Jump to content
Planeta.Ge

Blogs

ადგილობრივების ინფორმაციით, ლილოს დასახლებაში მოკლულ 21 წლის გოგოს ხელები მავთულით ჰქონდა შეკრული

ადგილობრივების ინფორმაციით, ლილოს დასახლებაში, წინუბანში მოკლულ 21 წლის ქეთი ჯავახიშვილს ხელები მავთულით ჰქონდა შეკრული. როგორც ჟურნალისტებთან საუბარში ერთ-ერთი ადგილობრივი აცხადებს, სავარაუდო დამნაშავე იმავე დასახლების მცხოვრებია. ამასთან, ერთ-ერთი გავრცელებული ვერსიით, აღნიშნული პირი გოგონას ფულს სძალავდა. „მავთულით ჰქონდა ხელები შეკრული, დასახიჩრებული იყოო. მგონი, შინაურები არიან, ეჭვი აქვთ ახლომდებარე კორპუსში მცხოვრებზე, ფულს სძალავდა ის ბიჭი მგონი, ასეთი ლაპარაკი მიდის. ამ გოგოს

გიორგი შარაშიძე - “ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” რომ ჩავტოვოთ 50%-ს ქვემოთ, ამის გასაღები მხოლოდ გახარიას პარტიას უჭირავს

“ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” რომ ჩავტოვოთ 50%-ს ქვემოთ, ამის გასაღები მხოლოდ გახარიას პარტიას უჭირავს.” გიორგი შარაშიძე, თბილისის საკრებულოს წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/370335359222478/

გიორგი შარაშიძე - თუ ჩვენ არ გვექნება სამართლიანი, კონკურენტული და თავისუფალი არჩევნები, ვერ გავხდებით ევროკავშირის წევრები

“არსებული კორუფციის პირობებში ჩვენ ვერ გვექნება სამართლიანი არჩევნები. თუ ჩვენ არ გვექნება სამართლიანი, კონკურენტული და თავისუფალი არჩევნები, ვერ გავხდებით ევროკავშირის წევრები.”     გიორგი შარაშიძე, თბილისის საკრებულოს წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/435943342193585/

ზაზა თავაძე - როგორ წარმოგიდგენიათ, ადამიანი, რომელიც თვითონ არის კორუფციაში შემჩნეული, მის მიერ დანიშნული პირი გამოიძიებს იმის დეკლარაციებს?

“როგორ წარმოგიდგენიათ, ადამიანი, რომელიც თვითონ არის კორუფციაში შემჩნეული, მის მიერ დანიშნული პირი გამოიძიებს იმის დეკლარაციებს? “ ზაზა თავაძე, თბილისის საკრებულოს წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/769579178062693/

სიჭინავა - ნარკოლოგიური შემოწმების ვალდებულების გაუქმებაზე ის პოლიტიკური ძალა საუბრობს, რომელმაც 2021 წელს კობახიძე-კალაძის დაჯგუფების ორგანიზებით „კოკაინშიკობის“ ბინძური, ამორალური კამპანია წამოიწყო გიორგი გახარიას წინააღმდეგ

"ნარკოლოგიური შემოწმების ვალდებულების გაუქმებაზე ის პოლიტიკური ძალა საუბრობს, რომელმაც 2021 წელს კობახიძე-კალაძის დაჯგუფების ორგანიზებით „კოკაინშიკობის“ ბინძური, ამორალური კამპანია წამოიწყო გიორგი გახარიას წინააღმდეგ. დღეს ეს ადამიანები გამოდიან და საუბრობენ, რომ ასეთი შემოწმება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებს არ უნდა მოეთხოვებოდეთ. წარმოუდგენელ სიბინძურეებს კადრულობდნენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში."      ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი

ISFED: „ოცნებამ" Meta-ზე რეკლამაში იმაზე მეტი დახარჯა, ვიდრე ყველა სხვა პარტიამ ერთად

ISFED-მა (სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება) საქართველოში ფეისბუქისა და ინსტაგრამის პლატფორმებზე განთავსებული პოლიტიკური რეკლამების დანახარჯები იკვლია. „მეტას“ რეკლამების ბიბლიოთეკის (ads library) მიხედვით, 2023 წლის 1 ოქტომბრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ფეისბუქისა და ინსტაგრამის პლატფორმებზე საქართველოში მყოფი მომხმარებლებისთვის სოციალური/პოლიტიკური რეკლამა 846-მა გვერდმა განათავსა, 288-ით მეტმა, ვიდრე წინა კვარტალში. რეკლამების ბიბლიოთეკაში მოცემულ

ოკუპანტებმა სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ოკუპანტებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“.

