Jump to content
Planeta.Ge

Blogs

ჯონ კირბი - ბოლო 72 საათში აშშ უკრაინის სამხრეთში უკრაინელების კონტრშეტევის მნიშვნელოვან პროგრესს ხედავს

ბოლო 72 საათში აშშ უკრაინის სამხრეთში უკრაინელების კონტრშეტევის მნიშვნელოვან პროგრესს ხედავს, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. მისივე თქმით, შეერთებული შტატები უკრაინის სამხრეთში, კერძოდ ზაპოროჟიეს ოლქში, „უკრაინის შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვან წინსვლას” ხედავს ბოლო 72 საათში. „ამ კონტრშეტევის ვერც ერთი ობიექტური დამკვირვებელი ვერ შეძლებს უარყოფას, რომ მათ პროგრესს მი

უკრაინელ ოლიგარქს იგორ კოლომოისკის ბრალდება წარუდგინეს

უკრაინელ ოლიგარქს, იგორ კოლომოისკის ბრალდება წარუდგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და ეკონომიკური უსაფრთხოების ბიურომ ოლიგარქ იგორ კოლომოისკის სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით ბრალდება წარუდგინეს. საუბარია თაღლითობასა და უკანონო გზით მოპოვებული საკუთრების ლეგალიზაციაზე (ე.წ. გათეთრებაზე). უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, დადგინდა, რომ 2013-2020 წლებში კოლომოისკიმ მის მიერ

2 სექტმებრიდან ძლიერი ნალექია მოსალოდნელი - გარემოს სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2 და 3 სექტემბერს დღის მეორე ნახევრიდან 4 სექტემბრის დილამდე საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარი. „მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აღნიშნულია განცხადებაში. publika

მწერლები მოუწოდებენ კულტურის სამინისტროს, ღიად გაემიჯნოს რუსულ ფესტივალს

ქართველი მწერლები, მთარგმნელები, გამომცემლები და ლიტერატურის სფეროს სხვა წარმომადგენლები მიმართავენ კულტურის სამინისტროს და მოუწოდებენ, ღიად გაემიჯნონ რუსულ ფესტივალს. საუბარია მოსკოვში დაგეგმილ საბავშვო ლიტერატურულ ფესტივალზე. რუსული მედია მანამდე წერდა, რომ მასში საქართველოს მხარეც იღებდა მონაწილეობას, კერძოდ კი რუსული ცენტრის „აზბუკას“ თანამშრომლები. წერილის ხელმომწერები მოუწოდებენ კულტურის სამინისტროს, გაავრცელოს ოფიციალური განმარტება და ღიად განაცხადოს, რომ უწყება კატეგორ

ვინ და რატომ არ შეინარჩუნა ლაღიძის N12-ში მდებარე შენობის კედელი

თბილისში, ლაღიძის ქუჩის N12-ში, მშენებელ კომპანიას ისე უნდა აეშენებინა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, რომ ადგილზე არსებული ძველი შენობის ერთ-ერთი კედელი შენარჩუნებულიყო. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, “ოცნების” დეპუტატის შვილის კომპანიამ კედელი დაანგრია. მერია აცხადებს, რომ მომხდარს იკვლევს. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე შენობის სრულად გაქრობის თაობაზე საზოგადოებას ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელმა აუწყა. ამაშუკელი პროფესიული ნიშნით დანიშნული წევრია მერიის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ს

"ნებისმიერი ტრანსპორტით, ევროპისკენ" - გიორგი გახარიას კომენტარი პრეზიდენტის ფოტოზე

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მი­მართ იმ­პიჩ­მენ­ტის პრო­ცე­დუ­რას იწყებს. შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ა­კე­თა. კო­ბა­ხი­ძის გან­მარ­ტე­ბით, იმ­პიჩ­მენ­ტის პრო­ცე­დუ­რა და­ი­წყე­ბა მი­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მის აღ­სრუ­ლე­ბას პარ­ლა­მენ­ტში ოპო­ზი­ცი­ის მხარ­და­ჭე­რაც სჭირ­დე­ბა. კო­ბა­ხი­ძის ამ გან­ცხა­დე­ბას წინ უძღო­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის წას­ვლა ევ­რო­პა­ში, ევ­რო­პელ ლი­დე­რ

მიშელი დადებითად აფასებს საქართველოს პრეზიდენტის მისწრაფებას ხელი შეუწყოს ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს 1 სექტემბერს ბრიუსელში შეხვედრა გამართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან. შეხვედრის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ფეისბუკის გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა. ევროპული საბჭოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი ლიდერებმა განიხილეს ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობები, ასევე რეგიონში განვითარებული მოვლენები და რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის შედეგები საქართველოსა და სამხრეთ კავკასიისთვის. „პრეზიდენტმა მიშელმა დადებითად შეაფ

გახარია - 2012 წელს გამარჯვების შემდგომ, რატომ არავის მოსვლია აზრად სააკაშვილის იმპიჩმენტის დაყენება და დღეს რატომ აყენებენ იმ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს, რომლის არჩევაშიც თქვენც და მეც პირადად დიდი წვლილი გვაქვს მიღებული?

