“ყველა კვლევაში ერთი რამ ჩანს, “ოცნების” მხარდაჭერა მცირდება, პარტია “საქართველოსთვის” მხარდაჭერა კი იზრდება.
ქვეყანაში ძალიან მძიმე მდგომარეობაა, დაშინება, მოსყიდვა, იძულება აქტუალური გახდა, ამ დროს რომ მოქალაქეებმა ღიად დააფიქსირონ საკუთარი ოპოზიციური განწყობა გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. ამიტომ, თითოეული კვლევა რამდენად გამოხატავს მოქალაქეების ზუსტ განწყობას ამასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები ჩნდება. ჩვენთვის საუკეთესო კვლევა არის არჩევნები.”
მ
“2012 წლის ისტორია მკაფიოდ მეორდება, “ნაც.მოძრაობას” კვლევებით თითქოს არანაირი პრობლემა არ უნდა ჰქონოდა, მაგრამ რეალობა ვნახეთ. დღესაც რეალობა რადიკალურად განსხვავებულია იმისგან, რაც კვლევებში ჩანს.”
მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.
402261462_665119959154102_9149109972891102884_n.mp4
“ყველა კვლევაში ჩანს, რომ „ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ ერთად 50%-ს ვერ ცდებიან, გაცილებით ქვემოთ არიან. ეს არის ჩვენთვის შესაძლებლობა, რომ დანარჩენი მანდატები ავითვისოთ და ორივე დავტოვოთ თამაშგარე. ეს აბსოლუტურად მიღწევადია. მიზანი არის გაცილებით დიდი, ვიდრე პარლამენტში მოხვედრაა. მთავარია სტატუს-ქვო შევცვალოთ.”
მიშა დაუშვილი, საპრლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.
401373302_355424317005825_193876613142858951_n.mp4
“ჩვენს პოლიტიკურ ძალას გაცილებით უკეთესი შედეგები აქვს. ეს კარგად იცის “ოცნებამ”, ისინი ხვდებიან რომ ერთადერთი პარტია, რომელსაც გაზრდის რესურსი აქვს არის პარტია “საქართველოსთვის”. ამიტომ “ოცნება” ხელოვნურ აღქმებს ქმნის მოქალაქეებში, თითქოს მათ აქვთ მყარი მაღალი რეიტინგი, რაც აბსურდია.
“ოცნება” პირდაპი მნიშვნელიბით გახდა “ნაც.მოძრაობა”. რასაც ებრძოდნენ 2012-ში სწორედ იმ სისტემად იქცნენ.”
კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი.
402463401
“ოცნებისთვის” ჩვენი პოლიტიკური პარტია არის თავისტკივილი, მაშინ როცა მათი რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა, ერთადერთი პარტია ვართ, რომელიც ყველა კვლევაში მზარდ რეიტინგს აჩვენებს.
“ოცნების” თავმჯდომარე კობახიძე დაკავებულია “ნაც.მოძრაობის” რეაბილიტაციით და აცხადებს, რომ “ნაც.მოძრაობას” უფრო დიდი მხარდაჭერა აქვს საზოგადოებაში, ვიდრე ამას კვლევები აჩვენებს.
“ნაც.მოძრაობა”, როგორც ამ ქვეყნის გუშინწინდელი დღე და “ოცნება”, როგორც ამ ქვეყნის გუშინდელი დღე უნდა დასრულდეს, 2024 წლიდან კი ახალ
რუსულმა Red Wings Airlines-მა თბილისის მიმართულებით რეისი სამხრეთ ურალის ქალაქ ჩელიაბინსკიდან შეასრულა. ფრენები 15 ნოემბერს დაიწყო. ინფორმაციას ჩელიაბინსკის აეროპორტის პრესსამსახური ავრცელებს.
ჩელიაბინსკის ი.ვ. კურჩატოვის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით პირველი რეისი მოსკოვის დროით 14:20 სთ-ზე შესრულდა.
ფრენები Sukhoi SuperJet-მოდელის 100-ადგილიანი თვითმფრინავით ყოველ ორშაბათს და ოთხშაბათს შესრულდება. ბილეთის ფასი ერთ მგზავრზე 10230-დან 15699 რუბლამდე (115-დან
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას და უწყვეტ ძალისხმევას ევროინტეგრაციის გზაზე.
