თბილისის საქალაქო სასამართლომ გლდანში, მამის მკვლელობისთვის დაკავებულ შვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, ხოლო ბრალდებულის ინტერესების დამცველმა პროცესზე მისი დაცვის ქვეშ მყოფის გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა 5000 ლარის ოდენობით. აღნიშნული შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა
როგორც ინტერესების დამცველმა სასამართლო პროცესზე აღნიშნა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს მიმალვა არ უცდია, მათ შ
აღგვაფრთოვანებს ქართველი ხალხის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიყვარული - საქართველოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე შეერთებული შტატები თქვენ გვერდითაა,- ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.
„ამ ტრაგიკულ დღეს ვიხსენებთ მათ, ვინც საბჭოთა ოკუპაციას შეეწირა.
აღგვაფრთოვანებს ქართველი ხალხის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიყვარული.
საქართველოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე შეერთებული შტატები თქვენ გვერდითაა“,- აღნიშნულია განცხადებაში.
ს
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქართველ კოლეგას, სალომე ზურაბიშვილს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ორი წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეო მიმართვისთვის მადლობას უხდის.
ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა საქართველოსა და მის თავისუფლებისმოყვარე ერს ძალიან აფასებს.
„გმადლობ ქალბატონო პრეზიდენტო! აგრესორზე ერთობლივი და ძლიერი ზეწოლა მნიშვნელოვანია, რათა ყველა მისი მეზობელი ერი თავისუფალი დარჩეს. ძალიან ვაფასებთ საქართველოსა და მის თავისუფლებისმოყვარე ერს”, - წერს ზელენსკი „ტვიტე
რუსეთის იმპერიალისტური მცდელობები, გამოცადოს ჩვენი სიმტკიცე ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თუ ჰიბრიდულ ზომების გამოყენებით, წარსულს ვერ აღადგენს,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება საბჭოთა ოკუპაციის დღეს.
მისი თქმით, საქართველო თავისუფალი და მტკიცეა და ვერავინ გადაიყვანს გზიდან.
„25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა. მომავლის შესანარჩუნებლად წარსულის გაკვეთილების გახსენება აუცილებელია.
დღეს დამოუკიდებლობამ და თავისუფლებამ გაიმარ
“ორი აზრი არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძე და ყველა ის არაკეთილსინდისიერი გავლენის ჯგუფის წევრი, რომელიც დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წარმოადგენს და სასამართლო სისტემას მართავს, რა თქმა უნდა, უნდა მოშორდეს სასამართლო ხელისუფლებას და აქ, ბუნებრივია, ჩვენი პოლიტიკური გუნდისგან კომპრომისი არავისთან არ იქნება.”
ბერდია სიჭინავა, პარტია “საქართველოსთვის” აღმასრულებელი მდივანი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/10594
თბილისში, რუსთაველის გამზირზე უკრაინისადმი სოლიდარობის მარში იმართება.
აქციაში მონაწილეობენ როგორც საქართველოში მცხოვრები უკრაინელები, ასევე საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც მხარდაჭერას უცხადებენ უკრაინელ ხალხს.
„რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა”, „დიდება უკრაინას” ამ ტრანსფარანტებით მარშის მონაწილეები პარლამენტთან მიმდებარე ტერიტორიისკენ მსვლელობას მართავენ.
სოლიდარობის მარშს რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელიც შეუერთდა.
პუბლიკა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ60 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე, მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტისათვის.
საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
იპნ
გლდანში, მამის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული რეზი გამხიტაშვილი ბრალს არ აღიარებს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულის ადვოკატმა განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს.
ამასთან, უფლებადამცველი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფსიქიკური პრობლემები აქვს და მის მიმართ ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნება.
