Jump to content
Planeta.Ge

Blogs

დონალდ ტუსკი კიევში ჩავიდა

პოლონეთის ახალი პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი კიევში ჩავიდა, - ინფორმაციას პოლონეთის პრემიერის ოფისი სოციალურ ქსელში ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ეს ტუსკის პირველი ვიზიტია უკრაინაში მას შემდეგ, რაც მან პოლონეთის პრემიერის თანამდებობა დაიკავა. პოლონური მედია იუწყება, რომ დონალდ ტუსკი, ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს შეხვდება. იპნ

ნათია მეზვრიშვილი - მოვუწოდებთ „ოცნებას“, საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე, დაუყოვნებლივ დანიშნოს პროკურატურის საქმიანობის ანგარიშის მოსმენა გენერალური პროკურორის მონაწილეობით

მოვუწოდებთ „ოცნებას“, პარლამენტში მოიწვიოს გენერალური პროკურორი და მისი მონაწილეობით განიხილოს ელიტური კორუფციის ფაქტების გამოძიებაზე, კორუფციონერთა დაკავებასა და ბრალდებაზე პასუხისმგებელი მთავარი უწყების - პროკურატურის საქმიანობის ანგარიში, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მეზვრიშვილის განცხადებით, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს მმართველ პარტიასთან დაახლოებული ელიტური ოჯახები სულ უფრო მეტად მდიდრდებიან, საქართველოს პარ

ავღანეთში ჩამოვარდა სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც რუსეთშია რეგისტრირებული

ავღანეთში ჩამოვარდა სამგზავრო ჯეტი, რომელიც ინდოეთიდან რუსეთში ჩარტერულ რეისს ასრულებდა. რუსული მედიის ცნობით, ხომალდი რუსეთის სამოქალაქო თვითმფრინავების სახელმწიფო რეესტრში ირიცხება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კატასტროფის დროს ბორტზე ეკიპაჟის 4 წევრი და 2 მგზავრი იმყოფებოდა. ავიაკატასტროფის ზუსტი მიზეზების დასადგენად შემთხვევის ადგილზე უკვე გაემგზავრა გამომძიებელთა ჯგუფი. თუმცა, პირველადი ცნობებით, თვითმფრინავმა კურსიდან გადაუხვია და მთას შეეჯახა. ნეტგაზეთი

გუდაური (ფოსტა) –კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. „გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხო

ვოლოდიმირ ზელენსკი - მე არ მოვაწერ ხელს რუსეთთან ისეთ შეთანხმებას, რომელიც ყირიმისა და დონბასის დაკარგვას ითვალისწინებს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მთელი უკრაინის ოკუპაციას ცდილობს და არასოდეს სურდა მშვიდობა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „მას უკრაინასთან არანაირი მშვიდობა არ სურს“, - განაცხადა ზელენსკიმ. გარდა ამისა, მისი თქმით, არ განიხილავს ისეთი სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას, რომლის მიხედვითაც დონბასის და ყირიმის დროებით ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის ფედერაციას გადაეცემა. „თუ ჩვენ გვინდა შევაჩეროთ პუტინი, თუ მსოფლიოს არ სურს, რომ ეს განმეორდეს,

ვოლოდიმირ ზელენსკი - ნახევარი მილიონი ადამიანის მობილიზების აუცილებლობას ვერ ვხედავ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამ დროისთვის ვერ ხედავს კონკრეტულ დეტალებს გენერალური შტაბიდან, რომ საჭიროა 500 000 უკრაინელის მობილიზება. „პირადად მე, დღეს ვერ ვხედავ ნახევარი მილიონი ადამიანის მობილიზების აუცილებლობას. ჯერ არ მინახავს საკმარისი მკაფიო დეტალები, რომ ვთქვა, ნახევარი მილიონის მობილიზებაა საჭირო“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. ამასთან, ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანაში მობილიზაცია საჭიროა, რათა მოხდეს ფრონტზე მყოფი ჯარისკაცების ჩანაცვლება.

წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ერისთავის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით იზღუდება

წერეთლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეს, 21:00 საათიდან 22 იანვრის 07:00 საათამდე, თორნიკე ერისთავის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. აღნიშნულ პერიოდში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიცვლება, კერძოდ: „ავტობუსი N308 და მიკროავტობუსები N512 და N531 გლდანიდან იმოძრავებენ მეტროსადგურ „დიდუბის“ ზედა გასასვლელამდე და უკან; ავტობუსი N381 და მიკროავტობუსი N431 ავჭალის დასახლებიდან იმოძრავებენ

ბათუმის ოთხ სავაჭრო ცენტრში სამართალდამცველები მუშაობენ - შენობებიდან მოქალაქეთა ევაკუაცია დასრულდა

ბათუმში, ოთხ სავაჭრო ცენტრში - “გრანდ მოლი”, “ მეტრო სითი” “ბათუმი მოლი” და "პლაზა" კინოლოგები მივიდნენ. ისინი შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ. ოთხივე სავაჭრო ცენტრიდან მოქალაქეებისა და თანამშრომელთა სრული ევაკუაცია ცოტა ხნის წინ განხორციელდა. სავაჭრო ცენტრებთან მყოფი თანამშრომლები აცხადებენ, რომ ტერიტორიაზე სამართალდამცავები დაახლოებით 17:30 წუთზე გამოჩნდნენ, ბათუმის ოთხივე სავაჭრო ცენტრში მუშაობა შეჩერებულია და შენობები ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული, სადაც შესვლა დროები აკრძალულია

ბათუმის სავაჭრო ცენტრებიდან ევაკუაცია მიმდინარეობს

ბათუმში, სავაჭრო ცენტრებიდან - “გრანდ მოლი”, “ მეტრო სითი” და "პლაზა" ევაკუაცია მიმდინარეობს. როგორც “გრანდ მოლის” ერთ-ერთი მაღაზიის თანამშრომელმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრმლებმა დროულად შენობის დატოვება სთხოვეს, თუმცა მიზეზი არ დაუსახელებიათ. ერთ-ერთი ვერსიით, სავაჭრო ცენტრებიდან ევაკუაცია ნაღმის არსებობის შესახებ შეტყობინებას უკავშირდება. “რამდენიმე წუთის წინ, ადმინისტრაციის უსაფრთხოების თანამშრომელი მოვიდა და მკაცრად გაგვაფრთხილა, რომ სასწრაფოდ

USAID-ის წარმომადგენლობა - მუდმივი, ღია და გამჭვირვალე კომუნიკაცია გვაქვს საქართველოს მთავრობასთან, თუ როგორ უჭერს მხარს ჩვენი პროგრამები საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს

საქართველოში USAID-ის წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მუდმივი, ღია და გამჭვირვალე კომუნიკაცია აქვთ საქართველოს მთავრობასთან, თუ როგორ უჭერს მხარს მათი პროგრამები საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. აღნიშნულის შესახებ საქართველოში USAID-ის წარმომადგენლობაში პირველ არხს განუცხადეს. „აშშ-ის მთავრობა, USAID-ის მეშვეობით, ქვეყნის ხელშეწყობის ფარგლებში და საქართველოს საკეთილდღეოდ, მრავალ ორგანიზაციასთან მუშაო

სოხუმში ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში გაჩენილი ხანძრის შედეგად 4 000-ზე მეტი ნამუშევარი განადგურდა

სოხუმში აფხაზ ხელოვანთა „ოქროს ფონდი“ დაიწვა - განადგურებულია სამხატვრო გალერეის 4000-ზე მეტი ეგზემპლარი, - ინფორმაციას Apsnypress-ი ავრცელებს. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. კულტურის მინისტრის, დინარა სმირნის განცხადებით, ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში გაჩენილი ხანძარი „გამოუსწორებელი დანაკარგია ეროვნული კულტურისთვის“. სამხატვრო გალერეის დირექტორის, სურამ საკანიას თქმით, 4 000 ნამუშევარი დაიწვა, ან ცეცხლის ჩაქრობის პროცესში წყალმა დააზიანა. ხანძრის ადგილზე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თ

იტალიაში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

იტალიის დედაქალაქ რომში ქურდობის მცდელობის ბრალდებით, საქართველოს სამი და ლიეტუვის ერთი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილები მაშინ დააკავეს, როდესაც ისინი საცხოვრებელ ბინაში შეღწევას ცდილობდნენ. დაკავებისას, ერთ-ერთმა მათგანმა წინააღმდეგობის გაწევა სცადა. იტალიური მედიის ინფორმაციით, დაკავებულები 33-დან 52 წლამდე ასაკის, წარსულში ნასამართლევი პირები არიან. იპნ

