შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში, კ. კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების პროცედურის მიმდინარეობისას, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტებზე, სამართალდამცველების მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 18 პირი.
როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, პოლიციის არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ მოქალაქეებს პროტესტი გამოეხატათ მშვიდობიანი ფორმით, შეკრებილებმა სამართალდამცველებს მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და მათ მი
23 წლის სამხედრო, რომელიც 13 წლის გოგონას პირადი ცხოვრების ხელყოფის, სექსუალური ხასიათის ქმედების იძულებისა და გარყვნილი ქმედებისთვის დააკავეს, დუმილის უფლებას იყენებს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განუცხადა.
მიუხედავად იმისა, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური მომხდართან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს და მტკიცებულებებზე საუბრობს, ადვოკატი აცხადებს, რომ ბრალდება მხოლოდ მოსაზრებების საფუძველზეა წარდგენილი.
კობაიძის თქმით, მძ
დღეს კორუფცია პოლიტიკად არის ქცეული, ჩვენ კორუფციას ვებრძოდით და ეს ადამიანები კორუფციისთვის იბრძვიან, სამწუხარო მოცემულობაა და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ბერდია სიჭინავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს ეკონომიკური ზრდაა, თუმცა ამის შედეგად მხოლოდ 25 ოჯახი მდიდრდება. ბერდია სიჭინავა მიიჩნევს, რომ ამ ფონზე გენერალური პროკურატურა არის ერთადერთი უწყება, რომელსაც ექსკლუზიურად აქვს როგორც გამოძიების, ასევე სის
ახლა მაინც შეაქმნევინეთ ოცნებას ანტიკორუფციული კომისია თბილისის საკრებულოში!, - ამის შესახებ, პარტია "საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრმა გიორგი შარაშიძემ თბილისის საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც გახარიას გუნდის წევრები აცხადებენ, ახალი საკრებულოს უფლებამოსილების ცნობის პირველივე დღიდან მათ თბილისის საკრებულოში ანტიკორუფციული კომისიის შექმნის საკითხი დააყენეს, მაგრამ უკვე ორ წელზე მეტია, ოცნების უმრავლესობა უგულებელყოფს აღნიშნულ ინიციატივას და განაგრძობს მოპარულ
ღაზის სექტორის ცენტრალურ ნაწილში მომხდარი აფეთქების შედეგად ისრაელის 21 ჯარისკაცი დაიღუპა, - ინფორმაციას ისრაელის შეიარაღებული ძალების პრესსპიკერი, დანიელ ჰაგარი ავრცელებს.
მისი თქმით, აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც ისრაელელი ჯარისკაცები საზღვრიდან, დაახლოებით, 600 მეტრში მოქმედებდნენ და სტრუქტურებს და „ჰამასის“ ობიექტებს ანადგურებდნენ.
„როგორც ჩვენთვის ცნობილია, ტერორისტებმა სარაკეტო ყუმბარა ისროლეს ტანკს, რომელიც იცავდა ძალებს და პარალელურად აფეთქება მოხდა ორ ორსართულიან კორპუსში. ამ
წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რიგითსა და 1-ელი კლასის რიგითს წოდებრივი სარგო მოემატათ.
შესაბამისი ცვლილება თავდაცვის მინისტრის ბრძანებაში შევიდა, რომელსაც მოქმედი თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე აწერს ხელს.
მინისტრის ბრძანების მიხედვით, წვევამდელთა ეროვნული სამსახურის რიგითის ხელფასი 400, ხოლო წვევამდელთა ეროვნული სამსახურის 1-ელი კლასის რიგითის წოდებრივი სარგო 440 ლარი იქნება.
წვევამდელები გაზრდილ ხელფასს, მიმდინარე წლის იანვრიდან მიიღებენ.
ipn
საქართველოში, უცხო ქვეყნებიდან მცენარეების შემოტანა, გამრავლება და გადარჩევა ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობის გამო ძველთაგანვე ხდებოდა. ჯერ კიდევ ბერძნულ მითებშია ნახსენები კოლხი მედეას და მისი მამიდის კირკეს განთქმული სამკურნალო მცენარეული ბაღის შესახებ. ქართულ ენაშიც ბაღს რამდენიმე სინონიმი გააჩნია და აღნიშნავს მის დეკორატიულ-სამკურნალო დანიშნულებას - „ადგილი მწვანილოვანი“, „წალკოტი“, „სამოთხე“, „ბაღნარი“ და სხვა.
