სასტუმროებში რუსეთიდან შემოსული ტურისტების წილი 3%-ს არ აღემატება თბილისში, შესაბამისად, მე ამ ხალხს ტურისტს არ ვეძახი. ესენი არიან ადამიანები, ვინც აქ ჩამოდიან და რჩებიან. ეს გასასინჯია, სხვა კლასიფიკაცია უნდა მივანიჭოთ, - ამის შესახებ „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა, შალვა ალავერდაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ასევე „დაუჯერებელია“ მონაცემები იმის შესახებ, რომ საქართველომ მარტში უკრაინიდან 20 ათასი ტურისტი მიიღო. აღნიშნულ კონტექსტში, ალავერდაშვილი მიიჩნევს,
სიმონ ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური მენეჯერის, რეანიმაციული განყოფილების გამგის, ნიკოლოზ კვაჭაძის განცხადებით, გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი თავდასხმის შედეგად დაჭრილი ორი პირიდან ერთ-ერთის, გივი მარგველაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ნიკოლოზ კვაჭაძემ განუცხადა, პაციენტი მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს.
„ამ ეტაპზე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მკურნალობას აგრძელებს რეანიმაციის განყოფილებაში. კლინიკაში შემოს
პარლამენტს უმრავლესობას კიდევ ერთი დეპუტატი მაია მენაღარიშვილი ტოვებს.
მენაღარიშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე უკვე ჩანიშნულია საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა.
კომიტეტი 8 მაისს შეიკრიბება.
IPN
გუშინ, გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი სროლის ფაქტზე, დაკავებულია შსს-ის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამართველოს უფროსი ინსპექტორი, იუწყება სპეციალური საგამოძიებო სამსახური.
როგორც უწყებაში ამბობენ, ბრალდებულს გამოძიება განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას ედავება.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებული იმყოფებოდა დასაცავი პირის ნათესავთან, რა დროსაც უკანასკნელს თავდამსხმელმა ცეცხლი გაუხსნა. თავდასხმელს საპასუხო ცეცხლი გაუხსნა ბრალდებულმა, რის შედე
„ვაგნერის“ ჯგუფის დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი ამბობს, რომ მისი ძალები 9 მაისის შემდეგ, „ტყვია-წამლის შიმშილის [დეფიციტის]“ გამო ბახმუტს დატოვებენ და თავიანთ პოზიციებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალებს გადასცემენ.
პრიგოჟინის თქმითვე, ქალაქში მოწინააღმდეგეთა ძალები „ვაგნერელებს“ ხუთჯერ აღემატებიან:
გვიან ღამით, პრიგოჟინმა ვიდეოიმიმართვაც გაავრცელა, რომელშიც პირდაპირ აგინა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას ტყვია-წამლის მიუწოდებლობის გამო.
ნეტგაზეთი
რუსეთის სახელისუფლებო მედიის, Russia Today-ის რედაქტორმა, მარგარიტა სიმონიანმა თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადება ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაპოსტა და აღნიშნა, რომ საქართველო გონივრულად იქცევა.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ რუსეთს არაერთმა ქვეყანამ დაუწესა სანქციები, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებმა, აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა. საქართველოს მთავრობის გაცხადებული პოზიცია ომის დაწყების პირველი დღეებიდანვე იყო, რომ ქვეყანა არ შეუერთდებოდა საერთაშორისო ს
აღმაშენებლის გამზირზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, სპეცოპერაცია გვიან ღამით ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმესთან დაკავშირებით დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.
გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა უკვე ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა. ადგილზე მუშაობენ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები და ექსპერტ კრიმინალისტები.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს, უწყების თანამშრომლების მიერ მიღებული შეტყობინების
მაგარი იდეაა, ბატონო კახა კალაძე. თქვენ მე შთამაგონეთ, რომ საქართველოს მომავალ არჩევნებში, როგორც „მწვანეთა“ კანდიდატმა მონაწილეობა მივიღო, - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ არ არის გამორიცხული ოპოზიციამ რომელიმე ევროპარლამენტარი რომელიმე ოლქში 2024 წლის არჩევნებში მაჟორიტარ კანდიდატად წარადგინოს.
„მოდით, ვიმუშაოთ ამ საკითხზე“, - წერს კრამონი და განმარტავს, რომ მისი პოსტი ხუმრობაა.
