"საჯარო სამსახურში 14 წლიანი მუშაობის შემდეგ (საკმაოდ მაღალ თანამდებობებზე) ჩემი „კაპიტალია“ 10 წლიანი სესხით შეძენილი 60კვ.მ. ბინა. საჯარო სამსახურში კეთილსინდისიერი მუშაობით კაპიტალი ვერ გროვდება. საჯარო სამსახურით გამდიდრებას ჰქვია კორუფცია."
ნათია მეზვრიშვილი, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.
საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედროებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, ასევე სამშვიდობო მისიის შესრულებისას დაღუპული სამხედროების დედებს 3 მარტი მიულოცეს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეები დაღუპული სამხედროების ოჯახებს საქართველოს მასშტაბით ყველა ქალაქსა და სოფელში ესტუმრნენ. მათ გმირების მშობლებს დედის დღესთან დაკავშირებით თაიგულები მიართვეს და საქართველოს თავდაცვის მინისტრის მისალოცი ბარათები გადასცეს.
ჯარისკაცებმა თანამებრძოლების თავდადება და ქვ
თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა საზანოში, მდინარე ძუსაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს.
მანამდე, სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა წყლიდან სამი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ფეხი დაუცურდა და წყალში ჩავარდა, რის შემდეგაც, თანმხლები პირები წყალში მის დასახმარებლად ჩავიდნენ, თუმცა ისინი მდინარემ გაიტაცა.
ერთი თანმხლები პირი კი ხმელეთზე დარჩა.
არსებული ინფორმაციით, დაღუპულია სოფელ საზანოში მცხოვრები მამა-შვილი და სტუმრად მყოფი ორი ახალგ
თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა საზანოში მდინარე ძუსაში სამი ადამიანი დაიხრჩო.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ფეხი დაუცურდა და წყალში ჩავარდა, რის შემდეგაც, თანმხლები პირები წყალში მის დასახმარებლად ჩავიდნენ, თუმცა ისინი მდინარემ გაიტაცა. ერთი თანმხლები პირი კი ხმელეთზე დარჩა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად მდინარეში 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს, ერთს კი ამ დრომდე ეძებენ.
მდინარიდან ამოყვანილი კიდევ ერთი ადამიანი
რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა რუმინეთი დაამარცხა და ფინალში ითამაშებს.
„ბორჯღალოსნებმა“ ანთიმოზ ივერიელის თასი და რაგბი ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს.
საქართველოს ნაკრებმა რუმინეთთან 7 ლელო დადო და ანგარიში 43:5 დამთავრდა.
რაგბის ევროპის ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა 17 მარტს პარიზში შედგება.
ფოტო: ირაკლი ტყემალაძე (საქართველოს რაგბის კავშირი)
იპნ
3 მარტი ოდესაში გლოვის დღედ გამოაცხადეს. შესაბამისი გადაწყვეტილება ოდესის ოლქის ადმინისტრაციამ რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმის გამო მიიღო, რომელსაც ბოლო ინფორმაციით, ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის არის სამი წლის ბავშვი.
დაშავდა სულ მცირე რვა ადამიანი.
რუსეთმა ქალაქზე თავდასხმა დღეს დილით განახორციელა. უკრაინის ტერიტორიაზე შესული დრონი ოდესაში საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა, შედეგად სახლის ნაწილი ჩამოინგრა. მაშველები ამ დრომდე ეძებენ ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს.
პარიზში, ეიფელის კოშკთან არსებული საავტომობილო გზები შესაძლოა, საფეხმავლო ზონად გადაიქცეს. ინიციატივით ქალაქის მერი, ანნ იდალგო გამოდის.
მისი პროექტის მიხედვით, ეიფელის კოშკსა და ტროკადეროს სანაპიროს შორის მთელი სივრცე ავტომობილებისგან გათავისუფლდება. ყოფილ სამანქანო გზებზე ხეები დაირგვება და პარიზის გულში დიდი პარკი შეიქმნება.
იდალგო ამ პროექტს 2018 წლიდან უჭერს მხარს. თუმცა, მისი განხორციელება იმ საფრთხის გამო შეფერხდა, რომ გზების ჩაკეტვა ქალაქის სხვა უბნებში საცობებს გამოიწვევდა.
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში პენსიაზე გასვლის ასაკი განსხვავებულია. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) უახლესი მონაცემების გამოყენებით, ევროპის უმეტეს ქვეყანას საპენსიო ასაკი ერთნაირად აქვს განსაზღვრული. თუმცა, მაინც არსებობს განსხვავება 1 ან 2 წელს შორის.