ელჩი - გაკვირვებული ვარ ყურადღებით, რომელიც სახდეპის შიდა მემორანდუმს დაეთმო - ქართულ ენასაც არ აქვს გენდერის აღმნიშვნელი ნაცვალსახელები - მე ამაყი დედა, ამაყი და, ამაყი ცოლი ვარ და ყველამ ის ენა უნდა გამოვიყენოთ, რომელიც სხვების პატივისცემას გამოხატავს

გაკვირვებული ვარ იმ ყურადღებით, რომელიც აქ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა მემორანდუმს დაეთმო, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა ჟურნალისტებს განაცხადა. რობინ დანიგანმა ენტონი ბლინკენის მიერ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის გამოქვეყნებული შიდა მემორანდუმის შესახებ დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ აღნიშნა, რომ ამას საქართველოსთან კავშირი არ აქვს. „უნდა ვთქვა, რომ გაკვირვებული ვარ იმ ყურადღებით, რომელიც აქ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა მემორანდუმს დაეთმო,

იულია ნავალნაია ევროპარლამენტში - პუტინი კრიმინალური დაჯგუფების ლიდერია, მან ჩემი ქმარი მოკლა

პუტინი კრიმინალური დაჯგუფების ლიდერია. ამის შესახებ გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მეუღლემ, იულია ნავალნაიამ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „პუტინი კრიმინალური დაჯგუფების ლიდერია. პუტინმა ჩემი ქმარი ალექსეი ნავალნი მოკლა. მისი ბრძანებით, ალექსეი სამი წლის განმავლობაში აწამეს. მას პატარა საკანში აშიმშილებდნენ, გარე სამყაროსგან მოწყვეტილი იყო და ვიზიტების უფლება არ ჰქონდა. ამის შემდეგ მის სხეულსა და დედას მიაყენეს შეურაცხყოფა. პუტინს ყველაფერი შეუძ

ელჩი - აშშ ყველა მხარესთან მუშაობას გააგრძელებს, რათა ქართველებმა იცოდნენ, რომ მათი ხმები სამართლიანად არის დათვლილი, მათ მიერ მიცემული ხმები ფარულია, პროცესი კი თავისუფალი და სამართლიანია

ქართველებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი ხმები სამართლიანად არის დათვლილი, საარჩევნო პროცესი კი თავისუფალი და სამართლიანია, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „მე რამდენიმე თქვენგანს არჩევნების შესახებ პირადად ვესაუბრე და ვიცი, რომ თქვენ იზიარებთ ჩვენს შეხედულებას იმასთან დაკავშირებით, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები დემოკრატიის ქვაკუთხედს წარმოადგენს. აშშ ყველა მხარე

ლილოს დასახლებაში მკვლელობა მოხდა - არსებული ინფორმაციით, მოკლულია 20 წლის გოგო

თბილისში, ლილოს დასახლების ტერიტორიაზე მკვლელობა მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, მოკლულია 20 წლის გოგო. არსებული ინფორმაციით, მკველობის მოტივი მეგობართან არსებული კონფლიქტია. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. იპნ

პარტია „საქართველოსთვის" პოზიცია ამნისტიასთან დაკავშირებით (ვიდეო)

პარტია „საქართველოსთვის" პოზიცია ამნისტიასთან დაკავშირებით. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/7154945844623512/

