Jump to content
Planeta.Ge

Blogs

სამხარაძე: რუსეთი ამ ნაბიჯით ცდილობს, რომ ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზა დააზიანოს

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ რუსეთი ამ ნაბიჯით ცდილობს საქართველოს ევროინტეგრაციის გზა დააზიანოს. რა თქმა უნდა, ეს არის რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება, რაშიც ჩვენ არ ჩავრეულვართ და ეს არ იყო არც ჩვენი მოთხოვნა და არც ჩვენი სურვილი, თუმცა მათ იმ დროს, როცა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იხილება და საქართველომ უნდა გადადგას ახალი ნაბიჯი ევროპული ინტეგრაციის გზაზე, რატომღაც, რუსეთის ხელისუფლებამ გადაწყვი

ბახმუტთან კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში, ბახმუტთან ბრძოლისას, კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ სხვა მებრძოლები ავრცელებენ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უკრაინაში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ. განხორციელდება შესაბამისი პროცედურები. უკრაინაში რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი 40-ზე მეტი ქართველია დაღუპული. ნეტგაზეთი

ჩვენი პრაგმატული პოლიტიკის შედეგია – კობახიძე რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე “იმედის” ეთერით ეხმაურება რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის, ასევე, პირდაპირ ავიარეისებზე დაწესებული შეზღუდვების გაუქმებას და ამ თემაზე გაკეთებულ კრიტიკულ შეფასებებს საქართველოში.  კობახიძე აბსურდულს უწოდებს მოსაზრებას, რომ ეს გადაწყვეტილება რუსეთის “საჩუქარია” პრორუსული ხელისუფლებისთვის და ამბობს:  “სინამდვილეში რეალობა არის ერთი. რეალობა არის ის, რომ ჩვენ ვატარებთ პრაგმატულ პოლიტიკას და ამ პოლიტიკის გამოხატულებაა ის

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინას კონტრშეტევისთვის მეტი დრო სჭირდება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მის ქვეყანას მეტი დრო სჭირდება რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევის დასაწყებად, რადგან სამხედროებს ჯერ კიდევ სჭირდებათ დაპირებული დასავლური დახმარება. „იმით, [რაც გვაქვს] შეგვიძლია წინსვლა და წარმატების მიღწევა, მაგრამ ბევრ ადამიანს დავკარგავთ. ვფიქრობ, რომ ეს მიუღებელია. ასე რომ, უნდა დავიცადოთ. ჯერ კიდევ გვჭირდება ცოტა მეტი დრო“, - აღნიშნა ზელენსკიმ. მისივე თქმით, საბრძოლო ბრიგადები, რომელთა ნაწილი ნატო-ს ქვეყნების მიერაა გაწვრთნილი,

მიხეილ დაუშვილი - ჩვენი ხელისუფლება ცდილობს, რუსეთის გადაწყვეტილება ჰუმანურად წარმოაჩინოს - საქართველო ყოველდღიურად შორდება დასავლეთს და მადლობებს იღებს რუსეთისგან

ჩვენი ხელისუფლება ცდილობს, რუსეთის გადაწყვეტილება ჰუმანურად წარმოაჩინოს - საქართველო ყოველდღიურად შორდება დასავლეთს და მადლობებს იღებს რუსეთისგან, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია "საქართველოსთვის" წევრმა მიხეილ დაუშვილმა სავიზო რეჟიმის მოხსნისა და ფრენების აღდგენის თაობაზე რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილების კომენტირებისას აღნიშნა. დაუშვილის განცხადებით, რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამკაცრების აუცილებლობაზე ჯერ კიდევ ერთი წლის წინ საუბრობდნენ და ახლა ასეთი გადაწყვეტილების მიღება ხელისუფლებ

„ქართული ოცნება“ „ევროპის სოციალისტურ პარტიას“ ტოვებს

„ქართული ოცნება” "ევროპის სოციალისტურ პარტიას" ტოვებს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მმართველი პატია "ევროპის სოციალისტურ პარტიის" წევრი 2015 წლიდან იყო. კობახიძის განცხადებით, გადაწყვეტილების შესახებ ევროპის სოციალისტურ პარტიას დაუყოვნებლივ გაეგზავნება წერილობითი განცხადება. “ევროპის სოციალისტურ პარტიის" იდეოლოგიური ტრანსფორმაცია მიუღებელია და შეუთავსებელია პარტიის და ქართველი ხალის ფასეულობებთან”,- განაცხ

ნათია მეზვრიშვილი - იმ ფონზე, როცა მთელი ცივილიზებული დასავლეთი შორდება რუსეთს, რუსეთთან ფიზიკური დაახლოება, დასავლეთისთვის არის მკაფიო მესიჯი, რომ საქართველო დგას რუსეთთან ერთად

