უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ორი წლისთავზე, 24 თებერვალს, თბილისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია „Believe in Ukraine“ გაიმართება.
აქციის მონაწილეები 18:00 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან და პარლამენტისკენ მსვლელობას გამართავენ.
აქცია საქართველოში უკრაინელი აქტივისტების მიერ არის ორგანიზებული და მას ქართულ-უკრაინული პლატფორმაც უერთდება.
ქართულ-უკრაინული პლატფორმა არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის ამოცანაა საქართველოში უკრაინული სათემო ჯგუფებისა და უ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ომში რუსებზე ხუთჯერ ნაკლები დანაკარგები განიცადა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
უკრაინული ძალების მიერ ომში განცდილი დანაკარგების შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ, ზელენსკიმ განაცხადა :
„ვიცით, რომ ათიათასობით ადამიანი დაიღუპა. ათიათასობით ბავშვი იქნა დეპორტირებული. თუ შევადარებთ დაღუპული ჯარისკაცების რაოდენობას, მე ვიტყოდი, რომ თანაფარდობა არის 1:5. ბრძოლაში დაღუპული ყოველ უკრაინელ ჯარისკაც
საქართველოში დნმ-ის ერთიანი ბაზა შეიქმნება. ამ მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო „დნმ-ის მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნის შესახებ“ კანონის პროექტს შეიმუშავებს.
როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, ნებისმიერ პირს ნებაყოფლობით შეეძლება კუთვნილი დნმ მონაცემების წარდგენა, ბაზაში რეგისტრაციის მიზნით.
„საკანონმდებლო ინიციატივის შესაბამისად, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა იდენტიფიკაციის, დანაშაულის პრევენციის, დანაშაულის გახსნისა და მის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიზნით, სსიპ – ლევან სამხარა
მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე პროცესი გადაიდო. შესაბამის ინფორმაციას ლაზარე გრიგორიადისის დედა, თამთა კალანდაძე ავრცელებს.
“რამდენიმე წუთის წინ დაგვირეკა ადვოკატმა, ლაზარეს სასამართლო პროცესი გადაიდო, მოსამართლე შვებულებაშია...”, - წერს გრიგორიადისის დედა.
შეგახსენებთ, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებუ
თათია ჩაფიჩაძე
"ბახმაროს პროექტს არ ახლავს მშენებლობისთვის საჭირო ყველა კვლევა და მისი მასშტაბი კურორტის მოცულობასთან წინააღმდეგობაშია,“ - ამის შესახებ “ურბანული განვითარების ინსტიტუტის” დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა ანი ბიბილაშვილმა „საქმიანი დილის“ ეთერში ისაუბრა.
ბიბილაშვილი ამბობს, რომ პროექტი არ ჯდება კურორტის ლანდშაფტში და მისი ზომა ვერ უზრუნველყოფს გახსნილი ხედების შენარჩუნებას.
არქიტექტორებისა და ურბანისტების ნაწილი მოითხოვს, რომ განაშენი
მედვედევისთვის მხოლოდ ფსიქიატრიული დახმარების რჩევა შეგვიძლია. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
სტანოს განცხადება ჟურნალისტის კითხვას მოყვა რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის შესახებ, რომელმაც განაცხადა, რომ კიევი და ოდესა რუსული ქალაქებია, ხოლო რუსეთი კიევამდე უნდა მივიდეს.
“როგორც წესი, კომენტარს არ ვაკეთებთ ხოლმე უცნაურ განცხადებებზე, განსაკუთრებით ისეთი ხალხისგან, რომლებიც სასოწარკვეთით ეძებენ
ჩვენი მიზანია, ყველა პროცესი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციას ხელი შევუწყოთ, - ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა პარლამენტში, ევროკავშირის ცხრა რეკომენდაციის შესრულების საკითხზე შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
მისივე თქმით, სამწუხაროდ, რასაც “ქართული ოცნება” სთავაზობს, ვერ იქნება ვერც ყოვლისმომცველი და ვერც ეფექტური.
“ჩვენი მიზანია, რომ ყველა პროცესი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციას ხელი შევუწყოთ. მიუხედავად იმისა, მოლოდი
როდესაც გალის რომელიმე სკოლაში აფხაზურის გაკვეთილი ცდება, მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც შეთანხმებული არიან, რომ ქართულის გაკვეთილი ჩატარდეს, რაც თუნდაც მცირე შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს, ქართული ენის სწავლებისთვის გამოყოფილზე ოდნავ მეტი დრო ჰქონდეთ.
ყოველ ახალ სასწავლო წელს გალში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს ახალი საფიქრალი უჩნდებათ – წელსაც ამცირებენ თუ არა ქართულის საათებს?
უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში გალში ქართული ენის
2023 წლის ბოლო სამ თვეში „ქართულმა ოცნებამ“ 9.5 მილიონამდე ლარის შემოწირულება მიიღო - მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებულმა თერთმეტმა კომპანიამ კი 2023 წლის მეორე ნახევარში 200 მილიონზე მეტი ლარის ოდენობის ტენდერი მოიგო,- ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სადაც ორგანიზაციას პოლიტიკური შემოწირულებების კვარტალური მონაცემები აქვს წარმოდგენილი.
ინფორმაციის თანახმად, გასული წლის ბოლო კვარტალში მმართველი პარტიის მიერ მიღე
გვირჩევნია, ოპოზიციაში დავრჩეთ, ვიდრე ნაციონალურ მოძრაობასთან შევქმნათ კოალიცია. „ნაციონალური მოძრაობა" ჩვენთვის წითელი ხაზია.
რა ლოგიკასაც ჩვენს წინააღმდეგ ავითარებენ, მაგ ლოგიკით საკრებულოებში კოალიცია „ოცნებასთან" გვაქვს.
მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1465400681053765/
უკრაინის მარცხი ევროკავშირის ღირებულებებს საფრთხის ქვეშ დააყენებს, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა.
„უკრაინის მარცხი არ შეიძლება შესაძლებლობად განიხილებოდეს, რადგან ჩვენ ყველას გვესმის, სად მიგვიყვანს და რა შედეგები მოჰყვება ამას, თუ ეს მოხდება. ვერავინ იწინასწარმეტყველებს იმას, თუ როგორი შიდა ვითარება იქნება რუსეთში, მაგრამ ნათელია, რომ თუ უკრაინა ამ ომში დამარცხდება, ჩვენი ღირებულებები დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება“, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდე
რეალურად, ცვლილებები და ინიციატივები, რაც წარმოდგენილი აქვს “ოცნებას”, მე არ ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი უსარგებლოა და არ ვარგა. არ არის ეგრე, იქ არის კონკრეტული საკითხები, მათ შორის ორგანული კანონის პროექტში, რომელიც მისაღებია, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც პარლამენტში 9 რეკომენდაციის შესრულების თაობაზე დაგეგმილ სამუშაო შეხვედრას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, “ქართული ოცნების” წარმოდგენილი ინიციატივები, რეალურად, ზედაპირულია დ
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს გიჟი SOB-ი (son of bitch) უწოდა.
ჯო ბაიდენმა კლიმატის ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა, რომ მსოფლიოს ჰყავს ვლადიმერ პუტინი და მისი მსგავსი ადამიანები, რომლის გამოც ყოველთვის უნდა აღელვებდეთ ბირთვული კონფლიქტის საფრთხე.
”ჩვენ გვყავს გიჟი SOB-ი, როგორიცაა პუტინი და სხვები და ჩვენ ყოველთვის უნდა გვაღელვებდეს ბირთვული კონფლიქტი, მაგრამ კაცობრიობის ეგზისტენციალური საფრთხე კლიმატია,” - აღნიშნა ბაიდენმა.
ჯო ბაიდენს ვლადიმერ
გასულ წელს, სიმთვრალის მდგომარეობაში ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის 23 210 შემთხვევა გამოვლინდა - ამავე პერიოდში, დადგინდა სიჩქარის გადაჭარბების 1 მილიონ 303 032 ფაქტი, მათ შორისაა სიჩქარის გადაჭარბება სხვადასხვა დამამძიმებელ გარემოებაში და აღნიშნული დარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევებიც.
რაც შეეხება 2023 წელს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო სხვა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ერთ წელში ტექნიკური ინსპექტირე
დამოუკიდებელი პროფკავშირის, „გილდიის“ განცხადებით, ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრიდან, დასაბუთებისა და წინასწარი გაფრთხილების გარეშე, სამსახურიდან გაათავისუფლეს 27 და 15-წლიანი სტაჟის მქონე 2 კაპელდინერი. თეატრის თანამშრომლები, გაურკვეველი მიზეზით, იანვარში გაათავისუფლეს.
„გილდია“ აცხადებს, რომ საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით, თუ შრომითი ხელშეკრულების ვადა 30 თვეზე მეტია, ან თუ შრომითი ურთიერთობა ვადიანი შრომითი ხელშეკრულების მიმდევრობით ორჯერ ან მეტჯერ დადების შედეგად გრძელდებ
მოსკოვში, პრესის ჯიხურებიდან ამოიღეს გაზეთის სრული ტირაჟი, რომლის პირველ გვერდზეც ნავალნის ფოტო იყო გამოსახული.
