მინსკში გამართულ შეხვედრაზე ბელარუსისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტებს ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთის არასტრატეგიული ბირთვული იარაღის განთავსების პროცედურის შესახებ.
ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო „ბელტას“ ცნობით, ვიქტორ ხრენინმა და სერგეი შოიგუმ ასევე განიხილეს "სამხედრო-პოლიტიკური სიტუაცია და თავდაცვის უწყებებს შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის საკითხები."
შოიგუმ ბელარუსს რუსეთის "ერთგული მოკავშირე და საიმედო პარტნიორი" უწოდა და აღნიშნა, რომ ორივე ქვეყა
ოკუპანტი ქვეყნისგან უსაფრთხოების გარანტიების მიღება სრულიად ნონსენსია, ეს ასე არ ხდება. სანამ ის ოკუპანტია უსაფრთხოების სისტემებზე საუბარი გამორიცხულია, შესაბამისად, სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი ხელისუფლება გვყავს დღეს, - ამის შესახებ მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთთან პარტნიორობის იმედად ყოფნა ძალიან მიამიტურია.
„ძალიან პრაგმატულად, რომ ვთქვათ კეთილდღეობა რუსულად და უსაფრთხოება რუსულა
რუსეთმა ბახმუტის გარეუბნებში კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ ქვედანაყოფები რეგულარული არმიის ჯარისკაცებით ჩაანაცვლა, მაგრამ ჯგუფის მებრძოლები განადგურებულ ქალაქში ჯერ კიდევ რჩებიან, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა.
მანამდე, "ვაგნერის" ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტიდან „ვაგნერის“ მებრძოლების გაყვანა დაიწყო.
"ვაგნერელთა" გაყვანის პროცესის ამსახველი ვიდეო პრიგოჟინის პრესსამსახურმა გა
ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ მრავლად არიან ადამიანები, ძირითადად “ნაციონალები“, ფსევდო ლიბერალები და მათზე აყოლილი ჩვეულებრივი მოქალაქეებიც, რომლებსაც "ფეისბუქზე" უყენიათ ე.წ. ჩარჩო, სადაც გამოსახულია მხოლოდ უკრაინისა და ევროკავშირის დროშები, არავითარი საქართველო, არავითარი საქართველოს დროშა - ამაზე გასცენ პასუხი „ნაციონალებმა“ და ფსევდო ლიბერალებმა და არ დასვან სპეკულაციური კითხვები იმასთან დაკავშირებით, რაზეც კითხვა საერთოდ არ არის დასასმელი, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობ
„მთის ამბების“ ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი სოციალურ ქსელში სიცოცხლის მოსპობის მუქარისშემცველ აუდიოჩანაწერს აქვეყნებს.
პირი, რომლის ვინაობის იდენტიფიცირებას ჟურნალისტი არ ახდენს, მას ჟურნალისტური მასალის წაშლას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობით ემუქრება.
„მიწიდან ამოგთხრი, თავი თუ არ გაგიხვრიტო… ჩვენ რაც გვჭირს, ეს არის ჩვენი უბედურება… ეს ვიდეო აიღე, მიწიდან ამოგთხრი. ძმის სულს გეფიცები, თავი თუ არ მოგაჭრა…,“ – ისმის ჩანაწერში.
სიუჟეტი, რომლის გამოც გელა მთივლიშ
ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი მოსკოვში იმყოფება.
ინფორმაციას მოსკოვის საპატრიარქო ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მიტროპოლიტის გარდა მსახურებას ესწრებოდნენ რუსული და სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების მღვდელმსახურები, ასევე რუსეთის ოფიციალური პირები – „რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარე ლეონიდ სლუცკი, სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორი ალექსანდრ ბეგლოვი და რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ტიმურ ივანოვი.
„პუბლიკა“ საპატრიარქოს პრესასთან ურ
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ფოთის პორტში დაკავებულია პირი, რომელიც საქართველოში 80 კილოგრამი ჰეროინის შემოტანას ცდილობდა.
უწყების თანახმად, ბრალდებულია 1961 წელს დაბადებული ირანის მოქალაქე – სატვირთო ავტომობილის მძღოლი, რომლის ჩხრეკისას „მისაბმელის უკანა ორ კარში, სპეციალურად მოწყობილი სამალავიდან, 315 შეკვრად დაფასოებული, 80 კილოგრამამდე“ ჰეროინი აღმოაჩინეს.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულს „განზრახული ჰქონდა ირანიდან სომხეთისა და საქართველოს გავლით ნარკოტიკული საშუალებების
საქართველოს მთავრობა განმარტავს, რატომ შარშანდლისგან განსხვავებით, აღარ ფიგურირებს ევროკავშირის დროშა 26 მაისისთვის პარლამენტის შენობის გაფორმებაში.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სადღესასწაულო გაფორმება ყოველწლიურად სხვადასხვა თემატიკის მიხედვით ხდება.