XVII-XVIII საუკუნეებში ვახუშტი ბატონიშვილის (1735), პიშ
რატი ბრეგაძის თქმით, პარლამენტს საგაზაფხულო სესიაზე წარედგინება კანონპროექტი, რომელიც ბინიდან მდგმურის გამოსახლებას გაამარტივებს.
22 იანვარს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ბრეგაძემ თქვა, რომ კანონპროექტზე მუშაობა უკვე დასრულებულია. საკანონმდებლო ცვლილებების ძალაში შესვლლის შემდეგ კი მოქალაქეებს „გაუმარტივდებათ ის სამართლებრივი ურთიერთობები, რაც უკავშირდება ქირასა და იჯარას”.
რაც შეეხება გამოსახლებას – დღეის მდგომარეობით მაშინ, როცა მდგმური არ იხდის ქირის საფასუ
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თებერვლის დასაწყისში კიევს ეწვევა.
„მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ახლა არ არის ის დრო, რომ უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა შევასუსტოთ, პირიქით, დროა მეტი გავაკეთოთ და უფრო სწრაფად: ფინანსური რესურსებით, სამხედრო აღჭურვილობით, ჯარისკაცების წვრთნებით და ყველაფრით, რაც უკრაინას თავის დასაცავად სჭირდებ
ჯორჯ ბუშის ქუჩაზე, დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშვებული ქალი კლინიკაში გადაიყვანა.
მედიის ცნობით, ქალი უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.
იპნ
დღესდღეობით, ყველა ვინც თავისუფალ სამყაროში თავს ნეიტრალურად წარმოაჩენს ან უკრაინისა და რუსეთის მიმართ თანაბარ დისტანციას ინარჩუნებს, პოლიტიკურ ჯოჯოხეთში ყველაზე ბნელ ადგილს იმსახურებს , - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინა მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის იბრძვის.
„ეს ლოზუნგი არ არის. ეს ცარიელი სიტყვები არ არის იმის შესახებ, რომ აქ თავისუფალი სამყაროს ბედი წ
"კორუფცია და კორუფციასთან ბრძოლა იქნება ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც ყოველთვის ვილაპარაკებთ და უკომპრომისოები ვიქნებით."
მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1459175771662307/
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ 2024 წლის არჩევნებზე მისი პარტია არავისთან ალიანსს არ გეგმავს და მონაწილეობას მარტო მიიღებს.
“არავისთან გაერთიანებას არ ვგეგმავთ, არ ვაპირებთ და არანაირი გაერთიანება არავისთან 2024 წლის არჩევნებისთვის არ იქნება. დაივიწყეთ ეს. ამათ ალაპარაკებთ შიში და მერე ცდილობენ ხან იქ მიგვაწებონ, ხან ამას მიგვაწებონ, იქ რაღაც ზღაპრები მოყვნენ. არანაირი გაერთიანებები არ იქნება. ამ არჩევნებზე ჩვენ წავალთ მარ
კორუფციაზე საუბარი სურს ივანიშვილს? - მოიყვანოს გენერალური პროკურორი და წარადგინოს ანგარიში;
ინსტიტუტების გაძლიერებაზე საუბრობს? - შეიტანოს კონსტიტუციაში ცვლილება და ხალხმა აირჩიოს პირდაპირი წესით პრეზიდენტი;
პოლიტიკური პასუხისმგებლობა და დამბალანსებლის მითის გამყარება უნდა? - აქ არის გახარია, რომელმაც პოლიტიკური დებატები შესთავაზა, დაუჯდეს და ელაპარაკოს;
არც ერთ საკითხთან დაკავშირებით, ივანიშვილს არ ეყო პოლიტიკური გამბედაობა გამოსულიყო და ეპ
"ივანიშვილი ბიზნესიდანაც ისე წავიდა, როგორც ქართული პოლიტიკიდან ? დაარქვას ყველაფერს თავისი სახელი. სად არის საუბარი ლაგუნა ვერესთან, იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიებთან დაკავშირებით? როგორც ჩანს, ამაზე იმიტომ არ საუბრობს, რომ თავისივე ბიზნესინტერესებთან არის დაკავშირებული."
ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/3608842902777510/
საქართველოს სახალხო დამცველმა არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების მასწავლებელთა კარიერული ზრდის მიმართულებით გამოკვეთილი პრობლემების აღმოფხვრისა და დისკრიმინაციის თავიდან აცილების მიზნით, ზოგადი წინადადებით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.
ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
აპარატის ცნობით, სახალხო დამცველის აპარატს არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების 461 მასწავლებელმა მიმართა, ისინი მიუთითებდნენ რომ განათლების სისტემაში გატარებული რ
19 იანვრიდან აია სოფიაში ახალი წესები მოქმედებს, ერთმანეთისგან განცალკევებულია შესასვლელები მომლოცველთათვის და ტურისტებისთვის, რომელთაც აია სოფიას დათვალიერება უნდათ.
ცვლილებები თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს მიერ წამოწყებული სარესტავრაციო სამუშაოების ფარგლებში განხორციელდა. ისინი, ვინც მოსალოცად მიდიან აია-სოფიაში, სულთანაჰმეთის მოედნის იმპერიული კარიბჭიდან შევლენ. ისინი კი, ვისაც ისტორიული აია სოფიას მონახულება სურს, ტურს აჰმედ III-ის შადრევნის მოპირდაპირე მხარეს კარიდან დაიწ
საქართველოს მთავრობის სხდომაზე რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დემონტაჟზე იმსჯელეს.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შენობის რეკონსტრუქცია ძირითად შემთხვევაში შეუძლებელი და არარენტაბელურია, შესაბამისად, იგეგმება ძველი შენობის დემონტაჟი და რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე აშენდება მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება.
მისი თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილი სხვადასხვა სახელმწიფო კლინიკაში უკვე დასაქმდა, ნაწილი დასაქმდება და „ა
24 წლის ერნა შკოიანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მეექვსე კურსის სტუდენტია. ნეტგაზეთთან იგი საკუთარ ამბავს ჰყვება იმის შეახებ, თუ რა გამოწვევების წინაშე დგანან ეთნიკური სომხებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში ახალგაზრდები და რისი ცოდნა აშორებთ მათ საქართველოს სხვა მოქალაქეებისგან.
სოფელში ცხოვრება და ქართული ენა
დავიბადე ნინოწმინდაში, სოფელ ეშტიაში, ტრადიციულ სომხურ ოჯახში. იქ გავიზარდე და სკოლაც იქ დავამთავრე. ჩვენთვის, ბავშვებისთვის სოფელ
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმის გალერეაში გაჩენილ ხანძარს ეხმაურება და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე იზრუნოს.
„ხანძარი, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში სოხუმის ეროვნული გალერეა გაანადგურა, ყველა ჩვენგანისთვის ტრაგედიაა. ვწუხვარ იმის გამო, რაც როგორც დე ფაქტო ხელმძღვანელობის, ისე რუსი ოკუპანტების მხრიდან კულტურული იდენტობის უგულებელყოფის პირდაპირი შედეგია. მოვუწოდებ საერთაშორის
პოლონეთი უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლონეთის პრემიერ-მინისტრ, დონალდ ტუსკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ პოლონეთის ურყევ მხარდაჭერას და სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ვაფასებთ, ისევე როგორც თანამშრომლობის ახალ ფორმას, რომელიც უკრაინის საჭიროებებიდან გამომდინარე იარაღის უფრო მასშტაბურ შესყიდვას ისახავს მიზნად - ეს არის პოლონური სესხი უკრაინისთვის“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ზელენსკიმ დონალდ ტუ
გასული წლის ბოლო სამ თვეში (ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი) რეადმისიის ფარგლებში, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში დაბრუნების შესახებ თანხმობა 971 პირზე გაიცა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, აღნიშნულ სამ თვეში რეადმისიის სულ 978 განცხადებაა განხილული, საიდანაც 971-ზე თანხმობა გაიცა, 7-ზე კი - უარი.
აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი - 565 მოქალაქის საქართველოში დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება გერმანიაში მიიღეს. შემდეგ მოდის საფრანგეთი (166); საბერძნეთ