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ამბობს, რომ პარტია საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცესის წამოწყება,  ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის.  „ქართული ოცნების“ მიერ დღეს გამოცხადებული, საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი, მიუხედავად იმისა, როგორც არ უნდა დასრულდეს ეს პროცედურა, ქართული საზოგადოებისთვის რამდენიმე რამეს ნიშნავს. პირველი, ეს გახლავთ გააზრებული ნაბიჯი ქვე

ვინ (არ) დაუჭერს მხარს პრეზიდენტის იმპიჩმენტს საპარლამენტო ოპოზიციიდან

„ქართული ოცნება“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს იწყებს, თუმცა მმართელ გუნდს ამისათვის საჭირო 100 ხმა პარლამენტში არ აქვს. შესაბამისად, პრეზიდენტის იმპიჩმენტს, უმრავლესობის გარდა, საპარლამენტო ოპოზიციის ხმებიც სჭირდება. ნეტგაზეთი გთავაზობთ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების პოზიციებს. ნაციონალური მოძრაობა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანი წითლიძე ნეტგაზეთთან ამბობს, რომ მათი საპარლამენტო ფრაქციის წევრები პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერენ. მისი თქმით, ვერ წარმოუდგე

ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი ახალი უკრაინული იარაღის მოქმედების დიაპაზონი 700 კილომეტრია

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ახალი უკრაინული იარაღის მოქმედების დიაპაზონი 700 კილომეტრია. "სამთავრობო და სამხედრო თანამდებობის პირებთან შეხვედრაზე ფრონტზე და ჩვენს შეტევით ოპერაციებზე გავამახვილეთ ყურადღება. ჩვენი ახალი უკრაინული იარაღის დიაპაზონი ახლა 700 კილომეტრია. ჩვენი ამოცანაა ამ რიცხვის გაზრდა", - აღნიშნა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია რა სახის იარაღზეა საუბარი, ან სად და როდის გამოიყენეს ის. ინტერპრესნიუსი

რუსეთის მიერ ბავშვების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ფაქტებზე სისხლის სამართლის 3 200-ზე მეტი საქმე აღიძრა

უკრაინამ ქვეყანაში რუსეთის მიერ ბავშვების წინააღმდეგ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების ფაქტებზე სისხლის სამართლის 3 200-ზე მეტი საქმე აღძრა, - ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურის ბავშვთა ინტერესების დაცვის და ბავშვთა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა იულია უსენკომ განაცხადა. მისი თქმით, ბრალდებები მოიცავს „მკვლელობას, დასახიჩრებას, ბავშვების გატაცებას, იძულებით გადაადგილებას, დეპორტაციას, და ბავშვების მიმართ სექსუალურ ძალადობას". უსენკომ განმარტებით, სავარაუდო

მირიამ ლექსმანი - „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ ინტერესი არ აქვს

ევროპარლამენტარი „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებასთან დაკავშირებით, აბსურდულ ნაბიჯად აფასებს. „სრულიად აბსურდული ნაბიჯით, „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მას არ აქვს ინტერესი არც პოლიტიკური პოლარიზაციის მოგვარების და არც საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ“, - წერს ევროპარლამენტარი. იპნ

გახარია - ეს გახლავთ გააზრებული ნაბიჯი ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ - პარტია „საქართველოსთვის“ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას მხარს არ დაუჭერს

პარტია „საქართველოსთვის“ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას მხარს არ დაუჭერს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ მომავალს. „„ქართული ოცნების“ მიერ დღეს გამოცხადებული საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი, მიუხედავად იმისა, როგორც არ უნდა დასრულდეს ეს პროცედურა, ქართული საზოგადოებისთვის ნიშნავს რამდენიმე რამეს. ეს გახლავთ გააზრ

ბერდია სიჭინავა პრეზიდენტის იმპიჩმენტზე - ეს იქნება ყველაზე დიდი სისულელე, რაც შეიძლება გააკეთოს "ოცნების" ხელისუფლებამ (ვიდეო)

პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით: დბეგრფბწ.mp4

მიხაილ როტი - სოლიდარობას ვუცხადებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ნამდვილ ევროპელ ლიდერს - „ქართული ოცნება" ქართველი ხალხის ევროპულ ოცნებას ემუქრება

„ქართული ოცნება" ქართველი ხალხის ევროპულ ოცნებას ემუქრება. სოლიდარობას ვუცხადებ სახელმწიფოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, ნამდვილ ევროპელ ლიდერს, - ასე ეხმაურება გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როტი „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყოს. „საქართველოს ევროკავშირის სტატუსს ემუქრება არა ის, არამედ „ქართული ოცნება“ პლუს ეს იმპიჩმენტის მცდელობა“, - წერს მიხაილ როტი. იპნ

ბერდია სიჭინავა - „ოცნება“ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მეთოდებს იყენებს, თუმცა ისევე როგორც 2012 წელს, 2024 წლის არჩევნებზეც ამას საზოგადოება აუცილებლად გასცემს საკადრის პასუხს (ვიდეო)

