საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა კერძო სკოლების დირექტორებსა და ასოციაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომლის ფარგლებშიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელა.
განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი ამილახვარმა შეხვედრის მონაწილეებს ზოგადი განათლების განვითარების მიმართულებით საკუთარი ხედვები გააცნო და მათგან არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მიიღო. მინისტრმა შე
მრავალწლიანი სტაგნაციის შემდეგ, ალცჰაიმერის სამკურნალო პრეპარატებზე მუშაობა განახლდა.
ფარმაცევტული გიგანტის, Eli Lilly-ს განცხადებით, მისმა ექსპერიმენტულმა პრეპარატმა Donanemab-მა წარმატებით შეანელა კოგნიტური და ფუნქციური დაქვეითება ალცჰაიმერის ადრეული ეტაპის მქონე პაციენტებში, რაც დიდ იმედს წარმოადგენს იმ ფონზე, როდესაც დღეს ამ დაავადების სამკურნალო კარგი მედიკამენტი არ არსებობს. კომპანიის განცხადებით, აშშ-ის მარეგულირებლებს მონაცემებს ივნისის ბოლომდე გაუგზავნის და იმედი აქვს, რომ მომავ
ბულგარეთი სოფლის მეურნეობის უკრაინული პროდუქციის იმპორტზე აკრძალვას მოხსნის. შეზღუდვები მას შემდეგ გაუქმდება, რაც ბაზრის სტაბილიზაციასთან დაკავშირებით ევროკავშირის მხრიდან დაწესებული ზომები ძალაში შევა, – ამის შესახებ ბულგარეთის მთავრობის პრესსამსახურში განაცხადეს.
პოლონეთის, უნგრეთის, ბულგარეთის, რუმინეთისა და სლოვაკეთის მიერ დაწესებული შეზღუდვების შემდეგ ევროკომისიამ სოფლის მეურნეობის საბჭოს სხდომაზე ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით ახალი ზომები წარადგინა.
ევროკავშირის ზომები მოიცავ
ევროკავშირი საქართველოს თავდაცვის სექტორის მხარდასაჭერად 30 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„დღეს საბჭომ მიიღო დახმარების ორი ზომა ევროპის მშვიდობის ფონდის ფარგლებში მოლდოვის შეიარაღებული ძალებისა და საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდასაჭერად, ორი ქვეყნის თავდაცვის სექტორში ეროვნული უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მედეგობის გასაძლიერებლად“, – ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.
ევროპული საბჭოს ცნობით, საქართ
ჩვენ ყველას გვინდა აქ სულ სხვა ვლადიმერის ნახვა. იმის, ვინც იმსახურებს განაჩენს დანაშაულებრივი ქმედებებისთვის. დარწმუნებული ვარ, ამას დავინახავთ, როცა გავიმარჯვებთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჰააგაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ომში სასწორზე უფრო მეტი რამე დევს, ვიდრე ერთი ქვეყნის ბედი.
„ჩვენ არ შეგვიძლია შევაჩეროთ აგრესიული ომები, მაგრამ შეგვიძლია დავამარცხოთ აგრესია, როგორც კრიმინალური იდეა, რომელიც სათავეს იღებს დაუსჯელობას მიჩვეული ადამი
ეს არის ანტიდასავლური პროპაგანდის ნაწილი. მთელი ეს პროპაგანდა უმცირესობებთან დაკავშირებით მხოლოდ და მხოლოდ ანტიდასავლური პროპაგანდის გაღვივებას ემსახურება, - ასე ეხმიანება პარტია "საქართველოსთვის" წევრი ანა ბუჩუკური პრემიერ-მინისტრის გამოსვლას ბუდაპეშტში კონსერვატორთა კონფერენციაზე.
ბუჩუკურმა ღარიბაშვილის გამოსვლის კომენტირებისას ასევე აღნიშნა, რომ კორუფცია და ადამიანების დაჩაგვრა ქრისტიანული ღირებულებები არ არის.
"ღარიბაშვილისთვის ამის შეხსენებას აზრი არ აქვს, მაგრამ საზოგადოებას მინდ
კავკასიური საინვესტიციო გამოფენის ფარგლებში, რომელიც რუსეთში, სტავროპოლის მხარის ქალაქ მინვოდში პირველად ტარდება, ერთმანეთს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ეგრეთწოდებული პრეზიდენტები, ასლან ბჟანია და ალან გაგლოევი შეხვდნენ.
ასლან ბჟანიას პრეს-სამსახურის ცნობით, აფხაზეთის წარმომადგენელმა ოს ,,კოლეგას“ სამხრეთ ოსეთში აფხაზური კულტურის დღეების გამართვისთვის მადლობა გადაუხადა.
„დიდი მადლობა თბილი დახვედრისთვის. მიმაჩნია, რომ ასეთი კონტაქტები უნდა გაგრძელდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც ნიდერლანდებს სტუმრობს, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მივიდა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკი სასამართლოში შეხვედრებს გამართავს.