„საუბარი შეეხო მომავალ, 2024 წლის არჩევნებს და ინსტიტუციური თანამშრომლობის გაღრმავებას, მათ
„ქართული ლეგიონის“ ინფორმაციით, უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, 9 კი დაიჭრა.
როგორც „ქართული ლეგიონის“ „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დაჭრილ მებრძოლთაგან სამის მდგომარეობა მძიმეა.
„დონეცკის მიმართულებაზე შეტევითი ოპერაციის დროს ქართული ლეგიონის ორი მებრძოლი, რამაზ ფეტელავა და ბექა ლომაშვილი დაიღუპა.
დაჭრილია ცხრა მებრძოლი, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა.
ქართული ლეგიონი სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს. დიდება გმირებს!“,- ნათქვამია გ
მონტენეგროს ბუდვაში ევროპის ქალთა შორის რიგით მე-15 გუნდური ჩემპიონატი მიმდინარეობს.
ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 9 ტურად იმართება 32 ევროპულ გუნდს შორის.
ჩემპიონატის სასტარტო რეიტინგ- სიის ლიდერი, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, საქართველოს ქალთა ნაკრები შემდეგი შემადგენლობით არის წარდგენილი: ბელა ხოტევანიშვილი, ნინო ბაციაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, მერი არაბიძე, სალომე მელია; გუნდის კაპიტანი დავით ჯოჯუა.
საქართველოს ქალთა ნაკრები გუნდი დიდი უპირატესობით თამაშობს _ მოიგო პირველი, მეორე
„ქართული ოცნების“ დეპუტატს, პარლამენტის ვიცე-სპიკერს დავით სერგეენკოს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა.
შესაბამისი დადგენილება პარლამენტმა 78-ხმით (2 წინააღმდეგი) მიიღო. სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე განცხადებით პარლამენტს თავად სერგეენკომ მიმართა.
პარლამენტის თავმჯდომარემ სერგეენკოს პარლამენტში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
დავით სერგეენკო საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი იყო.
იპნ
საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, სადაც კითხვაზე, თუ რომელ ქვეყანას მიიჩნევენ საქართველოსთვის ყველაზე დიდი პოლიტიკური საფრთხის მქონეს, გამოკითხულთა 77%-მა უპასუხა რუსეთი, 12%-მა თურქეთი და 9%-მა აშშ.
კვლევა ჩატარდა 2023 წლის 14 სექტემბერი – 14 ოქტომბრის პერიოდში. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით.
შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1200 რესპონდენტს. მონაცემები შეწონი
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) კვლევის თანახმად, საპარლამენტო არჩევნები რომ ხვალ იყოს, გამოკითხულთა 25% „ქართულ ოცნებას“, ხოლო 13% „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭერდა მხარს.
რაც შეეხება სხვა პარტიებს:
„საქართველოსთვის“ – 4% (4% მეორე არჩევანი)
„სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3% (4% მეორე არჩევანი)
„ხალხის ძალა“ – 1% (5% მეორე არჩევანი)
„ლელო“ – 2% (4% მეორე არჩევანი)
„გირჩი“– 3% (2% მეორე არჩევანი)
გირჩი&დროა – ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია – 2
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დმანისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, 15 წლის ბიჭმა 17 წლის თანასოფლელი მოკლა.
შემთხვევა გუშინ, 15 ნოემბერს, საღამოს საათებში მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობას წინ უძღოდა დაპირისპირება, რომელშიც სოფლის სხვა ახალგაზრდებიც იყვნენ ჩართულები.
დაკავებული და მოკლული ერთ სკოლაში სწავლობდნენ.
15 წლის მოზარდი უკვე დაკავებულია და სავარაუდოდ, ბრალს უახლოეს პერიოდში წარუდგენენ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით
დღეს, 16 ნოემბერს 10250 აფხაზეთიდან დევნილის ხელმოწერით პარლამენტში პეტიცია შეიტანა იძულებით გადაადგილებულ პირთა ასოციაციამ “ დევნილები დევნილებისთვის”. დევნილები ყოველთვიური 45 ლარიანი შემწეობის გაზრდას ითხოვენ.