მაგალითად, თურქეთში და ბელგიაში მამაკაცი პენსიაზე გადიან 61 წლიდან, ხოლო ქალები საშუალოდ 60 წლის ასაკში.
როგორც პოლონეთში, ავსტრიაშიც ოფიციალური საპენსიო ასაკია 60 წელი ქალებისთვი
უკრაინელებმა კიდევ ერთი რუსული „სუ-34“ ჩამოაგდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
უკრაინის გენშტაბის ცნობით, უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსული „სუ-34“ ტიპის მოიერიშე-ბომბდამშენი პარასკევს დაახლოებით, 9:00 საათზე, აღმოსავლეთის მიმართულებით ჩამოაგდეს.
ასევე, უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, 2 მარტის ღამეს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 17 უპილოტო საფრენი აპარატიდან 14 გაანადგურეს.
იპნ
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 10 პირი დააკავეს.
დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვის, შეძენა-შენახვის მცდელობის და გასაღების მცდელობის ფაქტებზე დააკავეს 1987 წელს დაბადებული ბ.შ., 1993 წელს დაბადებული ი.შ., 1977 წელს დაბადებული ე.ი., 2005 წელს დაბადებული გ.ლ., 2006 წელს დაბადებული ნ.დ., 1968 წელს დაბადებული გ.ო., 1978 წელს დაბ
რუსებმა ხარკოვი და ოდესა დაბომბეს.
უკრაინის მედიის ცნობით, ოდესაში მაღალსართულიანი კორპუსის სადარბაზოს ნანგრევებში ჯერ ისევ ეძებენ ადამიანებს. არის მსხვერპლი.
ოდესის ოლქის გუბერნატორის, ოლეგ კიპერის ცნობით, ორი ადამიანი გარდაიცვალა და სულ მცირე შვიდი დაშავდა.
ხარკოვის ოლქის ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რუსების თავდასხმის შედეგად, კუპიანსკის რაიონში 76 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
publika
კითხვაც კი არ მიჩნდება, რომ თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, შემდეგი სამიზნე საქართველო იქნება, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის ყოფილმა მდივანმა და დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ყოფილმა დირექტორმა, ლეონ პანეტამ „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია, შეერთებულმა შტატებმა სცადოს, იმუშაოს საქართველოსთან იმისთვის, რომ მისი უსაფრთხოება უზრუნველყოს.
„ვფიქრობ, ცხადია, თუ პუტინს არ შევაჩერებთ უკრაინაში, ის თავის აგრესია
სასამართლოს დარბაზში, პროფესიული საქმიანობის შესრულებისას, მოულოდნელად გარდაიცვალა ადვოკატი ია რეხვიაშვილი. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი ავრცელებს.
„ქალბატონი ია თითქმის 30 წელი ერთგულად ემსახურებოდა იურიდიული პროფესიის განვითარებასა და ადამიანის უფლებების დაცვას.
ღრმა მწუხარებით ვუსამძიმრებ ოჯახს, მეგობრებს და მთლიანად იურიდიულ საზოგადოებას, ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი“, — წერს დავით ასათიანი თავის ფეისბუკგვერდზე.
"2006 წლიდან ათენში ვარ, ემიგრაციაში. ასე წავიდა ჩვენი ცხოვრება, არა უშავს... " - რატომ არ გაჰყვა კინოს ყველაზე პოპულარული წითური გოგონა "იმერული ესკიზებიდან"
28 თებ. 2024
რატომ არ გაჰყვა კინოს ყველაზე პოპულარული წითური გოგონა "იმერული ესკიზებიდან", ნანა ქვათელაძე და რას ყვება "დილა მშვიდობისა საქართველოს" ეთერში:
"მე 2006 წლიდან ათენში ვიმყოფები, ემიგრაციაში ვარ. ასე წავიდა ჩვენი ცხოვრება, არა უშავს... იმერული
დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას, ანა ანუშაიტიტეს საქმეზე, სამხარაულის ბიუროს ექსპერტს ბრალი დაუმძიმეს.
თუ აქამდე ექსპერტს ბრალი სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით ჰქონდა წარდგენილი, ახლა სახელმწიფო ბრალდება მას ედავება საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობას, რითაც მართლმსაჯულებას ხელი შეეშალა. მუხლის ამგვარად გადაკვალიფიცირებას გოგონას ინტერესების დამცველი ორგანიზაცია, “უფლებები საქართველო” ექსპერტისთვის ბრალის წარდგენის დღიდან ითხოვს.
