ხელმოწერების კამპანიას „ჩვენი ხმა ევროპას“ გორის ახალგაზრდობა შეუერთდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი დღეს გორში კამპანიაში ჩართულ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებმაც ხელმოწერით კიდევ ერთხელ გამოხატეს საკუთარი მხარდაჭერა ხელი მოაწერეს ევროპელი ლიდერებისადმი მიმართვას და აღნიშნეს, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია.
მათივე ცნობით, ხელმოწერების კამპანია, რომელიც დღეიდან საქართველოს რეგიონებშიც გაიშლება, 8 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დაიწყო.
საქართველოში ამინდი გაუარესდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 27 ნოემბრიდან 28 ნოემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, შესაძლებელია თოვლის ზვავები, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 5-6 ბალიანი შტორმი.
„მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. მთიან და მაღალმთიან რეგიონებ
„ჰამასმა“ 13 ისრაელელი და 4 ტაილანდელი მძევალი გაათავისუფლა, ისრაელმა კი – 39 პალესტინელი პატიმარი. ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel ავრცელებს.
როგორც ისრაელის სამხედროები აცხადებენ, გათავისუფლებულ ისრაელელ მძევლებს შორის არიან 6 ქალი და 7 ბავშვი.
ისრაელსა და „ჰამასს“ კატარის შუამდგომლობით მიღწეული შეთანხმება 24 ნოემბერს ამოქმედდა. შეთანხმების მიხედვით, „ჰამასი“ 4 დღეში 50 ისრაელელ ტყვეს გაათავისუფლებს, ისრაელის ციხეს კი 150 პალესტინელი დატოვებს. ასევე, ამ პერიოდში საომარი
ქალთა უფლებადამცველმა ფემინისტურმა ორგანიზაცია „საფარმა“ და „ქალთა მოძრაობამ“ დღეს, 25 ნოემბერს, თბილისში, პარლამენტთან აქცია-პერფორმანსი გამართა ბავშვთა ქორწინებისა და ნიშნობის წინააღმდეგ.
„საქართველოში მხოლოდ სრულწლოვანებს აქვთ ქორწინების უფლება, მიუხედავად ამისა, ჩვენ გვესმის შემზარავი ამბები ბავშვთა ქორწინებისა, იძულებითი ნიშნობისა და ქორწინებისა, 16 წლამდე გოგოების მშობიარობისა და ბოლოს 14 წლის აითაჯის მკვლელობისა “ქმრისგან“, — აცხადებენ ორგანიზატორები.
აქცია ბავშვთა
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
„აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დი
21 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის გადაცვალების საქმეზე ბრალდებულ ექიმს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 12 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.
ბრალდებული ქეთევან ცერცვაძე ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელია.
საქმის პროკურორის თქმით, ბრალდებულის მიმართ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან პაციენტის მიმართ გულგრილობა გამოიჩინა. ბრალდების მხარე სწორედ გირაოს გამოყენებას ითხოვდა.
გარდაცვლილი ფეხბურთელის მამა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჰოლოდომორის ხსოვნის დღესთან დაკავშირებით უკრაინის მიმართ სოლიდარობა გამოხატა.
ზურაბიშვილს პოსტის უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა. ზელენსკი აღნიშნავს, რომ უკრაიანამ და საქართველომ ერთმანეთს მხარი უნდა დაუჭირონ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცავებმა 1970 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, ბ.ი. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული კაცი, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვან გოგოს აედევნა ქუჩაში და მის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა.
საქმეზე ჩატარებული საგამ
რუსეთი ღამით უკრაინას 75 უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური ავრცელებს. უკრაინელი სამხედროების ცნობით, 75 დრონიდან ჩამოგდებულია 71.
რუსეთის მასირებული შეტევის მთავარი სამიზნე უკრაინის დედაქალაქი იყო. კიევის მიმართულების რეკორდული რაოდენობით, 50 დრონი გაუშვეს. იერიში თითქმის ექვსი საათი გრძელდებოდა.
როგორც კიევის მერი ვიტალი კლიჩკო აცხადებს, რამდენიმე ჩამოგდებული დრონის ნამსხვრევები კიევში მრავალსართულიან სახლებს დაეცა. შ
მოლდოვის პარლამენტმა საერთაშორისო სანქციების გამოყენების შესახებ კანონი დაამტკიცა.
დოკუმენტში გაწერილია „ქვეყანაში და საზღვარგარეთ მყოფი იმ ფიზიკური და იურიდიული პირებს აქტივების ბლოკირების წესი, რომლებსაც ჩადენილი აქვთ ისეთი ქმედებები, რაც მსოფლიო დონეზე ერთსულოვნად არის სანქცირებული“.
როგორც მოლდოვის პარლამენტის პრესრელიზშია აღნიშნული, ახალი კანონი მიზნად ისახავს „გარკვეული ხარვეზების აღმოფხვრასა და სამართლებრივი ნორმების შესრულების უზრუნველყოფას“.
კანონის მიხედვით, მოლ
საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელი ანასტასია და „რანინა“ ხვალ საფრანგეთის ქალაქ ნიცაში, Palais Nikaïa-ს სცენაზე იმღერებენ.
პროექტ „რანინას“ გამარჯვებული ანასტასია ვასაძე და „რანინას“ მონაწილეები ოთო ბაზერაშვილი და ნიკოლოზ ხარატი საქართველოს სახელით საბავშვო ევროვიზიაზე სიმღერით Over The Sky მეათე ნომრად წარდგებიან.
