Jump to content
Planeta.Ge

Blogs

ჰერჩინსკი: ხელისუფლებას გადავეცი პოზიცია, რომელიც 27-მა ქვეყანამ შეათანხმა ბრიუსელში

ევროკავშირის წევრმა 27-მა ქვეყანამ საქართველოს ეკონომიკის მინისტრს დემარში გამოუცხადა. დიპლომატების დემონსტრაციული ქმედება რუსეთთან პირდაპირი ფრენის დაწყების საკითხს შეეხო. ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ მედიასთან განაცხადა, რომ სამინისტროში შეხვედრაზე მინისტრ ლევან დავითაშვილს აცნობეს, რომ ფრენის დაწყების გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება 27-ვე წევრი ქვეყნის ერთხმად მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ არ ჰქონდეთ პირდაპირი ფრენები რუსეთში და რუსეთიდან, არ დაუშვან რუსული თვითმფრინავების მიერ ევროკ

უკრაინის საჰაერო ძალები - რუსულმა ძალებმა კიევი ბალისტიკური რაკეტებით დაბომბეს

რუსული ძალები უკრაინის დედაქალაქ კიევს ბალისტიკური რაკეტებით დაესხნენ თავს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების პრესსპიკერმა, იური იგნატმა განაცხადა. „მტერმა ბალისტიკური ტრაექტორიის რაკეტები გამოიყენა - წინასწარი ინფორმაციით „ისკანდერები“. შესაძლოა, რომ S-300 და S-400 რაკეტებიც იყო გამოყენებული“, - განაცხადა იგნატმა. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, თავდასხმის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაშავდა. მისი ინფორმაციით, დედაქალაქის პო

ყასიმ-ჟომართ ტოყაევი - ალექსანდრე ლუკაშენკომ ყაზახეთს რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოში გაწევრიანება შესთავაზა - ვაფასებ მის ხუმრობას

ვაფასებ მის ხუმრობას, - ასე გამოეხმაურა ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ ტოყაევი ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს წინადადებას, რომ ყაზახეთი რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირო სახელმწიფოს შეუერთდეს. ტოყაევის თქმით, ყაზახეთს არ აქვს ალიანსში გაწევრიანების საჭიროება. „ცოტა ხნის წინ, ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ყაზახეთს სამოკავშირეო სახელმწიფოში გაწევრიანება შესთავაზა. ვაფასებ მის ხუმრობას. არ ვფიქრობ, რომ [ყაზახეთისთვის] ამის საჭიროება დგას, რადგან არსებ

შვილების თვალწინ ქალის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა

მამაკაცს, რომელსაც არასრულწლოვანი შვილების თვალწინ ქალის სანადირო თოფით სასიკვდილოდ დაჭრა ედებოდა ბრალად, სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა, – ამის შესახებ განცხადებას „უფლებები საქართველო” ავრცელებს. პროკურატურის ინფორმაციით, მსჯავრდებულმა ქალს 2022 წლის 23 ნოემბერს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, ორი თვის შემდეგ ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა. შემთხვევა ბოდბეში მოხდა. გარდაცვლილის უფლებამონაცვლისა და არასრულწლოვანი ბავშვების ინტერესებს „უფლებები საქართველო“ იცავდ

დემარში კარგი შესაძლებლობაა, ავხსნათ ჩვენი პოლიტიკა – სამხარაძე

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების დემარში კარგი საშუალეებაა, რომ საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთან რუსეთთან ფრენების აღდგენის საკითხი განიხილონ. სამხარაძის თქმით, ლოგიკური იქნებოდა, ევროკავშირი რუსეთის გადაწყვეტილებებზე პასუხს რუსეთის ხელისუფლებისგან ითხოვდეს. “ჩვენ ისედაც ვიცოდით ევროკავშირის ამ პოზიციის შესახებ და რაც შეეხება დღევანდელ დემარშს, ეს იქნება ძალიან კარგი შესაძლებლობა ჩვენი მთავ

კიევის განცხადებით, წუხელ რუსეთის მასშტაბური საჰაერო იერიში მოიგერიეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის განცხადებით, 29 მაისს, გამთენიისას უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის მასშტაბური საჰაერო შეტევა მოიგერიეს და 67 სამიზნის ჩამოგდება შეძლეს. უკრაინელი გენერლის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის ქალაქების მიმართულებით 40-მდე ფრთოსანი რაკეტა ისროლა, ჩრდილოეთ და სამხრეთ მიმართულებებზე კი რუსეთმა ირანული წარმოების 35 საბრძოლო დრონი გამოიყენა. კიევის მერიის განცხადებით, გასული ღამის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კიევის