„წლებია რაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სახალხო დღესასწაულად გადაიქცა. 2016 წლიდან, ყოველ წელს, ეს დღე იძენს დამატებით თემატიკას, რის გარშემოც იშლება კამპანია, სლოგანი, მისალოცი რგოლი, ქალაქ-გაფორმება. წელს 26 მაისის გზავნილია „თა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 31 მაისს ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრას დაესწრება. ოფიციალური მიწვევა მან ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასგან ერთი თვის წინ მიიღო და ვიზიტთან დაკავშირებული თანხმობისთვისაც მთავრობას დაუყოვნებლივ მიმართა.
საქართველოს ხელისუფლებამ ბრიუსელში ვიზიტზე ნებრთვა კი გასცა, თუმცა მას წინ ისეთი მოვლენები უძღოდა, რამაც ევროპარლამენტში პრეზიდენტის გამგზავრება ეჭვქვეშ დააყენა. მმართველი გუნდის ცალკეული წარმომადგენლის მხრიდან სალომე ზურაბიშვილის მისამართით
უკრაინის მიერ დაგეგმილი კონტრშეტევა, რამდენიმე დღეა, დაიწყო, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა.
„კონტრშეტევა რამდენიმე დღეა გრძელდება, საზღვრიდან 1 500 კილომეტრის მანძილზე ინტენსიური ომია, მაგრამ მოქმედებები უკვე დაწყებულია. ჩვენ არ გვინდა რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმა, ჩვენ გამოვიყენებთ იმ იარაღს, რომელიც მოგვცეს, რათა გავანადგუროთ რუსული პოზიციები მოსკოვის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის დონბასსა და ყირიმში“, – განაცხადა პოდ
კერძო რუსული სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ ბახმუტიდან ქვედანაყოფების გაყვანა უკვე დაიწყო.
ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
„ჩვენ გავიყვანთ ბახმუტიდან ქვედანაყოფებს პირველ ივნისამდე და ძირითადი ნაწილი უკანა ბანაკებში გადავა. პოზიციებს სამხედროებს გადავცემთ, მაგრამ თუ სამხედროებს გაუჭირდებათ, ჩვენ დავტოვებთ იმ მებრძოლებს, რომლებმაც გადამწყვეტი როლი შეასრულეს ბახმუტის აღებაში“, – აღნიშნულია პრიგოჟინის პრესსამსახურის ტელეგრამარხზე გავრცელებუ
წლევანდელ დამოუკიდებლობის დღეს ევროკავშირის დროშა არ იქნება პარლამენტის შენობაზე, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი წერს.
მისი ტქმით, ეს ფაქტი ალბათ ყურადღებას არ მიიქცევდა, რომ არა ხელისუფლების ანტი-ევროპული პოლიტიკა და ღიად შეცვლილი საგარეო კურსი.
"საქართველოს თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლოდ ქცეულ გამზირზე, სადაც ქართველების სისხლია დაღვრილი, ხელისუფლებამ ევროკავშირის დროშა ჯერ დაწვა, ახლა საერთ
ამერიკელი მომღერალი ტინა ტერნერი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.
„როკ-ენ-როლის დედოფალი“ შვეიცარიაში, ციურიხის მახლობლად მდებარე საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
„მასთან ერთად, მსოფლიომ დაკარგა ლეგენდა და მისაბაძი ადამიანი“,- განაცხადა მისმა პრესსპიკერმა.
ავტორი - სალომე თორაძე
მნიშვნელოვანია, რომ საქართველო იმ დემოკრატიულ ღირებულებებს შეესაბამებოდეს, რაც ჩვენ ყველას გვწამს. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელის ფორუმზე განაცხადა.
ნატოს გენმდივანმა ისაუბრა საქართველოს მაგალითზე, რუსეთის აგრესიული ქმედებების კონტექსტში.
“საქართველო ქცევის მოდელის ნაწილია, ვინაიდან, როგორც ვთქვი, 2014 წელს უკრაინაში დაიწყო ომი, მაგრამ მეზობლების წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ქმედებები 2014 წელს არ დაიწყო, როგორც მინიმუმ 2008 წელს დაიწყო საქართველო
ყურადღება 12 რეკომენდაციაზე გავამახვილეთ, ასევე, „ქართული ოცნების“ შეცვლილ რიტორიკაზე, რომელმაც სერიოზული საფრთხე გააჩინა, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ბექა ლილუაშვილმა ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც ლილუაშვილი განმარტავს, უცხოელ პარტნიორებს ქართველი ხალხის ხმა კარგად ესმით.
„ბუნებრივია, კარგად უნდა გვესმოდეს ორი ასპექტი: ერთი - თავდაცვისუნარიანობა, მეორე - დემ
უკრაინის გვერდით უნდა ვიყოთ, ამას ველით საქართველოსგან და ყველა სხვა პარტნიორისგან, - ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ, რომელიც საქართველოში ვიზიტად იმყოფება, მედიასთან განაცხადა.
