პოლიტიკოსები პოლიტიკოსები არიან, ნამდვილად პირადად არაფერს არ ვიღებ, რასაც ჩემს შესახებ ამბობენ. მივიჩნევ, რომ არიან ადამიანები, ვინც ზედმეტ ემოციას იჩენს. კონცენტრაცია სამუშაოს შესრულებაზე უნდა იყოს, საგზაო რუკა არის გაწერილი, კონკრეტული ნაბიჯები არის გადასადგმელი, თუ მთავრობის და პოლიტიკის შემქმნელები მიჰყვებიან ამ საგზაო რუკას, რომელიც მათ მიეცათ და ინკლუზიურ პროცეს მიჰყვებიან, ეს დაადასტურებდა ერთგულებას, რომელსაც პოლიტიკური ლიდერები იჩენენ საქართველოში, რომ შეასრულონ საკუთარი მოსახლეობის მო
თბილისის საკრებულოში მიმდინარე პროცესები პოლიტიკური კორუფციის გზით, არჩევნების გაყალბებისთვის დაჩქარებული მზადების კლასიკური მაგალითია., - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი წერს.
მისი თქმით, სახეზეა დანაშაულის ნიშნები, რაც პროკურატურას გამოძიების დაწყებას ავალდებულებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100-101-ე მუხლების საფუძველზე.
"ხალხის უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი მშენებლობის ნებართვები ოცნების დეპ
მესტიის მერიის ცნობით, ბურღვა-აფეთქების გამო გამოწვეული ხმაური მუნიციპალიტეტში 45,0 მგვტ სიმძლავრის „მულხურა ჰესის“ მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის მოსამზადებელ სამუშაოებს უკავშირდება.
მერია მოუწოდებს ადგილობრივ მოსახლეობას, უფრო აქტიურად ჩაერთონ საჯარო განხილვის პროცესში.
დოკუმენტების მიხედვით, ადგილზე სამუშაოს შპს „აი ჯი ენერჯი“ ასრულებს.
პუბლიკა
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის თქმით, მიზნობრივი კამპანია მიმდინარეობს, რაც მიმართულია საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის ძირის გამოთხრაზე.
კელი დეგნანი იმ დეზინფორმაციაზე საუბრობს, რაც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდა და რითიც კონკრეტული ძალები ცდილობენ საქართველოს ევროკავშირისგან დაშორებას.
კელი დეგნანის თქმით, ქართველები შეჩვეული არიან და პრორუსული დეზინფორმაციის კამპანიის მომსწრენი ყოფილან ადრეც.
მან ასევე აღნიშნა, რომ არ შეხვ
„რუსული მოხალისეობრივი კორპუსი“, რომელიც უკრაინის მხარეს იბრძვის, მოუწოდებს „ვაგნერელებს“, რომლებსაც არ ჩაუდენიათ სამხედრო დანაშაულები, გადავიდნენ უკრაინის მხარეზე.
კორპუსის ხელმძღვანელი, ნიკიტა კაპუტისტინი, ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ „ვაგნერელების“ ხელმძღვანელები ცინიკურად მოკლეს და ახლა მათ აქვთ არჩევანი – „ან თქვენი ხელმძღვანელების ჯალათების დაბმული ძაღლები იყოთ, ან შური იძიოთ“.
კორპუსის ტელეგრამ-არხში აღნიშნულია, რომ თუ „ვაგნერელები“ უკრაინის მხარეზე გადავლენ, კიევი მათ „
პარტია „საქართველოსთვის“ წევრები თბილისის საკრებულოდან, პროკურატურას მოუწოდებენ, თბილისში დაგეგმილ მასშტაბურ პროექტებზე გამოძიება დაიწყოს.
დღეს, 25 აგვისტოს, საკრებულომ უნდა განიხილოს რამდენიმე სამშენებლო მეგაპროექტი, მათ შორის, ცათამბჯენები „ლაგუნა ვერესთან“ და ვაკეში. ოპოზიციური პარტიის თქმით, „ოცნების“ წევრები საკრებულოში აღნიშნული პროექტების მხარდაჭერას აპირებენ. მმართველ გუნდს საკრებულოში უმრავლესობა აქვს და შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებაც არ გაუჭირდება.
როგორც „საქართველოსთ
“ნაც-ქოცური” ალიანსის ქრონიკებიდან:
წალენჯიხის ოპოზიციურ საკრებულოში, ფრაქცია "ქართულმა ოცნებამ" დააყენა ინიციატივა ფრაქციებისთვის გამოყოფილი საწვავის ლიმიტის გაორმაგების შესახებ, რასაც გახარიას გუნდის წინააღმდეგობის მიუხედავად, მხარი დაუჭირა ფრაქცია "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ".
ასე გამოიყურება ხალხზე ერთად მზრუნველი “ქოცების” და “ნაცების” კოალიცია.
