Jump to content
Planeta.Ge

Blogs

ბექა ლილუაშვილი - მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო საჯარო მოხელეებსა და ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებს. პოლიტიკოსები ყველთვის იცვლებიან, მაგრამ კეთილსინდისიერი საჯარო მოხელეები არიან ისინი, ვინც ეს ქვეყანა აქამდე მოიყვანა

მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო საჯარო მოხელეებსა და ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებს. პოლიტიკოსები ყველთვის იცვლებიან, მაგრამ კეთილსინდისიერი საჯარო მოხელეები არიან ისინი, ვინც ეს ქვეყანა აქამდე მოიყვანა. მთავარი არ არის რომელ აქციაზე იდგებით თქვენ 29 აპრილს, მთავარია სად დადგებით 26 ოქტომბერს.      ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/947746630128130/

ანა ბუჩუკური - “ნაცები” და “ოცნება” ჩვენს მოქალაქეებს ერთმანეთს აპირისპირებენ, თვითონ კი ერთად შოულობენ ფულს

“ნაცები” და “ოცნება” ჩვენს მოქალაქეებს ერთმანეთს აპირისპირებენ, თვითონ კი ერთად შოულობენ ფულს და ბიზნეს პარტნიორები არიან, მათი ეს კოალიციური პარტნიორობა პოლიტიკაში, დღეს ნათელი დასტური იყო და ამას გაგრძელება ბუნებრივია ექნება. ჩვენ ვიყავით ის პარტია, რომელმაც ერთი მხრივ “ოცნება” გავუშვით ოპოზიციაში ამ საკრებულოებში ისე, რომ “ნაც.მოძრაობა” არ მოვუშვით ხელისუფლებაში და დღეს რა გააკეთეს? “ნაც.მოძრაობის” დახმარებით “ოცნებამ” დაიბრუნა რუსთავის საკრებულოში ძალაუფლება.    ანა ბუ

ბექა ლილუაშვილი - ერთის მხრივ რუსული კანონით თავს ესხმის ივანიშვილი ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებს, ხოლო მეორეს მხრივ ოფშორების კანონით ფარს იქმნის საპასუხო ქმედებებისგან

ერთის მხრივ რუსული კანონით თავს ესხმის ივანიშვილი ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებს, ხოლო მეორეს მხრივ ოფშორების კანონით ფარს იქმნის საპასუხო ქმედებებისგან.    ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" ტავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/841092631372231/

 ლევან გოგიჩაიშვილი - სანამ არსებობს ეს ორი სიმახინჯე- ივანიშვილი და სააკაშვილი, ამ ქვეყნის მომვალი ყოველთვის იქნება კითხვის ნიშნის ქვეშ

სანამ არსებობს ეს ორი სიმახინჯე- ივანიშვილი და სააკაშვილი, ამ ქვეყნის მომვალი ყოველთვის იქნება კითხვის ნიშნის ქვეშ, იმიტომ, რომ ეს ორი მახინჯი სისტემა ამას ხელიდან არ გაუშვებს. რუსთავი არის კლასიკური დემონსტრაცია, ფარდის მიღმა ერთობლივი გარიგებების.  ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/400325792894471/

ნატალი საბანაძე - სანქცირებას და დახმარების შემცირებას უნდა ველოდოთ - ეს კანონი დასავლეთის დახმარების, დემოკრატიის წინ წაწევისა და ხელშეწყობის პროგრამების კრიმინალიზაციას ახდენს, ამიტომ ეს იქნება ლოგიკური პასუხი

სანქცირებას და ზოგადად დახმარების შემცირებას უნდა ველოდოთ, - ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას საერთაშორისო მრჩეველმა ნატალი საბანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტზე საუბრისას განაცხადა. ეროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი თვლის, რომ ევროკავშირისგან ფინანსური მხარდაჭერის შემცირება ლოგიკური პასუხი იქნება, რადგან "უცხოურ

მიშა დაუშვილი -  ფორმალურად, არაფორმალურად, შინაარსობრივად და ყველა ფორმით არის ფარული შეთანხმება “ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის (ვიდეო)

ფორმალურად, არაფორმალურად, შინაარსობრივად და ყველა ფორმით არის ფარული შეთანხმება “ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის, რომლებმაც კიდევ ერთხელ ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს, წინ დააყენეს თავიანთი პოლიტიკური და ბიზნეს ინტერესები, ამის გამო გააკეთეს ის, რომ ჩვენს წევრს, ვინც იყო რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე, იმპიჩმენტი გამოუცხადეს.  მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/2200459790291191/

