საქართველოში სათესლე კარტოფილის იმპორტის მოცულობა 2015 წლის შემდეგ ყველაზე მაღალია და მიმდინარე წინასეზონურ პერიოდში, ანუ დეკემბერ-აპრილში ამავე თვეების ბოლო 8-წლიან საშუალო მაჩვენებელს 45%-ით აღემატება. ამის შესახებ პორტალ EastFruit-ის მონაცემებში არის ნათქვამი.
საქართველოში სათესლე კარტოფილის იმპორტი დეკემბერში იწყება, ხოლო აქტიური საიმპორტო თვეები თებერვალი, მარტი და აპრილია. იმპორტის პიკი აპრილშია, მაისში კი საგრძნობლად იკლებს და მომდევნო წლის დეკემბრამდე, პრაქტიკულად, ჩერდება.
ვაჭ
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი არ გამორიცხავს, რომ 9 მაისს, როდესაც რუსები 1941-1945 წლების „დიდ სამამულო ომში" „გამარჯვების დღეს“ აღნიშნავენ, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია გამწვავდეს.
„შეუძლებელია 100%-ით დადასტურება ან უარყოფა. ვიდრე ომი გაგრძელდება ესკალაციის ალბათობა ყოველთვის იქნება, თარიღის მიუხედავად“, - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
მალიარის თქმით, რუსებს უყვართ თარიღები და ისტორიული პარალელები, მაგრამ იყო საკმაოდ ბევრი ისტორიული და ს
2023 წლის პირველი სამი თვის მონაცემების მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო - კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურმა, ქვეყნის მასშტაბით, ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე 1241 ადამიანი შეამოწმა, საიდანაც 928-ს ნარკოტიკული თრობა დაუდასტურდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ საჯარო ინფორმაციაშია აღნიშნული, 2023 წლის პირველ კვარტალში ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე შემოწმებულ პირთაგან არცერთი არ იყო არასრულწლოვანი, ხოლო 32 მათგანი ქალია.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, 8 მაისის ღამით მოიგერიეს რუსეთის მიერ კამიკაძე დრონებით, „Shahed-ით" შეტევა. უწყების ცნობით, 35-ვე უპილოტო საფრენი აპარატი ბრიანსკის ოლქის აეროდრომიდან იყო გაშვებული.
8 მაისის დილას გავრცელდა ცნობები კიევის რამდენიმე რაიონში დრონების ნამსხვრევების ჩამოცვენის შესახებ. დაშავდა 5 ადამიანი, ინფორმაცია კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი პოპკომ გაავრცელა.
გავრცელებული ინფორმაციით, რვა გაშვება განხორციელდა რუსეთის მიერ ანექსირებუ
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, რუსეთს ყველაზე უარესი მომავალში ელოდება.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის საუბარი "ყველაზე დიდ გეოპოლიტიკურ“ კატასტროფაზე, რომელშიც ის საბჭოთა კავშირის დაშლას გულისხმობდა, პროგნოზი აღმოჩნდა.
„"ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფა", რომელზეც პუტინმა ისაუბრა, პროგნოზი აღმოჩნდა და არა ფაქტი. რუსეთისთვის კატასტროფა ახლა ხდება და ყველაზე უარესი წინ არის - დამარცხება, დაშლა, სასამართლ
საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ორბელიანის მოედანზე, ევროპის დღეების ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს დაესწრო და მოქალაქეებს ევროპის დღე მიულოცა.
მისი თქმით, ამ დღეს საქართველო ევროპული პერსპექტივით ხვდება, რაც დიდი წარმატებაა.
„ჩვენ ევროპის დღეს აღვნიშნავთ. ამ დღეს საქართველო ევროპული პერსპექტივით ხვდება, ეს დიდი წარმატებაა. შემდეგი ეტაპი კანდიდატის სტატუსის მოპოვებაა, რაც კიდევ უფრო დაახლოვებს საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან. ამ მიზანს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა
ეს არ არის პირველი ევროპის დღის აღნიშვნა საქართველოში, მაგრამ ეს პირველი ევროპის დღის აღნიშვნაა, რომელსაც საქართველო ვროპული პერსპექტივით ხვდება. შვედეთი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, – ამის შესახებ საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ულრიკ თიდესტრომმა ორბელიანის მოედანზე ევროპის დღეებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
ელჩის თქმით, საქართველოს გზა ევროპისკენ ისეთივე მნიშვნელოვანია შვედეთისთვის, როგორც მისი თავმჯდომარეობა ევროკავშირ
თბილისის მერიის ინფორმაციით, წერეთლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში აღმოჩენილია მიწისქვეშა ნაგებობები, რომლებიც, სპეციალისტების დასკვნით, წარმოადგენს მე-19 საუკუნის სამარხს.
მათივე ცნობით, შესწავლის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულები არიან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და არქეოლოგები.
თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ ადგილზე სამუშაოები წარმოებს სწორედ სპეციალისტების ზედამხედველობით, შესაბამისი წე
თვის ყოველ ბოლო პარასკევს, კრისტიან ჰეროლდი, რეგენსბურგის (გერმანია) „კარიტასიდან“, მობილური ტელეფონების ნებაყოფლობით დონორებს ელოდება. ის ტელეფონებს თავისი კლიენტებისთვის - რეგენსბურგის იმ უსახლკარო მაცხოვრებლებისთვის აგროვებს, რომლებსაც მობილური ტელეფონები არ გააჩნიათ.
როგორ გადავარჩინოთ ახალგაზრდები უსახლკარობისგან
კამპანია საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისთვის
კამპანია, სახელწოდებით „მეორადი ტელეფონი“ („SecondHandy“), იმ მიზნით ტარდება, რომ უსახლკაროებს საზოგადოებრი
არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ სხვა ოპოზიციონერებსაც ასეთი „ქოლცენტრები“ ჰქონდეთ, რადგან მათ არ აქვთ არანაირი შემაფერხებელი და მორალური მუხრუჭი, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ზოგადად, ოპოზიციას სახელი გატეხილი აქვს საქართველოში.
„თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მათი მთავარი დამფინანსებელია დავით კეზერაშვილი, რომელიც ამით არის ცნობილი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაში, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ სხვ
რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა გადაიტაცა და სახიფათოდ მიუახლოვდა პოლონეთის თვითმფრინავს, რომელიც პატრულირებას ახორციელებდა ევროკავშირის სასაზღვრო დაცვის სააგენტოს, Frontex-ისთვის - იუწყება პოლონეთის საზღვრის დაცვის სააგენტო 7 მაისს.
Let L-410 5 მაისს პატრულირებას ახორციელებდა საერთაშორისო საჰაერო სივრცეში, რუმინეთის განლაგების რეგიონში, როცა მას მიუახლოვდა რუსეთის Su-35 - აცხადებს პოლონეთის საზღვრის დაცვის სააგენტო, რომელიც რუსეთის საბრძოლო თვითმფრინავს ბრალს სდებს "აგრესიულ და სახიფათო მან
რუსი ოკუპანტები მიკოლაივის ოლქს X-22 ტიპის 5 რაკეტით დაესხნენ თავს, - ამის შესახებ ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვიტალი კიმი იუწყება.
მისი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად სამრეწველო საწარმოს შენობა დაზიანდა.
„წინასწარი ინფორმაციით, Tu-22M3 სტრატეგიული თვითმფრინავიდან ოლშანსკაიასა და კონსტანტინოვსკაიას თემებს X-22 ტიპის 5 რაკეტა ესროლეს, დაზიანდა სამრეწველო საწარმოს შენობა“, - აცხადებს ვიტალი კიმი.
მისივე თქმით, სარაკეტო დარტყმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ipn
წელს სასკოლო ექსკურსიების გამართვისას 150 კმ-იანი შეზღუდვა მოიხსნება. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განგვიცხადეს.
აღნიშნული შეზღუდვა შარშან დაწესდა და სკოლებს უწევდათ, მარშრუტი ისე დაეგეგმათ, რომ მანძილი 150 კმ-ზე მეტი არ ყოფილიყო. მაშინ ფაქტს მშობლების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. მაშინ სამინისტროში განმარტავდნენ, რომ მანძილის შეზღუდვა მოსწავლეთა უსაფრთხოების მიზნით იყო განსაზღვრული და ამავდროულად, სკოლებისთვის სარეკომენდაციო ხასიათის გახლდათ. გათვალისწინებული იყო კო
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო შინაური ცხოველების მეპატრონეებს სთავაზობს, რომ დაარეგისტრირონ ცხოველები მუნიციპალურ თავშესაფარში, რის შემდეგაც ცხოველის უფასოდ სტერილიზაცია - კასტრაციას შეძლებენ.
როგორც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი გიორგი კობიაშვილი განმარტავს, რეგისტრაციის საფასური 19 ლარს შეადგენს.
„ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოსახლეობას სიახლეს ვთავაზობთ: თუ მოქალაქე მოვა მუნიციპალურ თავშესაფარში და აქ დაარეგისტრირებს ცხოველს, მუნიციპალური თავშესაფარი უფასოდ მოახდენს
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის, გიორგი კობიაშვილის ინფორმაციით, შინაური ცხოველის გასეირნების წესების დარღვევისთვის, შესაძლოა, მეპატრონისთვის გათვალისწინებული ჯარიმა გაიზარდოს.
როგორც მან აღნიშნა, აღნიშნულ სიახლეზე საკანონმდებლო ორგანო მუშაობს, დღეს კი ჯარიმის ოდენობა 20 ლარით არის განსაზღვრული.
„ცხოველი რეგისტრირებული უნდა იყოს, მეტისის შემთხვევაში მეპატრონე ვალდებულია მოახდინოს ცხოველის სტერილიზაცია-კასტრაცია. მინიმალური საკვების მიცემა, ასევე, აუცილებელია მეპატრონემ გასეი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დელეგაციასთან ერთად, 7-12 მაისს, ვიზიტით მალტისა და იტალიის რესპუბლიკებს ეწვევა.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს მალტის რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერთან და მალტის რესპუბლიკის პრეზიდენტთან გამართავს. შეხვედრა გაიმართება მალტის პარლამენტის საგარეო და ევროპულ საქმეთა კომიტეტის წევრებთან.
„ ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ვატიკანის სამოციქულო სასახლეში აღმოსავლეთ ეკლესიების დიკასტერის პრე
სოფიო ჩიკვილაძე (ცოტნე გამსახურდიას პირველი მეუღლე): "ძაან არ მინდა ამ თემაზე საჯაროდ საუბარი ,მაგრამ სხვა გზა არაა.
კოლხურ კოშკს და გასხვისებულ მიწას ეხება ,ვისაც არ გაინტერებთ ასქროლეთ, to be honest მეც მეზარება წერა..
ცოტნეს ყავს მემკვიდრეები ,ხოდა რომ ყიდით რას ყიდით ან რა უფლებით? ან ვინც იყიდა თავში ჭკუა თუ აქვს? ნომერ პირველი მემკვიდრე არის აღშფოთებული.
მე როგორც მის მშობელ დედას მთხოვა ,რომ დამეწერა.
აქვე არავის არ ეგონოს ,რომ ჩემი შვილების წინ ვინმეს ან რამეს დავაყენე
ვანში არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული შესაძლო გარყვნილი ქმედების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. ამის შესახებ შსს-ში აცხადებენ.
უწყების ცნობით, საგამოძიებო მოქმედებები პირველ მაისსვე დაიწყო, მათ შორის მშობლის თანდასწრებით გამოიკითხნენ არასრულწლოვნები.
„მიმდინარე წლის პირველ მაისს, ვანის რაიონულ სამმართველოში მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული შესაძლო გარყვნილი ქმედების ფაქტზე დაიწყო გამოძიება.
გამოძიების ფარგლებში 1-ელ მაისსვ
აშშ-ის ტეხასის შტატის ქალაქ ალენში მდებარე სავაჭრო ცენტრში მამაკაცმა უმისამართო ცეცხლი გახსნა. სროლის შედეგად დაიღუპა რვა ადამიანი. დაჭრილია შვიდი ადამიანი, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა. დაღუპულებს შორის არიან ბავშვებიც. თავდამსხმელი პოლიციამ მოკლა.
ტეხასის გუბერნატორმა გრეგ აბოტმა მომხდარს „ენით აღუწერელი ტრაგედია“ უწოდა და თქვა, რომ შტატის ხელისუფლება ადგილობრივ ხელისუფლებას ყველანაირ დახმარებას გაუწევდა. ქალაქ ალენში 105 ათასი ადამიანი ცხოვრობს და ის დალასიდან 30 კილომეტრის მოშორებით
6 მაისს, სოციალურ მედიაში გავრცელდა არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული, სავარაუდო სექსუალური ხასიათის ქმედების ამსახველი ვიდეოკადრები.
ამ დროისათვის, სახალხო დამცველის ხელთ არსებული ინფორმაციით, საქმეზე დაწყებულია გამოძიება. სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს დროული და ეფექტიანი რეაგირებისკენ.
ჩარლზ III გაერთიანებული სამეფოს მეფედ აკურთხეს, მისი მეუღლე კამილა — დედოფლად. ცერემონია 6 მაისს, ლონდონში, უესტმინსტერის სააბატოში გაიმართა 2 300 სტუმრის წინაშე, რომელთა შორის სხვადასხვა სახელმწიფოს 100 ლიდერიც იყო.
აღნიშნულს წინ უძღოდა მსვლელობა ლონდონის ბუკინგემის სასახლიდან სააბატომდე, კორონაციის შემდეგ კი მეფე და დედოფალი კვლავ სასახლეში დაბრუნდნენ.
პროცესისთვის თვალის მისადევნებლად ლონდონის ქუჩებში ათასობით ადამიანი იყო შეკრებილი. ზოგიერთმა მოქალაქემ ადგილები წინა ღამით დაი
თბილისის ანძა ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა.
„თბილისი გილოცავთ ევროპის დღეს! – ევროპის დღესთან დაკავშირებით, თბილისის ანძა ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა.
ევროპის დღეები თბილისში საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება“, – აღნიშნულია თბილისის მერიის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
თბილისში, იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე 4 მაისს კაცის მკვლელობისთვის დაკავებულ დაცვის პოლიციის თანამშრომელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის შემსუბუქებული მუხლით წაუყენეს. თუკი თავდაპირველად საუბარი იყო განზახ მკვლელობის კვალიფიკაციაზე, ახლა უკვე მას "დამნაშავის შეპყრობისთვის აუცილებელი ზომის გადაცილებით მკვლელობას" ედავებიან.
მას აქამდე 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, ახლა კი შესაძლოა გამოსასწორებელი სამუშაო ვადა ან შინაპატიმრობა მიუსაჯონ.
108-ე მუხლით განზრახ მკვლელობა ისჯება თ