თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ ორ კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულება გაწყვიტა.
არსებული ინფორმაციით, შესაბამისი ბრძანება დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გუშინ გამოსცა.
როგორც საკითხთან დაკავშირებით დედაქალაქის მერიაში განმარტავენ, კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტა არ იმოქმედებს ვადებზე და წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგება დათქმულ ვადაში.
„თბილისის მერიას, უშუალოდ თბილისის მერს არაერთხელ გაუკეთებია განცხადება კონტრ
საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ბაქოში მომხდარი აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქის დაღუპვა დადასტურდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, საქართველოს საელჩო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში კავშირზეა დაღუპულის ოჯახის წევრებთან.
„დადასტურდა საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი. საქართველოს საელჩო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში კავშირზეა დაღუპულის ოჯახის წევრებთან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, ბინაგადის რაიონში ერთ-ერთ ს
კომპანია „მილენიუმ ბილდერს გრუპი“ დედაქალაქის მერიის მიერ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით კონტრაქტის შეწყვეტის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და იმ მიზეზებს განმარტავს, რამაც ვადების გადაწევა გამოიწვია.
როგორც კომპანიის ტენდერების მენეჯერმა ვახტანგ ჯალიაშვილმა „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, ადგილზე მისულ კომპანიას დახვდა ისეთი ტექნიკური პრობლემები, რომელიც საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებული არ იყო.
მათ შორის, ადგილზე მუშაობდნენ წყლის, გაზისა და ინტერნეტის კომპანიები,
პარტია „საქართველოსთვის“ გენერალურ პროკურატურას "ჯორჯიან მანგანეზში" შესაძლო კორუფციული დანაშაულის გამოძიების მოთხოვნით მიმართავს.
აღნიშნულის შესახებ მიხეილ დაუშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც დაუშვილი აცხადებს, კომპანიას თითქმის 7 წლის განმავლობაში სახელმწიფოს დანიშნული პირი მართავს, რომელსაც უფლებამოსილება ორჯერ გაუხანგრძლივდა იმის მიუხედავად, რომ ვერც გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოსწორება და ვერც ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების დაცვა ვერ შეძლო.
და
თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის იქ არ გაჩერდება, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა.
მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ სხვა „ბოროტი აქტორების“ წახალისება მოხდება.
„მე პალატიდან მივიღე მესიჯი, რომ ჩვენ უკრაინის გვერდით დღეს, ხვალ და რამდენიც საჭირო იქნება, იმდენ ხანს ვიქნებით. თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის იქ არ გაჩერდება და სხვა ბოროტი აქტორების წახალისება მოხდება. სწორედ ამიტომ, უკრაინის უსაფრთხოება ჩ
პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, აქვს მოლოდინი, რომ წინასაარჩევნოდ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას წინააღმდეგ საქმე აღიძრას.
შესაბამისი განცხადებით, ლილუაშვილმა უპასუხა შეკითხვას, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ გიორგი გახარიას სამართლებრივ ჩარჩოში მოუწევს კითხვებზე პასუხების გაცემა.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, პარტიაში ამის მოლოდინი არსებობს, რისთვისაც ისინი მზად არიან.
"რა თქმა უნდა, ამის მოლო
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი შვეიცარიაში ჩავიდა, სადაც ქვეყნის ლიდერებს შეხვდება და დავოსში დაგეგმილ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.
„ბერნში მე გავმართავ მოლაპარაკებებს პარლამენტის ორივე პალატის ხელმძღვანელებთან, პარტიებისა და ფრაქციების ლიდერებთან, პრეზიდენტ ვიოლა ამერდთან“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, შეხვედრებზე მადლიერებას გამოხატავს შვეიცარიის მიმართ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის და
ბაქოში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ბაქოში, ავეჯის სახელოსნოში მომხდარი აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 24 დაშავდა.
აზერბაიჯანის სახელმწიფო სახანძრო დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ, რზა ხუდიევმა განაცხადა, რომ ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია და სახელოსნოს ტერიტორიაზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
ipn
შპს „მაღაროელის” წილის 50%-ის მფლობელმა ჯემალ ხარაიშვილმა „ქართულ ოცნებას“ 60 000 ლარი შესწირა.
