საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან რაჭის ტყეებთან დაკავშირებით პროტესტი გრძელდება.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის თქმით, ისინი სამინისტროსთან მანამდე იქნებიან, ვიდრე მათი მოთხოვნები ბოლომდე არ შესრულდება.
“მოთხოვნა რჩება უცვლელი, რაც გულისხმობს ლიცენზიის გაუქმებას, რომელიც კანონდარღვევით გაიცა და მოსახლეობის ინტერესები არ ყოფილა გათვალისწინებული. ჩვენ ვაგრძელებთ პროტესტს აქ. დიდი წინააღმდეგობის და უსაფუძვლო დაკავებების მიუხედავად, გუშინ მოვახერხეთ კარვის გაშ
“ოცნებას” და “ნაც.მოძრაობას” ერთმანეთთან პარტნიორული ინტერესები აქვთ. პოლიტიკის მიღმა აქვთ ბიზნესში ინტერესები, მაგალითად ქოლ-ცენტრები ავიღოთ, კეზერაშვილისა და ფარცხალაძის დუეტი ავიღოთ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეთა არჩევა ავიღოთ. ეს არის კონკრეტული ფაქტები და კონკრეტულ ფაქტებზე დაფუძნებული მსჯელობა.”
ბექა ლილუაშვილი, საპრლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე.
403613129_860216335885294_5603548272029863798_n.mp4
ზოგიერთი ლიდერი შთაბეჭდილების ქვეშაა, რას შეიძლება ცდილობდეს რუსეთი საქართველოში თუ საქართველოს მიმართ, უკრაინაში მარცხის დასაკომპენსირებლად - ზოგიერთი ადამიანი ასეთი პერსპექტივის მიმართ შესაძლოა, შიშს გრძნობდეს, მაგრამ მე ამას არ ვიზიარებ - ვფიქრობ, საუკეთესო თავდაცვა ევროკავშირის სოლიდარობაა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა France 24-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, ეპყრობა თუ არა საქართველოს მთავრობა პუტინს ზედმეტი პატივისცემით და როგორ ა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ 11 პირი დააკავა.
ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით ჩადენილი ქმედებისთვის დააკავეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით მობილიზ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მიმდინარე აქციის მონაწილეები მათი მოთხოვნების შესრულებამდე ტერიტორიაზე დარჩენას აპირებენ.
ისინი აქციაზე პოლიციის მიერ დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ. ასევე, კვლავ მოითხოვენ, რომ სამართალდამცველებმა სამინისტროს შენობის ეზოში შეუშვან.
როგორც პროტესტის მონაწილეები ამბობენ, მათ სამინისტროს ეზოს გვერდითა შესასვლელიდან შესვლა შესთავაზეს, თუმცა თავად ითხოვენ, რომ ტერიტორიაზე წინა მხრიდან შესვლის უფლება მიეცეთ.
შეგახსენებთ, რო
სალომე ზურაბიშვილმა France 24-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოსთვის დასავლეთიდან არავის უთხოვია, ეროვნულ დონეზე შეერთებოდა სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, საქართველო უერთდება საერთაშორისო ფინანსურ სანქციებს და მნიშვნელოვანია, ეს ხმამაღლა ითქვას.
გარდა ამისა, პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი თავს ჯერ საქართველოს დაესხა, შემდეგ კი – უკრაინას.
მისი თქმით, უკრაინამ რუსეთს დიდი წინააღმდეგობა გაუწია – ის ბევრად დიდი და ძლიერი ქვეყანაა. სავარაუდოდ, ვლადიმირ პუტინი
“მიუხედავად დიდი პატივისცემისა, ერთ რამეში ვერ დავეთანხმებით ქალბატონ პრეზიდენტს, ივანიშვილი არ არის ერთადერთი ოლიგარქი, რომელიც არაფორმალურად არის ჩართული ქართულ პოლიტიკაში. ოლიგარქები, სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკურ რეალობაში ოპოზიციურ პარტიებში არა ერთია.”
ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.
402621249_658542959685309_9031246872889962720_n.mp4
“ისე ჟონგლიორობდა ფინანსთა მინისტრი ამ ციფრებით და ასობით მილიონ ლარს ისე ამაყად ისროდა აქეთ-იქით, გეგონება ივანიშვილის ჯიბიდან იღებდა ფულს და ხალხს ურიგებდა, ამადლითა მათ, არადა ხალხის ფულია. ეს ბიუჯეტი არის მთლიანად საარჩევნო საჭიროებებზე მიმართული და არა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის საჭიროებებზე.”
ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე.
401834947_1771741399905840_2842663273631597281_n.mp4
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, გურიაში, საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთებზე მოძრაობა აიკრძალა.
კონკრეტულად, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის 34-დან 53-ე კილომეტრამდე მონაკვეთზე (ჩხაკაურა-ბახმარო). მოძრაობა აკრძალულია ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის მე-13-დან 33-ე კილომეტრამდე მონაკვეთზეც.
მოძრაობა თავისუფალია ჩოხატაურიდან სოფელ ჩხაკაურამდე.
პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე “ქართული ოცნების” დეპუტატი ისევ დაესხა თავს ოპოზიციონერ ქალებს. ამჯერად, უმრავლესობის წევრმა, ლევან მგალობლიშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” წევრ თინა ბოკუჩავას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ანი წითლიძეზე კი ფიზიკური თავდასხმა სცადა.
შემთხვევა იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის მოსმენისას მოხდა. ბრეგაძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრობდა და ამტკიცებდა, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მისი პირობები დამაკმაყოფილებელი იყო. ამას დარბაზიდან რეპლიკებით გამოეხმა
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა ირმა ზავრადაშვილმა 2023 წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში სამი უძრავი ქონება და აღებული ხელფასი არ გაასაჯაროვა, - აღნიშნულთან დაკავშირებით, ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ავრცელებს.
მათი ცნობით, ზავრადაშვილმა ასევე არასრულყოფილად ასახა ინფორმაცია მეუღლის სამეწარმეო საქმიანობის შესახებ.
„დარღვევა I: ირმა ზავრადაშვილმა დეკლარაციაში მის საკუთრებაში არსებული სასტუმროს ნომერი დაბა ბაკურიანში (36.5 კვ.მ) არ ასახა. ასე
დღეს პარლამენტში მორიგი უმსგავსობა ვიხილეთ - კიდევ ერთხელ ვგმობ ქალთა მიმართ ნებისმიერი ფორმის ძალადობას - ეს არის ქართული კულტურისათვის შეუთავსებელი, უღირსი და სამარცხვინო საქციელი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რითაც პარლამენტში დღეს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
„საქართველოს პარლამენტი უკვე მერამდენედ ხდება არნახული სირცხვილის მოწმე. სწორედ იმის გამო, რომ ქალი დეპუტატების მიმართ მიუღებელი და აღმაშფოთებელი შეურაცხყოფის პირველ ტალღას პარლამენტ
სალომე ზურაბიშვილს ამ შემთხვევაში არ ვეთანხმები, რომ საქართველოში 1 ოლიგარქია. დღეს ქართულ პოლიტიკაში არაერთი ოლიგარქია | მიშა დაუშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე.
402313245_815876193668873_1444847015875830083_n.mp4
"ჩვენთვის ბარიერი არ არის საინტერესო, რა ბარიერიც იქნება, იმას გადავლახავთ უპრობლემოდ. ჩვენი პარტია არც ერთ სხვა პოლიტიკურ პარტიასთან წინასაარჩევნოდ არ გაერთიანდება."
მიშა დაუშვილი, პარტია"საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
402635867_901856484150699_8944647304193847165_n.mp4
“თუ გვინდა არ ჩავტოვოთ ეს ქვეყანა ფსევდო-მოჩვენებითად დაპირისპირებულ “ოცნებასა” და “ნაცების” ტყვეობაში, ისინი უნდა ჩავტოვოთ 50%ს მიღმა. შესაბამისად ყველა პარტიამ უნდა იმუშავოს თავის ამომრჩეველზე, ხელოვნური გაერთიანებები შედეგს ვერ მოიტანს.”
ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე.
10000000_1056163372074092_1145607495594528874_n.mp4
საქართველოში სტუმრად მყოფი შოტლანდიის საფეხბურთო ნაკრების გულშემატკივართა საქველმოქმედო ორგანიზაცია „ტარტან არმი სანშაინ აპილის“ წარმომადგენლები ჰოსპის „ციცინათელების ქვეყანას“ ესტუმრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს.
„შოტლანდიელმა სტუმრებმა „ციცინათელების ქვეყანას“ ფულადი დონაცია გადასცეს.