„ყველა ჩემ გამომწერს,
ასეთი შეფასება მისასალმებელია, მაგრამ საკმაოდ დაგვიანებული. „ქართული კოშმარი“ მუშაობს ჩვენი ღირებულებებისა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების წინააღმდეგ, - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი „ევროპელი სოციალისტების პარტიის“ განცხადებას, რომელმაც უნგრეთში, „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების“ ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC) საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა დაგმო.
მანამდე „ევროპელი სოციალისტების პარტიამ“ გაავრცელა განცხადება, სადაც
2021 წლის მონაცემებით, ქვეყანაში ნერვული სისტემით ავადმყოფობის 116 363 შემთხვევაა რეგისტრირებული.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის საპასუხოდ აცნობეს.
მათივე განმარტებით, რეგისტრირებული მონაცემები მოიცავს შემთხვევებს, როცა ერთ პირს ნერვული სისტემით ავადმყოფობის ფაქტი რამდენჯერმე დაუფიქსირდა.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, პრევალენტობა 100 000 მოსახლეზე 3137.6-ს შეადგენს.
ipn
სერია A-ს 33-ე ტურში „ნაპოლი“ გასვლაზე „უდინეზეს“ დაუზავდა (1:1) და სკუდეტო მოიპოვა.
სტუმრები თავიდანვე დაეუფლენ ტერიტორიულ უპირატესობას, მასპინძლები კი კონტრშეტევისას ლოვრიჩმა დააწინაურა. პირველი მომენტი ნეაპოლელებმა 22-ე წუთზე შექმნეს, როდესაც საჯარიმოში შეჭრილი კვარაცხელია ბეკაოსთან კონტაქტისას წაიქცა, მაგრამ VAR-მა პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია. შემდეგ ოსიმენმა თავით ოდნავ ააცილა მიზანს ბურთი. უდინელები საკმაოდ უხეშობდნენ, მეტადრე ხვიჩას მიმართ, თუმცა მსაჯი მათდამი ლოიალური იყო. მთ
რამდენიმე წუთის წინ, ტვ პირველის ახალი ამბების პორტალმა, tvpirveli.ge - მ მოიპოვა სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, სადაც ვერაზე, გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევაა ასახული.
კადრებში ჩანს, რომ "გიჩო", გივი მარგველაშვილი გოგებაშვილის ქუჩაზე ტელეფონზე საუბრობდა, რა დროსაც მასზე მოხდა თავდასხმა და ის დაჭრეს. ვიდეომასალით დგინდება, რომ მას რამდენიმე ტყვია აქვს მოხვედრილი.
კადრების გაშიფვრის შედეგად დგინდება, რომ ამის შემდეგ უკვე გივი მარგველაშვილის დაცვა ახორციელებს საპასუხო გას
ახლა გორში არის ასეთი სიტუაცია - ფერმერები ვაშლს ყრიან, მაგრამ იმპორტით ვაშლი მაინც შემოდის - ამის შესახებ რადიო ,,პალიტრასა" და „პალიტრანიუსის" გადაცემაში „საქმე“ ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ვახტანგ ბეჟიტაშვილმა განაცხადა.
ცნობისათვის, 2023 წლის 3 თვეში საქართველომ 415.7 ათასი აშშ დოლარის 1 002 ტონა ვაშლი იყიდა. აქედან, 722 ტონა თურქეთიდან.
„თუ სტატისტიკას გადავხედავთ, ჩვენ აბსოლუტურად ყველა პროდუქტი შემოგვაქვს. ახლა გორში არის ასე
თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე სროლის შედეგად მოკლული ერთი პირი. არსებული ინფორმაციით, დაჭრილია კიდევ ერთი ადამიანი.
პოლიციას შემთხვევის ადგილი ყვითელი ლენტით აქვს შემოსაზღვრული. ადგილზე იმყოფება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი.
როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი აცხადებს, სროლა ორმხრივი იყო და მათ რვამდე გასროლის ხმა გაიგეს.
„ერთი დაჭრილი სასწრაფომ წაიყვანა. გავიგე სროლის ხმა და გამოვედი. 6-8 გასროლა იქნებოდა. ორმხრივი სროლა იყო. იარაღის სხვადასხვა ხმა იყო“, - აცხადებს ადგილობრივი
არსებული ინფორმაციით, თბილისში, იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე სროლა იყო. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
სოციალური ქსელის მომხმარებლები ადგილიდან ვიდეომასალასაც ავრცელებენ, სადაც ჩანს, რომ ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური, საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი.