EU-ის 27 ქვეყნის დემარში საქართველოს რუსეთთან ფრენების აღდგენის გამო

ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ყველა ელჩთან ერთად, რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო დემარშის მიზნით ვიცე-პრემიერს, ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილს შეხვდებიან. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, შეხვედრა დღეს, 29 მაისს, 17:00 საათზე გაიმართება. დემარში ხორციელდება ევროკავშირის 27 ქვეყნის სახელით. რუსეთმა 10 მაისს მოხსნა შეზღუდვა საქართველოსთან პირდაპირ ფრენებზე. მოსკოვში ამ გადაწყვეტილებას „ჰუმანიტარული ხასიათის“ უწოდეს.

“ყარაბაღის აზერბაიჯანის ნაწილად აღიარება ტრაგედიაა” – სოხუმი

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა ტრაგედიას უწოდებს სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებას, რომლის შესაბამისად, სომხეთი მზადაა, მთიანი-ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიად აღიაროს. “სულ რამდენიმე წლის წინ ვერ წარმოვიდგენდით, რომ სომხეთის პრემიერი ასეთ რამეს იტყოდა. მითუმეტეს, 1992 წელს სომხეთის უმაღლესმა საბჭომ მიიღო დადგენილება, რომლის შესაბამისად, ნებისმიერი შიდა თუ სახელმწიფოთაშორისო ნორმატიულ სამართლებრივი აქტი, სადაც მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერ

„ოცნებამ“ პრეზიდენტი ვერ გაიცნო, მასზე ზემოქმედება შეუძლებელია - პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის ხასიათი ვერ გაიცნო და ვერ გაიგო, რომ მასზე ზემოქმედება ვერ მოხერხდება. მსხილაძე მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს განცხადებას გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ „ოცნება“ ამ განცხადებით 26 მაისს პრეზიდენტის გამოსვლის გადაფარვას ცდილობს. „სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ განცხადება, რომ მათი მიზანია პრეზიდენტის ინსტიტუტი დაიცვან, სიტყვით ერთია და ქმედებით აბსოლუტურად სხვაა. ამის ნათელი

კალიურანდი ზურაბიშვილზე: ძლიერი განცხადება ჰქონდა 26 მაისს. მოუთმენლად ველოდებით ბრიუსელში

„ძალიან თამამი და ძლიერი განცხადება“ – ასე შეაფასა ევროპარლამენტარმა მარია კალიურანდმა 26 მაისის ღონისძიებაზე საქართველო პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა. მან ამის შესახებ Twitter-ზე დაწერა და სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის ტექსტი გააზიარა. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 31 მაისს ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა. პუბლიკა

„ოცნება“ უკვე ღიად ანტიდასავლურია. ტერიტორიული მთლიანობის საკითხითაც ცდილობს მანიპულირებას - გახარია

„დღეს უკვე „ოცნება“ ღიად ანტიდასავლურია” – ამის შესახებ ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია facebook-პოსტში წერს, რომელიც მისი პარტიის დაფუძნების 2 წლისთავთან დაკავშირებით გამოაქვეყნა. მისი შეფასებით, რუსეთს ტერიტორიების მსგავსად, დღეს საქართველოს მთავრობაც ოკუპირებული ჰყავს. ის ასევე აღნიშნავს, რომ ეს დროებითია და რომ რუსეთი საქართველოში ვეღარასოდეს გაიმარჯვებს. ყოფილი პრემიერი ამბობს, „დღეს ვერთიანდებით საქართველოსთვის და ყველას წინააღმდეგ, ვინც ჩვენი ქვეყნის ევროპულ, თავისუფალ, ერთიან

კიევის, ხარკოვის და ჩერნიგოვის ოლქებში საჰაერო განგაში გამოცხადდა - კიევში აფეთქებების ხმაც ისმოდა

უკრაინის კიევის, ხარკოვის და ჩერნიგოვის ოლქებში საჰაერო განგაში გამოცხადდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საჰაერო განგაში გამოცხადდა დედაქალაქ კიევშიც, სადაც რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა. შეგახსენებთ, საჰაერო განგაში დილით უკრაინის მთელ ტერიტორიაზე გამოცხადდა. რუსულმა ძალებმა ქვეყნის ტერიტორიას დრონებისა და რაკეტების გამოყენებით დაარტყეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა 37 ფრთოსანი რაკეტა და 29 ირანული ე.წ. „

უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაური - მალე შეტევით მოქმედებზე გადავალთ

უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაური, ალექსანდრე სირსკი ლიმანის მიმართულებით უკრაინელი სამხედროების პოზიციებზე იმყოფებოდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. სირსკის განცხადებით, ის იმ ქვედანაყოფების მეთაურებს შეხვდა, რომლებიც ახლა ყველაზე ცხელ წერტილებში ასრულებენ დავალებებს. „ჩვენ ერთობლივად განვიხილეთ მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარები და ფრონტზე არსებული ვითარება. აღვნიშნე, რომ მალე მოვა დრო, როცა გადავალთ აქტიურ შეტევით მოქმედებებზე და განვსაზღვრეთ

„ქართული ოცნება“ - ჩვენი პასუხისმგებლობაა, ჩვენი მხრივ ხელი არ შევუწყოთ პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებას, ამავე მიზნით, თავს ვალდებულად მივიჩნევთ, არავის მივცეთ პოლიტიკური კონფრონტაციის გაღრმავების საშუალება

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო განცხადებას ავრცელებს. როგორც მმართველ პარტიაში განმარტავენ, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელი ქმედებები ხასიათდება „უკიდურესი არაობიექტურობითა და პოლიტიკური მიკერძოებით, რაც უხეშად ეწინააღმდეგება ზეპარტიული კონსტიტუციური თანამდებობის პირის ფუნქციას“. როგორც „ქართულ ოცნებაში“ აღნიშნავენ, მათი პასუხისმგებლობაა, ხელი არ შეუწყონ პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებას. ამასთან განმარტავენ, რომ ამავე მიზნით, თავს ვალდებულად მიიჩნევენ, რომ არ

გიორგი გახარია - დღეს 2 წელი გავიდა პარტია “საქართველოსთვის” დაფუძნებიდან და უკვე კარგად ჩანს, რომ ყველაფერი, რის გამოც გადავდექი და პარტია დავაფუძნეთ, სამწუხაროდ, გამართლდა

დღეს 2 წელი გავიდა პარტია “საქართველოსთვის” დაფუძნებიდან და უკვე კარგად ჩანს, რომ ყველაფერი, რის გამოც გადავდექი და პარტია დავაფუძნეთ, სამწუხაროდ, გამართლდა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ყოფილი პრემიერი და პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია წერს. როგორც გახარია აღნიშნავს, დღეს უკვე „ოცნება“ ღიად ანტიდასავლური, ანტიდემოკრატიული ძალაა, რომელიც აუფასურებს ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა თავისუფლება და დამოუკიდებლობა, და ქვეყნისთვის ყველაზე წმინდა - ტერიტორიული მთლიანობის

ქემალ ქილიჩდაროღლუ - გავაგრძელებ ბრძოლას ნამდვილ დემოკრატიამდე - შიშის კლიმატის წინაშე თავს არ ვხრით

თურქეთის პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატის, ქემალ ქილიჩდაროღლუს განცხადებით, იგი "ნამდვილ დემოკრატიამდე" გააგრძელებს ბრძოლას. ამის შესახებ მან პარტიის სათაო ოფისში განაცხადა. "ამ არჩევნებში ყველა ზეწოლის მიუხედავად ავტორიტარული ხელისუფლების შესაცვლელად ხალხის სურვილი ნათელი გახდა,"- განაცხადა ქილიჩდაროღლუმ. მიუხედავად იმისა, რომ ქილიჩდაროღლუმ მარცხი არ აღიარა, მისი თქმით "ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული რთული დღეები ნამდვილად მამწუხრებს... ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ეს ყველაზე არა

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქემალ ქილიჩდაროღლუს მიმართა - ნახვამდის, ქემალ

ნახვამდის, ქემალ, – ასე მიმართა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნებში თავის მთავარ მოწინააღმდეგეს, ოპოზიციონერ კანდიდატს, ქემალ ქილიჩდაროღლუს. „ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით ქემალ ქილიჩდაროღლუს, რომ უპასუხოს შედეგებს, რომლებიც მხოლოდ ერთი მიმართულებით მიდის“, – აღნიშნა ერდოღანმა. რეჯეფ თაიფ ერდოღანის განმარტებით, „შედეგები მისი მმართველობის მომდევნო ხუთი წლისკენ მიდის“. „ერთადერთი გამარჯვებული არის თურქეთი“, – მიმართა ედროღანმა მხარდამჭერებს სტამბო

