ევროპელმა ლიდერებმა გადაწყვიტეს გაეფართოებინათ ევროპა - ერთ-ერთი პოტენციური კანდიდატი ქვეყანა არის საქართველო. ჩვენ ველით შემდგომ ნაბიჯებს იქიდან გამომდინარე თუ როგორ იქნება რეფორმები იმპლემენტირებული საქართველოში, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ "ევროპის დღის" აღსანიშნავ ღონისძიებაზე ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს უკვე მიენიჭა ევროპული პერსპექტივა, რაც ისტორიული მოვლენა იყო.
„დაახლოებით, 70 წლის წინ ევროპულმა დამოუკიდებელმა სუვერენულმ
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ლონდონში, მეფე ჩარლზ III-ის კორონაციის ცერემონიას დაესწრება.
დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩის, სოფიო ქაცარავას განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო წარმოდგენილია ამ ისტორიულ ღონისძიებაზე და საქართველოს პრეზიდენტი ესწრება ცერემონიას.
„ბრიტანეთი განსაკუთრებით ემზადება მეფე ჩარლზის კორონაციისთვის, რაც ბუნებრივია, ვინაიდან თითქმის ერთი საუკუნეა მსგავსი მასშტაბის და მნიშვნელობის ცერემონი
უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი ზურაბ ოდიშვილი საქართველოში ჩამოასვენეს.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბოტკოველმა ჟურნალისტებს განუცხადა, უკრაინაში მებრძოლი ქართველები ყველა მოქალაქის გასაკეთებელს აკეთებენ და იბრძვიან როგორც საქართველოს, ისე უკრაინის თავისუფლებისთვის.
„ჩვენ არაერთი ისტორია მოგვისმენია ქართველი ვაჟკაცების ბრძოლის შესახებ უკრაინის ფრონტზე. ერთი რამ შეგვიძლია, რომ ვიამაყოთ, ყველას გასაკეთებელს აკეთებენ. იბრძვიან როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე უკრაინის თავ
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ეროვნულ კონტრტერორისტულ სისტემაში ჩართული კომპეტენტური უწყებების მონაწილეობით, წარმოებული ოპერაციების შედეგად, გამოვლენილია ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ აქტივობები სხვადასხვა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე. დაკავებულია უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ბაჩა მგელაძემ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, კომ
საცხოვრებელი ფართიდან გამომდინარე შინაური ბინადარი ცხოველების ყოლა შესაძლოა, რაოდენობრივად შეიზღუდოს. აღნიშნული ჩანაწერი შესაძლოა, „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ საქართველოს კანონის პროექტში“ გაჩნდეს. თუმცა ამ ეტაპზე კანონპროექტში მოსაკრებლის დაწესების დამატება სამსჯელო საკითხს წარმოადგენს.
უფრო ზუსტად, მსჯელობის საკითხს წარმოადგენს, პატრონიანი და მიკედლებული შინაური ბინადარი ცხოველების რაოდენობრივი შეზღუდვა:
კერძო სახლი / მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინ
რუსეთი 9 მაისის აღლუმებს მზარდი დაუცველობის გამო აუქმებს,- ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ანგარიშშია ნათქვამი.
ანგარიშის თანახმად, რუსეთის უკვე 6-მა ოლქმა და 21-მა ქალაქმა, ასევე დროებით ოკუპირებული ყირიმის საოკუპაციო ხელმძღვანელობამ გააუქმეს 9 მაისის „აღლუმები“. ამას გარდა, კრემლში მაგ დღეს საზეიმო მიღება არ ჩატარდება, ხოლო მოსკოვში, სავარაუდოდ, მცირე მასშტაბის ზეიმი გაიმართება.
„დრონების კრემლზე დარტყმა „გამარჯვების დღემდე“ რამდენიმე დღით ადრე, ასეთი თავ
ჩვენ უსაფრთხოდ ვართ მხოლოდ უკრაინის წყალობით, რუსეთი საბჭოთა კავშირის აღორძინებას ცდილობს, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთი თუ უკრაინას წარმატებით დაიპყრობს, გაძლიერდება ექსპანსია და რუსული ჯარები მოლდოვის ტერიტორიაზეც შევლენ.
„მათ სურთ ძველ დროში დაბრუნება, ჩვენ კი ეს არ გვინდა. მოლდოვა 30 წლის განმავლობაში ბუფერული ზონის ნაწილი იყო, ჩვენთვის ეს სიღარიბეს, კორუფციას, ცუდ მმართველობას და ემიგრაციას ნიშნავდა.
ჩვენ გვაქვს მეტი პროგრესი ნატო-სა და ევროკავშირთან მიმართებით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.
მისივე თქმით, მიმდინარე კვირაში დიპლომატიური მოლაპარაკებების შედეგად უკრაინა კიდევ უფრო გაძლიერდა.
„მოხარული ვარ, ვთქვა, რომ ჰელსინკისა და ჰააგის შეხვედრების შემდეგ ჩვენ გავძლიერდით იარაღით ჩვენი ჯარისკაცებისთვის – ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაზე. მადლობას ვუხდი პარტნიორებს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ნიდერლანდებიდან დაბრუნების შ
მართლმადიდებელი სამყარო დღეს გიორგობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაული წირვა შესრულდება.
6 მაისი წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეა. წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, წმინდა გიორგი რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა. კერპთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. უფლის შე
მივესალმებით საქართველოს მიერ გულდასმით განხორციელებულ ძალისხმევას საერთაშორისო ფინანსური სანქციების მხარდაჭერისა და ექსპორტის კონტროლის საქმეში, რაც აშშ-ის საელჩოს ხელშეწყობით ხორციელდება, - ამის შესახებ საერთაშორისო უსაფრთხოებისა და მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბიუროს „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული.
ბიურო ყურადღებას ამახვილებს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან თანამშრომლობაზე.
ფინანსთა სამინისტროს ინფორ
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ქრისტინე თაკალანძის უკანონო პატიმრობას ეხმაურება.
უწყებაში აცხადებენ, რომ თაკალანძის 10 წლით და 6 თვით უკანონოდ დაპატიმრებას წინ უძღოდა გამოგონილი და აბსურდული ბრალდებების საფუძველზე თაკალანძის უკანონოდ დაკავება, რასაც მოჰყვა მრავალთვიანი უკანონო პატიმრობა.
„ქრისტინე თაკალანძის მიმართ, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ და უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით, საერთაშორისო თანამეგობრობამ არაერთგზის დააფიქსირა კონსოლიდირებული პოზიცია და და
აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან 24-საათიან პროტესტს წყვეტენ.
გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტროში დღევანდელი შეხვედრის შემდეგ მიიღეს.
„დღეს მშობლები ჯანდაცვის სამინისტროში საკოორდინაციო საბჭოს შეკრებას დავესწარით, სადაც დავრწმუნდით, რომ პროტოკოლი მაისის ბოლოს იქნებადასრულებული. ასევე, მოვისმინეთ ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადება, რომ როდესაც ჯანდაცვის სამინისტრო საქართველოში ვოსორიტიდის შეძენას გადაწყვეტს, ის თანხებს დაუყონებლ
აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლების განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროში დღევანდელ შეხვედრაზე მედიკამენტის შემოტანასთან დაკავშირებით სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწიეს. მშობლები ელიან, რომ უახლოეს თვეებში სახელმწიფო მათი შვილებისთვის საჭირო მედიკამენტს შემოიტანს.
ამის შესახებ “ნეტგაზეთს” შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე მშობელი, სალომე გაბელაშვილი ესაუბრა.
მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრას დაახლოებით 25-მდე ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ მშობლები, ფინანსთა და ჯანდაცვის სამინისტროს, სახალ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4834 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.4834 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4858 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0024 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7377 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7488 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0111 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედ
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს, ქრისტინე თაკალანძეს, „ჯაშუშობის“ ბრალდებით, 10 წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
25 წლის ქრისტინე თაკალანძე 2022 წლის 20 ივლისს, გალის რაიონში დააკავეს.
ზუგდიდში დაბადებული ქრისტინე თაკალანძე გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში ცხოვრობდა. აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმი თაკალანძეს ქართულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს.
ავტორი - ქეთი ჩოხელი
US Embassy Tbilisi, Georgia
27 წთ ·
ვუერთდებით საქართველოსა და ნეაპოლში მიმდინარე საყოველთაო დღესასწაულს. საქართველოს მომავალი მართლაც ევროპაშია, სადაც მისი შესაძლებლობები რეალიზდება და ისევე იბრწყინებს მთელი მსოფლიოს დასანახად, როგორც დღეს ქართველი ფეხბურთელი - ხვიჩა კვარაცხელია.
გილოცავთ, ეს მხოლოდ დასაწყისია!
საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა კომენტარი გააკეთა მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას თამაშზე.
„ხვიჩა ახალგაზრდაა, მაგრამ „ნაპოლიში“ გადასვლის შემდეგ თავი არ დაუკარგავს, ის გუნდის საკვანძო მოთამაშე გახდა. „ნაპოლის“ მან ფლანგზე აგრესია შემატა. ძალიან კარგი ბიჭია და საკუთარი შესაძლებლობების სჯერა. თავისი ნიჭით ის „ნაპოლის“ ჩემპიონობის მოპოვებაში დაეხმარა.