ევროპარლამენტში საქართველოში „უცხოური აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტს დღეს უყრიან კენჭს

ევროპარლამენტში, დღეს, საქართველოში „უცხოური აგენტების” კანონპროექტთან დაკავშირებით, რეზოლუციაზე კენჭისყრა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა გავრცელებული. კერძოდ, “საქართველოში უცხოური აგენტების კანონის ხელახლა შემოტანის მცდელობებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე მისი შეზღუდვების შესახებ” რეზოლუციის პროექტზე დებატები ევროპარლამენტში 23 აპრილს გაიმართა, ხოლო 25 აპრილს რეზოლუციაზე კენჭისყრა გაიმართება. რეზოლუციის ძირითადი ტექსტის შემაჯამებელი პრო

ნატალია საბანაძე - მე არ მახსოვს საქართველოს ასეთი დაძაბული ურთიერთობა ქონოდა თავის პარტნიორებთან, კერძოდ ევროკავშირთან (ვიდეო)

მე არ მახსოვს საქართველოს ასეთი დაძაბული ურთიერთობა ქონოდა თავის პარტნიორებთან, კერძოდ ევროკავშირთან. ფაქტიურად პარადოქსულია, იმიტომ, რომ კანდიდატი ქვეყანა გავხდით, მივაღწიეთ იმას, რასაც ამდენი ხანი ველოდით და რეალურად ჩვენი ურთიერთობები გაიყინა. ამ კანონის უკან შემობრუნებით ხელისუფლებამ ფაქტიურად ცივი ომის პირობებში ჩააყენა საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობები.  ნატალია საბანაძე, გიორგი გახარიას საერთაშორისო მრჩეველი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/v

ლაზარე გრიგორიადისი - მადლობა მინდა ვუთხრა პრეზიდენტს - ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით!

პირველ რიგში, მინდა მადლობა ვუთხრა პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. ბრძოლა გრძელდება. აქციებზე შევხვდებით, - ამის შესახებ პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფოს კუთვნილი ქონების განადგურებისთვის მსჯავრდებულმა ლაზარე გრიგორიადისმა გლდანის მე-8 დაწესებულების დატოვებისას ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, მოსამართლემ პოლიტიზირებული გადაწყვეტილება მიიღო. „პირველ რიგში, მინდა მადლობა ვუთხრა პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. ბრძოლა გრძელდება. აქციები არის და აქციებზე შევხვდებით.

ნათია შელეგია - დღეს, უკვე “ოცნებამ” და “ნაცებმა” გააცხადეს თავიანთი ერთობა და ოფიციალურად პოლიტიკურ ნაწილში გადმოიტანეს (ვიდეო)

დღეს, უკვე “ოცნებამ” და “ნაცებმა” გააცხადეს თავიანთი ერთობა და ოფიციალურად პოლიტიკურ ნაწილში გადმოიტანეს. თქვეს, რომ კი ჩვენ, როგორც პოლიტიკური პარტია, ორივე ერთად ვართ საკრებულოში და შედეგად მივიღებთ იმას, რომ, როგორც რუსთავის მერიაში დაიკარგა რუსთაველი მოქალაქეების ხმა და არ ისმის მათი რეალური საჭიროებები, ისევე დაიკარგება რუსთავის საკრებულოში მათი ხმა.  ნათია შელეგია, რუსთავის საკრებულოს წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/737281151940348/

ლევან გოგიჩაიშვილი - შენ როცა იყავი “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტი, მე ციხეში ვყავდი სააკაშვილს, სამი წელი მაქვს რუსთავში გატარებული (ვიდეო)

შენ როცა იყავი “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტი, მე ციხეში ვყავდი სააკაშვილს, სამი წელი მაქვს რუსთავში გატარებული.  ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/7284050018360269/

ბერდია სიჭინავა - რუსთავი გახდა მაფიოზური და კლანური მმართველობის ქალაქი, სადაც „ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“ საერთო კორუფციული ინტერესები აქვთ - მათ ზუგდიდის საკრებულოს აღებაც რეიდით სურთ

