Jump to content
Planeta.Ge

Blogs

არასამთავრობო ორგანიზაციები - დროის მცირე მონაკვეთში განხორციელებული სამი თავდასხმა წინასწარ დაგეგმილი და ორგანიზებულია - მოვუწოდებთ სამართალდამცავ უწყებებს, დაუყოვნებლივ აღკვეთონ დანაშაულები და დასაჯონ დამნაშავეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციები ბორჯომსა და თბილისში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით სამართალდამცავ უწყებებს მიმართავენ და მოუწოდებენ, რომ დაუყოვნებლივ აღკვეთონ სიძულვილის დანაშაულები, ასევე კანონის სრული სიმკაცრით დასაჯონ დამნაშავეები, - ამის შესახებ 37 არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დროის მცირე მონაკვეთში განხორციელებული სამი თავდასხმა, აშკარად, წინასწარ დაგეგმილი და ორგანიზებულია. „2023 წლის 17 ივნისს, ბორჯომში, საბავშვო ბ

"საქართველოსთვის" - დღეს, თსუ-ში ჩვენი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრზე, რუსუდან თევზაძეზე ფიზიკურად იძალადეს... მსგავსი ფაქტები გვაბრუნებს 2012 წლამდე არსებულ რეალობაში, რაზეც ქართველმა ხალხმა უარი თქვა

პარტია "საქართველოსთვის" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც planeta.ge უცვლელად გთავაზობთ: "ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები არის გეგმა, თუ როგორ ძალადობრივ გარემოში აპირებს “ოცნება” არჩევნების ჩატარებას. დღეს, თსუ-ში ჩვენი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრზე, რუსუდან თევზაძეზე (Rusudan Tevzadze) ფიზიკურად იძალადეს. მსგავსი ფაქტები გვაბრუნებს 2012 წლამდე არსებულ რეალობაში, რაზეც ქართველმა ხალხმა უარი თქვა. ეს მანკიერება 2024 წლის არჩევნებზე აუცილებლად ერთად უნდა დავასრ

ელეონორა არჩაია - წარმოუდგენელია, გულგრილად უყურებდე ტელეეკრანებს და ხედავდე, თუ როგორ ძალადობენ ჩვენს შვილებზე, სტუდენტებზე, ახალგაზრდებზე...

წარმოუდგენელია, გულგრილად უყურებდე ტელეეკრანებს და ხედავდე, თუ როგორ ძალადობენ ჩვენს შვილებზე, სტუდენტებზე, ახალგაზრდებზე, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" ქუთაისის მე-6 და მე-7 მოწვევის საკრებულოს წევრი ელეონორა არჩაია წერს.   ელეონორა არჩაიას განცხადებით, ხელისუფლება დანაშაულის დაუსჯელობით ახალისებს ძალადობას და აგრესიას. "თანამედროვე ცივილურ ქვეყანაში განსხავავებული აზრის გამო ქვის სროლა დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. ეს ქმედება ცდება რიტორიკას და საფრთხეს უქ

პაველ ჰერჩინსკი - ჩვენ უკიდურესად გვჭირდება საქართველოდან კარგი ამბების გაგება, რათა პოზიტიური გარემო იქმნებოდეს, როდესაც საქმე ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მომავალს ეხება

ჩვენ უკიდურესად გვჭირდება საქართველოდან კარგი ამბების გაგება, რათა პოზიტიური გარემო იქმნებოდეს, როდესაც საქმე ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მომავალს ეხება, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. „[კანდიდატის სტატუსის შესახებ] გადაწყვეტილება ჩემს ხელში არ არის, ჩემი უფროსების ხელში არ არის, ევროკავშირის ინსტიტუტებს ხელში არ არის. ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში შემდეგი ნაბიჯების შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის 27 წ

გახარია - ძალადობა არასდროს ყოფილა ჩვენი კულტურის და ეროვნული ღირებულებების ნაწილი, ახალგაზრდებთან ომში ნებისმიერი ხელისუფლება განწირულია მარცხისთვის! ჩემი სრული მხარდაჭერა ახალგაზრდებს

ხელისუფლებამ არჩევანი გააკეთა წარსულსა და მომავალს შორის., - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია წერს. გიორგი გახარიას განცხადებით, "ოცნებამ", ისევე, როგორც "ნაციონალურმა მოძრაობამ", მმართველობის ბოლო წლებში, ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით ძალადობის წახალისება დაიწყო.   "ახლა უკვე ოცნების ხელისუფლებამ საქართველოს მომავალს ქვები დაუშინა. ძალადობა არასდროს ყოფილა ჩვენი კულტურის და ეროვნული ღირებულებების ნაწილი. ახალ

ანა ბუჩუკური - ძალადობის შემდეგ მაგრამ არ იწერება

"ძალადობის შემდეგ მაგრამ არ იწერება, არა! “ქალზე ძალადობა ცუდია, მაგრამ იქნებ გამომწვევად იქცეოდა…” “ბავშვზე ძალადობა ცუდია, მაგრამ იქნებ ცუდად მოიქცა…” “პოლიტიკოსზე ძალადობა ცუდია, მაგრამ აბა რა ეგონა…” “ძაღლზე ძალადობა ცუდია, მაგრამ რა დროს ძაღლებია…” ეს რომელიმე ფრაზა თუ ოდესმე გითქვამთ, ან გიფიქრიათ, იცოდეთ, რომ თქვენც გაქვთ თქვენი წილი პასუსიხმგებლობა მოძალადის გაძლიერებაზე. ასე მუშაობს ეს. სამწუხაროდ.", - ანა ბუჩუკური პარტია "საქართველოსთვის" წე

"სენაკი საქართველოსთვის" - ახალი წლიდან ნახევარი წლის შემდეგ, +31°C სიცხეში, სენაკის ცენტრალურ ქუჩებში საახალწლო განათებები ჯერ კიდევ მოუხსნელია

"სენაკი საქართველოსთვის" - ახალი წლიდან ნახევარი წლის შემდეგ, +31°C სიცხეში, სენაკის ცენტრალურ ქუჩებში საახალწლო განათებები ჯერ კიდევ მოუხსნელია.

ბექა ლილუაშვილი - დიდი მადლობა ჩვენს ხელისუფლებას იმისთვის, რომ მმართველობის 11 წლის თავზე, "ნაც. მოძრაობის" დროინდელი მმართველობის სისტემა დააბრუნა

დიდი მადლობა ჩვენს ხელისუფლებას იმისთვის, რომ მმართველობის 11 წლის თავზე, ნაც. მოძრაობის დროინდელი მმართველობის სისტემა დააბრუნა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წევრი და დეპუტატი ბექა ლილუაშვილი წერს. მისი განცხადებით, "ქართული ოცნება" პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ფიზიკურ შეურაცხყოფას ახალისებს და საზოგადოებაში დაპირისპირებას აღვივებს.   "სისტემა, რომლის განსაკუთრებული "სისათუთე" წინასაარჩევნო პერიოდის დადგომის დროს იგრძნობოდა ხოლმე. - დი

სტუდენტის თქმით, პლაკატების გამო თსუ-ში კობახიძის მხარდამჭერებმა სცემეს

დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საპროტესტო ბანერების გაშლის გამო, დაპირისპირება მოხდა. ინფორმაციას მომხდარზე პროტესტის მონაწილე სტუდენტები და „მთავარი არხი“ ავრცელებს. დაპირისპირების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელშიც გავრცელდა. ერთ-ერთი სტუდენტის თქმით, უნივერსიტეტის შენობაში, ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად, საპროტესტო ბანერების გაშლა სურდათ, რა დროსაც მას, უცნობი პირები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირების დროს, რამდენიმე ადამიანი

გენშტაბი - უკრაინელმა სამხედროებმა ტავრიჩევსკის მიმართულებით წინ წაიწიეს

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა ტავრიჩევსკის მიმართულებით წინ წაიწიეს და რუსებს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენეს. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ავიაიერიშის შედეგად 90-ზე მეტი რუსული ტექნიკაა განადგურებული. მათივე ცნობით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის კონტრშეტევას სულ მცირე 600 რუსი ჯარისკაცი ემსხვერპლა. საერთო ჯამში კი, რუსების დანაკარგები 219 100-ზე მეტ ჯარისკაცს შეადგენს. ipn

პოლონეთის სეიმმა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა

პოლონეთის სეიმმა უკრაინის ნატოში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, შესაბამის რეზოლუციას მხარი 443-მა დეპუტატმა დაუჭირა. რეზოლუციაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ დღეს უკრაინა იცავს არა მხოლოდ თავის სახელმწიფოებრიობას, არამედ საერთო ღირებულებებს, როგორიცაა დემოკრატია და წესრიგი, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო სამართალზე. პოლონელი კანონმდებლების განცხადებით, ვილნიუსის სამიტის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება უნდა იყოს, რასაც პოლონეთი სრულიად უჭე

გორის მუნიციპალიტეტის ანგარიშებიდან 375 000 ლარი უკანონოდ გადაერიცხა ფიზიკურ პირს- აუდიტი

გორის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების მართვის პროცესის შესწავლისას გამოვლინდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი გარემოება – ადგილობრივი ბიუჯეტიდან არსებითი მოცულობის თანხები დაიხარჯა არამართლზომიერად. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში ვკითხულობთ. კერძოდ: 2020 წლის აპრილიდან 2022 წლის აპრილამდე პერიოდში მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული 2 სუბიექტიდან: ა(ა)იპ − გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტოდან და ა(ა)იპ − გორის მუნიციპა

ლენტეხის თვითთმმართველობაში ნაცვლად რეკომენდირებული 5-ისა, 50-მდე ავტომობილით სარგებლობდნენ

საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, 2020-2021 წლებში მუნიციპალიტეტისათვის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად რეკომენდებული იყო 5 სამორიგეო ავტომანქანა. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ეთხოვათ მუნიციპალური ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის თაობაზე მიიღონ ნორმატიული აქტი, დადგენილებით განსაზღვრული წესისა და პრინციპების შესაბამისად. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2