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ამჟამად იძიებს რუსეთის სავარაუდო სამხედრო დანაშაულებს უკრაინაში.
ცნობილია, რომ მარტში სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა საქმეებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრუ
ნათია მეზვრიშვილი: "ხო, ასევე, საინტერესოა ის ხალხი რატომ არ ითხოვს ქოლ-ცენტრებზე საგამოძიებო კომისიის შექმნას (ან თუნდაც ელემენტარულ გამოძიებას), ვინც ხორავას საქმეზე ითხოვდა. ა ალბათ ხელისუფლების მხრიდან ტრანსნაციონალური დანაშაულის მფარველობის მასშტაბს ვერ ხედავენ ან იქნებ ხედავენ და თავადაც ხეირობენ უკანონო ფულით"
იხილეთ ბმული: https://www.facebook.com/natia.mezvrishvili.9/posts/9381579718548732
ქოლ-ცენტრების საგამოძიებო კომისიაზე ხელისუფლების ნარატივი მაგონებს “ქურდს ქუდი ეწვის”, - აცხადებს პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრისვილი.
მისი თქმით, კომისიის მიზანი არ არის მიმდინარე გამოძიების რევიზია. კომისიის მიზანია, გამოავლინოს სახელმწიფო ორგანოების ან თანამდებობის პირების კანონსაწინააღმდეგო ქმედება და დასკვნა გაუგზავნოს საგამოძიებო უწყებას რეაგირებისთვის.
"გადაშალეთ კონსტიტუცია და რეგლამენტი) არანაირი მიმდინარე საქმის მასალების გახმაურებას არ ითვალი
ბ-ნო შალვა, უკვე არაერთგზის გაცხადდა, რომ ქართულ ოცნებას (ასევე ცნობილს როგორც - ტროლ-ბოტების ხელისუფლებას), უყვარს საზოგადოების თვალში ნაცრის შეყრა, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, ფეისბუქის მიერ, თქვენი ფეიკ ანგარიშების, გვერდებისა და ჯგუფების წაშლის ფაქტით., - ასე პასუხობს პარტია "საქართველოსთვის წევრი და დეპუტატი ბექა ლილუაშვილი შალვა პაპუაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ ერთადერთი ვის ინტერესშიც საგამოძიებო კომისიის შექმნაა, თავად კეზერაშვილია.
როგორც ლილუაშვილი აღნიშნავს,
“ოცნების” აწ. უკვე ტროლად აღიარებული ხელისუფლება ხელს აფარებს სასამართლოს კორუფციულ სინდიკატს და ტრანსნაციონალური დანაშაულის ორგანიზატორებს, მათთან საკუთარი ალიანსების დასაფარად და ევროპელი მოქალაქეების ძარცვით ნაშოვნი ფულის შესანარჩუნებლად, - წერს სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა.
ბერდია სიჭინავას განცხადებით, საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე მოპოვებ
ესეიგი, ორი კვირაა “ოცნება” თავგამოდებით იცავს სანდრო გირგვლიანის სანქცირებულ მოსამართლე მურუსიძეს, ახლა უკვე ღიად კეზერაშვილს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წევრი და პარლამენტის დეპუტატი, ანა ბუჩუკური წერს.
მისივე თქმით, "ქართულ ოცნებას" არ უნდა მისი დანაშაულებრივი კავშირების გამოვლენა კორუფციულ საქმეებში.
"რატომ იცავს მათ? პასუხი მარტივია - “ოცნებას” არ უნდა მისი დანაშაულებრივი ალიანსები გამოვლინდეს ამ კორუფციულ
საქმეებში და ევროპელი მოქალაქეების ძ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საარჩევნო ბარიერის დაწევის საკითხი არ განიხილება.
ამის შესახებ პაპუაშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა. წამყვანმა მას ჰკითხა, წლის ბოლოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შემთხვევაში, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება თუ არა 2%-იანი ბარიერით, როგორც ეს თავის დროზე ირაკლი კობახიძემ დააანონსა. პაპუაშვილის თქმით, კობახიძის პირობა გასული წლის ივნისში კანდიდატის სტატუსის მოლოდინში იყო დადებული და „მომავალთან კავშირი
სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი ნარკოლოგიური ცენტრის შენობაში განთავსებულ გორის სოციალურ საცხოვრისში 80-მდე ოჯახი ცხოვრობს.
სახალხო დამცველის ცნობით, საცხოვრისს არ აქვს საკანალიზაციო და სადრენაჟო სისტემები; არ არის მოწყობილი სამზარეულო და ინდივიდუალური სველი წერტილები. მაცხოვრებლებს ხელი არ მიუწვდებათ სუფთა წყალზე, რაც განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის მობინადრეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
2023 წლის 3 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თ.ბ. ნათესავი ქალის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 29 აპრილს, ბრალდებულმა თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე, ნათესავზე - 1986 წელს დაბადებულ მ.ბ.-ზე ფიზიკურად იძალა
4 მაისის ღამეს, უკრაინის წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმის დროს, რუსულმა ძალებმა ოდესის მიმართულებით Shahed-131/136-ის ტიპის 15 „კამიკაძე“ დრონი გაუშვეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, „სამხრეთის“ ოპერატიულ სარდლობაში აცხადებენ, რომ მოწინააღმდეგის უპილოტო საფრენი აპარატების უმეტესობა განადგურდა.