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია - ილჰამ ალიევი რეჯეფ თაიფ ერდოღანს ტელეფონით ესაუბრა და საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ტელეფონით ესაუბრა და საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. ადმინისტრაციის ცნობით, ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ ის დარწმუნებულია, თურქეთის „ყოვლისმომცველი განვითარება“ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელმძღვანელობით მომდევნო წლებშიც გაგრძელდება. „აზერბაიჯანის პრეზიდენტმა წარმატებები უსურვა ერდოღანს ქვეყნის წინსვლაში და

თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს მონაცემებით, ხმათა 75 პროცენტის დათვლის შემდეგ, რეჯეფ თაიფ ერდოღანი 53,41 პროცენტით ლიდერობს, ქემალ კილიჩდაროღლუს კი 46,65 აქვს

თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს თავჯდომარემ, აჰმედ იენერმა არჩევნების მეორე ტურის შედეგებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ამ მომენტისთვის დათვლილია ხმების 75,42 პროცენტი. საპრეზიდენტო არჩევნებში ლიდერობს რეჯეფ თაიფ ერდოღანი, რომელსაც ხმათა 53,41 პროცენტი აქვს, მის კონკურენტ ქემალ კილიჩდაროღლუს კი 46,65 პროცენტი. თურქეთში საპრეზიდენტოი არჩევნების მეორე ტური დღეს გაიმართა. მასში 14 მაისს გამართულ არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი, მოქმედი პრეზიდენტ

ჯო ბაიდენი - ჩვენ ერთად ვდგავართ, რათა დავეხმაროთ საქართველოს სწრაფვას ევროატლანტიკურ სივრცეში

ამერიკელი ხალხის სახელით თქვენ და ქართველ ერს, რომელიც დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავთ, ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისადმი გაგზავნილ მისალოც წერილში განაცხადა. ბაიდენის თქმით, საქართველოსა და აშშ-ს შორის სამ ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში არსებული პარტნიორობა ხელს უწყობს რეგიონისა და მსოფლიოს მასშტაბით მშვიდობისა და კეთილდღეობის წინწაწევას.

პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრის, ალექსანდრე ლომთათიძის ცხედარი დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს

საქართველოს დამოუკიდებლობისა და ქართული დიასპორის დღეების ფარგლებში, საქართველოში ქართველი პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, ამიერკავკასიის სეიმის, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილის, ალექსანდრე ლომთათიძის ცხედარი დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. წმინდა სამების საკათედრო ტაძარში ალექსანდრე ლომთათიძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა, რომელსაც საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლ

არჩილ თალაკვაძე - თუ ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს იუსტიციის საბჭოს სრულად დაკომპლექტებას, ევროპელ კოლეგებს მივაწვდით არგუმენტაციას, რის გამო ვერ მივიდა საკითხი ბოლომდე - რადიკალური ოპოზიცია მთელი ოპოზიციის დაშანტაჟებას ცდილობს პარლამენტში

პარლამენტის ვიცე სპიკერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრულად დაკომპლექტებას, ხელისუფლება ევროპელ კოლეგებს მიაწვდის სრულ არგუმენტაციას, თუ რის გამო ვერ შესრულდა ეს საკითხი. როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციური ძალები ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება დაბლოკონ. „ეს არის ევრორეკომენდაციების შესრულების ნაწილი. სწორედ ამ პასუხისმგებლობით მიუდგა ხელისუფლება და პარლამენტ

ვოლოდიმირ ზელენსკიმ რადას ირანის წინააღმდეგ 50 წლით დამატებითი სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით მიმართა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის უმაღლეს რადას ირანის წინააღმდეგ 50 წლით დამატებითი სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით მიმართა. როგორც მედია წერს, კანონპროექტი ირანთან ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ტექნოლოგიების გადაცემის სრულ აკრძალვას ითვალისწინებს. გარდა ამისა, კანონპროექტის მიხედვით, უკრაინის ტერიტორიაზე ირანული ტრანზიტის შეწყვეტა და ირანული აქტივების უკრაინიდან გატანის აღკვეთა უნდა მოხდეს. მედიის ცნობით, უკრაინის პარლამენტს აღნიშნულზე კენჭისყრა ჯერ არ ჩაუნიშნ
×
×
  • შექმენი...