„ქართულმა ოცნებამ” რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების კონტრაქციის ჩატარება დააანონსა.
ამის შესახებ საუბარია მმართველი პარტიის მიერ გავრცელებულ ვრცელ პოსტში, სადაც „ოცნება” კვლავ ამტკიცებს, რომ კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქეების რაოდენობა „მცირეა” და ისინი „რადიკალური ოპოზიციის” მიერ არიან შეცდომაში შეყვანილი.
ამერიკის შეერთებული შტატების „დემოკრატი“ სენატორი, რიჩარდ ბლუმენტალი წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის საგარეო დახმარების დამტკიცებას მიესალმება და აცხადებს, რომ ეს არის გზავნილი მსოფლიო დიქტატორებისთვის.
„ვფიქრობ, ამერიკა კვლავ შეტევაზეა და ეს იმის ნიშანია, რომ ჩვენ შეგვიძლია გავერთიანდეთ ორპარტიულად ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის და გავუგზავნოთ გზავნილი ვლადიმერ პუტინს, სი ძინპინს, მსოფლიოს დიქტატორებს - ჯერ ადრეა შამპანურის გახსნა, ამერიკა დემოკრატიის დაცვ
311 ხმა 112-ის წინააღმდეგ – რამდენიმე თვიანი განხილვისა და დებატების შემდეგ წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების გამოყოფას.
პალატაში გადაწყვეტილებას აპლოდისმენტებით შეხვდნენ, ზოგიერთმა მათგანმა უკრაინის დროშები ააფრიალა.
უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას და აღნიშნა:
„დემოკრატიას და თავისუფლებას ყოველთვის ექნება გლობალური მნიშვნელობა და არასოდეს დამარცხდება, სანამ ამერიკა მის დაცვაში დაეხმარებ
ლიეტუველი ევროპარლამენტარი, ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ “ქართული ოცნება” ცდილობს რუსული სტილის კანონის მიღებას, მაშინ როცა ქართველი ხალხი პროევროპულადაა განწყობილი და რუსულ კანონს დემონსტრაციებით უპირისპირდება. ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველო, ამ ეტაპზე, არ არის მზად ევროინტეგრაციისთვის.
“დეკემბერში ღარიბაშვილმა იზეიმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება და ამას გამარჯვება უწოდა. 4
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური „ტელეგრამში“ ტერორიზმთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელების საქმეზე განცხადებას ავრცელებს.
როგორც სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფების მიერ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა შესაბამისი ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები. სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა.
„მიმდინარე წლის 21 აპრილს, სოც
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადებით, უწყებას „ტელეგრამში“ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით სწავლის შეწყვეტის გადაწყვეტილება არ მიუღია.
როგორც სამინისტროში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, სკოლებში ყველა საჭირო ღონისძიება ტარდება.
„სწავლა ოფიციალურად არ შეწყვეტილა, სკოლებში ყველა საჭირო ღონისძიება ტარდება“,- აცხადებენ უწყებაში.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, ახლადშექმნილ რუსულენოვან „ტელეგრამ“ არხზე თბილისის სკოლ
ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მცხოვრებმა ქართველებმა რუსული კანონის წინააღმდეგ 20 აპრილს საპროტესტო აქცია გამართეს.
როგორც ისინი მიიჩნევენ, აღნიშნული კანონის მიღება საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს.
მსგავსი საპროტესტო აქციები ემიგრანტებმა და სტუდენტებმა მსოფლიოს არაერთ ქალაქში გამართეს, მათ შორის, ლონდონში, ბერლინში, დუბლინში, აშშ-ის შტატ ფლორიდაში და ა.შ.
ნეტგაზეთი
ვინც ამ ქვეყანაში ევროპულ გზას უშლის ხელს, ისინი არიან რუსები, რუსულ საქმეს აკეთებენ და ამ ქვეყანაში რუსული საქმის კეთება არის დასჯადი, პერსონალურ პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა.
ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია “საქართველოსთვის” წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/798651692211095/
საქართველოს ხელისუფლება, მისი მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და მათი ნათლია ივანიშვილი ნამდვილად არასწორ გზაზე დგანან, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი, მაიკლ გალერი სოციალურ ქსელ X-ში წერს.