„ინტერპრესნიუსი“ დეტალებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს და მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
იპნ
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 5 მაისს სამუშაო ვიზიტით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს ეწვევა და ლონდონში, მეფე ჩარლზ III-ის კორონაციის ცერემონიას დაესწრება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ასევე მიღებაში, რომელიც ბუკინგემის სასახლეში გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III-ისა და დედოფალ კონსორტის სახელით ცერემონიაზე მიწვეული უცხო ქვეყნის ლიდერების პატივსაცემად გაიმართება.
ილია ჭავჭავაძეს ლიბერალს ეძახდნენ, მაგრამ სწორედ მისი ლოზუნგია “მამული, ენა, სარწმუნოება“ - ჩვენი პოლიტიკა ამ ლოზუნგის იქეთ არ წასულა, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.
მისივე თქმით, “არაფერია ახალი იმაში, რომ ეროვნული ფასეულობები, ისტორიული მემკვიდრეობა, ტრადიციები “ქართული ოცნებისთვის“ და საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანია“.
“ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალისთვის მნიშვნელოვანი სწორედ ის ფასეულობებია, რაზე
თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის ჯონ კირბის განცხადებით, კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადება, რომ მოსკოვზე დრონით თავდასხმის უკან ვაშინგტონი დგას, ტყუილია.
„შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ შეერთებული შტატები ჩართული არ ყოფილა. ჩვენ არაფერი გვაქვს ამასთან საერთო. პესკოვი უბრალოდ იტყუება“, - აღნიშნა ჯონ კირბიმ.
მისი თქმით, აშშ არ წაახალისებს და არ აძლევს უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმის საშუალებას და არ კარნახობს ოპერაციებს,
12 არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული საზედამხედველო მექანიზმები დეზინფორმაციული სქემების შესასწავლად, მათ შორის შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია ან/და მიმართოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.
საქმე ეხება Facebook-ის მფლობელი კომპანიის, META-ს, მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, რომლის თანახმად, კოორდინირებული არაავთენტური ქცევის გამო კომპანიამ Facebook-ის 80 ანგარიში, 26 გვერდი, 9 ჯგუფი და ინსტაგრამის 2 ანგარიში წაშალა. წაშლილია პრემიერ-
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ კრემლზე დრონების თავდასხმის უკან აშშ დგას.
მისი განცხადებით, მსგავს გადაწყვეტილებებს უკრაინა ამერიკის მითითებებით იღებს.
გუშინ, 3 მაისს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ უკრაინამ კრემლზე დრონებით იერიში მიიტანა. რუსული პროსახელისუფლებო გამოცემა „რია ნოვოსტი“ წერდა, რომ კრემლს ორი უპილოტო საფრენი აპარატი დაესხა თავს, მაგრამ ვლადიმერ პუტინს საფრთხე არ შეჰქმნია.
2022 წლის მარტთან შედარებით, 2023 წლის მარტში 8.3-ჯერ გაიზარდა ფულადი გზავნილების ოდენობა რუსეთიდან საქართველოში და შეადგინა 224 მილიონი ამერიკული დოლარი, იუწყება საქართველოს ეროვნული ბანკი.
40.4%-ით გაიზარდა აშშ-დან გადმორიცხული თანხის ოდენობა, ასევე ზრდაა დაფიქსირებული ყაზახეთიდან და ყირგიზეთიდან გადმორიცხული თანხის მოცულობაში.
სებ-ის ინფორმაციით, მარტში ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს რუსეთი (51.0%), ევროკავშირის ქვეყნები (24.6%) და აშშ (8.2%) წარმოადგენდა. ევროკავშირის ქვეყნებიდა
ნიურბერგის ლიტერატუტურლმა სახლმა მეორედ გასცა გიზელა ელსნერის პრემია. წელს დაჯილდოების ლაურეატი გახდა გერმანულენოვანი ქართველი მწერალი ნინო ხარატიშვილი.
„საქართველოს ისტორიის ევროპული ისტორიის ნაწილად წარმოჩენასთან ერთად, საკუთარ ნაწარმოებებში ავტორი ახერხებს გადმოსცეს ქართული ლიტერატურისა და კულტურის ევრპული ხასიათი. სწორედ პირადი ბედისწერისა და ისტორიული მოვლენების ერთობლიობის ასახვაა ის, რაც აქტუალობას ანიჭებს ხარატიშვილის ტექსტებს უკრაინაში მიმდინარე სასტიკი ომის კონტექსტში, რომლის გადმ
ქალაქ რუსთავის, შოთა რუსთაველის სახელობის N2 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე, მარიამ ძაძამია ნიუ იორკში Adelphi University-ში სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე ჩაირიცხა $80 000-იანი დაფინანსებით.
Entrepreneur Georgia