ილია თოფურიას ესპანეთის მოქალაქეობას მიანიჭებენ

ილია თოფურიას, რომელიც ცოტა ხნის წინ UFC-ის ჩემპიონი გახდა, ესპანეთის მოქალაქეობას მიანიჭებენ, იტყობინება „მარკა“. დღეს, 27 თებერვალს, თოფურია ესპანეთის პრემიერმა, პედრო სანჩესმა მიიღო. თოფურიამ, რომელიც მრავალი წელია ესპანეთში ცხოვრობს, თუმცა ამ ქვეყნის მოქალაქეობა ჯერ არ აქვს, თქვა, რომ ჩემპიონობის შემდეგ მისი ოცნება ესპანეთის მოქალაქეობის მიღება იყო და უნდოდა, პრემიერისთვის მოქალაქეობის მინიჭება ეთხოვა. თოფურიას თქმით, ესპანეთის პრემიერს შეხვედრაზე მოქალაქეობა უნდა სთხოვოს

სოლოვიოვი: 2008-ში საქართველოს პრობლემა რომ მოგვეგვარებინა, სომხეთთან სახმელეთო საზღვარი გვექნებოდა

რუსი პროპაგანდისტი, ვლადიმერ სოლოვიოვი ნანობს, რომ 2008 წელს რუსეთმა საქართველო არ დაიპყრო და მიიჩნევს, რომ ასეთ შემთხვევაში, რუსეთს დღეს სომხეთთან პრობლემები არ ექნებოდა. 25 თებერვლის გადაცემაში, რომელშიც სომხეთ-რუსეთის გაუარესებულ ურთიერთობებს განიხილავდნენ, სოლოვიოვმა განაცხადა: „არ იქნებოდა საზღვარი არც საქართველოსთან და არც სომხეთთან. [იქნებოდა ისე], როგორც უნდა იყოს“, – უპასუხა მას კოლეგა-პროპაგანდისტმა, მარგარიტა სიმონიანმა, რასაც სოლოვიოვიც დაეთანხმა. ბოლო დროს

რუსეთის მთავრობის მიერ დაფუძნებულმა ფონდმა საქართველო „შედარებით მეგობრულ“ ქვეყნად დაასახელა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაარსებულმა ფონდმა „რუსული სამყარო“ [„რუსკი მირ“] 2023 წელს რუსეთისდამი მეგობრული/არამეგობრული ქვეყნების სია გამოაქვეყნა. საქართველო „შედარებით მეგობრულ ქვეყნადაა“ მიჩნეული. კვლევის თანახმად, შედეგები დამოკიდებულია 400 რუსი და უცხოელი ექსპერტის გამოკითხვაზე, კვლევის პერიოდში მომხდარ მოვლენებზე, სახელმწიფო დოკუმენტების ანალიზზე, მედიარესურსებსა და სახელმწიფოს ლიდერების განცხადებებზე. გამოქვეყნებული კვლევა ეხება მხოლოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს და

ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთში ჩავიდა. ამის შესახებ ზელენსკი “ტელეგრამის” პირად არხზე წერს. “საუდის არაბეთში ჩავედი, რათა მისი აღმატებულება მემკვიდრე პრინც მუჰამად ბინ სალმან ალ-საუდისთან ჩვენი რეგულარული დიალოგი გავაგრძელო”, - წერს ზელენსკი. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ვიზიტისას მთავარი თემა - „მშვიდობის ფორმულა“ იქნება. “გასულ წელს ჯიდაში მის რეალიზაციაზე მრჩევლების დონეზე შედეგიანი შეხვედრა ჩავატარეთ. ახლა პირველი მშვიდობის სამიტის ჩატარებას მივუახლოვდით

რუსთავში მამაკაცი მოკლეს

რუსთავში მამაკაცი მოკლეს. მკვლელობა ჭყონდიდელის დასახლებაში, გიორგაძის ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია 40 წლამდე ასაკის მამაკაცი. ადგილობრივების ინფორმაციით, მათ ახალგაზრდა ეზოში ნახეს, რომელსაც ჭრილობა კისრის არეში ჰქონდა მიყენებული, ხმაურის და გასროლის ხმა კი არ გაუგიათ. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო. როგორც „ინტერპრესსნიუს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და

2 ბინა დუბაიში, 130 კვმ ბინა პარიზში — რა ქონებას ფლობს „ოცნების" დეპუტატი ობოლაშვილი