მან ისაუბრა რუსეთის მიერ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენის კონტექსტში და განაცხადა, რომ რეაქციები, რომელიც საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლისგან ნახეს, შეშფოთების საგანია, რაც ქმნის „გარკვეულ სივრცეს“, რომ რუს
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია [არ ექვემდებარება რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას] ახალ კალენდარზე გადადის, განაცხადა კიევისა და მთელი უკრაინის მიტროპოლიტმა ეპიფანემ.
უკრაინული მედიის ცნობით, გადაწყვეტილება ეკლესიის ხელმძღვანელობამ დღეს, 24 მაისს, ოფიციალურად მიიღო.
შესაბამისად, ეკლესია დღესასწაულებს ახალი თარიღით აღნიშნავს – მაგალითად, შობა 7 იანვრის ნაცვლად 25 დეკემბერს აღინიშნება. აქამდე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია იულიუსის კალენდარს იყენებდა, რომელიც გრიგორიანულს 13 დღით უსწრ
ქართული ოცნება და ეჭვი გვაქვს მათთან პირდაპირ უკვე შეზრდილი რუსეთის სპეც-სამსახურები, ქართულ საზოგადოებაზე ახალ ფსიქოლოგიურ ოპერაციას ახორციელებენ აქტიური საინფორმაციო ოპერაციის/ღონისძიების ფორმით, - ამის შესახებ აცხადებს პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი კახაბერ ქემოკლიძე.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რუსების მიერ ამ საკმაოდ “ჭკვიანურად” დაგეგმილ ფსიქო-საინფორმაციო ოპერაციას ქართულმა საზოგადოებამ ადეკვატურად უპასუხოს.
"მათ მიერ შემუშავებულია და როგორც ჩანს პროპაგანდი
დათა თავაძის მიერ ლატვიაში, თეატრში „Dailes”, დადგმული „კავკასიური ცარცის წრე” მოხვდა ყოველწლიური, ლატვიის საზოგადოებრივი მედიის ჯილდოს 5 ნომინანტს შორის.
სპექტაკლის სცენოგრაფია ეკუთვნის ქეთი ნადიბაიძეს, ხოლო მუსიკალური გაფორმება — ნიკა ფასურს.
სპექტაკლის პრემიერა შედგა 2023 წლის 24 მარტს.
ფოტო გარეკანზე: Dailes teātris
ნეტგაზეთი
რუსეთის დუმამ „რუსეთის ფედერაციიდან გასვლისა და რუსეთის ფედერაციაში შესვლის წესის შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო. ქვეყნის პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით დაამტკიცა კანონი, რომლის მიხედვითაც წვევამდელები საზღვარგარეთის პასპორტებს პოლიციის მიგრაციის დეპარტამენტს გადასცემენ.
ცვლილებების თანახმად, სამხედრო სამსახურში გაწვეულმა ან ალტერნატიულ სამოქალაქო სამსახურში გაგზავნილმა მოქალაქეებმა პასპორტები შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს უნდა ჩააბარონ.
კანონი გავრცელდება
საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში დემოკრატიის ხარისხი კიდევ გაუარესდა. 2023 წელს, წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, საქართველოს შედეგი ერთი ქულით გაუარესდა და 34 ქულა შეადგინა. ქვეყნის ინდექსი მედიის თავისუფლების შეზღუდვის ხარჯზე შემცირდა:
ანგარიშის მიხედვით, მედიის საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის დაბალი ხარისხი არის კიდევ ერთი საგანგაშო ტენდენცია საქართველოში, რომელიც აფერხებს მმართველი ორგანოების ანგარიშვალდებულებას და გაშუქების შესაძლებლობ
26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. ქვეყნის სხვადასხვა სახელმწიფო უწყება ამ დღისთვის 16 ქალაქში ღონისძიებებს მართავს.
დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა დაიწყება დილის 11:00 საათზე - საქართველოს 10 რეგიონში და თბილისშიც წვევამდელების ფიცის დადების ცერემონია გაიმართება.
თბილისის პროგრამა
მარნეულის პროგრამა
მესტიის პროგრამა
მცხეთის პროგრამა
ოზურგეთის პროგრამა
რუსთავის პროგრამა
უკრაინის პივდენის (სამხრეთის) პორტმა შეწყვიტა მუშაობა, რადგან რუსეთი ხომალდებს არ აძლევს იქ შესვლის საშუალებას, რითაც, ფაქტობრივად, ამ პორტს თიშავს ხელშეკრულებიდან, რომელიც მიმართულია შავი ზღვის გავლით მარცვლეულის უსაფრთხოდ გადაზიდვაზე, განაცხადა უკრაინის წარმომადგენელმა 23 მაისს.
შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებას რუსეთმა და უკრაინამ გასული წლის ივლისში მოაწერეს ხელი. შემდეგ, წინა კვირაში, შეთანხმება კიდევ ორი თვით გახანგრძლივდა. ხელშეკრულების მიზანია, ომის პირობებში უსაფრთხოდ განხორციელდე