მომავალში მას კიდევ უფრო მეტ წარმატებას ვუსურვებ. კვარაცხელია იტალიური ფეხბურთისა
არ მგონია, კახა კალაძეს კრიტიკა იმის გამო ეკუთვნოდეს, რომ მას სხვა აქებს - ნუ გაავლებთ პირდაპირ პარალელებს, მაგრამ პრინციპის ასახსნელად ვამბობ: - მაგალითად, ჰიტლერს თუ ბეთჰოვენი მოსწონდა, ეს ბეთჰოვენის ნაკლია? - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ კრემლის პროპაგანდისტის, მარგარიტა სიმონიანის “ფეისბუქ“ პოსტთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
აქვე სარჯველაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის პიროვნულ შედარებას არ აკეთებს, რადგან არც კალაძეა ბეთჰოვენი და არც სიმონიანი - ჰიტლერი.
„ქოლ ცენტრების“ უკან დგახართ თქვენ, ლილუაშვილს ვეუბნები, შს მინისტრს, მთავარ პროკურორს, ფეხებს ვერ მომჭამთ ძირში! - თქვენ მოგიწევთ ამაზე პასუხისგება, ციხეში წასვლა და იმ ნაძარცვი ქონების უკან დაბრუნება, რომელზეც ხელს ითბობთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მსგავსი ბრალდებებით მისი გაჩერება სურთ, რასაც ვერ მიაღწევენ.
„მორიგი დეზინფორმაციული სპეცოპერაცია რუსული რეჟიმის მხრიდან, სადაც უნდათ, რომ გამსვარონ მე, ჩემი ძმა, რ
თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ ოფისში, სავარაუდოდ, ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა.
როგორც გაირკვა, აღნიშნულ შენობაში 25%-ს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის ძმა დავით ვაშაძე ფლობს. მისი თქმით, მას მხოლოდ შენობის მეორე სართული ეკუთვნის, სადაც სასტუმრო აქვს გახსნილი, დანარჩენი ფართის შესახებ კი ინფორმაცია არ აქვს.
„მე ვფლობ ამ შენობაში 25%-ს და ჩემი წილი არის რეალიზებული მეორე სართულზე სასტუმროში, რომელიც არის ჩემს სა
როდესაც ირაკლი კობახიძემ განცხადება საარჩევნო ბარიერის 2%-მდე დაწევის თაობაზე გააკეთა, საუბარი იმაზე იყო, რომ საქართველოს სტატუსზე გადაწყვეტილება შარშან დეკემბერში უნდა მიეღოთ. როდესაც თარიღმა გადაინაცვლა, მან გარკვეული კორექტივები შეიტანა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საარჩევნო ბარიერის დაწევის საკითხი დღეს აქტუალური არ არის.
„5%-იანი ბარიერის წინააღმდეგ ის პარტიები გამოდიან, რომელიც შეშფოთებული არიან, რომ ჯამში,
კრიმინალი გაიზარდაო - სტატისტიკა დაკლებულია, საიდან მოგაქვთ, რა ციფრებს უყურებთ, ვინ გეუბნებათ ამას, რომ კრიმინალი გაიზარდა? - არ შეიძლება ხალხი მოატყუოთ, - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტის კითხვას ქვეყანაში არსებულ კრიმინალურ ვითარებასთან დაკავშირებით.
გომელაურმა ასევე ისაუბრა გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე და აღნიშნა, რომ საქმე გახსნილია.
„გუშინ ნამდვილად ცუდი შემთხვევა მოხდა. გახსნილია, დაკავებულია ერთი პირი, ეს ერთი პირი ჩვენი დაცვის პოლ
ჩვენ თუ ვმფარველობთ [„ქოლ-ცენტრებს“] და ჩვენი თუა, რატომ ვკეტავთ მაშინ, გიჟები ვართ? ეს, რა თქმა უნდა, ტყუილია. ჩვენ ვააშკარავებთ ნამდვილად, - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომლის მიხედვითაც ოპოზიცია ხელისუფლებას „ქოლ ცენტრების“ მფარველობაში ადანაშაულებს.
როგორც გომელაურმა აღნიშნა, ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე რამდენიმე უწყება ერთად მუშაობს.
„დაველოდოთ გამოძიებას. დეტალებში არ ჩავალ. ალბათ, ფინანსური პოლიცია გაკეთებს ამაზე განცხადებას,