Jump to content
Planeta.Ge

Blogs

გელათის რებილიტაციის პროცესში შესაძლო სამოხელეო დანაშაულზე პროკურატურას მიმართეს

„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ და „საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირმა“ გელათის რეაბილიტაციის პროცესში შესაძლო სამოხელეო დანაშაულის შესახებ გამოძიების დაწყების მოთხოვნით გენერალურ პროკურატურას მიმართეს. „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, კულტურის პროფკავშირის მიერ მოწოდებული და დამუშავებული საექსპერტო დოკუმენტაციის გამოკვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ 2021-2022 წლებში განხორციელებულმა ჩარევებმა გელათის კედლის მხატვრობაზე დამატებითი შეუქცევადი ზიანი

დანიის პრემიერი - ევროპამ რუსეთის შეკავების მიზნით თავდაცვის ინდუსტრია უნდა განაახლოს - ძალიან გულუბრყვილოები ვიყავით, როცა ისეთ ქვეყნებზე ვართ დამოკიდებული, რომლებზეც არ უნდა ვიყოთ - გაზი რუსეთიდან, ახალი ტექნოლოგიები ჩინეთიდან

ევროპამ 1930-იანი წლების შეცდომები თავიდან უნდა აირიდოს და რუსეთის შეკავების მიზნით თავდაცვის ინდუსტრია განაახლოს, - ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა. „მე უფრო მეტად აგრესიულ რუსეთს ყველა ასპექტში ვხედავ და არა მხოლოდ უკრაინაში. ვფიქრობ, საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ: არის თუ არა უკრაინა რუსეთის საბოლოო დანიშნულების წერტილი თუ ეს მხოლოდ იმის ნაწილია, რისი მიღწევაც მათ, დიდი რუსეთის ხელახლა აშენებით სურთ?“, - განაცხადა მეტე ფრედერ

ისრაელი უკრაინას საჰაერო თავდასხმების გამაფრთხილებელ სისტემებს მიაწვდის

ისრაელი გეგმავს უკრაინას საჰაერო თავდასხმების ადრეული გაფრთხილების სისტემები მიაწოდოს, - ინფორმაციას უკრაინული მედია გაერო-ში ისრაელის მუდმივ წარმომადგენელზე, გილად ერდანზე დაყრდნობით ავრცელებს. „ისრაელი მუშაობს იმაზე, რომ უკრაინას სარაკეტო და უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემები მიაწოდოს“,- აღნიშნა ელჩმა. მისი თქმით, ისრაელი მოხარულია, რომ თავის პოტენციალს უკრაინელ მეგობრებს უზიარებს. ერდანმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრი

სალომე ზურაბიშვილი დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 28 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი ლონდონში Chatham House-ის - საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ორგანიზაციის წევრი პოლიტიკოსები, დიპლომატები, აკადემიკოსები, ბიზნესის წარმომადგენლები და ახალგაზრდები. „ღონისძიებაზე იგეგმება საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა, რის შემდეგაც ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმ

28 თებერვალს, პარლამენტში, საქართველოში აშშ-ს ელჩის მოსმენა იგეგმება

28 თებერვალს, პარლამენტში, საქართველოში აშშ-ს ელჩის რობინ დანიგანის მოსმენა იგეგმება. ამერიკელ დიპლომატს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ. საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი ასპექტები და აშშ-ის საგარეო პოლიტიკა - ეს არის თემა, რომელზეც რობინ დანიგანი საქართველოს პარლამენტში ისაუბრებს. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ასევე გამოვა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, რომელიც დეპუტატებს საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU) და ASEAN-ის საპარლა

ლილუაშვილი - რუსთავის იერსახის ფასად, განაშენიანების პრინციპების დარღვევის ფასად, მხოლოდ და მხოლოდ, კორუფციულად ფულის საშოვნად "ოცნებამ" და "ნაც.მოძრაობამ" ერთად მხარი დაუჭირეს კობახიძე-კალაძის დაჯგუფების - არქის კონკრეტულ პროექტს