“გამომდინარე დევნილთა საჭიროებებიდან, უამრავი გამოკითხვიდან, რომელიც ჩავატარეთ დევნილთა შორის, გთხოვთ გაითვალისწინოთ ეს ინფორმაცია და 2024 წლის ბიუჯეტში 45 ლარიანი შემწეობა გაუთანაბროთ საარსებო მინიმუმს, ასევე გთხოვთ, მოიხსნას მასთან დაკავშირებული ყველა შეზღუდვა (მათ შორის სახელფას
"მოვუწოდებთ, ერთი მხრივ რადიკალურ ხელისუფლებას და მეორე მხრივ ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს, სასწრაფოდ შეიქმნას შესაბამისი სამუშაო ფორმატები, დავიწყოთ სამუშაო პროცესი იმისთვის, რომ ქვეყანა გავიყვანოთ სამშვიდობოს და პირველ რიგში იმისთვის, რომ ქვეყანამ დაიბრუნოს ლიდერის სტატუსი ასოცირებულ ტრიოში და საბოლოო ჯამში გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები."
ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
402280169_667265871898826_5602012432989682113_n.mp4
„დავით ხიდაშელი საქართველოს სამონადირეო მეურნეობის ბიზნესიდან გადის”, – ამის შესახებ კომპანიის განცხადება „პუბლიკას” მან თავად მიაწოდა.
რაჭის მოსახლეობა, მათი მხარდამჭერები და მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ დავით ხიდაშელისთვის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში 97 000 ჰექტარ ტყეზე 49-წლიანი ლიცენზიის გაუქმებას მოითხოვს.
მოძრაობის განცხადებით, ლიცენცია გაიცა კანონით გათვალისწინებული ეტაპის – მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფის გარეშე, რაც ლიცენზიის შეწყვეტის საფუძველი
პარლამენტმა, პირველი მოსმენით, სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის განულებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი მიიღო.
ინიციატივის ფარგლებში, ცვლილება “უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონსა და “საგადასახადო კოდექსში“ შედის.
მთავრობის პროექტის მიხედვით:
საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისგან თავისუფლდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის ფინანსური დავალიანების მქონე/ფინანსური დავალიანების საფუძვლით სტატუსშეჩერებული სტუდენტების მიერ 2023 წლის 1 აგვისტოს მდ
პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს წერილობით მიმართვას.
როგორც მიმართვაშია აღნიშნული, პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ გამოხატავს მზაობას, კვლავ მიიღონ მონაწილეობა ევროკავშირის რეკომენდაციებისა და დათქმების შესრულების სამუშაო პროცესში.
ამ მიზნით, ისინი პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდებენ, რომ დროულად მოახდინოთ შესაბამისი საპარლამენტო სამუშაო ფორმატების ინიცირება.
„საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებისა და შემდ
AFP-ის ცნობით, საფრანგეთის სასამართლომ სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის, რომელიც 2013 წელს ქიმიური იარაღის გამოყენებაშია ბრალდებული, დაკავების საერთაშორისო ორდერი გასცა.
ქიმიური იარაღის გამოყენების გარდა, ასადს ბრალად 2013 წლის აგვისტოში დამასკოს მახლობლად განხორციელებული სამხედრო დანაშაულები ედება, როდესაც 1400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
საფრანგეთმა დაკავების საერთაშორისო ორდერი სირიის პრეზიდენტის ძმის, მაჰერ ასადის მიმართაც გასცა, რომელიც სირიის ელიტურ სამხედრო ნაწილს ხელმძღვანელობს
პუტინი თვლის, რომ მსოფლიოს უკრაინა უნდა დაივიწყოს, მაგრამ მას ამ სამსახურს არ გავუწევთ. ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა.
“გერმანია მყარად დგას უკრაინის მხარეს - და თქვენს გვერდით იქამდე ვიქნებით, სანამ ეს საჭირო იქნება! უკრაინა საჭიროებს ჩვენს მხარდაჭერას მითუმეტეს ახლა, როდესაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარეობს ომი და უკრაინა აღარ იღებს იმ ყურადღებას, რომელსაც ასე მწვავედ საჭიროებს.
პუტინის გათვლა ასეთია: მსოფლიომ უკრაინა უნდა დაივიწყოს. მაგრამ მე მ