„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) შეფასებით, 2022 წლიდან საქართველოში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მხრივ არსებული მდგომარეობა მკვეთრად უარესდება.
მათი ცნობით, 2022 წელს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებზე გაცემული პასუხების პროცენტული მაჩვენებელი (58%), 2010 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი შედეგი იყო.
IDFI წერს, რომ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ყველაზე მეტად გააუარესეს სამინისტროებმა და მათ დაქვემდებარებაში მყოფმა უწყებებმა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ცნობით, რუს ბიზნესმენებთან დაკავშირებული კომპანია „სევერი” მიუსაფარ ცხოველთა მოვლასთან და ნაგავსაყრელის ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ ტენდერებში უკონკურენტოდ იმარჯვებს და ჯამში, 2013 წლიდან დღემდე 4,979,714 ლარი მიიღო.
„სევერის” მფლობელი რუსეთის მოქალაქე ბიზნესმენები
„კომპანია „სევერი” (რეგისტრაციის დასახელება „Север”) 2011 წლის თებერვალში საქართველოს მოქალაქემ, სულეიმან ფარაჯევმა და უკრაინის მოქალაქემ, კირილო ნოვაკმა დააფუძნეს, ამავე წლის ნოემბ
აქონდროპლაზიის მქონე ბავშვის დედა, მაკუნა გოჩიაშვილი წერს, რომ პროტოკოლზე მუშაობა თითქმის დასრულებულია, საბჭოს წევრებმა მშობლების შენიშვნები გაითვალისწინეს და მისი შექმნა, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს (1-2 კვირაში) დასრულდება.
გოჩიაშვილის თქმით, წამლის მწარმოებელთან კომუნიკაცია გაუთქმელობის ეტაპზეა და ამის გამო მშობლებს ჰქონდათ შიში, მიმდინარეობს თუ არა საერთოდ ეს მოლაპარაკება.
„ჩვენმა მეგობარმა იურისტებმაც კი დაგვარწმუნეს, რომ ამ მასშტაბის ტყუილს ვერ შეძლებენ – ბიომარინთან ნამდვილად არის
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის(ISW) ინფორმაციით, უკრაინამ სხვადასხვა შედეგით, ფრონტის სულ მცირე სამ მონაკვეთზე ჩაატარა კონტრშეტევითი ოპერაცია, 4 ივნისიდან მიმდინარე გაცილებით ფართო კონტრშეტევის ფარგლებში.
ამერიკელი ექსპერტების თანახმად, უკრაინელმა სამხედროებმა 7 ივნისის ღამიდან ლოკალური, თუმცა მნიშვნელოვანი იერიში მიიტანეს ზაპოროჟიეს ოლქის დასავლეთში. მანამდე, 4 ივნისს, უკრაინის ძალებმა ლოკალური კონტრშეტევის შედეგად ტაქტიკურ წარმატებას მიაღწიეს დონეცკის ოლქის დას
უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ქართველი მოხალისე ზურაბ მუშუქია ცოცხალია. არასწორი აღმოჩნდა ინფორმაცია, რომელიც მის შესახებ გავრცელდა.
"წუხელ დამირეკა ვიდეოთი ღამის 3 საათზე, ცოცხალია. [მანამდე] იქიდან გვითხრეს ამხანაგებმა [გარდაცვალებაზე]... თვითონ დამიკავშირდა, არაფერი არ უთქვამს სხვა - ცოცხალი ვარო და დაღლილი, არ შემიძლია საუბარიო. ტელეფონი დაკარგული აქვს, თანამებრძოლის ტელეფონიდან დამირეკა", - უთხრა რადიო თავისუფლებას ზურაბ მუშუქიას დედამ.
უკრაინაში მებრძოლს მისი დაღუპვის შეს
ხერსონის ოლქში წყლის დონემ კლება დაიწყო - გასული ღამის განმავლობაში წყალი დაახლოებით 20 სმ-ით შემცირდა, ადამიანებისა და ცხოველების ევაკუაცია კი გრძელდება, - ამის შესახებ ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ პროკუდინმა განაცხადა.
„მარჯვენა სანაპიროზე წყლის დონე საშუალოდ დაახლოებით 5,38 მეტრია, ხერსონში - 5,35 მეტრი. უკვე ვხედავთ, რომ ღამით წყალი 20 სმ-ით დაცხრა. წინასწარი ინფორმაციით, ხერსონის ოლქის 32 დასახლებაში 3 624 სახლია დატბორილი“, - აღნიშნა გუბერნატორმა.
ბრიუსელში გაკეთებული განცხადებები ახდენს ხელისუფლების მკაფიო ლუსტრაციას, რომ ის ცდილობს ილუზიური გარემო შექმნას, თითქოს ყველა რეკომენდაცია შეასრულეს და ჯერი ევროკავშირზეა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა და დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლების მიზანი არ არის სტატუსის მიღება და პირიქით, მის საბოტაჟირებას ახდენს.