სამხარაულის ბიუროს ექსპერტს ბრალი მას შე
საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას სპორტულმა წყვილმა მოიგო ფიგურული სრიალის იუნიორების მსოფლიო ჩემპიონატი.
მეტელკინა და ბერულავა როგორც მოკლე, ისე თავისუფალი პროგრამის შემდეგ გავიდნენ პირველ ადგილზე, ორივე პროგრამის ჯამში დააგროვეს 179.32 ქულა და 12,47 ქულით გაუსწრეს მეორეადგილოსან ამერიკულ წყვილს.
ამ სეზონში მეტელკინა/ბერულავასთვის ეს არის მეექვსე მედალი, რომელიც მოიგეს. იუნიორების მსოფლიო ჩემპიონატამდე მათ მოიპოვეს ფიგურული სრიალის ევროპის ჩე
1 მარტიდან საქართველოში კანონით იკრძალება უნებართვო სარეკლამო მოკლეტექსტური შეტყობინებების, SMS-ების გაგზავნა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აწი ასეთი შეტყობინებები თქვენს ნომერზე ავტომატურად არ გამოიგზავნება.
რა უნდა ვიცოდეთ უნებართვო სარეკლამო SMS-ების აკრძალვაზე და რისი გაკეთება შეგვიძლია? ამ და სხვა კითხვებზე პასუხები თავის „ფეისბუკზე“ გამოაქვეყნა იურისტმა ნიკა სიმონიშვილმა, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ყოფილმა თავმჯდომარემ.
„ნეტგაზეთმა“ სიმონიშვილის პოსტიდან შეკრი
ნიჟნევარტოვსკის მკვიდრი ილკინ მელიკოვი, რომელმაც უშიშროების ძალების მხრიდან ცემის შემდეგ რუსეთისგან საქართველოს შეაფარა თავი, თბილისიდან გაიტაცეს, რუსეთში იძულებით დააბრუნეს და დააკავეს – ინფორმაციას რუსული გამოცემა The Insider ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, მელიკოვს იძულებით მოაწერინეს ხელი დოკუმენტზე, რომლის მიხედვითაც, მან საზღვარი ნებაყოფლობით გადაკვეთა. The Insider წერს, რომ მელიკოვი ამჟამად ეკატერინბურგის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.
მედიის ინფორმაციით, მელიკოვის თქმი
გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 1-წლიან სამაგისტრო პროგრამაზე საერთო სამაგისტრო გამოცდის გარეშე ჩაბარება იქნება შესაძლებელი, მაგრამ თუ გამოსაცდელს სურვილი ექნება, რომ გრანტი მოიპოვოს, საერთო სამაგისტრო გამოცდა უნდა ჩააბაროს.
როგორც ნინო წერეთელმა აღნიშნა, ის ფიქრობს, რომ რიგ მიმართულებზე ბაკალავრიატის 3-წლიანი და სამაგისტრო 1 წლიანი პროგრამები ძალაში 2025 წლიდან შევა.
„გამოცდებთან დაკავშირებით მინისტრმა ისაუბრა. ეს გადაწყვეტილება
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა რევაზ ჯაველიძემ თანამდებობა დატოვა. აღნიშნული „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.
ვინ დაიკავებს აღნიშნულ თანამდებობას, ამ ეტაპზე უცნობია.
დღესვე თანამდებობა დატოვა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.
იპნ
ერთწლიანი მაგისტრატურის და სამწლიანი საბაკალავრო პროგრამის შემუშავების წესის შესახებ განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა.
ბრძანება განსაზღვრავს 180-კრედიტიანი ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის და 60-კრედიტიანი სამაგისტრო პროგრამის შემუშავების წესს, პროგრამის კომპონენტებისა და კრედიტების განაწილების შესახებ რეგულაციებს.
ბრძანების მიხედვით, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს, ამ ეტაპზე ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამებისთვის იქნება
ლილოს დასახლებაში, 21 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულ ოთარ ცინდელიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
როგორც საქმის პროკურორმა, ლევან ვეფხაძემ სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას აღნიშნა, მტკიცებულებებისა და ფაქტების ერთობლიობა ბრალდებულის დანაშაულს ასაბუთებს.
მისი თქმით, მოკლულ ქალს 59 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული და ყველა მათგანი სიცოცხლის დროინდელია.
სამართალდამცველებმა 2003 წელს დაბადებული ოთარ ცინდელიანი განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზ
ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
განცხადების თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ესაუბრა ჯანდაცვის მინისტრს, რის შემდეგაც ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა.
მათი ცნობით, ჯანდაცვის ახალ მინისტრს კობახიძე უახლოეს დღეებში წარადგენს.
პუბლიკა