„ოდესაში ღამით, მტერმა შეტევა Shahed-131/136 ტიპის 15 დრონით განახორციელა. 12 საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს", - აცხადებენ სარდლობაში.
მათივე ინფორმაციით,
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ვიოლა ფონ კრამონი ან რომელიმე ევროპარლამენტარი „არ არის ევროპა“.
„ამ ადამიანებს, ვინც დღეს ევროპის სახელით გველაპარაკებიან, საერთოდ ევროპულ ღირებულებებთან არანაირი კავშირი არ გააჩნიათ. ერთეული ევროპარლამენტარის განცხადებებიც მინდა აქ შემოვიტანო. მართლაც შეურაცხმყოფელია ის განცხადებები, რასაც ეს ადამიანები კადრულობენ. იგივე ოპოზიციის მიტინგებზე მისვლა… იმ ქალბატონის სახელი არ მახსოვს…“ — თქვა კალაძემ „იმედის“ ეთერში.
წამყვანებმა მას შეახსენეს ვიოლ
1 ლარი და 60 თეთრი დაუჯდა აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლას [მდებარეობს ჩხოროწყუში] ერთი პირველკლასელის გამოკვება.
ექსპერიმენტის სახით სკოლამ უზრუნველყო 1 კვირის განმავლობაში 24 პირველკლასელის უფასო კვება – მენიუში შედიოდა როგორც ბოსტნეული, ასევე ხილი და ბურღულეული.
ამავე სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი მელორ ცქვიტაია, რომელიც ამ იდეის ერთ-ერთი განმახორციელებელია, ნეტგაზეთთან ამბობს, რომ ჯამში, 1 კვირის პროდუქტები დაახლოებით 211 ლარი დაჯდა, რაც სკოლის სამეწარმეო კლუბმა დააფინანსა.
პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნა არ გულისხმობს საგამოძიებო უწყების ჩანაცვლებას. კომისიას და საგამოძიებო უწყებას ერთმანეთისგან დამოუკიდებელი მიზნები აქვთ, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, კომისიის შექმნის აუცილებლობა დგება მაშინ, როცა არსებობს ინფორმაცია სახელმწიფო ორგანოს ან თანამდებობის პირის მხრიდან კანონის დარღვევაზე და სახელმწიფო (საგამოძიებო) უწყებები სათანადოდ არ რეაგირებენ.
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ევროპაში მიმდინარე სამხედრო სწავლებაში საქართველოს არმონაწილეობაზე განცხადებას ავრცელებს. აშშ-ის საელჩოს განმარტებით, სწავლებაში არმონაწილეობასთან დაკავშირებით შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ გადაწყვეტილება ერთობლივად მიიღეს და ძალისხმევას სხვა სწავლებებისკენ მიმართავენ.
„შეერთებული შტატები აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების ერთგული რჩება და ერთობლივ მუშაობას განაგრძობს, რათა ორივე ქვეყანა გახდეს უფრო უსაფრთხო და დაცული.
2023 წე
Meta-ს ახალი ანგარიშის მიხედვით, მათ გამოავლინეს არაავთენტური ქცევის ათობით მომხმარებელი და ჯგუფი, რომელიც ჩართული იყო საქართველოში პროსახელისუფლებო გზავნილების პოპულარიზაციასა და ოპოზიის კრიტიკაში, განსაკუთრებით ე.წ. უცხუური გავლენის აგენტებზე კანონის მიღებისას დაწყებული აქციების დროს.
Meta-ს განცხადებით, მათ წაშალეს 80 Facebook-მომხმარებელი, 26 გვერდი, 9 ჯგუფი და 2 Instagram-მომხმარებელი. ქსელი იყენებდა Facebook-ს, Instagram-სა და TikTok-ს და ცდილობდა გაეზარდა თავიანთი მასალების გავრცელებ
თბილისში საღებავი შეასხეს და კვერცხები ესროლეს ავტობუსს, რომლის სალონშიც ჩამოკიდებულია ემბლემა, წარწერით “რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახური”.
ავტობუსს რუსულენოვანი ნომერი აქვს. სანომრე ნიშანზე მითითებულია რუსეთში მოქმედი სატრანსპორტო კომპანიის, BBUS-ის ვებგვერდის მისამართი.
ემბლემის შესახებ, რომლის მსგავსი აქსესუარები ონლაინ სივრცეშიც იყიდება, დამატებითი დეტალები უცნობია. “ნეტგაზეთი” შსს-სგან ელის პასუხს.
ფოტოები: Tite Gedenidze/Facebook; დავით ქაცარავა/Facecoo