„გუშინ ვნახეთ ღია, მკაფიო განცხადებები, მათ შორის მნიშვნელოვანი იყო მკაფიოობა იმაზე, რომ რეკომენდაციების შესრულებაზე „ქა
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მოიპოვეს სატელეფონო ჩანაწერი, რომელიც ამტკიცებს, რომ კახოვკას ჰიდროელექტროსადგური რუსულმა დივერსიულმა ჯგუფმა ააფეთქა.
„დამპყრობლებს სურდათ უკრაინის დაშანტაჟება კაშხლის აფეთქებით და მოაწყვეს კატასტროფა ჩვენი სახელმწიფოს სამხრეთ ნაწილში“, - აცხადებენ უსაფრთხოების სამსახურში.
უწყებამ გაავრცელა აუდიოჩანაწერი, სადაც ორი მამაკაცი კატასტროფის შედეგებს განიხილავს.
ერთ-ერთი მოსაუბრის თქმით, მთავარი პრობლემა ის არის, რომ ჰიდროელექტროსადგური ბირთ
რუსეთის ტელევიზიის პირველი არხზე, გადაცემა ,,დიდი თამაშის“ ეთერში მიწვეულმა ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ თბილისთან მოლაპარაკების შესაძლებლობაზე ისაუბრა და განმარტა, რომ ქართულ მხარესთან ოფიციალური დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიების ფორმატში მიმდინარეობს, სადაც დღის წესრიგში ორი საკითხი დგას: ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა და ჰუმანიტარული ამოცანების გადაწყვეტა.
,,აფხაზეთი საერთაშორისო სამართლის სუბიექტი, სუვერენული სახელმწ
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ფუთის ერთი უბნის ბინადართა გასაჭირს საქართველოს სხვა ნაწილში მცხოვრები მოქალაქეები ვერასდროს გავიგებდით, რომ არა ერთ-ერთი ადგილობრივის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია.
ორიოდე კვირის წინ, ფუთელმა თამთა პერანიძემ ფეისბუკზე გამოაქვეყნა სატელეფონო მიმოწერის ანაბეჭდი, რომლიდანაც და პუბლიკაციის ქვეშ გაკეთებული კომენტარებიდანაც ირკვეოდა, რომ რიკოთის უღელტეხილზე გზების და გვირაბების მშენებლობის მიმდინარეობისას, კლდეების და ნიადაგის სიღრმეებში გახშირებულ
ცოტა უცნაურია და ღიმილის მომგვრელი, ხაბეიშვილი გვთავაზობდეს გაერთიანების გასაღებს, როდესაც საკუთარი პარტია განაყოფებად აქვს დაყოფილი. მენეჯმენტი შეეცვალათ პარტიაში იმისთვის, რომ სააკაშვილს დახმარებოდნენ და როგორც ჩანს, იმდენად გაუჭირდათ, ახლა სააკაშვილი იქით ეხმარებათ.
სააკაშვილი, მერაბიშვილი და ნაციონალური მოძრაობა ჩვენთვის წითელი ხაზია.
- ბექა ლილუაშვილი - პარტია „საქართველოსთვის"
352716998_6644973535562844_6328519730175539131_n.mp4
„დღეს ვინც საუბრობს გაერთიანებებზე, რაღაც კოალიციაზე, ყველას მიზანი, არა ამ ხელისუფლებასთან ბრძოლა, არამედ პარლამენტში მოხვედრაა. ამას პირდაპირ ვამბობ.
ჩვენ ყველამ უნდა ვეცადოთ, რომ ისეთი ელექტორალური მხარდაჭერა მოვიპოვოთ, რომ ჯამში ნაციონალურმა მოძრაობამ და ოცნებამ 50% ვერ გადალახოს.
ბექა ლილუაშვილი - პარტია „საქართველოსთვის"
346617043_195152486424564_278315745134433359_n.mp4
„პირველ რიგში, მინდა თქვენი ეთერი გამოვიყენო და სანამ სხვა საკითხზე გადავალ, ვისაუბრო ბოლო პერიოდში გენდერული ნიშნით, ფემიციდის, ქალთა მკველობის ფაქტებზე, ამას აუცილებლად უნდა გამოვეხმაუროთ და ამასთან დაკავშირებით ყველამ ხმა უნდა ავიმაღლოთ'' - ბექა ლილუაშვილი - პარტია „საქართველოსთვის".
352769990_850426686507874_7177180851419442254_n.mp4
დონეცკის ოლქში რუსმა ოკუპანტებმა 4 წლის ბავშვი, მისი მამა და ბაბუა მოკლეს, დაშავდა კიდევ 4 ბავშვი, რომელთა ასაკი 3, 4, 9 და 13 წელია, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის გენერალურ პროკურატურაზე და დონეცკის ოლქის გუბერნატორზე, პაველ კირილენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დონეცკის ოლქში ოკუპანტების მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად მთელი ოჯახი : ბაბუა, მამა და შვილი დაიღუპა და კიდევ ოთხი ბავშვი დაშავდა. ქალაქ უკრაინსკის საცხოვრებელ უბნებს სავარაუდოდ საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს. 3, 4, 9 და
ფრენების აღდგენა არ არის ცალმხრივი, რადგან ამას სჭირდება იმ ქვეყნის თანხმობა, სადაც თვითმფრინავი უნდა დაჯდეს და ასე რომ, ცალმხრივად ვერ მიიღებ ამა თუ იმ ქვეყანაში ჩაფრენის გადაწყვეტილებას, ეს გადაწყვეტილება თავისთავად ორმხრივი იყო, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ცენტრალური აზიის დირექტორატის ხელმძღვანელმა ლუკ დევინმა ბრიუსელში, ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომაზე განაც
„ქართული ოცნების“ დეპუტატები, ალუდა ღუდუშაური და ირაკლი ქადაგიშვილი ეხმაურებიან ჯიმ ო’ბრაიენის განცხადებას, რომლის თანახმადაც საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც სანქციებისთვის გვერდის ავლის პრობლემას ქმნიან.
