“გახარია საქართველოსთვის” ცესკოს წინააღმდეგ სარჩელის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გაბათილების მოთხოვნით
11.mp4
კოალიცია “ცვლილებისთვის” წარმომადგენელი, პარტია „ახალის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ნიკა კვიტატიანი, მელიქიშვილზე დარბევისას შეუძლოდ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს.
კოალიციაში “ნეტგაზეთთან” ამბობენ, რომ ნიკა კვიტატიანი ამჟამად თავს უკეთ გრძნობს და კლინიკიდან მას დღეს გამოწერენ.
როგორც კოალიციაში ამბობენ, კვიტატიანი შეუძლოდ მაშინ გახდა, როდესაც პოლიცია ნიკა მელიას დაკავებას ცდილობდა და კოალიციის წევრებს, მოქალაქეებსა და პოლიციას შორის სიტუაცია დაიძაბა.
„მადლობა ყველას მოკითხვისთვის,
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” თბილისში საპროტესტო აქციაზე ჟურნალისტებზე ძალადობის, მუშაობაში ხელის შეშლის და ტექნიკის დაზიანების ფაქტებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მსგავსი ქმედებები აკრძალულია როგორც საერთაშორისო სტანდარტით, ისე არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა.
დღეს, 19 ნოემბრის დილას, მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციელებმა იძალადეს ჟურნალისტებზე: დაარტყეს „პულიკის” ჟურნალისტ მინდია გაბაძეს,
ბეწვზე ჰკიდია ივანიშვილის ძალაუფლება - ივანიშვილი დგას შიშზე და ჩვენ ამ შიშს უნდა დავუპირისპიროთ წინააღმდეგობა, რომელიც, საბოლოო ჯამში, გადატეხს იმ ძალას, რომელიც მას დღეს ხელში აქვს. ამის გაკეთება შეგვიძლია მწყობრად, მშვიდობიანად! - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა მშვიდობიან პროტესტს უხეში პოლიციური ძალა დაუპირისპირა.
„ყველამ ძალიან კარგად ნახა მშვიდობიან პროტესტს როგორ დაუპირისპირა უხეში პოლი
„ერთა ლიგის“ ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ჩეხეთთან გამართავს.
მატჩი ქალაქ ოლომოუცში შედგება და თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.
ჩეხეთი სატურნირო ცხრილში 8 ქულით პირველ ადგილზეა და ერთი ქულით უსწრებს საქართველოს ნაკრებს.
იპნ
ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, სახალხო დამცველის რწმუნებულები მელიქიშვილის გამზირზე, აქციის დაშლისას დაკავებულ მოქალაქეებს მოინახულებენ.
როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 08:00 საათისთვის, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო მელიქიშვილის გამზირზე მყოფი აქციის მონაწილეების დაკავება, აქცია ატარებდა მშვიდობიან ხასიათს და ჯდებოდა შეკრების თავისუფლების სტანდარტებში.
„სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ იმ დროისთვის (08:18, 19.11.2024), როდესაც
მელიქიშვილის გამზირზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას დაკავებული პირებიდან რამდენიმე გაათავისუფლეს.
გათავისუფლებულთა შორის არიან „მთავარი არხის“ ოპერატორი სერგი ბარამიძე, ასევე ორი ქალი მომიტინგე, რომლებიც „ძლიერი საქართველოსა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრები არიან.
როგორც ოპერატორმა სერგი ბარამიძემ პოლიციის შენობის დატოვების შემდეგ განაცხადა, მას სამართალდამცველებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, აღენიშნება დაზიანებებიც.
მისი განმარტებით, ის პ
ფოტო: მინდია გაბაძე/პუბლიკა
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოცაციის“ თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე ავრცელებს ინფორმაციას, რომ ამ დროისათვის არასამთავრობო ორგანიზაციების ერთიან ცხელ ხაზზე შევიდა ინფორმაცია 12 დაკავებულის შესახებ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე არ ავრცელებს ინფორმაციას რამდენი პირი დააკავეს აქციაზე.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ცნობით, დააკავეს კოალიციის წევრი და რუსთავის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, მანუჩარ ჩაჩანიძე, ასევე, საბ
აფხაზეთში ოპოზიციური ძალების რამდენიმედღიანი პროტესტის შემდეგ, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ და ოპოზიციამ რამდენიმესაათიანი შეხვედრის შემაჯამებელ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლის შესაბამისად, დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია გადადგომის შესახებ განცხადებას დაწერს, ოპოზიციის მხარდამჭერები კი დატოვებენ დაკავებულ სამთავრობო შენობებს.
