მმართველი პარტია ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების არჩევის წესს საკუთარ ინტერესს არგებს , - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ავრცელებს.
ორგანიზაციების განმარტებით, წარმოდგენილი ცვლილებები უფრო მეტად შეამცირებს ცესკოს დამოუკიდებლობას, გაზრდის მასზე მმართველი პარტიის გავლენას და უკიდურესად დააკნინებს პრეზიდენტის როლს კანდიდატების შერჩევის პროცესში.
განცხადებ
5 ივლისის საქმეზე, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ოპერატორის, ილია თვალიაშვილის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში მსჯავრდებულებს – გიორგი წარუაშვილსა და გიორგი მაღრაძეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ მსჯავრი დაუმძიმა და 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ამ გადაწყვეტილებით შეიცვალა პირველი ინსტანციის სასჯელი – საქალაქო სასამართლომ მათ 1 წლით და 3 თვით თავსუფლების აღკვეთა გასულ წელს მიუსაჯა.
პროკურატურა სწორედ აღნიშნული ორი პირის მიმართ სასჯელის და
ავტორი: მარიანა კოტოვა, სოხუმი
აფხაზეთის პარლამენტს ჯერ არც განუხილავს ე.წ. აპარტამენტების ექსპლუატაციის შესახებ კანონპროექტი, თუმცა უკანასკნელი რამდენიმე თვეა ეს საკითხი აფხაზური საზოგადოების ვნებათაღელვას იწვევს.
სანამ პოლიტიკოსები ჰიპოტეზურ კანონზე საკუთარ სტრატეგიებს აწყობენ, ბიზნესმენები, მომავალში საცხოვრებელი ფართების სარგებლიანად გაყიდვის მიზნით, მრავალბინიან შენობებს აშენებენ.
მშენებლობის პროცესი ზედმეტი ყურადღების გარეშე ჩაივლიდა, რომ არა აქტივისტთა ჯგუფი Харахакалакь [
ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, კვირის ბოლოს, ბრიუსელში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს და სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაზე მოსალაპარაკებლად შეხვდება. ამის შესახებ Financial Times-ი და Politico წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებიან.
FT-ის ცნობით, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების შეხვედრა კვირას, 14 მაისს არის დაგეგმილი, Politico წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ სამიტი 13-14 მაისს გაიმართება და მისი დღის წესრიგის ჩამოყალიბება ჯერ კიდ
გიორგი გახარია რეგიონული მიმართულებით პარტიის საქმიანობის გაძლიერების მიზნით შეხვედრებს აგრძელებს.
პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარია იმერეთის რეგიონის საკრებულოების და პარტიის წევრებს შეხვდა, რომლებსაც პარტიის რეგიონული მდივანი შალვა კერესელიძე წარუდგინა.
შეხვედრაზე საქმიანობის და წარმომადგენლობის გაძლიერება და რეგიონებში პარტიის სამომავლო სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მუშაობის განახლება განიხილეს.
#იმერეთისაქართველოსთვის
ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სამშაბათს, “ევროპის დღის” აღსანიშნავად კიევს ეწვევა, - ინფორმაციას CNN-ი ევროკომისიის პრეზიდენტის პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა 9 მაისს „მეორე მსოფლიო ომში“ ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღის ნაცვლად „ევროპის დღეს“ აღნიშნავს.
ზელენსკიმ პარლამენტს წარუდგინა კანონპროექტი, რომელიც “გამარჯვების დღის“ ერთი დღით ადრე, 8 მაისს აღნიშვნას ითვალისწინებს.
რაც შეეხებ
ცესკო-ს განცხადებით, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი სიორიძე რეგულარულად ცდილობს საკითხის პოლიტიზებას და პოლიტიკურად მიკერძოებული განცხადებებით აზიანებს ინსტიტუციას.
„ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და წევრების არჩევის საკითხი საარჩევნო ადმინისტრაციის დამაზიანებელი განცხადებების საბაბი კიდევ ერთხელ გახდა.
ამჯერად საუბარია განცხადებაზე, რომელიც ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ ამ საკითხთან დაკავშირებით მომზადებულ კანონპროექტზე საუბრისას გააკეთა. გიორგი სიორიძე, რომელიც საარ
სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი დღეს, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიწვევით მოსკოვში გაემგზავრება, - ინფორმაციას რუსული მედია სომხეთის მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ფაშინიანი, 9 მაისს „გამარჯვების დღისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.
„პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მოწვევით დღეს სამუშაო ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრება. პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს დიდ სამამულო ომშ
ცესკო - სთან დაკავშირებით ცვლილებების მიღების შემთხვევაში, მომდევნო არჩევნების ბედი გადაწყდება ბატონი ივანიშვილის რომელიმე რეზიდენციაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის" წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება, ხოლო ასარჩევად სრული შემადგენლ
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, რუსეთმა წუხელ კიევზე, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, დრონების გამოყენებით ყველაზე მასიური თავდასხმა განახორციელა.
"ჩვენი საჰაერო თავდაცვის ძალების წყალობით, 36-ვე დრონი ჩამოაგდეს. ეს არის ყველაზე მასიური თავდასხმა ჩვენს ქალაქზე ომის დაწყების შემდეგ", - აღნიშნა კლიჩკომ.
მისი თქმით, თავდასხმის შედეგად ქალაქის არცერთი მცხოვრები არ დაღუპულა, თუმცა დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, საბავშვო ბაღი და სკოლა. ყველაზე სერიოზულად დაზიანდა მაღალსა
რა ხდება ე.წ ქოლცენტრების საქმეზე? კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური
მდივანი "პოლიტ-ქალაქში"
344873154_938772633993710_327410600376635620_n.mp4
მარტის აქციების დროს დაკავებული, პარტია “საქართველოსთვის” წევრის, კოკა კობალაძის პროცესი ისევ გადაიდო.
ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „საქართველოსთვის“ ავრცელებს.
„კოკა კობალაძეს შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელებისადმი წინააღმდეგობის გაწევას და წვრილმან ხულიგნობას ედავება. სასამართლოს კობალაძის ადვოკატმა ვიდეო მტკიცებულებები წარუდგინა, სადაც ჩანს, რომ დაკავების დროს კობალაძე პოლიციას წინააღმდეგობას არ უწევს და არც შეურაცხყოფას აყენებს.
დღეს, სასამართლო პროცესზე მოწმის სახით პ
პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი გადაიდო.
აღნიშნულის მიზეზი ადვოკატების თქმით, მათ მიერ მტკიცებულების დაუშვებლობის საკითხის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრება გახდა. სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოდან გადაწყვეტილება დაცვის მხარეს არ მიუღია.
სხდომა გაურკვეველი ვადით გადაიდო.
გრიგორიადისი დუმილის უფლებით სარგებლობს.
ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პ
ცესკო-ს თავმჯდომარისა და რამდენიმე წევრის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილება, პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. შესაბამისი ცვლილებები „საარჩევნო კოდექსსა“ და რეგლამენტში შედის.
კანონპროექტის მიხედვით, იცვლება მათ არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა და კვორუმი. კერძოდ, თუ პარლამენტი ცესკო-ს თავმჯდომარესა და წევრებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით (76 ხმით) მხარს დაუჭერს, თანამდებობას ხუთი წლის ვადით დაიკავებენ.
რაც შეეხება შერჩევი
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოდის ინიციატივით, რომ „მეორე მსოფლიო ომში“ ნაციზმზე გამარჯვების დღე უკრაინაში 8 მაისს აღინიშნოს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ამავდროულად, მან ხელი მოაწერა განკარგულებას უკრაინაში 9 მაისს ევროპის დღის აღნიშვნის შესახებ.
„ჩვენ ვუბრუნებთ ჩვენს სახელმწიფოს პატიოსან ისტორიას იდეოლოგიური გავლენის გარეშე. სწორედ 8 მაისს იხსენებს მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობას ნაცისტებზე გამარჯვების სიდიადეს. არ დავუშვებთ ანტიჰიტლერულ კოალიციის ერების ერთო
საქართველოში სათესლე კარტოფილის იმპორტის მოცულობა 2015 წლის შემდეგ ყველაზე მაღალია და მიმდინარე წინასეზონურ პერიოდში, ანუ დეკემბერ-აპრილში ამავე თვეების ბოლო 8-წლიან საშუალო მაჩვენებელს 45%-ით აღემატება. ამის შესახებ პორტალ EastFruit-ის მონაცემებში არის ნათქვამი.