რუსეთში საზღვაო სავაჭრო პორტის ტერმინალი იწვის

რუსეთში, ლენინგრადის ოლქის უსტ-ლუგას პორტში კომპანია Novatek-ის ტერმინალს ცეცხლი გაუჩნდა, - ინფორმაციას რეგიონის გუბერნატორი, ალექსანდრე დროზდენკო „ტელეგრამის“ არხზე ავრცელებს. „უსტ-ლუგას პორტში, კომპანია Novatek-ის ტერმინალში გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა ან დაღუპულა“, - წერს ის. მისი ინფორმაციით, განხორციელდა ტერმინალის თანამშრომლების ევაკუაცია. რუსული მედიის ცნობით, კინგისეპის რაიონში „მაღალი მზადყოფნის რეჟიმი“ გამოცხადდა. შემთხვევის ადგილზე რეგიონული ხელისუფლების

NGO-ები: მიუღებელია პაპუაშვილის ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები და ე.წ. რუსული კანონის ხელახალი აქტუალიზაცია

არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია “არა ფობიას!” წევრები ტოლერანტობის ცენტრის და მისი ხელმძღვანელის, ბექა მინდიაშვილის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურებიან. ნეტგაზეთი განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: 2024 წლის არჩევნების მთავარ სტრატეგიას „ქართული ოცნება“ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით მანიპულირებასა და ანტიდასავლურ რიტორიკას აფუძნებს. ამ გეგმის განხორციელება უკვე დაიწყო პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, შეიჭრა კონსტიტუ

მომდევნო დღეებში საქართველოში თოვლი, ქარბუქი, ნისლი და გზებზე ლიპყინულია მოსალოდნელი

21 იანვარს დღის მეორე ნახევრიდან 23 იანვრამდე საქართველოს მთიან რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით თოვლი, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, ნისლი, გზებზე ლიპყინული. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს. „ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების და ლიპყინულის გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. იპნ

ნიკოლ ფაშინიანი - ერევანი და ბაქო ტერიტორიული პრეტენზიების არარსებობის შესახებ ორმხრივ გარანტიებს ითხოვენ

ერევანი და ბაქო ტერიტორიული პრეტენზიების არარსებობის შესახებ ორმხრივ გარანტიებს ითხოვენ, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. „ჩვენ აზერბაიჯანისგან გარანტიებს ველით და მზად ვართ, მათ გარანტიები მივცეთ“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის მიღწევა თეორიულად შესაძლებელია. „ჩვენ აზერბაიჯანისგან დამატებითი ორმხრივი გარანტიები გვსურს, აზერბაიჯანს კი ჩვენგან, რომ არც ჩვენ და არც მ

ბექა მინდიაშვილი: პაპუაშვილის მხრიდან ეკლესიის „დაცვის“ მცდელობა ფარისევლობაა

სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი, ბექა მინდიაშვილი პარლამენტის თავმდჯომარეს პასუხობს. მინდიაშვილი წერს, რომ პაპუაშვილის განცხადება, რომელიც მის წინააღმდეგ იყო მიმართული „არის მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის ეთიკის უხეში დარღვევა”.  მისი თქმით, ტოლერანტობის ცენტრი დაარსების დღიდან რელიგიის თავისუფლებას იცავს და სამოქალაქო ინტეგრაციის მიზანს ემსახურება. პარლამენტის თავმდჯომარემ შალვა პაპუაშვილმა დღეს თქვა, რომ ბექა მინდიაშვილი ჩართულია და „სულის ჩამდგმ

პაპუაშვილი: პრობლემაა, რომ USAID რელიგიური ისტერიის გამღვივებელ ცენტრს აფინანსებს

პარლამენტის თავმდჯომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ბექა მინდიაშვილი ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი ჩართულია და „სულის ჩამდგმელია” რელიგიური ნიშნით თავდასხმის კამპანიის. პაპუაშვილის თქმით, „მინდიაშვილს აქვს მტრული რიტორიკა მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ და გამოირჩევა რელიგიური შეუწყნარებლობით”. პაპუაშვილმა ტოლერანტობის ცენტრის დაფინანსებაზეც ისაუბრა. თქვა, რომ ცენტრი USAID-ის ერთ-ერთი პროგრამის ფარლბეში ფინანსდება და „ეს პრობლემაა”. პაპუაშვილის თქმით, „ტოლერანტობის ცენტრ