ამავე შეთანხმების მიხედვით, ასლან ბჟანიას გადადგომის შესახებ განცხადებას სახალხო კრება, ანუ აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი განიხილავს. პრეზიდენტის მოვალეობის შემ
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” (TI) და „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და გმობენ შსს-ს ძალადობრივ აქტს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ.
ორგანიზაციები მოუწოდებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, იმოქმედოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, „არ დაემორჩილონ მმართველი პარტიის უკანონო დავალებებს და იმოქმედონ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად”.
„კოალიცია ცვლილებებისთვის” ცნობით, პარტია „ახალის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნიკა კვიტატიანი პოლიციელების ძალადობის შედეგად დაშავდა ამ წუთებში ის კლინიკაშია გადაყვანილი.
ამასთან, მათივე განცხადებით, დააკავეს კოალიციის წევრი და რუსთავის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, მანუჩარ ჩაჩანიძე, ასევე, საბა ცხვიტარიძე. მელიქიშვილის გამზირზე ცოტა ხნის წინ პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა, ამ ეტაპზე, უცნობია. „პუბლიკა” ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ამოწმებს.
მას შემდეგ, რაც საპოლიციო ძალებმა ჭავჭავაძის გამზირზე აქციის ტერიტორია ძალის გამოყენებით დაიკავეს, მოქალაქეების ნაწილი მელიქიშვილის გამზირზე რჩება. პოლიციამ რამდენიმე მოქალაქე დააკავა, თუმცა ზუსტი რაოდენობა უცნობია. „პუბლიკა” ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ამოწმებს.
„მთავარი არხის” ცნობით, დაკავებულებს შორის არის მათი ოპერატორიც. ამასთან, როგორც „კოალიცია ცვლილებისთვის” წევრი, თენგო თევზაძე წერს, დაკავებულია მათი ოთხი წარმომადგენელიც.
პოლიციამ ადგილზე შეკრებილებს ტერიტორიის დ
პოლიციურმა ძალებმა ძალის გამოყენებით დაიკავეს ის ადგილი, სადაც ორი დღის განმავლობაში პროტესტის მშვიდობიანი მონაწილეები იყვნენ განთავსებულები.
ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიცია და სპეცრაზმი, დაახლოებით, დილის 06:00 საათის შემდეგ გამოჩნდა. მათ მობილიზებული ჰქონდათ სპეცტექნიკა, მათ შორის ჩანდა წყლის ჭავლის მანქანებიც.
სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს ტერიტორია და ადგილიდან გაიტანეს როგორც მათი ტრანსპორტი, ასევე, კარვები და სხვა ტექნიკა.
ამ დროისთვის, პოლიციური
პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე წარადგინა გეგმა, რომელიც გააცნო ოპოზიციურ პარტიებს, საერთაშორისო პარტნიორებს და რომელიც დღეს ცნობილი გახდა საზოგადოებისთვის და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის.
სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ არჩევნებზე დაირღვა ხმის მიცემის ფარულობა და ხმის მიცემის საყოველთაობა, ადგილი ჰქონდა ფართოდ გავრცელებულ, სისტემურ გაყალბების სქემებს; საარჩევნო საჩივრები სამართლიან და დამოუკიდებელ სასამართლოს არ განუხილავს.
პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორ
გია კაკაჩია – საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული შშმ პირების უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვის და იმპლემენტაციის საბჭოს წევრი – ორგანოს ლევან იოსელიანის განცხადებების გამო ტოვებს.