რუსეთის ამ გადაწყვეტილებას არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევხედოთ ჩვენი მოქალაქეების პრაქტიკული საჭიროების ჭრილში (ოცნება შეეცდება ამაზე ააწყოს პროპაგანდა) -  ამ გადაწყვეტილებას უნდა შევხედოთ კონტექსტურად ქვეყნის საგარეო ორიენტაციის ცვლილების ჭრილში, - ამის შესახებ, სოციალურ ქსელში, პარტია "სქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი წერს. როგორც ნათია მექვრიშვილი აღნიშნავს, იმ ფონზე, როცა მთელი ცივილიზებული დასავლეთი შორდება რუსეთს, რუსეთთან ფიზიკური დაახლოება, დასა

„დადებითი გადაწყვეტილებაა, პირადად მე ვაპირებ ჩამოსვლას“ - გავრილოვი სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე

რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი „მთავარი არხისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მიესალმება საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში შესასვლელად სავიზო რეჟიმის გაუქმებას. „ვთვლი, რომ ეს არის ძალიან დადებითი გადაწყვეტილება, რომელსაც დიდი ხანი ველოდით. ეს მოხსნის იმ ხელოვნურ ბარიერებს, რომლებიც ხელს უშლიდა ქართველებს რუსეთში მყოფი ნათესავების მონახულებაში, ისევე, როგორც პირიქით. ეს ასევე ხელს შეუწყობს კომერციული და პირადი კონტაქტების დამყარებას. ასევე შეამცირებს არსებულ დაძაბულობას სამხრეთ კავკასია

სტუდია მონიტორმა NCDC-ის პიარის ნინო მამუკაშვილის მეილის მიმოწერა მოიპოვა, სადაც ჩანს, თუ როგორ უკრძალავს ჯანდაცვის სამინისტრო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, რომ სტუდია მონიტორს მომზადებული საჯარო ინფორმაცია მიაწოდოს

სტუდია მონიტორმა NCDC-ის პიარის ნინო მამუკაშვილის მეილის მიმოწერა მოიპოვა, სადაც ჩანს, თუ როგორ უკრძალავს ჯანდაცვის სამინისტრო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, რომ სტუდია მონიტორს უკვე მომზადებული საჯარო ინფორმაცია მიაწოდოს. ამ საკითხზე ჩვენ ნინო მამუკაშვილს დავუკავშირდით, თუმცა მან ჩვენთან საუბარში აღნიშნული მიმოწერა უარყო. სტუდია მონიტორი· 

ნათია მეზვრიშვილი - ქოლ-ცენტრებიდან შემოსული შავი ფული "ოცნებას" არჩევნების გასაყალბებლად სჭირდება

"ქოლ-ცენტრებიდან შემოსული შავი ფული "ქართულ ოცნებას" არჩევნების გასაყალბებლად სჭირდება" - ექს-პრემიერის პარტია "ქართულ ოცნებას" ქოლ-ცენტრებისა და დავით კეზერაშვილის მფარველობაში ამხელს. პარტია "საქართველოსთვის" წვერი ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ "ოცნებას" აწყობს, ყველაზე დიდ  ოპოზიციურ პარტიაში არსებობდეს ოლიგარქი, რომელიც დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულით აფინანსებს პარტიას, რათა შემდეგ თქვას, რომ ისინი უარესები არიან. დავით კეზერაშვილის და ხელისუფლების გარიგებაზე თავდაპირველად

ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ხელისუფლებისთვის მისასალმებელი გადაწყვეტილებაა - დარჩიაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ამბობს, რომ ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ხელისუფლებისთვის მისასალმებელი იქნებოდა ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მის მოქალაქეებს პირდაპირი ფრენების შესაძლებლობას მისცემდა. ამ კომენტარით გამოეხმაურა მინისტრი რუსეთის პრეზიდენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით. ილია დარჩიაშვილის თქმით, ნებისმიერი ქვეყანა თავად წყვეტს, რომელი ქვეყნის მოქალაქეებს დაუწესოს უვიზო რეჟიმი და რომელი ქ

გიორგი გახარია - რუსეთის გადაწყვეტილება ფრენების აღდგენაზე და სავიზო შეზღუდვის მოხსნაზე საქართველოს მთავრობის “კარგი ქცევის” შედეგია - ივანიშვილი ქვეყანას აგრესორის მხარეს აყენებს

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია აცხადებს, რომ რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება და ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვის მოხსნა, მთავრობის „კარგი ქცევის“ შედეგია. მისივე თქმით, პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს აგრესორის მხარეს აყენებს. „რუსეთის გადაწყვეტილება ფრენების აღდგენაზე და სავიზო შეზღუდვის მოხსნაზე არის საქართველოს მთავრობის “კარგი ქცევის” შედეგი