ადვოკატის თქმითვე, მას ბრალდებულმა განუცხადა, რომ ფსიქიკური პრობლემების გამო, ის რამდენიმე წლის წინ, ექიმთან კონსულტაციაზეც იმყოფებოდა, თუმცა, როგორც უფლებადამ
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელებს, რომლებიც რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ორი წლის განმავლობაში გამარჯვებისთვის იბრძვიან, მადლობა გადაუხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქალაქ ჰოსტომელიდან, რუსების მიერ კიევის სამ დღეში აღება უნდა დაწყებულიყო ვიდეომიმართვა გაავრცელა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა გამარჯვებასთან უკვე 730 დღით არის ახლოს.
„დიდი ქვეყნის დიდი ხალხი! თითოეული მათგანით წარმოუდგენლად ვამაყობ. თითოეული მათგანით აღფრთოვანებული ვარ. მე თითოეული მათგანის მჯერა. ო
ევროპამ თავდაცვა უნდა გააძლიეროს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მეორე წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა.
„შეკავება, თავდაცვითი მზადყოფნა - მე ვიცი, რომ გერმანიის კანცლერისთვის ეს უჩვეულო სიტყვებია. სიტყვები, რომლებიც ჩვენ გერმანიაში იმდენი ხანი არ გამოგვიყენებია, რომ თითქმის დავიწყებული გახდა“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა.
ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ გერმანიამ თავდაცვის ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-მდე გაზარდა და მომდევ
ხერსონის ოლქში რუსული „სუ-34“ ჩამოვარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, რუსული მოიერიშე-ბომბდამშენი ხერსონის ოლქის გენიჩესკის რაიონში ჩამოვარდა.
თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილიდან თვითმხილველები სოციალურ ქსელებში ვიდეო კადრებს აქვეყნებენ. დაუდასტურებელი ინფორმაციით, „სუ-34“ ჩამოაგდეს.
შეგახსენებთ, გუშინ, უკრაინის სამხედრო ძალებმა რუსული A-50 ტიპის თვითმფრინავი ჩამოაგდეს.
იპნ
ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მეორე წლისთავზე კიევში ჩავიდა.
„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მეორე წლისთავის და უკრაინელი ხალხის განსაკუთრებული წინააღმდეგობის აღსანიშნავად კიევში ვიმყოფები. ისე, როგორც არასდროს, ჩვენ უკრაინის გვერდით მტკიცედ ვდგავართ. ფინანსური, ეკონომიკური, სამხედრო და მორალური თვალსაზრისით. იქამდე, სანამ ქვეყანა სრულიად თავისუფალი არ გახდება“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე.
იპნ
ორი წელი გავიდა, მაგრამ რუსეთმა ვერ გაიმარჯვა! რუსეთმა ვერ შეძლო ევროპის დაყოფა, - ასე ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ორი წლისთავს.
როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, უკრაინის მიმართ საქართველოს მხარდაჭერა სახეზეა.
“ორი წელი… ორი წელი გავიდა, მაგრამ რუსეთმა ვერ გაიმარჯვა! რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინისა და თქვენი სიმტკიცის გატეხა. რუსეთმა ვერ შეძლო ევროპის დაყოფა და თქვენგან ევროპის გამოყოფა. თქვენს მიმართ სოლიდარობა ერთსულოვანია, მხარდაჭერა სა
უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან და სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 2 წელი გავიდა.
2022 წლის 24 თებერვლის უკრაინის დროით დილის 5:00 საათზე ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ე.წ. სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.
რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები ჩრდილოეთიდან, აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან შეიჭრნენ უკრაინის ტერიტორიაზე და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ომის დაწყებიდან 731-ე დღეს უკრაინა საკუთარი ტერიტორიების დეოკუპაციისთვის იბრძვის. დღემდე, 3
„ლელო“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეიძლება დაელაპარაკო და ჩვენი ინტერესია, რომ მომავალ პარლამენტში „ლელო“ იყოს წარმოდგენილი, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა.
„ლელო“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეიძლება დაელაპარაკო და ჩვენი ინტერესია, რომ მომავალ პარლამენტში „ლელო“ იყოს წარმოდგენილი, მიუხედავად იმისა, რომ სუიციდის მცდელობები აქვს. ხანდახან ვფიქრობ საკუთარი თავის მტრები როგორ არია
“კეთილი ინებოს ირაკლი კობახიძემ, რომელიც გამჭვირვალედ აცხადებს თავს, ანგარიშვალდებულად საზოგადოების წინაშე, როგორც პრემიერის ინსტიტუტის წარმომადგენელი და უმაღლესი პოლიტიკური პირი, ღარიბაშვილის განკარგულებები დადოს.”