როგორც „ნეტგაზეთი“ წერდა, აშშ-ის სახდეპის სანქციების კოორდინატორმა ამის შესახებ დღეს ისაუბრა „პოლიტიკოსთან“: ო’ბრაიენი: საქართველო ერთ-ერთია, ვინც სანქციებისთვის გვერდის ავლის პრობლემას იწვევს.
ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ კვლავ მიდის სიცრუის ტირაჟირება და
საქართველო ერთ-ერთია იმ ხუთ სახელმწიფოს შორის, რომელიც „[რუსეთის წინააღმდეგ] სანქციების გვერდის ავლის პრობლემას ქმნის“, – „პოლიტიკოს“ ცნობით, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორმა ჯიმ ო’ბრაიენმა.
ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადებით, ომისთვის მნიშვნელოვანი მიკროჩიპებისა და ელექტრონული მოწყობილობების იმპორტი რუსეთში ომამდელ დონეს დაუბრუნდა.
როგორც ო’ბრაიენი ამბობს, რუსეთმა იმპორტის დონის აღდგენა მოახერხა სანქციების გვერდის ავლით, ხოლო გვერდის ავლის პრობლემას
კვლავ უცნობია, როდის ჩამოიტანს სახელმწიფო აქონდროპლაზიის მქონე ბავშვთათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პრეპარატს.
მშობლები შიშობენ, რომ მიუხედავად შეხვედრებისა, შესაძლოა, პასუხისმგებელმა უწყებებმა წამლის შემოტანის ვადა 2024 წლამდე გაწელონ – ეს კი პრობლემურია აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებისთვის, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც ე.წ. ზრდის ზონა ეკეტება.
ნეტგაზეთთან ინტერვიუში აქონდროპლაზიის საპროტესტო აქციათა ერთ-ერთი ორგანიზატორი და მშობელი, ქეთი ბეგიაშვილი ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინი
ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლება ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესისა და “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნების მიერ გაკეთებული განცხადებების გამო და აღნიშნა, რომ ხელისუფლების ლიდერები “კრემლის სახელმძღვანელოს” შესაბამისად საუბრობენ.
საქართველოს ხელისუფლების მიმართ ვრცელი კრიტიკული გამოსვლა მას დღეს, 8 ივნისს, ევროპარლამენტში გამართულ ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) სხდომაზე ჰქონდა.
ევროპარლამენტარმა, რომელ
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის მიერ საქართველოსთან მიმართებით გაკეთებული განცხადებები რეალობას არ ასახავს. როგორც მერმა ჟურნალისტებს განუცხადა, სამწუხაროდ, საქართველოს ევროპულ მომავალს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ მტრები ჰყავს.
„გულწრფელად ვიტყვი, ეტყობა, სხვა ქვეყანაზე საუბრობს და საერთოდ აცდენილია რეალობას. სამწუხაროდ, ხშირია ასეთი შემთხვევები, როდესაც შეურაცხმყოფელ განცხადებებს ვისმენთ ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით. არ იფიქროთ, რომ ეს საქართ
ბრიუსელში მიმდინარე კომიტეტის სხდომის მნიშვნელობაზე მეტყველებს ორი ფაქტი, ასოცირების დღის წესრიგის და 12 პუნქტის შესრულება ქვეყნისთვის უაღრესად დიდი მნიშვნელობისაა, ეს ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
სარჯველაძის თქმით, ევროპამ უკვე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების საკითხზე.
„იმ ფონზე, როდესაც ჩვენ გვაქვს სერიოზული ნაბიჯები გადადგმული თითოეული მიმართუ
ალიანსის ზოგიერთი წევრი, შესაძლოა, უკრაინაში ჯარების გაგზავნაზე დათანხმდეს, – ამის შესახებ ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი აცხადებს.
რასმუსენის თქმით, თუ ნატო ვილნიუსის სამიტზე ვერ გადაწყვეტს უკრაინის გაწევრიანების ნაბიჯებს ან უსაფრთხოების გარანტიას, „არსებობს აშკარა შესაძლებლობა, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ ინდივიდუალური ზომები მიიღოს“.
„ცნობილია, რომ პოლონეთი ძალიან ჩართულია უკრაინისთვის კონკრეტული დახმარების გაწევაში და არ გამოვრიცხავ, რომ პოლონეთი კიდევ უფრო