ჯემალ ხარაიშვილი ასევე არის დირექტორი „ჯორჯიან მანგანეზის“ ერთ-ერთი შპს-ის – „ჯმ-კონსტრაქშენის”.
„ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ facebook-ზე 2022 წელს გავრცელებულ ინფორმაციებში ხარაიშვილი მოხსენიებულია, როგორც „ჯორჯიან მანგანეზის” ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის კოორდინატორი. იკავებს თუ არა დღემდე ამ პოზიციას ხარაიშვილი, შეკითხვაზე კომპანიაში არ გვიპასუხეს და წერილობით მიმართვა მოგვთხოვეს
"კრიტიკულად მნიშვნელოვანია საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალება, როგორ გააკეთებს ამ არჩევანს, როცა ხელისუფლება საინფორმაციო ძალადობას ახორციელებს თავისივე კონტროლირებადი მედიებით და ძალიან მოხდენილად იყენებს წინა ხელისუფლებისა და სააკაშვილის მეთოდებს."
ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი თითქმის ორი თვით გადაიდო. მოსამართლემ სხდომა, რომელზეც მხარეებმა დასკვნითი სიტყვა უნდა წარმოადგინონ, 26 თებერვალს ჩანიშნა.
გრიგორიადისის ადვოკატი ამბობს, რომ დაცვის მხარე თავის მოწმეებს აღარ გამოკითხავს, რადგან ადვოკატებს სურთ, საქმის განხილვა აღარ გაჭიანურდეს დასრულდეს და მოსამართლემ განაჩენი მალე გამოაცხადოს.
გრიგორიადისის ოჯახი მიიჩნევს, რომ ლაზარეს საქმის განხილვას სასამართლოში „განზრახ აჭიანურებენ”, რომ ლაზარე დიდხანს
სოხუმი რიწის ტბაზე სტალინის აგარაკის გაყიდვაზე ინფორმაციას არ ადასტურებს.
“ოფიციალურად ვაცხადებთ, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას. სტალინის აგარაკი, რომელიც რიწის ეროვნული პარკის ტერიტორიაზეა განთავსებული, საყოველთაო კუთვნილებაა და ვერ იქნება გადაცემული კერძო პირის ხელში. თანამოქალაქეებს ვთხოვთ, მეტი ყურადღება გამოიჩინონ და არ აყვნენ იმ ადამიანების პროვოკაციას, ვისაც ჩვენს საზოგადოებასა და ქვეყნის შიგნით სიტუაციის დესტაბილიზაცია სურს”, – ნათქვამია აფხაზეთის სახელმწიფო აგარაკების მ
მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლოში არც ჩვენებას მისცემს და არც საბოლოო სიტყვით ისარგებლებს. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის დაწყებამდე გრიგორიადისის ადვოკატმა თათია მანიჟაშვილმა განუცხადა.
ადვოკატი დაცვის სტრატეგიიდან გამომდინარე არ საუბრობს, რატომ მიიღო გრიგორიადისმა ეს გადაწყვეტილება.
„ლაზარე გრიგროიადისი პროცესზე არ დაიკითხება, დაცვის მხარესთან კონსულ
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“.
„ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევი
დღეიდან, ამინდი გაუმჯობესდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15-16 და 18 იანვარს საქართველოში უნალექო ამინდი იქნება, ყინვა ღამის საათებში შესუსტდება, დღის ტემპერატურაც მოიმატებს. 17 იანვარს კი ზოგიერთ რაიონში ნალექია მოსალოდნელი.
„თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსამდე მოიმატებს.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 15-16 და 18 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, 17 იანვარს კი იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში, რიჩარდ ნეფიუ 15-18 იანვარს საქართველოსა და სომხეთს ეწვევა, - ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ორივე ქვეყანაში ის განიხილავს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმდინარე ძალისხმევასა და გამოწვევებს, ასევე, განისაზღვრება შემდგომი თანამშრომლობის სფეროები.