საქართველოში სათესლე კარტოფილის იმპორტი დეკემბერში იწყება, ხოლო აქტიური საიმპორტო თვეები თებერვალი, მარტი და აპრილია. იმპორტის პიკი აპრილშია, მაისში კი საგრძნობლად იკლებს და მომდევნო წლის დეკემბრამდე, პრაქტიკულად, ჩერდება.
ვაჭ
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი არ გამორიცხავს, რომ 9 მაისს, როდესაც რუსები 1941-1945 წლების „დიდ სამამულო ომში" „გამარჯვების დღეს“ აღნიშნავენ, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია გამწვავდეს.
„შეუძლებელია 100%-ით დადასტურება ან უარყოფა. ვიდრე ომი გაგრძელდება ესკალაციის ალბათობა ყოველთვის იქნება, თარიღის მიუხედავად“, - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
მალიარის თქმით, რუსებს უყვართ თარიღები და ისტორიული პარალელები, მაგრამ იყო საკმაოდ ბევრი ისტორიული და ს
2023 წლის პირველი სამი თვის მონაცემების მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო - კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურმა, ქვეყნის მასშტაბით, ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე 1241 ადამიანი შეამოწმა, საიდანაც 928-ს ნარკოტიკული თრობა დაუდასტურდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ საჯარო ინფორმაციაშია აღნიშნული, 2023 წლის პირველ კვარტალში ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე შემოწმებულ პირთაგან არცერთი არ იყო არასრულწლოვანი, ხოლო 32 მათგანი ქალია.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, 8 მაისის ღამით მოიგერიეს რუსეთის მიერ კამიკაძე დრონებით, „Shahed-ით" შეტევა. უწყების ცნობით, 35-ვე უპილოტო საფრენი აპარატი ბრიანსკის ოლქის აეროდრომიდან იყო გაშვებული.
8 მაისის დილას გავრცელდა ცნობები კიევის რამდენიმე რაიონში დრონების ნამსხვრევების ჩამოცვენის შესახებ. დაშავდა 5 ადამიანი, ინფორმაცია კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი პოპკომ გაავრცელა.
გავრცელებული ინფორმაციით, რვა გაშვება განხორციელდა რუსეთის მიერ ანექსირებუ
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, რუსეთს ყველაზე უარესი მომავალში ელოდება.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის საუბარი "ყველაზე დიდ გეოპოლიტიკურ“ კატასტროფაზე, რომელშიც ის საბჭოთა კავშირის დაშლას გულისხმობდა, პროგნოზი აღმოჩნდა.
„"ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფა", რომელზეც პუტინმა ისაუბრა, პროგნოზი აღმოჩნდა და არა ფაქტი. რუსეთისთვის კატასტროფა ახლა ხდება და ყველაზე უარესი წინ არის - დამარცხება, დაშლა, სასამართლ
საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ორბელიანის მოედანზე, ევროპის დღეების ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს დაესწრო და მოქალაქეებს ევროპის დღე მიულოცა.
მისი თქმით, ამ დღეს საქართველო ევროპული პერსპექტივით ხვდება, რაც დიდი წარმატებაა.
„ჩვენ ევროპის დღეს აღვნიშნავთ. ამ დღეს საქართველო ევროპული პერსპექტივით ხვდება, ეს დიდი წარმატებაა. შემდეგი ეტაპი კანდიდატის სტატუსის მოპოვებაა, რაც კიდევ უფრო დაახლოვებს საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან. ამ მიზანს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა
ეს არ არის პირველი ევროპის დღის აღნიშვნა საქართველოში, მაგრამ ეს პირველი ევროპის დღის აღნიშვნაა, რომელსაც საქართველო ვროპული პერსპექტივით ხვდება. შვედეთი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, – ამის შესახებ საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ულრიკ თიდესტრომმა ორბელიანის მოედანზე ევროპის დღეებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
ელჩის თქმით, საქართველოს გზა ევროპისკენ ისეთივე მნიშვნელოვანია შვედეთისთვის, როგორც მისი თავმჯდომარეობა ევროკავშირ
თბილისის მერიის ინფორმაციით, წერეთლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში აღმოჩენილია მიწისქვეშა ნაგებობები, რომლებიც, სპეციალისტების დასკვნით, წარმოადგენს მე-19 საუკუნის სამარხს.
მათივე ცნობით, შესწავლის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულები არიან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და არქეოლოგები.
თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ ადგილზე სამუშაოები წარმოებს სწორედ სპეციალისტების ზედამხედველობით, შესაბამისი წე