ბერდია სიჭინავა, პარტია “საქართველოსთვის” აღმასრულებელი მდივანი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1435814807372137/
გამოცემა Україна Православна-ს ინფორმაციით, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დონეცკის ეპარქიის მოძღვარი, მარიუპოლის მახლობლად მდებარე სოფელ კამენკას ამაღლების ეკლესიის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ქრისტეფორე (ხრიმლი) უკანონო პატიმრობიდან გაათავისუფლეს და დეპორტაცია საქართველოში გაუკეთეს.
დონეცკისა და მარიუპოლის მიტროპოლიტი სერგიუსის განცხადებით, არქიმანდრიტმა ქრისტეფორემ უკვე გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი.
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი რუსეთის ხელისუფლებამ 2023 წლის სექტე
წელს რაჭაში განსაკუთრებით დიდი თოვლი მოვიდა. ნახეთ, როგორია ის სტიქიის მიღმა:
ზამთარი რაჭაში – ფოტო: თამთა აბუსელიძე/netgazeti
ზამთარი რაჭაში – ფოტო: თამთა აბუსელიძე/netgazeti
ზამთარი რაჭაში – ფოტო: Snow vigil
ზამთარი რაჭაში – ფოტო: Snow vigil
ზამთარი რაჭაში – ფოტო: Snow vigil
ზამთარი რაჭაში – ფოტო: თამთა აბუსელიძე/netgazeti
ზამთარი რაჭაში – ფოტო: Snow vigil
ნეტგაზეთი
გლდანში, შვილის მიერ მამის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც კორპუსის მაცხოვრებლები აღნიშნავენ, მკვლელობა დანით მოხდა.
მათივე ცნობით, შემთხვევას დაკავებულის 12 წლის დაც შეესწრო.
„დანით მოკლაო ამბობენ, მე რომ ჩამოვედი, უკვე დამთავრებული იყო ყველაფერი. ოჯახში რა მოხდა, არ ვიცი. ერთი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, სისხლისგან დაიცალაო, ეს ბიჭი არ გაქცეულა, სახლიდან გამოიყვანეს სამართალდამცავებმა. თუ არ ვცდები, კლინიკაში გარდაიცვალა, 49 წლის იყო დაღუპული. ხელოსანი, მშრომელ
ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ახალი, მე-13 პაკეტი 194 ფიზიკურ და იურიდიულ პირს მოიცავს, - ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრესრელიზშია აღნიშნული.
„საბჭომ დღეს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების მეორე წლისთავის გათვალისწინებით, შემაკავებელი ზომების მე-13 პაკეტი მიიღო პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ, მათ მიმართ, ვინც პასუხისმგებელია პუტინის უკანონო, არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიული ომის გაგრძელებაზე და მნიშვნელოვნად უჭერს მას მხარს. საბჭომ მ
თბილისში, გლდანში შვილმა მამა მოკლა. მომხდარის სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.
„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ამ ეტაპზე ერთი პირია დაკავებული და ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
იპნ
“ოცნების” ამოსავალი წერტილია თვითონ კარგად იყვნენ, ბევრი ფული მოიპარონ, ძალაუფლება გაიხანგრძლივონ, ჩარტერებით იფრინონ, ვილები აიშენონ, პარტიული აქტივი დაასაქმონ, ჩვენი მოქალქეები კი ისევ სიღარიბეში იყვნენ, არც განათლების პერსპექტივა ჰქონდეთ, არც კეთილდღეობა, არც უმუშევრობის დაზღვევა, არც მინიმალურ ხელფასი, არც ჯანმრთელობის დაზღვევა.
ბერდია სიჭინავა, პარტია “საქართველოსთვის” აღმასრულებელი მდივანი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/356920193879024/