ქალაქი რუსთავი გახდა მაფიოზური და კლანური მმართველობის ქალაქი, სადაც „ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“ საერთო ბიზნეს და კორუფციული ინტერესები აქვთ, რასაც მუდმივად ვუშლიდით და მომავალშიც შევუშლით ხელს, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხმებითა და მხარდაჭერით, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეს იმპიჩმენტი მოუწყო და ძალაუფლება ფაქტობრივად, რეიდერული მოქმედებებით

მიხაილ როთი - გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საქართველოს შიდა პოლიტიკურ ვითარებას განიხილავს

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, დღეს ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საქართველოს საკითხს განიხილავს. „დღეს, ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საქართველოს შიდა პოლიტიკურ ვითარებას განიხილავს“, - წერს მიხაილ როთი X-ზე. ცნობისთვის, ევროპარლამენტში გუშინ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წარდგენასთან დაკავშირებით დებატები გაიმართა. იპნ

"გახარია საქართველოსთვის" - დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი, როგორც მომავალ არჩევნებში ერთმანეთისთვის კოალიციის შექმნის გენერალური რეპეტიცია

პარტია "გახარია საქართველოსთვის" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც planeta.ge უცვლელად გთავაზობთ:   "ქოცების" და "ნაცების" კოალიციამ, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე, გახარიას გუნდის წევრი, გადააყენეს. დღეს, რუსთავის საკრებულოში, „ოცნების“ და „ნაცმოძრაობის“ ღია გარიგების და თანამშრომლობის შედეგად, იმპიცმენტის გზით, თანამდებობიდან გადააყენეს, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ გუნდის წევრი, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია. აღნიშნული ფაქტი, რუსთავის საკრებულოს შენობას

იასამნების დედოფალი - ქალბატონი ნონა ანთაძე ნახევარ საუკუნეზე მეტია ბოტანიკურ ბაღში იასამნების საკოლექციო ნაკვეთს კურირებს

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი: "იასამნების დედოფალი...   აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ რამხელა სიყვარულს დებს ქალბატონი ნონა ანთაძე იასამნების საკოლექციო ნაკვეთის გალამაზებაში.   ქალბატონი ნონა ანთაძე ნახევარ საუკუნეზე მეტია იასამნების საკოლექციო ნაკვეთს კურირებს : „ბოტანიკურ ბაღში 1962 წლიდან ვმუშაობ. სტუდენტი ვიყავი, როცა აქ მოვედი. ძალიან საინტერესო იყო აქ მუშაობა. მიყვარს ჩემი საქმე — თითოეული ყვავილი, თითოეული ბუჩქი...''    1970 წელს საქართველოს

ადვოკატის ინფორმაციით, ლაზარე გრიგორიადისი პენიტენციურ დაწესებულებას, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს

ადვოკატის ინფორმაციით, პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფოს კუთვნილი ქონების განადგურებისთვის მსაჯვრდებული ლაზარე გრიგორიადისი გლდანის პენიტენციურ დაწესებულებას, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მსაჯვრდებულის ადვოკატმა ლიკა ბითაძემ განუცხადა. როგორც ადვოკატი განმარტავს, დაცვის მხარეს სასამართლოსგან განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი უკვე ჩაბარდა, ისინი რამდენიმე წუთში პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში მივლენ. შესაბამისი პროცედურების

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თავმჯდომარის გადაყენებას მხარი საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა. „რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ რამდენიმე დღის წინ მიმართა საკრებულოს თავმჯდომარეს, ჩანიშნულიყო რიგგარეშე სხდომა, რომელზეც ძირითად საკითხებად იქნებოდა სწორედ საკრებულოს თავმჯ

რუსთავის მერიისა და საკრებულოს შენობის წინ ხმაურია - „ქართული ოცნების“ წევრები, მათ შორის, რუსთავის მერი და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს შენობის წინ ხმაურია. „ქართული ოცნების“ წევრები, მათ შორის, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და „გახარია საქართველოსთვის“ წევრები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა რუსთავის მერს მიმართეს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკრებულოს თავმჯდომარეს იმპიჩმენტი „ნაცებთან“ ერთად გამოუცხადა. „ნაცებთან“ ერთად უწყობთ თუ არა იმპიჩმენტს საკრებულოს თავმჯდომარეს ახლა, ნინო? მიპასუხეთ. თქვენ საკმარისი ხმები არ გაქვთ „ნაცების“ გარე

ბერდია სიჭინავა - გილოცავთ! „ქართულმა ოცნებამ“ რუსთავის საკრებულო რუსთაველებს წაართვა და „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩააბარა - ეს არის ღია თანამშრომლობა!