სწორედ ამიტომ ვერ უნდა აიღონ 2024 წელს ამ პარტიებმა ჯამში 50%, წინააღმდეგ შემთხვევაში “ქოცების” და “ნაცების” კოალიც
“ყველა პროექტი ურბანული თვალსაზრისით სრულიად შეუსაბამოა თბილისის გენერალურ გეგმასთან. ამასთან ერთად, ჩვენ ვხედავთ პოლიტიკური კორუფციის სერიოზულ რისკებს.”
გიორგი შარაშიძე, პარტია "საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრი.
370518569_232072806033120_3221381126605499368_n.mp4
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ქვეყნისთვის ისტორიული მსოფლიო თასისთვის ემზადება. ნაკრების მთავარი პარტნიორი საქართველოს ბანკია.
2023 წლის კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატი 25 აგვისტოს დაიწყება და 10 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ჩემპიონატის მასპინძელი ერთდროულად სამი ქვეყანა- ფილიპინები, იაპონია და ინდონეზია იქნება. ჩემპიონატში მონაწილე 32 რჩეული ნაკრები რვა 4-გუნდიან ჯგუფში გადანაწილდა, საქართველოს ნაკრები F ჯგუფში ასპარეზობს.
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები არსებობის ისტო
25 აგვისტოს თბილისის საკრებულოს სხდომაა ჩანიშნული. ამ სხდომაზე, სხვა საკითხებთან ერთად, საკრებულომ უნდა გადაწყვიტოს – უჭერს თუ არა მხარს თბილისში რამდენიმე მეგა სამშენებლო პროექტს.
ამ პროექტებს შორის „ლაგუნა ვერესთან“ და ვაკეში დაგეგმილი ცათამბჯენებია, რომელსაც უკვე თვეებია აკრიტიკებს საკრებულოს ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორის ნაწილი. ისინი ამბობენ, რომ აღნიშნული პროექტები საბოლოოდ დაამახინჯებს ქალაქის იერსახეს.
როგორც საკრებულოს დეპუტატი, საბა ბუაძე იუწყება, ხვალ საკრებულომ 6 პროექ
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჯორჯიის შტატის ფულტონის ოლქის ციხეში ნებაყოფლობით გამოცხადდა.
CNN-ის ინფორმაციით, ტრამპმა 20 წუთზე ცოტა მეტი დრო გაატარა ფულტონის ოლქის ციხეში, სადაც შესაბამისი პროცედურის გავლის შემდეგ 200 000 აშშ დოლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
ტელეკომპანიის ცნობით, დონალდ ტრამპი ციხის ჩანაწერებში აღნიშნულია, როგორც დაკავებული პირი #P01135809. ტრამპმა Newsmax-თან ინტერვიუში ციხეში ყოფნას საშინელი და ძალიან სამწუხარო გამოცდილება უწოდა.
„მთე
ყირიმში სამხედრო და სამოქალაქო ოკუპანტების ფეხქვეშ მიწა უნდა იწვოდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
დროებით ოკუპირებულ ყირიმში უკრაინის დაზვერვის სპეცოპერაციის საკითხზე კომენტირებისას პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ ასეთი ახალი ამბები “რა თქმა უნდა, ძალიან კარგ ემოციებს იწვევს.”
„მოდით, არ დაგვავიწყდეს, რომ იქ ბევრი სამოქალაქო პირია, რომლებიც ასევე ოკუპანტები არიან, ისინი მოვიდნენ და უკრაინის მოქალაქეების საკუთრება და
მიმდინარე წლის ივლისის მონაცემებით, საქართველოში საარსებო შემწეობას 18 წლამდე ასაკის, ჯამში, 181 352 პირი იღებს.
ამის შესახებ ინფორმაცია სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მეტი, 46 402 საარსებო შემწეობის მიმღები არასრულწლოვანი პირი თბილისში ფიქსირდება, 18 წლამდე ასაკის სოციალური შემწეობის მიმღები 30 274 პირი ქვემო ქართლზე მოდის, მესამე ადგილზე სოციალური დახმარების საჭიროების მქონე არასრულწლოვანთა რაოდენობით კი, იმერეთია, სადაც სო
პრიგოჟინი რთული ბედის ადამიანი იყო, სერიოზული შეცდომები ჰქონდა ცხოვრებაში,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის” ლიდერთან დენის პუშილინთან შეხვედრაზე განაცხადა.
