე“ ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ვახტანგ ბეჟიტაშვილმა განაცხადა.
ცნობისათვის, 2023 წლის 3 თვეში საქართველომ 415.7 ათასი აშშ დოლარის 1 002 ტონა ვაშლი იყიდა. აქედან, 722 ტონა თურქეთიდან.
„თუ სტატისტიკას გადავხედავთ, ჩვენ აბსოლუტურად ყველა პროდუქტი შემოგვაქვს. ახლა გორში არის ასე
თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე სროლის შედეგად მოკლული ერთი პირი. არსებული ინფორმაციით, დაჭრილია კიდევ ერთი ადამიანი.
პოლიციას შემთხვევის ადგილი ყვითელი ლენტით აქვს შემოსაზღვრული. ადგილზე იმყოფება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი.
როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი აცხადებს, სროლა ორმხრივი იყო და მათ რვამდე გასროლის ხმა გაიგეს.
„ერთი დაჭრილი სასწრაფომ წაიყვანა. გავიგე სროლის ხმა და გამოვედი. 6-8 გასროლა იქნებოდა. ორმხრივი სროლა იყო. იარაღის სხვადასხვა ხმა იყო“, - აცხადებს ადგილობრივი