Jump to content
Planeta.Ge

Blogs

ეკა ჩავლეიშვილმა დუბლინის კინოკრიტიკოსთა წრის ჯილდო მოიპოვა

ელენე ნავერიანის ფილმში „შაშვი შაშვი მაყვალი” განსახიერებული როლისთვის ეკა ჩავლეიშვილმა მოიპოვა დუბლინის კინოკრიტიკოსთა წრის ჯილდო. მსახიობმა გაიმარჯვა ნომინაციაში – საუკეთესო მსახიობი ქალი. ეკა ჩავლეიშვილი აქამდე საუკეთესო მსახიობ ქალად  დასახელდა სარაევოს, ბელფასტის, ხიხონისა და კოტბუსის ფესტივალებზე. იგი ასევე ნომინირებული იყო ევროპული კინოაკადემიის ჯილდოზე. „შაშვი შაშვი მაყვალი” ელენე ნავერიანის მესამე სრულმეტრაჟიანია ფილმია, რომლის პრემიერაც გაიმართა წლევანდელ კანის კინოფესტივალზე

ზონალურ-საათობრივი პარკირება დიდუბეშიც ამოქმედდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებზე 1-ელი აპრილიდან ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, 6 მარტს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, 1-ელი მარტიდან კონკრეტულ მისამართებზე უკვე განთავსებულია საინფორმაციო ჯიხურები. „კიდევ ერთხელ შევახსენებ მოსახლეობას, რომ 1-ელი აპრილიდან დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმე

თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 6 პირი დავაკავეთ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 6 პირი დააკავეს. უწყების განცხადებით, აღნიშნული პირები ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, ქვემო ქართლის, აჭარისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს/ „დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების, გასაღების მცდელობის, ასევე, უკანონო შეძენა-შენახვის, მარიხუანას გასაღებისა

9 მარტიდან 18-მეტრიანი ავტობუსი N314 მარშრუტზე იმოძრავებს

9 მარტიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელს ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსები დაემატება, რომლებიც N314 მარშრუტის მგზავრებს მოემსახურებიან. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა თბილისის მუნიციპალიტეტის სხდომაზე. კახა კალაძის განცხადებით, ახალი ავტობუსები პირველ ეტაპზე იმ მარშრუტებზე გადის, სადაც ყველაზე დიდი მგზავრთნაკადია. მისივე თქმით, 16 მარტიდან ახალი ავტობუსები N301 მარშრუტზეც  იმოძრავებენ. publika

ევროკავშირი ერთჯერადი პლასტმასის ჭურჭლისა და შეფუთვების გამოყენებას აკრძალავს

ევროკავშირში აიკრძალება ერთჯერადი პლასტმასის ჭურჭლისა და შეფუთვების გამოყენება. აღნიშნული ითვალისწინებს პლასტმასის შეფუთვას ახალი ხილისა და ბოსტნეულისთვის, სასტუმროებსა და სწრაფი კვების ობიექტებში ჰიგიენური საშუალებების შეფუთვებს. POLITICO-ს ინფორმაციით, ახალი კანონმდებლობა მიზნად ისახავს ევროკავშირში ერთჯერადი შეფუთვების ნარჩენების მზარდი რიცხვის შემცირებას. ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2021 წელს ერთ ადამიანზე 188,7 კილოგრამი შესაფუთი საშუალებების ნარჩენი დაგროვდა.

ბექა ლილუაშვილი - ანტიკორუფციულ ბიუროსთან დაკავშირებით სანამ არ იქნება გადაწყვეტილი დანიშვნისა და დამოუკიდებლობის საკითხი და არ ექნება ბიუროს საგამოძიებო ფუნქცია, მანამ ეს უწყება იქნება ბუტაფორია

"ანტიკორუფციულ ბიუროსთან დაკავშირებით სანამ არ იქნება გადაწყვეტილი დანიშვნისა და დამოუკიდებლობის საკითხი და არ ექნება ბიუროს საგამოძიებო ფუნქცია, მანამ ეს უწყება იქნება ბუტაფორია."  ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/954734856353080/

ამირან გამყრელიძე „რესპუბლიკურზე“ - ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ფინანსური გათვლა რომ ვნახე, თუ რამდენი მილიონი ლარი ჯდებოდა ახალი კლინიკა, ცოტა ეჭვი შემეპარა სისწორეში

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ფინანსური გათვლა რომ ვნახე, თუ რამდენი მილიონი ლარი ჯდებოდა ახალი კლინიკა, ცოტა ეჭვი შემეპარა სისწორეში, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში „რესპუბლიკურ საავადმყოფოზე“ საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, „რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან“ დაკავშირებით წარდგენილი გეგმები მოუმზადებელი იყო, პროცესი კი ტრანსპარანტული უნდა ყოფილიყო. ამასთან, განმარტა, რომ არ შეიძლება ხელაღ