YouTube-მა ნიკიტა მიხალკოვის არხი დაბლოკა

მსოფლიოს უმსხვილესმა ვიდეოჰოსტინგ სერვისმა, YouTube-მა წაშალა რუსი კინორეჟისორისა და კონსპიროლოგის, ნიკიტა მიხალკოვის არხი „ბესოგონTV“, რომელზეც  თავისი გადაცემის, „ბესოგონის“ გამოშვევებს ტვირთავდა, იტყობინება „მედუზა“. მიხალკოვის YouTube-არხი, რომელსაც 1,6 მილიონი გამომწერი ჰყავდა, ახლა ჰოსტინგზე არ იძებნება. თუმცა რუსეთში მყოფ მომხმარებლებს არხზე შესვლისას ხვდებათ წარწერა, რომ იგი დისკრიმინაციული გამონათქვამების წესის მრავალჯერადად დარღვევის გამოა დაბლოკილი. თავად მიხალკოვმა განაცხად

გერმანიის მინისტრი: პუტინი 5-8 წელში, შესაძლოა, ნატოსაც დაესხას თავს

გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის განცხადებით, რუსეთი რამდენიმე წელში, შესაძლოა, ნატოს ქვეყნებსაც დაესხას თავს. ამის შესახებ მან გერმანულ გამოცემა Der Tagesspiegel-თან ინტერვიუში ისაუბრა. ბორის პისტორიუსის განცხადებით, რუსეთის თავდასხმა ნატოს ქვეყნებზე ამ მომენტისთვის  მოსალოდნელი არაა, თუმცა, მისი თქმით, ექსპერტები ელიან, რომ ეს შესაძლოა, 5- 8 წლის შემდეგ მოხდეს. გერმანიის თავდაცვის მინისტრის თქმით, კრემლიდან თითქმის ყოველდღიურად ისმის მუქარა, განსაკუთრებით, ბოლო დ

“ბევრი ადამიანის რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფს” – ომბუდსმენი სტალინის გამოსახულებიან ხატზე საღებავის შესხმაზე

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის აზრით, სტალინის გამოსახულებიან ხატზე საღებავის შესხმა “ბევრი ადამიანის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას იწვევს”. მისი შეფასებით, საბჭოთა დიქტატორის მართლმადიდებლურ საკათედრო ტაძარში გამოსახვის ამ ფორმით გაპროტესტება საშიშია. ასე უპასუხა იოსელიანმა “იმედის” ეთერში ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, იზიარებს თუ არა ხელისუფლების პოზიციას, რომ ბოლო პერიოდში “არნახული შეტევა მიმდინარეობს” საპატრიარქოზე. სახალხო დამცველმა მხოლოდ პროტესტს გამოხატვი

ბაკურიანში ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა წარმატებული სტარტაპერი გიორგი ტუხაშვილია

გუ­შინ ბა­კუ­რი­ან­ში, ერთ-ერთ სა­თხი­ლა­მუ­რო ტრა­სა­ზე უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი გარ­და­იც­ვა­ლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 36 წლის ახალ­გაზ­რდა კაცი სა­თხი­ლა­მუ­რო ტრა­სა­ზე მა­ღა­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობ­და, რა დრო­საც სხვა მო­თხი­ლა­მუ­რეს და­ე­ჯა­ხა. შემ­თხვე­ვის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი ბა­კუ­რი­ან­ში, კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. თვითმხილ­ვე­ლე­ბის ცნო­ბით, მას ქვე­და კი­დუ­რე­ბი აქვს მო­ტე­ხი­ლი. გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდა გი­ორ­გი ტუ­ხაშ­ვ

რუსმა დეპუტატებმა კანონპროექტი მოამზადეს, რომელიც ქვეყნის შეიარაღებული ძალების შესახებ „ცრუ ინფორმაციის“ გავრცელებისთვის კერძო საკუთრების ჩამორთმევას ითვალისწინებს

რუსმა დეპუტატებმა კანონპროექტი მოამზადეს, რომელიც ქვეყნის შეიარაღებული ძალების შესახებ „ცრუ ინფორმაციის“ გავრცელებისთვის კერძო საკუთრების ჩამორთმევას ითვალისწინებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი რუსეთის დუმის სპიკერზე, ვიაჩესლავ ვოლოდინზე დაყრდნობით ავრცელებს. „ყველა, ვინც რუსეთის განადგურებას ცდილობს, ვინც მას ღალატობს, დამსახურებულად უნდა დაისაჯოს და ქვეყანას მიყენებული ზიანი საკუთარი ქონების ფასად აუნაზღაუროს“, - წერს ვოლოდინი „ტელეგრამის“ არხზე. რუსეთის დუმის სპიკერ
×
×
  • შექმენი...