"რუსთავის იერსახის ფასად, განაშენიანების პრინციპების დარღვევის ფასად, მხოლოდ და მხოლოდ, კორუფციულად ფულის საშოვნად "ოცნებამ" და "ნაც.მოძრაობამ" ერთად მხარი დაუჭირეს კობახიძე-კალაძის დაჯგუფების - არქის კონკრეტულ პროექტს, რომელსაც რუსთავის თავმჯდომარემ მხარი არ დაუჭირა, ამ ყველაფრის გამო კი რუსთავის მერმა რუსთავის სასამართლოს უჩივლა სასამართლოში. "  ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/7210

ბერდია სიჭინავა - ბრიფინგი რუსთავში განვითარებულ მოვლენებზე (ვიდეო)

ბრიფინგი რუსთავში განვითარებულ მოვლენებზე. ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი.  ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/2170194106648754/

მიშა დაუშვილი - არ შეიძლება სასამართლო რეფორმაზე ვილაპარაკოთ “ნაც.მოძრაობასთან” ერთად, როცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს “ოცნებასთან” ერთა მათ დაუჭირეს მხარი

არ შეიძლება სასამართლო რეფორმაზე ვილაპარაკოთ “ნაც.მოძრაობასთან” ერთად, როცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს “ოცნებასთან” ერთა მათ დაუჭირეს მხარი.    საქართველოში მართლმსაჯულების რეფორმა ჩვენი განსახორციელებელია, ჩვენს პასუხისმგებლობას უცხოელი ჩვენს ნაცვლად ვერ აიღებს.    მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი.   ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1211966523523326/

მერაბ დვალიშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ქართველი სპორტსმენი მერაბ დვალიშვილი სოციალურ ქსელში განცახდებას ავრცელებს და მის მიმართ აგორებულ ცილისმწამებლურ კამპანიას პასუხობს. ,,გამარჯობათ მეგობრებო. როგორც იცით ჩემს მიმართ ბოროტი ადამიანებისგან  წამოვიდა  ცილისმწამება და აბსურდული ბრალდებები ჩემი სახელისა და რეპუტაციის შელახვის მიზნით, რამაც ძალიან იმოქმედა ჩემს ოჯახზე ნათესავებსა და გულშემატკივრებზე. ჩემს მშობლებს ნერვიულობის ნიადაგზე სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები დაეწყოთ. აქამდე ვიკავებდი თავს და არ მინდოდა ამ პროვოკაციებზე

რა იწვევს აფხაზეთში წყლის ფრინველების მასობრივ დახოცვას

რამდენიმე დღის წინ ინტერნეტსივრცეში აფხაზი მოქალაქეების მიერ გავრცელებული ვიდეობი გამოჩნდა, რომელშიც ზღვის სანაპირო ზოლზე გამორიყული, დახოცილი და მომაკვდავი წყლის ფრინველი კოკონაა აღბეჭდილი. აღნიშნულმა კადრებმა სოციალური ქსელების აფხაზ მომხმარებელთა შორის მითქმა-მოთქმა და სჯა-ბაასი გამოიწვია. მათი დიდი ნაწილი ხმამაღლა აცხადებს, რომ ეს მოვლენა თურქული თევზსაჭერი სეინერებიდან გაფუჭებული თევზის ზღვაში გადაყრამ გამოიწვია და გარემოს დაბინძურებაში ბრალს პირდაპირ თურქ მეთევზეებს სდებს.

ცესკო NDI-ის რეკომენდაციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, იმისათვის, რომ პარლამენტის არჩევნები საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში იყოს, განსაკუთრებით, ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის ჭრილში, საარჩევნო ადმინისტრაცია ინტენსიურად ეცნობა როგორც სხვა ქვეყნების გამოცდილებას, ისე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებსა თუ რეკომენდაციებს. როგორც ცესკოს გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის პირველი წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისია უკვე დაასრულა ეროვნულ დემ

ფსოუზე აფხაზი აქტივისტების დაკითხვასთან დაკავშირებით, სოხუმი მოსკოვს მიმართავს

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აცნობა, რომ “რესპუბლიკის ზოგ მოქალაქეს აფხაზეთ-რუსეთის საზღვრის გადაკვეთისას ინციდენტები ექმნება”.  ამასთან, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყება ხაზს უსვამს “ინციდენტის ნეგატიური ინტერპრეტაციის მცდელობებს, რასთან დაკავშირებითაც საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტს არ აქვს კავშირი”.  აფხაზ აქტივისტებს, ოპოზიცინერებს, სამოქალაქო საზოგადოების წევრებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე წალენჯიხის მერიის თანამშრომლები დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები თ. მ. და ბ. ძ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში მდებარე 1550 კვ/მ მიწის ნაკვეთის აუქციონზე გამოტანის სანა