ევროპარლამენტარის თქმით, საზოგადოებას მომავალ არჩევნებზე შანსი აქვს.
„საკმაოდ დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებას, რომელიც საპროტესტო აქციებს მართავს, აქვს შანსი, გააერთიანოს ძალები და მოაწყოს სანდო პროევროპული ალტერნატივა მომავალი არჩევნებისთვის!“, - წერს ევროპარლამენტარი გალერი.
იპნ
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება.
ახალგაზრდები საპროტესტო აქციას დღესაც გეგმავენ, ისინი პარლამენტის შენობასთან კვლავ 19:00 საათზე შეიკრიბებიან.
აქციის მონაწილეების ინფორმაციით, ასევე იგეგმება მსვლელობა, თუმცა მომიტინგეები ლოკაციებს წინასწარ არ ასახელებენ.
თბილისში, „ქართული ოცნების“ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქციები - „არა რუსულ კანონს“ 15 აპრილიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც პარ
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტ ნიკო მანაგაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს „რუსეთის მონა“ დაუძახა.
დღეს, 20 აპრილს, მაშინ, როცა ირაკლი კობახიძე უნივერსიტეტის შენობას დაცვის თანხლებით ტოვებდა, მას მიუახლოვდა ნიკო მანაგაძე და მიმართა:
„ბატონო რუსეთის მონავ, შეგვხვდებით სტუდენტებს?“
ტელეარხების კადრებში ჩანს, რომ კობახიძის დაცვა სტუდნეტს მიახლოების საშუალებას არ აძლევს და გვერდით გაჰყავთ, მის მიმართულებით კი ახალ
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია ეხმიანება საქართველოში მიმდინარე მასშტაბურ სამოქალაქო პროტესტს რუსული კანონის წინააღმდეგ.
„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, საკანონმდებლო ინიციატივების განხილვისას დაეყრდნონ ევროინტეგრაციის გაცხადებულ კურსს და საერთაშორისო ვალდებულებებს. დაუშვებლად მიგვაჩნია იმ კანონის მიღება, რომლის გაწვევისკენ მოგვიწოდებენ თავისუფალი, ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყნები და დემოკრატიული საერთაშორისო ორგანიზაციები, ანუ სწორედ
დღეს საქართველოს 9 ქალაქში ანტირუსული საპროტესტო აქციები გაიმართება.
თბილისში, ქუთაისში, გორში, მარნეულში, ახმეტაში, ბოლნისში, ბათუმში, ოზურგეთსა და წნორში 17:00 საათზე ქალთა მარში დაიწყება რუსული კანონის წინააღმდეგ.
19:00 საათზე კი თბილისში ასევე დაგეგმილია ახალგაზრდების მორიგი აქცია.
ახალგაზრდები რუსთაველის გამზირზე გუშინაც შეიკრიბნენ, მათ მსვლელობა გამართეს და გმირთა მოედანთან ფიცი დადეს. მსვლელობის დროს პარალეიზებული იყო თბილისის ცენტრალური ქუჩები.
პუბლიკა
სომხეთი და აზერბაიჯანი ქვეყნებს შორის სახელმწიფო საზღვრის დემარკაციაზე შეთანხმდნენ.
მედიის ინფორმაციით, ოფიციალური ერევანი ბაქოს ოთხ სოფელს დაუბრუნებს, რომლებსაც სომხეთი 1990-იანი წლების კონფლიქტის შემდეგ აკონტროლებდა.
საუბარია სოფლებზე - ბაღანის აირუმი, აშაღი-ასქიფარა, ხეირიმლი და ყიზილჰაჯილი, რომლებიც ქვეყნებს შორის კონფლიქტის გამო ბოლო წლებში მიტოვებული იყო. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ ფაქტს ისტორიულ მოვლენად აფასებენ.
მედიის ცნობით, მხარეები ასევე შეთანხ
ნიუ-იორკის სასამართლოსთან, სადაც დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, მამაკაცმა თავი დაიწვა.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ მამაკაცი, რომელმაც სასამართლოს შენობის წინ თავი დაიწვა, იდენტიფიცირებულია, როგორც მაქს აზარელო და იგი ფლორიდის შტატიდან არის. აზარელო საავადმყოფოში გადაყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.