„ვთვლი, რომ სახალხო პერიოდის ბოლო განცხადებები, მათ შორის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოქალაქეთა უფლებების მასიურად დარღვევასთან და თანმდევ პროცესებთან დაკავშირებით, ეწინააღმდეგება სახალხო დამცველის მანდატს, ახდენს ინსტიტუტის დაკნინებას და ხელს უშლის შშმ პირების პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვ
19 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს არჩევნების შედეგების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით სარჩელით მიმართავს.
საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებას შორისაა არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული ან ჩასატარებელი არჩევნების (რეფერენდუმის) კონსტიტუციურობის შესახებ დავის განხილვა.
კანონის მიხედვით, ჩატარებული არჩევნების ან მომწესრიგებელი ნორმების კონსტიტუციურობის შესახებ საკით
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 19 ნოემბერს, საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელს შეიტანს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ბრიფინგზე განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, სარჩელი ეხება არჩევნებზე ორი კონსტიტუციური პრინციპის დარღვევას, რომელსაც ფარულობა და საყოველთაობა ჰქვია.
ზურაბიშვილის თქმით, მას არ აქვს სასამართლოს იმედი, თუმცა, მაინც ფიქრობს, რომ ყველა გზა უნდა სცადოს.
„ხვალ დილით შემაქვს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი სწორედ იმ ორი კონსტიტუციური პრინციპის
არ შეიძლება იმის თქმა, რომ ეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები იყო, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ნატალი ლუაზომ ევროპარლამენტში, საგარეო საქმეთა კომიტეტის შეხვედრაზე განაცხადა, სადაც კომიტეტის წევრები საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებსა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ.
მისი თქმით, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე ადგილი ჰქონდა „ყველა სახის გაყალბებას“.
მან ისაუბრა ქვეყანაში ქვეყანაში არსებულ ზოგად მდგომარეობაზე და განაცხადა, რომ საჭიროა ევროპული პასუხ
საქართველოში ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის „ტექნიკური მისია“ გაემგზავრება, - ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელში წერს.
ამასთან, მისი თქმით, სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შესაძლოა, უფრო ფართო მანდატი მიენიჭოს.
„ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს საკითხი განიხილეს. საქართველოში ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის „ტექნიკური მისია“ გაემგზავრება. სა
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უნდა გადაფასდეს ევროკავშირის ურთიერთობა საქართველოსთან. მათ შორის, გერმანიის თანახმად, უნდა გადაფასდეს ევროკავშირის მხარდამჭერი ზომები საქართველოსთვის გაწევრიანების პროცესის კონტექსტში.
ამის შესახებ ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში.
ბრიუსელში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭო შეიკრიბა. სხდომის დღის წესრიგშია რუსეთ
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, ორბელიანების სასახლეში, 20:00 საათზე, განცხადებას გააკეთებს. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
დღეს, ორბელიანების სასახლეში, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდა.
სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ და „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები.
იპნ
„სერიოზული ბრალდებები ისმის არჩევნებთან დაკავშირებით. მე ვიცი, რომ ეუთო ყურადღებით მუშაობს თავის დასკვნაზე და ჩვენ მოვუწოდებთ, რომ მართლაც დეტალურად იქნას გაანალიზებული ყველა არსებული მონაცემი“, – განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენიმ ბრიუსელში საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე.
ბრიუსელში მიმდინარეობს საგარეო ურთიერთობათა საბჭოს სხდომა. საბჭო ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებისგან შედგება.
დღის წესრიგის მიხედვით, საბჭო 26 ოქტომბერს გამართული სა
ცხადია, რომ საქართველოს მმართველი პარტია არ აპირებს მიჰყვეს ევროკავშირისკენ სავალ გზას, რა პირობასაც ის იძლეოდა - ჩვენ შეშფოთებულები ვართ, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ საქართველოსთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირს აქვს კონკრეტული ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც შეუძლია, მაგრამ იქამდე ცხადი უნდა იყოს რა იქნება შემდგომი ნაბიჯები საქართველოში.
„კიდევ ერთი საკითხი, რომელიც განიხილება, საქართველოს ეხება. ჩვენ შეშფოთებულები ვართ, ვაპირებთ დის