კახაბერ ქემოკლიძე - ისეთი პირი უჩანს, ოცნების აზრის და გეო-პოლიტიკის “გიგანტები”, მალე იმას მოახერხებენ, რომ ომში მართლაც ჩავერთვებით - ოღონდ რუსების მხრიდან

ისეთი პირი უჩანს ოცნების აზრის და გეო-პოლიტიკის “გიგანტები” მალე იმას მოახერხებენ, რომ ომში მართლაც ჩავერთვებით - ოღონდ რუსების მხრიდან... “ფაშისტებზე” ისე ხშირად საუბრობენ, რომ მალე უკრაინის ტერიტორიის “უკრაინელი ფაშისტებისგან” გაწმენდას დაგვიანონსებენ (თანაც სიამაყით), - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი კახაბერ ქემოკლიძე წერს. მისი თქმით, მოსკოვს განზრახული აქვს, "ოცნება" როგორც გაბანკროტებული ძალა, სათავისოდ გამოიყენოს. "ისეთი ტემპით მივდი

ლარი დოლართან თითქმის 5, ევროსთან კი თითქმის 3 თეთრით გაუფასურდა

ოფიციალური გაცვლითი კურსით, რომელიც ხვალ, 11 მაისს შევა ძალაში, ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა. 11 მაისისთვის 1 დოლარის ღირებულება 2.5294 ლარით განისაზღვრა, რაც წინა დღის კურსზე 0.0464 ლარით მეტია. ეროვნული ვალუტა გაუფასურდა ევროსთან მიმართებითაც, 11 მაისს 1 ევროს ღირებულება ოფიციალური კურსით 2.7707 ლარი იქნება, რაც წინა დღის კურსზე 0.0277 ლარით მეტია. ლარის გაუფასურებ აუკვე აისახა სავალუტო ჯიხურებსა და კომერციულ ბანკებში, სადაც 1 აშშ დოლარის ყიდვა, საშუალოდ 2.6 ლარად

სიმონიანი მიესალმება სავიზო რეჟიმის გაუქმებას და საქართველოს მთავრობას აქებს

რუსი პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი მიესალმება პუტინის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას. მისი თქმით, ეს საქართველომ „თავისი სწორი ქცევით“ დაიმსახურა. რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. რუსეთის სამართლებრივ პორტალზე გამოქვეყნდა ვლადიმერ პუტინის შესაბამისი განკარგულება. უვიზო რეჟიმი ძალაში 15 მაისიდან შევა. აგრეთვე, რუსეთმა გააუქმა შეზღუდვა საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე. ნეტგაზეთი

„უარყოფითად იმოქმედებს EU-ს სტატუსის მიღებაზე“ — გიგიაძე რუსეთთან ფრენებსა და უვიზოზე

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) უფროსი მკვლევარი , საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე და ყოფილი ელჩი გიგი გიგიაძე მიიჩნევს, რომ რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმება ისევე როგორც საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენა, უარყოფითად იმოქმედებს წლის ბოლომდე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. როგორც „ნეტგაზეთთან“ საუბრისას გიგიაძე აღნიშნავს, რუსეთის გადაწყვეტილება სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ, მოსკოვის მიმართ საქართველოს ხელისუფლების

ირაკლი ზარქუა - პრეზიდენტი აცდენილია რეალობას - შნო და ერთი ადგილი თუ აქვს, აბრძანდეს, ჩავიდეს ევროპაში და უთხრას: „თქვენ მოქალაქეები და საქართველო დასაჯეთ, როცა ეკუთვნოდა და არ მიანიჭეთ სტატუსი“

პრეზიდენტს უნდა საქართველოს თავი დაამახსოვროს, როგორც ევროინტეგრაციისთვის მებრძოლმა, მაგის შნო და ერთი ადგილი თუ აქვს, აბრძანდეს, ჩავიდეს ევროპაში და უთხრას: "თქვენ საქართველოს მოქალაქეები და საქართველო დასაჯეთ, როცა სამართლიანად ეკუთვნოდა და არ მიანიჭეთ სტატუსი”, - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ რუსეთის მხრიდან შეზღუდვის გაუქმების თაობაზე პრეზიდენტის განცხადების კომენტირებისას გააკეთა. ზარქუა ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილისგან ვერ შედგა ვერც მთავარსარდალი, ვე

სალომე ზურაბიშვილი - მივმართავ ხელისუფლებას, ხალხის ძალას კი არა, ხალხის ხმას მოუსმინოს