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსი ტერორისტებისთვის შავ ზღვაში უსაფრთხო ნავსადგური აღარ არის და არც არასდროს იქნება

უკრაინელი დამცველების შესაძლებლობებმა დაამტკიცა, რომ რუსი ოკუპანტებისთვის შავ ზღვაში უსაფრთხო ნავსადგურები არ არსებობს და არც იქნება. „მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს ჯარისკაცს, ყველა ქვედანაყოფს, რომელიც აღადგენს უსაფრთხოებას და კონტროლს როგორც უკრაინის ცაზე, ასევე ჩვენს შავ ზღვაში“, - განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ. მისი თქმით, უკრაინამ დაამტკიცა, რა შეუძლია. „ამას მოწმობს ჩამოგდებული რუსული სამხედრო თვითმფრინავების რაოდენობა და ჩვენი ბიჭების შესაძლებლობები რუსეთის ფლოტთა

რობინ დანიგანი - საქართველოს ადგილი დასავლურ ოჯახშია და მტკიცედ მჯერა, რომ შეძლებს მიზნის მიღწევას

ჩემი პრიორიტეტი, როგორც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, არის ჩვენი მეგობრობის გაღრმავება და საქართველოს მხარდაჭერა მის დემოკრატიულ გზაზე, განსაკუთრებით მის გზაზე ევროკავშირში წევრობისკენ - საქართველოს ადგილი დემოკრატიულ, დასავლურ ოჯახშია და მტკიცედ მჯერა, რომ საქართველო შეძლებს მიზნის მიღწევას, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა „სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის“ (რონდელის ფონდი) მიერ ორგანიზებულ რონდელის უსაფრთ

Facebook-ი და Instagram-ი შეფერხებით მუშაობს

Facebook-ი და Instagram-ი მსოფლიოს მასშტაბით შეფერხებით მუშაობს. DownDetector-ის თანახმად, სოციალური ქსელების მომხმარებლებს პრობლემები აქვთ Facebook Messenger-თან დაკავშირებითაც. ბოლო მონაცემებით, “ფეისბუქზე“ 300 000-ზე მეტი ანგარიშის გათიშვის შესახებ შეტყობინება დაფიქსირდა, ხოლო “ინსტაგრამის“ გათიშივის შესახებ 47 000-ზე მეტმა მომხმარებელმა განაცხადა. "მეტას" სერვისებზე პრობლემას გამოეხმაურნენ კომპანიაში. "ჩვენ ვიცით, რომ ადამიანებს პრობლემა აქვთ ჩვენს სერვისებზე წვდომზე. ჩვე

შალვა კერესელიძე "ოცნებას" - საინტერესოა, როდემდე აპირებთ ნაცების დაცვას იმისთვის, რომ გაიხანგრძლივოთ ხელისუფლებაში ყოფნის დრო, კიდევ რამდენ ხანს აპირებთ მოჩვენებითად ნაცების რისხვის ხატად წარმოაჩინოთ საკუთარი თავი?

"საინტერესოა, როდემდე აპირებთ ნაცების დაცვას იმისთვის, რომ გაიხანგრძლივოთ ხელისუფლებაში ყოფნის დრო, კიდევ რამდენ ხანს აპირებთ მოჩვენებითად ნაცების რისხვის ხატად წარმოაჩინოთ საკუთარი თავი? სადამდე ფიქრობთ ნაცებთან ერთად მუნიციპალიტეტებში შეთქმულებების მოწყობას. საინტერესოა, როდემდე გააგრძელებთ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, შუას გაკრეფის პრინციპით ერთმანეთის დაცვას და გამხნევებას? მაგრამ არ გამოგივათ იმიტომ, რომ ოცნება უკვე ჩამოსულია ხალხის მხარდაჭერის ისტორიულ მინიმუმზე და აღ

მიშა დაუშვილი - 28 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა ადამიანებს როგორ შეეხოთ, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, პრობლემა არის ის, რომ "ოცნება" ორიენტირებულია პოლიტიკურ კორუფციაზე და რამდენიმე ათეული ოჯახის კეთილდღეობაზე

"ოფიციალური სტატისტიკით რეალური ეკონომიკა ქვეყანაში 28 პროცენტით გაიზარდა, ეს ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობაზე რაღაც უნდა ასახულიყო, მათი ცხოვრება უნდა გაუმჯობესებულიყო. შედეგი გვაქვს ის, რომ მათი ცხოვრება რეალურად არ გაუმჯებესებულა, 28 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა ადამიანებს როგორ შეეხოთ, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და პრობლემა არის ის, რომ "ოცნება" ორიენტირებულია პოლიტიკურ კორუფციაზე და რამდენიმე ათეული ოჯახის კეთილდღეობაზე."  მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქა

მოსამართლე მიქაუტაძეს დედამ 50 000 დოლარი აჩუქა - დეკლარაცია

მოსამართლე გიორგი მიქაუტაძეს დედამ 50 000 დოლარი აჩუქა – ამის შესახებ საუბარია ახალ დეკლარაციაში, რომელიც 29 თებერვლით თარიღდება. რაც შეეხება სხვა მონაცემებს, დეკლარაციის თანახმად, მიქაუტაძე ფლობს 3 მიწის ნაკვეთის 100%-იან წილს, ასევე, ერთი მიწის ნაკვეთის 50%-იან წილს, 2 ავტოფარეხსა და ბინას. მიქაუტაძის მფლობელობაშია მსუბუქი ავტომანქანა, toyota land cruiser 105 და კვადროციკლი. გარდა ამისა, დოკუმენტში მითითებულია, რომ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად გიორგი მიქაუ

„დირექტორმა გოგოებს შარვლის ჩაცმა აუკრძალა“ - სახალხო დამცველის წინადადება

სახალხო დამცველის განცხადებით, ხელვაჩაურის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეების წარმომადგენელმა სქესის/გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის დადგენისთვის მიმართა. საქმის მიხედვით, სკოლაში წლებია მოქმედებს ქვედაბოლოსგან და თეთრი ზედატანისგან შემდგარი უნიფორმა. განმცხადებელი მიუთითებს, რომ მოსწავლეები მოითხოვენ, ფორმას დაემატოს გოგოებისთვის შარვალიც და მათ არჩევანის უფლება მიეცეთ. განმცხადებელი ხაზს უსვამს ასევე იმას, რომ ზამთარში კაბის ტარება მოსწავლეებს დისკომფორტს უქმნის. განმცხადებლის განმარტებით,

პრეზიდენტი - ისლანდია და საქართველო ევროპის კონტინენტზე მშვიდობისა და თავისუფლების განმტკიცების ერთიან სულისკვეთებას იზიარებენ - ევროპის მომავალი უკრაინაში წყდება, სადაც ომი აგრესორის დამარცხებით უნდა დასრულდეს

ისლანდია და საქართველო იზიარებენ ერთიან სულისკვეთებას ევროპის კონტინენტზე მშვიდობის, სტაბილურობის და თავისუფლების განმტკიცების - განვიხილეთ შავი ზღვის სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაზრდილი როლი ალიანსის სტრატეგიაში და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი მომავალი ვაშინგტონის სამიტი, რომ ეს საკითხები კიდევ უფრო აქტუალური გახდეს, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ისლანდიის პრეზიდენტთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, შეხვედრისას პრეზიდენტებმა ვრცლად ისა

ალექსანდრე მოწერელია - თვალსაჩინო მაგალითი შესაძლო კორუფციული გარიგების არის ბალდის კანიონის გარშემო არსებული მდგომარეობა, კორუფციას დაემატა უმწვავესი დაპირისპირება ადამიანებს შორის და ამ ყველაფერს გულგრილად ადევნებს თვალს დღევანდელი „ოცნება“

" კორუფცია აფერხებს განვითარებას და ასუსტებს თანამედროვე საზოგადოებას. კორუფცია არყევს საზოგადოების რწმენას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. კორუფცია განსაკუთრებით ხელს უშლის გარდამავალი ქვეყნების პროგრესს სახელმწიფოს მშენებლობაში არსებული რესურსების გადამისამართებით.   კორუფცია  ლახავს ადამიანის ღირსებას, თანასწორობასა და თავისუფლებას.   კორუფციაა მთავარი მტერი  მოსახლეობის კეთილდღეობის და სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე. ყველა წარმატებული სახლმწიფოს პოლიტიკის მთავარი სამ

სალომე ზურაბიშვილი ისლანდიის პრეზიდენტს ხვდება

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტი, გუდნი იოჰანესონი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ხვდება. მანამდე კი, ორბელიანების სასახლეში სტუმრის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა. პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც მხარეები აუდიენციას გაფართოებულ ფორმატშიც გამართავენ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს. შეხვედრის დასრულების შემდეგ დაგეგმილია ორი ქვეყნის პრეზიდენტების ბრიფინგი. ისლანდიის პრეზიდენტი საქართველოში სამდღიანი ვიზიტ

ბექა ლილუაშვილი უმრავლესობას - ძალაუფლების დაკარგვის გეშინიათ და ყველაფერს შესწირავთ, ოღონდ ეს ძალაუფლება გაიხანგრძლივოთ - არჩევნების ტოტალური გაყალბების ინსტრუმენტებიც ვერ გიშველით!