პოლიციის ცნობით, მამაკაცის სამიზნეს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ან სასამარ
როგორც კანდიდატი ქვეყანა, საქართველო ისეთ ნაბიჯებზე უნდა ფოკუსირდეს, რომლებიც ევროკავშირთან დააახლოებს და არა დააშორებს, - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს.
„მივესალმე საქართველოს ახალ ელჩს ზურაბ ხამაშურიძეს. შევთანხმდით, რომ უკრაინის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ორივე ჩვენი ქვეყნისთვის. ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ გზას. როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, ფოკუსი ისეთ ნაბიჯებზე უნდა იყოს, რომლებიც საქართველოს ევროკავშირთან
ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ხუხუნაიშვილი ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში 100%-იანი გრანტით ისწავლის. ამის შესახებ შეტყობინება მარიამის მშობლებმა რამდენიმე დღის წინ მიიღეს.
“ძვირფასო მშობლებო!
სიამოვნებით გაცნობებთ, რომ თქვენმა შვილმა წარმატებით გაიარა ბრიტანულ-ქართული აკადემიის შესარჩევი კონკურსის სამივე ეტაპი დამფუძნებლის გრანტის მოსაპოვებლად.
ბრიტანულ-ქართული აკადემიის მმართველი გუნდის წევრებისგან შემდგარმა კომიტეტმა შერჩევისას გაითვალისწინა ტესტირებისა და გასაუბრების
პარლამენტთან ახალგაზრდების აქცია, სახელწოდებით „არა რუსულ კანონს” დღესაც გაიმართება.
აქცია საკანონმდებლო ორგანოსთან კვლავ 19:00 საათზეა დაანონსებული.
როგორც ახალგაზრდებმა გუშინ განაცხადეს, პროტესტს არ შეწყვეტენ იქამდე, ვიდრე ხელისუფლება უკან არ გაიწვევს კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.
ცნობისთვის ახალგაზრდები გუშინ, თავდაპირველად პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ, ამის შემდგომ კი, მსვლელობით იუსტიციის სახლთან გადაინაცვლეს, რის შემდეგაც ასევე მსვლელობით გაემა
ჩვენ 8, 9, 10 მარტს, გასაგები ენით, ყველანაირად, ლეგიტიმურად და რითიც შეგვეძლო, ჩვენი მორალის ჩარჩოებში, გავაგებინეთ და გავეცით პასუხი ამ უკვე შემოტანილ კანონს და ეს პასუხი მემგონი ვერ გაიგო ხელისუფლებამ, ზოგადად ჩვენი ახალგარზდების, სუფთა სულის მქონე ადამიანების სიტყვა არ ესმის ამ ხალხს.
აქ ვისაც ვუყურებ არიან გულანთებული ახალგაზრდები, ეს არის ჩვენი მორალური უპირატესობა!
კოკა კობალაძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForG
აქ ყველანი ვართ სუფთა ხელებით მოსული, ერთი იდეის გარშემო შეკრებილი, ერთი აზრი გვაქვს, რომ არ გვჭირდება ხვალ გავიღვიძოთ რუსეთში და შვილები, შვილიშვილები გავზარდოთ რუსულ ქვეყანაში.
ნათლად დაინახა მთავრობამ და ყველამ, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ სუფთა, ნათელ მომავალში, ამ მომავალს ჩვენ ვიმსახირებთ და ამ დამსახურების გამო აქ ვართ.
კოკა კობალაძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/387368520929004/
"ოცნების" საგარეო ვექტორის შესახებ კითხვის ნიშნები აღარ არსებობს" - ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია "ტვ პირველის" ეთერში ამბობს, რომ ივანიშვილის გუნდი "რუსეთის ინტერესებში მოქმედებს".
გიორგი გახარიამ "პოლიტიკური ამბების" ეთერში თქვა, რომ რუსული კანონის მიღებით საქართველოს მთავრობა ქვეყანას ევროკავშირს აშორებს.
"ხელისუფლება მთელ მსოფლიოს ეუბნება, რომ ჩვენი ადგილი არის ავტორიტარული რეჟიმების გვერდით", - ამბობს გახარია და იქვე დასძენს, რომ კანონპროექტის ხელახლა დაინიცირებით ივანიშ