თანამდებობის პირებს ქონებრივ დეკლარაციაში ხარვეზის გამოსასწორებლად 1-თვიანი ვადა ექნებათ - 4 000-დან 10 000 ლარამდე იზრდება თანამდებობის პირისა და მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ნაღდი ფულის ზღვრული ოდენობა, რაც დეკლარაციაში უნდა აისახოს

თანამდებობის პირებს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში ხარვეზის გამოსასწორებლად 1-თვიანი ვადა ექნებათ. ამასთან, 4 000 ლარიდან 10 000 ლარამდე იზრდება თანამდებობის პირისა და მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ნაღდი ფულადი თანხის ზღვრული ოდენობა, რაც ქონებრივ დეკლარაციაში უნდა აისახოს. ამას “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს. ჯერ კიდევ მოქმედი კანონით, ანტიკორუფციული ბიურო უფლებამოსილია თ

"საქართველოსთვის" - რუსთავის მერი - ნინო ლაცაბიძე „ოცნების“ დამფინანსებელი დეველოპერების ბიზნესინტერესების დასაცავად მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს რუსთავის საკრებულოს წინააღმდეგ იყენებს

პარტია "საქართველოსთვის": გვსურს გამოვეხმაუროთ უპრეცედენტო სასამართლო დავას - რუსთავის მერი რუსთავის და რუსთაველების წინააღმდეგ. რუსთავის მერი - ნინო ლაცაბიძე „ოცნების“ დამფინანსებელი დეველოპერების ბიზნესინტერესების დასაცავად მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს რუსთავის საკრებულოს წინააღმდეგ იყენებს. აღნიშნული დავა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ნინო ლაცაბიძე არის არა რუსთაველების მერი, არამედ „ოცნების“ ბიზნეს ჯგუფების მომსახურე პერსონალი. ყველა ის დეველოპერული პროექტი, რის გამოც მერი სა

მოდელს, რომელიც უცხოელების ჩარევას ითვალისწინებს, მხარს არ დავუჭერთ – გახარია სასამართლო რეფორმაზე

ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია სასამართლო სისტემის რეფორმირებაზე საუბრისას აცხადებს, რომ არცერთ მოდელს, რომელიც საქართველოს მმართველობაში უცხოელების ჩარევას ითვალისწინებს, მისი გუნდი მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ მან თეონა გეგელიასთან ინტერვიუში განაცხადა. გეგელიამ მას ჰკითხა, რა გეგმა აქვთ სასამართლო სისტემის რეფორმირებასთან დაკავშირებით, როცა არასამთავრობოთა მიერ წარმოდგენილ პროექტში რეფორმა უცხოელების მონაწილეობით უნდა განხორციელდეს. „არ

დავითაშვილი: საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში უვიზოდ ყოფნას 30 დღით შეძლებენ

ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში უვიზოდ მოგზაურობას ერთჯერადად 30 დღის განმავლობაში შეძლებენ. მისივე განმარტებით, ეს ზუსტად იგივე რეჟიმია, რაც საქართველოს ჩინეთის მოქალაქეებისთვის აქვს დაწესებული. ლევან დავითაშვლის თქმით, ჩინეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, უვიზო მიმოსვლის გააქტიურება კი მისი მხრიდან „ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება”. ჩინეთის მეირ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დაწესებაზე განცხადება

„EU-ის საგარეო პოლიტიკასთან საქართველოს თანხვედრის ხარისხი დაბალია" - ჰერჩინსკი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ EU-ის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს თანხვედრის ხარისხი დაბალია. ის აღნიშნავს, რომ ეს ღრმავდება, თუმცა საქართველოს გრძელი გზა აქვს გასავლელი, რათა ამ მხრივ იდენტური პოზიცია ჰქონდეს. ელჩმა ისაუბრა უცხოურ დეზინფორმაციასთან და მანიპულაციებთან ბრძოლის მნიშვნელობაზეც და განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ევროკავშირის, ასევე, დასავლეთის წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციებს. მისი თქმით, ახლა, როცა არჩევნებია, როგორც EU-ში, ისე ს