“დღეიდან, „ოცნების“ ხელისუფლებამ დაიწყო პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ რეპრესიულ ინსტრუმენტად ქცევა და ეს ფუნქცია აუდიტის სამსახურისგან უშუალოდ მის დაქვემდებარებაში არსებულ, ახლადშექმნილ ანტიკორუფციულ ბიუროს გადასცა, - ამის შესახებ ბრიფინგზე პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა. მისი თქმით,  „ოცნება“ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ სწორედ „ნაციონალ რასაც ური მოძრაობის“ მეთოდებს იყენებს, რასა

უკრაინული წყაროების თანახმად, მოსკოვის ოლქში დრონით შეტევა შედეგიანი იყო

უკრაინის თავდაცვის სამინისტროში უარყოფენ მოსკოვის მერის დღევანდელ განცხადებას მოსკოვის ოლქის ლიუბერცის რაიონში უპილოტო საფრენი აპარატის მოგერიების შესახებ. წყარომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროდან გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ უთხრა, რომ დრონმა დანიშნულების ადგილამდე მიაღწია და ხანძარი გრძელდება „ტომილინსკის ელექტრონული ქარხნის“ საამქროში.   მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა დღეს დილით, ტელეგრამ-არხით გაავრცელა ცნობა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა აღკვეთეს მოსკოვში დრონის შეღწევა და

ცესკო ამომრჩევლებს სიაში მონაცემების გადამოწმებისკენ მოუწოდებს

პირველი ოქტომბრის არჩევნებამდე ზუსტად ერთი თვე დარჩა. გორის, კასპისა და გურჯაანის საარჩევნო ოლქებში საუბნო საარჩევნო კომისიებმა მუშაობა დღეიდან დაიწყეს. ცესკო-ს ცნობით, შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის 133 საარჩევნო უბანია გახსნილი და კომისიების წევრებმა კანონით მინიჭებული ფუნქციების შესრულება უკვე დაიწყეს. ერთ-ერთი პირველი საქმიანობა, რომელსაც ისინი დღეიდან განახორციელებენ, ამომრჩეველთა ინფორმირებაა. საუბნო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლები რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ამო

პრეზიდენტის იმპიჩმენტი - რა ვადებში და როგორ შეიძლება „გადააყენონ” პრეზიდენტი

„ქართული ოცნება“ პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს, ამის შესახებ გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს სხდომაზე დღეს, 1 სექტემბერს მიიღეს. პრეზიდენტის იმპიჩმენტის გამოცდილება საქართველოს არ აქვს – რას გულისხმობს იმპიჩმენტი, რა ვადებში უნდა „გადააყენონ“ პრეზიდენტი და რა პროცედურებია საჭირო?  კანონმდებლობით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის, ანუ მისი პოსტიდან გადაყენებისა და უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი, შესაძლოა, გახდეს ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევა ან პრეზიდენტის ქმედებებში დანაშაული

„შოკირებული ვარ“ – გრეგოროვა ზურაბიშვილის იმპიჩმენტზე

ევროპარლამენტის წევრი მარკეტა გრეგოროვა ეხმაურება „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას. ზურაბიშვილის გამგზავრება არ იყო შეთანხმებული საქართველოს მთავრობასთან. „ქართულ ოცნებაში“ ეს კონსტიტუციის დარღვევად მიიჩნიეს და პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ განაცხადეს. „ქართული ოცნება“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ 1 სექტემბერს განაცხადა პარტიის პოლიტ

სალომე ზუაბიშვილი - მადლობა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვედრისთვის - გერმანიის მხარდაჭერა გადამწყვეტი იქნება

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გერმანელ კოლეგასთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ხაზს უსვამს, რომ საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე გერმანიის მხარდაჭერა გადამწყვეტი იქნება. „მადლობა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ამ შეხვედრისთვის, რომლითაც დაიწყო ჩემი ევროპული ტურნე, რომლის მიზანი ჩვენი ევროპული გზის უზრუნველყოფაა. გერმანიის მხარდაჭერა გადამწყვეტი იქნება. ქართველ ხალხს თავისი ევროპული მომავლის სჯერა“, - წერს პრეზიდენტი. შეგახსენებთ, გერმან

სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა. ევროპულ საბჭოში გამართული შეხვედრის კადრები ზურაბიშვილის ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა. საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში დღეს გერმანიიდან ჩავიდა, სადაც საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრები, გუშინ, გერმანელ კოლეგასთან შეხვედრით დაიწყო. სალომე ზურაბიშვილი გერმანიის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტა

პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის აღძვრის უფლება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს - 50 დეპუტატი გააჩნია, მის თანამდებობიდან გადაყენებას კი 100 ხმა სჭირდება

პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის აღძვრის უფლება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს - 50 დეპუტატს გააჩნია, პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებას კი - 100 ხმა სჭირდება. კონსტიტუციის თანახმად, კონსტიტუციის დარღვევის ან ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობის საფუძვლით პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს აქვს. საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს გ
×
×
  • შექმენი...