მომღერლებთან ერთად, ევროვიზიის სცენაზე კიდევ ორი მოცეკვავე – ნიტა ჯამაგიძე და ბარბარე ქაჯაია გამოვლენ.
წლევანდელ საბავშვო ევროფესტივალს ესპანეთი გახსნის და
უკრაინა გერმანიისგან ეკონომიკის მხარდასაჭერად 50 მილიონ ევროს მიიღებს, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა.
„ეს თანხები მთავრობას დაეხმარება, რომ ბიზნესის მხარდაჭერა და შეღავათიანი კრედიტების პროგრამის „5-7-9“-ის დაფინანსება გააგრძელოს “, - განაცხადა შმიგალმა.
შმიგალმა აღნიშნა, რომ მთავრობა ამ თანხებს სოციალური დახმარებისთვის, პენსიებისთვის, ექიმებისა და მასწავლებლების ხელფასებისთვის და სხვა კრიტიკული საჭიროებისთვის გამოიყენებს.
უკრაინის პრემიერმა ს
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, 31 წლის ნიკა გელენიძე საქართველოში ჩამოასვენეს.
ცხედარს აეროპორტში ოჯახის წევრები და რიგითი მოქალაქეები დახვდნენ.
ნიკა გელენიძე, დღესვე, ფოთში საკუთარ სახლში გადაასვენეს.
ცნობისთვის, ნიკოლოზ გელენიძე უკრაინაში 5 სექტემბერს წავიდა, ის ბახმუტთან იბრძოდა, სადაც დაბომბვის შედეგად 18 ნოემბერს დაიღუპა.
იპნ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებით, მათი ინიციატივით, დარგობრივი სამინისტროების, დაინტერესებული ორგანიზებისა და მშობელთა აქტიური ჩართულობით, „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კვების ობიექტის ფუნქციონირებისთვის დადგენილი მინიმალური მოთხოვნები“ დამტკიცდა.
განათლების სამინისტროს ცნობით, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების გარდა, სკოლის კვების ობიექტს, ყოველდღიურ მონიტორინგს გაუწევს სკოლის მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებული იქნება საბაზო და/ან საშუალო საფე
დღეს, 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ქალთა და გოგოების მიმართ ძალადობა ადამიანის უფლებების ყველაზე გავრცელებული დარღვევაა მსოფლიოში.
ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი ამ დღესთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს.
გასული ღამის განმავლობაში რუსეთის არმიამ უკრაინაზე მასშტაბური საჰაერო იერიში მიიტანა. თავდასხმის ძირითადი სამიზნე კიევი იყო. უკრაინის დედაქალაქს სხვადასხვა მხრიდან ირანული წარმოების, „შაჰიდის“ მოდელის დრონებით შეუტიეს.
როგორც უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, შეტევა 6 საათის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობდა და ის იყო ყველაზე მასშტაბური რუსეთის უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, უპილოტონ საფრენი აპარატების უმრავლესობა საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოა
სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, სუნელების 61 ნიმუშიდან 5-ში სუდანის ჯგუფის აკრძალული საღებავი აღმოაჩინეს. მათ შორის:
შპს „ლაგოს“ მიერ წარმოებული წითელი წიწაკა (დაღერღილი, დამზადების თარიღი: 06/10/2023 წელი, ვარგისიანობის ვადა 12 თვე), აღმოჩნდა საღებავი Sudan I. მისამართი: შპს „ცენტრალური ბაზარი“ სენაკი, რუსთაველის ქ. N180 – დახლზე მოვაჭრე ფიზიკური პირი ელისო ჯოლოგუა;
დახლზე მოვაჭრე ფიზიკური პირი ელისო ჯოლოგუასთან აღებულ მისივე წარმოების აჯიკის (დამზადების თარიღი: 1
“რა ხდება რუსთავში?! 2024 წლის არჩევნები მოდის და “ოცნება” ცდილობს ადგილობრივი ბიუჯეტი ისე გაანაწილოს, როგორც მის პარტიულ ორგანიზაციას აწყობს , რის შესაძლებლობასაც ჩვენ არ ვაძლევთ. ჩვენი მიზანია რუსთაველების ინტერესები იყოს მაქსიმალურად გათვალისწინებული.”
მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.
403634281_6834038469998840_5940438598290942100_n.mp4
"ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ოცნებამ და ნაციონალურმა მოძრაობამ, ჯამში ვეღარ მიიღონ 50%”
გიორგი შარაშიძე, პარტია "საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრი.
405775544_309196335278844_7897349048746743639_n.mp4
საქართველოს პროკურატურამ, პაციენტისთვის ჩატარებული არასათანადო მკურნალობის გამო, რამაც ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია, „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკის“ თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელს, ქეთევან ცერცვაძეს ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის ინფორმაციით, პროკურატურამ ექიმს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 220 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (გულგრილობა, ესე იგი საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპე
რა მოხდა რუსთავში? და როგორ გარიგდნენ კიდევ ერთხელ „ნაციონალური მოძრაობა" და „ოცნება"
ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი.
405741604_325549880226143_7666849339473299448_n.mp4
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7128 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7128 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7122 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9594 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9558 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0036 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედ
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომლის ტრაილერის დაგორების შემდეგაც არასრულწლოვანი დაიღუპა.
პროკურატურის განცხადებით, შსს-ის გამოძიებით დადგინდა, რომ სატვირთო ავტომობილის მძღოლმა ვერ უზრუნველყო სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოდ მართვა და ტროტუარზე ფეხით მოსიარულე არასრულწლოვანს შეეჯახა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსა