არ შეიძლება სასამართლო რეფორმაზე ვილაპარაკოთ “ნაც.მოძრაობასთან” ერთად, როცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს “ოცნებასთან” ერთა მათ დაუჭირეს მხარი.
საქართველოში მართლმსაჯულების რეფორმა ჩვენი განსახორციელებელია, ჩვენს პასუხისმგებლობას უცხოელი ჩვენს ნაცვლად ვერ აიღებს.
მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1211966523523326/
ქართველი სპორტსმენი მერაბ დვალიშვილი სოციალურ ქსელში განცახდებას ავრცელებს და მის მიმართ აგორებულ ცილისმწამებლურ კამპანიას პასუხობს.
,,გამარჯობათ მეგობრებო. როგორც იცით ჩემს მიმართ ბოროტი ადამიანებისგან წამოვიდა ცილისმწამება და აბსურდული ბრალდებები ჩემი სახელისა და რეპუტაციის შელახვის მიზნით, რამაც ძალიან იმოქმედა ჩემს ოჯახზე ნათესავებსა და გულშემატკივრებზე. ჩემს მშობლებს ნერვიულობის ნიადაგზე სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები დაეწყოთ. აქამდე ვიკავებდი თავს და არ მინდოდა ამ პროვოკაციებზე
რამდენიმე დღის წინ ინტერნეტსივრცეში აფხაზი მოქალაქეების მიერ გავრცელებული ვიდეობი გამოჩნდა, რომელშიც ზღვის სანაპირო ზოლზე გამორიყული, დახოცილი და მომაკვდავი წყლის ფრინველი კოკონაა აღბეჭდილი.
აღნიშნულმა კადრებმა სოციალური ქსელების აფხაზ მომხმარებელთა შორის მითქმა-მოთქმა და სჯა-ბაასი გამოიწვია. მათი დიდი ნაწილი ხმამაღლა აცხადებს, რომ ეს მოვლენა თურქული თევზსაჭერი სეინერებიდან გაფუჭებული თევზის ზღვაში გადაყრამ გამოიწვია და გარემოს დაბინძურებაში ბრალს პირდაპირ თურქ მეთევზეებს სდებს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, იმისათვის, რომ პარლამენტის არჩევნები საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში იყოს, განსაკუთრებით, ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის ჭრილში, საარჩევნო ადმინისტრაცია ინტენსიურად ეცნობა როგორც სხვა ქვეყნების გამოცდილებას, ისე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებსა თუ რეკომენდაციებს.
როგორც ცესკოს გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის პირველი წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისია უკვე დაასრულა ეროვნულ დემ
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აცნობა, რომ “რესპუბლიკის ზოგ მოქალაქეს აფხაზეთ-რუსეთის საზღვრის გადაკვეთისას ინციდენტები ექმნება”.
ამასთან, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყება ხაზს უსვამს “ინციდენტის ნეგატიური ინტერპრეტაციის მცდელობებს, რასთან დაკავშირებითაც საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტს არ აქვს კავშირი”.
აფხაზ აქტივისტებს, ოპოზიცინერებს, სამოქალაქო საზოგადოების წევრებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები თ. მ. და ბ. ძ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში მდებარე 1550 კვ/მ მიწის ნაკვეთის აუქციონზე გამოტანის სანა
თანამდებობის პირებს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში ხარვეზის გამოსასწორებლად 1-თვიანი ვადა ექნებათ. ამასთან, 4 000 ლარიდან 10 000 ლარამდე იზრდება თანამდებობის პირისა და მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ნაღდი ფულადი თანხის ზღვრული ოდენობა, რაც ქონებრივ დეკლარაციაში უნდა აისახოს.
ამას “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს.
ჯერ კიდევ მოქმედი კანონით, ანტიკორუფციული ბიურო უფლებამოსილია თ
პარტია "საქართველოსთვის":
გვსურს გამოვეხმაუროთ უპრეცედენტო სასამართლო დავას - რუსთავის მერი რუსთავის და რუსთაველების წინააღმდეგ.
რუსთავის მერი - ნინო ლაცაბიძე „ოცნების“ დამფინანსებელი დეველოპერების ბიზნესინტერესების დასაცავად მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს რუსთავის საკრებულოს წინააღმდეგ იყენებს.
აღნიშნული დავა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ნინო ლაცაბიძე არის არა რუსთაველების მერი, არამედ „ოცნების“ ბიზნეს ჯგუფების მომსახურე პერსონალი.
ყველა ის დეველოპერული პროექტი, რის გამოც მერი სა
ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია სასამართლო სისტემის რეფორმირებაზე საუბრისას აცხადებს, რომ არცერთ მოდელს, რომელიც საქართველოს მმართველობაში უცხოელების ჩარევას ითვალისწინებს, მისი გუნდი მხარს არ დაუჭერს.
ამის შესახებ მან თეონა გეგელიასთან ინტერვიუში განაცხადა. გეგელიამ მას ჰკითხა, რა გეგმა აქვთ სასამართლო სისტემის რეფორმირებასთან დაკავშირებით, როცა არასამთავრობოთა მიერ წარმოდგენილ პროექტში რეფორმა უცხოელების მონაწილეობით უნდა განხორციელდეს.
„არ
ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში უვიზოდ მოგზაურობას ერთჯერადად 30 დღის განმავლობაში შეძლებენ.
მისივე განმარტებით, ეს ზუსტად იგივე რეჟიმია, რაც საქართველოს ჩინეთის მოქალაქეებისთვის აქვს დაწესებული.
ლევან დავითაშვლის თქმით, ჩინეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, უვიზო მიმოსვლის გააქტიურება კი მისი მხრიდან „ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება”.
ჩინეთის მეირ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დაწესებაზე განცხადება
ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ EU-ის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს თანხვედრის ხარისხი დაბალია. ის აღნიშნავს, რომ ეს ღრმავდება, თუმცა საქართველოს გრძელი გზა აქვს გასავლელი, რათა ამ მხრივ იდენტური პოზიცია ჰქონდეს.
ელჩმა ისაუბრა უცხოურ დეზინფორმაციასთან და მანიპულაციებთან ბრძოლის მნიშვნელობაზეც და განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ევროკავშირის, ასევე, დასავლეთის წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციებს. მისი თქმით, ახლა, როცა არჩევნებია, როგორც EU-ში, ისე ს
ონკოპაციენტები, მათი ოჯახის წევრები და ახლობლები მთავრობისგან მოითხოვენ, შესრულდეს ონკოპაციენტების სრულად დაფინანსების პირობა და მოიხსნას 25000-ლარიანი ლიმიტი; ასევე მოითხოვენ მედიკამენტების ქვეყანაში შემოტანის ლოჯისტიკის გაუმჯობესებას, დასაფინანსებელი მედიკამენტების რაოდენობის გაზრდას.
ორგანიზაციამ „კავშირი სიცოცხლისთვის“ დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან პრესკონფერენცია გამართა და პრემიერ კობახიძესთან პირისპირ შეხვედრა მოითხოვა.
მათ 3 მარტს პარლამენტთან აქციაც დააანონსეს.
„საქართ
TI-ის ინფორმაციით, ხობის მერიამ 10.8 მილიონი ლარის ტენდერი, სავარაუდოდ, სენაკის მერის ბიძის, დემურ გადელიას კომპანიას მოარგო.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” განცხადებით, ხობის მერიამ გზების რეაბილიტაციაზე 2024 წლის 17 იანვარს ტენდერი გამოაცხადა, რომლის ღირებულებაც 10,818,151 ლარი იყო. ზუსტად ეს თანხა, ორგანიზაციის ცნობით, ტენდერის ერთადერთმა მონაწილემ შესთავაზა, ეს სენაკის მერის, ვახტანგ გადელიას ბიძის, დემურ გადელიას კომპანია სს „არქეოპოლისი” იყო.
ალექსეი ნავალნის ახლო გარემოცვის წევრი, ანტიკორუფციული ფონდის თავმჯდომარე, მარია პევჩიხი ამბობს, რომ ნავალნის სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე, მისი ვადიმ კრასიკოვიში გაცვლა იგეგმებოდა. ვადიმ კრასიკოვი საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის სასჯელს გერმანიაში იხდის – მას უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
პევჩიხის განცხადებით, როგორც კი უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, ცხადი გახდა, რომ ნავალნი ციხიდან ნებისმიერ ფასად უნდა გამოეყვანათ. მისი თქმით, ნავალნის მხარდ
ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი ხელშეუხებლობის გარანტიით იქნება დაცული - „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონით განისაზღვრება, რომ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი ხელშეუხებელია. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს.