ამის შესახებ ინფორმაციას “მედუზა” ყოველკვირეულ გაზეთ “საბესედნიკის” ჟურნალისტზე დაყრდნობით ავრცელებს. ჯიხურებიდან სწორედ ეს გაზეთი ამოიღეს. ეს პრესის შეზღუდვის აპრობირებული მეთოდია ტოტალიტარულ რეჟიმებში.
“მედუზას” ერთ-ერთმა მკითხველმა განუცხადა, რომ ვერ შეძლო გაზეთის ამ ნომრის ყიდვა, რადგან პრესის ჯიხურში უთხრეს, რომ მიიღეს ბრძანება ამ ნომრის გაყიდვის აკრძალვაზე.
“სა
კრიმინალური მენტალიტეტი და საზოგადოებაზე მისი გავლენა – ასე ჰქვია კვლევას, რომლის შედეგები წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრმა (GCRT) დღეს გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, ყოველი მე-5 ადამიანი საქართველოში სადავო საკითხების გადაწყვეტისას უპირატესობას კრიმინალურ სუბკულტურებს ანიჭებს.
კვლევის მიხედვით, კრიმინალური სუბკულტურის მიმღებლობა უფრო მაღალია დასავლეთ საქართველოში, ვიდრე თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოში. ურბანულ ჭრილში კი ამგვარი მენტალიტეტის მიმღებლო
მართალია, თავად ამბობს, ჩემი მუშაობა განსაკუთრებულად არ მიმაჩნიაო, მაგრამ მისი მიდგომა საკითხებისადმი და უცვლელი ინტერესი სიახლისადმი, მის კვლევებთან ერთად, მზექალა შანიძეს ბევრი ნიშნით გამორჩეულ ფიგურად აქცევს ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიისთვის.
ჩვენი საუბარი ბავშვობით დაიწყო, სადაც რა გასაკვირია, რომ მისი მთავარი ინტერესი წიგნი იყო:
წიგნი – მთავარი ინტერესი
ყოველთვის წიგნი იყო ჩემი ინტერესი. მე მგონი, რომ დავიბადე, პირველად წიგნებს შევხედე, ამიტომ ბავშვობაში ძალიან მიყვ
უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ჩარჩო ზაფხულამდე არ იქნება მზად. შესაბამისი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ჩარჩო ევროპულ პარლამენტში არჩევნებამდე არ იქნება მზად, რომელიც ივნისის დასაწყისში გაიმართება.
“სკრინინგის პროცესზე შესანიშნავ პროგრესს ვაღწევთ. ეს ძალიან კარგია. და მოლაპარაკებების ჩარჩოებზე ვმუშაობთ. ჩემი საუკ
საქართველოსთვის მნიშვნელოვანია განაგრძოს და გააფართოოს შიდა რეფორმები, დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს-პრემიერ მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ნატო საქართველოსთან ერთად დგომას განაგრძობს მისწრაფებების შესრულების პროცესში.
“ნატო აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. მხოლოდ ბოლო დღეების განმავლობაში მოკავშირეებმა მილიარდობით ევროს ოდენობის
საქართველოში აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მათი მთავარი პრიორიტეტი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერაა.
ის ჟურნალისტებთან საუბრის დროს გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ბრიუსელში ვიზიტსაც და თქვა, რომ ამას მიესალმება. მისი თქმით, იმედოვნებს, რომ მომავალ წლებში საქართველოს ევროკავშირის წევრად იხილავს.
ელჩმა ისაუბრა არჩევნებზეც და ხაზი გაუსვა, რომ სამართლიანი არჩევნები ძლიერი დემოკრატიის ქვაკუთხ
უკრაინაში მებრძოლი ქართველის, მამუკა გაწერელიას დედა, დალი ჩხეიძე შვილის გადასარჩენად დახმარებას ითხოვს და აღნიშნავს, რომ პატიმრობაში ვერ გადარჩება. ამის შესახებ მან „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
გუშინ რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 22 წლის მამუკა გაწერელიას დონეცკის ე.წ. რესპუბლიკის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.
რუსეთის გენერალური პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ 2022 წელს გაწერელია „ჩავიდა უკრაინაში, სადაც გააფორმა კონტრაქ
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
როგორც საგამოძიებო სამსახური აცხადებს, გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 და 2024 წლებში, ბრალდებული არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, თავის მეუღლეზე ფიზიკურად ძალადობდა და მას სიცოცხლის მოსპობითა და ქონების განადგურებით ემუქრებოდა.
„2023 წლის ოქტომბრისა და დეკემბრის თვეში, ბრალდე