რიჩარდ ნეფიუ საქართველოში ხელისუფლების, ანტიკორუფციული ინსტიტუტების, საგამოძიებო ორგანო
მივმართავთ ეგრეთ წოდებულ სახელისუფლებო ტელევიზიების (იმედის, რუსთავი 2-ის, საზოგადოებრივი მაუწყებელის) ფორმალურ ხელმძღვანელებს, ფორმალურ მფლობელებს და რეალურ მეპატრონეს ბიძინა ივანიშვილს:
ბოლო რამდენიმე წელია, ივანიშვილმა სრული კონტროლი მოიპოვა ამ არხებზე და ისინი აქცია ოცნების პოლიტიკურ იარაღად, რომელსაც ის იყენებს ხალხისთვის სიმართლის დასამალად.
ამ თვალსაზრისით, სატელევიზიო პროპაგანდამ მიაღწია ნაცმოძრაობის ხელისუფლების პროპაგანდისტულ სიმაღლეებს., - ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბ
დანიის ახალი მეფე ფრედერიკ X გახდა.
ფრედერიკ X-მ სამეფო ტახტი მას შემდეგ დაიკავა, რაც დედამისმა, დანიის დედოფალმა მარგრეტე II-მ ხელი მოაწერა გადადგომის დეკლარაციას და შვილს გვირგვინი ოფიციალურად გადასცა.
ტახტის გადაცემა დღეს, 14 იანვარს, დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში, ქრისტიანსბორგის სასახლეში შედგა. ამის შემდეგ კი, ტრადიციისამებრ, ქრისტიანსბორგის სასახლის აივნიდან დანიის-პრემიერ მინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა, ახალი მეფის ტახტზე ასვლის შესახებ საჯაროდ გამოაცხადა. ისტორიული მომენტ
საბერძნეთში ქართველები დააკავეს, რომელთაც ბრალად ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობა ედებათ.
როგორც ბერძნული მედია წერს, 7 დაკავებულს შორის ერთ-ერთი ე.წ. კანონიერი ქურდია, რომელიც დანაშაულებრივი ჯგუფის ლიდერია.
მედიის თანახმად, დანაშაულებრივ ჯგუფთან კავშირში კიდევ 13 უცხოელი იმყოფება, რომელთაგან 7-ზე დეპორტაციის პროცედურები დაიწყო.
მედიის ცნობით, პოლიციამ სახლების და საწყობების ძარცვის 35 ფაქტი, 1 ყაჩაღობის და გამოძალვის 2 ფაქტი გახსნა. მათივე ცნობით, ამოღებულია პისტოლეტი, რევოლვერ
ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე გორში ერთი მოქალაქე დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა ძაღლს კისრის არეში სანადირო იარაღით გამჭოლი ჭრილობა მიაყენა. ვეტერინარებმა ძაღლის გადარჩენა შეძლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259 -ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცხოველის წამებას და სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.
ipn
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინას ექნება მეტი დრონები და რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები.
„ამ წლის პირველმა ორმა კვირამ უკვე შესძინა ძალა და შესაძლებლობა უკრაინას. არის ახალი მხარდაჭერის პაკეტები ჩვენი ჯარისკაცებისთვის. არის ძალიან საჭირო შეთანხმებები იარაღისა და ჭურვების ერთობლივ წარმოებაზე, განსაკუთრებით მგრძნობიარე საკითხია დრონები. იქნება მეტი დრონები“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომში გამარჯვების პოტენციალი აქვს.
დღეს, 14 იანვარს, ორბელიანების სასახლის ეზოში საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა. საზოგადოებას ორბელიანების სასახლიდან მიმართა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, სახელმწიფო დროშა მხოლოდ მატერიალური სიმბოლო არაა და ერთიანობის გამოხატულებაა. ამიტომ მისი თქმით, ყველას ევალება დროშის პატივისცემა და ყველა უნდა გრძნობდეს იმ პასუხისმგებლობას, რის გარეშეც ეს დროშა არაფერს ნიშნავს.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა თავი
გორში ძაღლი მოკლეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.
როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარაზე გამოძიება სისხლის სამართლის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას, მისდამი სასტიკი მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი ცხოველის დაღუპვის შემთხვევაში სასჯელის სახედ ითვალისწინებს ჯარიმას, შინაპატიმრობას ერთიდან ორ წლამდე ვადით ან თავისუფლების აღკვეთას ერთიდან ოთხ წლამდე ვადით.
ნეტგაზეთი