უკრაინას რომ არ დავეხმაროთ, მას დაიპყრობენ და ჩვენ გვექნება ბევრად უფრო დიდი საფრთხე ევროპის მიმართ და საქართველო, მოლდოვა და სხვა მრავალი ქვეყანაც დიდი რისკის ქვეშ დადგება, - ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„რაც შეეხება კონტრშეტევას, ვიმედოვნებ, რომ ეს ხელს შეუწყობს მშვიდობისკენ ნაბიჯების გადადგმას, რადგან ჩვენ ყველას გვინდა მშვიდობა. ჩვენ ვეხმარებით უკრაინას, რადგა
პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით, პოლონეთი, გერმანია და საფრანგეთი დღეს აბსოლუტურად გაერთიანებულნი არიან საერთო ინტერესებით, რათა რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომის მოგების საშუალება არ მიეცეს, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ დუდამ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან პარიზში, „ვაიმარის სამკუთხედის“ ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მთელი ევროპის უსაფრთხოებისთვის, ევროკავშირის მომავლისთვის ფუნდამენტურად მნ
გერმანია უკრაინას Leopard 1-ის ტანკების მიწოდებას გაუზრდის, - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა RTL Direkt-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ ვერ ჩავანაცვლებთ ყველა ტანკს, რომელიც ამჟამად მწყობრიდან გამოსულია, მაგრამ ივლისიდან გავზრდით Leopard 1 A5-ის მიწოდებას“, - განაცხადა პისტორიუსმა.
მისი თქმით, წლის ბოლომდე უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის 100-ზე მეტი ასეთი ტანკის მიწოდება იგეგმება.
პისტორიუსმა არ დაადასტურა რუსეთის მიერ Leopard 2-ის ტანკების განადგუ
ლატვიის არჩეული პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩი მიიჩნევს, რომ უკრაინის ნატოს-კენ მიმავალ გზაზე დაბრკოლება არა უნგრეთი, არამედ ქვეყნების უფრო ფართო წრის პოზიციის გაურკვევლობაა.
„მიზეზი არის ის, რომ ამჟამად ნატო-ს წევრი ქვეყნების ბევრ დედაქალაქში, არ არის საკმარისად მკაფიო გაგება, თუ რა უნდა გაკეთდეს იმ სიტუაციაში, როდესაც ომში მყოფი სახელმწიფო უერთდება ალიანსს და რას ნიშნავს ეს მე-5 მუხლის კონტექსტში. პირდაპირ ვიტყვი: ეს არის მთავარი კითხვა და ეს არის კითხვა, რომელზეც ბევრ წევრ ქვეყანას პასუხის
საქართველოს მთავრობის, საპარლამენტო უმრავლესობის, ოპოზიციური პარტიების საერთო პასუხისმგებლობაა, გვერდზე გადადონ განსხვავებები და ჭეშმარიტად იმუშაონ თავიანთი მოქალაქეების ევროპული მისწრაფებების განსახორციელებლად, - ამის შესახებ ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელის, ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის განცხადებაშია აღნიშნული, სადაც ის ევროკავშირ-საქართველოს ასოციაციის კომიტეტის მე-12 შეხვედრაზე საუბრობს, რომელიც გასულ კვირას ბრიუსელში გაიმართა.
"მე და ჩემმა
ვენეციის კომისიის დასკვნა მისი შინაარსით, სიმძაფრითა და სიცხადით არის უპრეცედენტო - დასკვნა პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოში ოლიგარქიის პრობლემა არის პოლიტიკური ძალაუფლების ქონა პოლიტიკური მანდატის გარეშე, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" წევრმა, დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, თუ "ქართული ოცნება" დეოლიგარქიზაციის კანონს მაინც მიიღებს, ევროკავშირის რეკომენდაციების კონკრეტული პუნქტი შესრულებულად არ ჩაითვლება.
"გამოქვეყნდა ვენეციის კო
დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში უკრაინელებმა კიდევ 7 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.
ამასთან, უკრაინული მხარე აღიარებს, რომ კონტრშეტევა მძიმედ მიმდინარეობს.
ასევე, გაზრდილია კახოვკას ჰესის კაშხლის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის თქმით, უკრაინული ჯარი წინ 5,5 კმ-თი წაიწია, ხოლო მისი კონტროლის ქვეშ აყვანილი ტერიტორიის ფართობი 90 კვ. კმ-ს შეადგენს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურობის განცხადებით, ფრონტის ცხელ წერ
ვენეციის კომისია "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტზე საბოლოო მოსაზრებას აქვეყნებს.
ვენეციის კომისიის დასკვნით, კანონპროექტი არ უნდა იქნას მიღებული და არ უნდა მოხდეს „სისტემური“ მიდგომიდან გადახვევა.
ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა, რომ კანონპროექტი არ იქნეს მიღებული, ხოლო საქართველოს ხელისუფლებამ ოლიგარქიულ ზეგავლენასთან ბრძოლის შეიმუშაოს მაკორექტირებელი, დამატებითი კანონები და ზომები, რომლებიც მოიცავს:
ეფექტური კონკურენტუნარიანი პოლიტიკის განხორციელება; უმაღლეს დონეზე კორუფც
ისტორია გვასწავლის, რომ ავტოკრატიებს და დიქტატურებს აპრიორი ცუდი დასასრული აქვთ... მსოფლიოს მასშტაბით წამყვანი მეცნიერი და პრაქტიკოსი იურისტები შეიკრიბნენ დღეს ვილნიუსის საერთაშორისო ფორუმზე, სადაც განიხილებოდა ლუკაშენკოს ავტოკრატიული და დიქტატორული რეჟიმის პასუხისმგებლობა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებზე და მიგრანტთა კრიზისზე საერთაშორისო მართლმსაჯულების პერსპექტივების მხრივ, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე და პარტია "საქართველოსთვის" თბი
ევროკავშირში მსჯელობენ თავისი ბუნებრივი აირის ნაწილის უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე საცავებში შენახვის შესაძლებლობაზე, ზამთარში საწვავზე მოთხოვნილების და ფასების მკვეთრი ზრდის შემთხვევაში. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ევროკავშირის ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივის აირის საცავები თითქმის შევსებულია - 70%-ზე მეტი და მოსალოდნელია, რომ სიმძლავრის ლიმიტს ისინი უკვე სექტემბრისთვის მიაღწევენ.
მედია წერს, რომ ეს არის იმ პანიკის თავიდან აცილებისკენ მიმ
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები (G7) რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან მარცვლეულის გატაცების წინააღმდეგ ბრძოლას იწყებენ, მარცვლეულის წარმოშობის ქიმიური იდენტიფიცირების გზით.
ამის შესახებ განცხადება დიდი ბრიტანეთის სურსათის, მეურნეობის და მეთევზეობის მინისტრმა მარკ სპენსერმა გააკეთა.
როგორც მან ლონდონში მიმდინარე მარცვლეულის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო საბჭოს კონფერენციაზე განაცხადა, უკრაინიდან მარცვლეულის კონტროლის სქემაში დიდი ბრიტანეთი წამყვან როლს ასრულებს, ხოლო G7-ის
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი რაფაელ გროსი ზაპოროჟიეს ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში რაფაელ გროსი ასევე კახოვკას ჰესის კაშხლის აფეთქებით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციაში დახმარების პროგრამის დაანონსებას გეგმავს.
გროსი შეხვედრას გამართავს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
"გავემგზავრები უკრაინაში ქვეყნის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენკისთან შესახვედრად, ასევე წარვადგენ ნოვოკახოვკას კაშხლის აფეთქებით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციაში დახმარების პროგრამას. შევა
არასამთავრობო ორგანიზაციები ჭიათურაში მაღაროელების მიერ გამართული საპროტესტო აქციების შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. უფლებადამცველები მიმართავენ შრომის ინსპექციის სამსახურს, დაუყოვნებლივ ჩაერთონ პროცესში, ადგილზე შეისწავლონ სიტუაცია და დანიშნონ სამინისტროს მედიატორი, შრომის პირობებზე საქმიანი დიალოგისა და სამართლიანი მედიაციის პროცესის დაწყების მიზნით, ასევე მიმართავენ სახალხო დამცველს, რომ პირნათლად შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა, ჩავიდეს ჭიათურაში და ადგილზე გაეცნოს მაღაროელებ
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, უმრავლესობის სხდომაზე დეოლიგაქციზაციის კანონი და ვენეციის კომისიის დასკვნა განიხილეს.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, ევროკომისიისა და ვენეციის კომისიის პოზიციები ერთმანეთს არ ემთხვევა.
მისივე თქმით, რადგან ვენეციის კომისიის დასკვნაში იყო მინიშნება პერსონალიზაციის საკითხთან დაკავშირებით, დეოლიგაქიზაციის შესახებ კანონის ამოქმედების ვადად ჩაიწერება 1-ელი მარტი, მაგრამ თუ ვენეციის კომისია წლის ბოლომდე მოხსნ
ევროკავშირის შვიდი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი მოუწოდებს ორგანიზაციას, უარი თქვას ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში ერთსულოვნობის პრინციპზე და უფრო ფართოდ გამოიყენოს კენჭისყრა კვალიფიციური უმრავლესობით.
საერთო პოზიციით გამოვიდნენ გერმანიის, ბელგიის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, რუმინეთის, სლოვენიის და ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.
განცხადებაში მინისტრები აღნიშნავენ, რომ ისინი არ გამოდიან წინადადებით ევროკავშირის ხელ
ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რომ კანონით დარეგულირდება სუროგაციის შემთხვევაში უანგარობის პრინციპი.
ჟურნალისტის შენიშვნაზე, რომ ქართველი ქალები სუროგატი დედები სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ხდებიან, მინისტრმა განაცხადა:
მთავრობა ინიციატივას გამოთქვამს, რომ სუროგაციის რეგულირება გამკაცრდეს.
ღარიბაშვილის თქმით, სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვები უცხოეთის მოქალაქეებს გაჰყავთ, მათ შორის, „შეიძლება ერთსქესიან წყვილებს“. ამიტომ მისივე თქმით, მუშავდება კანო
აბასთუმნის ობსერვატორიაში დასაქმებული ადამიანების ოჯახის წევრები და ახლობლები ობსერვატორიის ტერიტორიაზე სახლებში შესვლას მოითხოვენ. მათი თქმით, სამეცნიერო სივრცის დირექტორმა მათ განუმარტა, რომ სახლებში შესასვლელად ნებართვა სჭირდებათ, რომლის მისაღებად ობსერვატორიის ხელმძღვანელს წინასწარ უნდა მიმართონ. ამ პრობლემის წინაშე 22 ოჯახი დგას. მათივე თქმით, სახლში დარჩენის უფლება არ აქვთ.
როგორც ობსერვატორიაში ამბობენ, მიზეზი 10 მაისს მიღებული გადაწყვეტილებაა, რის საფუძველზეც მეცნიერ-მკვლევრების ახლ
საჰაერო თავდაცვის სისტემა „პატრიოტის“ მწარმოებელი კომპანია „რეითეონ ტექნოლოჯის“ აპირებს, სისტემის წარმოება წელიწადში 12 ერთეულამდე გაზარდოს.
გარდა ამისა, „უოლ სტრიტ ჯორნალის“ ცნობით, კომპანიის ხელმძღვანელმა გრეგ ჰაისმა თქვა, რომ 2024 წლის ბოლოსთვის ხუთი ერთეული „პატრიოტი“ უკრაინას გადაეცემა.
ჰაისის თქმით, კომპანიაში ძალიან გაუკვირდათ „პატრიოტის“ ეფექტურობა, რომელიც სხვა სისტემებთან ერთად ანადგურებს უკრაინის საჰაერო საფრთხეების 90%-ს.
მისივე განცხადებით, უკრაინელებმა შეცვალეს სისტე
პარლამენტი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს დაჩქარებული წესით აღარ განიხილავს.
ამის შესახებ დღეს, 12 ივნისს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა კომიტეტზე კანონპროექტის განხილვისას კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
კანონპროექტით ჯანდაცვის სამინისტროს მაკონტროლებელი ფუნქციები ეზრდება. მთავრობა მისი დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვდა.
საკანონმდებლო ცვლილებებს სფეროს წარმომადგენლები და ოპოზიციის წევრები რეპრესიულად აფასებენ. საქართველოს
მთავარი უკრაინული შეტევა, რომელიც კონტრიერიშის შედეგს განსაზღვრავს, ჯერ არ დაწყებულა, აცხადებს ამერიკელი გენერალი ბენ ჰოჯესი.
ანალიტიკური „ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის“ [CEPA] ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში იგი ასახელებს იმ პირობებსაც, რომლებიც გვაჩვენებს მთავარი შეტევის დაწყებას.
„ნეტგაზეთი“ სტატიის თარგმანს გთავაზობთ.
სოციალურ ქსელებში ვრცელდება სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინაში ტანკებისა და აფეთქებების კადრები. ყველაფერი იმას მიანიშნებს, რომ უკრაინის კონტრიერიში, რომელ
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „მარტვილი საქართველოსთვის“ მიმართვა მარტვილის მუნიციპალიტეტის მერს, მარტვილის მუნიციპალიტეტის სალხინოს ადმინისტარციულ ერთეულში მდებარე დადიანების საზაფხულო რეზიდენციაში კოლხური ბზის მასობრივ ხმობასთან დაკავშირებით, რაც იწვევს აღნიშნული მწვანე ნარგავების განადგურებას და სალხინოს გარემოსდაცვითი მდგომარეობის გაუარესებას.
აღსანიშნავია, რომ სალხინოს დადიანების სასახლეს, რომელიც მდებარეობს მარტვილის მუნიციპალიტეტში და წარმოადგენს ადგილობრივი ღირსშეს
ჯანდაცვის კომიტეტზე დღეს განიხილება კანონის პროექტი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო რამის გაუმჯობესებასთან, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წევრი და დეპუტატი ბექა ლილუაშვილი წერს.
მისი თქმით, სახელმწიფო ინსტიტუტების სრული დაქვემდებარების შემდეგ - ჯერი კერძო სექტორზეა.
" 1. დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს ინიციატორი, არადა არანაირი საფუძველი მათი მხრიდან ახსნილი არ არის.
2. განმარტებით ბარათშივე წერია,
ანა ბუჩუკური:
მე-6 დღეა ჭიათურაში მაღაროელები გაფიცულები არიან და ითხოვენ ღირსეულ შრომით პირობებს.
დღეს მერს მივმართავ, ხვალ პარლამენტის ტრიბუნის დროს დავუთმობ ამ თემას. თუმცა მხოლოდ ეს საკმარისი არ და ვერ იქნება.
გვერდით დავუდგეთ ამ ადამიანებს, ვისაც როგორ შეგვიძლია!