პროექტით განისაზღვრება, რომ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა მხოლოდ პარლამენტის წინასწარი თანხმობით იქნე
კვლევებიდან გამომდინარე, თამაშდამოკიდებულთა რიცხვი საქართველოში ნორმიდან დიდ გადახვევას წარმოადგენს და ჩვენი ვარაუდით, დაახლოებით, მოსახლეობის 15%-ია - ნორმა 2-დან 2.5% - მდე მერყეობს, - ამის შესახებ განათლების კომიტეტის სხდომაზე UNICEF-ის ექსპერტმა, გუგა ბესელიამ განაცხადა, რომელიც მოზარდებსა და ახალგაზრდებში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების მიმართულებით განხორციელებულ საპარლამენტო თემატურ მოკვლევაში იყო ჩართული.
კომიტეტის სხდომაზე, სადაც „მოზარდებსა და ახალგაზრდებში აზარტულ თამაშებზე დამ
მოზარდების 10% ამბობს, რომ მშობლები აფინანსებენ მათ თამაშს, მშობელმა იცის, რისთვის აძლევს ფულს და ფიქრობს, რომ ასე უფრო დაცულია, თუ სახლში პოკერს ითამაშებს, ვიდრე ვთქვათ, თანატოლებთან ფეხბურთის თამაშით, - ამის შესახებ განათლების კომიტეტის სხდომაზე UNICEF-ის ექსპერტმა, გუგა ბესელიამ განაცხადა, რომელიც მოზარდებსა და ახალგაზრდებში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების მიმართულებით განხორციელებულ საპარლამენტო თემატურ მოკვლევაში იყო ჩართული.
კომიტეტის სხდომაზე, სადაც „მოზარდებსა და ახალგაზრდებში აზა
წინასწარი ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულება არც პარლამენტის წევრობის კანდიდატებს ექნებათ.
აღნიშნული გათვალისწინებულია უმრავლესობის მიერ პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში, რომლის თანახმად, ნარკოლოგიური შემოწმების ვალდებულება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების შემთხვევაშიც უქმდება.
ცნობისთვის, ჯერ კიდევ მოქმედი “საარჩევნო კოდექსით, დეპუტატობის მსურველ კანდიდატს ნარკოლოგიური შემოწმება მოეთხოვება. წინააღმდეგ შემთხვევაში მას ცესკოს საარჩევნო რეგისტრაცია
სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირებს ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულება აღარ ექნებათ.
უქმდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონით განსაზღვრული ვალდებულება, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის წევრების, მინისტრების, მათი პირველი მოადგილეებისა და მოადგილეების, ასევე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებისა და მთავრობის წევრების მიერ ნარკოლოგიური შემოწმების გავლასთან. შესაბამისად, უქმდება ნარკო
“ცესკო არის უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინსტიტუტი, მაგრამ დღევანდელი “ოცნების” პირობებში ჩვენ მივიღეთ რეალობა, როცა არცერთი დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი აღარ დარჩა, რომელიც უზრუნველყოფს არჩევნების სამართლიან და მიუკერძოებელ გარემოში ჩატარებას.”
გიორგი შარაშიძე, თბილისის საკრებულოს წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/378757908435352/
"დღეს საბჭოთა ოკუპაციის დღეა! სამწუხაროდ, დღესაც ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის, დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის.
ჩვენს ქვეყანაში რუსული ოკუპაცისაა და მეგობარ უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე, კვლავ სრული სიმძაფრით აღვიქვამთ ამ თარიღის ტრაგიკულობას. დღისა, რომელმაც საუკუნის წინ უთანასწორო ბრძოლაში საქართველო დააშორა ევროპულ არჩევანს!
საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დასაცავად დაღუპული გმირების პატივისცემა ჩვენ ახალ მისიას გვაკისრებს! ჩვ
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შემუშავებულ რეკომენდაციებს აქვეყნებს. რეკომენდაციები ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისიამ საჯარო პოლიტიკის სხვადასხვა აქტორთან, 19-25 თებერვალს შუალედში გამართული შეხვედრების შემდეგ შეიმუშავა.
NDI-ს შეფასებით, არჩევნებამდე რვა, ხოლო წინასაარჩევნო კამპანიების დაწყებამდე ექვსი თვით ადრე ქვეყანაში არსებული გამოწვევებია:
პოლარიზაცია;
სამოქალაქო საზოგადოების (მათ შორის სადამკვირვებლო ორგანიზაციები