მივმართავ ხელისუფლებას, ხალხის ძალას კი არა, ხალხის ხმას მოუსმინოს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რუსეთის მიერ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ამ საკითხთან მიმართებით საზოგადოება არის ერთიანი. „ეს არ არის მხოლოდ ის საკითხი, რომელიც ეწინააღმდეგება კანდიდატის სტატუსის მიღებას, ესეც მაფიქრებს, მაგრამ ეს, პირველ რიგში, ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს, საქართველოს ღირსებას. ჩვენ

პრეზიდენტი - ოკუპანტის ასეთი ჟესტი უდროო და მიუღებელია - მოვუწოდებ ხელისუფლებას - დროა, თავისი პოზიცია მკაფიოდ გამოაჩინოს, შეიკრიბოს უსაფრთხოების საბჭო და განხილული იყოს 3-თვიანი ვიზების დაწესება

მოვუწოდებ ხელისუფლებას - დროა, თავისი პოზიცია მკაფიოდ გამოაჩინოს, დროა, შეიკრიბოს უსაფრთხოების საბჭო და განხილული იყოს 3-თვიანი ვიზების დაწესება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც რუსეთის მიერ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენასა და სავიზო რეჟიმის გაუქმებას გამოეხმაურა. მისი თქმით, რუსეთის მხრიდან ეს ნაბიჯი პროვოკაციული, „უდროო და მიუღებელია“. „დღეს ყველამ მოვისმინეთ მორიგი რუსული პროვოკაციული განცხადება. რას ემსახურება ეს პროვ

პრეზიდენტი - კიდევ ერთი რუსული პროვოკაცია! - საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენა და სავიზო რეჟიმის გაუქმება მიუღებელია, ვიდრე რუსეთი განაგრძობს აგრესიას უკრაინაზე და ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორია!

კიდევ ერთი რუსული პროვოკაცია! - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე რუსეთის მიერ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენასა და სავიზო რეჟიმის გაუქმებას. „კიდევ ერთი რუსული პროვოკაცია! საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენა და სავიზო რეჟიმის გაუქმება მიუღებელია, ვიდრე რუსეთი განაგრძობს აგრესიას უკრაინაზე და ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორია“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა. რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამისი

პაველ ჰერჩინსკი - საქართველომ დიდი ხანია გადაწყვიტა, რომ მისი ადგილი ევროკავშირშია, ეს ქვეყნის და მისი მოსახლეობის ისტორიული არჩევანია - ამ მისწრაფებას ევროკავშირმა უპასუხა

საქართველომ დიდი ხანია გადაწყვიტა, რომ მისი ადგილი ევროკავშირშია, ეს საქართველოს მოსახლეობის ისტორიული არჩევანია. ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. “ევროკავშირის ელჩობა საქართველოში ნამდვილი პრივილეგიაა, ასეთ ისტორიულ დროს, როდესაც საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი გააკეთა. 73 წლის წინ ევროპულმა ქვეყნებმა გადაწყვიტეს თავიანთი უთანხმოებები დაევიწყებინათ და ძალები დიდი სიკეთისთ

პრეზიდენტის ადმინისტრაცია - ცესკოს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტს, მიღების შემთხვევაში, პრეზიდენტი ვეტოს დაადებს

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ცესკოს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტს, მიღების შემთხვევაში, პრეზიდენტი ვეტოს დაადებს. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ პრეზიდენტი კანდიდატურების შერჩევისას ხელმძღვანელობს მათი დამოუკიდებლობის ხარისხითა და მიუკერძოებლობით და ეჭვქვეშ არ აყენებს მათ კვალიფიკაციას. „უკვე მესამედ, მმართველი უმრავლესობა ცვლის კანონებს იმ მიზეზით, რ

პრიგოჟინი: ჭურვებს ისევ არ გვაძლევენ, მოგვატყუეს, ბახმუტში კიდევ რამდენიმე დღე დავრჩებით

კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელი რუსი ოლიგარქი, ევგენი პრიგოჟინი საკუთარი პრესსამსახურის მეშვეობით ავრცელებს ვიდეოს სათაურით – "ჭურვებს კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერს ჯერ კიდევ არ აძლევენ".  პრიგოჟინის მტკიცებით, მან რუსეთის თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო განკარგულება, რომელშიც ნათქვამია, რომ პოზიციების დატოვება აღქმული იქნება როგორც სამშობლოს ღალატი. პრიგოჟინის თქმით, თუ ვაგნერი ჭურვებს ვერ მიიღებს, ისინი ფრონტს მაინც დატოვებენ და დასვამენ კითხვებს, თუ ვინ ღალატობს ქვე
×
×
  • შექმენი...