დიდ დიღომში დაკარგული 11 წლის გოგონა უვნებელი იპოვეს (ვიდეო)

დიდ დიღომში დაკარგული 11 წლის გოგონა უვნებელი იპოვეს.  შეგახსენებთ, დიდ დიღომში 11 წლის გოგონას რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ. სამძებრო სამუშაოებში პოლიციელებთან ერთად ახლობლები და მოქალაქეები იყვნენ ჩართულები.   354635808_645253970832809_7630468713839348972_n.mp4 354459031_1220511801985498_335542597499454456_n.mp4

დიდ დიღომში 11 წლის გოგოს ეძებენ

დიდ დიღომში 11 წლის გოგოს ეძებენ — თუ ფლობთ რაიმე ინფორმაციას, დარეკეთ 112-ში!   დიდი დიღომში ეძებენ 11 წლის გოგოს, რომელიც 16 ივნისს, საღამოს დაიკარგა. გავრცელებული ცნობებით, ბავშვი ბოლოს მწვანე სკოლასთან ნახეს. დაკარგული ბავშვის სამძებრო სამუშაოში პოლიცია ჩაერთო, ასევე სამძებრო სამუშაოში ჩართულია ათეულობით ადგილობრივი მცხოვრები.  

ბერდია სიჭინავა - "ქოცებმა" და "ნაცებმა" ჯამში ვერ უნდა აიღონ 50%, რომ დავაზღვიოთ 2024 წელს ქოც-ნაცური კოალიციის შექმნა!

ჩვენს პარტიას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ექნება 2 სტრატეგიული ამოცანა და მიზანი: - “ქოცები” გავუშვათ ხელისუფლებიდან “ნაცების” ხელისუფლებაში დაბრუნების გარეშე; - “ქოცებმა” და “ნაცებმა” ჯამში ვერ უნდა აიღონ 50%, რომ დავაზღვიოთ 2024 წელს ქოც-ნაცური კოალიციის შექმნა! - ნამდვილ ოპოზიციურ პარტიებს მოვუწოდებთ, ვიზრუნოთ ამ მიზნის მისაღწევად! - ამაში მხარდაჭერას ვთხოვთ ჩვენს მოქალაქეებს! პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა.

სასამართლომ, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვისა და ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზების ფაქტებზე, ბიზნესმენ გიორგი უდესიანს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვისა და ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზების ფაქტებზე ბიზნესმენი გიორგი უდესიანი დამნაშავედ ცნო. ამავე განაჩენით, ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვაში დამნაშავედ იქნა ცნობილი დანაშაულში მონაწილე კიდევ ერთი პირი - ზაზა გუგავა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადასტურდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებულ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6089 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური 2.6089 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6089 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6118 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0029 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8565 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8317 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0248 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებუ

პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებად გიორგი ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე წარუდგინა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის 2 ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატურები წარუდგინა. კერძოდ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებად გიორგი ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე წარუდგინა. იპნ

მიხეილ დაუშვილი - დღეს "ოცნებას" და ივანიშვილს თუკი ვინმე აძლიერებს, პირველ რიგში ეს არის პრეზიდენტი სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა" (ვიდეო)

“დღეს, ოცნებას და ბატონ ივანიშვილს თუკი ვინმე აძლიერებს, პირველ რიგში ეს არის პრეზიდენტი სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა.” მიხეილ დაუშვილი, პარტია #საქართველოსთვის  ჩართვა პარლამენტიდან 354222026_634427542039990_6421637980166235587_n.mp4

უკრაინა Patriot-ის დამატებით რაკეტებს მიიღებს

გერმანია უკრაინას რიგით მხარდაჭერას უცხადებს და „Patriot“-ის საჰაერო-საწინააღმდეგო თავდაცვის სისტემისთვის 64 რაკეტას მიაწვდის. ინფორმაციას ამის შესახებ Welt-ი აქვეყნებს. „მიმდინარე ეტაპზე ეს ძალზე მნიშვნელოვანია უკრაინის შეიარაღებული ძალების მუდმივი მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა. მისივე თქმით, უკრაინისთვის რაკეტების მიწოდება დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს. მანამდე აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, დანიის და ნიდერლანდების თავდაცვის უწყებე

მსუბუქი ავტომანქანებისათვის რიკოთზე გადაადგილების საათები იზრდება

რიკოთის უღელტეხილზე დაწესებული ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი 17 ივნისიდან იცვლება. ახალი რეჟიმის მიხედვით, 17 ივნისის დილის 6 საათიდან, რიკოთის საუღელტეხილო გზაზე (სურამის კვანძიდან ზესტაფონამდე) მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტის გადაადგილების პერიოდი 3 საათით გაიზრდება, კერძოდ: მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტი იმოძრავებს 06:00 საათიდან 21:00 საათამდე. მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება კი, დაშვებული იქნება ორმხრივად, 23:00 საათიდან 0
×
×
  • შექმენი...