„რაც შეეხება ამ ავიაკატასტროფას, უპირველეს ყოვლისა მინდა ჩემი გულწრფელი სამძიმარი გამოვუცხადო გარდაცვლილთა ოჯახებს… პრიგოჟინს ძალიან დიდ ხანს ვიცნობდი, 90-იანი წლების დასაწყისიდან. ეს რთული ბედის ადამიანი იყო, და სერიოზული შეცდომები ჰქონდა ცხოვრებაში, საჭირო შედეგებს აღწევდა - საკუთარ
სამი ქვეყანა მზად არის უკრაინას F-16 თვითმფრინავები გადასცეს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ
ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტერესთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„სამი ქვეყანა არის, რომლებიც დათანხმდნენ წვრთნის შემდეგ უკრაინას F-16-ები გადასცენ - დანია, ნიდერლანდები, ნორვეგია. ძალიან მადლობელი ვართ ამ ქვეყნების”, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრს „მნიშვნელოვანი და ისტორიული” გადაწყვეტილებ
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ „ნიკორა ტრეიდის“ მზა კერძების წარმოებას საწარმოო პროცესი შეუჩერა
ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, სააგენტოს მიერ ინსპექტირება მას შემდეგ განხორციელდა, რაც 8 ადამიანის საკვებისმიერი ინტოქსიკაციის შესახებ ეცნობათ, რომელთაც სალმონელოზი დაუდასტურდათ.
„სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან და თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტ
ყველაზე ხშირად დასმული კითხვები საპენსიო დანაზოგების ინვესტიციის ახალ წესთან დაკავშირებით
- შეიძლება თუ არა საპენსიო დანაზოგის გატანა და სხვა...
ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
369264089_1253050165395460_1576292352213557810_n.mp4
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე ხმაური იყო.
ხმაური დღის წესრიგით გათვალისწინებული პროექტების განხილვას მოჰყვა.
როგორც დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ აღნიშნა, ორი მდინარის შეერთების წერტილია იქ, სადაც ორი 52 სართულიანი კორპუსი უნდა ჩაიდგას, ასევე განმარტა, რომ მშენებლობა კოეფიციენტით კი არა უსაფრთხოებით იწყება.
„შოვში ეს ტრაგედი
„ნოვაია გაზეტას“ ინფორმაციით, უკრაინის 6 მოქალაქე ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტის ნეიტრალურ ზონაში ერთი კვირაზე მეტი დროის განმავლობაში იმყოფება და ქართველი მესაზღვრეები ქვეყანაში შემოსვლის უფლებას არ აძლევენ.
როგორც გამოცემა წერს, უკრაინის მოქალაქეებმა საზღვრის კვეთა 16-17 აგვისტოს სცადეს, თუმცა „სხვა მიზეზების“ საფუძველზე ქვეყანაში შემოსვლაზე უარი ეთქვათ. „ნოვაია გაზეტას“ თქმით, ამ დროის განმავლობაში რუსმა მესაზღვრეებმა მათი გატაცება სცადეს. დამოუკიდებელ რუსულ მედიასთან ერთ-ერთი მოქალაქის
შოვში, სტიქიის ზონაში მაშველებმა კიდევ 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სტიქიას რაჭაში 31 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 2 ადამიანს კი მაშველები ამ დრომდე ეძებენ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის თემურ მღებრიშვილის თქმით, მამაკაცის ცხედარი სტიქიის ზონიდან 40 კილომეტრის მოშორებით იპოვეს. მღებრიშვილის თქმით, მეორე დაღუპული კი, რომლის ცხედარიც დღეს მაშველებმა იპოვეს, სავარაუდოდ, მოზარდია:
„გუმ
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტსა და უკრაინის ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ვიდეომიმართვა პრეზიდენტის ფეისბუკის გვერდზე ვრცელდება.
„ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, საქართველო თქვენ გვერდითაა. ამ დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს სურს თქვენთან ერთად იზეიმოს დამოუკიდებლობის დღე, რისთვისაც იბრძვით ასე მამაცურად წელიწად-ნახევრის განმავლობაში. ერთად ვიქნებით თქვენი გამარჯვების დღეს, ბედნიერი დამოუკიდებლობის დღე“, - ამბობს სალომე ზურაბიშ
უკრაინაში, ბახმუტთან, დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ნიკოლოზ ახვლედიანი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში უკრაინის საელჩო ავრცელებს.
„ნიკოლოზ ახვლედიანი დაიღუპა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვისას. მარადიული ხსოვნა!" - წერია საელჩოს ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებულ სამძიმრის პოსტში.
მანამდე, ბახმუტთან ქართველი მებრძოლის დაღუპვის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებიც ავრცელებდნენ. ნიკო
მტრის წინააღმდეგობის მიუხედავად, უკრაინის ჯარი წინ მიიწევს და შეუძლებელს აკეთებს, - განაცხადა უკრაინის სახმელეთო ჯარების სარდალმა, გენერალმა ალექსანდ სირსკიმ, რომელიც 24 აგვისტოს ქვეყნის აღმოსავლეთში განლაგებულ ოპერატიულ-ტაქტიკურ დაჯგუფება „ლიმანს“ და „სოლედარს“ ეწვია.
"თქვენ ყოველდღე იტანთ შეტევებს, თავად მიიწევთ წინ. ჩვენ ახლოს ვართ იმასთან, რომ გადავიდეთ შეტევაზე. თქვენ ხართ ჩვენი ერის საუკეთესო წარმომადგენლები. სწორედ აქ, საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებით, თქვენ ცდილობთ ჩვენი სახელმ