შოტლანდიელმა გულშემატკივრებმა „ტარტან არმი სანშაინ აპილ“ 20 წლის წინ დააარსეს და საქველმოქმედო აქტივობას ყველა იმ ქვეყანაში მართავენ, სადაც მათი გუნდი გა
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ეხმაურება თბილისში, რუსთაველის გამზირის დაანონსებულ რეაბილიტაციას და აცხადებს, რომ ამ გზით ხელისუფლება თავიდან ირიდებს დემონსტრაციებს. ამის შესახებ მან X-ზე (ყოფილ ტვიტერზე) დაწერა.
“(რუსთაველის ქუჩის დაკეტვა 2024 წლის არჩევნებისთვის) და ამით მასობრივი დემონსტრაციების თავიდან აცილება არის პრობლემასთან გამკლავების ტიპური საბჭოთა სტილი”, — წერს ის.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავარი გამზირის, რუსთაველის რეაბილიტაცია
1990-იან წლებში აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული და ბოლო პერიოდში იდენტიფიცირებული 20 ადამიანი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დაკრძალეს.
დაღუპულთა პანაშვიდები სამების საკათედრო ტაძარში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, დაკარგულთა მოძიება, საქართველოში გადმოსვენება და იდენტიფიცირება წითელი ჯვრის დახმარებით გახდა შესაძლებელი.
ოფიციალური ცნობით, ხუთი
საქართველოს ევროპულ გზაზე უკან დახევა არის საქართველოს დამთავრება; ასე რომ, ჩვენ წინ მივდივართ!, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში კულტურის სფეროს წარმომადგენლებისთვის მიმართვისას განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა კულტურის სფეროს წარმომადგენლებს და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის სასიცოცხლო მნიშვნელობაზე ისაუბრა.
,,ევროინტეგრაციის [პროცესი] არის გზა, რომელიც საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნების გზაა! შეიძლება ა
ბიძინა ივანიშვილს არ უთამაშია დადებითი როლი ევროკავშირისაკენ ჩვენი გზის დაჩქარებაში, რომელიც უკრაინამ წამოიწყო - შესაძლოა, უარყოფითი როლი ითამაშა, თუ ჩავთვლით, რომ ის შთააგონებს მმართველ პირებს, როდესაც ისინი ცუდ გადაწყვეტილებებს იღებენ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Le Monde-სთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, ფიქრობს თუ არა თავადაც ისე, როგორც პრემიერი, რომელმაც ევროკომისიის დადებით რეკომენდაციაში „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანი
მუქარა მუდმივად არის - შესაძლოა, სხვა რამ იპოვონ, მაგრამ კითხვაც არ უნდა იმას, რომ მე არ შევწყვეტ მოგზაურობას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Le Monde-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, შეუძლია თუ არა თავისუფლად მოგზაურობა მას შემდეგ, რაც მისი იმპიჩმენტის მცდელობა მარცხით დასრულდა.
ზურაბიშვილის თქმით, აღნიშნული საქმე დღეს დახურულია.
„მე საკონსტიტუციო სასამართლოში შევეწინააღმდეგე ამ ბრალდებას, მიუხედავად იმისა, რომ თავად ის სხვა ინსტ
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია.
როგორც ზურაბიშვილმა, le monde-სთან ინტერვიუში განაცხადა, ივანიშვილი მათ რიგებშია, „ვინც ვერ წარმოიდგენს, რომ რუსეთი დამარცხდება“.
„ის ოლიგარქია, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა. ასე რომ, მენტალიტეტზე გავლენას ახდენს ის, რაც მან წარსულში გამოცადა. დღეს მსოფლიო ორად იყოფა. ის მათ რიგებშია, ვინც ვერ წარმოიდგენს, რომ რუსეთი დამარცხდება, ამიტომაც ცდილობს წინასწარ მოერგოს რუსეთის გამარჯვებას, რომელიც შესაძ
“ყველა კვლევაში ერთი რამ ჩანს, “ოცნების” მხარდაჭერა მცირდება, პარტია “საქართველოსთვის” მხარდაჭერა კი იზრდება.
ქვეყანაში ძალიან მძიმე მდგომარეობაა, დაშინება, მოსყიდვა, იძულება აქტუალური გახდა, ამ დროს რომ მოქალაქეებმა ღიად დააფიქსირონ საკუთარი ოპოზიციური განწყობა გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. ამიტომ, თითოეული კვლევა რამდენად გამოხატავს მოქალაქეების ზუსტ განწყობას ამასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები ჩნდება. ჩვენთვის საუკეთესო კვლევა არის არჩევნები.”
მ