„ოცნების” დეპუტატმა ანტონ ობოლაშვილმა 22 თებერვალს დეკლარაცია განაახლა. დოკუმენტის თანახმად, 2023 წელს კუთვნილი ფარმაცევტული კომპანიიდან შემოსავლის სახით 4 357 225 ლარი მიიღო. ობოლაშვილი წამლების იმპორტიორი კომპანია „გლობალფარმის” 100%-იანი წილის მფლობელია. მისივე დეკლარაციის თანახმად, ამ კომპანიიდან მან 2020 წელს – 1 187 918 მილიონი, 2021 წელს – 94 715, ხოლო 2022 წელს 348 439 ლარი მიიღო. უახლესი დეკლარაციის მიხედვით, „ოცნების” დეპუტატს საკუთარ სახელზე რეგისტრირებული 2 ბინა აქვს დ

ცესკოს სხდომაზე გიორგი კალანდარიშვილსა და მის ოპოზიციონერ მოადგილე გიორგი სიორიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილსა და მის ოპოზიციონერ მოადგილე, გიორგი სიორიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. უფრო კონკრეტულად, შელაპარაკება მოჰყვა სიორიძის განცხადებას, რომ ცესკო-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი თავმჯდომარის პიარ კამპანიას ემსახურება. სიორიძის თქმით, ცესკო ოფიციალურ განცხადებებში მასზე ცრუ ინფორმაციას ავრცელებს, რაზეც კალანდარიშვილმა უთხრა, რომ ეს ცილისწამებაა. „სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ძირ

ჰერჩინსკი: ვადასტურებ EU-ის მხარდაჭერას NGO-ების მუშაობის მიმართ საქართველოში და მის გარეთ

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები გადამწყვეტ როლს ასრულებენ ევროკავშირისა და საქართველოს საერთო ღირებულებების უზრუნველსაყოფად, როგორებიცაა, დემოკრატია, თავისუფლება, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები, მათ შორის უმცირესობათა უფლებები. დღეს, 27 თებერვალს არასამთავრობო ორგანიზაციების საერთაშორისო დღეა. სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება ევროკავშირის ელჩმა. პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ NGO-ების არსებითი ჩართულობი

გელათის რებილიტაციის პროცესში შესაძლო სამოხელეო დანაშაულზე პროკურატურას მიმართეს

„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ და „საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირმა“ გელათის რეაბილიტაციის პროცესში შესაძლო სამოხელეო დანაშაულის შესახებ გამოძიების დაწყების მოთხოვნით გენერალურ პროკურატურას მიმართეს. „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, კულტურის პროფკავშირის მიერ მოწოდებული და დამუშავებული საექსპერტო დოკუმენტაციის გამოკვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ 2021-2022 წლებში განხორციელებულმა ჩარევებმა გელათის კედლის მხატვრობაზე დამატებითი შეუქცევადი ზიანი

დანიის პრემიერი - ევროპამ რუსეთის შეკავების მიზნით თავდაცვის ინდუსტრია უნდა განაახლოს - ძალიან გულუბრყვილოები ვიყავით, როცა ისეთ ქვეყნებზე ვართ დამოკიდებული, რომლებზეც არ უნდა ვიყოთ - გაზი რუსეთიდან, ახალი ტექნოლოგიები ჩინეთიდან

ევროპამ 1930-იანი წლების შეცდომები თავიდან უნდა აირიდოს და რუსეთის შეკავების მიზნით თავდაცვის ინდუსტრია განაახლოს, - ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა. „მე უფრო მეტად აგრესიულ რუსეთს ყველა ასპექტში ვხედავ და არა მხოლოდ უკრაინაში. ვფიქრობ, საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ: არის თუ არა უკრაინა რუსეთის საბოლოო დანიშნულების წერტილი თუ ეს მხოლოდ იმის ნაწილია, რისი მიღწევაც მათ, დიდი რუსეთის ხელახლა აშენებით სურთ?“, - განაცხადა მეტე ფრედერ
×
×
  • შექმენი...