ძალაუფლების დაკარგვის გეშინიათ და ყველაფერს შესწირავთ, ოღონდ ეს ძალაუფლება გაიხანგრძლივოთ - არჩევნების ტოტალური გაყალბების ინსტრუმენტებიც ვერ გიშველით! - ამის შესახებ პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანაში არსებული პრობლემები გადაფაროს. „ასობით ათასი ბავშვი რომ საარსებო შემწეობას იღებს, გაზრდილს კი ბატონო, მაგრამ გაჭირვებაში რომ ცხოვრობს და ნორმალურად კვების პრობლემ

ბექა ლილუაშვილი - სამწუხაროდ, ხელისუფლებისთვის მთავარი ამოცანა პრობლემების მოგვარება კი არა, პოლიტიკური კორუფციის ჭაობში ქვეყნის კიდევ უფრო მეტად ჩაძირვაა

ბექა ლილუაშვილი, პარტიის „საქართველოსთვის“ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე „ოცნებას“: "აი, დღესაც გისმენთ  და ისევ  აგრძელებთ საკუთარი თავის ქება-დიდებას. ამასობაში, სამწუხაროდ, ქვეყანაში დარჩენილი ახალგაზრდები ევროპაში, ამერიკაში გაქცევაზე ფიქრობენ და უკვე იქ მყოფ ახალგაზრდებს კი, აქეთ გამოხედვაც არ სურთ. დაცლილი ქვეყანა, სადაც მომავალი თაობისთვის, ახალგაზრდისთვის -  ცხოვრება მხოლოდ უსამართლობასთან და უპერსპექტივობასთან ასოცირდება - აი, ეს არის თქვენი პოლიტიკური მემკვიდრეო

განათლების მინისტრი - თამარ ქიტიაშვილმა პროფესიული უნარების სააგენტოს ხელმძღვანელის პოზიცია დატოვა - გარკვეული აცდენები იყო იმ პოლიტიკის განხორციელების მექანიზმებში, რომელიც მე და სამინისტროს გვქონდა

თამარ ქიტიაშვილმა დატოვა უნარების სააგენტოს ხელმძღვანელის პოზიცია - გარკვეული აცდენები იყო იმ პოლიტიკის განხორციელების მექანიზმებში, რომელიც მე და სამინისტროს გვქონდა დასახული. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება ხელმძღვანელი შეცვლილიყო, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა. მისივე თქმით, მომავალ კვირაში გახდება ცნობილი, თუ ვინ გახდება პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორი. „ვადასტურებ, თამა

საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო პარლამენტშია

პრეზიდენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე მოტივირებული შენიშვნები პარლამენტს წარუდგინა. დღევანდელ ბიუროს სხდომაზე პრეზიდენტის ვეტოს საკითხი იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა. კომიტეტის შემდეგ საკითხი კენჭსაყრელად პლენარულ სხდომას გადაეცემა. ვეტოს დასაძლევად 76 ხმაა საჭირო და საპარლამენტო უმრავლესობა მის დაძლევაზე უკვე შეთანხმდა. მოტივირებულ შენიშვნებში პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს, ცესკოს თავმჯდომარის და წევრობის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსი

სამოქალაქო ორგანიზაციები ვარჰეის შუალედური შეფასების თხოვნით მიმართავენ

სამოქალაქო საზოგადოება ევროკომისარს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებისა საკითხებში ოლივერ ვარჰეის თხოვნით მიმართავს, განიხილოს საქართველოს მიერ რეკომენდაციების შესრულების შესახებ შუალედური შეფასების მომზადების შესაძლებლობა. ორგანიზაციების თქმით, ეს მნიშვნელოვნად დაეხმარება ხელისუფლების ანგარიშვალდებულების ხარისხის გაზრდას, რეფორმების გამჭვირვალობასა და ინკლუზიურობას. „2023 წლის დეკემბერში ევროკავშირმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ეს უმნიშ

2 წელში სავალდებულო იქნება, რომ ცხოველის ყიდვის შემთხვევაში გავიაროთ სწავლება – ბითაძე

4 მარტს პარლამენტში „შინაურ და ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტის საკომიტეტო განხილვა დაიწყო. პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე კანონპროექტი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ წარადგინა. როგორც ბითაძემ განაცხადა, კანონპროექტის ირგვლივ არაერთი დეზინფორმაცია გავრცელდა. მისი თქმით, 2 წელიწადში სავალდებულო იქნება, რომ ადამიანმა ცხოველის ყიდვის შემთხვევაში შესაბამის სწავლება გაიაროს. „დღეს ერთმანეთს ვეჯიბრებით, ვინ უფრო კა
×
×
  • შექმენი...