გილოცავთ! „ქართულმა ოცნებამ“ რუსთავის საკრებულო რუსთაველებს წაართვა და „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩააბარა - ეს არის ღია თანამშრომლობა! - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ რუსთავში განაცხადა. მისივე თქმით, როდესაც რუსთავის მერი საუბრობდა თითქოს, ოპოზიციური საკრებულოს მხრიდან მისი საქმიანობის საბოტაჟი მიმდინარეობდა, აბსურდი და სიცრუეა. „უპრეცედენტო სხდომა იყო დღეს, როდესაც პირველად, ღიად, „ოცნების“ წარმომადგენლებმა და "ნაცმოძრაობის" წარმო

ანა ბუჩუკური რუსთავის მერს - ნინო, „განაცებას“ გილოცავ! - ხუმრობის გარეშე, უკვე მჯერა, რომ „ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“ შეიძლება, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ერთიანი სია ჰქონდეთ

ნინო, „განაცებას“ გილოცავ! - ხუმრობის გარეშე, მე უკვე მჯერა, რომ „ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“ შეიძლება, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ერთიანი სია ჰქონდეთ, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა რუსთავში განაცხადა, სადაც „ქართული ოცნებისა“ და მისი პარტიის წევრები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. მისივე თქმით, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის გადაყენება „ოცნების“ და „ნაცმოძრაობის“ თანამშრომლობის კლასი

რა უნდა იცოდეთ ოფშორების შესახებ გახმაურებულ კანონზე (ვიდეო)

პროექტში „25 წუთი“ გახარიას გუნდის წევრები, პოლიტიკოსები, დეპუტატები და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თანამოაზრეები ერთმანეთთან ან მოწვეულ სტუმრებთან ერთად განიხილავენ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ და სოციალურ თემებს. რა უნდა იცოდეთ ოფშორების შესახებ გახმაურებულ კანონზე:    

ლევან გოგიჩაიშვილი - რუსეთში ასეთ აქციებს ეძახიან “პუტინგებს”. ჩვენ, პირდაპირი მნიშვნელობით შეგვიძლია 29 აპრილის აქციას უკვე ვუწოდოთ “ბიძინგი” (ვიდეო)

ასეთი აქციები ყოველთვის ახასიათებს იმ ხელისუფლებებს, რომლებიც ბუნებით არიან ავტორიტარული. რუსეთში, ხელისუფლებაც ანალოგიურად იყენებს ხოლმე ამ ტექნოლოგიებს პუტინის მხარდასაჭერად და სამწუხაროდ სხვა გზა აღარ დარჩენია ივანიშვილს, თავისი ქმედებებიდან გამონდინარე. რუსეთში ასეთ აქციებს ეძახიან “პუტინგებს”. ჩვენ, პირდაპირი მნიშვნელობით შეგვიძლია 29 აპრილის აქციას უკვე ვუწოდოთ “ბიძინგი”. პირდაპირი მნიშვნელობით იმიტომ, რომ მართლა “ბიძინგია” და სხვა არაფერი. ეს არის აგრესიიის აქტი, რომელიც არის მიმ

თამარ ხვედელიანი - კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა” და რუსული კანონის ინიციატორი “ოცნება” ღია მოლაპარაკებებში შედიან, მათ დააინიცირეს ჩვენი გუნდის წევრების იმნპიჩმენტის პროცედურები რუსთავსა და ზუგდიდში (ვიდეო)

კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა” და რუსული კანონის ინიციატორი “ოცნება” ღია მოლაპარაკებებში შედიან, მათ დააინიცირეს ჩვენი გუნდის წევრების იმნპიჩმენტის პროცედურები რუსთავსა და ზუგდიდში. ხვალ არის ჩანიშნული რიგგარეშე სხდომა რუსთავში, რომელზეც ჩვენ მივდივართ ჩვენს მხარდამჭერებთან ერთად, იმისთვის, რომ დავესწროთ სხდომას. თამარ ხვედელიანი, ქალთა ორგანიზაცია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/419493684031017/
×
×
  • შექმენი...