ონკოპაციენტები დაფინანსებისა და მედიკამენტების ხელმისაწვდომობის პრობლემებზე პრემიერთან შეხვედრას მოითხოვენ

ონკოპაციენტები, მათი ოჯახის წევრები და ახლობლები მთავრობისგან მოითხოვენ, შესრულდეს ონკოპაციენტების სრულად დაფინანსების პირობა და მოიხსნას 25000-ლარიანი ლიმიტი; ასევე მოითხოვენ მედიკამენტების ქვეყანაში შემოტანის ლოჯისტიკის გაუმჯობესებას, დასაფინანსებელი მედიკამენტების რაოდენობის გაზრდას. ორგანიზაციამ „კავშირი სიცოცხლისთვის“ დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან პრესკონფერენცია გამართა და პრემიერ კობახიძესთან პირისპირ შეხვედრა მოითხოვა. მათ 3 მარტს პარლამენტთან აქციაც დააანონსეს. „საქართ

TI: ხობის მერიამ 10.8 მილიონიანი ტენდერი, სავარაუდოდ, სენაკის მერის ბიძის კომპანიას მოარგო

TI-ის ინფორმაციით, ხობის მერიამ 10.8 მილიონი ლარის ტენდერი, სავარაუდოდ, სენაკის მერის ბიძის, დემურ გადელიას კომპანიას მოარგო. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” განცხადებით, ხობის მერიამ გზების რეაბილიტაციაზე 2024 წლის 17 იანვარს ტენდერი გამოაცხადა, რომლის ღირებულებაც 10,818,151 ლარი იყო. ზუსტად ეს თანხა, ორგანიზაციის ცნობით, ტენდერის ერთადერთმა მონაწილემ შესთავაზა, ეს სენაკის მერის, ვახტანგ გადელიას ბიძის, დემურ გადელიას კომპანია სს „არქეოპოლისი” იყო.

„იგეგმებოდა ნავალნის გაცვლა ხანგოშვილის მკვლელში" - ანტიკორუფციული ფონდის ხელმძღვანელი

ალექსეი ნავალნის ახლო გარემოცვის წევრი, ანტიკორუფციული ფონდის თავმჯდომარე, მარია პევჩიხი ამბობს, რომ ნავალნის სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე, მისი ვადიმ კრასიკოვიში გაცვლა იგეგმებოდა. ვადიმ კრასიკოვი საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის სასჯელს გერმანიაში იხდის – მას უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. პევჩიხის განცხადებით, როგორც კი უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, ცხადი გახდა, რომ ნავალნი ციხიდან ნებისმიერ ფასად უნდა გამოეყვანათ. მისი თქმით, ნავალნის მხარდ

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი ხელშეუხებლობის გარანტიით იქნება დაცული - მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაპატიმრება, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, ჩხრეკა მხოლოდ პარლამენტის თანხმობით იქნება შესაძლებელი

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი ხელშეუხებლობის გარანტიით იქნება დაცული - „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონით განისაზღვრება, რომ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი ხელშეუხებელია. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს. პროექტით განისაზღვრება, რომ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა მხოლოდ პარლამენტის წინასწარი თანხმობით იქნე

UNICEF-ის ექსპერტი - კვლევებიდან გამომდინარე, თამაშდამოკიდებულთა რიცხვი საქართველოში ნორმიდან დიდ გადახვევას წარმოადგენს და ჩვენი ვარაუდით, დაახლოებით, მოსახლეობის 15%-ია - ნორმა 2-დან 2.5% - მდე მერყეობს

კვლევებიდან გამომდინარე, თამაშდამოკიდებულთა რიცხვი საქართველოში ნორმიდან დიდ გადახვევას წარმოადგენს და ჩვენი ვარაუდით, დაახლოებით, მოსახლეობის 15%-ია - ნორმა 2-დან 2.5% - მდე მერყეობს, - ამის შესახებ განათლების კომიტეტის სხდომაზე UNICEF-ის ექსპერტმა, გუგა ბესელიამ განაცხადა, რომელიც მოზარდებსა და ახალგაზრდებში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების მიმართულებით განხორციელებულ საპარლამენტო თემატურ მოკვლევაში იყო ჩართული. კომიტეტის სხდომაზე, სადაც „მოზარდებსა და ახალგაზრდებში აზარტულ თამაშებზე დამ
×
×
  • შექმენი...